ძებნის რეზულტატი:

CNN: აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დისკუსია გამართეს, ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრის უკრაინაში გაგზავნის შესახებ

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შიდა წინასწარი დისკუსია გამართეს ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრის უკრაინაში გაგზავნის შესახებ, - ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანია იუწყება, რომ რამდენადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კიევში უახლოეს მომავალში ვიზიტი ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, ოფიციალური პირები განიხილავდნენ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის უკრაინაში გაგზავნა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კიევს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ეწვია.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და ესტონეთი იქნებიან პირველები უკრაინის მომავალი ისტორიის გვერდზე

რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა

რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის 105 სენატორიდან ე.წ. შავ სიაში 87 სენატორი შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 885 PCR ტესტით. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 472. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.03%, ბოლო 14 დღის - 1.63% ხოლო 7 დღის - 1.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 648 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 842. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 783 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 6, იმერეთი - 26, ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი - 9, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 821 საიდანაც, 359 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 83 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 53, აჭარაში - 11, იმერეთში - 8. 2 462 ადამიანი სახლში მკურნალობს.

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, შეიარაღებულმა პირებმა 154 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა 154 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ Al Jazeera წერს. შეიარაღებული პირები, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებიან, ესვრიან სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებას. ამასთან, ადგილობრივი მთავრობის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებელნი არიან შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები და ბოკო ჰარამის მებრძოლები.  

ესპანეთის ქალაქს უკრაინა დაარქვეს

ამ კვირის განმავლობაში, როცა ესპანეთში აღდგომის წინა ვნების კვირაა, უკრაინა ერქმევა სევილიის მხარეში მდებარე პატარა ქალაქს, ფუენტეს-დე-ანდალუსიას. უკრაინის საელჩო ესპანეთში სოციაკურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო. საელჩოს ცნობითვე, ქალაქის მცხოვრებთა ინიციატივით, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ზოგიერთ ქუჩას დროებით უწოდეს კიევის მარიუპოლის, ხარკოვის, ხერსონის და ოდესის სახელები. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ანტონიო გუტერეში: ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა

უკრაინაში ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, სიღარიბისა და შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სოციალურ ქსელში დაწერა. „უკრაინაში ომმა შეიძლება, კაცობრიობის მეხუთედზე მეტი ჩააგდოს ისეთი მასშტაბების სიღარიბესა და შიმშილში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა“, – დაწერა გუტერეშმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი

რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან NATO-ს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ალიანსი მზად არის, მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“- უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების პირობებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან NATO-ს“ – თქვა მედვედევმა. ასევე წაიკითხეთ: ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომზე: ეს გენოციდია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. „ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია და მსგავსი არაფერი გვინახავს აქამდე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მზარდი ინფლაციის შესახებ გამოსვლისას, 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის. პუტინის მტკიცებით, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს

პრორუს პოლიტიკოსს, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს და მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს უკრაინაში ბინები, ავტომანქანები და მიწის ნაკვეთები, სულ 154 ობიექტი დაუყადაღეს. უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ცნობით, ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაყადაღებულია 26 ავტომობილი, 23 სახლი, 32 ბინა, მიწის 30 ნაკვეთი და სხვა ქონება. ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, მედვედჩუკის სახლი კიევში გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია

რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია. კალინინგრადი მრავალი წელია რაც ძალიან მილიტარიზებული ზონაა და ის ბალტიის რეგიონშია. მჯერა, რომ ამ ქვეყნების NATO-ს წევრებად ყოფნა, მართლაც, მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც ალიანსს, ასევე ამ ქვეყნებს და ჩვენს უსაფრთხოებას“, - განუცხადა შიმონიტემ ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

კელი დეგნანი: ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ

დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ 30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. „1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხი საკუთარი ენის, კულტურისა და ღირებულებების დასაცავად საბჭოთა ოკუპანტებს წინ აღუდგა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმებით დაიმუქრა, ათობით ათასი ქართველი საპროტესტო სვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრში, პარკისკენ გაემართა. ეს პარკი დღეს „დედა ენის” სახელს ატარებს, როგორც სიმბოლო სიმამაცისა, ქართული ენის უძლეველობისა და ქართველი ხალხის ურყევი დამოუკიდებლობისა. 1978 წლის დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ამას მალევე მოჰყვა აქციები სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 1991 წელს ამ უწყვეტმა იმპულსმა საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ბევრ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. 30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა, შეწინააღმდეგებოდნენ აგრესიას და თავგანწირვით ებრძოლათ საკუთარი კულტურისა და ღირებულებების დასაცავად. ჩვენ კვლავ ვხედავთ მოსკოვის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას,​ ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად“.  

ილია დარჩიაშვილი: გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მის წვლილს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენით, პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მჯერა, სიმბოლურია, რომ სტრასბურგის, ბრიუსელისა და ლუქსემბურგის შემდეგ ჩამოვედი ჩეხეთში მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყანა ემზადება ივნისში ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ პროცესში, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ ჩვენი განაცხადის წარდგენით. თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საბჭომ სწრაფად გადასცა სამი ასოცირებული ქვეყნის განაცხადი ევროკომისიას შეფასების მოსამზადებლად, რის შემდეგაც ევროკომისიამ უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოამზადა და გადმოგვცა კითხვარები, არის ჩვენი არჩევანისადმი ძლიერი მხარდაჭერის ნიშანი. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა არის რთული და გრძელი. ამავე დროს, ჩვენი სიმტკიცე ძლიერია და ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ეს გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო: გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას გარკვეული დასახელების მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა

"ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები, აუცილებლობის შემთხვევაში, ურეცეპტოდ გაიცემა", - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინი, ფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლი, ნიფედიპინი, ამიოკორდინი, ატროპინი, დიფენჰიდრამინი, გლიბენქლამიდი, მეტფორმინი, მეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეც არის შესაძლებელი. აღნიშნული გამონაკლისი, მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც პირველი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება. რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ ამ ბმულზე.

უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, რუსეთთან 14 აპრილისთვის 9 ჰუმანიტარული დერეფანია შეთანხმებული

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, Telegram-ის არხზე განაცხადა, რომ 14 აპრილისთვის რუსეთთან სხვადასხვა ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ცხრა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული. იმ ქალაქებს შორს, სადაც ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას, არის ალყაშემორტყმული მარიუპოლი. 14 აპრილისთვის დაგეგმილია ასევე ბერდიანსკიდან, ტოკმაკასა და ენერგოდარიდან, ასევე ლუგანსკის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე სხვა ქალაქებიდან ხალხის გაყვანა. „ეს მოხერხდება, თუ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს ამ არეალებში“,- აღნიშნა ვერეშჩუკმა Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებაში. 12 აპრილს მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ „ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა".  1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის ვიცე-პრემიერი: შეთანხმებულია ორი ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან და რუბეჟნოედან მოსახლეობის ევაკუაციისთვის

მევლუთ ჩავუშოღლუ: თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს

"თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს", - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით ეს არარეალურია. ხშირად გვეკითხებიან, დავხურავთ თუ არა ცას - ჩვენ შუამავლის პოზიცია ავირჩიეთ, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციაზეა გათვლილი“, - აცხადებს ჩავუშოღლუ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ანტონიო გუტერეში: ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა

ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდზე: ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს შეფასებას ელოდება. როგორც კობახიძე აცხადებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პოლიტიკური შეფასებების გაკეთება. „გახსოვთ, იყო მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა 197 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა 197 ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „197 ბავშვია მოკლული, ხოლო 350-ზე მეტი კი - დაშავდა. აღნიშნული რიცხვები არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან აღრიცხვის სამუშაოები აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში მიმდინარეობს“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ანტონიო გუტერეში: ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა

ავსტრიის კანცლერი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ფანჯარა ჯერ ისევ რჩება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ფანჯარა ჯერ ისევ რჩება. „ორივე მხარე სამხედრო ვითარების შესაბამისად აზროვნებს, თუმცა ორივემ იცის, რომ რაღაც მომენტში ეს უნდა დასრულდეს“, - ეს განცხადება ავსტრიის კანცლერმა მედიასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ გააკეთა. ამასთან ავსტრიის კანცლერი შიშობს, რომ დონბასში საომარი ვითარება გამწვავდება: „ორივე მხარე ემზადება დაძაბული და ადამიანური თვალსაზრისით გამანადგურებელი ბრძოლისთვის“. თუმცა, კარლ ნეჰამერი მიიჩნევს, რომ „მოლაპარაკებისთვის ყველა კარი არაა დახურული“. კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ახლა მთავარი საკითხია „შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება ისე, რომ ორივე მხარემ სახე შეინარჩუნოს“. მისი თქმით, ევროკავშირის ბოლო სანქციები „რუსეთის საომარ ძალას ასუსტებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ეს პუტინს არ წაახალისებს, რომ ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს“.  9 აპრილს ავსტრიის კანცლერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 11 აპრილს კი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა. კარლ ნეჰამერი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიდან პირველია, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეხვდა. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „პირდაპირი, ღია და მძიმე“ საუბარი შედგა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე: ეს იყო არამეგობრული ვიზიტი

ვოლოდიმირ ზელენსკი: სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს

სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია, როგორ იბრძვიან უკრაინელები რუსი სამხედროების წინააღმდეგ. „სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს, ფასეულობებმა ომზე უნდა გაიმარჯვოს, ევროპამ ეს ომი უნდა მოიგოს და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა 197 ბავშვი მოკლეს ანტონიო გუტერეში: ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა  

ვოლოდიმირ ზელენსკი: გერმანიას უკრაინისთვის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე ოფიციალურად არ მოუმართავს

კიევმა უარყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ვიზიტზე უარი განუცხადა. ზელენსკის თქმით, გერმანიას უკრაინისთვის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე ოფიციალურად არ მოუმართავს. „კიევში ვიზიტზე მომართვა არ ყოფილა არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის და არც მისი ოფისის მხრიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა სერგეი ლეშჩენკომ CNN-თან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტზე გერმანიის პრეზიდენტს უარი განუცხადა. ეს ინფორმაცია გერმანულ გამოცემა Bild-ში გამოქვეყნდა. 12 აპრილს შტაინმაიერმა განაცხადა, რომ კიევში, პოლონელ კოლეგასთან, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად ჩასვლას გეგმავდა, რათა „უკრაინისთვის ევროპული სოლიდარობის მძლავრი სიგნალი გაეგზავნა, თუმცა ეს არ ისურვეს კიევში“. მანამდე გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ კიევში შტაინმაიერის ვიზიტის გაუქმების მიზეზი გერმანიის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობა და პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მხარდაჭერა გახდა. 11 აპრილს პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვერ შეძლებს, ვიდრე მის სათავეში ვლადიმერ პუტინია.  ამასთან შტაინმაიერმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დოკუმენტურად დასაბუთება განხორციელდეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრაზე უარი თქვა