ძებნის რეზულტატი:

Forbes: რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად სამსახურს 200 ათასი ადამიანი  დაკარგავს 

Forbes-ის გათვლებით რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად დაახლოებით 200 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.  რუსეთის მოქალაქეების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა Mcdonalds-მა ბიზნესის შეჩერების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რუსეთში, კომპანიის ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული.  კიდევ 19 000 ადამიანი მუშაობდა Pepsico-ში, 15 000 - IKEA-ში, 14 500 - Yum Brands-ში, 8 800 Inditex -ში, რომელიც ტანსაცმლის ბრენდებს (Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho) ფლობს.    Forbes ცნობით, ასევე რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა პურ-პროდუქტების მწარმოებელმა ფინურმა კომპანია  Fazer-მა, რომელიც რუსეთის ოთხ რეგიონში საქმიანობდა. ანალოგიურად მოიქცნენ სხვა მსხვილი ფინური კომპანიები. კერძოდ, Valio და Paulig-ი.  ასევე ჰოლანდიური ბრენდი  Heineken, რომელიც მსოფლიოში ლუდის წარმოებით მეორეა, რუსეთის ბაზარზე თავისი ფლაგმანი ბრენდის წარმოებაზე უარს ამბობს. უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს. ცნობილია, რომ McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავს. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.  ასევე წაიკითხეთ   ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა   15 მარტი რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები ასევე წაიკითხეთ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს: ჩვენ გვჭირდება ჩვენი ცის დაცვა - თუ მეტს ვითხოვთ, გთავაზობთ ალტერნატივას - იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ამავდროულად, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა, შესაბამისად, ისეთი პირობები, რომლითაც „რუსეთი ვეღარ შეძლებს მშვიდობიანი ქალაქების დატერორებას“. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ალტერნატიული გამოსავალიც შესთავაზა. „ეს თუ ზედმეტი მოთხოვნაა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება. S-300 და სხვა მსგავსი სისტემები, საკუთარი ხალხის დასაცავად. „დღეს შემიძლია ვთქვა: მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვის აუცილებლობა. თქვენი გადაწყვეტილების საჭიროება. თქვენი დახმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.  ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ის, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები

პატრიარქი მრევლს მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს

ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება, - ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში. ილია მეორე მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს. „სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ამ ლოცვით: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნთესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“ (ვთქვათ სამჯერ). ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა, გადაარჩინე საქართველო და მსოფლიო! კვირას, 20 მარტს, კი სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვიწყალოს, ამინ“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში.

ზელენსკი ბაიდენს: თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი, გისურვებთ, იყოთ მსოფლიოს ლიდერი, იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა და მოუწოდა, რომ მშვიდობის ლიდერი იყოს. „დღეს არაა საკმარისი ქვეყნის ლიდერობა. მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისეთ ლიდერად ყოფნა, რომელიც იბრძვის მშვიდობისთვის. ვერ ვხედავ ცხოვრების აზრს, თუ არ შეგიძლია სიკვდილის შეჩერება. ესაა ჩემი, როგორც უკრაინელი, დიდებული ხალხის ლიდერის მთავარი გამოწვევა. მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: თქვენ ხართ თქვენი ერის ლიდერი. გისურვებთ, რომ მსოფლიო ლიდერიც იყოთ. მსოფლიო ლიდერად ყოფნა ნიშნავს მშვიდობის ლიდერად ყოფნასაც“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყონებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ICJ-ის განაჩენები აღსრულება სავალდებულოა.  „უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ უბრძანა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო იზოლაციაში მოახდენს“, - წერს თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფასებს. „უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ უბრძანა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო იზოლაციაში მოახდენს“, - წერს თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყონებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ICJ-ის განაჩენები აღსრულება სავალდებულოა.  ასევე წაიკითხეთ ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის ელჩმა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ლი იანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) ხელს უწყობს ვაჭრობის ზრდას, რაც  2021 წელს  საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაზე აისახა, კერძოდ - 25%-ით გაიზარდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით და 1480.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი, ყოველწლიური შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება. ჩინელმა დიპლომატმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა არსებული ურთიერთობების, მათ შორის საინვესტიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას საქართველოს პერსპექტიულ ბაზარზე. აგრეთვე აღინიშნა მზარდი დინამიკა ტურიზმის სფეროშიც, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის მთავრობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა Covid19-ის ვაქცინების მიღების პროცესში გაწეულ დახმარებაზე, აგრეთვე მუდმივ მხარდაჭერაზე როგორც ტექნოლოგიური, ისე საგრანტო პროექტების მიმართულებებით და ელჩს წარმატება უსურვა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ. სხდომა NATO-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და NATO-ს სამიტისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა. „საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა. ყველა გამომსვლელმა ცალსახად აღნიშნა უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამოწვევები და იმ მიზნებში დახმარება, რაც აქვს საქართველოს და რაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი. რაც შეეხება ომს, ესკალაციამ შეიძლება, მიგვიყვანოს კატასტროფამდე, ამას იაზრებს მთელი ცივილიზებული სამყარო. სანქციებით და სხვა მექანიზმებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მიზანი იქნება მიღწეული. ის რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა და ჩვენი პოზიცია კითხვებს არ ბადებს არცერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან...   საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის, უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მისი თქმით, სხდომაზე გამომსვლელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს  

ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მასპინძლობს. დისკუსიების მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. დუდამ მადლობა გადაუხადა ერდოღანს მშვიდობის დამყარების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის. როგორც ცნობილია, რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ომის პერიოდში სწორედ ანტალიაში შეხვდნენ პირველად. „თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში. მას დიდი წვლილი მიუძღვის და დიდ როლს ასრულებს მშვიდობისთვის", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეუერთდნენ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს ორმა მოკავშირემ უკრაინის საკითხზე გაცვალეს მოსაზრებები. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის დაჩქარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, რათა დასრულდეს რუსეთის აგრესია უკრაინაში.  „ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. საგარეო საქმეთა მინისტრი (მევლუთ ჩავუშოღლუ) დღეს მოლაპარაკებებს მართავს მოსკოვში. ის ხვალ უკრაინაში გაემგზავრება“, - აღნიშნა ერდოღანმა.  თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და პოლონეთი მიზნად ისახავენ, შექმნან მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით.

აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში აშშ-მ ერთი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს - ანტისაზენიტო რაკეტებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შესთავაზა ერთი მილიარდი დოლარის დახმარება უსაფრთხოებისთვის და დაამატა, რომ ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე დაჰპირდა უკრაინას ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას. „ეს ახალი პაკეტი თავისთავად უპრეცედენტო დახმარებაა და მოიცავს 800 საზენიტო სისტემას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ამავდროულად, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა, შესაბამისად, ისეთი პირობები, რომლითაც „რუსეთი ვეღარ შეძლებს მშვიდობიანი ქალაქების დატერორებას“. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ალტერნატიული გამოსავალიც შესთავაზა. „ეს თუ ზედმეტი მოთხოვნაა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება. S-300 და სხვა მსგავსი სისტემები, საკუთარი ხალხის დასაცავად. „დღეს შემიძლია ვთქვა: მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვის აუცილებლობა. თქვენი გადაწყვეტილების საჭიროება. თქვენი დახმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.  

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს. სტიქიის შედეგად 2 მილიონი ადამიანი ამ დრომდე  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მათ შორის - 700 000 აბონენტი ტოკიოში.   დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  2011 წლის მარტში ამ რეგიონში 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ცუნამიმ 20 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. დატბორვის შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირთვულ ელექტროსადგურ „ფუკუშიმაზე“ რადიაციის გაჟონვის მოცულობა უკრაინაში „ჩერნობილის“ რეაქტორზე მომხდარი ავარიის მასშტაბს გაუტოლდა.   

მელიტოპოლის მერი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დატყვევებული მელიტოპოლის მერი თავისუფალია. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ივან ფედოროვი უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს. ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ უკრაინა ითხოვდა მელიტოპოლის მერის დაუყონებლივ გათავისუფლებას.       "მელიტოპოლის მერის დატყვევება არის დანაშაული არამხოლოდ კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული საზოგადოების და არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის დანაშაული თავად დემოკრატიის წინააღმდეგ. თუ თქვენ იქცევით „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მსგავსად, მაშინ რა აზრი აქვს თქვენთან რაიმეზე ლაპარაკს? ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც ურთიერთობენ მოსკოვთან", - ამბობდა ზელენსკი. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს. ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განიხილა.   ასევე წაიკითხეთ   რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში ახალი „მერი“ დანიშნეს  

მიხაილო პოდოლიაკი: Financial Times-მა გამოაქვეყნა შეთანხმების პროექტი, რომელიც  რუსული მხარის მოთხოვნის დემონსტრირებაა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გაზეთ Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. გამოცემის ცნობით, უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობს, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს. „Financial Times-მა შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნის დემონსტრირების გარდა სხვა არაფერია. უკრაინას საკუთარი პოზიცია აქვს. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული სამხედროების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან“, - წერს მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს

„ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა რისკის ქვეშ არიან. სჯობს მათ ახლავე დაუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მხარდაჭერის ფასს, რომელიც უკრაინას ჰონდა შეჭრამდე, მაგრამ ასევე იმის მნიშვნელობასაც ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სრულიად ახალი უსაფრთხოების რეალობის წინაშე ვდგავართ, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს უკრაინელ მოსახლეობაზე. ეს დამღუპველია მათთვის, მაგრამ ასევე მეტ ზეწოლას ახდენს ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები, არ არიან ევროკავშირის წევრები, ისინი არიან რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნები და საქართველოც ერთ-ერთი მათგანია. შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მან განაცხადა, რომ საქართველოს წინაშე დგას გამოწვევები, როგორც ქვეყნის, რომელმაც უკვე გამოსცადა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგები 2008 წელს და რუსეთის სხვა მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა რისკის ქვეშ არიან. სჯობს, მათ ახლავე დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მხარდაჭერის ფასს, რომელიც უკრაინას ჰონდა შეჭრამდე, მაგრამ ასევე იმის მნიშვნელობასაც ვხვდებით, რომ ჩვენ შეგვეძლო, კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა უკრაინისთვის.   ვფიქრობ, საქართველოსთვის ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა, უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და ამიტომ, მოვუწოდებ NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს და ეს იყო გზავნილი ასევე მოკავშირეთა ლიდერების დღევანდელ შეხვედრაზე. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. „NATO ამ კრიზისს სწრაფად და ერთიანობით პასუხობს“, - აღნიშნა სტოლტებერგმა.  ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. ამის შესახებ ვიდეოს ABC news Twitter-ზე ავრცელებს.  კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, რომ ის სამხედრო დამნაშავეა“. ასევე წაიკითხეთ ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს ზელენსკი ბაიდენს: თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი, გისურვებთ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი  

რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ანკარამ „რუსეთ-უკრაინის კრიზისზე“ თავიდანვე მკაფიო, დაბალანსებული და ობიექტური პოზიცია დაიკავა კანონმდებლობის დაცვის ფარგლებში, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თურქეთი პოზიტიურ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით და პატიოსანი შუამავლის როლშია.  ამასთან, მედიის ცნობით, ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რათა უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩავუშოღლუმ მიუთითა ლავროვს, რომ თურქეთი განაგრძობს მონტრეს კონვენციის ყველა წესისა და პირობის დაცვას. საპასუხოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მონტრეს კონვენციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ანკარის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას აფასებს. რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარას და მოსკოვს უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა ანკარის „გაწონასწორებული პოზიცია“ დასაფასებელია. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისა და რუსეთის განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობებს.​ მან მადლობა გადაუხადა რუსეთს, რომ მოსკოვმა ორი რუსული გემის ბოსფორის სრუტეში შეყვანაზე თავად თქვა უარი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას, თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. „შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – აცხადებდა ვოლოდიმირ ზელენსკი. მანამდე, უკრაინამ, 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაეკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. 25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“. 27 თებერვალს, მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ NATO-ს წევრმა თურქეთმა შეცვალა თავისი რიტორიკა და რუსეთის „თავდასხმას უკრაინაზე“, „ომი“ უწოდა. ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. „ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN-თან საუბრისას. მინისტრმა განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია, შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან. ცნობისთვის, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში გზავნის, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლესი მოვლენები განიხილეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს მშვიდობის აღსადგენად და მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება მალე. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას როგორც უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში. იმავდროულად, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის მეგობარს ესაუბრა ტელეფონით. მან ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ესაუბრა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ბრძოლასა და მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობაზე. ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღვის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში. ჩავუშოღლუ რუსეთიდან უკრაინაში ჩადის. პარალელურად, 16 მარტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. ასევე წაიკითხეთ: რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს მევლუთ ჩავოშუღლუ: თურქეთს მკაფიო პოზიცია აქვს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ კრიზისზე თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ ამ კვირაში გზავნის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო.

ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირის ენერგოსისტემის ნაწილი გახდა

უკრაინა მიუერთდა სისტემა ENTSO-E-ს და ევროკავშირის ენერგოსისტემის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.  „უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემების გაერთიანება დასრულდა. ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიედინება ევროპაში, ხოლო ევროპიდან უკრაინაში. მადლობა ევროკავშირის წევრებს, პირადად ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კარდი სიმსონს და ყველას, ვისი დახმარებითაც გვაქვს ერთიანი ენერგოსისტემა,“- წერს ზელენსკი.  აქვე წაიკითხეთ ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების ნებისმიერ ინტერესს მიესალმება. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ეს საკითხი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დღეს ფინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს ფინეთს, თუ ეს სახელმწიფო ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ ფინეთსა და NAT0-ს შორის თანამშრომლობა უკვე არსებობს. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამ საკითხს განიხილავს. ამასთან სანა მარინმა გერმანიასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ვლადიმერ პუტინის ომის დაფინანსება და რუსეთიდან წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე უარი თქვან.  „ეს უნდა შეწყდეს... დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ სხვა გზების პოვნას,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.  ცნობილია, რომ ფინეთი, ცივი ომის დროს ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა. ამასთან, ეს სახელმწიფო ევროკავშირის წევრია, მაგრამ NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ფინეთი და შვედეთი პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ სხვადასხვა აქტივობაში 1994 წლიდან არიან ჩართულები. ასევე წაიკითხეთ ფინეთმა F-35-ის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან $9,4 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. „ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.