ძებნის რეზულტატი:
უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს
უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ბოგდან აურესკუმ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების და მისი ეკონომიკური აღდგენის საკითხები განიხილეს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს რუმინელ კოლეგასთან და მეგობარ ბოგდან აურესკუსთან. მე ძალიან ვაფასებ რუმინეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას და ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა“, - წერს კულება Twitter-ზე. პარასკევს, უფრო ადრე, კულებამ ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა უკრაინის საექსპორტო მარშრუტები. ამავე თემაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა და დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენის გზებზე იმსჯელეს
პირადი მოხმარების მიზნით, 10 გრამამდე მარიხუანის შემოტანა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით, 10 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 21 აპრილს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებაში ღნიშნულია: 1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. 6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლოდან მოსამართლე თეა ლეონიძემ. მანამდე ორი თვით ადრე კი, ნიკოლაი სიმონიანს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით 6.7 გრამი გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის. საქმის მასალებშია კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანები გასამართლდნენ გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სრულწლოვანი პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო გაუმართლებელია.
ოლექსი რეზნიკოვი: გლობალური სასურსათო კრიზისის ზღვარზე ვართ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თვლის, რომ დასავლეთის პასუხი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე მყისიერი არ იყო. მისი თქმით, გლობალური პასუხი ამ ტიპის კრიზისზე მყისიერი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში და არა კვირების ან თვეების შემდეგ. მისი თქმით, ნებისმიერ აგრესორს შეუქცევადი სასჯელი უნდა დაემუქროს პრევენციული ღონისძიებების მექანიზმით, ე.წ. გადავადებული სანქციებით, რომლებიც შეიძლება დამტკიცდეს მშვიდობიან პერიოდში და ამოქმედდეს ავტომატურად. რეზნიკოვის თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, თითქმის ოთხი მილიონი ადამიანი აქცია ლტოლვილად. „ჩვენ ვართ გლობალური სასურსათო კრიზისის ზღვარზე, რამაც შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ვიდრე რუსეთი არ შეჩერდება, კრიზისი მხოლოდ გაიზრდება“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინას აღდგენისთვის 4,8 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ცნობილი გახდა 21 აპრილს, ვაშინგტონში გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ, რომელშიც უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება თვეში 7 მილიარდ დოლარამდე მხარდაჭერა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად საჭიროა 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებს გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანკარა მზადაა მოაწყოს რუსეთისა და უკრაინის მეთაურთა შეხვედრა, იტყობინება Anadolu. ერდოღანმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში პროგრესის იმედიც გამოთქვა. ამ მიზნით, ერდოღანი მომდევნო 48 საათის განმავლობაში რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს გამართავს, იმედით, რომ ორივეს სტამბოლში უმასპინძლებს. „პროგრესი არის, თუმცა, სასურველისგან შორსაა. ჩვენ პროგრესის იმედი გვაქვს. მედს არ ვკარგავთ", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთში დაწყებული მედიაციის პროცესი ასევე ყველაზე საიმედო მეთოდია კრიზისის დასაძლევად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრისას. „ნიდერლანდები რჩება კონტაქტზე ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა კიდევ უფრო გააღრმაოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი", - დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, რუტემ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
Bloomberg: რუსული ნავთობის გადაზიდვები მხოლოდ ერთ კვირაში 25%-ით შემცირდა
რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვები, მხოლოდ ერთ კვირაში 25%-ით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg გემების მონიტორინგისა და პორტის აგენტის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომლის თანახმადაც შავი ზღვის, ბალტიის და არქტიკის სანაპიროების პორტებიდან აზიისკენ მიმავალი ტვირთის მოცულობა გასულ ორ თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. Bloomberg-ის ცნობით, რუსული საექსპორტო ტერმინალებიდან სულ 30-მა ტანკერმა ჩატვირთა დაახლოებით 21,8 მილიონი ბარელი ნავთობი. შედეგად, საზღვაო ნავთობის საშუალო ნაკადი დღეში 3,12 მილიონი ბარელით განისაზღვრა, რაც 8 აპრილს კვირასთან შედარებით, 25%-ით ნაკლებია. ნავთობის ექსპორტის შემცირება მოსკოვის შემოსავლების შემცირებას ნიშნავს, რადგან უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის ხარჯები და მასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების სია იზრდება. მედიის ცნობით, რუსული ნავთობკომპანიებმა აპრილში მოპოვება 6 %-ით შეამცირეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მაისში რუსეთის ნავთობის ბაზარზე ვითარება კიდევ უფრო გართულდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის
ნიკა მელიას თქმით, პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე სააკაშვილის „ტყვეობიდან დახსნა“ მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ Facebook ლაივის დროს განაცხადა, რომ თავიდანვე ჩანდა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, სამწუხაროდ, ვერ იქნებოდა ხანმოკლე და ბევრ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული - პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან მოკლევადიან პერსპექტივაში არის ძალიან რთული. „ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ“, - აღნიშნა მელიამ. მელია მიხეილ სააკშვილის გასათავისუფლებლად რამდენი გზას ხედავს - „განგრძობადი, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა და თეორიულად არის შესაძლებლობა პრეზიდენტის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა, რასაც ის არ აკეთებს“. „ამ წუთის მდგომარეობით, პოტენციურად, ყველაზე ეფექტიანი - ეს არის ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა. დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმე სვლიანი კომბინაციის გათამაშებით შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა და ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ ხალხო. 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, მაინც ციხეში ვიჯდებოდი, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ. ერთადერთი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა, იყო როდესაც მიხეილ სააკაშვილი გახდა შეუძლოდ და აუცილებლობა ხდებოდა მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანა", - განაცხადა ნიკე მელიამ. მისივე თქმით, პარლამენტიდან გამოსვლას, როდესაც ადამიანი პანაცეად ისახავს, უბრალოდ არ სჯერა, მხოლოდ პარლამენტიდან გამოსვლა შეიძლება, გახდეს პანაცეა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. „ამით ისტორიულ უსამართლობას დავასრულებთ და ივანიშვილის რეჟიმიც ამოიშანთება, ამას როგორც კი დავინახავთ, მერწმუნეთ, ერთი საათი არ არის იქ არავინ გამჩერებელი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრეისერ „მოსკვაზე“ ერთი ადამიანის დაღუპვაზე იუწყება
კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შემდეგ 27 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ, რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „13 აპრილს, საბრძოლო მასალების დეტონაციის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად, კრეისერი „მოსკვა“ სერიოზულად დაზიანდა. ეკიპაჟმა ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლო. კრეისერის გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა ერთ ადამიანი, ხოლო ეკიპაჟის 27 წევრი უგზო-უკვლოდაა დაკარგული“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, ეკიპაჟის 396 წევრი ევაკუირებულია კრეისერიდან და სევასტოპოლშია გადაყვანილი. 18 აპრილს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა. ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა
ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“ უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჩაძირული კრეისერ „მოსკვას“ ნამსხვრევები, უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩაძირული კრეისერი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის რეესტრშია შეტანილი და შესაბამისი კოდი [2064] აქვს მინიჭებული. „იუნესკოს კონვენციის თანახმად, შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის ყველა კვალი, ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, უკრაინის საკუთრებაა“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შემდეგ 27 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ, 22 აპრილს რუსულმა მედიმ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა. 18 აპრილს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა. ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრეისერ „მოსკვაზე“ ერთი ადამიანის დაღუპვაზე იუწყება
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ. ცნობისთვის, არკადი კასრაძე ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპა. ხვალისთვის იგეგმება მასთან ერთად 16 აპრილს უკრაინაში დაღუპული ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას საქართველოში ჩამოსვენება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ილია დარჩიაშვილი: 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან, ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან
30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან, ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს. „ზუსტად 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან და დღეს ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრული კავშირებით არიან დაკავშირებული. მოუთმენლად ველოდები ჩემს კოლეგასთან, ვოპკე ჰუკსტრასთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
ნიდერლანდების სამეფო: ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს
ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს, - ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. „დღეს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის 30 წელი შესრულდა. ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს. ველოდებით ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას. საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დღეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების 30 წლისთავს აღვნიშნავთ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან, ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 360 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 080 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 280 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 163. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის - 1.21% ხოლო 7 დღის - 1.15%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 259 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 550. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 797 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 14, ქვემო ქართლი - 3, შიდა ქართლი - 3, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 10, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 790 საიდანაც, 334 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 12, იმერეთში - 85. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 456 ადამიანი სახლში მკურნალობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვისაც სურს, დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია
ვისაც სურს დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან თქვენ დაკარგავთ ყველაფერს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ყველა ერმა, ვისაც ჩვენს მსგავსად სჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები აღმოვჩნდით. და ვინ იქნება შემდეგი? თუ მას, ვისაც შეუძლია აღმოჩნდეს უფრო შორს, სურს დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან თქვენ დაკარგავთ ყველაფერს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
BBC: კანადამ უკრაინას ახალი ჰაუბიცები გადასცა
კანადამ უკრაინას ახალი ჰაუბიცები გადასცა. უკრაინას „M777“ ტიპის ჰაუბიცები, ჭურვები, ასევე ტანკსაწინააღმდეგო შაშხანების „კარლ გუსტაფის“ ჭურვები გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-მა უკვე გაგზავნა იგივე ტიპის 18 ერთეული იარაღი და უახლოეს მომავალში კიდევ 72-ის გაგზავნას გეგმავს. ცნობისთვის, „M777“-ის ტიპის ჰაუბიცას აქვს უფრო დაბალი მასა და შეუძლია სხვადასხვა ტიპის ჭურვების გასროლა, მათ შორის, რეაქტიული და „ჯიპიესით“ მართული რაკეტების, 40 კმ-მდე მანძილზე. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 21 600 სამხედროს აღწევს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 21 600 სამხედროს აღწევს. უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 21 600-მდე სამხედრო, 854 ტანკი, 2205 ჯავშანმანქანა, 403 საარტილერიო სისტემა, 143 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, 177 თვითმფრინავი, 154 შვეულმფრენი, 1543 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი", - აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალები. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 10:54 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდასთან, სოფელ საღამოსთან იყო.
გაეროს გენერალური მდივანი 28 აპრილს კიევს ეწვევა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას მისი პრესმდივანი ავრცელებს. ამასთან, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად შემდგომი ნაბიჯებია. ასევე, როგორც ცნობილია, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვსაც ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ლაშა ხუციშვილი IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრმა IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, მადლობა გადაუხადა ფონდის მიერ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. პოზიტიურად შეფასდა ფონდის ოთხწლიანი პროგრამის შედეგები, განსაკუთრებით, „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები. ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახლახან, სსფ-ის მისიასთან წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც უნდა დაამტკიცოს სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: სამი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ
"უკრაინული ჯარი ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა და სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა", - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვიმ განცხადა. „ჩვენმა სამხედროებმა დერგაჩოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან: ბეზრუკიდან, სლატინოდან და პრუდიანკიდან რუსული ჯარები განდევნეს და პოზიციებზე გამაგრდნენ“, - აცხადებს სინეგუბოვი. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს