ძებნის რეზულტატი:
ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. „შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვწყვეტთ რუსეთში მომსახურების გაწევას“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა დენ შულმანმა. ასევე წაიკითხეთ: ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს
ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ, ჩვენ ხალხს ვუთხრათ, დაბრუნდით!
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვა ქვეყნებში წასული უკრაინელები ქვეყანაში დაბრუნებას მალე შეძლებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განააცხადა. დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდი, რადგან საფრთხე აღარ არსებობს.
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგი ორლოვი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან თავდასხმები გრძელდება. შესაბამისად, შეწყდ ხალხის ევაკუაციაც. „რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას. ეს სიგიჟეა. არავითარი ცეცხლის შეწყვეტა არ ხდება მარიუპოლში. ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები მზად არიან გაქცევისთვის, მაგრამ მათ არ შეუძლიათ გაქცევა დაბომბვის გამო”, - აცხადებს სერგი ორლოვი. მანამდე, უკრაინული მხარე ორ ქალაქში ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ იუწყებოდა. მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნები ადგილობრივი დროით 09:00-ზე გაიხსნა. იუწყება. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს ინფორმაციით, ადგილობრივი ადმინისტრაციები ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის დეტალებზე მუშაობენ. უფრო ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს. უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობაზე შეთანხმდნენ
ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინას რუსეთთან ომის მოგება შეუძლია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა BBC-ს განუცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთთან. ბლინკენმა უკრაინელი ხალხის „არაჩვეულებრივი გამძლეობა“ შეაქო. მისივე თქმით, რთულია იმაზე საუბარი, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ უკრაინელი ხალხი განსაკუთრებულ სიმტკიცეს ავლენს. „თუ მოსკოვის განზრახვაა, როგორმე შეეცადოს ხელისუფლების დამხობას და საკუთარი მარიონეტული რეჟიმის „დასმას“ 45 მილიონი უკრაინელი აპირებს, ეს ამა თუ იმ გზით აღკვეთოს, - განაცხადა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ომი უკვე არ მიმდინარეობს ისე, როგორც ვლადიმერ პუტინი გეგმავდა. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
CNN: ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატორებთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 მარტს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს აშშ-ის სენატორებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-ის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა შეხვედრაში მონაწილეობის მიწვევა მიიღეს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ
საერთაშორისო მედია რუსეთში მუშაობას წყვეტს
რუსული არმიის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადების შემდეგ, რუსეთში მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანულმა, ამერიკულმა, კანადურმა და ავსტრალიურმა მაუწყებლებმა, BBC-მ, CNN-მა, CBS News-მა, ABC News-მა და CBC-მა. ამასთან, რუსეთში მუშობა შეწყვიტა სააგენტო Bloomberg-მაც. ასევე წაიკითხეთ: ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ
დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. ორივე ოლიგარქის აქტივები სრულად გაიყინება, მათ მოგზაურობაც აეკრძალებათ. The Guardian-ის წყაროების თანახმად, უსმანოვს სარდინიაზე ვილაც ჩამოართვეს. ვინ არის ალიშერ უსმანოვი, მის შესახებ ბრიტანულ Guardian-ი ვრცელ მასალაში წერს. ტელეკომის მაგნატი უსმანოვი დიდ ბრიტანეთში 48 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს ფლობს. უზბეკეთში დაბადებული მილიარდერი, რომელმაც სიმდიდრისკენ პირველი ნაბიჯები, საბჭოთა კავშირში დეფიციტური, პლასტიკური ჩანთების წარმოებით გადადგა, ახლა რისკის ქვეშაა, დასავლური სანქციების გამო, ქონების ნაწილი დაკარგოს. უსმანოვი წლების განმავლობაში ფლობდა წილებს პრემიერ ლიგის კლუბში - „არსენალი“. ჰქონდა სასპონსორო ურთიერთობა „ევერტონთან“. მისი ძმისშვილი სარვარ ისმაილოვი მცირე ხნით ევერტონის დირექტორთა საბჭოში იყო, ასევე ეკავა ქალთა გუნდის სპორტული და კომერციული დირექტორის თანამდებობა. სპორტმა უსმანოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის ერთ დროს მოფარიკავეც იყო. უსმანოვი 600 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტას (დილბარი) ფლობს. Forbes-ი 4 მარტს იუწყებოდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ ჰამბურგში დააკავა. ლითონების 68 წლის მაგნატი უსმანოვი ჟურნალ Forbes-ის 2021 წლის მილიარდერთა სიაში 14,1 მილიარდი დოლარით (11 მილიარდი ფუნტი)99-ე ადგილზე იყო. კვირის დასაწყისში ოლიგარქმა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მას ეს თანამდებობა 2008 წლიდან ეკავა. განაცხადა, რომ უარს ამბობს თავისი უფლებამოსილების შესრულებაზე, „ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება“. აქვე დაამატა, რომ გამოიყენებს „ყველა კანონიერ საშუალებას“, თავისი „ღირსებისა და რეპუტაციის“ დასაცავად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში უსმანოვი რამდენიმე კომპანიისა და ფინანსური ფირმის დირექტორი იყო. 1990-იანი წლების ბოლოს ის, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის „გაზპრომის“ საინვესტიციო განყოფილების გენერალური დირექტორი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გახლდათ. რაც შეეხება რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, ის ორ მდიდრულ ბინას ფლობს ლონდონის ცენტრში, რომლის ღირებულებააც 11 მილიონ ფუნტს შეადგენს. იგორ შუვალოვი, სახელმწიფო განვითარების კორპორაციის VEB.RF-ის თავმჯდომარე და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს წევრია. ცნობისთვის, 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. ამავე თემაზე რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
პუტინი დასავლეთს და უკრაინას ისევ ემუქრება
„რუსეთი სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერ მცდელობას, განიხილავს როგორც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას იმ ქვეყნის მხრიდან, რომლიდანაც საფრთხე შეექმნება ჩვენს სამხედროებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლება იგივე ქმედებებს განაგრძობს, ეს საფრთხეს შეუქმნის უკრაინის სახელმწიფოებრიობას, სრულად მათი პასუხისმგებლობა იქნება. „რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტის შედეგები, თუ ის მოხდა, ყველასთვის გასაგებია“, – განაცხადა პუტინმა. ამასთან, პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია. მისივე მტკიცებით, არ აპირებს რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია უკრაინაში ხვალ გაიგზავნება
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“ (ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანაძე) მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო, რაც ხალხმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მრევლს ეკონომიურად უჭირს, მაინც ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გაჭირვებაში მყოფი ხალხის დასახმარებლად. ჯერ ერთი კვირაც არ არის გასული და უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი და 3 000 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი და მედიკამენტი შეგროვდა და ეს პროცესი კვლავაც უწყვეტად მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ შემომწირველს, – სასულიერო თუ საერო პირს, ასევე ორგანიზაცია „დავითიანნს“ და „საქართველოს ფოსტას“ (გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე), რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით ტვირთის უკრაინაში გადატანას. 6 მარტს გაიგზავნება პირველი ხუთი ტონა დახმარება და შემდგომ დღეებშიც ამდენივე წონის ტვირთი. ამანათს აწერია: უკრაინელ ხალხს საქართველოს მოსახლეობისგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ღმერთმა დალოცოს უკრაინა და მშვიდობა მიმადლოს მას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: პატრიარქის კურთხევით, უკრაინის მოსახლეობისთვის თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში დახმარების შეგროვება იწყება კახა კალაძე: თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ
რუს პროპაგანდისტ ტელეწამყვანს იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა ჩამოართვეს
იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა ჩამოართვეს რუს პროპაგანდისტ ტელეწამყვანს და პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერს, 58 წლის ვლადიმირ სოლოვიოვს. ოპერაცია სპეციალური სავალუტო პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მიერ სუპერმდიდარი რუსებისთვის გათვალისწინებული სანქციების გამო. გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო მთელი იტალიის ტერიტორიაზე. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
Zara რუსეთში 500-ზე მეტ ობიექტს დახურავს
Zara რუსეთში 500-ზე მეტ მაღაზიას დახურავს. იხურება Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და Uterqüe. Inditex -ში BBC-ს განუცხადეს, რომ ვიდრე სერვისები „დროებით შეჩერებულია“. რუსეთში დაფუძნებული 9000 თანამშრომლის მხარდასაჭერად, გეგმას ადგენენ. ამასთან, Xiaomi-სა და Apple-ის გარდა, Samsung -ი, სმარტფონების წამყვანი მიმწოდებელი რუსეთში, გაყიდვებს შეაჩერებს. BBC წერს, რომ ჯერ გაურკვეველია, დაიხურება თუ არა სამსუნგის მაღაზიები. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, ზოგიერთმა ფირმამ, მათ შორის Apple-მა, Jaguar Land Rover-მა, H&M-მა და Burberry-მ, განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობას შეაჩერებენ. ნავთობი და გაზი როდესაც უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო, BP ზეწოლის ქვეშ მოექცა. კომპანია რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის დიდ წილს ფლობს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ ოპერაციებს შეწყვეტდა. მას მოჰყვა Shell-ის, ExxonMobil-ისა და Equinor-ის ანალოგიური გადაწყვეტილებებიც. იმავდროულად, Total Energies-მა, კიდევ ერთმა მსხვილმა მოთამაშემ რუსეთში, განაცხადა, რომ არ დააფინანსებს ახალ პროექტებს ქვეყანაში, მაგრამ მისი კოლეგებისგან განსხვავებით მიმდინარე ინვესტიციების დათმობას არ გეგმავს. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რა ბედი ელის ამ ინვესტიციებს - შესაძლებელია თუ არა მათი გაყიდვა, მათი ღირებულების გარკვეული ნაწილის ანაზღაურება, თუ ისინი უბრალოდ ჩამოიწერება. გართობა Warner Bros-ის ახალი ფილმების გავრცელება ქვეყანაში შეაჩერა. ამერიკულ გიგანტს შეუერთდნენ დისნეი, სონი, Turning Red. Marvel-ის და Morbius-ის პრემიერებიც გაუქმდა. ყველა კომპანიამ განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა „ჰუმანიტარულ კრიზისს“ უკრაინაში და არა დაწესებულ სანქციებს. ტექნიკა Apple-მა შეაჩერა ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთში და შეზღუდა სხვა სერვისები, როგორიცაა Apple Pay და Apple Maps. დახურულია მისი მაღაზიებიც. ამასთან, Xiaomi-სა და Apple-ის გარდა, Samsung -ი, სმარტფონების წამყვანი მიმწოდებელი რუსეთში, გაყიდვებს შეაჩერებს. საცალო ვაჭრობა შვედური ავეჯის გიგანტი Ikea გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეაჩერა თავისი ფუნქციონირება რუსეთში, დაზარალდა 17 მაღაზია, თუმცა Ikea-ს მფლობელი კომპანია მეგა სავაჭრო ცენტრებს ინარჩუნებს. კიდევ ერთმა შვედურმა გიგანტმა H&M-მა უკვე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ბრენდი მიჰყვება მას, იტყობინება საცალო საკონსულტაციო კომპანია GlobalData-ს წარმომადგენელი, მაურინ ჰინტონი. ბრიტანულმა მოდის ფირმა Boohoo-მ ასევე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და ასევე დახურა ვებგვერდი ქვეყანაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ H&M-მა მიზეზად უკრაინაში „ტრაგიკული მოვლენები" დაასახელა, სხვა ბრენდებმა, როგორიცაა Nike, უბრალოდ განაცხადეს, რომ ამჟამად ვერ უზრუნველყოფენ საქონლის მიწოდებას რუსეთში. Burberry-მ განაცხადა, რომ აჩერებს ყველა გადაზიდვას, რადგან „შეკვეთების შესრულება რუსეთში“ გართულდა. ავტომობილები Jaguar Land Rover (JLR), General Motors, Aston Martin და Rolls-Royce არიან ავტომობილების მწარმოებლები, რომლებმაც რუსეთში მანქანების მიწოდება შეაჩერეს, ხოლო სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელმა JCB-მ ყველა ოპერაცია შეაჩერა. ზოგიერთ ავტომწარმოებელს, როგორიცაა Volkswagen-ი და BMW, ზოგიერთ ევროპულ ქარხანაში წარმოების შეჩერება მოუწიათ. ვინ რჩება? Marks & Spencer-ს რუსეთში 48 მაღაზია აქვს. მაგრამ მათ მართავს თურქული ფრენჩაიზის კომპანია FiBA. M&S-მა განაცხადა, რომ აჩერებს თავისი საქონლის მიწოდებას FiBA-ს რუსული ბიზნესისთვის, მაგრამ მაღაზიები ქვეყანაში ღია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკული კოპანია, მათ შორის Nike, Apple, ExxonMobil და Harley-Davidson, გავიდა რუსეთიდან, ზოგიერთი ყველაზე ცნობილი კორპორაცია ჯერ კიდევ ქვეყანაშია. მაგალითად, „მაკდონალდსი“ და „პეპსი“. უკრაინაში „სუპერმარკეტების“ სამმა ქსელმა „კოკა კოლას“ გაყიდვა აიკრძალა, რადგან მათი განმარტებით, „ეს უსირცხვილო კომპანია აგრძელებს მუშაობას დამპყრობლებისთვის”. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
კომპანიები, რომლებიც რუსეთს ტოვებენ
რიგმა კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, ზოგიერთმა ფირმამ, მათ შორის Apple-მა, Jaguar Land Rover-მა, H&M-მა და Burberry-მ, განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობას შეაჩერებენ. ზოგი ჯერ კიდევ განიხილავს ამ საკითხს, ან ქვეყანას არ ტოვებს. BBC სფეროების მიხედვით წერს იმ ფირმებზე, რომლებმაც რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს, ან ქვეყანაში რჩებიან. Europetime სტატიას BBC-ის და ზოგიერთი უკრაინული წყაროს მიხედვით გთავაზობთ. ნავთობი და გაზი BP რუსულ „როსნეფტში“ 20%-იან წილს თმობს. მას მოჰყვა Shell-ის, ExxonMobil-ისა და Equinor-ის ანალოგიური გადაწყვეტილებებიც. იმავდროულად, Total Energies-მა, კიდევ ერთმა მსხვილმა მოთამაშემ რუსეთში, განაცხადა, რომ არ დააფინანსებს ახალ პროექტებს ქვეყანაში, მაგრამ მისი კოლეგებისგან განსხვავებით მიმდინარე ინვესტიციების დათმობას არ გეგმავს. ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რა ბედი ელის ამ ინვესტიციებს - შესაძლებელია თუ არა მათი გაყიდვა, მათი ღირებულების გარკვეული ნაწილის ანაზღაურება, თუ ისინი უბრალოდ ჩამოიწერება. გართობა Warner Bros-ი ახალი ფილმების გავრცელება აჩერებს. ამერიკულ გიგანტს შეუერთდნენ დისნეი, სონი, Turning Red. Marvel-ის და Morbius-ის პრემიერებიც გაუქმდა. ყველა კომპანიამ განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა „ჰუმანიტარულ კრიზისს“ უკრაინაში და არა დაწესებულ სანქციებს. ტექნიკა Apple-მა შეაჩერა ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთში და შეზღუდა სხვა სერვისები, როგორიცაა Apple Pay და Apple Maps. დახურულია მისი მაღაზიებიც. ამასთან, Xiaomi-სა და Apple-ის გარდა, Samsung -ი, სმარტფონების წამყვანი მიმწოდებელი რუსეთში, გაყიდვებს შეაჩერებს. BBC წერს, რომ ჯერ გაურკვეველია, დაიხურება თუ არა სამსუნგის მაღაზიები. საცალო ვაჭრობა შვედური ავეჯის გიგანტი Ikea გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეაჩერა თავისი ფუნქციონირება რუსეთში, დაზარალდა 17 მაღაზია, თუმცა Ikea-ს მფლობელი კომპანია მეგა სავაჭრო ცენტრებს ინარჩუნებს. კიდევ ერთმა შვედურმა გიგანტმა H&M-მა უკვე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ბრენდი მიჰყვება მას, იტყობინება საცალო საკონსულტაციო კომპანია GlobalData-ს წარმომადგენელი, მაურინ ჰინტონი. Zara რუსეთში 500-ზე მეტ მაღაზიას დახურავს. იხურება Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და Uterqüe. Inditex -ში BBC-ს განუცხადეს, რომ ვიდრე სერვისები „დროებით შეჩერებულია“. რუსეთში დაფუძნებული 9000 თანამშრომლის მხარდასაჭერად, გეგმას ადგენენ. ბრიტანულმა მოდის ფირმა Boohoo-მ ასევე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და ასევე დახურა ვებგვერდი ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ H&M-მა მიზეზად უკრაინაში „ტრაგიკული მოვლენები" დაასახელა, სხვა ბრენდებმა, როგორიცაა Nike, უბრალოდ განაცხადეს, რომ ამჟამად ვერ უზრუნველყოფენ საქონლის მიწოდებას რუსეთში. Burberry-მ განაცხადა, რომ აჩერებს ყველა გადაზიდვას, რადგან „შეკვეთების შესრულება რუსეთში“ გართულდა. ავტომობილები Jaguar Land Rover (JLR), General Motors, Aston Martin და Rolls-Royce არიან ავტომობილების მწარმოებლები, რომლებმაც რუსეთში მანქანების მიწოდება შეაჩერეს, ხოლო სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელმა JCB-მ ყველა ოპერაცია შეაჩერა. ზოგიერთ ავტომწარმოებელს, როგორიცაა Volkswagen-ი და BMW, ზოგიერთ ევროპულ ქარხანაში წარმოების შეჩერება მოუწიათ. ვინ რჩება? Marks & Spencer-ს რუსეთში 48 მაღაზია აქვს. მაგრამ მათ მართავს თურქული ფრენჩაიზის კომპანია FiBA. M&S-მა განაცხადა, რომ აჩერებს თავისი საქონლის მიწოდებას FiBA-ს რუსული ბიზნესისთვის, მაგრამ მაღაზიები ქვეყანაში ღია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკული კოპანია, მათ შორის Nike, Apple, ExxonMobil და Harley-Davidson, გავიდა რუსეთიდან, ზოგიერთი ყველაზე ცნობილი კორპორაცია ჯერ კიდევ ქვეყანაშია. მაგალითად, „მაკდონალდსი“ და „პეპსი“. უკრაინაში „სუპერმარკეტების“ სამმა ქსელმა „კოკა კოლას“ გაყიდვა აიკრძალა, რადგან მათი განმარტებით, „ეს უსირცხვილო კომპანია აგრძელებს მუშაობას დამპყრობლებისთვის”. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
შვედეთი და ფინეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, ამის შესახებ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს. „რუსეთის ომი სუვერენული ევროპული ერის წინააღმდეგ, საფრთხეში აყენებს ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. უსაფრთხოების ამ ცვალებად გარემოში ფინეთი და შვედეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თანამშრომლობას", - განუცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შვედეთსა და ფინეთს ძლიერი ისტორიული კავშირები და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის არის ერთობლივი წვრთნები და ინფორმაციის გაზიარება. აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და სკანდინავიური ქვეყნები „დაიწყებენ მკაფიო პროცესს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.
BBC: რუსეთის ძალებმა კიევიდან 60 კილომეტრში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიკავეს
არსებობს ცნობები, რომ ქალაქ კიევიდან 60 კილომეტრში (37 მილი), ბოდორიანკაში, რუსულმა ძალებმა ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიპყრეს და ადგილზე დაახლოებით 670 პაციენტი ტყვედ ჩაიგდეს, წერს BBC. უკრაინული საინფორმაციო პლატფორმა Hromadske-ზე დაყრდნობით წერს, რომ ცნობებს კიევის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ადასტურებს. „დღეს ჩვენთვის გაურკვეველია, როგორ გამოვიყვანოთ ეს ხალხი, როგორ დავეხმაროთ მათ. მალე აღარ ექნებათ წყალი და წამლები. ისინი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, მათ სჭირდებათ მუდმივი დახმარება... მათგან ბევრი წლებია, საწოლს არის მიჯაჭვული. არსებობს ეჭვი, რომ შენობა შესაძლოა, დანაღმული იყოს“, - აცხადებს ოლექსი კულება.
გაეროს მონაცემებით, უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, ხუთშაბათის მდგომარეობით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყამა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. UNHCR-ის თანახმად, ნახევარზე მეტი პოლონეთშიგადავიდა. სხვები სხვა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში წავიდნენ. გაეროს ცნობით, დაღუპული მოქალაქეების რაოდენობამ 350-ს გადააჭარბა, დაშავებულია 707 ადამიანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა. იმ ფონზე, რომ აშშ-ის ახლო მოკავშირე ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კიევს სოლიდარობა გამოუცხადა და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ისრაელს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულება სურს. ისრაელის პრემიერის სპიკერის თქმით, კრიზისის განმუხტვის იმედით, ისრაელი მოსკოვთან კავშირზე რჩება. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენით ბენტმა შაბათი დაარღვია, თუმცა სპიკერის თქმით, ამას იუდაიზმი დასაშვებს ხდის, როცა მიზანი ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ებრაელი ერის რელიგიის თანახმად, ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ მიჩნეულია შაბათი. ის აღინიშნება სანთლების დანთებით, სადღესასწაული ტრაპეზით. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა, ცეცხლის დანთება, ტრანსპორტით მგზავრობა.
მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელის პრემიერი გერმანიაში ოლაფ შოლცთან შესახვედრად გაემგზავრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტი რუსეთიდან გერმანიაში გაფრინდა. იუწყება ისრაელის მედია. ნაფტალი ბენეტი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვიდან გერმანიაში გაფრინდა. ბენენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცს შეხვდება. პუტინთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. იმ ფონზე, რომ აშშ-ის ახლო მოკავშირე ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კიევს სოლიდარობა გამოუცხადა და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ისრაელი რუსეთსა და უკრაინას შუამავლის როლს სთავაზობს. ისრაელის პრემიერის სპიკერის თქმით, კრიზისის განმუხტვის იმედით, ისრაელი მოსკოვთან კავშირზე რჩება. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენით ბენტმა შაბათი დაარღვია, თუმცა სპიკერის თქმით, ამას იუდაიზმი დასაშვებს ხდის, როცა მიზანი ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა
CNN: ამერიკელ სენატორებთან ონლაინ შეხვედრაზე ზელენსკიმ აშშ-სგან უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერა მოითხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს ვიდეოშეხვედრისას განუცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-სგან უფრო მეტი დახმარება ესაჭიროება, მათ შორის, ზელენსკიმ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნა მოითხოვა. ერთსაათიანი შეხვედრის დროს ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, მოუწოდა მეტი სამხედრო მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო დიდი სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება. CNN-ის ინფორმაციით, ვიდეოზარის დასასრულს, კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს ზელენსკის და მხარდაჭერის ნიშნად - „დიდება უკრაინას“ წარმოთქვეს, რამაც ზელენსკის აღფრთოვანება გამოიწვია. CNN-ის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, უნდა მიაწოდონ თუ არა ცალკეულმა ქვეყნებმა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, თანმდევი რისკების გათვალისწინებით. ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ და NATO ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შექმნას და ასეთ შემთხვევაში ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავენ. „ეს სუვერენული სახელმწიფოების გადასაწყვეტია“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ პარასკევს, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს უკრაინაში MiG29-ების გაგზავნას ქვეყნების მიერ.
ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეხვდა. კულებას თქმით, მას ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან რუსეთზე უკვე დაწესებული სანქციების ეფექტიანობასა და გატარებულ ზომებზე, ასევე, სამომავლო ნაბიჯებზე უკრაინის საჭირო იარაღით მომარაგებისა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათ დავაწესებთ უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები ასევე კოორდინაციას გაუწევს ძალისხმევას თავის ევროპელ პარტნიორებთან”, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. „ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსიები იარაღზე, სანქციებზე, რუსეთის იზოლაციაზე საერთაშორისო ასპარეზზე. მესიჯი, რომლის გადმოცემაც მინდა ახლა, ძალიან მარტივია. უკრაინა ამ ომს მაინც მოიგებს, რადგან ეს არის ხალხის ომი მათი მიწისთვის. თუ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ გაბედულ, სისტემურ გადაწყვეტილებებს; თუ ისინი განაგრძობენ ჩვენთვის საჭირო იარაღის მიწოდებას, ნაკლები დანაკარგი გვექნება. ეს გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს უკრაინაში, ბევრ სახლს. ბევრი ბავშვი დაიბადება. ბევრი ტანჯვა თავიდან იქნება აცილებული. ეს ერთადერთი საკითხია, რომელიც დღის წესრიგში დგას. ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს, რაც გაკეთდა ბოლო კვირაში - უპრეცედენტო, სწრაფი რეაქცია რუსეთის აგრესიაზე. მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს, ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველა იარაღი, რომელიც აუცილებელია საბრძოლველად, როგორც ბატონმა ბლინკენმა თქვა, პრეზიდენტ პუტინის არჩეულ ომში“, - განაცხადა კულება, ერთობლივ ბრიფინგზე. შეკითხვას, თუ რა ტიპის იარაღს ითხოვს უკრაინა, კულებამ უპასუხა: ჩვენ კმაყოფილი ვართ ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგით - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო რამ. ჩვენ ვანადგურებთ უამრავ რუსულ ტანკს და ჯავშანტექნიკას ჩვენი მეგობრების იარაღის გამოყენებით. საიდუმლო არ არის, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა გვაქვს საბრძოლო თვითმფრინავებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ქვეყანას, მათ შორის, შეერთებულ შტატებს, რომლებმაც მოგვაწოდეს „სტინგერები“. ჩვენ მათ ეფექტიანად ვიყენებთ და სწორედ დღეს ჩამოვაგდეთ სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ჩვენს ქალაქებს ბომბავდნენ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დიდი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ცის უსაფრთხოება. თუ ჩვენ დავკარგავთ ცას, გაცილებით მეტი სისხლი იქნება ადგილზე და ეს იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი. მე არ მინდა, ვინმემ გაიზიაროს პასუხისმგებლობა მათ სისხლზე, მსოფლიოში ვინმემ გაიზიაროს პასუხისმგებლობა მათ სიკვდილსა და ტანჯვაზე. კვლავ ითხოვს თუ არა უკრაინა არასაფრენი ზონის შექმნას, დმიტრო კულებას თქმით, ეს მოთხოვნა ძალაშია. მოვისმინე NATO-ს გენერალური მდივნის განცხადება და ვწუხვარ, მაგრამ ეს ალიანსის სისუსტის ნიშანია. ბოლო რვა დღის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკა რუსეთის აგრესიამ შეცვალა და ის ქვეყნები, რომლებიც თვლიდნენ, რომ არასდროს მოგვაწოდებდნენ იარაღს, ახლა ამას აკეთებენ. ასე რომ, ასეთ მიდგომას მიჩვეული ვარ. ჩვენ ახლა იმ ფაზაში ვართ, როდესაც NATO ამბობს: არა, ჩვენ არ ვაპირებთ - ჩვენ ამას არ ვაპირებთ. მოვა დრო... ეს ისევ ფასის საკითხია. ჩვენ არა - ეს უკრაინელები არიან, ეს არის უკრაინელი ხალხი, ვინც იხდის ფასს NATO-ს უმოქმედობის გამო. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
დმიტრო კულება: ყველა ომი მოლაპარაკებით მთავრდება, ამიტომ, უნდა განვაგრძოთ საუბარი, მაგრამ ჩვენ, ამ მოლაპარაკებებზე რუსების ულტიმატუმების მისაღებად არ მივდივართ
„უკრაინაში ათასობით ადამიანი - კაცი, ქალი, მოხუცი, ახალგაზრდა, ქვეყნის დასაცავად სწირავს სიცოცხლეს. როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, და ამაში ეჭვიც არ მეპარება, ჩვენ ავაშენებთ ახალ უკრაინას და ეს ქვეყანა კიდევ უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რაც რუსეთმა გაანადგურა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე პროგრესია. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ იმოქმედებს ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებიც ბოლო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა. სამწუხაროდ, ახლა ეს შეუძლებელია რუსეთის მხრიდან ცეცხლისა და დაბომბვის გამო. მაგრამ ყველა ომი დიპლომატიური გზით და მოლაპარაკებით მთავრდება, ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი, მაგრამ ჩვენ არ მივდივართ ამ მოლაპარაკებებზე რუსების ულტიმატუმების მისაღებად. უკრაინაში ათასობით ადამიანი - კაცი, ქალი, მოხუცი, ახალგაზრდა, ქვეყნის დასაცავად სწირავს სიცოცხლეს. როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, და ამაში ეჭვიც არ მეპარება, ჩვენ ავაშენებთ ახალ უკრაინას და ეს ქვეყანა კიდევ უკეთესი იქნება ვიდრე ის, რაც რუსეთმა გაანადგურა“, - განაცხადა კულებამ.