ძებნის რეზულტატი:

გერმანიის კანცლერი: მთავარი პრიორიტეტია რუსეთთან NATO-ს დაპირისპირების თავიდან აცილება

NATO-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.  შოლც ჰკითხეს, რატომ ფიქრობდა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი, შოლცმა უპასუხა, რომ არ არსებობს წესების სახელმძღვანელო, რომელშიც ეწერება, როდის შეიძლება, ჩაითვალოს გერმანია უკრაინის ომის მხარედ. „ამიტომ მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. NATO-ს მიმართულებით ესკალაციის თავიდან აცილება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მე არ ვარ ფოკუსირებული გამოკითხვებზე, არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, გავღიზიანდე მომაბეზრებელი ზარებით. შეცდომის შედეგები შეიძლება, დრამატული იყოს. Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ინტერვიუს დროს ასევე დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, არ შეწყვიტოს დაუყოვნებლივ რუსული გაზის იმპორტი. აბსოლუტურად არ მესმის, როგორ შეიძლება, გაზის ემბარგომ დაასრულოს ომი. პუტინი რომ ღია ყოფილიყო ღია ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ის არ დაიწყებდა ამ გიჟურ ომს. მეორე მხრივ, თქვენი ქცევით, თითქოს საუბარი ფულზეა, საუბარი კი, დრამატული ეკონომიკური კრიზისის, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვისა და ქარხნების დახურვის თავიდან აცილებაზეა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

რომის პაპი რუსეთის პატრიარქს იერუსალიმში აღარ შეხვდება

2022 წლის ივნისში, იერუსალიმში, რომის პაპი ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქის კირილს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება. „ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია შეხვედრის გადადება, მაგრამ ჩვენი დიპლომატია მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი შეხვედრა გამოიწვევდა დიდ გაურკვევლობას“, - განაცხადა რომის პაპმა არგენტინულ La Nacion-თან ინტერვიუში. ამასთან, აღნიშნა, რომ „ვატიკანი კარგადაა განწყობილი მოსკოვის საპატრიარქოსთან მიმართებით“. თავის მხრივ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, შეხვედრის კორექტირება „ბოლო ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია“. მისი თქმით, „ახლა შეხვედრის დაგეგმვა, ბევრ სირთულეს გამოიწვევდა უსაფრთხოების, ლოჯისტიკისა და ღია სივრცეში შეხვედრის გაშუქების საკითხებში. დაველოდებით უფრო კეთილსაიმედო ვითარებას“, - ციტირებს „ინტერფაქსი“ მიტროპოლიტს. რომის პაპი ფრანცისკე და რუსეთი პატრიარქი კირილი, მხოლოდ ერთხელ 2016 წელს კუბაზე შეხვდნენ. ეს რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლისა და რუსეთის ეკლესიის პატრიარქის პირველი შეხვედრა იყო 1054 წლის შემდეგ, როცა ქრისტიანული ეკლესია ორად - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ნაწილებად გაიყო. რომის პაპს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთთან მიმართებით რამდენიმე კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა. ომის დაწყების მეორე დღესვე ფრენცისკე, ვატიკანში რუსეთის საელჩოში მივიდა, რაც მედიამ „დიპლომატიისგან უპრეცედენტო გადახრად“ შეაფასა. ასევე რუსეთის პატრიარქმა კირილმა მხარეებს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა ამავდროულად უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ რუსული არმიის წევრობა  გმირობის ტოლფასია. ასევე წაიკითხეთ  რომის პაპი: გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება  რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“  

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს. „უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდადებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებასა და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე. ,,პატიმრობის კოდექსის“ საფუძველზე ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდადებულის მსგავსად, მ. სააკაშვილსაც ეძლევა შესაძლებლობა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოყოფილ სასეირნო სივრცეში დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით, თუმცა, თავად მსჯავრდადებული მისთვის მინიჭებული ამ უფლების გამოყენებაზეც უარს აცხადებს. მსჯავრდადებულს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში ჩატარებული აქვს მრავალი კლინიკა-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის, მიმდინარე წლის 6 მარტს მ. სააკაშვილს არსებული რესპირატორული სიმპტომების გამო ჩაუტარდა PCR ტესტირება, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამსახური არ გასცემს მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას. განვმარტავთ, იგი არაერთხელ იყო გამოთხოვილი, როგორც მისი უფლებადამცველების, ასევე, რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, რასაც მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 29 მარტს, მ. სააკაშვილის უფლებადამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე, მზადების პროცესშია გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც გაიგზავნება კანონით განსაზღვრულ ვადაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდება, მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, ასევე მედიასაშუალებების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსჯავრდადებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მომავალშიც იქნება, მისი მოწამვლის მცდელობა, შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახური გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას ბრალდებული მსჯავრდადებული მ. სააკაშვილის უსაფრთხოებისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია გაანცხადებაში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული.  

იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ 2003 წლის შემდეგ პირველად კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია უწოდა. ამის შესახებ Kyodo იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. ამასთანავე დიპლომატიურ წიგნში გაკეთდა ჩანაწერი, რომ კურილიის კუნძულები იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა. Kyodo-ს ცნობით, ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა 2011 წელს მიღებულ დოკუმენტში. ადრე იაპონიის ხელისუფლება არ იყენებდა სიტყვა „ოკუპაციას“ კურილიის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული წვდომა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებთან. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მას მტკიცედ მოვუწოდე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასვლა მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან. მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: მხარდაჭერა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის მიმართ. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია“, - დაწერა შარლ მიშელმა Instagram-ის გვერდზე. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

„ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინისთვის აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ. შეერთებული შტატების ეს დახმარება ბოლო $800 მილიონიან პაკეტშია, რომლის შესახებაც ამერიკამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. აშშ-მ ხუთშაბათს გაავრცელა ცნობა, რომ 121 Phoenix Ghost ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა უკრაინას მიეწოდება ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეერთებული შტატები უზრუნველყოფს 121-ზე მეტ Phoenix Ghost-ს, ტაქტიკურ უპილოტო საჰაერო სისტემას, რომელიც AEVEX Aerospace-მა შექმნა პენტაგონის დაკვეთით. „ის შემუშავდა უკრაინელებს საჭიროებების შესაბამისად, დონბასში“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ, დეტალების დაკონკრეტების გარეშე. Reuters-ი წერს, რომ ამ დროისთვის ცოტა რამ არის ცნობილი დრონების შესახებ, მათ შორის მათი დიაპაზონისა და ზუსტი შესაძლებლობების შესახებ. ჯონ კირბის განმარტებით, ისინი ძირითადად განკუთვნილია სამიზნეებზე დარტყმის განსახორციელებლად. „მისი მთავარი ფოკუსი, შეტევაა“, - დაამატა, პენტაგონის წარმომადგენელმა. უკრაინელების მცირე რაოდენობამ უკვე გაიარა ტრენინგი შეერთებულ შტატებში Switchblade-ის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერირების შესახებ, რომლებიც სამიზნეს ეჯახება და ფეთქდება. კირბიმ განაცხადა, რომ Ghost თვითმფრინავებისთვის სწავლება Switchblade-ზე ტრენინგის მსგავსი იქნება. მაგრამ მან უარი თქვა წვრთნების გეგმების დეტალების დაკონკრეტებაზე. Ghost-ის დრონები უკრაინას ჯერ არ გადასცემია. ხუთშაბათს, კირბიმ განაცხადა, რომ დრონები უკრაინისთვის სწრაფად შეიქმნა. მაგრამ მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე  განმარტა, რომ მისი განვითარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიწყო.  ინფორმაციისთვის, უკრაინული ძალები ეფექტიანად იყენებენ დასავლურ იარაღს, მათ შორის Stinger-ის და Javelin-ის რაკეტები და დრონებს, როგორიცაა თურქული Bayraktar TB2 და ამერიკული წარმოების Switchblade. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე პენტაგონის განმარტება უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს  

შემოსავლების სამსახური: ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს

ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მკაცრი სანქციები, აგრეთვე დაუწესდათ რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. „ამის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, კონტროლდება ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ. აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი (რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები). განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა.ამასთან აღსანიშანივია, რომ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ საქართველოს გავლით საქონლის ტრანზიტისას, განსაკუთრებით გამკაცრებულია საბაჟო კონტროლი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაადგილებაზე (ისევე როგორც სხვა სანქცირებულ პროდუქციაზე). ტვირთის ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა სანქცირებულ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს. ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებას მოახდენს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო

22 აპრილს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ მოლდოვის რესპუბლიკაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანის მაჟეიკსს შევსებული კითხვარი გადასცეს. კითხვარი 11 აპრილს გადასცა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. კიშინიოვში დღევანდელი ცერემონიის დროს, იანის მაჟეიკსმა აღნიშნა, რომ კითხვარი მხოლოდ 11 დღეში შესრულდა. „ეს სიჩქარე ნათლად აჩვენებს პრეზიდენტის, მთავრობის და მთელი მოლდოვის ხალხის გადაწყვეტილებას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ თქვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვარი ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაიგზავნება, სადაც მოხდება მისი ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე, ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას მოლდოვის განაცხადის შესახებ. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში ექსკლუზივი: ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში ომი შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ჯონსონის ამ ვარაუდს BBC აქვეყნებს. ჯონსონი ამბობს, რომ მომხრეა, კიევში, ბრიტანეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი ოფისს დაუბრუნდეს. საელჩო მომავალ კვირას გაიხსნება. ჯონსონი ინდეოთში ვიზიტით იმყოფება. პარალელურად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული წვდომა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებთან. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

ოლექსი დანილოვი: მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შეიძლება, ქიმიური, ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს

შემიძლია არ მჯეროდეს ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „პირადად მე ძალიან არ მინდოდა რუსეთის ამ შემოჭრის დაჯერება, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. მესმოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. შემიძლია ახლაც არ მჯეროდეს ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს (Milan) და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ (Caesar) მიაწვდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „უკრაინას მნიშვნელოვან აღჭურვილობას კვლავ ვაწვდით, მათ შორის Milan-ს და Caesar-ს. ვფიქრობ, ეს გზა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი... კონფლიქტის მხარე არ უნდა გავხდეთ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, არაერთხელ სთხოვდა ევროპას და NATO-ს ძალებს, მიეწოდებინათ უფრო მძიმე იარაღი, განსაკუთრებით საარტილერიო, რადგან რუსეთი ახალ თავდასხმას იწყებდა აღმოსავლეთ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა აშშ, სწრაფი რეაგირება მოახდინა, სხვები, განსაკუთრებით ევროკავშირის მძიმეწონიანი წევრი, გერმანია მოსკოვთან შემდგომ დაპირისპირებას უფრთხის. შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე პენტაგონის განმარტება უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს „ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ

Reuters: გაზპრომს ევროპაში ექსპორტი 2022 წელს შესაძლოა, 1/3 -ით შეუმცირდეს

რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შესაძლოა ევროპაში გაზის ექსპორტი წლის ბოლომდე 1/3-ით შეუმცირდეს. ამის შესახებ Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. რუსეთი ევროპას მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40%-ს აწვდის, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპა ცდილობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა „არამეგობრულ ქვეყნების“ გაზის საფასურის გადახდა რუბლში დააკისრა, კრემლის გადაწყვეტილებამ რუსული გაზის ექსპორტის პერსპექტივები შეარყია. „ევროპამ ამ ფაქტს „შანტაჟი“ უწოდა და თითქმის ერთხმასდ თქვა უარი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე“, - წერს სააგენტო. ანალიტიკოსების პროგნოზით, „გაზპრომის“ ექსპორტი ევროპაში 2022 წელს დაახლოებით 40-45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდება. 2021 წელს ევროპამ რუსეთისგან 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. „გაზპრომში“ ევროპაში რუსული გაზის სამომავლო პერსპექტივაზე ლაპარაკი არ სურთ. კომპანიამ Reuters კითხვებს არ უპასუხა. ანალიტიკოსების შეფასებით, 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანია იყო, რომელმაც „გაზპრომისგან“ 45,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. მეორეა იტალია [20,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი], მესამე კი ავსტრია [13,2 მილიარდი კუბური მეტრი]. ამ დროსთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე მხოლოდ უნგრეთია თანახმა.  რუსული ტრანსნაციონალური კომპანია „გაზპრომი“ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 15 აპრილის პერიოდში გაზის ექსპორტის შემცირების შესახებ აცხადებს. კერძოდ, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას გაზის ექსპორტი 26,4%-ით შეუმცირდა და 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მონაცემი კომპანიის Telegram არხზეა ხელმისაწვდომი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

პრაღაში, ქუჩის ნაწილს, სადაც რუსეთის საელჩო და საკონსულო მდებარეობს, უკრაინის გმირების სახელი ეწოდა

დღეიდან ოფიციალურად - რუსეთის საელჩო და საკონსულო პრაღაში, უკრაინის გმირების ქუჩაზე, ვიტალი სკაკუნის ხიდთან მდებარეობს. ამის შესახებ ჩეხეთში უკრაინის საელჩო იტყობინება.  გადაწყვეტილება პრაღის მერიამ დაამტკიცა. სახელის გადარქმევა ქალაქის მცხოვრებლებს პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ქუჩის ახალი სახელწოდების მონაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსები არ მდებარეობს. უკრაინელი გმირების ქუჩა ბორის ნემცოვის მოედანს ესაზღვრება. ამასთან, უკრაინელი გმირების ქუჩასთან მდებარე ხიდს უკრაინელი ჯარისკაცის, ვიტალი სკაკუნის სახელი ეწოდა, რომელიც 24 თებერვალს, ხერსონზე რუსეთის არმიის იერიშის დროს დაიღუპა. მან რუსული ტანკების შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა. სკაკუნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

ნიდერლანდები რუსული გაზისა და ქვანახშირის შესყიდვას წლის ბოლოსთვის შეაჩერებს. ამის შესახებ ნიდერლანდების კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა რობ იეტენმა განაცხადა. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ ზამთრისთვის გაზსაცავები მაქსიმალურად შეივსება, რასაც ძირითადად ენერგეტიკული კომპანიები გააკეთებენ. „კომპანიები არ დგანან ფინანსური რისკის წინაშე, რადგან გაზი ახლა საკმაოდ ძვირია. ნიდერლანდების ხელისუფლება მოიფიქრებს სქემას, რომლითაც ფასში სხვაობის კომპენსაცია მოხდება“. სახელმწიფო კომპანია Energie Beheer Nederland (EBN) გაზსაცავ Bergermeer-ს 70%-ით შეავსებს. ჯამში ამ რესურსის ღირებულება 623 მილიონი ევროა. ამასთან, ნიდერლანდები გეგმავს თხევადი გაზის იმპორტის გაზრდას და ნედლეულს როტრდამსა და ემსხაფენში დაასაწყობებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს

ემანუელ მაკრონი: 9 მაისამდე, რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე, მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება

რუსეთმა აჩვენა მკაფიო მზადყოფნა, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის და გააძლიერებს საომარ მოქმედებებს მომდევნო რამდენიმე კვირაში, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან საუბრისას. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაკრონმა განაცხადა, რომ მოელის ვითარების გაუარესებას 9 მაისამდე, რომელიც ცნობილია როგორც გამარჯვების დღე რუსეთში. „9 მაისიდან გამომდინარე, რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაზე და ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემდგომი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე მიუთითა, თუმცა დაამატა, რომ ჯერ არ არის რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დრო. მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი მემარჯვენე კონკურენტის მარინ ლე პენის გამარჯვება ევროკავშირის და ფრანკო-გერმანული ღერძის დასასრულს ნიშნავს, მისი ევროსკეპტიური და პრორუსული პოზიციების გამო. „ვფიქრობ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, - დაამატა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

ილჰამ ალიევი: სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში, არ ვაღიარებთ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის "ბოლო შანსია" და თუ ამაზე უარს იტყვიან, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად არ აღიარებს. ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მე-5 კონგრესის შეხვედრაზე, რომელიც ყარაბაღში, რომელიც ქალაქ შუშაში 22 აპრილს გაიმართა. "წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო... სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ამჟამად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები აყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს. ვთვლი, რომ ახლო მომავალში აუცილებელია კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყება. ეს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ხუთ პრინციპზე იქნება ხელმოწერილი,“ – განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 31 მარტს ბრიუსელში შეხვდნენ. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალიევი: სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის აზერბაიჯანის შეთავაზებულ 5 პირობას დათანხმდა

ანტონიო გუტერეში მოსკოვში ჩადის

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვს ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. იუწყება Reuters-ი გაეროს სპიკერზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, გუტერეშს ასევე ექნება სამუშაო შეხვედრა და ლანჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. 21 აპრილს, გუტერეშმა აგზავნის რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრა ითხოვა. გაეროს სპიკერმა განაცხადა, რომ გუტერეშმა შესაბამისი წერილები გაუგზავნა რუსეთისა და უკრაინის მისიებს. „გენერალურმა მდივანმა თქვა, სურს განიხილოს გადაუდებელი ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და მულტილატერალიზმის მომავლისთვის, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდებაზე და საერთაშორისო სამართალზე“, - განაცხადა სპიკერმა. სამშაბათს, სააღდგომო მიმართვაში, გუტერეშმა მოითხოვა ოთხდღიანი ზავი, რათა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მძიმედ დაზარალებულ რაიონებში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

გერმანია უკრაინას 37 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულზემ პარასკევს განუცხადა გაზეთ Augsburger Allgemeine-ს, რომ ბერლინი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხებს გამოყოფს. ინფორმაციას DW ავრცელებს. დაახლოებით 22,5 მილიონი ევრო დაიხარჯება უკრაინის ელექტრო ქსელის რეკონსტრუქციაზე, დანარჩენი კი, ბინების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები გერმანიის კანცლერი: პუტინი რომ ღია ყოფილიყო ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ამ გიჟურ ომს არ დაიწყებდა

ნორვეგია გაზის მოპოვებას ზრდის

აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი დიდი მომპოვებელი, ნორვეგია სიმძლავრეს ზრდის. მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოპოვება 6,3%-ით გაზარდა. ინფორმაციას ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსების (NPD) სამმართველო ავრცელებს. ნორვეგიულ გაზზე მოთხოვნა 2021 წლის შემოდგომიდან გაიზარდა, როცა ევროპაში ენერგოკრიზისის შედეგად გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ნორვეგია არაა ევროკავშირის წევრი, თუმცა რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაშია, ამიტომ ბოლო კვირებში მაქსიმალურად ცდილობს გაზის მიწოდება გაზარდოს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ ნორვეგიის მთავრობამ ევროპაში გაზზე გაჩენილი მოთხოვნის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესახებ განაცხადა. ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია Equinor-ს ტროლში, ოზებერგსა და ჰეიდრუნისაბადოს საბადოებზე ნედლეულის მოპოვებისა და ექსპორტის უფლება მისცა. ამასთან, Equinor-ი გეგმავს თხევადი გაზის საწარმოს გაშვებას ჰამერფესტში, მას შემდეგ, რაც იქ 2020 წელს ხანძარი მოხდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე განაცხადა. „ჩვენ მივიღეთ ახალი ინფორმაცია მარიუპოლის დაღუპული მცხოვრებლების მასობრივ საფლავზე, ომის დანაშაულების შედეგების დამალვის მიზნით. ამჯერად, ლივობერეჟნიის რაიონში სოფელ ვინოჰრადნეს სასაფლაოს მახლობლად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტები ახორციელებენ მარიუპოლის დაღუპული მცხოვრებლების /დაკრძალვას/კრემაციას ქალაქის ყველა რაიონში”, - წერს ანდრიუშჩენკო. მან გამოაქვეყნა სატელიტური სურათი და დაამატა, რომ რუკაზე მასობრივი საფლავის სავარაუდო ადგილი იყო მონიშნული. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში შემოვლითი გზის მახლობლად რამდენიმე მასობრივი საფლავი გააკეთეს და იქ პლასტმასის ჩანთებში შეფუთულ გვამებს ყრიან. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. მათი ევაკუაციის მცდელობები გრძელდება. მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები