ძებნის რეზულტატი:
ჯიმ რიში: შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ დაუჭერს
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის „რესპუბლიკელი“ წევრი ჯიმ რიში „იმედგაცრუებულია, რომ საქართველო უკრაინას მხარს არ დაუჭერს“. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. „14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - აღნიშნავს რიში. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე: არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით
"არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით", - ასე გამოემაურა სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს. ზურაბიშვილმა France 24-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსგან ყველა ღია სოლიდარობა მოელის. "პირველ რიგში, არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთი ტიპის სანქციების გატარებას შევძლებდით, რომელიც შესამჩნევი იქნებოდა. და არ ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადება გასაგები იყო დღეს. გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ახლა საქართველოსგან ყველა მოელის არის ღია სოლიდარობა. ზუსტად ამის გასაჟღერებლად ჩამოვედი აქ. საქართველოს მოსახლეობამ უკვე ღიად განაცხადა ეს. ეს არის გზავნილი - ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ერეკლე ღვინიანიძე აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. დღემდე მან უწყებაში არაერთი რეფორმა განახორციელა – შეიქმნა ციფრული არქივი; დაიწყო მუშაობა გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმაზე, სააღსრულებო წარმოების ციფრულ პროგრამაზე. ამ პროექტების დასრულების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობაში სრულად ციფრულ მმართველობას დანერგავს.
აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს
აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის ცას რუსეთის ყველა ფრენისთვის“, - აღნიშნა თეთრი სახლის მეთაურმა. მისი თქმით, ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლა ექნება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმით მსოფლიოს გადატრიალება სურდა, თუმცა უკრაინელი ხალხის სახით მის წინაშე შეუვალი კედელი დადგა. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას დამატებით $54 მილიონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 075 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 637 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის - 24.39% ხოლო 7 დღის - 19.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი - 256, გურია - 153, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 390, მცხეთა-მთიანეთი - 94, სამცხე-ჯავახეთი - 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046 საიდანაც, 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1390, აჭარაში - 366, იმერეთში - 635. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 772 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 337, აჭარაში - 105, იმერეთში - 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პაციენტი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 28, იმერეთში - 18. 78 622 ადამიანი სახლში მკურნალობს.
Politico: პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ
პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამ ქვეყანას უკრაინისთვის საერთო ჯამში 70 მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცა. ასევე წაიკითხეთ: ქვეყნები, რომლებმაც რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალები შევიდნენ
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალები შევიდნენ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, რუსეთის ძალებმა დაიკავეს ქალაქი რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი. ასევე წაიკითხეთ: კიევში სატელევიზიო ანძაზე თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - BBC კიევში სატელევიზიო ანძა კვამლშია გახვეული
საქსტატი: თებერვალში პური 20.8 %-ით, ხოლო ბოსტნეული 34.0 პროცენტით გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფზე. საქსტატის მონაცემებით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ყველაზე მეტად, 68.4 პროცენტით ფასები გაიზარდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე. "წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58.0 პროცენტით გაძვირდა. ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა იანვარშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 34.0 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 23.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 20.8 პროცენტით, თევზეული – 18.2 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 17.4 პროცენტით, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.6 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 14.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 11.0 პროცენტით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის შემოჭრიდან პირველი ექვსი დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა
"უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი ექვსი დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მათ არაფერი იციან კიევის, ჩვენი ისტორიის შესახებ. მაგრამ მათ აქვთ ბრძანება, წაშალონ ჩვენი ისტორია, წაშალონ ჩვენი ქვეყანა, წაშალონ ყველა ჩვენგანი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს - ზელენსკი ევროპარლამენტს
ნობელის პრემიის ლაურეატები: მოგიწოდებთ, უკრაინიდან ჯარი გაიყვანოთ
ნობელის პრემიის ლაურეატებმა რუსეთის მთავრობას ღია წერილით მიმართეს, რომელშიც უკრაინიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. წერილი Nobel Campaigns-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „1939 წელს ნაცისტური გერმანიის პოლონეთსა და 1941 წელს საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მსგავსად, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით დაიწყო გაუმართლებელი სამხედრო აგრესია - ომი - მეზობელი სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ. ფრთხილად ვარჩევთ სიტყვებს, რადგან არ გვჯერა, რომ რუსი ხალხი ამ აგრესიაში როლს ასრულებს“, - აღნიშნულია წერილში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალები შევიდნენ
ჯო ბაიდენი: აშშ იბრძოლებს NATO-ს ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრისთვის“, თუკი რუსეთი თავდასხმას გააფართოებს
აშშ იბრძოლებს NATO-ს ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრისთვის“, თუკი რუსებმა გააფართოვეს თავდასხმა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯო ბაიდენმა თავისი გამოსვლის პირველი 15 წუთი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას დაუთმო. Europetime-მა ჯო ბაიდენის გზავნილები BBC-ის მიხედვით შეკრიბა. ბაიდენის თქმით, მისი ნდობა ამერიკელი ხალხის მიმართ აძლევს გარანტიას, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს ამ კრიტიკულ მომენტში. „თავისუფლების დასაცავად, სამართლიანობისა და შესაძლებლობების გასაფართოებლად. ჩვენ გადავარჩენთ დემოკრატიას. რაც არ უნდა მძიმე იყო ეს დრო, მე დღეს უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამერიკის მიმართ, ვიდრე ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში“. „დღეს ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით. ჩვენ ვიქნებით უფრო ძლიერები ერთი წლის შემდეგ, ვიდრე დღეს ვართ. ახლა დროა, გადავლახოთ ჩვენი დროის გამოწვევები - ჩვენ, როგორც ერთიანმა ხალხმა, ერთიანმა ამერიკამა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, - განაცხადა აშშ-ის პრზიდენტმა. ჯო ბაიდენმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთი მზად იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის და მისი ადმინისტრაცია მზად არის ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა თავი აარიდა ომის თავიდან აცილების მცდელობებს. "ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი - როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს. ისინი აგრძელებენ წინსვლას, ხარჯები და საფრთხეები ამერიკისა და მსოფლიოსთვის იზრდება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი შეცდა. „პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიის მცდელობები. ეგონა, რომ დასავლეთი და NATO არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ახლა დგას ჩვენი პასუხისმგებლობის, ჩვენი გადაწყვეტილების და სინდისის გამოცდის მომენტი, სწორედ ამ მომენტში ყალიბდებ ჩვენი ხასიათი. ჩვენი მიზანი ნათელია. ჩვენი მომავალი განსაზღვრული", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა უკრაინელ ხალხს მიმართა. „პრეზიდენტ ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი გამბედაობა, სიმამაცე, მონდომება შთაგონების წყაროა მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტი თავის ინფლაციის მზარდ ფაქტორსაც შეეხო. „ინფლაციასთან ბრძოლის ჩემი გეგმა შეამცირებს თქვენს ხარჯებს და შეამცირებს დეფიციტს“, - დაამატა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: აშშ იბრძოლებს NATO-ს ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრისთვის“, თუკი რუსეთი თავდასხმას გააფართოებს
ვოლოდიმირ ზელენსკი: რას მიიჩნევთ შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს?!
"რას მიიჩნევთ შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ – წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს", - ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაბი იარის დაბომბვის შემდეგ ოფიციალურ რუსეთს. "შეუძლებელია ამის ახსნა ნებისმიერი ადამიანური მიზეზით. ღმერთის მიზეზით. რაღა იქნება ბაბი იარის შემდეგ? კიდევ რომელი „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს? კიდევ NATO-ს ბაზები? წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, ლავრა, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი? ისინი, იქ, რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმაც დალახვროს, რადგან ღმერთი ჩვენთანაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ოლოდიმერ ზელენსკი: რუსეთის შემოჭრიდან პირველი ექვსი დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა
ჯო ბაიდენი: როცა დიქტატორები ფასს არ იხდიან თავისი აგრესიისთვის, უფრო დიდ ქაოსს იწვევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთი მზად იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის და მისი ადმინისტრაცია მზად არის ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა თავი აარიდა ომის თავიდან აცილების მცდელობებს. „ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი - როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს. ისინი აგრძელებენ წინსვლას, ხარჯები და საფრთხეები ამერიკისა და მსოფლიოსთვის იზრდება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი შეცდა. „პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიის მცდელობები. ეგონა, რომ დასავლეთი და NATO არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა უკრაინელ ხალხს მიმართა. „პრეზიდენტ ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი გამბედაობა, სიმამაცე, მონდომება შთაგონების წყაროა მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ინფლაციის მზარდ ფაქტორსაც შეეხო. „ინფლაციასთან ბრძოლის ჩემი გეგმა შეამცირებს თქვენს ხარჯებს და შეამცირებს დეფიციტს“, - დაამატა ჯო ბაიდენმა.
შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, ამ რთულ დროს საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა დააფიქსიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. „პრეზიდენტთან ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ. თქვენ იცით, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვართ. ევროკავშირს ძალიან მკაფიო, მტკიცე და ერთიანი პოზიცია აქვს, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ვართ მეგობრები, ახლო პარტნიორები და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. თქვენ იცით ჩემი პერსონალური ჩართულობა საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, რათა მხარი დამეჭირა ნებისმიერი მცდელობისთვის, სტაბილურობისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, კონკრეტული დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ ევროკომისიასთან, ევროპარლამენტთან ერთად და გვსურს დავაფიქსიროთ მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა, შევინარჩუნოთ ყველა ძალისხმევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრით, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამ უკიდურესად მნიშვნელოვან, გამოწვევებით სავსე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ, რათა მკაფიო გახდეს გზავნილი, რომ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს, მრავალმხრივ მიდგომას, გაეროს ქარტიისადმი სრულ პატივისცემას, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პრინციპები“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე: ევროკავშირი მზადაა, ამ რთულ დროს საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს
უკრაინული მედია: რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე ცნობით, რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს. „მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნების შესახებ", - წერს გამოცემა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: რას მიიჩნევთ შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს?!
დიმიტრი პესკოვი: რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს იქნება
კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს იქნება. პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით არსებობს „ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გარკვეული ელემენტი“. ასევე წაიკითხეთ: მედია: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა 2 მარტს ჩაინიშნა
ზელენსკი: ნაციზმი სიჩუმეში იბადება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს მოუწოდა ებრაელებს მთელ მსოფლიოში, ხმა აიმაღლონ და ისაუბრონ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკლელობაზე. „ახლა მე მივმართავ მსოფლიოს ყველა ებრაელს. ვერ ხედავთ რა ხდება? ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მილიონობით ებრაელი მთელ მსოფლიოში ახლა არ გაჩუმდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. „ნაციზმი სიჩუმეში იბადება. ასე რომ, იყვირე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე. იყვირე უკრაინელების მკვლელობებზე“. - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბორის ჯონსონი: ვლადიმერ პუტინზე მაქსიმალური ზეწოლის განსახორციელებლად სანქციები უნდა გაფარდოვდეს
"სანქციები უნდა გაფართოვდეს უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინზე მაქსიმალური ზეწოლის განსახორციელებლად", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს. „პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს იწვევს, რათა უზრუნველყოს რუსეთის უმკაცრესი დაგმობა გაეროში გასამართ დღევანდელ შეხვედრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა
ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს
ნავთობის გიგანტი, იტალიურმა Eni-მ განაცხადა, რომ გამოდის „თეთრი ნაკადის“ პროექტიდან, რომელშიც 50%იან პროცენტიან წილს ფლობს. „Eni აპირებს, გაყიდოს თავისი წილები „ცისფერ ნაკადში“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, კონკურენტების BP-ისა და Shell-ის ნაბიჯების შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. „Eni-ს ამჟამინდელი ყოფნა რუსეთში მარგინალურია და ერთობლივი საწარმოები რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ როსნეფტთან, უკვე წლების განმავლობაში გაყინულია 2014 წლიდან რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო“, - განაცხადა კომპანიის სპიკერმა. „ცისფერი ნაკადი“ არის მთავარი ტრან-სშავი ზღვის გაზსადენი, რომელიც ბუნებრივ აირს რუსეთიდან თურქეთში ატარებს. მილსადენი Blue Stream Pipeline B.V.-ის მიერ, ნიდერლანდებში დაფუძნებული რუსული „გაზპრომისა“ და იტალიური Eni-ს პარტნიორობით აშენდა. Blue Stream Pipeline B.V. არის მილსადენის წყალქვეშა მონაკვეთის მფლობელი, მათ შორის ბერეგოვაიას საკომპრესორო სადგურის, ხოლო „გაზპრომი“ ფლობს და მართავს გაზსადენის რუსულ სახმელეთო მონაკვეთს, თურქეთის მონაკვეთს ფლობს და მართავს თურქული ენერგეტიკული კომპანია BOTAŞ. გაზპრომის თქმით, მილსადენი აშენდა თურქეთში რუსული გაზის მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მიზნით და მესამე ქვეყნების გვერდის ავლით. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. საერთაშორისო მედიის წინასწარი ინფორმაციით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი შეზღუდვები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
დმიტრო კულება: პუტინი ომშია ბავშვებთან
პუტინი ომშია ბავშვებთან, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც რუსეთში ანტისამთავრობო აქციის დროს ბავშვების დაკავების თემას გამოეხმაურა. „პუტინი ომშია ბავშვებთან. უკრაინაში, სადაც ის რაკეტებით ბომბავს საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებს, ასევე რუსეთში, სადაც 7 წლის დავიდს, 9 წლის სოფიას, 11 წლის მატვეის, 11 წლის გოშას და ლიზას მთელი ღამე გისოსებს მიღმა გაატარებინეს, რადგან „არა ომს“ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. აი, ასე გამოიყურება შეშინებული ადამიანი“, – წერს კულება. ცნობისთვის, მოსკოვში 7-დან 11 წლამდე ბავშვები უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო დააკავეს დაპოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.