ძებნის რეზულტატი:

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. პირველი ეგზიტპოლები მოსალოდნელია პარიზის დროით საღამოს 8 საათზე (GMT+2), როდესაც ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურება. მანამდე ფრანგულ მედიას ეკრძალება კანდიდატების ციტირება ან გამოკითხვების გამოქვეყნება, რათა მათ არ მოახდინოს გავლენა ამომრჩევლებზე. ხმის მისაცემად რეგისტრირებულია დაახლოებით 48,7 მილიონი ადამიანი, თუმცა ელიან, რომ აქტივობა შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე პირველ ტურში, როდესაც ოთხიდან ერთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინას დღეს ეწვევიან

დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვევა. ამერიკულ დელეგაციაში ასევე იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრებისას განხილული იქნება უკრაინისთვის საჭირო იარაღის საკითხი და მისი მიწოდების ტემპი. ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ძალიან მალე უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირადად ჩავიდეს უკრაინაში. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალექსანდრე ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. ქართველი მებრძოლები 16 აპრილს დაიღუპნენ. ისინი აფეთქებას ემსხვერპლნენ, როცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ. უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში 23 აპრილს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინაში აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი დააწესეს

აღდგომის ღამეს, 23 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, უკრაინაში კომენდანტის საათი მოქმედებს, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ. შაბათს Telegram-ის ვიდეო შეტყობინებაში მან თქვა, რომ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, მიკოლაივის, ხერსონის რეგიონებში კომენდანტის საათი გაგრძელდება შაბათს 19:00 საათიდან კვირას 05:00 საათამდე. 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებდა კიევში, ოდესაში, კიროვოგრადში, ვინიცაში, ვოლინში, ჟიტომირში, დნეპროპეტროვსკში, რივნეში, პოლტავაში, ჩერნიგოვში, სუმიში, ჩერკასში, ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვში, ტერნოპილში, ტერნოპილში. ზაკარპატიის და ჩერნივცის რაიონებში. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განსხვავებული პოზიცია აქვს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა შესთავაზონ. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. მან თავისი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატობამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს. ავსტრიულ გამოცემა Heute-ს მოჰყავს შალენბერგის სიტყვები, რომ უკრაინა არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ის მხარს უჭერს სხვა გზას, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ეთანხმება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მიიღო. ამავე თემაზე ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა  

საქართველოში კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა, 259 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 708 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 261 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 447 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 92 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 654 255-ს შეადგენს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის - 1.20%, 7 დღის  - 1.15%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 241 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 791-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 16 800 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 46 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 4, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 2, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 1 638 საიდანაც, 319 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 184, აჭარაში - 9, იმერეთში - 80. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 4, იმერეთში - 7. 1 319 ადამიანი სახლში მკურნალობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ამირან გამყრელიძე მოსახლოებას სადღესასწაულო დღეებში რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სტაბილური ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად აუცილებელია სადღესასწაულო დღეებში პირბადის ტარების წესისა და ტაძრებში დისტანციის დაცვა. გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილო მობილობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ თავშეყრებზე უარის თქმა და რეკომენდაციების დაცვა. „აპრილში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თანდათანობით დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა ყველაზე მძიმე მაჩვენებელი – სიკვდილიანობა. შეგვიძლია, შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური და სრულად მართვადია. მაქსიმალურად შემცირებულია სამედიცინო სექტორის დატვირთვა. საავადმყოფოებში წევს სულ 334 პაციენტი, აქედან ინტენსიურში და რეანიმაციაში 71. მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში ადგილი აქვს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ეს ძირითადად არის აღმოსავლეთის ქვეყნებში. ჩვენ თუ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, რაც დადგენილია დახურულ შენობებში და ახლა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დღეებია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ტაძრებში. სასურველია, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში. ამინდები პროგნოზით კარგია, შესაძლებელია ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს გარე სივრცეში და დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, მობილობის ზრდა ერთ-ერთი რისკფაქტორია. ამ დღეებში ქვეყანაში სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ამიტომ, სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც მივდივართ ჩვენი ახლობლების სასაფლაოებზე, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები. განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ არ იყოს დიდი თავშეყრები, არ იყოს განსაკუთრებით კვება და ალკოჰოლის მირთმევა ამ პერიოდში. ხაზს ვუსვამ, ამ დროს ინფექცია შედარებით ადვილად ვრცელდება. ჩვენ თუ ყველაფერი ეს დავიცავით, ვფიქრობ ეპიდსიტუაცია ასე მშვიდად უნდა გაგრძელდეს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაისიც ასეთი მშვიდი და სტაბილური ეპიდსიტუაციით გავიაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება დამოკიდებული იქნება საჭირო იარაღის მიწოდების ტემპზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება დამოკიდებული იქნება საჭირო იარაღის მიწოდების ტემპზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბოლო დროს საგრძნობლად დაჩქარდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისათვის საჭირო იარაღის მიწოდების ტემპი. „მტერმა თითქმის კიევამდე მოაღწია და სასტიკი ბრძოლები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია მოვახერხეთ. ჩემი პოზიცია მარტივია: ყველაფერს აუცილებლად დავიბრუნებთ, რასაც ისინი იკავებენ და ეს არ არის 10 და 20 წლის გეგმა და არა 8-წლიანი ომი, რომელიც 2014 წლიდან დღემდე მიმდინარეობს. ეს საკითხი ძალიან სწრაფად მოგვარდება, თუმცა იმ პირობით, თუ საკმარისი იარაღი გვექნება. როგორც კი საკმარისი რაოდენობის იარაღი გვექნება, მაშინვე დავიბრუნებთ ამა თუ იმ ტერიტორიას, რომელიც დროებით არის ოკუპირებული. სამწუხაროდ, შეიძლება, რომ რუსეთის შეიარაღებული ჯგუფების გამო რაღაც ტერიტორიები ყოველდღიურად დავთმოთ, მაგრამ იმავე ღამით ან მეორე დღეს ამ ქალაქებს ვაბრუნებთ და წინ მივიწევთ. წინ არ მივდივართ იქ, სადაც არ შეგვიძლია, სადაც არ არსებობს ის მხარდაჭერა, რომელზეც ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, საჯაროდ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინა: რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში ისკანდერის სარაკეტო სისტემები განათავსა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში ისკანდერის სარაკეტო სისტემები განათავსა. მათივე ცნობით, რუსეთს ბელგოროდში ჯარების რაოდენობას ზრდის. Reuters-ი წერს, რომ ვერ შეძლო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადამოწმება. მოსკოვის მხრიდან ამ ცნობებზე რეაქცია არ ყოფილა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მსოფლიო პატრიარქმა აღდგომის ღამეს განაცხადა, რომ უკრაინაში ენით აღუწერელი ტრაგედია ხდება

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია ხდება. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, სასწრაფოდ შეწყდეს ძმათამკვლელი ომი, რომელიც, როგორც ნებისმიერი ომი, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას", - განაცხადა ბართლომეოსმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

გუტერეში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების წინ თურქეთში მიემგზავრება

გაეროს გენერალური მდივანი ანტორნიო გუტერეში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების წინ თურქეთში მიემგზავრება. გუტერეში ორშაბათს ეწვევა თურქეთის დედაქალაქს, სადაც მას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

უკრაინა: ოდესაში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, საპორტო ქალაქ ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმისას რვა ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არიან დედა და მისი სამი თვის შვილი.  ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბავშვი, რომელიც გარდაიცვალა, მხოლოდ ერთი თვის იყო, როცა ომი დაიწყო. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქზე თავდასხმა აღდგომის კვირაში, 23 აპრილს განხორციელდა. კიევის მეტროში გამართული პრესკონფერენციის დროს, ზელენსკიმ მათ, ვინც ოდესაში თავდასხმა დაგეგმეს და განახორციელეს, „ნაბიჭვრები" უწოდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათი “სამიზნე იყო ლოგისტიკური ტერმინალი სამხედრო აეროდრომზე, სადაც ინახებოდა აშშ-დან და ევროპიდან მიღებული შეიარაღება“. შეგახსენებთ, ოდესაში რუსული საჰაერო იერიშისას, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. უკრაინის საჰაერო სარდლობა 23 აპრილს იუწყებოდა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კი, კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა. თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. გერაშჩენკოს ცნობით, რუსული საჰაერო თავდასხმისას საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, ერთი ადამიანი, ერთ-ერთი შენობის ეზოში, საკუთარ მანქანაში დაიწვა. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქზე თავდასხმა აღდგომის კვირაში, 23 აპრილს განხორციელდა. დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვევა. ამერიკულ დელეგაციაში ასევე იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინც. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე უკრაინა: ოდესაში რუსეთის საჰაერო იერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა  

ვოლოდიმირ ზელენსკი: გასულ წელს, აღდგომა პანდემიის გამო აღვნიშნეთ სახლში, წელს კი - სხვა ვირუსის გამო, ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია

უკრაინის პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი მიმართვა გადაღებულია კიევის წმინდა სოფიას ტაძარში, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს გაუძლო მისი ქვეყნის ნაცისტურ ოკუპაციას. „შარშან აღდგომა სახლში აღვნიშნეთ პანდემიის გამო. წელსაც ქრისტეს აღდგომას აღვნიშნავთ არა ისე, როგორც ადრე - სხვა ვირუსის გამო, ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია“.  მისივე თქმით, შარშანდელ და წლევანდელ საფრთხეს ერთი რამ აერთიანებს: ვერაფერი დაამარცხებს უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვირას კიევს ეწვევა. თეთრ სახლს არ დაუდასტურებია ვიზიტი, რომლის დროსაც ზელენსკის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც უნდა იყოს დელეგაციაში. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ეუთო: უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ მიღებული ცნობებით - მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუჰანსკში თავისუფლება აღუკვეთეს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შაბათს განაცხადა, რომ ის ცდილობს უზრუნველყოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის (SMM) თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში დააკავეს. „ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ მისიის რამდენიმე წევრს თავისუფლება აღუკვეთეს დონეცკსა და ლუჰანსკში. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს თავისი პერსონალის გათავისუფლებას", - უთხრა ეუთოს ოფისის წარმომადგენელმა Reuters-ს. მნამდე, ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისიას მარტის შემდეგ უკრაინაში მანდატის გაგრძელებაზე უარს ეუბნება. „ახლა ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მარიონეტები დონბასში ემუქრებიან მისიის პერსონალს, აღჭურვილობას და შენობებს და რომ რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს SMM-ის თანამშრომლები“, - განაცხადა ბრაუნმა მიმართვაში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, ვაშინგტონში საელჩოს მუშაობა დაბლოკილია

რუსეთის საელჩოს მუშაობა ვაშინგტონში „დაბლოკილია“, მისი საბანკო ანგარიშები დახურულია და თანამშრომლებს ემუქრებიან, აცხადებს ელჩი ანატოლი ანტონოვი. მის ციტატას Reuters-ი რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. „საელჩო არსებითად ბლოკირებულია აშშ-ს სამთავრობო უწყებების მიერ. ჩვენი ორი საკონსულოს ანგარიშები ჰიუსტონსა და ნიუ-იორკში „Bank of America-მ დახურა“, - განაცხადა ანტონოვმა. ვიდრე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სადავო იყო მათი შესაბამისი დიპლომატიური მისიების მოცულობს  და ფუნქციონირების საკითხი. ამის შემდეგ ევროპაში რუსეთის საელჩოებზეც ზეწოლა განხორციელდა და 300-ზე მეტი რუსი თანამშრომელი გააძევეს ევროპის დედაქალაქებიდან, რის გამოც მოსკოვმა საპასუხოდ გაიყვანა უცხოელი დიპლომატები. რუსეთის ელჩმა პოლონეთში გასულ კვირას განუცხადა Reuters-ს, რომ მისი საელჩოს საბანკო ანგარიშების დაბლოკვამ შეიძლება საბოლოოდ შეაფერხოს მისიის ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში კი, რუსეთი შეაჩერებს პოლონეთის საელჩოს მუშაობას მოსკოვში. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ნედ პრაისი უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა BBC-ს, უკრაინაში მიმდინარე ომის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განუცხადა, რომ ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება. „ეს იქნება უკრაინის გამარჯვება, ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება”, - განაცხადა ზელენსკიმ. შეკითხვას, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები საკმარის მძიმე იარაღს უკრაინას, პრაისმა უპასუხა: „რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად“. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

რომის პაპი: სამწუხაროა, რომ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც ქრისტეს აღდგომას გვაუწყებენ

„შეაჩერეთ თავდასხმები ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომის დასასრულებლად ზავის შესახებ მოწოდება კვირას კვლავ გაიმეორა. „სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში ჩვენ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც ქრისტეს აღდგომას გვაუწყებენ“, - განაცხადა პონტიფიკოსმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

უკრაინის ვიცე-პრემიერი: მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების მცდელობა ჩაიშალა

სამხრეთ-აღმოსავლეთის განადგურებული ქალაქ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის მცდელობები კიდევ ერთხელ ჩაიშალა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა დღეს განაახლა თავდასხმები ფოლადის ქარხანაზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლის დაუყონებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო.  მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ოლექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ზელენსკიმ მარიუპოლის ევაკუაციის საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. „[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინთან მოლაპარაკების წინა დღეს მე ხაზგასმით აღვნიშნე მარიუპოლიდან, მათ შორის აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციისა და დატყვევებულების დაუყონებლივ გაცვლის აუცილებლობაზე. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაემუქრა რაიმე მოლაპარაკებიდან გასვლით, თუ რუსული ჯარები გაანადგურებდნენ ბოლო უკრაინელ დამცველებს, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში - მარიუპოლში მდებარე დიდ ინდუსტრიულ ზონაში არიან ჩარჩენილები. თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან და ერდოღანმა მთავარი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის მცდელობაში. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების რაუნდი გასულ თვეს, სტამბოლში გაიმართა. გაეროს გენერალური მდივანი ანტორნიო გუტერეში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების წინ თურქეთში მიემგზავრება. გუტერეში ორშაბათს ეწვევა თურქეთის დედაქალაქს, სადაც მას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

უკრაინა იმედგაცრუებულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს ავსტრიის წინააღმდეგობა შეხვდა - BBC

უკრაინა იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს ავსტრიის წინააღმდეგობა შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს. კიევმა შენიშვნებს „სტრატეგიულად შორსმჭვრეტელი" უწოდა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა შესთავაზონ. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. მან თავისი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატობამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს. ავსტრიულ გამოცემა Heute-ს მოჰყავს შალენბერგის სიტყვები, რომ უკრაინა არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ის მხარს უჭერს სხვა გზას, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ეთანხმება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მიიღო. ამავე თემაზე ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა