ძებნის რეზულტატი:

აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა

დონეცკის ოლქში, მარიუპოლში ოკუპანტებმა სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. ამის შესახებ Unian აზოვის ბატალიონის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. „მომწამვლელი ნივთიერება მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით ჩააგდეს“, - წერს „აზოვი“ Telegram-ზე. მათივე ცნობით, დაზარალებულებს აქვთ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ. Unian-ის ცნობით, ამ დროისთვის ზუსტდება, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს მარიუპოლელების წინააღმდეგ.  1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა

ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ორ ლიდერს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მიმართებით პირველი სანქციების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სანქციები დაუწესა ბოსნიელ სერბ პოლიტიკოსებს, მილორად დოდიკს და ზელიკა ცვიანოვიჩს. ბრიტანეთმა ისინი ბოსნია-ჰერცეგოვინის ლეგიტიმურობისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა იმ პოლიტიკის გატარებით, რომელიც "დე ფაქტო გამოყოფას" უტოლდება. სერბმა მინისტრებმა ბოსნიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაბლოკეს.  დოდიკს და ცვიანოვიჩს აეკრძალათ ბრიტანეთში შესვლა და გაიყინება მათი ნებისმიერი ქონება, რომელიც ბრიტანეთშია განთავსებული. „ეს ორი პოლიტიკოსი განზრახ ძირს უთხრის ბოსნია და ჰერცეგოვინაში ძნელად მოპოვებულ მშვიდობას. მათი უგუნური ქცევა, რომელიც წახალისებულია პუტინის მიერ, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას დასავლეთ ბალკანეთში. ამ მკაცრი სანქციებით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მშვიდობის მტრები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. იანვარში შეერთებულმა შტატებმა მილორად დოდიკს სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა ვიოლა ფონ კრამონი: ბოსნიაში დასავლეთის პოზიციების შესუსტება, ნიშნავს, პუტინის პირდაპირ მოწვევას, იმოქმედოს არამხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში

ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე: ეს იყო არამეგობრული ვიზიტი

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას „არამეგობრული, ძალიან პირდაპირი, ღია და მკაცრი" უწოდა. ნეჰამერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პუტინს პირისპირ შეხვდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ავტრიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ომის დანაშაულებში ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს და რომ დასავლეთის სანქციები გაძლიერდება, ვიდრე ადამიანები იღუპებიან უკრაინაში. „არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი. შეტევა უკრაინაში მზადდება დიდი მონდომებით", - განაცხადა ნეჰამერმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, CNN-ის ცნობით. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ელოდა, პუტინი აზრს შეცვლიდა, მასთან ფაქტებით დაპირისპირება მნიშვნელოვანია. „ახლახან ჩამოვედი უკრაინიდან და ჩემი თვალით ვნახე ის ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომის შედეგად", - ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში, რომელიც მისმა ოფისმა გაავრცელა მოსკოვის მახლობლად გამართული შეხვედრის შემდეგ. კანცლერის სპიკერის თქმით, მხარეები დაახლოებით 75 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში. ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთში ვიზიტამდე ნეჰამერი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ეწვია ქალაქ ბუჩას, სადაც რუსეთის აგრესიიდან ერთი თვის შემდეგ, ქუჩებში მიმოფანტული უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ასევე CNN წერს, რომ ავსტრიის კანცლერის ვიზიტმა გაყო აზრი ევროკავშირის ლიდერებს შორის, ზოგიერთმა გამოთქვა სკეპტიციზმი რუსეთის ლიდერთან ურთიერთობის შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ „უკიდურესად რთული“ იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებზე ფიქრიც კი, ქალაქ ბუჩასა და კრამატორსკში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეჭვი შეიტანა მოლაპარაკებების ეფექტიანობაში. ნეჰამერს სიფრთხილისკენ მოუწოდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმაც. „ნუ იქნებით გულუბრყვილო. პუტინი არის ამ საშინელი ომის დანაშაულისა და ამ სისასტიკის ჩამდენი და ის უნდა დაისაჯოს ამისთვის", - განაცხადა ჩეხმა მინისტრმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

მარიუპოლის მერი: ომის დაწყებიდან ქალაქში, სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა

"ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. ბოიჩენკო არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში 20 000-საც აღემატებოდეს. "რუსეთის ძალებმა მარიუპოლში მობილური კრემატორიუმები ჩაიტანეს. ასევე ისინი მარიუპოლში ჰუმანიტარულ კოლონებს არ უშვებენ, რათა თავიანთი დანაშაული დამალონ.​ საოკუპაციო ძალებს ცხედრები სავაჭრო ცენტრში აქვთ მოთავსებული, სადაც მაცივრებია", - განაცხადა ბოიჩენკომ. ასევე წაიკითხეთ: აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა ცნობისთვის, პრიველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა

იტალიაში რუს მილიარდერს ვილა დაუყადაღეს

იტალიის კუნძულ სარდინიაზე დაყადაღებულია ვილა, რომელიც რუს ოლიგარქს, დმიტრი მაზეპინს და მის ავტომბროლელ ვაჟს, ნიკიტას ეკუთვნით. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“-ი წერს იტალიის პოლიციაში ორ წყაროზე დაყრდნობით. ამასთან, დაყადაღებული ვილა დაახლოებით 105 მილიონი ევრო ღირს. ცნობისთვის, მამა-შვილი მაზეპინები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან. ასევე წაიკითხეთ: ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ორ ლიდერს სანქციები დაუწესა ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა

გერმანია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

გერმანიასა და საქართველოს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობის ისტორია აკავშირებს. მიმდინარე წლის 13 აპრილს ვზეიმობთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, - ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1992 წლის 13 აპრილს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის თბილისში ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ პარტნიორობას. იმ დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა ელჩმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცოტა ხნის შემდეგ კი თბილისში გერმანიის საელჩო გაიხსნა. 2022 წლის 13 აპრილს გერმანიის საელჩო თბილისში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი ამ იუბილეს აღნიშნავენ პანელური დისკუსიით „30 წელი ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტიდან: გერმანია, საქართველო და ევროპა, როგორც ერთი მთლიანი“. დისკუსიის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 1995-2003 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სტრატეგიული კვლევის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი და გერმანიის ყოფილი ელჩი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის ბიუროს ხელმძღვანელი თომას მატუსეკი განიხილავენ გერმანულ-ქართული ურთიერთობების ისტორიასა და აწმყოს. ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე და პირდაპირ ეთერში გადაიცემა გერმანიის საელჩოს ფეისბუქის გვედზე: https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis. გარდა ამისა, თბილისის სატელევიზიო ანძა განათდება გერმანიისა და საქართველოს დროშების ფერებში. იუბილესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ გამოსცა თანდართული ბროშურა გერმანულ-ქართული მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ“, - აცხადებენ საელჩოში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 804 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 334 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%, ბოლო 14 დღის - 1.82% ხოლო 7 დღის - 1.53%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 131 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 846-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 779 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი -17, შიდა ქართლი - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 318 საიდანაც, 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 227, აჭარაში - 21, იმერეთში - 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 89 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 17, იმერეთში - 8. 2 925 ადამიანი სახლში მკურნალობს.

უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთის აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო

მსოფლიო ლიდერებს მინდა შევახსენო, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თემა განხილული იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო, - ასე გამოეხმაურა მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენკიმ ღამით გავრცელებული მიმართვისას ქვეყანაში, მათ შორის მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ ქვეყნებსაც დააკისრა, რომლებიც უკრაინისთვის საჭირო იარაღს ინახავენ და ქვეყანას არ აწვდიან. "მსოფლიო ლიდერებს მინდა შევახსენო, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თემა განხილულია და უკვე იმ დროს ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო. რაც შეეხება საჭირო იარაღს, ჩვენ მის მოწოდებაზე, ჩვენს პარტნიორებზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროდ, იმდენს ვერ ვიღებთ, რამდენიც გვჭირდება, რათა ეს ომი უფრო მალე დასრულდეს. კერძოდ, მარიუპოლის ბლოკადის მოხსნისთვის თუ გვექნებოდა თვითმფრინავები და საკმარისი მძიმე ჯავშანტექნიკა, საჭირო არტილერია, ამას შევძლებდით, მაგრამ ამაზე ჯერ კიდევ უნდა შევთანხმდეთ, ჯერ კიდევ დარწმუნებაა საჭირო", - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, მარიუპოლის მერის თქმით, ომის დაწყებიდან ქალაქში, სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა ასევე წაიკითხეთ: აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა ცნობისთვის, პრიველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა

უკრაინას ლიეტუვის პრემიერი ეწვია

უკრაინას ლიეტუვის პრემიერი ინგრიდა სიმონეტე ეწვია. ინგრიდა სიმონეტე კიევის ოლქის ქალაქი ბოროდიანკაში ჩავიდა. მას მეგზურობას უკრაიელი კოლეგა დენის შმიგალი უწევდა. საოკუპაციო ძალებისგან განადგურებული ქალაქის დათვალერების და სავალალო ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ ლიეტუვის მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინის მმართველობასთან მოლაპარაკებები გამართა და ოფიციალურ კიევს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებას დაჰპირდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა

გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში ბავშვების ორმესამედს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. აღნიშნულის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ ხელმძღვანელმა, მანუელ ფონტენმა განაცხადა. "უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა. მსგავსი ვითარება 31 წლიანი მუშაობის განმავლობაში არსად უნახავს", - განაცხადა ფონტენმა. ამასთან, გაერომ უკრაინაში 142 ბავშვის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს საბოლოო რიცხვი არ არის და ის აუცილებლად გაიზრდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი: რუსებმა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია

რუსეთის უკრაინაში შეჭრა რუსული არმიის დიდი მარცხია. ისინი შეეცადნენ კიევის დაპყრობას და ვერ შეძლეს. ახლა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „ისინი შეეცადნენ კიევის დაპყრობას და ვერ შეძლეს. ახლა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია. ისინი აგროვებენ თავიანთ ჯარებს აღმოსავლეთში და უკრაინელები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი შეტევის განხორციელებას აპირებენ დონბასში“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გაძლიერდება

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გაძლიერდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი. „რუსეთის თავდასხმები კვლავ კონცენტრირებულია უკრაინის პოზიციებზე დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, შემდგომი ბრძოლებით ხერსონისა და მიკოლაივის გარშემო და კრამატორსკის მიმართულებით შეტევის განახლებით“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა

არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში გავემგზავრებით, როდესაც შესაძლებლობა იქნება

ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და გავემგზავრებით, როდესაც შესაძლებლობა იქნება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. „ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით, რათა კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ უკრაინასა და უკრაინელებს ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც სამწუხაროდ, ამ ომს თან ახლავს. ასევე, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, ჩვენი მხარდაჭერა", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება

ჩვენ ამჟამად ინფორმაციას ვამოწმებთ. ვცდილობთ, გავიგოთ, რა იყო გამოყენებული მარიუპოლში. წინასწარი ვარაუდებით, შეიძლება, ეს დიდი ალბათობით ყოფილიყო ფოსფორის საბრძოლო მასალა - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმა განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა, ეს იყო ფოსფორის საბრძოლო მასალა. „ჩვენ ამჟამად ინფორმაციას ვამოწმებთ. ვცდილობთ, გავიგოთ, რა იყო გამოყენებული. წინასწარი ვარაუდებით, შეიძლება, ეს დიდი ალბათობით ყოფილიყო ფოსფორის საბრძოლო მასალა. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, – განაცხადა მალიარმა. ასევე წაიკითხეთ: აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა ცნობისთვის, პრიველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა

ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება

ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროები მიზანს მიაღწევენ. „მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება. ეს ასეც იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია", - განაცხადა პუტინმა რუსეთის კოსმონავტიკის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ვოსტოჩნის კოსმოსურ პორტში გამოსვლისას. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა ცნობისთვის, პრიველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა

შსს-ს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში 9 პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1981 წელს დაბადებული ვ. ე. (მეტსახელად „თავა“), 1980 წელს დაბადებული დ.კ., 1977 წელს დაბადებული ზ.მ. (მეტსახელად „ზალუა“), 1970 წელს დაბადებული ვ.მ., 1971 წელს დაბადებული ლ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ც., 1973 წელს დაბადებული ლ.მ. და 1967 წელს დაბადებული გ.ბ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. 1980 წელს დაბადებული ა. ჯ. კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები - ა.ც., ლ.მ. და ზ.მ., ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ - ლ.ჩ.-ს დაუკავშირდნენ, რომელიც "ქურდულ გარჩევაში“ დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს - ლ.ბ.-ს, მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა „ქურდული“ გარჩევა რამდენჯერმე მოაწყვეს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ - ი. ხ.-ც მონაწილეობდა. ბრალდებულები ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავას აქტიურად განიხილავდნენ. პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ერთი დაკავებულის, ა.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირმა აუცილებლად უნდა ჩართოს ნავთობის ფაქტორი, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს

მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება და აუცილებლად უნდა ჩართოს იქ ნავთობის ფაქტორი, აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა. „ასეულობით ევროპულმა ბანკმა და კომპანიამ არა მხოლოდ უარი არ თქვა რუსულ ბაზარზე მუშაობაზე, არამედ ისინი ასევე უგულებელყოფენ მოწოდებას შეწყვიტონ თავიანთი გადასახადებიდან და საკუთარი აქციზებიდან რუსეთის ფედერაციის ომის მანქანის დაფინანსება. არ შეიძლება ველოდოთ კიდევ მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეოცე პაკეტის შემუშავებას რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი გადაწყვეტილებების მისაღებად. უკვე ახლა უნდა გაკეთდეს ყველაფერი აუცილებელი. მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება და აუცილებლად უნდა ჩართოს იქ ნავთობის ფაქტორი, აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება

საელჩოს განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

საფრანგეთი მტკიცედ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამ განცხადებით საქართველოში საფრანგეთის საელჩო ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი აგრესიის კონტექსტში, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საფრანგეთი მტკიცედ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის სეპარატისტულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ან მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საფრანგეთის მიერ მიჩნეული იქნება უკანონოდ და ბათილად. საფრანგეთი არის საქართველოს გვერდით, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი: NATO ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს  

საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „მაშინ, როცა საქართველო და გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავს, დღეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვისაუბრე და მადლობა გადავუხადე მას იმ როლისთვის, რასაც გერმანია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციის პროცესში თამაშობს. პრეზიდენტ შტაინმაიერთან ახლო მომავალში შეხვედრაზე შევთანხმდით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გერმანია და საქართველო დღეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

The Guardian: რუსეთმა იარაღი ირანის კონტრაბანდული ქსელის მეშვეობით ერაყიდან მიიღო

რუსეთმა ერაყიდან იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინის ომისთვის ირანელი კონტრაბანდისტების დახმარებით მიიღო. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემამ ამის შესახებ ერაყში სახალხო მობილიზაციის ძალებისა და რეგიონული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებისგან შეიტყო. ირანმა რუსეთს გადასცა ირანული წარმოების Bavar 373 საზენიტო სარაკეტო სისტემა და ასევე დაუბრუნა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა ЗРК С-300, რომელიც თეირანმა მანამდე მოსკოვისგან იყიდა, თქვა გაზეთის წყარომ, რომელიც დაეხმარა მხარეებს გადაზიდვის ორგანიზებაში. 26 მარტს, სახალხო მობილიზაციის ძალების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ერაყიდან ირანში ხელყუმბარები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადაიტანა. ირანელმა სამხედროებმა ტვირთი რუსეთში საზღვაო გზით გაგზავნეს, განუცხადა გამოცემას საზღვრის გავლით ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფის მეთაურმა. 1-ელ აპრილს სახალხო მობილიზაციის ძალებმა ირანში გადაიტანეს ბრაზილიური წარმოების Astros II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა.  The Guardian-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ სამმა სატვირთო გემმა, [რომელსაც შეეძლო სამხედრო ტვირთის გადატანა,] კასპიის ზღვა გადაკვეთა ირანის ქალაქ ბენდერ  ენზელიდან რუსეთის ქალაქ ასტრახანამდე. ერთი გემი ირანის დროშით დაცურავდა, კიდევ ორი ​​- რუსეთის დროშით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების აკრძალვას, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი კონტრაბანდის, [მათ შორის სამხედრო დანიშნულების საქონლის] გადასატანად, რომელიც სანქცირებას ექვემდებარება საქართველოს იყენებს. უწყების ცნობით, საქართველოს სპეცსამსახურებმა გასცეს განკარგულება, რომ ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს. მარტში, რუსეთის ხელისუფლებამ ჩინეთს სამხედრო ტექნიკის მიწოდება სთხოვა, უკრაინაში სამხედრო შეჭრის მხარდასაჭერად, ინფორმაცია უცხოურ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა. თეთრმა სახლმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელები გააფრთხილა, იმ შედეგების შესახებ რაც რუსეთისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში დადგებოდა. ჩინეთმა უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო დახმარება სთხოვა. პეკინმა ვაშინგტონი „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.  22 მარტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ჩინეთის ელჩი: ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით