ძებნის რეზულტატი:

დეპუტატები პარლამეტში, აქტივისტების მიერ მოწყობილი „სირცხვილის კორიდორის“ ფონზე  შევიდნენ

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები. მომიტინგეები აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა არის უფუნქციო. პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. საავტომობილო გზა არ არის გადაკეტილი. როგორც ცნობილია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მას გაყალბებულად მიიჩნევს.

AstraZeneca: ჩვენი ვაქცინა ეფექტური უნდა იყოს კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ

ბრიტანელმა წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიამ AstraZeneca Plc Reuters-ს განუცხადა, რომ COVID-19 ვაქცინა ეფექტური უნდა იყოს კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ. წამლების მწარმოებლები ვირუსის ახალი სწრაფად გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ COVID-19 ვაქცინების შემოწმებას ცდილობენ. AstraZeneca- ოქსფორდის ინექცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის და ცხელი კლიმატის პირობებში, რადგან იგი უფრო იაფია, ტრანსპორტირება უფრო ადვილია და მისი შენახვა მაცივრის ნორმალურ ტემპერატურაზე დიდხანს შეიძლება. რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი პარლამენტში შედის

ავთანდილ ენუქიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის. „ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ“, - განაცხადა ენუქიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში. „მე ვარ და ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად. როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავენ. არც არავის უცდია ჩემი შეზღუდვა, პირიქით“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ „კურიერთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტს ორი დღის წინ მიმართეს.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსული ვაქცინის შემოტანას განიხილავს, თუ მას ჯანმო აღიარებს

"თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რატომაც არა", — ასე უპასუხა დაავადებათა კონტროილი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, საქართველომ განიხილოს რუსული ვაქცინის შემოტანა. იმნაძემ ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ჯერ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და WHO სხვა ვაქცინებს განიხილავს: ასტრაზენეკა, სინოვაკი. მისივე თქმით, სინოვაკის ჩინური ვაქცინით მსოფლიოში ყველაზე მეტი, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის მომხმარებელი, თუ ის მსოფლიომ აღიარა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც შეიძლება გახნდნენ. როგორც ჯანდაცის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, კოვაქსპლატფორმის ფარგლებში ვაქცინას საქართველოში გაზაფხულისთვის ელოდებიან. 1 400 000 დოზაზე, რომელიც 700 000 მოქალაქისთვის არის გათვალისწინებული.

ლადო კახაძე გიორგი გახარიას: რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?

„რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?", - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, როცა პარლამნეტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ლადო კახაძე გიორგი გახარიას სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნას სთავაზობს. კახაძის თქმით, საქართველოს აქვს სასმელი წყლის დიდი რესურსი და მისი კაპიტალიზაცია და საქმეში ჩაყენება დასაქმების მიმართულებითაც გამოადგება ქვეყანას. „ჩვენ ვამბობდთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და ჩვენი რესურსი უნდა ავითვისოთ მაღალ დონეზე. ჩვენ გვაქვს ვეებერთელა, მთელ მსოფლიოში გამორჩეული რესურსი - სასმელი წყალი. ამ რესურსის კაპიტალიზაცია და საქმეში ჩაყენება დასაქმების მიმართულებითაც გამოადგება ქვეყანას და ინტელექტუალ მეცნიერთა დიდი ნაწილი მზად არის თქვენთან, მთელ მთავრობასთან ურთიერთობისთვის და რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?, რომელიც მისი რეალიზაციის გზით, ძალიან კარგ პლატფორმას შექმნის, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ბიუჯეტმა დიდი შემოსავლები მიიღოს. ეს ყველაფერი კარგად იქნება რეალიზებული სოციალურ სფეროში“, - ჰკითხა ლადო კახაძემ გიორგი გახარიას. ლადო კახაძის ამ კითხვას გიორგი გახარიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ სამელი წყლის პრობლემა ჯერ ქვეყნის დონეზეა მოსაგვარებელი. გახარიას თქმით, უახლოეს 3-4 წელიწადში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მოწოდების საკითხი უნდა მოგვარდეს და გლობალური მიმართულებით ზრუნვა ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „სასმელ წყალს რაც შეეხება, ეს პრობლემა ჯერ ქვეყნისთვის უნდა მოვაგვაროთ. უამრავი სოფელია ქვეყანაში, სადაც ნორმალურ სასმელ წყალზე წვდომა არის პრობლემა. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით წყალმომარაგება სულ უფრო და უფრო სისტემური პრობლემა ხდება; თუ უახლოეს წლებში არ დავიწყეთ ამის მოგვარება, წყლის ექსპორტი კი არა, ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგება გახდება პრობლემა. ასე, რომ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში აუცილებელი იქნება ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარება, ამის შემდეგ კი შეიძლება უფრო გლობალურ საკუთხებზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩეხეთში წინასაახალწლოდ შეზღუდვები გამკაცრდა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახალი წლის პერიოდში ჩეხეთის მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას rte.ie ავრცელებს. ჩეხეთში დაიხურება მაღაზიები, საბაგირეოები და ამოქმედდება მკაცრი კომენდატის საათი. ამით მთავრობა ცდილობს, შეაჩეროს Covid-19-ის გავრცელების რისკი. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იან ბლეტნიმ განაცხადა, რომ მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის გადასვა რისკის ინდექსის უმაღლეს დონეზე, რაც უკვე არსებულ შეზღუდვებს, უფრო გაამკაცრებს. ეს კი მნიშვნელოვნად ჩაკეტავს 10,7 მილიონიან ქვეყანას საკურორტო სეზონის განმავლობაში. ჩეხეთში უკვე დაიხურა ბარები და რესტორნები, ამიტომ ახალი შეზღუდვები შეეხება საცალო სავაჭრო ობიექტებს და ისეთ სერვისებს, როგორიცაა სილამაზის სალონები. მაღაზიები, რომლებიც ყიდიან აუცილებელ საქონელს, არ დაიხურება, მაგრამ გარკვეული ნივთების შეკვეთა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი. შეიზღუდება ადამიანების რაოდენობა თავშეყრის ადგილებში.კომენდატის საათი 23:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათზე დაიწყება. სათხილამურო ტრასები დაიხურება.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ავღანეთს მოულოდნელად ეწვია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კრის მილერი ავღანეთს მოულოდნელად ეწვია. მილერი ქაბულში ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სასაუბროდ. პენტაგონის ინფორმაციით, მილერის ვიზიტი უსაფრთხოების გამო წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. მილერმა მოლაპარაკებები ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ქვეყნის არმიისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამაზე გამართა. მან ასევე გამართა შეხვედრები ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების კონტრტერორიზმის და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირების თაობაზე სასაუბროდ. უკანასკნელ თვეებში, ავღანეთში მკვეთრად იმატა ძალადობამ, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც 2001 წლის შემდეგ მიმდინარე ომს დაასრულებდა. 22 დეკემბერს, ქაბულში გზის პირას დამონტაჟებულმა ბომბმა ციხეში მომუშავე მინიმუმ ხუთი ექიმი და ჯანდაცვის მუშაკი იმსხვერპლა, როცა ისინი ქვეყნის უდიდესი ციხისკენ მიემგზავრებოდნენ.

ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმოსვლა აღდგა

დღეს, 23 დეკემბერს საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, 48 – საათიანი აკრძალვის შემდეგ, მიმოსვლა აღდგა. - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. საფრანგეთმა მას შემდეგ აღადგინა მიმოსვლა, რაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოსცეს რეკომენდაცია, ბრიტანეთში მოგზაურობის სრული აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ და "საფრანგეთის საზღვარი გაიხსნება მათთვის, ვინც გადაუდებელი მიზეზების გამო მოგზაურობს და მათ ვირუსის უარყოფითი ტესტი აქვთ დამოწმებული". საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჟან ბატისტ ჯებარრიმაც დაადასტურა, რომ თვითმფრინავები, გემები და "ევროსთარის" მატარებლები "ხვალ დილიდან დაიწყებენ მუშაობას". შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის ახალი შტამის დაფიქსირების შემდეგ, რომელიც სწრაფად ვრცელდება და გადამდებია, ევრობის ქვეყნების დიდმა ნაწილმა ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრაძალა.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, რისი დადგენისთვისაც თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, 22 დეკემბერს თეიმურაზ გიუნაშვილი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც სამინისტრო გიუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაუკაშირდა. „საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, რაც ოჯახი ეძებს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას გულისხმობს

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს. “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით დაამტკიცა. ასევე კენჭი უყარეს საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს. როგორც სასესიო განხილვისას გახდა ცნობილი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი გადამუშავდა და მასში რიგი ცვლილება აისახა. პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის თქმით, ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ. საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილება.

იან კელი: რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს პოპულარიაზაცია გაუწიოს კავკასიურ პლატფორმას?

აშშ-ის ელჩმა იან კელიმ Twitter-ზე გააზიარა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა და შემდეგი ტექსტი დაურთო: „ამგვარად, „მშვიდობის დაბრუნებას“ რუსული ძალები უზრუნველყოფენ. და რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს მხარი პოპულარიაზაცია გაუწიოს კავკასიურ პლატფორმას, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ჩვენს რეგიონულ საქმეებში რუსეთისთვის და ირანისთვის დამატებითი აქტივების მიცემას ნიშნავს“, - წერს იან კელი. „კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ეხმაურება მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას ელჩების 2020 წლის კონფერენციაზე. ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე“: გენერალი ჰოჯესი პრეზიდენტის განცხადებაზე

„რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე?“, - ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. „შეცდომა… საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს ხელისუფლებას არ წარმოადგენს? რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე? რატომ რთავს საქართველო ნებას რუს „მშვიდობისმყოფელებს“, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაფრინდნენ აზერბაიჯანში მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს მიწები”. „კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”.

ფატმა ჯერენ იაზგანი: თურქეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე

ე.წ. აფხაზური საბანკო პლასტიკურ ბარათების, „აპრას“ თურქულ ბანკებში მომსახურების საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრაზე დღეს განიხილა. საგარეო უწყების ცნობით, შეხევდრაზე თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ელჩის ინფორმაციით, საბანკო ბარათების და ფინანსურ სერვისების საკითხი მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. ელჩის განცხადებით, თურქული ფინანსური ორგანიზაციების ოპერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ხდება. „დღეს, ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც ეს წარმოაჩინა პრესამ. თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ამ შეხვედრას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ МИР-თან და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ „აპრას“ პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა. „სინამდვილეში, ბარათი „აპრა“ სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი МИР, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება „აპრა“ აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР -ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული МИР -ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი. ამას ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მითუმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „ეროვნული ბანკის“ ინფორმაციით, აფხაზური ე.წ ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების გეოგრაფიული არეალი იზრდება. „მსხვილმა ბანკებმა IS BANK და ZIRAAT BANK აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების - APRA WORLD-ის მომსახურება დაიწყეს, - ნათქვამია ე.წ. „ეროვნული ბანკის“ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, APRA WORLD-ის ბარათები მიღებულია რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში.

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებები არ შეზღუდოს და კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებები არ შეზღუდოს და კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს. „საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერშია“ გამოქვეყნებული. „ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის გამო. „ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კელი დეგნანი: ვაპირებ, ახლოს ვიმუშაო ახალ ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე

ამერიკის ელჩი აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებზე საუბრობს. „ეს არის ის სფერო, რომელთან მიმართებითაც, საქართველოს კონგრესში აქვს მხარდაჭერა“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი. „რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, ვაპირებ ახლოს ვიმუშაო ახალ ადმინისტრაციასთან რომ ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება. ეს არის ის სფერო, რომელთან მიმართებითაც, საქართველოს კონგრესში აქვს მხარდაჭერა. ეს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: იყო მიღწევები, მაგრამ სერიოზული დარღვევებით არჩევნები დაზიანდა, ხალხმა ნდობა დაკარგა

„ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს. „ყველა დიდ იმედს ამყარებდა ამ არჩევნებზე. 8 მარტის შეთანხმებამ გააჩინა იმედი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა შანსი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირებისთვის. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იყო ნაკლები აგრესია, ნაკლები სიძულვილის ენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი აქტივობაც ასევე კარგი ნიშანი იყო თუ რამდენად არიან ქართველები დაინტერესებული დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში და რა თქმა უნდა, ის ფაქტიც, რომ 9, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც აირჩა პარლამენტში დიდი წარმატებაა საქართველოსთვის. და ნაბიჯი უფრო პროპორციული სისტემისკენ, რისი სურვილიც ქართველებმა გამოთქვეს. მაგრამ სხვების მსგავსად ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც. რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანი: შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის

ელჩი კელი დეგნანი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს არ განუცდია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით სტანგაცია და რომ ის „ნამდვილად არის ნატოს რადარების ეკრანზე". ამის შესახებ ელჩმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. წამყვანმა ელჩს ჰკითხა, რამდენად რეალისტურია საქართველოში შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის შესაძლებლობა და რა არის ის ზომები, რომლებსაც აშშ იღებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივის მხარდასაჭერად? ელჩის შეფასებით, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მისივე თქმით, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან. „ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი ურთოერთობები სტაგნაციას განიცდის. პირიქით, ჩვენი ურთოერთობები არის ძლიერი, რომელიც ყოველ წელს უფრო ძლიერდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო, ისიც, რომ ორი კვირის შემდეგ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იყო და მხარს უჭერდა საქართველოს წევრობას და ალიანსის შიგნით საქართველოს მხარდაჭერის გაზრდას. ჩემთვის სასიამოვნი იყო ისიც, რომ ნატოს ექსპერტების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო, საითკენ უნდა წავიდეს ალიანსი. იყო რეკომენდაცია საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოების შესახებ. ასე რომ საქართველო ნამდვილად არის ნატოს რადარების ეკრანზე და ამას ვხედავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებით, ჩვენ გვაქვს საქართველოს იმედი ავღანეთში, ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს გაძლიერებულ თავსებადობას, მზაობას, რაც ასე ღირებულია ალიანსისთვის. საქართველომ ნამდვილად ჩადო ინვესტიცია დროის, რესურსებისა და პესონალის სახით, რათა ყოფილიყო იქ ნატოსთან ერთად. თქვენ მართალი ხართ, ჩემი აზრით, რუსეთის მზარდი აგრესია შავი ზღვის რეგიონში საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მქონდა საშუალება მომენახულებინა ფოთში სანაპირო დაცვის შტაბი. ძალიან შთამბეჭდავი იყო. არამხოლოდ იმის გამო რისი გაკეთებაც შეუძლიათ, არამედ უფრო მეტად იმ მზაობისთვის, თუ რისი გაკეთება სურთ. ალიანსის შიგნით საზღვაო კომუნიკაციების გაუმჯობესების კუთხით, საზღვაო წვრთნების რაოდენობის გაზრდით. ეს ყველაფერი ეხმარება ნატოს, ეხმარება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ეხმარება საქართველოს დაიცვას საკუთარი საზღვაო საზღვრები", - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

კელი დეგნანი: აშკარაა, რომ ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით

„აშკარაა, რომ ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილები ვიყოთ. თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებდნენ ODIHR-ისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში", - ამის შესახებ ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს. ელჩის თქმით, ქართველების სურვილია, საარჩევნო რეფორმის განხორციელება და სისტემის სრულფასოვნად გამართვა და სწორედ ამიტომ უჭერდა აშშ მხარს საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, გაზაფხულზეც და ახლაც. „ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ. სურთ რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შეერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას, მათ შორის, შარშან ზაფხულშიც, აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს". ელჩი აღნიშნავს, რომ ე.წ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული საარჩევნო რეფორმა სრულფასოვნად არ ასახავს ეუთოს და ოდირის რეკომენდაციებს და ამას ამერიკის საელჩო მუდამ საჯაროდ უსვამდა ხაზს. დეგნანი ამბობს, რომ ახლა ხედავს შანსს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრას, ამისათვის კი, მისი თქმით, საჭიროა პარლამენტის შიგნიდან ბრძოლა. „ხმამაღლა გამოვთქვით ისიც, რომ ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირმა და სხვა ექსპერტებმა შესთავაზეს. ჩვენ ახლა ვხედავთ შანსს, რომ საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც გამოყვეს ოდირისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი მივიდეს პარლამენტში და იბრძოლოს ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნით, რომლებიც მათ შექმნეს და ააშენეს", - ამბობს დეგნანი. დეგნანი ამბობს, რომ სწორედ იმიტომ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს ბრძოლისათვის ინსტიტუტების გამოყენებისკენ, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ 20 წლის განმავლობაში აშენა. „ამიტომ მოვუწოდებთ მათ, როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს, ან როგორი სუსტებიც არ უნდა იყოს ოპოზიციის თვალში, ესაა დემოკრატიული ფორმატი, რომლის აშენებასაც საქართველომ 20 წელი მოანდომა. ამიტომ გვინდა ის გამოიყენოთ, რათა სისტემა უკეთესი გახდეს", - ამბობს ამერიკის ელჩი. 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო რეფორმა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მიიღო. ახალი შერეული სისტემით ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის პრინციპით ტარდება. სწორედ ამ სისტემით ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც. ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. მათმა ნაწილმა უკვე ოფიციალურად მიმართა პარლამენტს საარჩევნო სიების ჩახსნისა და მანდატების გაუქმების მოთხოვნით. ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ფასილიტაციით გამართულ მოლაპარაკებებზე, ოპოზიცია ხელისუფლებისგან საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას მოითხოვს.

კელი დეგნანი: არ ვეთანხმები არც ერთ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას აფერხებს

„არ ვეთანხმები კანონს, რომელიც წარადგინეს. მე არ ვეთანხმები არც ერთ კანონს, რომელიც აფერხებს ოპოზიციის განვითარებას ან ოპოზიციური პარტიების ხელმისაწვდომობას მედიასთან, - „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შეაფასა. „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, რათა პასუხი მოსთხოვონ თავიანთ ლიდერებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. იმედი მაქვს, რომ ამ კანონის მიღებამდე მის მიზანშეწონილობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მანდატებზე უარის თქმის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტი დასკვნებისთვის ვენეციის კომისიას ან ეუთო/ODIHR-ს გაეგზავნოს.