ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე ელჩის გაწვევაზე: აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია, მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა
საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუღებელს და გაუმართლებელს უწოდებს, „მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა“. „უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინებული მოქმედების გამოხატულება. ამის იქით აქ მეტს არაფერს ვიტყვი. არის მცდელობა, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავშვებთ და არ დავუშვებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს, მე ვამბობ იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის. რაც შეეხება საქართველოში კოორდინაციას, არ მინდა, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ „ნაციონალებს“ და ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია. ეს ასე არ არის, მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში, ეს რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაა“. თქვენ ნახეთ, სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის. სანქციები უკრაინასთან დაკავშირებით არ დააწესა მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა - ამ ქვეყნების ჩამონათვალს გავაგრძელებ, არც ერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მიზეზი არის ერთადერთი, ინტერესი, რომ თურქეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი ან ისრაელი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ არავის არ გაუწვევია იქიდან ელჩი, სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით, პირდაპირი მცდელობა იყო მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩართული ვყოფილიყავით სამხედრო კონფლიქტში, ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა შემდეგ ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი. კობახიძის თქმით, არის ერთ მხარეს მცდელობა საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში და საქართველოს ხელისუფლება არის ამ მოსაზრების წინააღმდეგი. „ჩვენ ხალხი უნდა დავიცვათ და არ უნდა ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია, დავსვათ კითხვა, პატარა რეფერენდუმი ჩავატაროთ და მოვუწოდოთ ხალხს, რომ გამოვიდნენ, შეიკრიბონ პარლამენტის წინ, ვინ არის მომხრე, რომ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთონ. თუ არის ვინმე იმის მომხრე, რომ დღეს ხელისუფლებამ ჩართოს საქართველო სამხედრო კონფლიქტში, შეგვიძლია, ეს კითხვა დავსვათ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე სამხედრო კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
მედია: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა 2 მარტს ჩაინიშნა
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა 2 მარტს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, უკრაინულმა დიპლომატიამ გამოიტანა რამდენიმე მოთხოვნა, რასაც რუსეთი კიევისგან ითხოვს. მათ შორის: რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის არაბლოკური სტატუსი; დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში; დენაციფიკაცია და ყირიმზე უარის თქმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა
ევროკავშირი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საპასუხოდ დამატებით ზომებს იღებს. 28 თებერვალს საბჭომ დაამტკიცა:რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა. 500 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობისა და მომარაგების დასაფინანსებლად.აკრძალულია ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომა ყველა სახის რუსული გადამზიდავისთვის. სანქციები სუბიექტების წინააღმდეგ. სანქცირებულთა სიაში არიან ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები, ევროკავშირი სანქცირებული ბანკების SWIFT-იდან გათიშვის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 25 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აქტივების გაყინვის შესახებ. 23 თებერვალს საბჭო შეთანხმდა სანქციების პირველ პაკეტზე რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკის და ლუგანსკის ოლქების „დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების“ საპასუხოდ. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სია ფართოვდება
პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინულ ენაზე გამომსვლელ დეპუტატს ქართულად საუბრისკენ მოუწოდა
"პარლამენტში სამუშაო ენა არის ქართული, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ სხვა შემთხვევაშიც და ზოგადად, ქართულად უნდა დააფიქსიროთ საკუთარი აზრი", - ამის მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს დავით ხაჯიშვილს, რომელიც პლენარულ სხდომაზე სიტყვით უკრაინულად გამოვიდა. „ბატონო დავით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა მოგმართოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული და ამიტომ, თუ გსურთ, დააფიქსიროთ პატივისცემა სხვა სახელმწიფოს მიმართ, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცეთ საკუთარ სახელმწიფოს და სახელმწიფო ენას. საქართველოს პარლამენტში სამუშაო ენა არის ქართული, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ სხვა შემთხვევაშიც და ზოგადად, ქართულად უნდა მიმართოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სასწორზეა ევროპის მომავალი. პირდაპირი ევროპარლამენტიდან
„ევროპისთვის სიმართლის მომენტია“ და კონტინენტის მომავალი სასწორზეა, განაცხადა სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში საგანგებო სხდომაზე. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც უკრაინის კრიზისზე ევროკავშირის პასუხის ნაწილი, ბრიუსელი გამოყოფს 500 მილიონ ევროს დამატებით დაფინანსებას ომის „ჰუმანიტარული შედეგების“ დაძლევაში. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის მომავალიც საფრთხეშია.
იენს სტოლტენბერგი: პოლონეთი და NATO უკრაინის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას არ აპირებს
პოლონეთი და NATO არ აპირებენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადეს. „NATO სოლიდარულია უკრაინის მიმართ. NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს სერიოზული საფასური დააკისრეს უკრაინაში მისი სრულიად გაუმართლებელი და უგუნური შეჭრისთვის. ჩვენ რუსეთსაც და ბელარუსსაც პასუხს ვაგებინებთ იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობით. NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს მკაცრი სანქციების განხორციელებით საფასური დააკისრეს. ჩვენ სატელეფონო საუბრისას რეალურად განვიხილეთ ეს სანქციები პრეზიდენტ ბაიდენთან და პრეზიდენტ დუდასთან, NATO-ს სხვა ლიდერებთან და ევროკავშირთან. NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას: მატერიალურ, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის, ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში ან თვითმფრინავების გადაყვანას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა
დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს - ზელენსკი ევროპარლამენტს
„ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი სიძლიერე. ზუსტად თქვნნაირები ვართ. ასე რომ, თქვენც დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე“, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს ვიდეოზარის მეშვეობით. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწისა და თავისუფლებისთვის. უკრაინამ უკვე დაამტკიცა მისი სიძლიერე, ახლა ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის უკრაინის გვერდითაა. თქვენს გარეშე უკრაინა მარტოსული იქნება. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისა და ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ცოცხალი ვიხილოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანია. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის. ეს არის ჩვენი ყველაზე მაღალი მოტივაცია, მაგრამ ჩვენ ასევე ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანასწორუფლებიანი წევრები. ევროპარლამენტში, ზელენსკის სიტყვის შემდეგ ფეხზე წამოდგენენ და ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში უკრავდნენ.
დიპლომატების დემარში გაეროს სესიაზე სერგეი ლავროვის მიმართვისას
დასავლელმა დიპლომატებმა და ელჩებმა სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომა დატოვეს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინასწარ ჩაწერილი გამოსვლა დაიწყო. შეხვედრაზე არაერთმა ოფიციალურმა პირმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. საფრანგეთის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათობით ოფიციალური პირი ტოვებს სესიას, როცა ლავროვი მიმართავს ვიდეობმულის საშუალებით.
დავით ზალკალიანმა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან. აღნიშნულის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. „მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან. სიღრმისეულად განვიხილეთ, როგორც რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, ისე უკრაინაში მიმდინარე ომი. შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებების უზრუნველსაყოფად“, – წერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, საქართველოს პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, უკრაინელთა დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა. „ყველა ჩვენთაგანს გვინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ახლა უჭირთ და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა იყო, რომ დაგვეწყო ჰუმანიტარული აქტივობები. სისხლის ჩაბარება და სისხლის პროდუქტების გაგზავნა მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია იმ რიგი ღონისძიებების, რის განხორციელებაც უკვე დავიწყეთ. ძალიან ამაყი ვიქნები, თუნდაც ერთ ადამიანს თუ დავეხმარებით უკრაინაში ამ აქციით“, - აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ. „ომის სპეციფიკიდან გამომდინარე და მახასიათებელი ტრავმებიდან, ხშირია სისხლის დანაკარგები, ამიტომ ყველაზე დეფიციტური, ასეთ ვითარებაში, არის სისხლის კომპონენტები. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გავაგზავნოთ სისხლის კომპონენტები და ამით დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ვფიქრობ, რომ ამ ომს თავისი ლოგიკური დასასრული ექნება და სამართლიანობა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა თავის მხრივ დიმიტრი ხუნდაძემ. საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა ის მცირედია, რის გაკეთებაც ახლა შეიძლება უკრაინელებისთვის. „დღეს შევუერთდით სისხლის ჩაბარების აქციას პარლამენტში. ეს არის ყველაზე მცირედი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მოძმე ხალხისთვის და მოძმე ქვეყნისთვის - უკრაინისთვის, რომელიც ეომება რუსულ იმპერიას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და გვერდში ვუდგავართ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა
საქართველოს პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე მუშაობას იწყებს, ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განცხადება გააკეთა. „მსურს წარმოგიდგინოთ რეზოლუციის პროექტი. გამომდინარე იქიდან, რა მოვლენებიც ვითარდება ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტშიც ვიმუშაოთ რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. საქართველოს გაცხადებული აქვს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, მიზანი და ვფიქრობთ, რომ ამ პირობებში, როდესაც გარკვეული ძვრები შეინიშნება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჩვენც ვიმუშაოთ რეზოლუციის პროექტზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ბიუროს წევრებს რეზოლუციის პროექტის შინაარსი გააცნო. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციების და პროცედურების შემდეგ, მოხდება რეზოლუციის პროექტის დაინიცირება. პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ნადვილად მნიშვნელოვანია ამ მომენტში პარლამენტმაც საკუთარი პოზიცია რეზოლუციის სახით დააფიქსიროს. მისი თქმით, პარლამენტის ყველა წევრს ექნება საშუალება ჩაერთოს აღნიშნული საკითხის შემუშავებაში. რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის. ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.
ევროკომისიის პრეზიდენტი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე: ევროკავშირი ამ რთულ დროს საქართველოს გვერდით დგას
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ რთულ დროს დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას. ევროკავშირი მზადაა, საქართველოს თანამშრომლობა გააძლიეროს. „საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად შევხვდი. ევროკავშირი ამ რთულ დროს დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
კიევში სატელევიზიო ანძა კვამლშია გახვეული
კიევში სატელევიზიო ანძა კვამლშია გახვეული. მისი მისამართით გასროლა რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს. სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრები, რომლის ავთენტურობას BBC დასტურებს, აფეთქებას ასახავს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იუწყება, რომ სროლა მაუწყებლის სააპარატოზე განხორციელდა. დროებით გაითიშა არხები, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩაირთვება მათი ნაწილის სარეზერვო მაუწყებლობა. ზოგიერთი ტელეარხის ყურება კი Youtube-ის მეშვეობით შეიძლება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე კიევის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უკრაინის დედაქალაქში სამიზნეებზე, მათ შორის საკომუნიკაციო სისტემაზე თავდასხმისთვის ემზადება. BBC-ის ცნობით, რუსული ჯავშანტექნიკის უზარმაზარი კოლონა კიევისკენ წინსვლას განაგრძობს. უკრაინის მეორე ქალაქში, ხარკოვის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე თავდასხმას სულ მცირე 10 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს ბარბაროსულ თავდასხმებში ადანაშაულებს.
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. „ყველასთვის ყურადღების ცენტრში დღეს არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული, ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ. ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, რომელიც ამას მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმუშაონ
ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. შესაბამისი რეზოლუცია ევროპის საკანონმდებლო ორგანომ პირველ მარტს მიიღო, იწყება ევროპარლამენტის პრესსამსახური. დოკუმენტს მხარი 637-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, 26-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის. „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმავდროულად გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში “, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს - ზელენსკი ევროპარლამენტს
შარლ მიშელი რუსეთს: შეწყვიტე ომი. დაბრუნდი სახლში, მოდი, ვისაუბროთ
„ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს მიერ დაკისრებული მძიმე ზომების შემდეგ, ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები, მათ შორის ვლადიმერ პუტინის და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთო, შეწყვიტე ომი! დაბრუნდი სახლში, მოდი, ვისაუბროთ!“, - განაცხადა შარლ მიშელმა. „ევროპისთვის სიმართლის მომენტია“ და კონტინენტის მომავალი სასწორზეა, განაცხადა თავის მხრივ სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში საგანგებო სხდომაზე. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც უკრაინის კრიზისზე ევროკავშირის პასუხის ნაწილი, ბრიუსელი გამოყოფს 500 მილიონ ევროს დამატებით დაფინანსებას ომის „ჰუმანიტარული შედეგების“ დაძლევაში. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის მომავალიც საფრთხეშია.
ზალკალიანი უკრაინის მიერ ელჩის გაწვევაზე: ძალიან მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილებაა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას მოულოდნელი და სამწუხარო ფაქტი უწოდა. მინისტრის განცხადებით, გასაგებია, რომ უკრაინელი ძმემი მძიმე სიტუაციაში არიან და ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება და ამ კონტექსტიდან გამომდნარე არ სურს, რაიმე პრეტენზიები გამოთქვას. „მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და აუცილებლად გამოვალთ ამ სიტუაციიდან ისე, როგორც ჩვენს ურთიერთობას და იმ სოლიდარობას და მხარდაჭერას შეეფერება, რომელიც ხელისუფლებამ აგრესიის დაწყებამდე და მის შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებლად დაუბრუნდება ყველაფერი იმ მდგომარეობას, რომელსაც იმსახურებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა“, - განაცხადა ზალკალიანმა „იმედის“ ეთერში. „გაუგებარი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და განაცხადა, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. „საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში. პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა. ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. კიდევ ერთხელ გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ერთ-ერთი მცირეთაგანნი არიან, ვისაც არ დაუტოვებიათ კიევი და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში. საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. ასევე, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირი დახმარება ეწევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის ელჩი საქართველოში და მისი მხრიდან უკრაინის სახელით არაერთხელ იყო გამოთქმული მადლობა გაწეული დახმარებისთვის. საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს. მან პირველ მარტს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის ორი საკვანძო მიზეზით: საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს; გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ მოხალისეების გაგზავნაში ხელშეშლას, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ უკრაინას. მისი თქმით, არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს. „რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, რომელიც უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებას, დღესაც, მე-7 დღეს მიმდინარეობს ღია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი იყენებს აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა არ ჩერდება, გრძელდება სროლა, სარაკეტო დარტყმები საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, სამშობიარო სახლების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმართულებით. დღეს ჩვენ მომსწრე გავხდით, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა კიევის ცენტრალური მოედნის მიმართულებით სროლა და ასევე ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის მიმართულებით. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ყველა ეს ქმედება წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს, რუსეთი წარმოადგენს ტერორისტ სახელმწიფოს. უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, როგორც კრიმინალები. უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინელი ხალხი მამაცად იცავს საკუთარ ქვეყანას. სიტუაცია არის რთული, მაგრამ ექვემდებარება კონტროლს. უკრაინის სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამოიყენებს ყველა ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ეს ქმედებები. აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობა. უკრაინა იღებს საჭირო შეიარაღებას და ტექნიკას“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა. რაც შეეხება რეზოლუციის დამტკიცებას, მისი შეფასებით, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან ძალიან მძლავრი და პოლიტიკური გამოხატულება უკრაინის სტაბილურობის მხრივ. „სხვა მიმართულება უკრაინის თანამშრომლების საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე საქართველოსთან, არის ჰუმანიტარული დახმარება. როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონა. ეს ჰუმანიტარული ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატებისგან, რომელსაც ახლა ძალიან საჭიროებს შეიარაღებული ძალები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. ცოტა ხანში, ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების მიერ, ასევე საქმიანი წრეების და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენი მოძმე საქართველოსგან. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის მადლობელი ვართ ამ მხადრაჭერისთვის, ჩვენ დღეს მას ვგრძნობთ, როგორც არასდროს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა ქართული მედიასაშუალებების ცნობით. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
კიევში სატელევიზიო ანძაზე თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - BBC
BBC უკრაინის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა კიევში სატელევიზიო ანძას, დარტყმა განახორციელა სამაუწყებლო მოწყობილობებზე. კიევში სატელევიზიო ანძა პირველ მარტს კვამლშია გაეხვა. მისი მისამართით გასროლა რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს. სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრები, რომლის ავთენტურობას BBC დასტურებს, აფეთქებას ასახავს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იუწყება, რომ სროლა მაუწყებლის სააპარატოზე განხორციელდა. დროებით გაითიშა არხები, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩაირთვება მათი ნაწილის სარეზერვო მაუწყებლობა. ზოგიერთი ტელეარხის ყურება კი Youtube-ის მეშვეობით შეიძლება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე კიევის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უკრაინის დედაქალაქში სამიზნეებზე, მათ შორის საკომუნიკაციო სისტემაზე თავდასხმისთვის ემზადება. BBC-ის ცნობით, რუსული ჯავშანტექნიკის უზარმაზარი კოლონა კიევისკენ წინსვლას განაგრძობს. უკრაინის მეორე ქალაქში, ხარკოვის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე თავდასხმას სულ მცირე 10 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს ბარბაროსულ თავდასხმებში ადანაშაულებს.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში
„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება“, - ეს ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის Facebook გვერდზე განთავსდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ფოტო/სქრინშოთს ერთვის თან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინისთვის გამოხატულ მხარდაჭერას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ეძღვნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამონათვალში, ერთ-ერთ პუნქტში საუბარია, რომ პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები გამოიფინა.