ძებნის რეზულტატი:

The Washington Post-ი: პენტაგონი განიხილავს უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ სამხედრო პაკეტში მი-17 ვერტმფრენების შეტანას

პენტაგონი განიხილავს უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ სამხედრო პაკეტში მი-17 ვერტმფრენებისა და მაღალი გამავლობის მანქანა Humvee-ების შეტანას. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. გაზეთის წყაროების თანახმად, ახალი პაკეტი შესაძლოა 750 მილიონი დოლარით შეფასდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რა სახის შეიარაღებას მოიცავს ის. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

რუსლან სტეფანჩუკი: მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა

უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზაობა, ეწვიოს უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნით შეხების წერტილებს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს“, - წერს სტეფანჩუკი. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შეხვდება.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასეევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

ვლადიმერ პუტინი: ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ, დაუწესონ ანტირუსული შეზღუდვები რუსეთს, დასავლეთი უპრეცედენტო კრიზისამდე მიიყვანა

"ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ, დაუწესონ ანტირუსული შეზღუდვები რუსეთს, დასავლეთი უპრეცედენტო კრიზისამდე მიიყვანა", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. "რიგი დასავლური ქვეყნების უარმა ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსეთის ენერგორესურსების კუთხით - ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელს, გამოიწვია რეალური ენერგეტიკული კრიზისი და აისახა, სხვათა შორის, შეერთებულ შტატებზეც. ფასები ყველგან იზრდება და ინფლაცია უბრალოდ მაღალ ნიშნულზე ადის – ამ ქვეყნებისთვის ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

BBC: კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს

კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ BBC ავრცელებს. BBC ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის, მას არავითარი შეხება რა აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეა“. ამასთან, როგორც პესკოვი აღნიშნავს, მათ არ იციან, სურს თუ არა თავად მედვედჩუკს ასეთი გაცვლა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს. უკრაინელ ტყვეებში მისი გაცვლის ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

კულება: ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდულაჰიანმა უკრაინის საგაეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განუცხადა, რომ ირანი რუსეთის ომს უკრაინაში არ ემხრობა. ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, ირანელი კონტრაბანდისტების დახმარებით რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შესახებ. „ირანი ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინასთან, მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას. მადლობელი ვარ საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულაჰიანის, რომ უარყო ბრალდებები რუსეთისთვის ირანული კომპანიების დახმარებით იარაღის მიწოდების შესახებ, ასევე სამედიცინო ჯგუფის უკრაინაში გაგზავნისთვის", - ამის შესახებ დიმიტრი კულებამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა რუსეთს კონტრაბანდისტების დახმარებით იარაღი მიაწოდა.  ირანმა რუსეთს გადასცა ირანული წარმოების Bavar 373 საზენიტო სარაკეტო სისტემა და ასევე დაუბრუნა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა ЗРК С-300, რომელიც თეირანმა მანამდე მოსკოვისგან იყიდა, თქვა გაზეთის წყარომ, რომელიც დაეხმარა მხარეებს გადაზიდვის ორგანიზებაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების აკრძალვას, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი კონტრაბანდის, [მათ შორის სამხედრო დანიშნულების საქონლის] გადასატანად, რომელიც სანქცირებას ექვემდებარება საქართველოს იყენებს. უწყების ცნობით, საქართველოს სპეცსამსახურებმა გასცეს განკარგულება, რომ ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს. მარტში, რუსეთის ხელისუფლებამ ჩინეთს სამხედრო ტექნიკის მიწოდება სთხოვა, უკრაინაში სამხედრო შეჭრის მხარდასაჭერად, ინფორმაცია უცხოურ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა. თეთრმა სახლმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელები გააფრთხილა, იმ შედეგების შესახებ რაც რუსეთისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში დადგებოდა. ჩინეთმა უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო დახმარება სთხოვა. პეკინმა ვაშინგტონი „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.  22 მარტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ The Guardian: რუსეთმა იარაღი ირანის კონტრაბანდული ქსელის მეშვეობით ერაყიდან მიიღო

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას კვირებში მიიღებს და არა თვეებში, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რამე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. „ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ასევე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა ნატო-სთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. განსხვავება პარტნიორობასა და წევრობას შორის ძალიან ნათელია და ასე დარჩება. არ არსებობს სხვა გზა, რომ გქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, გარდა NATO-ს შეკავებისა და საერთო თავდაცვის პირობებში, რაც გარანტირებულია NATO-ს მე-5 მუხლით. ეს არის დებატები, რომელიც უნდა გაიმართოს პარლამენტში. დასკვნა ახლა პარლამენტს გადაეცემა, რომელიც დამუშავებას სწორედ აღდგომის შესვენების შემდეგ დაიწყებს“, – თქვა სანა მარინმა.

კვიპროსმა ოთხ რუს ოლიგარქსა და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობა ჩამოართვა

კვიპროსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოთხ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობა ჩამოართვა. პასპორტებს კვიპროსის 21 მოქალაქეს ჩამოართმევენ. კვიპროსზე რუსებისთვის „ოქროს პასპორტების“ ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირმა სანქციები დააწესა. სანქციები ამ მოქალაქეებზეც გავრცელდა. მედიის ცნობით, კვიპროსის მოქალაქეობა მიხაილ გუცერიევს, ალექსანდრე პონამარენკოს, ვადიმ მოსკოვიჩს და ალექსეი კუზმიჩევსა და მათი ოჯახის წევრებს ჩამოერთვათ. ეს ოლიგარქები ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. მათ კვიპროსის  მოქალაქეობა 2013-2019 წლებში მიიღეს. კვიპროსის მოქალაქეებს „ოქროს პასპორტის“ ფარგლებში ქვეყანაში 2,5 მილიონი ევროს ინვესტირება უნდა მოეხდინათ. ამის შედეგად, ისინი ევროკავშირში თავისუფალი მოგზაურობის უფლებას მოიპოვებდნენ. კვიპროსი მდიდარი რუსებისთვის ერთ-ერთი სასურველი ადგილია. იქ შესაძლებელია დასვენება და ამავდროულად, ფინანსურ ცენტრსაც წარმოადგენს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

კუნძულმა ჯერსიმ რომან აბრამოვის $7 მილიარდის აქტივები გაუყინა

რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს კუნძულმა ჯერსიმ $7 მილიონის აქტივები გაუყინა. აქტივების გაყინვის ბრძანება ჯერსის სამეფო სასამართლომ გასცა, ამავდროულად პოლიციამ გაჩხრიკა ის შენობა, რომელიც შესაძლოა ოლიგარქთან ყოფილიყო კავშირში. მედიის ცნობით, $7 მილიარდი აბრამოვიჩის ქონების ნახევარია. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რუსი ოლიგარქი $13,9 მილიარდით 131-ე ადგილზეა. კუნძულ ჯერსის ბრიტანეთის სამეფო მართავს და მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის მიმზიდველია და „საგადასახადო სამოთხედ“ მიიჩნევა. დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესა. მისი აქტივები ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინულია, ასევე აეკრძალა გარიგებები ბრიტანეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე შეეზღუდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ. ამ დროისთვის მხარეების შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ  პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები დღეს კიევში ჩადიან

იტალიამ შესაძლოა, რუსული ენერგომატარებლების ემბარგოს მხარი არ დაუჭიროს

„როგორი იქნება ენერგიის ფასი?- ყველაზე მეტად ამ მომენტში ეს გვაღელვებს“, მაგრამ „იტალია არ აპირებს, დაადოს ვეტო სანქციებს, რომლებიც ეხება ენერგიას“, - ამის შესახებ CNN-ს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განუცხადა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რა შემთხვევაში არ დაადებს რუსული ენერგომატარებლების ემბარგოს ვეტოს. „მაგალითად, არიან საწარმოები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ს ან უფრო მეტს იხდიან. ამ მომენტში ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სპეკულაცია, ენერგიაზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით“, - აღნიშნა დი მაიომ CNN-თან. იტალია ამ მოსაზრების გაჟღერებას ევროკომისიის წინაშე აპირებს. „ჩვენ ამის მიღწევა [სპეკულაციური ფასის გამორიცხვა] ევროპული ენერგობირჟის მეშვეობით გვსურს. ამით უკიდურეს შემთხვევაში ოჯახებისთვის სტაბილური ფასების შენერჩუნებას შევძლებთ“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დი მაიომ ამ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ალჟირში იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტისას ენერგომატარებლების იმპორტის ზრდაზე პირველადი ხელშეკრულება გაფორმდა. 4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იტალია ცდილობს, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის მიუხედავად, რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

პაპუაშვილის განცხადებით, მან ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნება. „უკრაინაში ვიზიტი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, სადაც თანაფარდობა უფრო სხვაა, ოპოზიციას შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა - სამ უმრავლესობის მხრიდან, სამი - ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შეთავაზებას ჯერჯერობით არ იზიარებენ“,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „უკვე გვაქვს შეთანხმება უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებშიც, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხოლმე. სწორედ ამ შემთხვევაშიც, შევთავაზე ოპოზიციას, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს სურს. დელეგაციასთან დაკავშირებით, შეთავაზება გვქონდა რომ ისევე, როგორც სხვა დროს ხდება, წარმოდგენილნი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდანაც წარმოდგენილები. სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი-ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მთავარია, რომ ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდაპოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, ჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ იქ მივემგზავრებით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან თუ მრავალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ ამ ვიზიტის მიზანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შეხვდება.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასეევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

ეუთო: რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ექსპერტებმა უკრაინაში 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე განვითარებულ მოვლენებზე 108 გვერდიანი ანგარიში მოამზადეს.  სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს.  ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ რუს სამხედროებს მარიუპოლში სამშობიარო სახლისა და დრამატული თეატრის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ორივე შემთხვევაში, ეუთოს წარმომადგენლების შეფასებით, მომხდარზე პასუხისმგებელმა პირებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მარიუპოლში თეატრის დაბომბვისას 300 ადამიანი დაიღუპა. ეს ფაქტი ეუთოს ექსპერტებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის „უხეშ დარღვევდ“ შეაფასეს.  ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ „მიზანმიმართული მკვლელობა“ და „ძალადობა, სამოქალაქო პირების გაუჩინარება ან გატაცება“, [მათ შორის ჟურნალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების], რაც რუსეთის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ალბათ უნდა მიენიჭოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია. „ანგარიშში ასევე დასაბუთებულია უკრაინაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. აქ ჩართულია მტკიცებულებები სამოქალაქო პირებზე თავდასხმისას. კერძოდ , წარმოდგენილია მტკიცებულებები გაუპატიურების, სიკვდილით დასჯის, ძარცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთში დეპორტაციის ფაქტებზე“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ს ელჩმა მაიკლ კარპენტერმა. ანგარიშში ასევე შესულია მონაცემები ბუჩაში და კიევის ოლქის სოფლებში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების ფაქტებზე, რომელთა შესახებაც აპრილის დასაწყისში გახდა ცნობილი. მარტის ბოლოს ეუთომ ვერ შეძლო უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლება რუსეთის პოზიციის გამო. ეუთოს მისია დონბასში კონფლიქტის ზონაში 2014 წლიდან მუშაობს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ICC-ის პროკურორი: მთელი უკრაინა დანაშაულის ადგილია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა კარიმ ხანმა ქალაქ ბუჩის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია, შესაძლოა დანაშაულების ჩადენის ადგილად მივიჩნიოთ. „ჩვენ აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ აქ ჩადენილია დანაშაულები, რომლებიც შესაძლოა, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოექცეს. ჩვენ უნდა გავფანტოთ ომის ნისლი, რათა ჭეშმარიტებამდე მივიდეთ. ამას კი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება სჭირდება", - განუცხადა მან ჟურნალისტებს. კარიმ ხანის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტების ჯგუფი ბუჩაში მუშაობას უკვე შეუდგა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

სამი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში: ჩვენი მიზანია, უკრაინისთვის გადამწყვეტ დროს, პრეზიდენტ ზელენსკის მხარი დავუჭიროთ

ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთან კიევში პრესკონფერენცია გამართეს.  მანამდე პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად იმყოფებოდნენ კიევის ოლქში მდებარე ბოროდიანკაში, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების შედეგად განსაკუთრებულად დაზარალდა. „ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დამცველებს ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს", - იუწყება პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია. უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის ორგანიზატორი პოლონეთია, რომელმაც უკრაინასთან ერთად უზრუნველყო მისი ლოგისტიკა და უსაფრთხოება. პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, უკრაინაში 13 აპრილს ჩავიდნენ.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ      

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) გახსნის ცერემონია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. პროექტი - „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTIM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ევროკავშირმა დააფინანსა. პროექტის მიზანია სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურისა და სერვისების შემდგომი გაძლიერება ევროპული/საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. პროექტის მნიშვნელობასა და ბენეფიტებზე Europetime-თან ისაუბრეს მონაწილე მხარეებმა. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მარიამ გაბუნია აცხადებს, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება პრიორიტეტია. ამ მიმართულებით კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას. „ამ მიმართულებით უკვე დიდი ინვესტიცია ჩაიდო. ევროკავშირის დაფინანსებით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტომ ორი „ტვინინგის“ პროექტი უკვე წარმატებით განახორციელა. ეს არის მესამე პროექტი, რომელიც ასევე ემსახურება ამ სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით და გარდა ამისა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. აქედან გამომდინარე, ხსენებული პროექტის განხორციელებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი იტალიელი და ესპანელი პარტნიორების დახმარებით, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულნი, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, უფრო გაძლიერებული შესაძლებლობებით, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ორი დღის წინ კი, კითხვარი მივიღეთ და სწორედ ახლა ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, მათ შორის პრიორიტეტია ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც ევროკომისიისთვისაც პრიორიტეტია. თავის დროზე, ვიდრე მოლაპარაკებას დავიწყებდით DCFTA-ზე (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) ევროკავშირმა ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება გამოყო და ერთ-ერთი სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. შესაბამისად, მათთვისაც და ჩვენთვისაც ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის დახმარებით, კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგმება“, - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.  ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაციის (UNE) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ვიტო ფერნიკოლა Europetime-თან საუბარში ამბობს, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსთვის, ასევე, იტალია-ესპანეთის კონსორციუმებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროექტს. „ჩვენ ვიწვევთ სხვა ექსპერტებს და ვთავაზობთ ძალიან მოქნილ გზას ჩვენს კოლეგებს. ვგეგმავთ რამდენიმე აქტივობას, დავეხმაროთ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემცირდეს ტექნიკური ბარიერები ვაჭრობის კუთხით, რაც ერთ-ერთი ისტრუმენტია ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემის კუთხით, რომელიც ახლახან ვიხილეთ. ამრიგად, პროექტი ტექნიკური მხარეა, მაგრამ გლობალურად, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ გავლენას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვიტო ფერნიკოლამ.  თავის მხრივ, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს იმ თვალსაზრისით, რომ ის გავლენას ახდენს ხარისხის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე: „ამის ნაწილია მეტროლოგია. ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტის განხორციელებაში, მათ შორის იტალიიდან, ასევე - ესპანეთიდან, შესაბამისი გამოცდილება აქვთ და მიზანიც სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება და ბენეფიტებით სარგებლობაა. რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს. ინფორმაციისთვის, პროექტის იმპლემენტაციის პროცესი 2022 წლის პირველ თებერვალს დაიწყო. მისი მთავარი ბენეფიციარები არიან საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTIM) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო. პროექტს ახორციელებენ კონსორციუმის პარტნიორები ევროკავშირიდან: ACCREDIA - იტალიის ეროვნული ეროვნული აკრედიტაციის ორგანო; INRIM - იტალიის მეტროლოგიური ეროვნული ინსტიტუტი; UNI - იტალიის სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო; CEM - ესპანეთის მეტეოროლოგიური ცენტრი; FIIAPP - საერთაშორისო და პარა-იბერო-ამერიკული ფონდი ადმინისტრაციისა და საჯარო პოლიტიკისთვის F.S.P.; UNE - ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაცია. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 1 400 000 ევროს შეადგენს.

ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. "უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც ჩვენ გადავეცით. ვინაიდან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, აშშ უკრაინას თავდაცვის იარაღს მიაწვდის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. უახლესი პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმავე ტიპის აღჭურვილობას, რასაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 აპრილს განაცხადა. 30 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება.  2 აპრილს პენტაგონმა კონგრესს განუცახდა, რომ უკრაინისას დამატებით $300 მილიონის სამხედრო აღჭურვიობას გადასცემს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  ასევე წაიკითხეთ  აშშ უკრაინას Switchblade-ის დრონებს გადასცემს

იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის

მსხვილმა იტალიურმა ნავთობკომპანია Eni-მ ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვების კვოტის გაზრდისა და ევროპაში მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ Reuters ენერგოკომპანიაზე დაყრდნობით წერს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იტალია ცდილობს, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის მიუხედავად, რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.  ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „რამდენადაც რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთზე იერიშისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორია და მოსახლეობა“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელიმ. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და ესტონეთი იქნებიან პირველები უკრაინის მომავალი ისტორიის გვერდზე

დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და ესტონეთი იქნებიან პირველები უკრაინის მომავალი ისტორიის ყველა გვერდზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თვალით ნახონ, რა მოხდა ამ პატარა ქალაქებში, რომლებიც გადაწვეს და აწამეს. ეს არის ის, რაზედაც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ეს ეხება არა ომს, არამედ რაღაც საშინელებას, ტრაგედიას, აუხსნელ მოვლენას,“- აღნიშნა ზელენსკიმ. პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, უკრაინაში 13 აპრილს ჩავიდნენ.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: სამი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში: ჩვენი მიზანია, უკრაინისთვის გადამწყვეტ დროს, პრეზიდენტ ზელენსკის მხარი დავუჭიროთ პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ