ძებნის რეზულტატი:
ალექსანდრ ვუჩიჩი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სერბეთს ძვირად დაუჯდება
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძვირად დაუჯდება სერბეთს, განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა TV Pink-თან ინტერვიუში. „რუსეთი მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას 2001 წლიდან... მე მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ რუსულ გაზს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად", - განაცხადა ვუჩიჩმა. სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად რუსულ გაზსა და ნავთობზეა დამოკიდებული, კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთის ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადების გამო და უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „ეს ომი ასევე ეხება სერბეთს. ვალდებულები ვართ, ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და პატივი ვცეთ პრინციპებს", - განაცხადა ვუჩიჩმა. უფრო ადრე, სერბეთის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელს ალექსანდრე ბოკან-ხარჩენკოს შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი, თავის ევროპულ გზაზე, გააგრძელებს „ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორობის შენარჩუნებას რუსეთთან და ჩინეთთან“. შეხვედრაზე განიხილეს სერბეთ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხი, მათ შორის ენერგეტიკის სფერო, იმის მოლოდინით, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყება გაზის მიწოდების რაოდენობაზე, ფასებსა და სხვა პირობებზე. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა
მედია: მოსკოვში „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ცოლ-შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს
მოსკოვში ოჯახის წევრებთან ერთად „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადისლავ ავაევს, ცოლსა და მათ არასრულწლოვან შვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. წინასწარი ვერსიით, ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონფლიქტი გამხდარიყო. მედიის ცნობით, ავაევი კომპანია „კარბონიქსის“ ერთ-ერთი დამფიძნებელია. კომპანია ძვლის შემცვლელ იმპლანტებს აწარმოებს. კომპანიის მეორე დამფუძნებელია ანასტასია კარნეევა, რომელიც ფედერალური საგამოძიებო სამსახურის გადამდგარი გენერლის ნიკოლაი ვოლობუევის შვილია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარი გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მატი მაასიკასს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ შევსებული კითხვარი გადასცა. "მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია, მისწრაფება, რომლისკენაც გზაზე ჩვენი ხალხი იბრძვის", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინსვლა ევროკავშირისკენ ხდება ძალიან ტრაგიკულ დროს, როდესაც ბევრი უკრაინელი, ვინც ევროპულ ღირებულებებს აფასებს, იღუპება. მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობას აერთიანებს, მიზანი, თავი იგრძნონ თანასწორად, ევროპის ნაწილად, ევროკავშირის ნაწილად. ჩვენ გვჯერა, რომ მოვიპოვებთ მხარდაჭერას და გავხდებით გაწევრიანების კანდიდატი. შემდეგ დაიწყება ფინალური ეტაპი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს პროცედურა წარიმართება უახლოეს კვირებში და ეს იქნება დადებითი მოვლენა ჩვენი ხალხისთვის, იმ ფასის გათვალისწინებით, რაც მათ გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის ასევე გრძნობს თავს იმ გუნდის ნაწილად, რომელიც მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი უკრაინისთვის ძალიან რთულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ყველა გრძნობს ამ მომენტის უდიდეს მნიშვნელობას. ამავე თემაზე უკრაინამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო
მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი
ჩაძირული კრეისრის „მოსკვას“ ეკიპაჟის 37 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ Medyza შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები. მათი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. კრეისერზე 500 ადამიანი იმყოფებოდა. დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა. ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს
პრეზიდენტმა და ილია დარჩიაშვილმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებების პრიორიტეტები განიხილეს
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების პრიორიტეტები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული კითხვარი. საკითხი შეეხო ასევე, ამ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციას. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა მის ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით. შეხვედრისას ისაუბრეს მაისში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან.
რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი პროდუქტების მარაგების შემცირებასა და მაღალ ფასებს პროგნოზირებს
რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსა და მესამე კვარტალში სტრუქტურული ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების ზრდა გარკვეულ პროდუქტებზე და მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ დღეს, სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა. „დასრულდება პერიოდი, როცა რუსეთის ეკონომიკა მარაგების ხარჯზე ცხოვრობდა და უკვე მეორე კვარტალში გაჩნდება ბიზნესების ახალ მოდელზე გადაწყობის აუცილებლობა“, - აღნიშნა ნაბიულინამ. მისი თქმით, ინფლაცია განპირობებული იქნება მაღალი მოთხოვნით და მოწოდების სიმცირით. „ამიტომ ჩვენ შევეცდებით, ნებისმიერი მეთოდებით დავაბრუნოთ ის [ინფლაცია] უფრო დაბალ ნიშნულზე.“ „სანქციები პირველად შეეხო ფინანსურ ბაზარს, მაგრამ ახლა ისინი დაიწყებენ მზარდ გავლენას ეკონომიკის რეალურ სექტორებზე. მთავარი პრობლემები დაკავშირებული იქნება არა ფინანსურ ინსტიტუტების სანქცირებასთან, არამედ იმპორტთან და საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკისა და მომავალში რუსული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან", - განაცხადა ნაბიულინამ. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად, 17.5%-ით გაიზარდა და რუსი ხალხის შემოსავლებზე ინფლაციის გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობას გადასახადების ინდექსირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციების დაწესებით თავის გეგმას მაინც ვერ მიაღწია. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი
ოქროს ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია
ოქრო ისევ ძვირდება. ექსპერტების შეფასებით, ამის მიზეზია ომი უკრაინაში და რეცესიის რისკი აშშ-ში, რამაც აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა, წერს Bloomberg. დღეს ოქროს ფიუჩრსის ფასი ტრუას უნციაზე (მასის საზომი ერთეული, უდრის 31,1034768 გრამს) 0,8%-ით გაიზარდა და $1990 გაუტოლდა. მაქსიმალური ფასი ოქროზე ბოლოს 11 მარტს დაფიქსირდა და $1995,05 შეადგინა. „ოქროს გაძვირება გამოწვეულია მაღალი ინფლაციითა და გეოპოლიტიკური რისკებით“ - ამბობს CMC Markets-ის ანალიტიკოსი კელვინ ვონგი. ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება, 10 წლიან სახაზინო ობლიგაციებზე მოგების 3%-იანი ზრდის მიუხედავად. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის მზარდი ინფლაციის ფონზე ოქრო ძვირდება
უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია
დონბასში რუსეთის ძალების მიერ შეტევითი ოპერაციის ნიშნები ფიქსირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით წერს. გრძელდება ოკუპანტების მხრიდან სარაკეტო დარტყმები სამრეწველო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებისკენ და მანამდე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებისკენ. „სლობოჟანსკისა და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში აგრესორმა ცალკეულ მიმართულებებზე გააქტიურა შეტევითი მოქმედებები. ვოლინის, პოლესკისა და სევერსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ჯარების მოქმედებებში არსებითი ცვლილებები არ არის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სლობოჟანსკის მიმართულებით რუსეთის დაჯგუფებები განაგრძობენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბოლოკირებას და საარტილერიო ცეცხლით ქალაქში საცხოვრებელი უბნების დანგრევას. უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელია შეტევების გაგრძელება იზიუმი-სლავიანსკისა და იზიუმი-ბარვენკოვოს მიმართულებებით. უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ბელგოროდის ოლქში შეინიშნება ვერტმფრენების მოედნების მოწყობა. მტერმა გააქტიურა შეტევითი მოქმედებები სევეროდონეცკის, პოპასნიანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. გრძელდება ბრძოლები მარიუპოლისათვის. რუსეთის ჯარი ახორციელებს შტურმს საზღვაო პორტის რაიონში. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს მცდელობებს სრული კონტროლი დაამყაროს ხერსონის ოლქში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს
პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა სამხედრო დანაყოფს, რომელსაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში სისასტიკეში ადანაშაულებენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა სამხედრო დანაყოფს, რომელსაც უკრაინა ქალაქ ბუჩაში სისასტიკეში ადანაშაულებს. BBC-ის ცნობით, პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას მიენიჭა „გვარდიის“ წოდება მისი წევრების „მასობრივი გმირობისა და ვაჟკაცობისთვის, გამძლეობისა და გამბედაობისთვის“. უკრაინა აცხადებს, რომ ბუჩაში რუსებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - მოსკოვი უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ბელორუსის ეკონომიკა მცირდება
ბელორუსის სტატისტიკის სამსახურმა განაცხადა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0.4%-ით შემცირდა. მთლიანი მშპ-ს მოცულობამ 42,6 მილიარდი ბელორუსული რუბლი შეადგინა. 2021 წელს ბელორუსის მშპ 2,3%-ით გაიზარდა 2020 წელს 0,9%-იანი ვარდნის შემდეგ. 2019 წელს მშპ-ს ზრდამ 1,9% შეადგინა. ბელორუსის ხელისუფლების პროგნოზით 2022 წელს მშპ 2,9% უნდა გაზრდილიყო. 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციების სიაში რუსეთისა და ბელორუსის კიდევ 120 ორგანიზაცია დაამატა, რომელთაც კავშირი აქვთ აეროკოსმოსურ და საზღვაო სექტორებთან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრე ლუკაშენკამ, რომელმაც მანამდე უარყო ბელარუსის ჯარის მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, მოგვიანებით განაცხადა, რომ „თუ რუსეთს დასჭირდება“, ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი პროდუქტების მარაგების შემცირებასა და მაღალ ფასებს პროგნოზირებს
შალვა პაპუაშვილი: რადას თავმჯდომარის პოზიციაა, ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად უკრაინის, არამედ, ასოცირებული ტრიოსა და რეგიონის მიმართ
თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ვიზიტისას რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ფორმატზეც ისაუბრეს და რუსლან სტეფანჩუკმა ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ რადას თავმჯდომარის მიმართ. ამაზე გვქონდა საუბარი და მან თავადაც, საკუთარი ინიციატივით გამოთქვა პოზიცია, რომ აუცილებელია, ტრიოს ფორმატი შენარჩუნდეს და ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად, ვთქვათ, უკრაინის მიმართ, არამედ სწორედ ტრიოსა და რეგიონის მიმართ. ახლა პირველი ეტაპი არის კანდიდატობის საკითხი, შემდეგ უკვე მოდის გაწევრიანების მომდევნო და უფრო გრძელვადიანი ეტაპი. აქაც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს რეგიონული მიდგომა, რომელიც ევროკავშირს აქამდე ჰქონდა, ხოლო მეორე მხრივ, ეს არ იყოს გარკვეულად არც ვიზუალურად ისე წარმოდგენილი, თითქოს ისტორიის ამ მონაკვეთში ომი რომ არის უკრაინაში, ამ ომის გამო მოხდეს განსაკუთრებული მიდგომა უკრაინის მიმართ. ეს თავად რადას თავმჯდომარემაც აღნიშნა, ვინაიდან ყველას გვაქვს ეს ომები გამოვლილი. თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი კიევში, 2021 წლის 17 მაისს გააფორმეს.
რუმინეთის ელჩი: ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მომხდარიყო
რუმინეთის საქართველოსთან ურთიერთობაზე, რუმინეთის საგარეო პოლიტიკაზე, შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს პარლამენტში მოუსმინეს. პარლამენტის ცნობით, დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. რაზვან როტუნდუმ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა რუმინეთის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის მისწრაფებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ დავგმეთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ხელყოფის მცდელობები. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესაბამის დეკლარაციას, რომ ხაზი გაგვესვა ჩვენი მხარდაჭერისთვის და კონკრეტულად ყოფილიყო ნახსენები როგორც საქართველო ასევე, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ ასევე, მხარს ვუჭერთ კითხვარების მიწოდებას სამივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა. რაზვან როტუნდუმ საქართველოს NATO-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის NATO-სთვის ძალიან ღირებული პარტნიორი. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს NATO-ს მისიებში ჩართულობის შესახებ. დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა. „ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ დაწესებულ ყველა შესაბამის სანქციას, ერთად ვდგავართ აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, ყველა იმ ზომას, რომელიც გაატარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომ რუსეთის მხრიდან არ მომხდარიყო სანქციების გვერდის ავლა. ასევე, პატივს ვცემთ საქართველოს მიერთებას ყველა იმ რეზოლუციებისადმი, რომელიც მიმართულია ამ კონფლიქტის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს. პაპუაშვილის თქმით, ამ თემაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა შესაძლოა, თავმოყრილად არ არის მოცემული. „თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაძლოა, ეს გაბნეულად არის, მაგრამ არაერთხელ ითქვა, მათ შორის თებერვალში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. მანამდე, ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც საქართველომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ანუ, ამაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია იყო, შესაძლოა, თავმოყრილად არ არის. თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია თავმოყრილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეშვეობით ვთხოვ, რომ კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაცია იქნებ, გამოითხოვოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შალვა პაპუაშვილმა კომიტეტს მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „სანქციების საკითხი იქცა ერთ-ერთ ზედმეტად პროპაგანდისტულ თემად სხვადასხვა მხრიდან: „თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო რეალურად რამდენიმე მიმართულებით შეერთებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს. სიცხადის შესატანად, ხომ არ შეიძლებოდა, რომ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას, ალბათ ესაა მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი, ძალიან მკაფიოდ განემარტა და ჩამოეთვალა შიდა და გარე მოხმარებისთვის კონკრეტულად რა შეზღუდვებია დაწესებული 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო“.
ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება
ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება, ქვეყნის პრეზიდენტმა ორშაბათს ხაზი გაუსვა რვაკვირიანი ომის დასასრულებლად ცეცხლის შეწყვეტის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის აუცილებლობას. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ ზავის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება იქნება „კაცობრიობის სახელით შესრულებული ყველაზე სასარგებლო ქმედებები“, განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში ელჩების ჯგუფთან შეხვედრისას. „მთელი გულით მჯერა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა შეიძლება მოიძებნოს დიალოგის გზით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე", - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა. ვლადიმერ პუტინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რუსულმა ჯარმა უკრაინის დასავლეთიდან უკან დაიხია და მთელი აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთით გადაიტანა. პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი კიევმა ჩაშალა „ყალბი განცხადებებით“ და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნით. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე სტამბულის შეთანხმების ერთგულია და პოზიცია არ შეუცვლია. „ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკრაინულმა მხარემ არ გაითვალისწინა ყველა დამატებითი საკითხი, რაც არ იყო სტამბოლის შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული. ალბათ, ამან გამოიწვია მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია“, განაცხადა არახამიამ ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
მედია: უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაშია გამოცხადებული
უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ბელორუსის დამოუკიდებელი მედია Nexta, Twitter-ზე წერს. ,,უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, ოკუპირებული ხერსონის რეგიონისა და ყირიმის გარდა, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. დონბასში რუსეთის ძალების მიერ შეტევითი ოპერაციის ნიშნები ფიქსირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით წერს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს მცდელობებს სრული კონტროლი დაამყაროს ხერსონის ოლქში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს
ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინაში ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა „ახორციელებს ტერორის კამპანიას“ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ CNN წერს, რომლის ცნობით, ნედ პრაისმა უპასუხა შეკითხვას რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების შესახებ უკრაინაში, ლვოვში. „ფაქტია, რომ რუსეთი ახორციელებს ტერორის კამპანიას, სისასტიკის კამპანიას, საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინის ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც ვნახეთ ბოლო საათებში, ლვოვზე დარტყმების, კიევის გარეუბანში დარტყმების თვალსაზრისით, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა, მარიუპოლი, ხარკოვი და რისი მოწმეც გავხდით ბუჩაში, ნათლად მიანიშნებს, და მოწმობს სისასტიკეს, ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები აწარმოებენ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს
შალვა პაპუაშვილი: რუსული დეზინფორმაცია ფეხს ვერ იკიდებს და რუსეთს საინფორმაციო ომი წაგებული აქვს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, საქართველოშიც
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსული დეზინფორმაცია ფეხს ვერ იკიდებს და რუსეთს საინფორმაციო ომი წაგებული აქვს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, საქართველოშიც. „ამ კუთხით დიდ რისკებს ვერ ვხედავ, გარდა უხერხულობისა, ზოგადად რომ გადაიცემა ესა თუ ის არხი და მაუწყებლობს საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოსახლეობის აზრის ჩამოყალიბებაზე რაიმე გავლენა დღეს მას არ აქვს. რისკი არ არის იმდენად დიდი, რომ ვსაუბრობდეთ რეგულაციებზე. რაც შეეხება ზოგადად რეგულაციებს, ეს არის ზოგადი პრობლემა, 21-ე საუკუნის პრობლემაა დეზინფორმაცია და სამწუხაროდ, დეზინფორმაციის ნაწილია, რომ საქართველოს სოლიდარობა უკრაინისადმი ყალბად არის წარდგენილი უკრაინული საზოგადოებისთვის. სწორედ ეს დეზინფორმაციაა, რომელსაც ჩვენი საზოგადოებაც შეუიარაღებელი ხვდება. არ არსებობს კარგი და ცუდი პროპაგანდა, არ არსებობს კარგი და ცუდი დეზინფორმაცია. ზოგადად, ცუდია ნებისმიერი დეზინფორმაცია. დეზინფორმაცია წარმომავლობის მიხედვით არ განისაზღვრება. რუსული დეზინფორმაცია ცუდია და ქართული დეზინფორმაცია კარგი – ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი დეზინფორმაციის მიზანი არის ადამიანებისთვის გონების არევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ფეხს ვერ იკიდებს დეზინფორამაცია, რომელიც ვრცელდება და ეს არის გახსნილი მედიასივრცის დამსახურება, რომ სიმართლე თავს უფრო იმკვიდრებს. საინფორმაციო სივრცეს რომ ვაკვირდებით, ყველა ვთანხმდებით, რომ საბედნიეროდ, რუსული დეზინფორმაცია აშკარად აგებს და წაგებული აქვს საინფორმაციო ველი... საერთო ჯამში, ეს თუ საფრთხეა, შეიძლება, საფრთხე იყოს ქართული საზოგადოებისთვის და არა უკრაინული საზოგადოებისთვის. იგივე რუსული კომპანიების მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ უკრაინას არ ეხება. საბედნიეროდ, საინფორმაციო სივრცეს რომ ვაკვირდებით, ყველა ვთანხმდებით, რომ რუსული დეზინფორმაცია აშკარად აგებს და წაგებული აქვს საინფორმაციო ველი. ფეხს ვერ იკიდებს ის დეზინფორამაცია, რომელიც ვრცელდება და ეს არის სწორედ გახსნილი მედიასივრცის წყალობით, რომ სიმართლე თავის თავს უფრო იმკვიდრებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა და იქ არა მხოლოდ რუსული არხები აკრძალეს, არამედ საინფორმაციო პოლიტიკაც არის რეგულირებული. ჩვენ გვაქვს გახსნილი მედიასივრცე და რთულია სელექციური მიდგომა და შეზღუდვები. ეს სხვა საკითხია, რეგულაციის საკითხია. ზოგადად, მე მომხრე ვარ, რომ გარკვეული რეგულაციები იყოს, უბრალოდ, უნდა ვნახოთ, სად უნდა იყოს ზღვარი, რადგან გვინდა არ გვინდა, შევდივართ მედიასაშუალების შინაარსში და ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან გააჩნია როგორ შევხედავთ და ვინ შეაფასებს შინაარსს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი კანონმდებლობა და თუ რაიმე მოხდება, უნდა მოხდეს გამკაცრება, ეს არის დისკუსიის ნაწილი, ეს ვერ იქნება მორგებული ერთ მედიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მედია: ირანის განცხადებით, ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება ჩიხშია
ირანი აშშ-ს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება, კვლავ ჩიხშია. Figaro-ს ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა საიდ ხატიბზადემ განაცხადა. „აშშ-ს ეკისრება პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების შეფერხებაზე, რადგან პასუხის გაცემას აგვიანებენ“, - აღნიშნა ხატიბზადემ. მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება მიღწეული იქნება უახლოეს კვირებში. ასეთი განცხადება მარტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ირანთან ბირთვული შეთანხმება „რამდენიმე დღეში გადაწყდება“ . Figaro წერს, რომ მხარეებს შორის პროგრესული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა და საკითხი ვერც თეირანში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორას ვიზიტისას გადაწყდა. 26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები. ასევე წაიკითხეთ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია
მარიო დრაგი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იტალიის პარლამენტი თითქმის ერთხმად უჭერს მხარს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პერსპექტივებს იტალიის პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის წინააღმდეგობას გმირული უწოდა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს იმის ნიშანი, რომ უკრაინელი ხალხი შეეგუება რუსულ ოკუპაციას“. „იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილება პარლამენტში თითქმის ერთხმად მიღებულია... სანქციები აუცილებელია აგრესორის დასუსტებისთვის, მაგრამ ისინი ვერ შეაჩერებენ ჯარებს მოკლევადიან პერსპექტივაში. ამისთვის ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს პირდაპირ, რასაც ვაკეთებთ“, - განუცხადა დრაგიმ იტალიურ Corriere della Sera-ს. ამასთან, დრაგიმ აღნიშნა, რომ NATO-ს ყველა მოკავშირის პოზიცია მაინც არის ომში ევროპის პირდაპირი ჩართვის თავიდან აცილება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისია და ყველა მოკავშირე დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეფექტიანია. ამავე თემაზე იტალიის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება მოსალოდნელზე სწრაფად შეუძლია მარიო დრაგი: პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, დროის კარგვაა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის
რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა Telegram-ზე დაწერა. „ახლა ბევრი „ფეიკი“ ვრცელდება რუსეთის შეტევაზე. ომის მეორე ეტაპი დაიწყო. გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი არმია“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს