ძებნის რეზულტატი:
იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევის ოლქში სამოქალაქო პირების მკვლელობას გმობს და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა კიევის ოლქში სამოქალაქო პირების მკვლელობას გმობს და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. „ღრმად ვარ შოკირებული ფაქტით, რომ კიევის გარეუბანში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ საშინელი სისატიკე განხორციელდა. უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ეს სრულიად გაუსაძლისია და იაპონია უმკრაცრესად გმობს მას“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ევროპული საბჭო: მტკიცედ ვგმობთ სისასტიკეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს
ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს სისასტიკეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უზენაესი პოლიტიკური ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი. „მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი სისასტიკის სიაში შევა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ირაკლი კობახიძე: ყოვლად გაუმართლებელი და უსამართლო სამხედრო აგრესიის გზით რუსეთმა უკრაინას მძიმე ზიანი მიაყენა
სასჯელი შეიძლება, იყოს სამართლიანი და უსამართლოც, ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ყოვლად გაუმართლებელი და უსამართლო სამხედრო აგრესიის გზით რუსეთმა ასეთი მძიმე ზიანი მიაყენა უკრაინას. „უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. რუსეთის მხრიდან რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით უკრაინელების მიმართ არის დასჯის აქტი. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება, იყოს სამართლიანი და უსამართლოც. ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უმძიმესი ზიანი მიადგა სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა, არის ძალიან მძიმე და ასევე, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, შესაბამისად, სახეზეა ეს მოცემულობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იცოდა უკრაინა ომით "დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა". "ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ლიზ ტრასი: პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას
პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას, - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მომხრეა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყება ავრცელებს. „პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას. დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების მკაცრი მიდგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და სხვებსაც მოვუწოდებთ, მეტი გააკეთონ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
კახა კალაძე: არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ
არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე Twitter-ზე წერს. „ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა. არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!“, - წერს კახა კალაძე. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
უკრაინის თავდაცვა: რუსეთი სანქცირებული საქონლის გადატანის კონტრაბანდულ გზებს საქართველოს გავლით გეგმავს
რუსები სანქცირებული პროდუქტის კონტრაბანდული გზით გადატანის არხებს საქართველოს გავლით ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთმა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონლის მიწოდების შესაძლებლობა დაკარგა."სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს მითითებები არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა", - ნათქვამია დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. ამ ტერიტორიის გავლით ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები მიეწოდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
Bloomberg: ჩინეთის იმპორტიორები ცდილობენ რუსული გაზი ფასდაკლებით იყიდონ
ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, მათ შორის Sinopec-ი და PetroChina გარიგებას აწარმოებენ მიმწოდებლებთან, რათა ტვირთები რუსეთიდან ადგილზე დიდი ფასდაკლებით შეიძინონ. გარიგებების მიხედვით, რუსული ბუნებრივი აირი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე შეიძინეს ჩინელმა იმპორტიორებმა. მათი თქმით, რუსული გაზი ჩრდილოეთ აზიის ბაზარზე 10%-ზე მეტი ფასდაკლებით ივაჭრება. ამასთან ცნობილია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, ვიდრე ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა. რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა. 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს
Financial Times: თურქეთში ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმზეა
თურქეთში ინფლაციის ტემპი მაღალია და 20-წლიან მაქსიმუმს გაუტოლდა. ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების ზრდამ, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, წერს Financial Times-ი. სამომხმარებლო ფასები მარტში 61%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი - 54%-ით. შედეგად თურქეთში სამომხმარებლო კალათის ხარჯები წლიურ ჭრილში 70%-თაა გაზრდილი, მას შემდეგ, არც ენერგომატარებლებზე ფასები 103%-ით გაიზარდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და ენერგომატარებლების გაძვირებამდე, თურქეთში ინფლაცია უკვე მაღალი იყო. ფასების ზრდამ იმოქმედა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რეიტინგზე და მოსახლეობაში საპროტესტო აქციები გამოიწვია 2021 წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ ფონზე ერდოღანი ცენტრალურ ბანკს ინფლაციის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის საშუალებას არ აძლევს.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის სატრანსპორტო იზოლირებას აპირებენ
პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რამდენიმე დღეში რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო იზოლირების პროცესს დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუსტაფა ნაიმემ განაცხადა. „გასულ კვირას, ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ჩვენს კოლეგებს თხოვნით, რომ რუსეთთან შეაჩერონ სატრანსპორტო მიმოსვლა. მადლობა ჩამოთვლილი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებს.რეაქცია მყისიერია. ველით საბოლოო შედეგს“, - აცხადებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი. ამ პროცესს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები სავარაუდოდ უახლოეს 48-72 საათში დაიწყებენ. მუსტაფა ნაიმეს თქმით, დადებით გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსეთის ფედერეაციისა და ბელორუსის საზღვრები დაიხურება და ავტომიმოსვლა და სატრანსპორტო გადაზიდვები შეუძლებელი გახდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში, რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს", - განუცხადა ვერეშჩუკმა TV ფორმულას და აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". „თუ ეს ყველაფერი მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯერო ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, რატომ არის შესაძლებელი? რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ ბრძანებები საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე. თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ რატომ აძლევთ ამის უფლებას თქვენს პრემიერს, თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის, რა მოხდება მომავალში თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს. არ მოხდება ისე, რომ „ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შევუერთდებით სანქციებს, მოდით, გავხსნათ ავიახაზები" - არ არის შესაძლებელი ასე ლაპარაკი, თქვენ ამან 2008 წელს ომისგან ვერ გადაგარჩინათ და ვერც ახლა გადაგარჩენთ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს, რომელსაც მე ქუჩაში ვხედავდი უკრაინაში ომის წინააღმდეგ, არ უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით. მე როგორც ვიცე-პრემიერი, როგორც მინისტრი, რომელიც დაკავებულია ოკუპირებული ტერიტორიებით, ტყვეებით, ქალებით, ადამიანებით, რომლებიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ, მე ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ, ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში, რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს, რატომ მოხდა ეს" - თქვა ირინა ვერეშუკმა. 23 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა. „დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე, ამ საკითხს ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან“. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას. 31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით. "მოლდოვა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე, რის გამოც გადაწყდა, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ ხელისუფლება აპირებს, ხელი შეუშალოს რუსეთს, არ გამოიყენოს მოლდოვა საქონლის რეექსპორტისთვის და სანქციების გვერდის ავლის მიზნით, მოლდოვის საბანკო სისტემაზე დაშვების შესაძლებლობა არ მისცეს. ვიცი, სანქციების ირგვლივ ბევრი დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ არ არსებობს რისკი, რომ რუსეთმა შეძლოს სანქციების გვერდის ავლა მოლდოვის საბანკო სისტემის მეშვეობით. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ რუსული საქონლის რეექსპორტს მოლდოვის გავლით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის თავდაცვა: რუსეთი სანქცირებული საქონლის გადატანის კონტრაბანდულ გზებს საქართველოს გავლით გეგმავს მოლდოვის პრეზიდენტი: მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთან, ბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ცნობილია, რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 2.5%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა. უკვე 9 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის დონე 6% იყო. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.6%), პური და პურპროდუქტები (23.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (20%), თევზეული (19%), ზეთი და ცხიმი (17.1%), ხილი და ყურძენი (16.8%), რძე, ყველი და კვერცხი (15.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (14.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.5%). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8%). საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.4%). შეგახსენებთ, თებერვალში წლიური ინფლაციის დონე 13.7% იყო. 30 მარტს, ეროვნულ ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაზარდა. სებ-ის ინფორმაციით, 2022 წლის ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის ფასების მკვეთრმა მატებამ მოახდინა. მარეგულირებლის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება.
მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი იყიდა
Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკი Twitter-ის 9,2%-იან პასიურ წილს ფლობს. წილის ღირებულება პარასკევის დახურვის ფასით $2.89 მილიარდია. გამოცემა წერს, რომ პრემარკეტულ ვაჭრობაში Twitter-ის აქციების ფასი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა და აქციაზე $49 შეადგინა. მასკი Twitter-ის ხშირი მომხმარებელია და პლატფორმაზე 80 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. თუმცა, მისმა ზოგიერთმა ტვიტმა ბოლო წლების განმავლობაში Tesla-ს ხელმძღვანელს პრობლემები შეუქმნა. 50 წლის მასკმა გასულ თვეში Twitter-ის მიმდევრებს ჰკითხა, იცავს თუ არა კომპანია სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. მას შემდეგ, რაც გამოკითხულთა 70%-მა უპასუხა, რომ არა, მასკმა იკითხა არსებობს თუ არა ახალი პლატფორმის საჭიროება და დასძინა, რომ საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს. ასევე წაიკითხეთ ილონ მასკი: უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა. პრეზიდენტი ადგილობრივებს ესაუბრა და მათთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს ახორციელებს. „დიახ, უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ ვართ ევროპაში, 21-ე საუკუნეში. გავაგრძელებთ ძალისხმევას დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ანგელა მერკელი ვოლოდიმირ ზელენსკის: 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სწორად მივიჩნევ
გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს და აცხადებს, რომ 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს. „ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით. კანცლერი მხარს უჭერს ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, გვერდში დაუდგეს უკრაინას და ბოლო მოეღოს ბარბაროსობასა და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ყოფილი კანცლერის ოფისის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის მიერ TV ფორმულას ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერეშუკის განცახდება დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცახდებაში. ვერეშუკმა უკრაინის დაზვერვაზე დაურდნობით განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთიდან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. ვერეშუკმა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". ასევე წაიკითხეთ ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის აღნიშნა, რომ ურთიერთობა წარმატებულია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნისა და მწვანე პორტების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიან თანამშრომლობას და მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და ა.შ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე რაჰმან ჰამატოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.
ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". ამის შესახებ ლავროვმა დღეს გაეროს თავმჯდომარის მოადგილესთან ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფისთან შეხვედრისას განაცახდა. „ქალაქ ბუჩაში, კიევის ოლქში, მას შემდეგ რაც აქედან, გეგმების შესაბამისად, რუსი სამხედროები გავიდნენ, განხორციელდა მომდევნო „ფეიკური თავდასხმა“... იქ რამდენიმე დღეში დაიდგა „ინსცენირება“, რომელსაც უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები ყველა არხსა და სოციალურ ქსელში ავრცელებენ", – თქვა ლავროვმა. ამასთან, ლავროვმა ამ ყველაფერს პროვოკაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხე უწოდა. რუსეთი საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. „ამ კონკრეტულ საკითხზე [გაერო-ს] უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოვითხოვეთ, რადგან მსგავს პროვოკაციებში ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის", – თქვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
"ლიეტუვა ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს, ამიტომ ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა", - ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, კლაიპედაში იხურება რუსეთის საკონსულო. „ლიეტუვა სრულ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო აგრესიიის მსხვერპლია. ამიტომ ვამცირებთ რუსეთის დიპლიმატიურ წარმომადგენლობას“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
პუტინთან დაახლოვებული ოლიგარქ ვექსელბერგის იახტა ესპანეთში დააკავეს
ესპანეთის პოლიციამ აშშ-ის ფედერალურ ბიუროსთან ერთად გაჩხრიკეს და დააკავეს იახტა Tango, რომელიც სანქცირებული ოქლიგარქის ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის, რომლსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირი აქვს. ამის შესახებ Associated Press წერს. გამოცემის ცნობით, ოლიგარქის იახტა პალმა-დე-მალიორკას პორტში დააკავეს. მეგა იახტის სიგრძე 78 მეტრია, კუკის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს და მისი სავარაუდო ფასი $120 მილიონია. ვიქტორ ვექსელბერგი Renova Group-ის ხელმძღვანელია. კონგლომერატი დაკავებულია ლითონების მოპოვებითა და ტექნოლოგიებით. ასევე ფლობს სხვა აქტივებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო რუსი მაღალჩინოსნები და მილარდერები აქტივების გადამალვას ცდილობენ. ვლადიმერ პუტინის იახტა გერმანიის პორტიდან მოულოდნელად გასვლისას დააფიქსირეს. გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, რომ სანქციების შიშის გამო, იახტა კალინგრადში განთავსდა. იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელეს. მათივე ცნობით, იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. 17 მარტს ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ Reuters წერს. 29 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის დაყადაღების ბრძანება პირველად გასცა. 38 მილიონი ფუნტის ღირებულების იახტა Phi-ის მფლობელი ოლიგარქის სახელი ცნობილი არ არის. 2022 წლის დასაწყისიდან, რუსეთში 22 უმდიდრესი ბიზნესმენის ქონება 1-ელი აპრილის მონაცემებით, Bloomberg Billionaires Index-ით $50 მილიარდით შემცირდა და $229,47 მილიარდი შეადგინა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს