ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება
რუსეთზე ზეწოლა არამხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ, ის იძლევა ძალიან, ძალიან კონკრეტულ შედეგებს რუსეთში, ეს ზეწოლაც არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ, გაძლიერდება, ვიდრე ეს ომი, პუტინის მიერ არჩეული ომი არ დასრულდება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას, ისევე როგორც მე ვდგავარ აქ, უკრაინაში ჩემს მეგობართან, ჩემს კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად. მხარდაჭერა არამხოლოდ გრძელდება - უსაფრთხოების მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა - არამედ, ეს მხარდაჭერა გაიზრდება. რაც შეეხება რუსეთზე ზეწოლას, ეს არამხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ, ის იძლევა ძალიან, ძალიან კონკრეტულ შედეგებს რუსეთში, ეს ზეწოლაც არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ, გაძლიერდება, ვიდრე ეს ომი, პუტინის მიერ არჩეული ომი არ დასრულდება. უნდა ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრით, მისი მთელი მთავრობით, პრეზიდენტ ზელენსკით. გამბედაობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აჩვენებენ, ლიდერობა, რომელსაც ისინი აჩვენებენ მსოფლიოს, ეს შთამაგონებელია. მსოფლიო აქ არის; მსოფლიო შენთანაა“, - აღნიშნა ბლინკენმა. დაეხმარება თუ არა აშშ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებით, ამ შეკითხვით ჟურნალისტმა ენტონი ბლინკენს მიმართა. „ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ და ვმუშაობთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ; თავდაცვის მდივანი ოსტინი და მისი კოლეგა რეზნიკოვი ამას აკეთებენ. როგორც უკვე ვთქვი, უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ უპრეცედენტო იყო, არამედ გაგრძელდება, ის გაიზრდება. არის ძალიან, ძალიან ძლიერი ტალღა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მიერ ჩადენილი საშინელი აგრესიის წინააღმდეგ. პუტინმა დაუშვა საშინელი შეცდომა მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ეს იწყება იმ წარმოდგენით, რომ თითქოს უკრაინა არ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. უკრაინელები ყოველდღე საპირისპიროს ამტკიცებენ. და საბოლოო ჯამში, მათი სიმტკიცე, მათი გამბედაობა, მათი მონდომება, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები და მხარს უჭერს მსოფლიო, გაიმარჯვებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას. უკრაინა გამარჯვებას აპირებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება
გაძევებული რუსი დიპლომატებისთვის შეერთებულმა შტატებმა ჩარტერული ფრენა დაუშვა
გაძევებული რუსი დიპლომატებისთვის შეერთებულმა შტატებმა გამონაკლისის სახით ჩარტერული ფრენა დაუშვა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. „ეს განსაკუთრებული გამონაკლისი გაკეთდა ფედერალური რეგულაციების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილიყო რუსეთის მისიის პერსონალისა და მათი ოჯახების მიერ ქვეყნის დატოვება იმ თარიღისთვის, რაც ჩვენ განვუსაზღვრეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. 5 მარტის, რადიო თავისუფლებამ საჰაერო ხომალდების მეთვალყურეობის ვებგვერდის, Flight Radar-ის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური თვითმფრინავი, "ილ-96" საბორტო ნომრით RSD88, სანკტ-პეტერბურგიდან აფრინდა და ვაშინგტონისკენ გაემართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გაეროში რუსული მისიის წარმომადგენლები, პრივილიეგიების ბოროტად გამოყენების გამო გააძევეს.
დმიტრო კულება: ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვის განაცხადისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილებოდეს
ევროკავშირმა უკრაინის წევრობის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. POLITICO-ს ჟურნალისტმა მას ჰკითხა დაუჭერდა თუ არა მხარს, რომ ევროკავშირმა კომბინირებულად განიხილოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ასოცირების ტრიოს აპლიკაციები. „რაც არ უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია, კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავს, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს არ შეცვლის ევროკავშირის არჩევანს, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას და გახდება ევროკავშირის წევრი",- განაცხადა კულებამ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ილონ მასკს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელს ილონ მასკს ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „ვესაუბრაე ილონ მასკს. მადლობელი ვარ მისი მხარდაჭერისთვის სიტყვით და საქმით. მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink სისტემების კიდევ ერთ პარტიას განადგურებული ქალაქებისთვის. ასევე, განვიხილეთ შესაძლო კოსმოსური პროექტები, მაგრამ ამაზე ომის შემდეგ ვისაუბრებ. ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ილონ მასკი: უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო
რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, როსსელხოზნადზორი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როსსელხოზნადზორის ცნობით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჩეკურიშვილს, ასევე მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის გაიმართა. ქართულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მედიის ცნობით, ნედლი პროდუქციის შეტანა ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც შეეძლება.
Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ
გადახდების გიგანტები Visa და Mastercard რუსეთის ბაზარს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო, პროტესტის ნიშნად ტოვებენ. BBC-ის ცნობით, ეს ორი კომპანია მსოფლიოში საკრედიტო და სადებეტო გადახდების 90%-ს აკონტროლებს.
ვინ ახლდა თან ნაფტალი ბენეტს რუსეთში - ისრაელის პრემიერის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვსა და ბერლინში
მოსკოვში პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინიტრი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებები გამართა. DW-ს ცნობით, გერმანელმა სპიკერმა განაცხადა, რომ ბენეტმა და შოლცმა საათნახევრის განმავლობაში ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, ორი ლიდერი მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდა და მზად არიან, დაასრულონ უკრაინაში ომი „რაც შეიძლება სწრაფად". პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ისრაელის პრემიერ მინისტრმა დამირეკა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ისრაელს? ისრაელი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას როგორც უკრაინასთან, ასევე, რუსეთთან და შუამავლის როლის შესრულება სურს. რუსეთი ასევე ჩართულია ომში სირიაში, რომელიც ისრაელს ესაზღვრება. ისრაელის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში მაიკლ ორენმა განაცხადა, რომ „ბენეტის ქმედება არის გაბედული, მაგრამ ამავე დროს, მისი ეს ნაბიჯი სარისკოა“. „რუსეთი დღეს სხვა პოზიციაზეა და პუტინი შესაძლოა, ეძებს გამოსავალს, რომ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - აცხადებს ყოფილი ელჩი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირველი საერთაშორისო ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეათე დღეს, რუსეთს მოულოდნელად ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბენეტის ოფისში განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერი შაბათს, დილით მოსკოვში გაემგზავრა და მას თან ახლდა რუსულენოვანი კაბინეტის მინისტრი (იერუსალიმის საქმეთა მინისტრი) ზეევ ელკინი, რომელიც უკრაინაში დაიბადა.
ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი განიხილეს
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეების და პარტნიორების, ასევე, კერძო ინდუსტრიის მიერ განხორციელებულ მიმდინარე ქმედებებს, რათა რუსეთს უკრაინაში მისი აგრესიის გამო დიდი ფასის გადახდა მოუწიოს. კერძოდ, ბაიდენი რუსეთში მომსახურების შეჩერების შესახებ Visa-სა და Mastercard-ის გადაწყვეტილებას მიესალმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას ზრდის და დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად კონგრესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა და შეაქო უკრაინელი ოპერატორების ოსტატობა და გამბედაობა, რომლებმაც რეაქტორები უსაფრთხო მდგომარეობაში შეინარჩუნეს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. თავის მხრივ, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები. ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება
საქართველომ რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაუშვა
მიღებულია გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში. ამ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია, მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც. სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში. ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში. ცხოველური წარმოშობის პროდუქციითვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია
აზერბაიჯანის ავიახაზები და „ბუტა ეარვეისი“ რუსეთში ფრენებს წყვეტენ
აზერბაიჯანის ავიახაზები და „ბუტა ეარვეისი“ 6 მარტიდან, 08:00 საათიდან რუსეთში ყველა ფრენას შეწყვეტენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ავიახაზების პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. „საერთაშორისო ფრენებზე სრული სადაზღვევო დაფარვის არარსებობა რისკებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ავიაკომპანიებს და სხვა იურიდიულ პირებს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის ავიახაზებში.
მარიუპოლში ევაკუაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს
საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში, 12:00 საათიდან, იწყება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, 6 მარტის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოცხადებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. საევაკუაციო მწვანე დერეფნისთვის განსაზღვრულია შემდეგი მარშრუტი: მარიუპოლი-პორტოვსკოე-მანგუში-რესპუბლიკა (ნიკოლსკის გვერდის ავლით)-როზოვკა-ბილმაკი-პოლოგი-ორეხოვი-ზაპოროჟიე. მუნიციპალური ავტობუსებით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება 3 ლოკაციიდან: იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილდებით საკუთარი ავტომობილით, გთხოვთ: · იმოძრაოთ ჰუმანიტარულ კოლონასთან ერთად. · არ გადაუხვიოთ მითითებულ მარშრუტს. ევაკუაცია 5 მარტს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დაბომბვა განაგრძეს და ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმება დაარღვიეს. რუსული მხარე კი, შეთანხმების დარღვევაში უკრაინულს ადანაშაულებს.
ბრიტანელმა მუშებმა გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან რუსული ნავთობის გადატვირთვაზე უარი თქვეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ბრიტანელმა მუშებმა გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან რუსული ნავთობის გადატვირთვაზე უარი თქვეს. ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო წყარო ავრცელებს. მაგალითად, Sky News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, „ნებისმიერი რუსული ხაზით“ მის პორტებში გემების შესვლა აკრძალა. ამასთან, BBC-ის ცნობით, ბრიტანული გადამამუშავებელი ქარხნის სპიკერმა (Stanlow - დიდ ბრიტანეთში საგზაო ტრანსპორტის საწვავის 16%-ის მიწოდებას უზრუნველყოფს) განაცხადა, რომ ოპერატორი Essar-ი „ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ჰუმანიტარული კრიზისით“ და "სრულიად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ რუსეთთან მიმართებით განხორციელებულ ნორმატიულ ჩარჩოებს".
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 43.5%
6 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 825 833 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 351 828, მოსახლეობის 47.0% სრულად ვაქცინირებულია 1 248 790 ადამიანი, ასაკის მოსახლეობის 43.5% ბუსტერ დოზით აცრილია 222 408 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 050 (2.28%) სრულად აცრილია - 3 177 (1.79%) 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 532(15.45%) სრულად აცრილია- 11 091 (13.68%) 5 მარტს ჩატარდა 550 აცრა ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ასევე, შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 9 572 კოვიდტესტი ჩატარდა. ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 002 ადამიანი, 28 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 554 533-მდე. ჯამში 16 366 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.76%. ბოლო 14 დღის - 20.84%, ხოლო 7 დღის - 17.49%. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 625 372-ს. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 572 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 738 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 834 PCR ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893, აჭარა - 61, იმერეთი - 204, ქვემო ქართლი - 74, შიდა ქართლი - 85, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 90, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. მიმდინარე აქტიური შემთხვევაა - 54 447, საიდანაც, 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 938, აჭარაში - 221, იმერეთში - 510. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 75, იმერეთში - 122. 51 988 სახლში მკურნალობს.
ძლიერმა ქარმა დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დააზიანა
ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა. მერიის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. „ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება“, - აცხადებენ მერიაში.
3000 ამერიკელი მოხალისე მზადაა, უკრაინაში საბრძოლველად რუსული ძალების წინააღმდეგ - ამერიკის ხმა
ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ 3000 ამერიკელი მოხალისე გამოეხმაურა მოწოდებას, ემსახურათ „საერთაშორისო ბატალიონში“ უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ. საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნების მოხალისეებმაც გადადგეს, მათ შორის, ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებმა, როგორებიცაა, საქართველო და ბელარუსი. ხუთშაბათს Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 000 უცხოელი მოხალისისაგან შემდგარ „საერთაშორისო ლეგიონზე“ ისაუბრა და მსურველებს მოუწოდა, შეერთებოდნენ მას „უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს დასაცავად".
ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს
უკრაინაში, მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ 400 000 მცხოვრების ევაკუაცია 6 მარტს, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის პირობებში უნდა განხორციელდეს, პროცესი ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება. უკრაინის სამხედროებმა 6 მარტს განაცხადეს, რომ აწარმოებს "სასტიკ ბრძოლებს" რუსულ ძალებთან სამხრეთ ქალაქ მიკოლაივის პირას, რომელიც აკონტროლებს გზას შავი ზღვის მთავარ ქალაქ ოდესისკენ, დასავლეთში. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ასობით რაკეტა ისროლეს და განახორციელეს საარტილერიო თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ბომბების ჩამოაგდეს ჩერნიგოვის საცხოვრებელ უბნებში, ქალაქ კიევის ჩრდილოეთით. გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნიგოვში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მცხოვრებლები ცდილობდნენ გაქცევას ქალაქ ბუჩასა და ირპინიდანაც, რადგან რუსეთის ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ რუსეთის ტაქტიკა უკრაინაში შეადარა იმ ტაქტიკას, რომელსაც მოსკოვი იყენებდა ჩეჩნეთსა და სირიაში, სადაც ქალაქები დაბომბეს, როცა რუსული ძალები მოულოდნელი წინააღმდეგობას შეხვდნენ ქალაების დამცველების მხრიდან. ”ეს სავარაუდოდ უკრაინის მორალურად გატეხვის მცდელობაა,” - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მარტს. მისივე თქმით, რუსეთმა გამოიყენა მსგავსი ტაქტიკა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს, გამოიყენა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საბრძოლო მასალები“. როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს, უკრაინისთვის მხარდაჭერას კი, გაზრდის. კომპანიები, რომლებიც რუსეთს ტოვებენ
პუტინის მეგობარ გერჰარდ შრიოდერს ჰანოვერის საპატიო მოქალაქეობა ჩამოერთვა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა შესაძლოა, პრივილეგიებითა და ტიტულებით ვეღარ ისარგებლოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტაზე უარი თქვა. SPD-ის (გერმანიის სოციალ‑დემოკრატიული პარტია) რეგიონულმა ფილიალმა დაიწყო პროცედურა შრიოდერის პარტიიდან გარიცხვის მიზნით. პარტიიდან გარიცხვა ხანგრძლივ პროცესია, აქედან გამომდინარე, განიხილავენ სხვა ვარიანტებს, როგორიცაა, მისი მანდატის დროებით შეჩერება. იმავდროულად, გერმანიის გადასახადების გადამხდელთა ასოციაციამ მოითხოვა, შრიოდერს მოეხნას სახელმწიფოს მიერ დაწესებული პრივილეგიები, რომლითაც ის როგორც ყოფილი კანცლერი სარგებლობს. გარდა ამისა, შრიოდერი იღებს სახსრებს ბერლინში მისი ოფისის შესანარჩუნებლადაც, საიდანაც პროტესტის ნიშნად ოთხმა თანამშრომელმა თანამდებობა უკვე დატოვა. ყოფილ კანცლერს ასევე ჩამოერთმევა რამდენიმე საპატიო ტიტული, როგორიცაა, ჰანოვერის საპატიო მოქალაქეობა და საფეხბურთო კლუბ „დორტმუნდის“ ბორუსიას საპატიო წევრობა. 77 წლის გერჰარდ შრიოდერი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოპერატორის, კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე, რუსული ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მეგობარია. Rosneft-ი იმ კომპანიების სიაშია, რომლებზეც ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. აღსანიშანვია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დამტკიცების პროცესი გერმანიამ 22 თებერვალს შეაჩერა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. შრიოდერი ასევე აპირებს, შეუერთდეს რუსული „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც თავმჯდომარის პოზიციაზე ჯერ კიდევ 4 თებერვალს გავრცელებული ცნობებით, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს შეცვლის. გერმანიის პოლიტიკაში შრიოდერს რუსეთთან კარგი პოლიტიკური და საქმიანი ურთიერთობების დამცველად თვლიან. გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი 1998 წლიდან 2005 წლამდე იყო. ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გერჰარდ შრიოდერმა რუსული კომპანიები უნდა დატოვოს.
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებსა და პოსტერმინალებში დღეიდან რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება შეწყდება
საქართველოს საბანკო ასოციაცია VISA და Mastercard-ის მიერ რუსეთში საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, დღეს VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება. შედეგად, ერთი მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გეცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები. დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებშსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას. ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც“,– ნათქვამია განცხადებაში. Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ
ელენე ხოშტარია დააკავეს. ვიდეო
„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. „კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“, - აღნიშნულია ხოშტარიას Facebook გვერდზე. პარტიის ცნობით, დაკავებულია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა და პოლიტიკური საბჭოს წევრი შუშანა მაცაბერიძე. შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საქართველომ რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაუშვა რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინიცის აეროპორტი სრულიად განადგურდა. ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე ტერორისტებისთვის
„ქალაქ ვინიცის აეროპორტი რუსი ოკუპანტების მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად სრულიად განადგურდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართისას განაცხადა. „ახლახან შემატყობინეს ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ - 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა არასდროს დამუქრებია რუსეთს. სარაკეტო შეტევა არის სასტიკი ცინიკური, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა, უკრაინელების თაობამ ავაშენეთ. ჩვენ ყოველდღე ვიმეორებთ, ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. ჩაკეტეთ ის ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსეთის საჰაერო, საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დასავლელ ლიდერებსა და მსოლფიოში პოლიტიკოსებსაც დაეკისრებათ.