ძებნის რეზულტატი:
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან პოლონეთში 2,9 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა
2,9 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა უკრაინიდან პოლონეთში ომის დაწყების შემდეგ, ამის შესახებ პოლონური მხარე იუწყება. ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და უკრაინაში მიმავალთა რაოდენობა გაიზარდა. შაბათს უკრაინაში პოლონეთიდან უფრო მეტი ადამიანი შევიდა (21100), ვიდრე პირიქით (15100). საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან უკრაინაში 847 000 ადამიანი შევიდა პოლონეთიდან. ლტოლვილთა კრიზისის მწვერვალზე, 6 მარტს, 142,300 ადამიანი წავიდა უკრაინიდან პოლონეთში. ომამდე უკრაინიდან პოლონეთში საზღვრის გადაკვეთის საშუალო დღიური რაოდენობა 16800-ს შეადგენდა. ლტოლვილთა ნაწილმა უკვე დატოვა პოლონეთი. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაცია ორშაბათს კვლავ იგეგმება
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაცია ორშაბათს კვლავ იგეგმება. მანამდე ვერეშჩუკმა რუსეთი საკუთარი პარალელური დერეფნის მოწყობაში დადანაშაულა, რომლითაც მარიუპოლის მოსახლეობა რუსეთის ტერიტორიაზე გასვლა შეძლებდა. უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, დღეს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების მცდელობა ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა დღეს განაახლა თავდასხმები ფოლადის ქარხანაზე. „აზოვსტალის“ ქვეშ განლაგებულ გვირაბებს უკრაინის 2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი აფარებს თავს. არ იგეგმება იმ სამოქალაქო პირების ევაკუაცია, რომლებიც გავრცელებული ცნობებით, თავს აფარებენ მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიას. როგორც იუწყებიან, აქ კვლავაც არიან განთავსებულნი უკრაინის ქვედანაყოფები, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ოლექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ოლექსი არესტოვიჩი: აღარ ვთხოვთ NATO-ს ცის ჩაკეტვას, ამის გაკეთება უკვე ჩვენც შეგვიძლია
უკრაინა ცის დახურვაზე აღარ აწარმოებს NATO-სთან მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა Meduza-ს განუცხადა. „არა, ეს დახურული კითხვაა. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკვე მოგვაწოდეს და ჩვენ თვითონ დავხურავთ ცას“, - განაცხადა არესტოვიჩმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს უკრაინის თავზე ცის დახურვის თხოვნით მიმართა. NATO-ს წევრი ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ დაუჭირეს. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს. მოგვიანებით, ვოლოდუმირ ზელენსკიმ ალიანსის საპასუხოდ განაცახდა, რომ უკრაინის ცის დახურვაზე უარის თქმით, NATO-ს ხელმძღვანელობამ „მწვანე შუქი აუნთო“ რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის შემდგომ დაბომბვას. 14 მარტს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელითა გაეროს წევრ ქვეყნებს, მოუწოდა დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. 17 მარტს ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც გაეროს ქვეყნებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება დამოკიდებული იქნება საჭირო იარაღის მიწოდების ტემპზე
ლიზ ტრასი: არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჰპირდება, რომ არ შეწყვეტს მხარდაჭერას მის სრულ გამარჯვებამდე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Twitter-ზე დაწერა. „უკრაინაში პუტინის ომის მესამე თვე იწყება. რუსეთი საშინელ სისასტიკეს სჩადის - მათ შორის, ოდესაში თავს ესხმის უდანაშაულო მოქალაქეებსა და ბავშვებს, ალყაში აქვს მოქცეული მარიუპოლი. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - წერს ტრასი. აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. 24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს
Nasdaq-ის ბირჟა რუს რეზიდენტებთან მუშაობას შეწყვეტს
Nasdaq-ის ბირჟა აშშ-სა და ჩრდილოეთ ევროპაში 29 აპრილიდან რუს რეზიდენტებთან მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ დანის საბროკეროს Saxo Bank-ის წარმომადგენელმა მომხმარებლებს ოფიციალურად მისწერა. მისი თქმით, რუს რეზიდენტებს ბირჟაზე წვდომა შეეზღუდებათ. Saxo Bank-ის ინფორმაციით, რუსი მომხმარებლები Nasdaq-ის ბირჟის მეშვეობით საბაზრო მონაცემებზე წვდომა არ ექნებათ და ვერც გარიგებებს დადებენ. Nasdaq-ის ბირჟა აშშ-ში 1971 წელს შეიქმნა და მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებზეა სპეციალიზებული. ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან ერთად აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო მოედანია.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით 20:00-ზე დაიხურა. თუ საბოლოო შედეგები, ეგზიტპოლის წინასწარ მონაცემებს დაემთხვევა, მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს დაუპირისპირდნენ. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს. ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშებზე: ასე ესმის რუსეთს აღდგომის სასწაული და მადლი
„აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლის …. აღდგომა დღეს უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე გაისმა განგაშის ზარი“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის Facebook-ზე და აზიარებს გამოცემა NEXTA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საჰაერო განგაშის სიგნალების უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ. გამაფრთხილებელი სირენა ავია და სარაკეტო იერიშების მაუწყებელია. რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის წინადადებაზე, გამოცხადებულიყო დროებითი სააღდგომო ზავი და როგორც კიევი იუწყება, აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, დამპყრობლები განაგრძობენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, რუსმა ოკუპანტებმა, დაბომბვის შედეგად, ოჩერეტინსკში, 14 და 5 წლის გოგოების სიცოცხლე იმსხვერპლეს. მანამდე გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ უკრაინაში ომს უკვე შეეწირა 213 ბავშვის სიცოცხლე. 23 აპრილს გვიან საღამოს, რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა ოდესას. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა და, სულ ცოტა, 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სამი თვის ბავშვი. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ უკრაინა: ოდესაში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა
BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა
ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. მისი თქმით, მარცხის მიუხედავად, მისი შედეგები მაინც გამარჯვებაა. მან აღნიშნა, რომ დაიწყებს „დიდ ბრძოლას საკანონმდებლო არჩევნებისთვის“, რომელიც ივნისში უნდა ჩატარდეს. გამოსვლის დასასრულს, მარინ ლე პენმა თავის მხარდამჭერებთან ერთად საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი შეასრულა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს დაუპირისპირდნენ. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრიდა კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებდა, რომ გახდებოდა პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებდა. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს. ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა
სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
„გილოცავთ ბატონო Emmanuel Macron, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს! “, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა
25 აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 25 აპრილიდან „B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს: - დაუსახლებელ პუნქტებში; - ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; - დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება. იზრდება გამოცდაზე გასვლის საფასურიც და თუკი აქამდე თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად საფასური 40 ლარი იყო, მომავალ მძღოლებს დამატებით, კიდევ 90 ლარის გადახდა მოუწევთ ანუ გამოდის, რომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილი 40 ლარი რჩება და ამას დაემატება 90 ლარი უკვე მეორე ეტაპზე. „ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გადაინაცვლებს. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის რამდენიმე საგამოცდო მარშრუტია შემუშავებული, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება. გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცოდნის დონე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინაში ჩავიდნენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არესტოვიჩის ინფორმაციით, ახლა ისინი კიევში არიან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა გამართა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „კანცლერმა შოლცმა დაურეკა პრეზიდენტს მისალოცად. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ზარი, რაც ფრანკო-გერმანული მეგობრობის ნიშანია“, – წერია ელისეს სასახლის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ვოლოდიმერ ზელენსკი ემანუელ მაკრონს: ჩვენ ერთად მივდივართ წინ, ახალი საერთო გამარჯვებებისკენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. „ვუსურვებ მას ახალ წარმატებებს ხალხის სასიკეთოდ. ვაფასებ მის მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივდივართ წინ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ, ძლიერი და ერთიანი ევროპისკენ!" - აღნიშნა ზელენსკიმ. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაზე შტურმს ახორციელებენ
რუსებმა ქალაქ მარიუპოლში, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს უკრაინული ძალების პოზიციებზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი პოპასნაიას დასახლებაზე შტურმს ახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ მოხსენებაშია აღნიშნული. „დონეცკისა და ტავრიის მიმართულებით მტერმა საარტილერიო დაბომბვა განახორციელა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. ქალაქ მარიუპოლში, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს უკრაინული ძალების პოზიციებზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი პოპასნაიას დასახლებაზე შტურმს ახორციელებს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს
საქართველოში კოვიდინფიცირების 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არავინ გარდაცვლილა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 243 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 179 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 064 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის - 1.18% ხოლო 7 დღის - 1.14%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 213 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 004.ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 ადამიანი ემსხვერპლა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარა - 1, იმერეთი - 9, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 0, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 483 საიდანაც, 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 188, აჭარაში - 9, იმერეთში - 71. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 1 162 ადამიანი სახლში მკურნალობს. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 638 საიდანაც, 319 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 184, აჭარაში - 9, იმერეთში - 80. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 4, იმერეთში - 7. 1 319 ადამიანი სახლში მკურნალობს.
Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა
ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობის საცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. „არ არსებობს პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ხანძარი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება, თუმცა რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს ამ ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა“, - წერს სააგენტო Reuters-ი. ამასთან, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აშშ უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
აშშ უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს. დიპლომატები დაბრუნდნენ საელჩოში, კიევში, რაც შეიძლება მალე“. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი, კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტორო კულებას, თავდაცვის მინისტრს ოლექსეი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს, დენის მონასტირსკის შეხვდნენ. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს
ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდნენ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მათ ვიზიტს ძალიან ღირებულსა და მნიშვნელოვანს უწოდებს. "განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას, ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ამერიკული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. ბლინკენი და ოსტინი კვირას გაემგზავრნენ კიევში, სადაც შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს დენის მონასტირსკის. შეხვედრა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნებას ამ კვირაში დაიწყებენ. გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკს დანიშნავს. ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში. ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ამერიკულ მედიაში 2022 წლის იანვარში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია. ამასთან, CBS-ი იტყობინებოდა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია, ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას მაშინ ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას დათანხმდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მაშინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდებოდა ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ბრინკი ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში (2011-2014) მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ
ბრიტანეთის თავდაცვის უწყება: დონბასის რეგიონში რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევა არ აქვს
რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევა დონბასის რეგიონში არ აქვს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული. „მარიუპოლის უკრაინის დაცვამ ასევე დაასუსტა ბევრი რუსული ქვედანაყოფი და შეამცირა მათი საბრძოლო ეფექტურობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს