ძებნის რეზულტატი:

ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც პირველ ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს. მომხსენებლის გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა განპირობებულია სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციის ვადების მოახლოებით. კანონპროექტის განხილვამდე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დედაენის დღე მიულოცა კოლეგებს და საქართველოს მოქალაქეებს. „დღეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის - დედაენის დღე - გილოცავთ ყველას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.

იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე

Europetime-მა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა. ელჩს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, მით უფრო ახლა, როცა საქართველოს გადმოეცა ევროკომისიისგან შეფასების კითხვარი. ასევე, იტალიისთვის რუსული გაზის ალტერნატივების მოძიებაზე, იმ ფონზეც როცა იტალიამ უკვე მოაწერა ალჟირთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ხელი. იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) განხორციელებას იტალიური მხარე ხელს უწყობს.  „რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს. რაც შეეხება რუსული გაზის ალტერნატივის მოძიებისა და ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხს ენრიკო ვალვოს შეფასებით, იტალიის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები დივერსიფიკაციის ნაწილია. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია. ამიტომაც, არამხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ, მთლიაად ევროკავშირს აქვს დიდი სურვილი, იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. როგორც ცნობილია, იტალიის პრემიერმა ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მიმართ პასუხია. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, ამას უკავშირდება. ეს არის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ დავაფინანსოთ რუსული ომის მანქანა და მისი აგრესია უკრაინაში“, - განუცხადა ენრიკო ვალვომ Europetime-ს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა  

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგას იან ლიპავსკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს და იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ პერსპექტივას, რომელიც საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის გაიხსნა გაწევრიანების განაცხადის გაკეთების და შესაბამისი კითხვარების გადმოცემის სახით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მინისტრმა ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ასოცირებული ტრიო და ამ ქვეყნების ინტეგრაციული მისწრაფებების მხარდაჭერა იქნება.მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მათ შორის უკრაინის პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ აღნიშნა ჩეხეთის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და ამ პროცესში ჩეხეთის პრაქტიკული ხასიათის დახმარებაზე. ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას, მინისტრებმა აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიიწვია. ილია დარჩიაშვილი: გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

ბუჩასა და იაგიდნეში ჟურნალისტების ცხედრები იპოვეს

ბუჩასა და იაგიდნეში რუსული ჯარების გასვლის შემდეგ ორი ჟურნალისტის – რომან ნეჟიბორეცისა და ზორესლავ ზამოისკის ცხედრები იპოვეს.  ამის შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს. რომან ნეჟებორეცის ცხედარი ადგილობრივებმა კიევიდან 140 კილომეტრში მდებარე სოფელ იაგიდნეში აღმოაჩინეს, ზორესლავ ზამოისკის კი – ბუჩაში. რუსმა სახედროებმა სოფელი იაგიდნე 5 მარტს დაიკავეს. რომან ნეჟებორეცი იქ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც ქალაქი ჩერნიგოვი 24 თებერვალს დატოვა და თავი სოფელს შეაფარა. კერძო ტელეკომპანია „დიტინეცის“ დირექტორის, ტატიანა ზდორის თქმით, რომან ნეჟებორეცი არხისთვის იაგიდნედან მუშაობდა მანამ, სანამ სოფელს რუსი სამხედროები დაიკავებდნენ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი წერს, რომ ოკუპაციის დღეს რომანი ცდილობდა გადაღებული მასალები გადაერჩინა. ის რუსმა სამხედროებმა სწორედ მაშინ დაიჭირეს, როდესაც დედას დაურეკა და სთხოვდა, მისი კოლეგებისთვის მიეწვდინა ხმა. 6 აპრილს, როდესაც რუსეთის ჯარები გავიდნენ, სოფელში, საერთო სამარხში, უკრაინელმა მოხალისეებმა ჟურნალისტის ხელებშეკრული ცხედარი იპოვეს. მას მუხლები ჰქონდა დაცხრილული. რომანის ოჯახი ფიქრობს, რომ ის 5-9 მარტის დღეებში მოკლეს. ზორესლავ ზამოისკის ცხედარი ბუჩის მცხოვრებლებმა ქუჩაში იპოვეს. ვებსაიტ „გრომადა პრიირპინიას“ დამფუძნებლის, ირინა ფედოროვის ინფორმაციით, ზამოისკი მისი გამოცემისთვის ბუჩადან და ირპენიდან ფრილანსერად მუშაობდა. ჟურნალისტი აქტიურად აშუქებდა ომს ფეისბუკის პერსონალურ გვერდზეც. მისი ბოლო პოსტი 4 მარტით თარიღდება. რუსმა სამხედროებმა ბუჩა 27-31 მარტს დაიკავეს. 12 აპრილს კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის პერიოდის 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს. „ჩვენ შეძრულები ვართ ჟურნალისტების რომან ნეჟიბორიცისა და ზორესლავ ზამოისკის დაღუპვით და მოვუწოდებთ უკრაინას რომ გამოიძიონ მომხდარი“, - ნათქვამია  ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  

უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინის ხელისუფლებამ ტყვეების გაცვლის შედეგად, 30 მოქალაქე დააბრუნა

უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად, 30 მოქალაქე დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა. „პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს შედგა სამხედრო ტყვეების მორიგი, რიგით მეოთხე გაცვლა. გაცვლილია ხუთი ოფიცერი და რიგითი შემადგენლობის 17 სამხედრო. ასევე, გათავისუფლებულია რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ქალი“, – განაცხადა ვერეშუკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა 197 ბავშვი მოკლეს

დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ ვლადიმერ პუტინმა, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე უარი თქვა

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს უარი მსგავს შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის

შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ“, - დაწერა ტრასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება

ცნობილია, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოდან უკრაინაში მიემგზავრება. დელეგაციას პრლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. უკრაინაში, ვიზიტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: მმართველი გუნდიდან - არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია, ოპოზიციიდან კი ლევან იოსელიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და ანა ნაცვლიშვილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ უკრაინაში წასვლაზე უარი თქვეს. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა.  მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია  

გიტანას ნაუსედა: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს პარტნიორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, აკრძალონ რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი და დაუწესონ სანქციები ყველა რუსულ ბანკს. გიტანას ნაუსედამ მოუწოდა მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით. „ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა თავდაცვითი იარაღი. იმედი მაქვს, ამ გზით უკრაინა მიაღწევს გამარჯვებას და მშვიდობას. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.  გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა მოითხოვა რუსული ნავთობისა და გაზის აკრძალვა და სანქციების დაწესება ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ. „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. „მრავალი წლის განმავლობაში ლიეტუვას ჰქონდა გაზის მხოლოდ ერთი წყარო და ეს იყო რუსეთი. ჩვენ მოვახერხეთ აგრესორთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა და მჯერა, რომ დანარჩენი ევროპა ამას შეძლებს. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, უკრაინა ევროკავშირს ეკუთვნის და ლიეტუვა მხარს დაუჭერს ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს ევროკავშირში. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე სამი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში: ჩვენი მიზანია, უკრაინისთვის გადამწყვეტ დროს, პრეზიდენტ ზელენსკის მხარი დავუჭიროთ

როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. მანამდე პენტაგონმა ფოტომასალაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 13 აპრილს კრეისერზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აშშ-ს ახლა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ დაადასტუროს, რამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის ფლოტის კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარი, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ, - თქვა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ MSNBC-თან ინტერვიუში.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 14 აპრილს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა.  არიან თუ არა კრეისერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები, ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ აზუსტებენ. კრეისერის ბორტზე სავარაუდოდ, ეკიპაჟის 680 წევრი იმყოფებოდა. რუსული მედიის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კრეისერის ეკიპაჟი 416 ან 510 ადამიანისგან შედგებოდა. კონკრეტულად რა ადგილზე იმყოფებოდა შავ ზღვაში კრეისერი შემთხვევის დროს, ზუსტად არ არის ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ 10 აპრილს, კრეისერი სევასტოპოლში იდგა. თავდაცვის სამინისტრო და რუსული საინფორმაციო წყაროები კრეისერის ადგილსამყოფელზე ცნობებს არ ავრცელებენ. უკრაინული მედიის ცნობით, კრეისერს ხანძარი „კუნძული ზმეინიდან 20 საზღვაო მილის დაშორებით გაუჩნდა“. ცნობისთვის, კრეისერის ერთ-ერთი ამოცანაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ფლოტის ყველა ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. გემის ბორტზეა შორ მანძილზე მოქმედი S-300 Fort-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ექსპერტების შეფასებით, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა რუსეთის ფლოტის თავდაცვისუნარიანობას უკრაინასთან ომში საჰაერო დარტყმებისას სერიოზულად შეასუსტებს. კრეისერმა მოდერნიზაციის შედეგად, მიიღო ახალი რადარები, რომლებსაც შეუძლია, ეფექტიანად აღმოაჩინონ დაბალი მფრინავი სამიზნეები, როგორიცაა, „ნეპტუნის“ საზენიტო რაკეტა. რუსული მედია წერდა, რომ თუ კრეისერის გადარჩენა შეუძლებელი გახდებოდა, მაშინ ეს იქნებოდა მსოფლიოს ფლოტების ისტორიაში ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგი 1982 წლის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ 1976 წელს უკრაინაში ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაში ააგეს და მისი თავდაპირველი სახელწოდება - „სლავა“ [დიდება] იყო. 7 წლის შემდეგ გემი ფლოტის შემადგენლობაში შეიყვანეს, რომელიც საბჭოთა სარაკეტო კრეისერების პროექტის მთავარი კრეისერი გახდა. კრეისერის მთავარი მიზანი იყო წყლის ზედაპირზე მცურავი გემების შესაბამისი რაკეტებით მოგერიება. 1990-იან წლებში უკრაინასა და რუსეთს შორის შავი ზღვის ფლოტის გაყოფისას „მოსკვა“ რუსეთს ერგო. კიევმა კი, იმავე კლასის დაუსრულებელი კრეისერი „უკრაინა“ მიიღო, რომელიც ამ დრომდე ნიკოლაევის გემთმეშენებელ ქარხანაშია და სავარაუდოდ, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დაცხრილეს. კრეისერ „მოსკვას“ რუსეთის ფლოტის შემადგენლობაში ორჯერ ჩაუტარდა მოდერნიზაცია. ბოლოს, 2022 წელს და მაშინ სამხედროებმა განაცხადეს, რომ კრეისერის ექსპლუატაციის ვადამ 2040 წლამდე გადაიწია. მოდერნიზაციის შემდეგ „მოსკვას“ შეიარაღებას 16 ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები „ვულკანი“ წარმოადგენს. 1989 წელს კრეისერის ეკიპაჟი მალტაზე საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ლიდერების მიხაილ გორბაჩოვის და ჯორჯ ბუშის შეხვედრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. 1999 წელს უკვე „მოსკვას“ სახელწოდებით, კრეისერი შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზაზე - სევასტოპოლში გაგზავნეს. კრეისერს ხშირად სტუმრობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. 2000 და 2001 წლებში, სევასტოპოლში ვიზიტისას პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან ერთად კრეისერზე ავიდა. 2008 წელს, კრეისერმა მონაწილეობა მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტში. 2015-2016 წლებში, „მოსკვა“ საჰაერო თავდაცვას ახორციელებდა სირიაში, ხმეიმში რუსული საჰაერო ბაზის საზღვაო მიმართულებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,  ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. „ზოგიერთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი. საქმე ეხება გადარჩენას“, - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა. „აშშ, დიდი ბრიტანეთი, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ცდილობს, დავეხმაროს და გვეხმარებიან, მაგრამ მაინც, ეს უფრო ადრე და უფრო სწრაფად გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება ენერგომატარებლების სფეროში რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს და აცხადებს, რომ თუკი მისგან ამას მოითხოვენ, უნგრეთი გაზის იმპორტისთვის რუსულ ვალუტას გამოიყენებს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. BBC წერს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება ბერლინის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთ სანქციას, მაგრამ ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს უფრო მკაცრი ქმედებების მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს DW: გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

პენტაგონი: რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ

აშშ-ს ახლა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ დაადასტუროს, რამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის ფლოტის კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარი, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ მოხდა აფეთქება, იმ ფოტოების მიხედვით რომელსაც ვფლობთ. აფეთქება სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გახდა ამის მიზეზი“, - განაცხადა კირბიმ. კირბი ამბობს, რომ ხომალდს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია და ის, სავარაუდოდ, სევასტოპოლში გაჩერდება სარემონტოდ. მისივე თქმით, ხომალდი ოდესიდან სამხრეთით, 96 კმ-ში იყო, რამდენიმე სხვა რუსულ გემთან ერთად. „აფეთქება საკმარისად ძლიერი იყო“, - ამბობს კირბი. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 14 აპრილს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა. „იგეგმება კრეისერის ბუქსირით პორტში გადაყვანა“. არიან თუ არა კრეისერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები, ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ აზუსტებენ. კრეისერის ბორტზე სავარაუდოდ, ეკიპაჟის 680 წევრი იმყოფებოდა. ასევე წაიკითხეთ  რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვაზე“ მომხდარი აფეთქება

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ათობით ათასი გარდაცვლილის გარდა, ბევრი ადამიანი გაუჩინარდა

სამხრეთ საპორტო ქალაქი მარიუპოლი უკვე განადგურებულია რუსული არტილერიის მხრიდან რამდენიმე კვირიანი დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ათობით ათასი გარდაცვლილის გარდა, ბევრი ადამიანი გაუჩინარდა. მათ საბუთები შეუცვალეს, რუსული პასპორტები მისცეს და რუსეთში შეიყვანეს - ზოგი ბანაკებში, ზოგი სხვა ქალაქებში. არავინ იცის, რა ემართება ამ ხალხს. არავინ იცის, რამდენი დაიღუპა“. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 1 932 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 589 - დაიჭრა. ორგანიზაციაში განმარტავს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. ცნობისათვის, 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ასევე წაიკითხე: მარიუპოლის მერის მოადგილე რუსეთის მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ადასტურებს

უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ Twitterზე უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა დაწერა.  გადაწვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ ხმა მისცა 365-მა დეპუტატმა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ექსპერტებმა უკრაინაში 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე განვითარებულ მოვლენებზე 108 გვერდიანი ანგარიში მოამზადეს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს.  12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის. პუტინის მტკიცებით, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასურველია სკოლაში არჩევით საგნად სვანურისა და მეგრულის სწავლება დაიწყოს. პრეზიდენტის თქმით, ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში განაგრძობს.  „რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ განზრახვის წინააღმდეგ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

ოპოზიციამ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“. „უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი წვლილისთვის ევროკავშირის მიერ გასულ თვეში ჩვენი ქვეყნის სახელით შეტანილი ევროკავშირში გაწევრინებაზე განაცხადის პასუხად, შესაბამისი კითხვარის სწრაფ მიწოდებაში. უაღრესად დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება. ამის გათვალისწინებით და ასევე, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვთხოვეთ, მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე, მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ”, - ნათქვამია წერილში. წერილს ხელს აწერენ  არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი; თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“; ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“; ხატია დეკანოიძე დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი; ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტია“. ამავე თემაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

პრეზიდენტი: უკრაინა უსასტიკეს პირობებში იბრძვის სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის, ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ, ამ დღეს ვუძღვნით მათ

45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, რომ ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და გაძლიერება და რითაც დღემდე მოვიდა. „შეიძლება, ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არ დათმობა, რომელმაც შვა ეროვნული მოძრაობა, უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს – 1917 წლის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 წლის და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ამ გამარჯვებებზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო. 221 წელი კი ეცადა რუსეთი საქართველოსთვის წაერთვა სახელმწიფოც ენაც და დამოუკიდებლობაც, თუმცა მიუხედავად რუსიფიკაციასთან უთანასწორო ბრძოლისა, საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობასთან ერთად გადაერჩინა თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, შეენარჩუნებინა სამი ქართული ანბანი და ამავე დროს მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.ამ განზრახვის წინააღმდეგ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად.საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა. ასევე წაიკითხეთ საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის

კულებამ და ბლინკენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომ პაკეტსა და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე იმსჯელეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტი და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კულებამ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.  შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.  

Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ

ევროკავშირის სანქციებიდან თავდაცვის მიზნით, მსხვილი გლობალური მოვაჭრეები, გეგმავენ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებისგან ნავთობისა და საწვავის შესყიდვა 15 მაისიდან შეაჩერონ. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს წყაროების ცნობით, სავაჭრო კომპანიები წყვეტენ შესყიდვებს რუსული Rosneft-ისგან. ევროკავშირის სანქციების ფორმულირება გამორიცხავს სანქციებს ნავთობის შესყიდვებზე Rosneft-ისგან ან Gazprom Neft-ისგან, რომლებიც მიჩნეულია “მკაცრად აუცილებლად” ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი ამცირებენ შესყიდვებს, რათა უზრუნველყონ შესაბამისობა 15 მაისამდე, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირის შეზღუდვები. რუსეთის სახელმწიფო კომპანია Transneft-ის სანქციებში ჩართვა, რომელსაც საკვანძო პორტები და მილსადენები ეკუთვნის, სამომავლოდ გაყიდვებს კიდევ უფრო გაართულებს. Trafigura, რომელიც რუსული ნავთობის მსხვილი შემსყიდველია, აცხადებს, რომ არ არღვევს სანქციებით დაწესებულ შეზღუდვებს და აქვს მოლოდინი, რომ 15 მაისიდან ვაჭრობა კიდევ უფრო შემცირდება. კიდევ ერთი მსხვილი შემსყიდველი Vitol ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა  მანამდე განაცხადა, რომ „რუსული ნავთობით ვაჭრობის მაჩვენებელი მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა და 2022 წლისთვის ამ ნედლეულით ვაჭრობას შეაჩერებს. საგულისხმოა, რომ ევროკავშირს რუსული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვა არ დაუწესებია, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, დიდწილადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და ალტერნატივისთვის ინფრასტრუქტურა არ აქვს. ევროპაში ნავთობგადამამუშავებლებს, სულ უფრო ნაკლებად სურთ რუსული ნედლეულის გადამუშავება, რამაც უკვე დააზიანა რუსული ექსპორტი, თუმცა ინდოეთისა და თურქეთის მიერ განხორციელებული შესყიდვებით ამ დანაკლისის კომპენსირება ხდება. რუსული ნავთობის ყიდვას განაგრძობს ჩინეთიც. გადაზიდვების გეგმის მიხედვით,  Rosneft-ისა და Gazprom Neft-ის ბრუნვამ აპრილში 29 მილიონი ბარელი შეადგინა, თითქმის 1 მილიონი ბარელი 24 საათში, რაც  აპრილში რუსეთის დასავლეთის პორტებიდან Urals მარკის ნავთობის მთლიანი ექსპორტის 40% -ია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის მიწოდება მაისიდან შესაძლოა დღეში 3 მილიონი ბარელით შემცირდეს. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.    BBC წერს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება ბერლინის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთ სანქციას, მაგრამ ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს უფრო მკაცრი ქმედებების მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს DW: გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

ავსტრიის კანცლერი: ვლადიმერ პუტინმა განმიმარტა, რომ გაზის საფასურის ევროში გადახდა შესაძლებელია

ავსტრიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უთხრა, რომ გაზის საფასურის ევროში გადახდის გაგრძელება შესაძლებელია. კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ავსტრია, უნგრეთი და ბულგარეთი, დიდად არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე და გაზის არმიწოდება ავსტრიაში მრეწველობას, ასევე, ოჯახებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. „მან [პუტინმა] ამიხსნა, რომ გადახდები შეიძლება, გაგრძელდეს ევროში“, - ციტირებს ნეჰამერს ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA. ნეჰამერი 9 აპრილს ეწვია უკრაინის დედაქალაქს, იმავე დღეს კი რუსეთში, პუტინს შეხვდა. ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისა და სტამბოლში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოსაზრებებს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან  უახლოეს მომავალში გაცვლის. რუსეთში ვიზიტის კრიტიკის საპასუხოდ კანცლერმა განაცხადა, რომ პირადად შეხვედრა სატელეფონო ზარებზე უფრო ეფექტიანია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ DW: გერმანია აცხადება, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა