ძებნის რეზულტატი:

ვიეტნამელი მიგრანტების გარდაცვალების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ვიეტნამელი მიგრანტების გარდაცვალების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას BBC-ი ასაჯაროებს. ემონ ჰარისონი, სატვირთოს მძღოლი და გეორგე ნიკა ოთხ დაკავებულ პირს შორის არიან, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორის განცხადებით, დამნაშავეებმა იცოდნენ, რომ მიგრანტებს სატვირთოში ჰაერი არ მიეწოდებოდათ. ბრალდებულების თქმით, ისინი ეცადნენ ჩაკეტილი პირებისთვის ჰაერი მიეწოდებინათ, თუმცა მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა. სამართალდამცავი უწყების თანახმად, კანონდამრღვევები თითო პირის შემოყვანისთვის ათიდან, ცამეტ ათას ფუნტს ითხოვდნენ. ბრალდებულთა ნაწილმა აღიარა დანაშაული, ნაწილის თქმით, კი ისინი კრიმინალურ საქმიანობაში ძალდატანებით ჩართეს.

სიმონე ინძაგი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი გახდეს

იტალიის ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შესაძლოა, მწვრთნელობა პრემიერ ლიგაში განაგრძოს. Daily Record- ის თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედი უკმაყოფილოა გუნდის მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერით და ინძაგით არის დაინტერესებული. 44 წლის ინძაგიმ „ლაციო“ს მწვრთნელობა 2016 წელს დაიწყო. პრემიერლიგის 13 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 26 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

„იუვენტუსი“ ახალი ფორვარდის შეძენას გეგმავს

„იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს,შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავს იუწყება Tuttosport-ი. Tuttosport– ის თანახმად, იუვენტუსი დაინტერესებულია ნაპოლის პოლონელი თავდამსხმელის არკადიუშ მილიკის და „ლიონის“ ჰოლანდიელი ფორვარდის, მემფის დეპაის შეძენით. მილიკისა და დეპაის კონტრაქტები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოიწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვენტუსს“ შეუძლია მომავალი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელების შეძენა. გავრცელებული ცნობით, ნაპოლი მზადაა, გაყიდოს მილიკი 18 მილიონ ევროდ, ხოლო ლიონი დეპაის გაყიდის, თუ მათ 15 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

ეკატერინე ტიკარაძე: სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის საველე ჰოსპიტლები, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის საველე ჰოსპიტლები, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოუწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები, ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად უფრო უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა“. მინისტრობის კანდიდატმა ეს განცხადება პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა მარტის თვიდან დღემდე 10-ჯერ არის გაზრდილი და 96 კლინიკაში 7200 საწოლია მობილიზებული. მისი თქმით, ამ რაოდენობას ემატება ასევე კლინიკურ სასტუმროებში არსებული 9500 საწოლი. „თუ მარტის დასაწყისში საწოლფონდი შეადგენდა 15 კლინიკაში მობილიზებულ 826 საწოლს, მაჩვენებლი დღეისათვის არის 10-ჯერ გაზრდილი. დღეს სისტემაში მონაწილეობს 96 საავადმყოფო 7200 მდე საწოლით, რისი გაფართოების საშუალებაც ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს. საწოლების აღნიშნულ რაოდენობას დაემატა კოვიდის მართვაში ჩართული სასტუმროები“, - განაცხადა ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება 400-ზე მეტი საწოლი, რომელიც ინტენსიური პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. იმდინარე კვირაში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩვენ გვექნება 400-ზე მეტი საწოლი, რომელიც ინტენსიური პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო უახლოეს მომავალში, მომავალი წლის გაზაფხულამდე ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ დავამატებთ 400 საწოლს, რომელიც სრულად იქნება ჩართული პანდემიის მართვაში,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე ტიკარაძე შეეხო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ გამოთქმულ საზოგადოებრივ აზრს. "სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო, შესაბამისად, შემცირდა გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი. გამოძახებაზე საშუალო მოლოდინის დრო წინა პერიოდში იყო საათი და 24 წუთი, რომელიც 20 წუთამდე არის შემცირებული. გადაუდებელი დახმარების გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ტიკარაძემ. მინისტრობის კანდიდატი შეეხო კლინიკების ფინანსური ვალდებულებების საკითხს. მისი თქმით, 2020 წელს, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. 2020 წლის 31 დეკემბრისთის კი დავალიანება 160 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება. „ჯანმთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარი მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანური ანგარიშსწორების ვადები შემცირებულია და მოწესრიგდა. ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენდა სამინისტროსა და პროვაიდერებს შორის დავის საგანს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მილიონ ლარს. 2020 წლის იდენტური პერიოდისთვის დავალიანება იქნება არა უმეტეს 160 მილიონი ლარისა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის მანძილზე კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებებს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის მათი ერთი თვის ვალდებულება წინასწარ გადავუხადოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ლადო კახაძე: ჩვენთან შიმშილით სიკვდილით შემთხვევა არსებობს თუ არა, ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ლადო კახაძეს, როგორც ექიმს, უკვირს, თუ რატომ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში შიმშილით სიკვდილთან დაკავშირებით. ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით! - ასე მიმართა მან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს. „ახლა უნდა დავსვა ერთი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ - შიმშილით სიკვდილი, ექიმს ეს მიკვირს! რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ ამაზე სწორი აქცენტირება. კი არ ვუწყრები, მაგრამ ვთხოვ იატროგენულ დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას! გთხოვთ, მე მაინც მითხარით ამხელა გამოცდილება მაქვს, ამდენი ცხოვრება გამოვიარე, ამდენი ინფორმაცია მაქვს - ჩვენთან შიმშილით სიკვდილით შემთხვევა არსებობს თუ არა, ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!“ - მიმართა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ლადო კახაძემ.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

„24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. როგორც ცნობილი ხდება, შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება. მაია ცქიტიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომელიც ძალში რჩება და იმ სფეროებზე, რომელსაც ღონისძიებების შემსუბუქება შეეხება. „1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. 2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული; 3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით. 4. 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში Covid-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები. 5. მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე; მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც: მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; მაღაზიების, როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ – სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით; ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები; აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას; ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება. 6. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. 7. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას. 8. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. 9. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე. 10. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; 11. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; 12. აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

24 დეკემბრიდან-2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული; მავე პერიოდში დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში რჩება. „თბილისში, ბათუმში, რუსთავში ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა ისევ იმოქმედებს

საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა ისევ იმოქმედებს ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში რჩება. „თბილისში, ბათუმში, რუსთავში ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე. ცქიტიშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

გადაადგილების შეზღუდვაზე გამონაკლისი მხოლოდ 31 დეკემბერს და 6 იანვარს დაიშვება

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რა წესები უნდა დაიცვან სავაჭრო ობიექტებმა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თანახმად, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე, მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება მოხდება ნაკადების მკაცრი მართვით. მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი.მაღაზიების, როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ახალი რეგულაციების მიხედვით, სავაჭრო ობიექტი ვალდებული იქნება შეძენილი პროდუქტის, დაიბრუნოს ან გადაცვალოს მხოლოდ თებერვლიდან. სავაჭრო ცენტრებში აიკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ღია და დახურულ სივრცეში დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესები. სავაჭრო ობიექტი ვალდებული იქნება, თავად დაიცვას ყველა წესი და ვალდებული იქნება გააკონტროლოს მომხმარებლებშიც რეგულაციების დაცვა.

ეკატერინე ტიკარაძე: „რემდესივირის“ გამოყენებისას აუცილებელი იქნება პაციენტის თანხმობა და მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებისას აუცილებელი იქნება პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა. მისივე თქმით, ასევე აუცილებელი იქნება მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირით“ მკურნალობა ესაჭიროება. „რემდესივირი“ აღიარებულია აშშ-ში FDI-ის მიერ და შესულია ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში. ჩვენ ამ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ. დღესდღეობით შემოსულია 4 ათასამდე ფლაკონი, რაც სავარაუდოდ, 450-დან 460-მდე პაციენტის საჭიროებისთვის განკუთვნილი პრეპარატია. პრეპარატი შემდეგნაირად გადანაწილდება - კლინიკებში გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კლინიკური ჯგუფი მიიღებს. აუცილებელია პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა, რომ მზად არის აღნიშნული პრეპარატი მიიღოს. გარდა ამისა, აუცილებელი იქნება მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირით“ მკურნალობა ესაჭიროება. გარდა ამისა, კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს ის სავარაუდო გართულებები, რაც შეიძლება პრეპარატს მოჰყვეს და მოახდინოს მასზე მონიტორინგი", - განუცხადა ჟურნალისტებს ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძე: ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება

არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ. იქამდე ძალიან შორს ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, სამედიცინო პერსონალი გადაღლილია და ვირუსის ახალი ტალღის მართვა რთული იქნება. ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა, რომ მაღაზიებში ბევრი არ იარონ და ახალი წლის დღესასწაული მაქსიმალურად მოკრძალებულად გაატარონ. „არის ტენდენცია, ახალი შემთხვევების შემცირების, მაგრამ საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 3000 საქართველოსთვის დიდი რიცხვია. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ცოტა შემცირდა. აღარაა ძალიან დიდი სტრესი ჯანდაცვის სისტემის, მაგრამ ჩემი კოლეგები, ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, ვიყოთ ფრთხილები. გავითავისოთ, რომ მსოფლიოში და საქართველოში სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებული, მაღაზიები რომ გაიხსნება, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ერთმანეთთან. წლევანდელი ახალი წელი იყოს მოკრძალებული, რომ იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება ინფიცირების მაჩვენებელი შევამციროთ. ჩვენ გვექნება ზრდის ტენდენცია, თუმცა მისი ინტენსივობა უნდა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ ზედმეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: ყველა რეკომენდაცია აუცილებლად დასაცავია, განსაკუთრებით ახლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დასტაბილურდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, თუმცა, არა ძალიან მნიშვნელოვანი. „ჩვენთან ბოლო 3 კვირის განმავლობაში, რაც შეზღუდვები მოქმედებს, მთავარი მიღწევა გვაქვს ის, რომ შემთხვევების მატება უკვე აღარ ფიქსირდება, ანუ დასტაბილიზირდა გარკვეულად ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა და მრუდი უკვე ქვემოთ გადმოიხარა. ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყველა ის რეკომენდაცია, რაც არის ჩვენს მიერ ხშირად გაჟღერებული აუცილებლად დასაცავია, განსაკუთრებით ახლა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ნათია თურნავა: თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან დარღვევები დაფიქსირდება, ძალიან მკაცრ ზომებს გამოვიყენებთ

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია. მისი თქმით, თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან რეგულაციების დარღვევას ექნება ადგილი, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „ჩვენ დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, რასაც ყველა ნორმალურ ვითარებაში შეჩვეული ვართ, ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს. თუ დარღვევები იქნება, ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება უპირობო არაა და როგორც კი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი შეზღუდვებს არღვევს, სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჯარიმა და საქმიანობა შევუჩეროთ“, - აღნიშნა თურნავამ.

სასტუმროებში არსებული რესტორნები 21:00 საათამდე იმუშავებენ, ამის შემდეგ კი მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი დაიშვება

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სასტუმროებში არსებული რესტორნებიც მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებენ. როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 21:00 საათის შემდეგ აღნიშნული სასტუმროებისთვის მხოლოდ ნომერში მომსახურება იქნება დაშვებული. „დღეს სათხილამურო კურორტების გარდა, დაშვებული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების ფუნქციონირება და ამასთან ამ სასტუმროებთან არსებული რესტორნების მუშაობა სასტუმროების სტუმრებისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ სასტუმროები ხშირად ცდილობენ გვერდი აუარონ ამ აკრძალვას, ისევე როგორც ცდილობენ, გვერდი აუარონ კულტურული და სხვა ტიპის გასართობი ღონისძიებების აკრძალვას და გვთავაზობენ საახალწლო ღამეს სადღესასწაული სუფრის გამართვას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე და 21:00 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი, სხვა რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძლებენ ფუნქციონირებას მხოლოდ მიტანის ან გატანის სერვისით”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გახსნება. აღნიშნულის შესახევ მან საკოორდინაციოსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებს აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, რომელიც არის დაშვებული დღეის მდგომარეობით,“- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ნათია თურნავა სასტუმროს ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვენეტაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. ნათია თურნავას თქმით, კოვიდპანდემიის გამო წლევანდელ ახალი წელი განსხვავებულ რეჟიმში ჩატარდება და წინასაახალწლო პერიოდში მკაცრი შეზღუდვები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც მოქმედებს, რათა ახალი წელი ეპიდემიის წამახალისებელ ღონისძიებად არ იქცეს. „კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა პირადად გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ სტუმრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ამ გაფრთხილებას სასტუმროები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგებიან. მოგეხსენებათ, ზოგადად აკრძალულია ქვეყანაში კონცერტების და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ამიტომ ტრადიციული, საკონცერტო ღონისძიებების ფონზე საახალწლო ვახშმები წელს აკრძალულია. პრაქტიკულად, იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება და ვიდრე იძულებული გავხდებით მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ, სჯობს წინასწარ გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია და შევახსენოთ კანონმდებლობა, ასევე კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ როცა ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან, არ არის გამართლებული ხალხმრავალი ღონისძიება, არანაირი ხმაურიანი ახალი წელი და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოსახლეობაც გაგებით მოეკიდება და სასტუმრო ინდუსტრიაც. რაც მთავარია, თვითონ სასტუმროებისგან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ დაემორჩილონ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

BioNTech-ი: საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის კორონავირუსის ახალ ვარიანტზე მორგებას 6 კვირაში შევძლებთ

კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ შაჰინმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ ეფექტური იქნება, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება. „ამ დროისთვის ჩვენ ჯერ არ ვიცით, შეუძლია თუ არა ჩვენს ვაქცინს ამ ახალი სახეობისგან დაცვა. მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაოდ სავარაუდოა, რომ ამ ვაქცინით მიღებულ იმუნურ პასუხს ასევე შეუძლია ვირუსის ახალ ვარიანტებს გაუმკლავდეს“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. უგურ შაჰინის თქმით, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის პროტეინები 99%-ით იგივეა, რაც აქამდე არსებულ შტამებში და, შესაბამისად, BioNTech-ი დარწმუნებულია, რომ მისი ვაქცინა ეფექტური იქნება. „მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გვეცოდინება, თუ ექსპერიმენტი ჩატარდება და მონაცემების მისაღებად დაახლოებით ორი კვირა დაგვჭირდება. იმის ალბათობა, რომ ჩვენი ვაქცინა იმუშავებს, შედარებით მაღალია. ვაქცინის კორონავირუსის ახალ ვარიანტზე მორგება რომ დაგვჭირდეს, კომპანია ამის გაკეთებას დაახლოებით 6 კვირაში შეძლებს“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

აშშ-მა 45 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გაასაჯაროვა იმ ჩინური და რუსული კომპანიების სია, რომელთაც სანქციები დაუწესა. შეზღუდვების ქვეშ სულ 103 კომპანია მოექცა. სამინისტროს ინფორმაციით, ეს კომპანიები თანამშრომლობდნენ სამხედრო ძალებთან და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. სანქციების თანახმად, ამ კომპანიებს ეკრძალებათ სხვადასხვა საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა აშშ-ში. შეზღუდვების ქვეშაა 58 ჩინური და 45 რუსული კომპანია. სიაში მოხვდა ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, შიდა საგამოძიებო სამსახური და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.