ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს

SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი ითიშება. ევროკავშორმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა. SWIFT-დან შემდეგი ბანკები: VTB-ს, Bank Otkritie-ს, Novikombank-ს, Promsvyazbank-ს, Rossiya Bank-ს, Sovcombank-სა და Vnesheconombank-ს (VEB) SWIFT-ის ოპერაციების შესაჩერებლად 10 დღე მიეცათ. სიაში არ შედის ორი ძირითადი რუსული ბანკი, Sberbank -ი და Gazprombank-ი, ისინი SWIFT-თან დაკავშირებული რჩებიან, რათა ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ჰქონდეთ გადაიხადონ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების საფასური.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმებს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას უკრაინული მედია, Kyiv Independent ავრცელებს. ცნობისათვის, გაერო 27 თებერვალს უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა სულ  მცირე 64-ს აღწევს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. საერთაშორისო მედიის წინასწარი ინფორმაციით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ

ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა

ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროს გადარიცხვა იკრძალება ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის და სამთავრობო ორგანოსთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკისთვის. აღნიშნული შეზღუდვა 21 მარტიდან შევა ძალაში. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს    

უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინამ რომის პაპს დახმარება სთხოვა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განაცხადებით, უკრაინამ რომის პაპს სთხოვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკოს, რადგან ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული დერეფნების დაშვება მოხდეს.  „იმედი მაქვს, მათ შორის საუბარი გაიმართება“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმებს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა  

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარსდგება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგეს 2022 წლის 5 მარტს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ზელენსკი: ველოდები პოზიტიურ სიგნალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-დან იუწყება, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ესაუბრა. „მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩვენს სანდო მეგობართან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა და დიპლომატიური ძალისხმევა. ველოდებით პოზიტიურ სიგნალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - წერს ზელენსკი.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ოფიციალურ განაცხადს წარადგენს

საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხვალ წარადგენს. ამის შესახებ მედიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განუცხადა. საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას“, - განაცხადა კობახიძემ.  

მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს

რუსეთი უკრაინის მთავარ ქალაქებზე თავდასხმებს აძლიერებს. BBC-ის ცნობით, ბრძოლები მძვინვარებს ჩრდილოეთში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში. მარიუპოლის მერის თქმით, რუსეთი ბომბავს საცხოვრებელ ტერიტორიებს. მერის ინფორმაციით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბოლო 14 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ საცხოვრებელი ტერიტორიების `დაუნდობელი დაბომბვის შედეგად“. „საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, არის ბევრი დაჭრილი და სამწუხაროდ, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ქალები, ბავშვები, მოხუცები. უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს“, - აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო. ქალაქ მარიუპოლს სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რომელიც რუსეთის ძალებს ჰყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში (ყირიმის ნახევარკუნძული) სეპარატისტული ჯარებისგან. BBC-ის ცნობით, დნიპროს მატარებლის სადგურზე სასოწარკვეთილი სცენებია, ოჯახებმა დასავლეთისკენ გაქცევა დაიწყეს. ხარკოვში მაშველები სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებს შორის მცირეწლოვანს ეძებენ. განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა ევგენ ვასილენკომ. ცნობისთვის, უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ რუსებმა ვაკუუმის ბომბი გამოიყენეს, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია.  გაეროს ინფორმაციით, უკრაინა 800 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მამუკა ბახტაძე: ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა დააჩქაროს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Newsweek-ს განუცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა დააჩქაროს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო. „თავისუფალი სამყარო უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული თავის გადაწყვეტილებაში, დააჩქაროს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.  ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინელების სიმამაცე თავისუფლებისთვის ბრძოლაში სულისშემძვრელია და შთაგონების წყაროა მთელი მსოფლიოსთვის. მამუკა ბახტაძე თვლის, რომ „დღეს მთელი უკრაინა საომარ ზონად იქცა, ეს არის თავისუფალ სამყაროსა და ტირანიას შორის შეტაკების ეპიცენტრი. მისივე აზრით, კრემლის პროპაგანდა იყენებს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მილიტარისტული ამბიციების საფუძვლად, მაგრამ ცხადია, რომ მას არავითარი რეალური საფუძველი არ აქვს. „აუცილებელია შემუშავდეს ყოვლისმომცველი და პროაქტიური სტრატეგია, რომელიც შეიცავს კრემლის აგრესიითვის წინააღმდეგობის გაწევას“, - განუცხადა Newsweek-ს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე

რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, პუტინთან დახლოებულმა ოლიგარქმა მიხაილ ფრიდმანმა ლონდონში პრესკონფერენცია გამართა, რაც მილიარდერების მხრიდან იშვიათი ნაბიჯია. ფრიდმანის პრესკონფერენციის გაშუქებისას, BBC აღნიშნავს, რომ ოლიგარქები პრესკონფერენციას ხშირად არ ატარებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ფინანსურად შეკუმშვის სტრატეგია დასავლეთისთვის სასურველ გავლენას ახდენს რუსეთზე. ასე არ ფიქრობს თავად ოლიგარქი, მიიჩნევს, რომ სანქციები კრემლს არ შეაჩერებს. ფრიდმანმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ თავი აარიდა კითხვებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებების დაგმობის შესახებ. „ეს იქნება არამხოლოდ „ჩემი პირადი რისკი, არამედ რისკი ჩემი კოლეგებისა და პერსონალისთვის. ათიათასობით თანამშრომელია რუსეთში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ჩვენ გვყავს ათეულობით პარტნიორი და მე არ მაქვს უფლება, ყველა მათგანი რისკის ქვეშ დავაყენო“. რუსმა ოლიგარქმა განაცხადა, რომ ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება მოსკოვის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. აქვე აღნიშნა, რომ ომი ორივე მხარისთვის ტრაგედიაა. ფრიდმანი ამით შეუერთდა კიდევ ერთ ბიზნესმენს, ოლეგ დერიპასკას, რომელიც მშვიდობის მოწოდებით გამოვიდა. BBC წერს, რომ დერიპასკა და ფრიდმანი ის ოლიგარქები არიან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბრობენ. უკრაინაში დაბადებული ფრიდმანი რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკის Alfa-ს დამფუძნებელია და მართავს საინვესტიციო ფირმა LetterOne-ს, რომელსაც აქვს ფართო ინტერესები ნავთობისა და საცალო ვაჭრობის სფეროში. მილიარდერმა თქვა, რომ სანქციები, რომლებიც ყინავს ზოგიერთ აქტივს და აწესებს მოგზაურობაზე აკრძალვას, გაუმართლებელია და ის მათ წინააღმდეგობას გაუწევს. მაგრამ დაამატა, რომ სანქციებს, ნებისმიერ შემთხვევაში, არ ექნება სასურველი ეფექტი კრემლის შეკავებაში. არის თუ არა ხარვეზები რუსეთში ბანკების ფუნქციონირებაში, ფრიდმანმა განაცხადა, რომ დიდი ზეწოლა იყო რუსულ ვალუტაზე, რუბლზე. მისი თქმით, ბევრი რუსი მიდიოდა ბანკებში რუბლის გამოსატანად, რომ დოლარი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ ფრიდმანი მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ გამოჩნდა. Forbes-ის რუსული გამოცემა მის ქონებას 15,5 მილიარდ დოლარად აფასებს. პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი: ომი ვერასოდეს იქნება პასუხი. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს

ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირები, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები ევროკავშირის ხელმძღვანელებს მიმართავენ

მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს მიმართვენ, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე. „ბატონ შარლ მიშელს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს; ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს - ევროპის კომისიის პრეზიდენტს; ბატონ ჯოზეფ ბორელს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს; „პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ 1991 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული საქართველოს ყველა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. საინიციატივო ჯგუფი: CIIC - სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი და GSAC - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (ხათუნა ლაგაზიძე, ნოდარ ხარშილაძე, გიორგი პაპელიშვილი, დავით კიზირია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი რუხაძე, გიორგი მელაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, გოჩა მირცხულავა, მალხაზ ნაკაშიძე) მადლობას უხდის ყველა ხელმომწერს, ვისთვისაც საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ევროპული მომავალი უმთავრესი ღირებულებაა. ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქმედი და ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები: უპირველ ყოვლისა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხს; გამოვხატავთ რა ქართველი ხალხის ურყევ ნებას გახდეს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, რომელიც დადასტურებულია რეფერენდუმის შედეგებში და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. მიგვაჩნია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი იყოს ამა თუ იმ კავშირის წევრი. მოგმართავთ თხოვნით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. ტექსტი 2 მარტს ხელმოსაწერად გაეგზავნა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს; პარლამენტის თავმჯდომარეებს; პრემიერ-მინისტრებს; საგარეო საქმეთა მინისტრებს; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრებს; ევროკავშირში საქართველოს ელჩებს; სახალხო დამცველებს; ბოლო მოწვევის პარლამენტში გასული პარტიების ლიდერებს. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს პრეზიდენტები საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - 2013-2018; საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - 2004-2013; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები დავით უსუფაშვილი - 2012-2016; დავით ბაქრაძე - 2008-2012; ნინო ბურჯანაძე - 2001-2003; 2004-2008; აკაკი ასათიანი - 1991-1992; საქართველოს პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი - დეკემბერი 2015 - ივნისი 2018; გრიგოლ მგალობლიშვილი - ნოემბერი 2008 - თებერვალი 2009; ლადო გურგენიძე - ნოემბერი 2007 - ნოემბერი 2008; ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003 ნიკო ლეკიშვილი - 1995-1998; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ ჯანელიძე - დეკემებრი 2015 - ივნისი 2018; მაია ფანჯიკიძე - ოქტომბერი 2012-ნოემბერი 2014 გრიგოლ ვაშაძე - დეკემბერი 2008 - ნოემბერი 2012; ეკა ტყეშელაშვილი - მაისი 2008 - დეკემბერი 2008; გელა ბეჟუაშვილი - ოქტომებრი 2005 - იანვარი 2008; თედო ჯაფარიძე - ნოემბერი 2003 - მარტი 2004; ირაკლი მენაღარიშვილი - დეკემბერი 1995 - ნოემბერი 2003; გოგი ხოშტარია - ნოემბერი 1990 - აგვისტო 1991; საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები ალექსი პეტრიაშვილი - ოქტომებრი 2012 - ნოემბერი 2014; თორნიკე გორდაძე - ოქტომებრი 2012 - აგვისტო 2012; საქართველოს ელჩები ევროკავშირში ნატალი საბანაძე; სალომე სამადაშავილი; საქართველოს სახალხო დამცველები უჩა ნანუაშვილი - 2012-2017; გიორგი ტუღუში - 2009-2012; საპარლამენტო პარტიები "ლელო" - მამუკა ხაზარაძე; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ნიკა მელია "საქართველოსთვის" - კახა ქემოკლიძე; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე; "დროა" - ელენე ხოშტარია; "რესპუბლიკური პარტია" - ხათუნა სამნიძე; "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - იაგო ხვიჩია; "კანონი და სამართალი"- თაკო ჩარკვიანი; "ევროპული საქართველო"- გიგა ბოკერია; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "მოქალაქეები "- ალეკო ელისაშვილი; საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - ლევან იოსელიანი. „დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის. ვთხოვთ, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, მთავრობის წევრებს და დიპლომატებს შემოგვიერთდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებით რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. წინააღმდეგ იყო ხუთი, 35-მა თავი შეიკავა. Reuters-ის ცნობით, ამის პარალელურად, უკრაინული ძალები ხერსონის პორტის დასაცავად, საჰაერო თავდასხმებისა და დამანგრეველი დაბომბვის ფონზე იბრძოდნენ. რეზოლუციის ტექსტი გმობს რუსეთის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“. გაეროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭომ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა ბოლოს 1982 წელს მოიწვია. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ. „მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არასავალდებულოა, მათ პოლიტიკური წონა აქვთ, კენჭისყრა წარმოადგენს უკრაინის სიმბოლურ გამარჯვებას და აძლიერებს მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას. რუსეთის ტრადიციულმა მოკავშირემ სერბეთმაც კი კრემლის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა ასამბლეას განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გააძლიეროს თავისი თავდასხმის სისასტიკე და მოუწოდა წევრებს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის პასუხი მოსთხოვონ.  ჩინეთის თავშეკავების შესახებ პეკინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციის შესახებ არ გამართულა „სრული კონსულტაციები“ ყველა წევრთან. ჩინეთი, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო დაუახლოვდა რუსეთს, აცხადებს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება“, - წერს Reuters-ი. „შექებას იმსახურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით, რეზოლუციის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთმა ვერაგი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ თითოეულის და ყველა სახელმწიფოსი, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე. გაეროში, აგრესორისთვის კენჭისყრის დამანგრეველი შედეგები დამაჯერებლად აჩვენებს, რომ შეიქმნა და ფუნქციონირებს გლობალური ანტი-პუტინის კოალიცია. სამყარო ჩვენთანაა. სიმართლე ჩვენს მხარეზეა, გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

დავით ზალკალიანი: საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" დაასპონსორეს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - წერს დავით ზალკალიანი Twitter გვერდზე. „გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიაზე მიიღეს რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, 141 მომხრითა და მხოლოდ 5 მოწინააღმდეგით. რეზოლუცია 96 წევრის სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ არის დასპონსორებული. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია თავის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი: ომი უკრაინაში მხოლოდ პუტინმა აირჩია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში ომის გასამართლებლად გავრცელებული სიცრუე დაგმო. Reuters-ის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ომი არ არის კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც ზოგიერთს სურს, რომ გვჯეროდეს. „უკრაინაში NATO-ს ბაზა არ არის. ეს ტყუილია. რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი. რუსეთი თავად აგრესორია. ეს ომი არ არის ნაციზმთან ბრძოლა. ეს ტყუილია“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ენტონი ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას და ბალტიის ქვეყნებს ეწვევა

3-8 მარტს, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ეწვევა. ტურნეს მიზანია ფართო კონსულტაციები და კოორდინაცია NATO-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციის მიერ წინასწარ განზრახული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შესახებ. მდივანი ბლინკენი ვიზიტს ბრიუსელით დაიწყებს, სადაც  მონაწილეობას მიიღებს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, შეხვდება ევროკავშირის კოლეგებს, მიიღებს მონაწილეობას G7-ის მინისტერიალში და გამართავს დამატებით შეხვედრებს პარტნიორებთან, რათა განიხილონ გლობალური პასუხი რუსეთის შეჭრაზე. ტურნეს დროს ბლინკენი განიხილავს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის საკითხებს. ასევე, ბლინკენი განიხილავს ბალტიის რეგიონის მოკავშირეებთან უფრო ღრმა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებს.

პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა

Europetime-თან საუბრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ირიბ მუქარას“ უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერების კონტექსტში განიხილავს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის აზრით, პუტინის მიზანია, უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერა შეაფერხოს.  „უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით მხოლოდ ირიბად დაიმუქრა. განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული ძალები მზადყოფნაში არიან. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის მზადყოფნის სტატუსში ცვლილებები არ მომხდარა, რადგან იარაღი ყოველთვის მზადყოფნაშია. ეს არ მიუთითებს მათი გამოყენების განზრახვაზე, არამედ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური მუქარა. დიახ, ეს არის უკრაინაზე ზეწოლის გაზრდის გზა, განსაკუთრებით ევროპაში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეშვეობით, რომლებსაც ბირთვული ომის საფრთხე აშინებთ. პრეზიდენტ პუტინის არაპირდაპირი მუქარა რუსეთის სამხედრო დოქტრინის ნაწილია, რომელიც შემდეგ კონცეფციას ეფუძნება - რუსეთს სურს, იყოს დომინანტი აქტორი კრიზისის ესკალაციის გზით და შესაბამისად, ოპონენტის დამარცხებით. ამრიგად, მისი მიზანია კონფლიქტის ესკალაცია უკრაინასთან და უკრაინის მეგობრებთან ტრანსალტლანტიკურ საზოგადოებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.  მეთიუ ბრაიზა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში განიხილავს, თუმცა აასეთ შემთხვევაში ალიანსის მხრიდანაც ადეკვატურ პასუხს ელის. „NATO-ს სივრცეში კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში, (ვგულისხმობ თავდასხმას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, როგორიცაა, ესტონეთი ან ლატვია, რომლითაც ის NATO-სთან ომის პროვოცირებას მოახდენს) ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. NATO არასოდეს დაესხმება თავს რუსეთს, არ აქვს ამის სურვილი და გეგმა, მაგრამ თუ რუსეთის თავს დაესხმება NATO-ს, NATO ყველა საჭირო საშუალებით დაიცავს თავს, მათ შორის ბირთვული იარაღით, მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან შორს ვართ ასეთი განვითარებისგან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში“. ასევე წაიკითხეთ: Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი აშშ-ის რეაქცია ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შეერთებული შტატები პუტინს პროვოკაციულ რიტორიკაში არ აჰყვა. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც მართებულად აკრიტიკებს პრეზიდენტ პუტინს პროვოკაციული ქცევის გამო, მაგრამ ასევე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შეერთებულმა შტატებმა პუტინს არ უპასუხა პროვოკაციულად“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, რუსეთის სამხედრო გეგმა, უკრაინის დამარცხების სტრატეგიული გეგმა ჩაიშალა. „პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ძალიან სწრაფ შეტევას და ფიქრობდა, რომ დაამხობდა უკრაინის მთავრობას, სწრაფად აიღებდა კიევს და ასევე დაიპყრობდა ძირითად ქალაქებს, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინის ეკონომიკა. მაგალითად, ხელში ჩაიგდებდა მარიუპოლის, ოდესის, ასევე, ხარკოვის პორტებს, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია და მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია. ამ ტაქტიკამ არ იმუშავა მრავალი მიზეზის გამო - დაზვერვის შესანიშნავი მუშაობა; რუსეთის სუსტი ლოგისტიკა, სუსტი დაგეგმვა, საშინლად არასწორი შეფასება უკრაინის შესაძლებლობების, იმისა, თუ რამდენად ძლიერად გაუწევდნენ უკრაინელები წინააღმდეგობას რუსეთის შეჭრას, ასევე, გაუგებრობის ან არასწორი წარმოდგენის იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებს მიესალმებოდნენ, როგორც განმათავისუფლებლებს და არა დამპყრობლებს. ახლა ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიმართ უპრეცედენტო უმსხვილეს სანქციებს. რუსეთის ეკონომიკა ნადგურდება, ხალხი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული და გაბრაზებულია პრეზიდენტ პუტინზე, რადგან მან უთხრა რუს ხალხს, რომ დასავლეთი არ დააწესებდა ძლიერ სანქციებს, რადგან ის გაყოფდა NATO-ს, მას არ დაემუქრებოდა ეკონომიკური შედეგები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პრეზიდენტმა პუტინმა რუს ხალხს უთხრა, რომ ყირიმის მსგავსად სწრაფ და მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდა. მას სჯეროდა, რომ ზელენსკის მთავრობა დაინგრეოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რუსეთის საზოგადოებაში პუტინის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე Europetime-თან. ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. განახლება შეგიძლიათ თუ არა დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, NBC-ის ამ შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან.

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

შვედური აუდიო ნაკადის და მედია სერვისების პროვაიდერმა Spotify-მ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მოკსოვს განუსაზღვრელი ვადით ტოვებს.  Spotify-ის განცხადებით, ომის დაწყებიდან შემდეგ ათასობით კონტენტი განიხილა და შეზღუდა რუსული სახელმწიფო მედიის მფლობელობაში მყოფი და მართული შოუების პოვნა მათ პლატფორმაზე.

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

RT News-ს და Sputnik News-ს Apple Store-დან რუსეთის ფარგლებს გარეთ ვეღარ გადმოტვირთავს. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსეთის შეჭრით უკრაინაში და ვდგავართ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ძალადობის შედეგად იტანჯება“, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. კომპანიამ უკრაიანაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ არაერთი ნაბიჯის შესახებ განაცხადა, მათ შორის Apple Pay და სხვა სერვისები შეზღუდულია, ასევე, რუსული სახელმწიფო მედია, RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის. ცნობისთვის, Apple-მა 2 მარტს განაცხადა, რომ რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვას შეწყვეტს.

ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს

მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს. Reuters-ის ცნობით ExxonMobil-ის აქტივები რუსეთში 4,055 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.  „ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის მოსახლეობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ორმა უმსხვილესმა ენერგოკომპანიამ, BP-მ და Shell-მა. ამასთან, ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს.

აშშ მზადაა დიპლომატიისთვის, მაგრამ ეს რთულია, როცა იარაღიდან ისვრიან, ტანკები მოძრაობენ, თვითმფრინავები დაფრინავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა ის დეესკალაციის გარეშე რთული წარმოსადგენია. ამასთან დაკავშირებით ბლინკენმა პრესკოფერენციაზე განაცხადა. „საბოლოოდ, შეერთებული შტატები ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა ეს რთული წარმოსადგენია სამხედრო დეესკალაციის გარეშე; როცა იარაღიდან ისვრიან, ტანკები მოძრაობენ, თვითმფრინავები დაფრინავენ. მაგრამ თუ რუსეთი უკან დაიხევს და განაგრძობს დიპლომატიას, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ იგივე. იმავდროულად, ჩვენი ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გრძელდება. მე პრაქტიკულად ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის მთავრობის ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ძალების გაყვანის მიზნით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა