ძებნის რეზულტატი:

ჯო ბაიდენი: გაზისა და სურსათის ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინმა გამოიწვია, ვაკეთებ ყველაფერს, რომ ფასები შემცირდეს

გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა twitter-ზე დაწერა. „30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას. პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელს მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს“, - წერს ჯო ბაიდენი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები

ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას. „მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და სასწრაფოდ გვესაჭიროება უფრო მძიმე შეიარაღება, რათა აღვკვეთოთ რუსეთის შემდეგი სისასტიკე“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიკრობლოგ twitter-ზე. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს ჯო ბაიდენი: გაზისა და სურსათის ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტნმა გამოიწვია, ვაკეთებ ყველაფერს, რომ ფასები შემცირდეს

შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან კომუნიკაცია დღესაც ექნება და ვიზიტის დეტალებზე ისაუბრებს. „ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს. ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები. დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე. განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები. ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით. კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“,- აცხადებს პაპუაშვილი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

უკრაინის გენერალურ პროკურატურა: უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან 191 ბავშვი გარდაიცვალა

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან 191 ბავშვი გარდაიცვალა და 349 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი ბოლო დღეებში, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთით განხორციელებულ დაბომბვებს ემსხვერპლა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 348 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 652 235 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 1 632 194 გარდაიცვალა 16 781 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 PCR ტესტით. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,71%, ბოლო შვიდი დღის – 1,43%. სულ ჩატარდა 2 868 689 აცრა, დღიურად აცრილია 1 063. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში: ბრუკლინის მეტროსადგურში რამოდენიმე ადამიანს ესროლეს, თავი შევიკავოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან

ბრუკლინის 36 ქუჩის მეტროსადგურში რამოდენიმე ადამიანს ესროლეს. ნიუ-იორკის პოლიცია მოგვიწოდებს თავი შევიკავოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ავრცელებს.   "საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ მამაკაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა. ცნობისთვის, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ კაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა.  

შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ახალი სტანდარტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 25 აპრილიდან "B“ და „BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ახალი სტანდარტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მსურველები აღნიშნული პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებას შემდეგ ქალაქებში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ. რაც შეეხება ზუგდიდის სამსახურს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე. ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება. სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა. 365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი: რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 20 ჟურნალისტი დაიღუპა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 20 ჟურნალისტი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი ავრცელებს. კავშირმა გამოაქვეყნა იმ ჟურნალისტების სახელები, რომელთა დაღუპვის შესახებ ცნობები უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაადასტურეს. "დაღუპულთა შორის უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც არიან. უკვე მრავალი დღეა, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს ვერ უკავშირდებიან, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენზე: ტერმინ გენოციდთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან

"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად."დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან. მინდა, შეძლებისდაგვარად, გავაგრძელო მცდელობა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღდგენისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება", - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 063 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 063 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 აპრილის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 868 689 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 363 334 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.4%.სრულად ვაქცინირებულია 1 259 626 ადამიანი , 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43.8%. „ბუსტერ დოზით“ აცრილია 242 504 მოქალაქე. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 168 (2.35%), სრულად აცრილია - 3 294 მოზარდი, რაც 1.86%-ს შეადგენს, 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 634 ადამიიანი, (15.58%) სრულად აცრილია 11 175 მოზარდი, რაც 13.78% არის. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

თეა ახვლედიანი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისა კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გამართა. უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებს, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით. "სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ, დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო ინტეგრაციის ის უნიკალური მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც არაერთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა ფარგლებშიც მომდევნო წლების განმავლობაში კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები განხორციელდება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

უკრაინის გენერალური შტაბი: რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებსა და ოკუპირებულ ყირიმში 26 აპრილამდე გამოაცხადა ტერორისტული საფრთხის ე.წ. ყვითელი დონე, რაც სავარაუდოდ, უკავშირდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის დამატებითი სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის გადაადგილების ორგანიზებას. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რაც შეეხება ალყაში მოქცეულ მარიუპოლს, უკრაინის გენშტაბის თანახმად, საავიაციო დარტყმებთან ერთად რუსული ძალები განაგრძობენ შეტევას მეტალურგიული კომპლექსის, „აზოვსტალ“-ის და საზღვაო პორტის რაიონებში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი: უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შევთანხმდი, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შევხვდებით

"შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. "გულთბილი საუბარი შედგა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. „განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები. შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“,- ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

არესტოვიჩი: მარიუპოლში უკრაინის 36-ე ბრიგადამ ალყა გაარღვია და აზოვის ბატალიონს შეუერთდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი Facebook-ზე წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მარიუპოლში რუსული ძალების ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ. "მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, გაარღვიეს ალყა და აზოვის პოლკს შეუერთდნენ, რომელმაც პროფესიონალურად უზრუნველყო ეს ღონისძიება. შედეგები? 1. აზოვის ბატალიონმა არსებითი გაძლიერება მიიღო; 2. 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად მიიღო მეორე შანსი; 3. ქალაქის მცველებმა, ახლა უკვე ერთად, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია; საერთო ჯამში, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა. აი რა ხდება, როდესაც ოფიცრები თავს არ კარგავენ და მტკიცედ ინარჩუნებენ ჯარების მართვის სადავეებს. მოდით ჩვენც არ დავკარგოთ. ჯარმა იცის რას აკეთებს", - წერს არესტოვიჩი. 11 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში მებრძოლი საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით, რომ საბოლოო ბრძოლა ექნებათ, რადგან რესურსები იწურება.  შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მარიუპოლის დასაცავად შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც აკეთებს და ქალაქის დამცველებთან კავშირზეა.  მოგვიანებით, მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ თქვა, რომ ინფორმაცია, თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა. 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

საგარეო უწყება: გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

2022 წელს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „პროგრესი, რომელსაც ორმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია, კერძოდ, მტკიცე და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, ორსაუკუნოვან ისტორიულ ფუნდამენტსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გერმანია, როგორც საქართველოს ერთგული მოკავშირე, მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გერმანია აქტიურად ეხმარება საქართველოს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში, როგორც ფინანსურად, ისე ექსპერტული მონაწილეობით. საქართველო გერმანიისთვისაც ერთგული და საიმედო პარტნიორია. ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) ქართველი და გერმანელი სამხედროები მხარდამხარ იდგნენ და ერთად ასრულებდნენ ურთულეს ამოცანებს. დღეს საქართველო მშვიდობაზე, განვითარებასა და ევროპული დემოკრატიის მშენებლობაზე ორიენტირებული ქვეყანაა, რომელიც  დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზას წარმატებით გადის. ეს წარმატება კი, პარტნიორი ქვეყნების, კერძოდ, გერმანიის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. გერმანიის როლი ამ მიმართულებით განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ორ ქვეყანას უამრავი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ასევე მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები აერთიანებს. გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია. გერმანული ინვესტიციით არაერთი  პროექტი განხორციელდა, ისეთ სფეროებში, როგორიცააა ეკონომიკის მდგრადი განვითარება და დემოკრატია, სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება. ქართულ-გერმანული თანამშრომლობის კიდევ ერთი საკვანძო მიმართულებაა განათლება და მეცნიერება.  საქართველოში მრავალი წელია წარმატებით საქმიანობს რეგიონული მნიშვნელობის გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც ყოველწლიურად გასცემენ სტიპენდიებს გამორჩეული სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის. ასევე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია კულტურის სფეროში არსებული ინტენსიური თანამშრომლობა, რაც გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ წლებში ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა გერმანული საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფრანკფურტის წიგნის გამოფენა-ბაზრობამ, რომელმაც 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით უმასპინძლა. გერმანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკაზეც აისახება. საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობამ უკვე მიაღწია ისეთ დონეს, როდესაც, ერთობლივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შეუძლია თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს არსებული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

გერმანია ევროკავშირს რუსული ნავთობის სრული ემბარგოსკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეზღუდვა საჭიროა, რადგან ენერგორესურსები რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს დასრულებას წლის ბოლომდე შეძლებს. ასევე, შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვიდან იმპორტირებული ენერგორესურსების წილი 35%-დან 25%-მდე შეამცირა. ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება. 12 აპრილს ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის 200-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის 200-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ მრავალპროფილური ჰოლდინგის „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელი მუსა ბაჟაევი და რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი ფარჰად ახმედოვი. ამასთან, სანქცირებულთა სიაშია ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და გასულ დღეს დააკავეს უკრაინის სპეცსამსახურებმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში „ლუკოლის“ მთავარი აქციონერი და პუტინის შვილის ნათლია მედვედჩუკი მოხვდა

ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. რუსების სანქცირებულთა სიას კიდევ 206 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა. მათ შორის სანქციები დაუწესდა ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარსა და მისი ქალიშვილის ნათლიას ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს. სანქცირებულთა ახალ სიაშაია „ლუკოილის“ მთავარი აქციონერი ვაგიტ ალეგპეროვი, რომლის ქონებაც 2021 წელს $25 მილიარდად იყო შეფასებული. „უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ახალ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც კავშირშია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მხეცობებში“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. მისი თქმით, სანქციების სამიზნე ყველა ის ადამიანი გახდება, ვინც პუტინის ომს მხარს უჭერს. „ხვალიდან ჩვენ ვაჩერებთ რუსული ფოლადისა და თუჯის  იმპორტს, ასევე კვანტური ტექნოლოგიების ექსპორტს, რომელიც ასე სჭირდება პუტინს. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენი მიზანია პუტინის „ომის მანქანის“ გაჩერება“, -აღნიშნა ტრასმა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს.  დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. 24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ დიდი ბრიტანეთი: რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციები ელის, რაც არასდროს უნახავს

უკრაინული მედია: კიევი იმედგაცრუებულია გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიციით და სიტყვებით მოძმე ერის შესახებ

კიევი იმედგაცრუებულია გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიციით და სიტყვებით მოძმე ერის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია. „რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენზე: ტერმინ გენოციდთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან

დიმიტრი მედვედევი უკრაინის მთავრობას: ყურადღებით იყვნენ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავად არ მოხვდნენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას გამოეხმაურა. „ცალკეული გარეწრები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის მთავრობას უწოდებენ, ამბობენ, რომ სურთ ვიქტორ მედვედჩუკისგან მტკიცებულებების მოპოვება, მისი "სწრაფად და სამართლიანად" გასამართლება და შემდეგ ტყვეებში გაცვლა. ეს ადამიანები გარშემო ყურადღებით უნდა იყურებოდნენ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავად არ მოხვდნენ“,- აცხადებს მედვედევი. 12 აპრილს უკრაინაში პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში კიევში გაჩხრიკეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამად წოდებული უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის სახლი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. დოლარს შეადგენს, ამავე დროს პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმას“ ლიდერია. ის ასევე ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება, და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან  ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. ასევე წაიკითხეთ  პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში დააკავეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში „ლუკოლის“ მთავარი აქციონერი და პუტინის შვილის ნათლია მედვედჩუკი მოხვდა