ძებნის რეზულტატი:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს. ტყიბულში გადასვენებამდე იყო პანაშვიდები ჯერ კიევში და შემდეგ თბილისში ქაშუეთის ტაძარში. ცნობისთვის, აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი 26 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენთან ბრძოლაში დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის. სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებაა საჭირო. სამხედრო დანაშაულებების ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ილია მეორე ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი დავითის გარდაცვალების გამო. ღმერთმა აცხოვნოს და ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და დავითისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ

ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, იქნება ეს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის, სხვა ნებისმიერი მათი საჭიროებების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ ქვეყნებს და ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ემანუელ მაკრონი: ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან აუტანელია

ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ბუჩადან გავრცელებულ ინფორმაციას. „ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. ქუჩებში ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა. თანაგრძნობას გამოვხატავ მსხვერპლთა მიმართ, სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“, – წერს მაკრონი. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული  

ანჯეი დუდა: ბუჩას ფოტოებიდან ჩანს, რომ ნებისმიერ ფასად არ არის აუცილებელი აგრესორთან კომპრომისის ძიება

ბუჩას ფოტოებიდან ჩანს, რომ ნებისმიერ ფასად არ არის აუცილებელი აგრესორთან კომპრომისის ძიება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. „დამნაშავეებს უნდა ეწოდოს დამნაშავეები, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული და გასამართლებული. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ კომპრომისი ნებისმიერ ფასად უნდა მოიძებნოს. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს, უპირველეს ყოვლისა, სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და კიდევ ერთხელ იარაღი“, – წერს ანჯეი დუდა „ტვიტერზე“. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ აქ არის, ჩვენ მასში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ აქ არის, ჩვენ მასში ვცხოვრობთ. საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ხმების 70 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ არსებული შედეგები აჩვენებს, რომ ორბანის პარტია „ფიდესმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. „როგორ ხდება, რომ ჩვენ ყველაზე მეტად მოვიგეთ, როცა ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო გაერთიანებული? ნუ გეშინიათ, გამაგრდით, სამშობლო თქვენთანაა. იმდენად დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომ ამის დანახვა მთვარიდანაც შეგიძლიათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ამის ნახვა ბრიუსელიდან“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგეებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz და 6 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული ალიანსი წარმოადგენდა. ხოლო ოპოზიციური პარტიების ალიანსის ლიდერი 49 წლის პეტერ მარკი-ზაია.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: რუსეთს უკრაინაში შეჭრის წინ სამი მიზანი ჰქონდა და სამივემ მარცხი განიცადა

რუსეთს უკრაინაში შეჭრის წინ სამი მიზანი ჰქონდა და სამივემ მარცხი განიცადა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „რუსეთს სამი მიზანი ჰქონდა: უკრაინის დამორჩილება და მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უარყოფა; რუსეთის ძალაუფლების დამტკიცება; დასავლეთის, ალიანსის გაყოფა. მან სამივე ფრონტზე მარცხი განიცადა,“- განაცხადა ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 184 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 587 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 597 PCR ტესტით.

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა. ამასთან, აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. „პირველ რიგში, მინდა, ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, 30 წელია, ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ 30 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - აღნიშნა პრემიერმა. ილია დარჩიაშვილი: 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; შემდეგ ჩაირიცხდა გრენობლის ბიზნესის სკოლაში (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი)  და 2011 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გახდა. 2003-2004წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად, 2004-2006წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ "რესპუბლიკის" ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად; 2006-2012წწ. იყო ს/ს ბანკ "რესპუბლიკის"(ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი; 2012-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015წწ. იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 წელს დაინიშნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად; 2015-2016წწ. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2017წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი,  2017-2021წწ. დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პოლონეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. „ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა 30 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის დროს ბატონი დავითი ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ევროკავშირში თუ ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, მინდა დათოს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

დავით ზალკალიანი: დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან და წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში

წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევებით აღსავსე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.  „დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე გახლდით როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი. მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელმა გამომიცხადა მე ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევები, როგორც ჩვენი მთავარი საგარეო კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია და საქართველომ შეძლო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. მე მეამაყება რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და სადაც იყო მკაფიოდ გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მე მეამაყება ასევე, რომ პრემიერთან ერთად მიღებული მაქვს მონაწილეობა ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა სავიზო ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო, ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აქ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ყველას ერთიანობა“, - განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

მოლდოვის პრეზიდენტი: მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთან, ბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით

მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთან, ბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაწერა. მისი თქმით, 4 აპრილი მოლდოვაში გლოვის დღედ გამოცხადდა. „მოლდოვა მტკიცედ გმობს დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე, ზუსტად ისევე, როგორც გმობს რუსეთის არასანქცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. 2022 წლის 4 აპრილს გლოვის დღედ ვაცხადებთ, იმ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც ბოლო 39 დღის განმავლობაში უკრაინაში დაიღუპა“, - წერს სანდუ. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

სუმის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად გადიან სუმის რეგიონიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად გადიან სუმის რეგიონიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს. "რუსეთის საოკუპაციო ძალებს დანაკარგები აქვთ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში. რუსეთი ფარულად ახდენს რეზერვისტების მობილიზაციას და დამატებით 60 000-მდე ჯარისკაცის შეგროვება სურს", - აცხადებს ჟივიცკი. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ემანუელ მაკრონი: რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე

რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მისი სურვილია“ დაინახოს ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა. „ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს არის ჩვენი კოლექტიური ღირსება და ჩვენი ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ირაკლი ღარიბაშვილი: ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

ეპიდვითარება არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო შვიდი დღის ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს. „დღეს იყო მაგალითად სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდკლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველის შეფასებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. „2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. 2021 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო. ასევე, მიღებულ იქნა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას, ასევე, ადგილი ქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის  ხელშეშლის და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა თუ მუქარის ფაქტებს“, – ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დაჩქარებული წესით მიიღო, რამაც შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა განხილვის პროცესში და ასევე, კანონპროექტის მომზადებაში სახელმწიფო ინსპექტორიც არ ყოფილა ჩართული. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. სახალხო დამცველის განმარტებით, საქმეთა განხილვის საკასაციო ეტაპზე კვლავ პრობლემურია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპების დაცვა. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება მთავარ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის აზრით, პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. „მაგალითად, ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს და საქმეშიც მძიმე სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება. სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას“, – აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. „გავეცანით თავდასხმის დღეს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორცილებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, თუმცა ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილი კვლავ არ არის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევის ოლქში სამოქალაქო პირების მკვლელობას გმობს და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა კიევის ოლქში სამოქალაქო პირების მკვლელობას გმობს და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. „ღრმად ვარ შოკირებული ფაქტით, რომ კიევის გარეუბანში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ საშინელი სისატიკე განხორციელდა. უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ეს სრულიად გაუსაძლისია და იაპონია უმკრაცრესად გმობს მას“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული