ძებნის რეზულტატი:

თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„მინდა, გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. თუ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე“, - უკრაინის პრეზიდენტმა თბილისსა და სხვა ქალაქებში, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეებისადმი სამწუთიანი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „მე მაქვს სამი წუთი, რომ მოგმართოთ. ეს პირველი წუთი მინდა, წუთიერი დუმილი მივუძღვნა სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულებს, ჩვენს ჯარისკაცებს, მათ, ვინც მსახურობდა სახანძრო ეკიპაჟში, მათ, ვინც მუშაობს პილოტად. ვინც ქვეყნის დასაცავად გმირობას სჩადის სხვადასხვა სფეროში და ამისთვის სიცოცხლე გაწირა. მოვიხსენიოთ მათი სულები. მეორე წუთი მინდა მივუძღვნა ჩვენი მოქალაქეების ხსოვნას, სამოქალაქო საზოგადოებას. იმ ადამიანებს, მოზრდილებს და ბავშვებს, რომელთა რაოდენობაც ათეულობით და ასეულობითაა, ისინი ვინც დაიღუპნენ და თავიანთი სიცოცხლე შესწირეს თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მოვიხსენიოთ ისინი წუთიერი დუმილით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, თუკი უკრაინა გაიმარჯვებს ეს იქნება დემოკრატიის გამარჯვება, თავისუფლების გამარჯვება, სინათლის სიბნელეზე გამარჯვება. ,,მესამე წუთი მინდა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპელ ხალხს. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ. მინდა, გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაჩუმდებით. ამაზე თვალი არ დახუჭოთ. გამოდით უკრაინის მხარდასაჭერად. თუ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. თუ გავიმარჯვებთ, ჩვენ ისეთივე აყვავებულები ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვებით. დიდება უკრაინას. თბილისი, პარიზი, ლიონი, ბრატისლავა, ფრანკფურტი, ვილნიუსი, პრაღა თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ფორმატში თბილისის გარდა, ევროპის 6 ქალაქში შეკრებილ ხალხს მიმართა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაზრდილი რისკების საპასუხოდ, NATO საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს

NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ომის ფონზე, საქართველოს და ბოსნია და ჰერცოგოვინის მიმართ მხარდაჭერია გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე 4 მარტს განაცხადა. მან დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უმასპინძლა. „NATO-ს მინისტრებმა დღეს განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა, რომლებიც შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. რუსეთის აგრესიამ შექმნა ახალი ნორმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ წლების განმავლობაში კონფლიქტის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ არის სასწორზე. როგორ ავაწყობთ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის - იმარჯვებს დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი. და ბოლოს, როგორ სამყაროში გვსურს ცხოვრება. რაც უკრაინასთან დაკავშირებით ვნახეთ, არის ის, რომ ეს ქვეყნები შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, დაექვემდებარონ კიდევ უფრო მეტ ინტერვენციას, დივერსიას და პოტენციურ თავდასხმებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან. სხვადასხვა ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, მაგრამ მათ ის აქვთ საერთო, რომ რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს თავისი ძალა, რათა დააშინოს ისინი ნაწილობრივ დივერსიით და შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით ან სამხედრო შეჭრით. 2008 წელს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ისევე როგორც, რუსეთის ჯარები რჩებიან დნესტრისპირეთში, მოლდოვას ნაწილში. ასე რომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც კი, ეს ქვეყნები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ რისკი გაიზარდა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა და გვჭირდება სერიოზული დისკუსია, იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ გასაძლიერებლად რუსული საფრთხეების ფონზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.   სტოლტენბერგმა 4 მარტს ასევე განაცხადა:მინისტრები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს ურთიერთობა რუსეთთან ფუნდამენტურად შეიცვალა გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას დიპლომატიური არხების მიმართ, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ესკალაციის, გაუგებრობის ან არასწორი გაანგარიშების თავიდან ასაცილებლად. არის ერთი გაკვეთილი, რომელიც უკვე შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ კრიზისიდან. ამ სახიფათო მომენტში, ჩვენი ერების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჩვენ გვჭირდება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომა NATO-ში, სტრატეგიული სოლიდარობით. პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო ჩვენი გაყოფა. NATO უფრო ერთიანი და უფრო ძლიერია. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ჩვენი კოორდინაცია და ინფორმაციის გაზიარება ფინეთთან და შვედეთთან. ორივე ქვეყანა ახლა მონაწილეობს NATO-ს ყველა კონსულტაციაში.

პენტაგონი: რუსეთის მიერ წინასწარ განლაგებული საბრძოლო ძალის 92% უკრაინაშია

როგორ ხედავს პენტაგონი მთავარ მოვლენებს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეცხრე დღეს, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ინფორმაცია ჟურნალისტებს გააცნო. რუსეთმა 500-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და წინასწარ განლაგებული საბრძოლო ძალის 92% ახლა უკრაინაშია. ძირითადი წინსვლა შეიმჩნევა კიევის ჩრდილოეთით ჯერ კიდევ დაახლოებით 25 კილომეტრში (16 მილი) ქალაქიდან, რუსული ძალები ჩერნიგოვისა და ხარკოვის ქალაქის ცენტრებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში არიან.   სამხრეთში, ხერსონში კვლავ მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. ახლა ბრძოლები მიმდინარეობს მიკოლაივის შიგნით, ოდესის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მოსკოვი აპირებს მარიუპოლის ალყაში მოქცევას ჩრდილოეთიდან და სანაპიროდან.   ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა მეტყველებს რუსეთის შეჭრის "უგუნურობაზე", მაგრამ აშშ-ის შეფასებით, ამ დრომდე, რადიოაქტიური გაჟონვა არ ფიქსირდება. ასევე წაიკითხეთ: პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა   რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შექმნამ, შეიძლება, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს თავის მოკავშირეებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებებით. „რაც შეეხება არასაფრენი ზონის გამოცხადებას, მსგავსი რამის რეალურად განხორციელების ერთადერთი გზა არის NATO-ს თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც ევროპაში შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი  გამოიწვიოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ჩაბმას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ბლინკენმა ბრიუსელში, სადაც მოკავშირეებთან მართავს შეხვედრებს. ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ უზარმაზარ ძალისხმევას მიმართავს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინელებს მიაწოდონ რუსეთისგან თავდაცვის საშუალებები. „ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიები, რა შესაძლებლობები შეგვიძლია, ეფექტიანად მივაწოდოთ უკრაინას, რომ თავი დაიცვას და ეს ფაქტობრივად ყოველდღიურად ხდება. ამრიგად, მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, შეიძლება იყოს გამოყენებული, ეფექტურად და დროულად“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს, მაგრამ კვლა იმეორებს შეერთებული შტატების პოზიციას, რომ ეს სტრატეგიულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილების მანიშნებელი არ არის. „რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს რუსეთის ბირთვულ ძალებზე, პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი და შეერთებული შტატები დიდი ხანია, შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის რეალური გამოყენება დამღუპველი იქნება და მას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება მთელ მსოფლიოში. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, მათ შორის ამ წლის დასაწყისში, ჟენევაში პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და არ უნდა გამოყენებული ბრძოლის იარაღად. ბირთვული იარაღის შესახებ პროვოკაციული განცხადება უპასუხისმგებლობაა და ეს საშიში რიტორიკაა. ეს ზრდის არასწორი გათვლების რისკს. საჭიროა მისი თავიდან აცილება. ჩვენ შევაფასეთ პრეზიდენტ პუტინის დირექტივა და მისი განცხადებები. ამ დროისთვის ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ჩვენი მზადყოფნის დონე შევცვალოთ“, - განაცხადა ბლინკენმა 2 მარტს.  შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ

უკრაინის ცის დახურვაზე უარის თქმით, NATO-ს ხელმძღვანელობამ „მწვანე შუქი აუნთო“ რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის შემდგომ დაბომბვას, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. „დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. თქვენ შეგეძლოთ ცა დაგეკეტათ, მაგრამ... არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა თქვენი ქვეყნების – ალიანსის ქვეყნების დაცვას. თქვენ ვერ შეძლებთ, ჩვენგან საწვავით გამოისყიდოთ ჩვენი სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩვენი, საერთო ევროპისთვის, ჩვენი, საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი, საერთო მომავლისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „დღეს შედგა NATO-ს სუსტი სამიტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა ნომერ პირველ მიზნად არ თვლის. NATO-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სააგენტომ კარგად იცის (რედ. რუსეთის) გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს, განაგრძოს შეტევა, როგორც შეუძლია. ცხრა დღეა, მძიმე ომს ვხედავთ, ​​ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას უზრუნველყოფს და სურთ, ასე განაგრძონ. იცოდა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია და NATO-მ მაინც მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოსდა, უკრაინის თავზე ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ. ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. რაზე ფიქრობდი იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან იღუპება, ასევე მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ერთადერთი, რაც დღეს ალიანსმა შეძლო, ისაა, რომ თავისი შესყიდვების სისტემის მეშვეობით, უკრაინას 50 ტონა დიზელი გამოუყო.  ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, თუმცა ეს მემორანდუმი ჩვენთვის რუსული ჯარების ცეხლში დაიწვა. ეს NATO გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მანვე დაამატა, რომ NATO-ში უკრაინის ბევრი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთაც მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ცნობისთვის, NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

მაკრონის შემდეგ, პუტინს ომის შეწყვეტისკენ გერმანიის კანცლერმაც მოუწოდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა, სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შოლცმა ასევე მოუწოდა პუტინს, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა იმ რაიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 3 მარტს 90-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმერ პუტინთან. მაკრონის ოფისის ცნობით, ეს იყო უკვე მესამე საუბარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. როგორც France24-ს მაკრონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ თვლის, რომ უკრაინაში „ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“. პუტინმა 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს „უკომპრომისო ბრძოლის“ პირობა დადო. ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

ლინდა თომას-გრინფილდი: რუსული ჯარი ახლა უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტიდან 30 კილომეტრშია

გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, რუსული ჯარი უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდება. „რუსული ჯარი ახლა უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტიდან 30 კილომეტრში არიან და უახლოვდებიან მას“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: პენტაგონი: რუსეთის მიერ წინასწარ განლაგებული საბრძოლო ძალის 92% უკრაინაშია

დავით ზალკალიანმა სენატორ ბენ კარდინთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთიბათა კომიტეტის წარმომადგენელთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ ბენ კარდინთან. საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მიმართულია არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის წესებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. "დავით ზალკალიანმა საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და უსაფრთხოების რთულ გარემოზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს იმ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ არსებობს. თავის მხრივ, სენატორმა კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სენატორი კარდინი მიესალმა საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს და ხაზი გაესვა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

"საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას "რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2022 წლის 4 მარტს, გაეროს ადამიანის ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატების ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას. "საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას "რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია უწყების მიერ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს; კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ძლიერ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან იგი მოუწოდებს რუსეთს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს სამხედრო ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები; ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლად ჩამოყალიბების თაობაზე. ამასთან, საგამოძიებო კომისიის მანდატი, მათ შორის მოიცავს, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულობების გამოძიებას და ასევე მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში.

განათლების სამინისტრო: ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა ორი კვირის მსგავსად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლა იმყოფება, რაც წინა ორი კვირის მაჩვენებელთან შედარებით ასევე შემცირებულია. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 97-მა მასწავლებელმა გამოთქვა. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა „კოვიდ-19“-ზე სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში „კოვიდ-19“-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 033 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 680 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 416 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 264 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 623 672-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 118 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 547 531-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 033 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 294 შემთხვევა, აჭარა - 72, იმერეთი - 451, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 238, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 275, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 65. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 777 საიდანაც, 2 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 982, აჭარაში - 244, იმერეთში - 561. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 656 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 83, იმერეთში - 123. 57 177 ადამიანი სახლში მკურნალობს.

დმიტრო კულება: ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა. NATO კი, ვერაფერს წყვეტს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით," ომამდე უკრაინელი ხალხი NATO-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი პირიქითაა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებამ განაცხადა. რომლის განცხადებასაც უკრაინული მედია ავრცელებს. „ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქითაა, რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უსაფრთხოება და უპრეცედენტო სანქციები. შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. NATO კი, ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს: თხოვნა იქნება, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი

"უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს, ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი", - ასე მიმართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. „ეს არის ტრაგედია, რომელიც შუაგულ ევროპაში ხდება. დღეს, როდესაც რუსეთის მიერ აბსოლუტურად გაუმართლებელი აგრესია მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მისი უსაფრთხოებისთვის. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან გამუდმებით ვსაუბრობდით საფრთხეზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ყოველდღიურად იქცა. სამწუხაროა, რომ საფრთხის სიმძიმე ბოლომდე ვერ იქნა გაცნობიერებული და ვერ შევძელით დღევანდელი ტრაგედიის თავიდან აცილება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „ამ მძიმე ფონზე, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს და თქვენ ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში მოგიწევთ მსჯელობა. ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინეთ ჩვენს ხმას, იმისათვის, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა

უკრაინული მედია: ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებს უკან დაახევინეს

ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებს უკან დაახევინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „უნიანი“ ტელეგრამის არხ "оперативный ЗСУ"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. „ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და უკან დააბრუნეს დამპყრობლები საზღვრისკენ“, - ნათქვამია მოხსენებაში. ასევე წაიკითხეთ:  პენტაგონი: რუსეთის მიერ წინასწარ განლაგებული საბრძოლო ძალის 92% უკრაინაშია აშშ-ის სენატორი პუტინზე: ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში

ბორის ჯონსონი: პუტინი ჩიხში აღმოჩნდა და ამის გამო მხოლოდ გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე

"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩიხში აღმოჩნდა და ამის გამო მხოლოდ გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. „პუტინი ვერ ხედავს სხვა გამოსავალს ჩიხიდან, რომელშიც აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს უდანაშაულო ევროპულ ქალაქებში უდანაშაულო მოსახლეობის განადგურება“, - განაცხადა ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებს უკან დაახევინეს

დმიტრო კულება: დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის, დახურეთ კრიპტოხვრელები, დააწესეთ ნავთობის ემბარგო

დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის. დახურეთ კრიპტოხვრელები. გაწყვიტეთ ყველა კავშირი, - ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. "რუსეთი გადადის მახინჯ ტაქტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალური სამოქალაქო ზიანის მიყენებას: ბომბავს საცხოვრებელ უბნებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ემუქრება ბირთვულ ობიექტებს. სანქციები უნდა გაიზარდოს. აკრძალეთ Sberbank-ი SWIFT-დან. დააწესეთ ნავთობის ემბარგო. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის. დახურეთ კრიპტოხვრელები. გაწყვიტეთ ყველა კავშირი“, - წერს კულება. ასე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა. NATO კი, ვერაფერს წყვეტს  

მიხეილ პოდოლიაკი: უკრაინის ქალაქებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ავრცელებს. „ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ შეიქმნება ჰუმანიტარული დერეფნები. რაც შეეხება ქალაქების რაოდენობას, ეს მხოლოდ დასაწყისია. შეიქმნება სამუშაო მოდელი, რის შემდეგაც ევაკუაცია სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდანაც განხორციელდება“, - ამბობს პოდოლიაკი. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის, დახურეთ კრიპტოხვრელები, დააწესეთ ნავთობის ემბარგო

მედია: რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა. როგორც „Україна 24“ ტელეგრამ არხზე წერს, ალა პუგაჩოვა ფრენის შიშის გამო ყოველთვის მატარებლით მოგზაურობს, თუმცა ახლა კერძო თვითმფრინავით მგზავრობის გადაწყვეტილება მიიღო. „როგორც ჩანს, პრიმადონას უთხრეს, რომ რუსეთში ყველაფერი მალე ძალიან ცუდად იქნება“, – წერს „Україна 24“. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება  

გია ხუხაშვილი: სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან

"სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ „ბორჯომის“, როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს, გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან „ბორჯომი“ არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. ამისთვის ყველა არგუმენტი და ინსტრუმენტი გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს. თუ არ იციან, ჩვენ ვასწავლით,“- წერს ხუხაშვილი.

უკრაინული მედიის ცნობით, დააკავეს რადას დეპუტატი, რომელიც ბლოკპოსტზე მონაცემებს აგროვებდა

კიევში რადას დეპუტატი ნესტორ შუფრიჩი დააკავეს. Unian-ის ცნობით, პრორუსული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი დეპუტატი კიევში ჯარისკაცების პოზიციებს, საგუშაგოს ტელეფონის კამერით უკანონოდ იღებდა. მედიის ცნობით, დეპუტატი ჯარისკაცებმა დააკავეს.