ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.     „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით

"მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა. „შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს. ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება, განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

დმიტრო კულება: მშვიდად ვეუბნებით NATO-ში ჩვენს პარტნიორებს, თუ ახლა არ დაგვეხმარებით, შემდეგი თქვენ იქნებით

"მოგიწოდებთ, დახუროთ უკრაინის საჰაერო სივრცე", - ასე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა. კულებას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელების სისხლი მათ კისერზე იქნება. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ და მშვიდად ვეუბნებით NATO-ში ჩვენს პარტნიორებს, შეგიძლიათ იფიქროთ რამდენიც გინდათ, როგორ აიცილოთ თავიდან რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ თუ ახლა არ დაგვეხმარებით მის შეჩერებაში, მაშინ პირდაპირი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, რადგან შემდეგი თქვენ იქნებით“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: პუტინი ომშია ბავშვებთან

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, ეს თემა განიხილა Europetime-თან ინტერვიუში ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ. ექსპერტი პუტინის ნაბიჯის უკან შანტაჟს ხედავს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ ვიღაც მიიღებს გადაწყვეტილებას და ყველაფერი 5 წუთში ამოქმედდება. თენგიზ ფხალაძის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი ტექნიკა უნდა მოვიდეს მზადყოფნაში. დეტექცია, წინასწარ შეცნობა რომ ეს საფრთხე მზადდება, შესაძლებელია წინასწარ ეტაპზე, დღეს კი, ასეთი ნიშნები არ ჩანს. რაც შეეხება პოლიტკურ კონტექსტს, ის მიიჩნევს: „მეორე საკითხია პოლიტიკური კონტექსტი და მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ კონტექსტში ბირთვული იარაღი რომ იყოს გადამწყვეტი (მაგალითად, გვსმენია, რომ მას ბირთვული იარაღი აქვს და გააკეთებს...), რუსეთი უკვე მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა, რადგან მას უკვე აქვს ბირთვული იარაღი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ ბირთვული იარაღის გამოყენებას აქვს თავისი ლიმიტი, ვგულისხმობ პოლიტიკურ კონტექსტს, ამიტომაც ვერ დაიპყრო რუსეთმა მთელი მსოფლიო და ზოგადად, ასეთი მიმართულებით, საერთაშორისო პოლიტიკა არ მიდის“, - მიიჩნევს თენგიხ ფხალაძე. ექსპერტის თქმით, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კომპლექსურ საკითხს მოიცავს. სჭირდება ელიტის თანხმობა და სხვა. „თუკი ასეთი საკითხი თეორიულად მაინც მსჯელობის საგანი გახდა, არ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ, პუტინს საფლავში ჩაჰყვნენ, იმიტომ, რომ ეს იქნება სრულიად შეურაცხადი ადამიანის გადაწყვეტილება, ნებისმიერი შერაცხადი ადამიანი იტყვის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას, (რაც არ უნდა მცირე, გამაფრთხილებელი მასშტაბები იყოს) მოჰყვება დამანგრეველი შედეგი ამ გადაწყვეტილების მიმღებისთვის, ისეთი დამანგრეველი შედეგი, რომ ვერასოდეს გასწორდება წელში მისი პოლიტიკური რეჟიმი, პასუხისმგებელი პირები“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სათუოდ მიაჩნია. „პუტინს „უკან დასახევი“ გზა აქვს“ „ხშირად ისმის ხოლმე, რომ პუტინს, უფრო სწორედ რუსეთს „უკან დასახევი გზა“ არ აქვს, პუტინს თუ თავისი პირადი ეგო ახრჩობს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უკან დასახევი გზა როგორ არ აქვს?! რუსეთს ტერიტორიას არავინ ედავება, ეუბნებიან, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიებიდან გაიყვანე შენი ჯარები და მოიქეცი ისე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ითხოვს. დააკვირდით იმასაც, რომ ოლიგარქებისგან წამოვიდა პირველი გამოხმაურებები, იმიტომ, რომ მილიონებს კარგავენ, პუტინის რეჟიმი ხო ამაზე დგას?! ამ ხალხმა თუ ფული დაკარგა, ისინი მხარს პუტინს აღარ დაუჭერენ“, - აღნიშნავს ექსპერტი. თენგიზ ფხალაძე უკრაინის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერაზე მიუთითებს, ამის პარალელურად, სანქციების შედეგად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს უსვამს ხაზს. „წარმოიდგინეთ, ისტორიას არ ახსოვს, შვეიცარიამ დაარღვია ნეიტრალიტეტი და სანქციებში ჩაერთო. თავად ის ფაქტი, რომ უკრაინაში მხოლოდ უკრაინელები არ იბრძვიან, ესეც დიდ საერთაშორისო სოლიდარობაზე მეტყველებს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. შეგიძლიათ თუ არა დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, 3 მარტს, NBC-ის ამ შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან. ცნობისთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ დრაიანმა 24 თებერვალს განაცხადა: როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, მან უნდა იცოდეს, რომ NATO ბირთვული ალიანსია. ჟან ივ დრაიანმა აქვე გამორიცხა NATO-ს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის დასაცავად. „ყველა „ვინც შეეცდება რუსეთის შეფერხებას“, დაინახავს შედეგებს: „ასეთი თქვენს ისტორიაში არასოდეს გინახავთ“, პუტინის ეს განცხადება აღიქვა ფრანგმა მინისტრმა „ბირთვულ მუქარად“. ასევე წაიკითხეთ: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი

ნინო ლომჯარია: საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე

"საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე", – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი როგორც კონსტიტუციურ ორგანოს მავალდებულებს, მივიღო ყველა ზომა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, მინდა შექმნილ ვითარებაზე ჩემი ხედვა დავაფიქსირო, რაც მათ შორის ეყრდნობა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ბოლო თვეების თუ დღეების განმავლობაში მოსმენილის ანალიზს: 1. საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე; 2. ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია დღეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასავლეთს უჩვენოს ამ იდეის გარშემო სრული ერთსულოვნება! რას ნიშნავს ეს? განაცხადი ოფიციალურად ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ პარტნიორ პარტიებს ევროპის პარლამენტში, ყველას, ვისთანაც ხმა მიეწვდინებათ გაუგზავნონ მესიჯები, რომ ამ იდეის გარშემო ყველა ვართ გაერთიანებულები და რომ ეს არის ის, რაც პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სპექტრის უმრავლესობას სურს ქვეყანაში! 3. აღნიშნული იდეა უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების და არა კიდევ უფრო დახლეჩვის ან პოლარიზაციის მიზეზად! უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიმწიფე და არ ავყვეთ დესტრუქციას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის! 4. ხალხის პროტესტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ განცხადების გაგზავნის საკითხში, ვინაიდან, ყველა ხელისუფლებას უფრო მეტად ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, ვიდრე გარე ძალების! ამიტომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში არ უნდა იქნეს შემოტანილი საკითხები, რაც ხალხის ამ ერთიანობას გახლეჩს! 5. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არ გვექაჩება ჩვენ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი მათ რიგებში. ახლა გამოჩნდებიან სკეპტიკოსებიც მათ რიგებშიც, გაგვიხსენებენ ჩავარდნილ რეფორმებს, დემოკრატიის უკუსვლას, ყველა შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც მათი მისამართით ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთთან კონფლიქტების შედეგად ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი 30 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებული სამყაროს წევრობის მისწრაფების გამო იღვრებოდა! შიდა რეფორმებს საქართველოს მოსახლეობა მალე მიხედავს! 6. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი სწორად განხორციელდეს! ყველაფერი იქნება კარგად“, – წერს ნინო ლომჯარია. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

H&M Group-ი შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით და მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთში გაყიდვები დროებით შეაჩეროს, - განცხადება ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „H&M Group-ი ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით და მხარს უჭერს ყველა დაშავებულ ადამიანს. H&M Group-მა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს ყველა გაყიდვა რუსეთში. მაღაზიები უკრაინაში კი დროებით დაკეტილია მყიდველებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვაც აკეთებს

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვა უახლოეს მომავალში გააკეთებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ ხუთშაბათს რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. „ძალიან მოკლე დროში პრეზიდენტი ისაუბრებს და დეტალებს გამოაცხადებს. ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საუბრისას მკაფიოდ განვაცხადე, რომ ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისას მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროინტეგრაცია აირჩია. ჩვენ, ჩვენი ქმედებებით ვაჩვენეთ, რომ პროევროპელები ვართ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის რესპუბლიკა იმსახურებს ძალიან მკაფიო ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა გროსუმ.  ბორელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენებმა უბიძგა ხელისუფლებას, დააჩქაროს ევროინტეგრაციის პროცესი და აღნიშნა, რომ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას. თავის მხრივ, ევროპელი ოფიციალური პირები დაჰპირდნენ 20 მილიონი ევროს გამოყოფას მოლდოვას, რომელმაც ამ დღეებში ათიათასობით ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. მათ ასევე დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ კიშინიოვს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო. შეხვედრის ამსახველი ფოტო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა ფოტო გაავრცელა. დავიწყეთ საუბარი რუსეთის წარმომადგენლებთან. დღის წესრიგის ძირითადი საკითხები: 1. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 2. ზავი 3. ჰუმანიტარული დერეფნები დანგრეული ან მუდმივად დაბომბული სოფლებიდან/ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამის შესახებ მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს. შეგახსენებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

თეთრმა სახლმა კანონმდებლებს სთხოვა, უკრაინისთვის, $10 მილიარდის ლეტალური და ჰუმანიტარული დახმარება დაამტკიცონ

თეთრმა სახლმა კანონმდებლებს სთხოვა, უკრაინისთვის, $10 მილიარდის ლეტალური და ჰუმანიტარული დახმარება დაამტკიცონ. ეს არის ნაწილი 32,5 მილიარდი აშშ დოლარის გადაუდებელი დაფინანსების მოთხოვნისა, რომელიც გაგზავნილია კაპიტოლიუმში, რადგან რუსეთი აგრძელებს წინსვლას უკრაინაში. უკრაინაში დაფინანსების შესახებ მოთხოვნა, სხვა მიმართულებებთან ერთად, მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის და რუსეთის აგრესიისგან დაცვისთვის არის გამიზნული. კანონმდებლები გრძელვადიანი დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმების მისაღწევად ვადა 11 მარტამდე აქვთ.  ადმინისტრაცია ასევე გეგმავს 500 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინასა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე სხვა ქვეყნებისთვის, თვდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების და რუსეთის  შეკავების მიზნით.  

სანქციების ქვეშ მოქცევის მიზეზით, ესტონეთმა ბორჯომი აკრძალა - Delfi

პოპულარული მინერალური წყალი „ბორჯომი“ აღიარებულია როგორც რუსული, და რესპუბლიკაში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია, ამის შესახებ რიგი მედიასაშუალებები Delfi-ზე დაყრდნობით იუწყებიან. საცალო ქსელ Maxima Eesti-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ტიინა შაპელის თქმით, ქართული მინერალური წყლის ბორჯომის წარმოება ეკუთვნის რუსულ კომპანია Alfa Group-ს, რომელიც ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა. ასევე აღნიშნულია, რომ „ბორჯომს“ თაროებიდან იღებენ ქვეყნის სხვა დიდი ქსელური მაღაზიებიც. პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.  

სალომე ზურაბიშვილი: ევროპამ ჩვენ კარი უნდა გაგვიღოს. რა თქმა უნდა, პირველობას ვუტოვებ უკრაინას

France 2-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. _მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ რომ ხართ ჩვენი სტუმარი. 2008 წელს თქვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიის 20%. დავაზუსტებ ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ თქვენ ხართ ფრანკოფონი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი და ახლა უკვე ქვეყნის მეთაური. რუსული ჯარები დღეს კიევის ბრძოლისთვის ემზადებიან და დიდი სამხედრო კოლონით მიემართებიან უკრაინის დედაქალაქისაკენ. ის, რაც ახლა ხდება არის თუ არა ყველაზე უარესი სცენარი? ეს ყველაზე უარესი, მაგრამ ის სცენარია, რომელიც აჩვენებს უკრაინელების წინააღმდეგობის ხარისხს ომში, რომელიც  ხუთი დღის წინ დაიწყო, პარადოქსულად, 2008 წლის ომიც საქართველოში ხუთი დღეს გაგრძელდა. ამ ომში გამოიყენება ყველა საშუალება, მათ შორის ფსიქოლოგიური, მისი მიზანია უკრაინის მმართველობის დამარცხება. მე მსურს დავუდასტურო ჩემი და ქართველი ხალხის აღტაცება უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც ფეხზე დგას. ის არა მხოლოდ ფეხზე დგას, არამედ უძღვება საოცარ დიპლომატიურ კამპანიას. ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური მოდელია. _თქვენ საუბრობდით უკრაინელების წინააღმდეგობის უნარზე; თქვენ არ გიკვირთ, რომ ისინი ამზადებენ მოლოტოვის კოქტეილებს მათ ხელთ არსებული საშუალებებით, რადგან იარაღი, კონკრეტულად კი ევროპული იარაღი ჯერ არ არის მათთან ჩასული? ის, რომ ჩაბმული არიან წინააღმდეგობაში, მიჰყავთ თავიანთი ოჯახები პოლონეთის საზღვართან და ბრუნდებიან საბრძოლველად? მე ის მიკვირს, რომ ეს რუსებს აკვირვებს. მათ უნდა ახსოვდეთ ისტორია; უკრაინელები იბრძოდნენ ორ ფრონტზე, ერთდროულად ორი ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. თუ ვიცით ეს ისტორია, უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინაში არსებობს განსხვავებული ძალა და ორგანიზაცია.  _თქვენ კარგად იცნობთ ვლადიმერ პუტინის მეთოდებს, ის შემაწუხებელი მეზობელია, ის იყენებს ბირთვული მუქარას. თქვენ ეს გაშინებთ? თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ამ მუქარას სერიოზულად აღიქვამს?  ვფიქრობ, რომ როდესაც გვესმის ბირთვული მუქარა, ის ყოველთვის სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ვერ ვიტყვით, რომ ეს არაფერი არ არის... _ზოგი ამბობს რომ ეს ბლეფი, დაშინება, აგიტაციაა.. ეს, კიდევ ერთხელ, ფსიქოლოგიური ომია. უნდა ვიცოდეთ ვლადიმერ პუტინის წარსული; ნათელია, რომ ის ფსიქოლოგიური იარაღით მანიპულირებს, ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ ომში, ვიდრე კლასიკურ, კონვენციურ ომში. ამას ვხედავთ კიდეც; მან ძალიან ცუდად გათვალა. დღეს ვხედავთ, რომ მისი ყველა გათვლა აშკარად მცდარი იყო. _თქვენ ამბობთ რომ დღეს ის გასაჭირშია? მისი გათვლა უკრაინელების წინააღმდეგობაზე მცდარი იყო, ისევე როგორც მისი გათვლები უკრაინის მთავრობის პოლიტიკური რეაქციების შესახებ. მას სავარაუდოდ ეგონა, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელი ზელენსკი ვერ გაუძლებდა. მისი ყველაზე მცდარი გათვლა ეხება ევროკავშირს. მას ეგონა, რომ გაგრძელდებოდა შიდადაპირისპირებები და ის ამით ითამაშებდა, და ვფიქრობ, რომ მისი გათვლა რომ ატომური მუქარა შეაშინებდა უკრაინელებს, ასევე მცდარია. _დიპლომატები, რომლებიც მას დიდი ხანია იცნობენ თვლიან, რომ ის შეიცვალა, საუბრობენ პარანოიაზე, იზოლაციაზე. თქვენც შენიშნეთ ეს? მე მასთან პირდაპირი კონტაქტი არ მაქვს. როგორც იცით, არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ამიტომ მე მას მხოლოდ შორიდან ვიცნობ. მე ვიცნობ ლავროვს, რადგან მქონდა მასთან მოლაპარაკებები რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით 2005 წელს. მართლაც, გარედან იგი იძლევა იზოლირებულის შთაბეჭდილებას, მე არ ვიცი ფსიქოლოგიურად შეიცვალა თუ არა, ამისათვის საჭიროა მისი უფრო ახლოს ცნობა.  ცხადია, რომ ის იზოლირებულია. პუტინის და მისი შეხვედრები, რომლებიც ვნახეთ, გვიჩვენებს, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ეს არ არის ნამდვილი დისკუსია -  ეს დადგმაა! ცხადად ჩანს რომ ვერავინ ვერ უპირისპირდება მის სურვილს, მის ძალაუფლებას და მის გადაწყვეტილებებს. _საფრანგეთის პრეზიდენტი ესაუბრა ვლადიმერ პუტინს. ჯერ კიდევ დისკუსიის დროა? დისკუსიის დრო ყოველთვის არის. არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ დაველოდებით და უკრაინა განადგურდება შეტევებით, რომლებიც ყველა ფრონტზეა გაშლილი, როგორც გვესმის, და გამოყენება, კლასტერული ჭურვებიც. დარტყმები მიმართულია პირდაპირ სამოქალაქო მოსახლეობაზე.  _ამაზე ეჭვი აღარ არსებობს. არანაირი რეზერვი და შეკავება არ არსებობს.  _მნიშვნელოვანია რასაც ამბობთ, რადგან პრეზიდენტთან საუბრისას, ემანუელ მაკრონმა მიიღო პირობა ვლადიმერ პუტინისგან, რომ ის მოერიდებოდა სამოქალაქო პირებს. თქვენს ამაში ეჭვი გეპარებათ? მე ეჭვი მეპარება და ვფიქრობ, რომ უკრაინელებსაც ეჭვი ეპარებათ. აშკარაა, რომ დონბასშიც კი, (რომელიც პუტინის იდეოლოგიის მიხედვით: ,,ჩვენებია“, ,,ჩვენი ძმებია“, ,,ჩვენი კულტურაა“ და ა.შ. ) იქაც კი, ის ბომბავს სამოქალაქო შენობებს. ვნახეთ მაღალი, სამოქალაქო შენობის ფოტოები კიევში, რომლებმაც გარკვეულწილად 11 სექტემბერი გაგვახსენა. დღეს გავიგეთ, რომ შეტევა განხორციელდა სამშობიაროზე. ეს ყველა შეტევა ეწინააღმდეგება ომის წესებს.  _ეს თითქოს მისთვის პრობლემატური არ არის. ცხადია, რომ ეს მისთვის პრობლემატური საერთოდ არ არის.  _როგორ შეიძლება მისი შეჩერება? თქვენ ამბობთ რომ დისკუსიის დროა, მოლაპარაკებების დროა. ის მოითხოვს ყირიმის ანექსიას, უკრაინის დემილიტარიზაციას; ეს დაუშვებელია ამ მოცემულობით? არა, მე ვფიქრობ ის მოითხოვს დანებებას. ასევე, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია, გადაწყვიტოს, თუ რა არის მისაღები, ეს ვლადიმერ ზელენსკია.  მიუხედავად გაწეული დახმარებისა, სოლიდარობისა, ჩვენ გარედან არ უნდა ვუბიძგოთ რაიმე გადაწყვეტილებისკენ, რადგან მხოლოდ მას შეუძლია, განსაზღვროს უკრაინის ინტერესები.  _როგორც თქვით, ევროპამ ძლიერი ზომები მიიღო, პირველად გამოიყენა მსგავსი მძიმე ეკონომიკური სანქციები, ასევე შეთავაზება გააკეთა იარაღის შესყიდვაზე, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. ევროპის ეს ერთობა საუკეთესო ამბავია ამ ძალიან დრამატულ სიტუაციაში; ეს ერთობაა, რამაც გააკვირვა ვლადიმერ პუტინი. გუშინ, როდესაც ვესაუბრე ემანუელ მაკრონს ვუთხარი, რომ ძლევამოსილი ევროპა, ახალი ევროპა შეიქმნა ერთი მხრივ თქვენი, მეორე მხრივ კი, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის მიერ. ეს არის ის, რაც დარჩება - გერმანიის ცვლილება დარჩება, საფრანგეთს ახლა ჰყავს ძლევამოსილი, ევროპის მის ხედვაში მნიშვნელოვანი მოკავშირე - გერმანია, ეს ადრე ასე არ იყო, და მოკავშირეები; ერთი მათგანი არ არის შორს - შარლ მიშელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპის ყველაზე მიზანდასახული მმართველები, რაც კი გვინახავს.  _ვნახეთ ფოტოები, რომლებიც დარჩება ისტორიაში; ვლადიმერ ზელენსკი ბუნკერში ხელს აწერს ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნას. ვხედავთ ამ ფოტოს. ევროპამ მას კარი უნდა გაუღოს? ევროპამ ჩვენ კარი უნდა გაგვიღოს.  _ამაზეც ვისაუბრებთ. ეს სთხოვეთ თქვენ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს?   ამისთვის ვარ მე აქ. რა თქმა უნდა, პირველობას ვუტოვებ უკრაინას. უკრაინამ მოიპოვა პრიორიტეტულობა. ეს არ არის კონკურენცია, უბრალოდ მინდა შეხსენება, რომ მოლდოვასთან ერთად ჩვენ ვართ ტრიო, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. არ უნდა შეექმნას პუტინს შთაბეჭდილება, რომ არსებობს სუსტი რგოლები, რომლების გამოყენებასაც შეძლებს.  _ახლა არის მომენტი უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვისათვის კარის გასაღებად?  ახლა არის მომენტი კარის გასაღებად საქართველოსთვის და მოლდოვისთვის. _რა გითხრათ რესპუბლიკის პრეზიდენტმა როდესაც ეს უთხარით? ალბათ, ასეთივე ფორმულირება გქონდათ. მე ასეთი ფორმულირება მქონდა მასთან და მე ვფიქრობ, რომ ევროპელები დღეს ასევე ფიქრობენ. მე არ ვამბობ, რომ ისინი ხვალ დილას მიგვიღებენ როგორც სრულყოფილ წევრებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფიქრი დაწყებულია, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, რა პროცედურით, და აღარ არის გუშინდელი საუბარი, რომ არის პერსპექტივა, რომ უნდა მოემზადოთ... _რატომ შეიცვალა მდგომარეობა? სასწრაფო გახდა? მუქარას გრძნობთ დღეს? ყველას ემუქრებიან, არამხოლოდ ჩვენ.  _როგორ თუ ყველას? უკრაინის ბრძოლის შედეგი იქნება ან ძლევამოსილი რუსეთი, რომელიც აღარ გაჩერდება, პუტინი, რომელზეც ამბობენ რომ შეცვლილია, არ არის ადამიანი, რომელიც გაჩერდება, ის შურს იძიებს სანქციებზე, ამ ერთობაზე. არ ვიცით, ის სად წავა. ამიტომ ვამბობ, რომ ყველას ემუქრებიან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ერთობა, არ იყოს წარმავალი ნაპერწკალი, ის უნდა გაგრძელდეს დროში და უნდა იყოს სტრატეგია, ნამდვილი პოლიტიკა. ეს დიდი იმედია დღეს. _საქართველოს საფრანგეთის, ევროპის სასწრაფოდ დაცვა სჭირდება? დაცვა. ნამდვილი დაცვა რადარებზე ყოფნაა, ყურადღების ქვეშ ყოფნაა, ჩვენ წარმოდგენილი უნდა ვიყოთ. სწორედ ამისთვის ვარ მე აქ, და ძალიან მადლობელი ვარ გუშინ მაკრონთან, დღეს შარლ მიშელთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხვედრისათვის; აუცილებლად სტოლტენბერგთანაც... თუმცა მას მოკლე ვიზიტი უნდა ჰქონოდა [არ იმყოფებოდა ბრიუსელში] ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ერთად ვართ. _გაქვთ შეგრძნება რომ წლების განმავლობაში თქვენ არ გიყურებდნენ? ითქვა რომ 2008 წელს ის მხოლოდ ტერიტორიის 20%-ზე გაჩერდა, არაუშავს, საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა დიახ, და იგივე განმეორდა ყირიმში. ვფიქრობ, დღევანდელი პუტინი სწორედ, გარკვეული რაოდენობის უკან დახევების შედეგია.

ტელეკომპანია „დოჟდი“ მაუწყებლობას წყვეტს

რუსეთში კრიტიკულმა ტელეარხმა „დოჟდმა“ მაუწყებლობა შეაჩერა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და არხის მფლობელმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა, რომ მაუწყებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თანამშრომლებმა თათბირზე მიიღეს. მისი თქმით, ახალ პირობებში რედაქციის მუშაობას გააზრება სჭირდება. 4 მარტს რუსეთის დუმა რუსეთის კანონპროექტის განხილვას გეგმავს, რომლის თანახმად მოითხოვს, რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს და ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით გაავრცელოს. 2021 წელს რუსეთში  „დოჟდს“ ე.წ. უცხოური აგენტის სტატუსი მიანიჭეს. დღესვე ცნობილი რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ დაიხურა.

მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს ახალი 90 წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან. მაკრონის ოფისის ცნობით, ეს არის უკვე მესამე საუბარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაკრონის თანაშემწემ ანონიმურობის პირობით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საფრანგეთის ლიდერი ესაუბრა პუტინს, შემდეგ კი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა. როგორც France24-ს მაკრონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ თვლის, რომ უკრაინაში „ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“. პუტინმა 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს „უკომპრომისო ბრძოლის“ პირობა დადო.

პუტინი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე აცხადებს, რომ რუსეთის „ოპერაცია“ „გეგმის მიხედვით მიმდინარეობს" - BBC

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ - „გეგმის მიხედვით მიმდინარეობს". „ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გეგმის მიხედვით არ განხორციელებულა, თუმცა პუტინი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სატელევიზიო გამოსვლაში მან დაადანაშაულა უკრაინული ძალები "ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მძევლად აყვანასა და მშვიდობიანი მოსახლეობის „ფარად" გამოყენებაში - მას ამ განცხადებების არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია“, - წერს BBC. პუტინმა განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები „ერთი ხალხია“ და რომ ის „გაანადგურებს დასავლეთის მიერ შექმნილ „ანტირუსეთს“.

ზელენსკიმ პუტინს „ომის დასრულების ერთადერთი გზა შესთავაზა“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ მოლაპარაკება შესთავაზა და განაცხადა, რომ ეს არის ომის დასრულების ერთადერთი გზა. „ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს, რა გინდათ ჩვენგან, დატოვეთ ჩვენი მიწა...„დაჯექი ჩემთან. უბრალოდ არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც [საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან]... მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე! რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და სხვის მიწებს", - მიმართა ზელენსკიმ პუტინს.

ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვამაც მოაწერა ხელი

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოაწერა ხელი. `დღეს ქვეყანა მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე“, - განაცხადა სანდუმ.  ამავე თემაზე უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვაც აკეთებს ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

სალომე ზურაბიშვილსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.  

უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობაზე შეთანხმდნენ

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი ბელორუსში დასრულდა. უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა არ მოიტანა რაიმე შედეგი, რაც უკრაინას სჭირდებოდა, მაგრამ მან თქვა, რომ არსებობს „გამოსავალი მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისთვის". რადიო თავისუფლების ცნობით, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, ორივე მხარე ძალისხმევას გამოიჩენს ევაკუაციის, ასევე სურსათის და მედიკამენტების მიწოდების მიზნით ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისთვის იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებულად მძაფრი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რათა დროებით შეწყდეს ცეცხლი იქ, სადაც წარმოებს ევაკუაცია. „მხარეები შეთანხმდნენ მომავალ შეხვედრაზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ამასთან, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ სამსააათიანი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარი, რაზეც დღეს მიაღწიეს შეთანხმებას, სამხედრო შეტაკების ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის საკითხია. „ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამი პუნქტი - სამხედრო, საერთაშორისო და ჰუმანიტარული და მესამე არის კონფლიქტის სამომავლო პოლიტიკური დარეგულირების საკითხი. ორივე პოზიცია მკაფიოა და ჩაწერილია. ჩვენ მოვახერხეთ ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება, მაგრამ მთავარი, რაზეც დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას, იყო სამხედრო შეტაკების ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის საკითხი. რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაზე და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება“, - განუცხადა მედინსკიმ მედიას. რუსული დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ „რუსეთი 24“-ს განუცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც „უახლოეს მომავალში“ გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა მოლაპარაკების წინ Twitter-ზე დაწერა, რომ დღის წესრიში შემდეგი საკითხები უნდა განეხილათ. 1. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 2. ზავი 3. ჰუმანიტარული დერეფნები დანგრეული ან მუდმივად დაბომბული სოფლებიდან/ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. შეგახსენებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა    

დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმდჯომარეს ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, კონგრესმენ მაიკლ მაკქოლთან. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმდჯომარესთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა. „მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს და აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და კონგრესმენი მიესალმა საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს არსებულ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და სიმტკიცის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენების შედეგად ადგილზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენ მაკკოლს და აშშ-ის კონგრესს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის ოცდაათწლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რაც, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ენტონი ბლინკენმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა. ამის შესახებ ბლინკენმა პრეზიდენტ ზურაბიშვითან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რათა უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო მადლობა გადამეხადა. ასევე, ხაზი გავუსვი, საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე.