ძებნის რეზულტატი:
დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა. „მივიჩნევთ, რომ მიუღებელი და უპატიებელია ამგვარი რიტორიკა იმ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომლის ბომბებისგან მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ჯო ბაიდენის კომენტარი „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხე: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა
აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ალბანეთი და ნორვეგია უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის
აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ალბანეთი და ნორვეგია უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ ინიციატივას, Twitter-ზე გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. „რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადის და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომი ჩვენ ყველას გვემუქრება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ის, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი: ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნე გავანადგურეთ
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ მტრის 10 სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნეა განადგურებული, მათ შორის არის ხუთი სუ-34-ის ტიპის ავიაგამანდურებელი, სამი ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი: კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის - 10.92% ხოლო 7 დღის - 7.54%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 50, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 40, იმერეთში - 49. 28 043 ადამიანი სახლში მკურნალობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: თებერვალში, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 274.8 პროცენტით გაიზარდა
2022 წლის თებერვალში საქართველოში 151 870 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 274.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 78 571 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 72 326, საზღვაო გზით – 414 და სარკინიგზო გზით – 559. კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 29 606 ვიზიტორი, რუსეთი – 20 876 ვიზიტორი, სომხეთი – 17 366 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 15 856 ვიზიტორი, ისრაელი – 8 779 ვიზიტორი, უკრაინა – 8 601 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 7 562 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 121 ვიზიტორი, ბელარუსი – 3 446 ვიზიტორი, ირანი – 3 272 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 2 728 ვიზიტორი, უზბეკეთი – 2 723 ვიზიტორი, პოლონეთი – 2 080 ვიზიტორი, ინდოეთი – 2 017 ვიზიტორი, ფილიპინები – 1 716 ვიზიტორი.
უკრაინაში ჩინეთის ელჩი: ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით
ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით, – ამის შესახებ უკრაინაში ჩინეთის ელჩმა ფანს სიანჟუნიმ განაცხადა. „ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით. მზად ვართ, დაგეხმაროთ განვითარებაში. სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, პასუხისმგებლობით მოვიქცევით. ვნახეთ, რამდენად დიდია თქვენი ერის ერთიანობა, რაც თქვენი სიძლიერეა. ჩინეთი მუდმივად იქნება უკრაინისთვის კარგი ძალა ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით და პატივს სცემს იმ გზას, რასაც უკრაინა აირჩევს.“, – განაცხადა ელჩმა. კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მოადგილე, სერგეი ორლოვი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ბომბი ჩამოაგდეს თეატრის შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ამასთან, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო: აშშ-მ შექმნა საერთაშორისო ჯგუფი რუსი ელიტების დასავლეთში ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის
აშშ-მ შექმნა საერთაშორისო ჯგუფი რუსი ელიტების დასავლეთში ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. მათივე ცნობით, ჯგუფი მოიცავს წარმომადგენლებს ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ევროკომისიიდან და აშშ-ის სახელმწიფო ხაზინიდან. „ჩვენმა სანქციებმა, ვაჭრობაზე შეზღუდვებმა და სხვა ზომებმა უკვე დაუწესა მნიშვნელოვანი ხარჯები რუსეთს, მის ხელისუფლებას და მათ ვინც დაუშვა პუტინის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა. როგორც ცნობილია, REPO-ს სპეციალურმა ჯგუფმა განიხილა მოქმედების ეფექტური გზები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჯგუფის ძალების გაერთიანება და რუსეთისთვის კოლექტიური ფინანსური სანქციების დაწესება, ისევე როგორც ურთიერთდახმარება თითოეული ქვეყნის იურისდიქციაში სამიზნე აქტივების აღმოჩენასა და გაყინვაში. ასევე წაიკითხეთ: სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
ანტონიო გუტერეში: უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. “3 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა უკვე დატოვა თავისი ქვეყანა. უკრაინელ ხალხს უკიდურესად სჭირდება მშვიდობა და მსოფლიოს გარშემო ხალხი ამას ითხოვს. რუსეთმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, - განაცხადა გუტიერესმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო კავშირის, U24-ის შექმნის ინიციატივით გამოდის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო კავშირის, U24-ის შექმნის ინიციატივა აქვს და ამ წინადადებით საერთაშორისო ლიდერებს მიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მივმართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების – U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. უკვე აღარ შეგვიძლია ვენდოთ მოქმედ ინსტიტუტებს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის იმედად ვიყოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები ასე სწრაფად შეიცვლებიან. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გარანტიები, შევქმნათ ახალი ინსტიტუტები, შევქმნათ ახალი მექანიზმები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო: აშშ-მ შექმნა საერთაშორისო ჯგუფი რუსი ელიტების დასავლეთში ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის
აშშ-ში ჩინეთის ელჩი: რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, ქვეყანაში 6 000 ჩინეთის მოქალაქე იმყოფებოდა
აშშ-ში ჩინეთის ელჩი ქინ განგი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისას იქ 6 000 ჩინეთის მოქალაქე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ჩინეთისთვის უკრაინაში ომი არახელსაყრელია, რადგან ის უკრაინისა და რუსეთის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: განცხადებები, რომ ჩინეთმა იცოდა, დუმდა და ტაქტიკურად მხარს უჭერდა ამ ომს წმინდა დეზინფორმაციაა. ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ბრალი დასდონ და ტალახი ესროლონ ჩინეთს. უკრაინაში ჩინეთის 6 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ჩინეთი ორივე ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ჩინეთისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ჩინეთს რომ სცოდნოდა გარდაუვალ კრიზისზე ჩვენ ყველაფერს ვცდიდით რომ ის აგვერიდებინა", - განაცხადა განგმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში ჩინეთის ელჩი: ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით
ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, $117 მილიონის საგარეო ვალი გაყინული აქტივებით გადაიხადა
ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ოთხშაბათს ინვესტორებისთვის $117 მილიონის გადახდის ბრძანება გასცა. ამასთან, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა სახელმწიფო მედია Russia Today-ს განუცხადა, რომ რუსეთმა კრედიტორების წინაშე ვალდებულებები შეასრულა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადახდა შეიძლება არ განხორციელდეს, თუ შეერთებული შტატები ნებართვას არ გასცემს. ამასთან, მათივე ცნობით, თუ აშშ დაბლოკავს გადახდას, რუსეთმა განაცხადა, რომ შეეცდება ინვესტორებს რუბლში გადაუხადოს და არა დოლარში. თუმცა, Fitch Ratings-ის მიხედვით, ეს შეიძლება დეფოლტად ჩაითვალოს.
ვახტანგ გომელაური: საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საპატრულო პოლიციაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განახლების, გადაიარაღებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება. „უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საპატრულო პოლიციაში მთელი რიგი განახლების, გადაიარაღების და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეიძინა ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა, კერძოდ: გრაფიკულ სამუშაოებზე ადაპტირებული კომპიუტერული მოწყობილობები, ვიდეოკამერები, ალკომეტრები და შესაბამისი სასერვერო უზრუნველყოფა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის პროცესის გაციფრულებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის ამოქმედების მიზნით, შეიქმნა და საპილოტე რეჟიმში დაინერგა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვისელექტრონული ბარათები შემუშავებულია ევროკავშირის კადასის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტრონული პლატფორმა უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების GPS -კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციას. საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი მომსახურების ცენტრი გორში, ასევე იგეგმება საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრების მოწყობა ბათუმში", - განაცხადა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტითაა შემცირებული
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, დღეს რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტით არის შემცირებული. „საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაური: შსს ყველაფერს აკეთებს, რომ მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საზღვარი არც ერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული, მათ შორის არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს. „საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტითაა შემცირებული
კელი დეგნანი: არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ
რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, მედიის ამ შეკითხვას საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა. „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2008 წლის შემდეგ მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია საქართველოს და ჩემი და სხვა ქვეყნების მიერ დიდი ძალისხმევა ჩაიდო საქართველოს გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. საქართველოს თავდაცვის ძალები 2008 წელთან შედარებით გაძლიერდა ამერიკასთან და სხვა მეგობრებთან თანამშრომლობის შედეგად. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ. მინდა ცხადად განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა, არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი გაიმიჯნოს - ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე. საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საქერთაშორისო სანქციების აღსრულებაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 16 თებერვალს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. უფრო ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“.
უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. „საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220“, – ნათქვამია განცხადებაში.
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
რუსი მეწარმე და „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან აცხადებს, რომ სანქციების გამო ანგარიშების გაყინვის და საბანკო ბარათების დაბლოკვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 15 მარტს ბრიტანეთმა ევროკავშირის კვალდაკვალ „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, შედეგად, ფრიდმანმა აღმოაჩინა, რომ მის ერთად-ერთ მოქმედი საბანკო ბარათზე თანხა გაიყინა. გამოცემასთან ინტერვიუში ფრიდმანმა განაცხადა, რომ ამის გამო დამლაგებლის მომსახურების საფასურის გადახდასაც კი ვერ ახერხებს. „ალბათ სახლის დალაგება დამოუკიდებლად მომიწევს. როცა სტუდენტი ვიყავი საერთო საცხოვრებელში ოთხ მეზობელთან ვიყოფდი ოთახს. 35 წლის შემდეგ ეს გამოცდილება გამომადგება“, - აცხადებს ფრიდმანი. Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე ფრიდმანის აქტივები $14 მილიარდს შეადგენდა. ახლა „ფურცელზე“ მისი კაპიტალი $10 მილიარდია, ამიტომ, ბიზნესმენს ნაღდი ფული არ აქვს. ფრიდმანი ამბობს, რომ აღმოსავლეთის სანქციები რუსეთის ხელისუფლებისთვის ნაკლებად ეფექტურია. მისი თქმით, ევროკავშირს არ აქვს გაცნობიერებული, თუ როგორ ფუნქციონირებს რუსეთის ხელისუფლება. „თუ სანქციების მიზანია, ოლიგარქებმა მოახდინონ პრეზიდენტზე ზეწოლა, ამას აზრი არ აქვს. თუ ევროკავშირში ფიქრობენ, რომ სანქციების გამო შემიძლია, პუტინთან მივიდე და ვუთხრა, რომ საომარი მოქმედებები შეაჩეროს და ეს იმუშავებს, ვშიშობ... რადგან ჩვენ ყველას დიდი პრობლემები გვაქვს. ამიტომ, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ვფიქრობ, არაფერი ესმით, თუ როგორაა მოწყობილი რუსეთი“, - ამბობს ფრიდმანი. Bloomberg-ის ცნობით, მანამდე მიხაილ ფრიდმანმა რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებებით“ პრობლემა ვერ გადაიჭრება. „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამ გამონათქვამების გამო მას შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისას პრობლემები შეექმნას. ცნობისათვის, მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა. ევროკავშირში მისი კონტროლის ქვეშ არსებული აქტივები გაყინულია. ამასთან, ბიზნესმენს აკრძალული აქვს ევროკავშირში შესვლა. ფრიდმანი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა „ალფა-ჯგუფს“ უცხოური ინვესტიციეიბის მოსაზიდად. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან
ჩეჩნეთში კიდევ ერთხელ გახმოვანებულ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გულისხმობს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „როგორც მე მახსოვს, ეს არის პროექტი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო საუბარი, 1970-იან ან 80-იან წლებში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე, რუსეთი დაიწყებს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე საუბარს, აუცილებელია, მან შეასრულოს ვალდებულებები, რაც 2008 წლის შეთანხმებით ეკისრება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ვფიქრობ, თუ რუსეთის გულწრფელობის განსჯა გსურთ, ნებისმიერი განცხადებისა თუ პირობის, შეხედეთ, როგორ ასრულებენ 2008 წლის ვალდებულებებს. მათ არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ“, – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, 15 მარტს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი საგანგებო ვიზიტით ჩავიდა. გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროება წამოჭრეს.
კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ
„ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, ბავშვების, ომმა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან კარგი განხილვა გვქონდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პუტინისა და კრემლის მიერ წამოწყებული ტრაგიკული ომი. ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბავშვების, ომმა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემი შეხვედრები ვაშინგტონში და ის მხარდაჭერა, რომელსაც ვაშინგტონი გამოხატავს საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ მომენტში. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა გამოვხატოთ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. რაც შეეხება უკრაინას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ასევე წაიკითხეთ კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან კელი დეგნანი: არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ