ძებნის რეზულტატი:
გიორგი ბადრიძე: „ნაბუქოს“ ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროექტს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
Europetime-მა დაიწყო ახალ რუბრიკა, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. რატომ არ დაიწყო „ნაბუქოს“ მილსადენის მშენებლობა? რა გახდა მიზეზი და ვინ გამოუტანა ამ პროექტს ,,სასიკვდილო განაჩენი,, ვინ იზარალა და ვინ მოიგო? რას მოუტანს საქართველოს „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება და რა შესაძლებლობები არსებობს ამისთვის? უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაზის ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და „ნაბუქოს“ გაზსადენის პროექტის რეანიმირების შესაძლებლობას, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე Europetime-თან განიხილავს. „ნაბუქოს“ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს დასავლეთი, კერძოდ გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობა მიმდინარე ომს უკრაინაში. თუ მათ აქვთ იმედი, რომ როგორმე ესკალაციის კერას ჩააქრობენ და რუსეთთან აღადგენენ ნორმალურ ურთიერთობას გაზის შესყიდვის საკითხში, მაშინ რა თქმა უნდა „ნაბუქოს“ არანაირი შანსი არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი საკმაოდ ღრმადაა ილუზიებში ჩაფლული ან რუსეთს კორუფციით უფრო ღრმად აქვს შეღწეული დასავლეთის პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში“, - ამბობს ბადრიძე. ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. გიორგი ბადრიძე Europetime-თან ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომელთაც თავის დროზე პროექტს პრაქტიკულად „სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს“. „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლის მიზეზი იყო ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კონტექსტიც, რომელიც ასეთ დიდ პროექტებს ხშირად თან ახლავს. ევროკავშირის ქვეყნები, რა ვითარებაშიც არიან დღეს, მათმა ყოყმანმა, ზოგჯერ საეჭვო გარიგებებმა რუსეთთან სხვადასხვა ინტერესის ზემოქმედებამ განაპირობა. შედეგად, მათ განაჩენი გამოუტანეს და პრაქტიკულად მოკლეს „ნაბუქო“, რომლის განხორციელების შემთხვევაში ევროპა „გაზპრომის“ პირისპირ კრიზისულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. ევროკავშირს, ექნებოდა მხარდაჭერა და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული უსაფრთხოება. „ნაბუქო“ ევროპისთვის უფრო დიდი დანაკარგია ვიდრე საქართველოსთვის. ჩვენთვის ხელსაყრელი იქნებოდა ტრანზიტით გაზის უფრო დიდი ნაკადების გატარება, ევროპას კი ეს პროექტი რუსულ გაზზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდიდა “, - აცხადებს ბადრიძე. შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო). საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის შეფასებით, ეს მონაცემები უკვე საკმარისია, რომ რუსეთმა შეძლოს მანიპულირება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ „გაზპრომმა“ ბულგარეთსა და „პოლონეთს“ გაზის მიწოდება შეუჩერა. „დღეს ევროკავშირი დამოკიდებულია ერთ მომწოდებელზე სრულად, რომელიც დადასტურებული გეოპოლიტიკით მოქმედებს და ღიად აქვს გაცხადებული, რომ გამოიყენებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ნიშნებით. ამ დამოკიდებულებაში თავის ჩაყენების გამო პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებებს ვინც ამ არჩევანით ევროკავშირი ამ ვითარებამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, მათ არჩევანი გააკეთეს პირველ რიგში არა ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე, არამედ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირზე. ამისთვის დასავლური ქვეყნების საზოგადოებამ პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს პასუხი უნდა მოსთხოვოს“. „ნაბუქოს“ ახალ სიცოცხლეზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. თუმცა ცნობილია, რომ აზერბაიჯანი ზრდის მოწოდებას ტრანსადრიატიკული მილსადენით, მაგრამ წარმადობა ბევრად უფრო დაბალია. „აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ გაზი, " - აღნიშნა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა 2022 წლის მარტში დიპლომატიურ ფორუმზე ანტალიაში და იქვე განმარტა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების ზრდა ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში, ამისათვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ. „ყველაზე დიდი ალტერნატივა არის მილსადენის გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან, რასაც თეორიულად შესაძლოა დაემატოს თურქმენეთი. ინსფრასტრუქტურულად ეს არაა ძალიან რთული, რადგან თურქმენეთი ყოველთვის ამბობდა, რომ მოიყვანეთ ჩემამდე მილი და მე ნედლეულს მოგყიდით. ვფიქრობ, თურქმენეთის საკითხი ძალიან აქტიურად უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაგრამ არ მსმენია რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგმულიყოს“, - აცხადებს ბადრიძე. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივას სხვა მიმართულებით ეძებენ. გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება დიდწილად გერმანიასა და ავსტრიაზე იქნება დამოკიდებული. „ამ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია გერმანიაზე და მეტ წილად ავსტრიაზე, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები არიან და მეორე მხრივ იმ ქვეყნებზე, რომელთაც აქვთ ინფრასტრუქტურული კავშირი „ნაბუკოს“ პროექტთან. აქ პირველია ავსტრია, რადგან იქაა გაზის გამანაწილებელი მთავარი კვანძი, რომელსაც უნდა დაჰკავშირებოდა „ნაბუქოს“ მილსადენების სისტემა“. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ყველაზე მტკივნეულად რუსული გაზის ემბარგოს საკითხს ავსტრია და გერმანია განიხილავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ეს ორი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. „ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა“, - განაცახდა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა. მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ სხვა „არჩევანი არ აქვთ“. „როცა სანქციები ჩვენ უფრო დაგვარტყამს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც სანქციები წესდება, ვფიქრობ, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ მათ „არჩევანი არ აქვთ“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმა ყველაზე მეტად გერმანიას უჭირს. ცნობილია, რომ გერმანია რუსული გაზის ემბარგოს ჯერ არ ემხრობა, თუმცა თანახმაა ნავთობის იმპორტის შეზღუდვაზე. „ჩვენ რუსული ნავთობის მოხმარებას ზაფხულამდე გავანახევრებთ, შემდეგ ნულამდე დავიყვანთ. ანალოგიური მოხდება გაზთან მიმართებით მთელ ევროპაში. რადგან რუსული ენერგორესურსების გავლენიდან სრული გამოსვლა ევროკავშირის საერთო ძალისხმევით მოხდება“, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აპრილში რიგაში ვიზიტისას. მანამდე კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეაჩერებს, რუსული გაზის შესყიდვაზე უარს კი 2024 წელს იტყვის. რუსული ნავთობის წილი გერმანიის იმპორტში 25%-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 35% იყო. რუსული გაზის იმპორტი კი 55%-დან 40%-მდე შემცირდა. რუსული ქვანახშირის იმპორტი კი 50%-დან 25%-მდე.
შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს
შვედეთის მთავრობა არ გეგმავს რეფერენდუმის ჩატარებას, თუ მისი პარლამენტი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას გადაწყვეტს, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა. პრემიერის თქმით, რეფერენდუმი "ცუდი იდეაა". „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელიც კონფიდენციალურია, ამიტომ, არის მნიშვნელოვანი საკითხები, მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა განხილვა ასეთი რეფერენდუმის დროს შეუძლებელია“, - განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომელიც არ უჭერს მხარს ალიანსში მისი ქვეყნის გაწევრიანებას, ასევე უარყო ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებები. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შვედეთის პარლამენტის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას. ასევე წაიკითხეთ NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“ და ის არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს. „საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ აღნიშნული კომპანია არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ აქვს ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს. კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“.შეკრულების დადების უფლება. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმონ, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები. შეგახსენებთ, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ და/ან რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს
Europetime-ს IDS ბორჯომში დაუდასტურეს, რომ მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია წარმოებას დროებით აჩერებს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
დმიტრო კულება: უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა
"უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში დაწერა. „უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა. მსოფლიო ვალშია უკრაინის უსაფრთხოების წინაშე და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს გადაწყვიტონ უსაფრთხოების რა გარანტიების უზრუნველსაყოფად არიან ისინი მზად,“- აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის საფრთხე რეალურია
კიბერთავდასხმები 2008 წლის იანვრიდან დაიწყო, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა - ექსპერტი, უკრაინის რადას ყოფილი მრჩეველი
NATO-მ 2016 წლის სამიტზე, კიბერუსაფრთხოება აღიარა, როგორც სამხედრო მოქმედებების წარმოების მე-5 დომეინი. მანამდე არსებულ: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსურს, მეხუთე პუნქტად დაემატა კიბერსივრცეში აქტიურობა. ჰიბრიდულ ომებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ მიმართულებას. მით უფრო მაშინ, როცა კიბერომი შეიძლება, უშუალოდ სამხედრო შეტაკებების გარეშეც, მშვიდობიანობის დროსაც მიმდინარეობდეს. რა არის კიბერუსაფრთხოება, როგორ შეძლო უკრაინამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაეცვა რუსული კიბერშეტევებისგან, რა ვითარებაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში, რა საფრთხეების არიდება შეუძლია საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით, რა გამოწვევას და რისკებს უქმნის ქვეყანას რუსული კომპანიების არსებობა, როგორიცაა, „იანდექსი“, „ვითიბი ბანკი“ და სხვა. ამ და სხვა საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა კიბერუსაფრთხოების ექსპერტთან და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილ მრჩეველ ლადო სვანაძესთან. ET: რუსეთის სამხედრო უძლეველობის მითთან ერთად, დაიმსხვრა თუ არა, კიბერსივრცეში რუსეთის უძლეველობის მითი? მსოფლიო ყურადღება ახლა უკრაინისკენაა მიპყრობილი, რადგან ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაზე გადის. ეს არის ჰიბრიდული ომი. გარდა, სახმელეთო, საჰაერო საზღვაო შეტევებისა, აქტიური კიბეროპერაციები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ომამდეც იყო კიბერშეტევები. რაც შეეხება ომის პერიოდს, პირველი კიბერშეტევა 23 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საბანკო საფინანსო სექტორის საიტები გატყდა. მას შემდეგ, სამთავრობო სექტორზე კიბერშეტევა გრძელდებოდა. თუმცა აქ აღმოჩნდა ის, რომ გარდა სამხედრო ძლიერების მითის დამსხვრევისა, ამ ომში რუსეთის კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, რომ თითქოს, კიბერსივრცეშიც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო. Anonymous-ის გამოჩენის შემდეგ, ეს მითი აღარ არსებობს. რუსეთ-უკრაინის ომში Anonymous-ი პირველივე დღეებში ჩაერთო და რუსეთის წინააღმდეგ საპირისპირო კიბერშეტევები განახორციელა, როგორც სამთავრობო, სამხედრო, ასევე, საბანკო სექტორზე, სხვა მსხვილ კომპანიებზე, გაზის და ნავთობმოპოვების სექტორზე. ეს შეტევები რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იყო. დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ შეიქმნა ეს მითი. რუსეთმა პირველი კიბერშეტევა 2007 წელს, ესტონეთზე განახორციელა, როდესაც ესტონეთმა 9 მაისის თემა გააპროტესტა და საბჭოთა ჯარების ძეგლის აღებაზე დაიწყო საუბარი. ესტონეთის ეს პოზიცია ამავე ქვეყნის რუსულენოვანმა მოსახლეობამ გააპროტესტა. სწორედ მაშინ მოხდა რუსეთის მიერ ესტონეთზე მასშტაბური კიბერშეტევა. მეორე მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოზე განახორციელდა, რომელიც უკვე კიბერომი იყო და არამხოლოდ მასშტაბური შეტევა. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა ისაა, რომ კიბერთავდასხმები 2008 წლის იანვრიდან დაიწყო. ომამდე პერმანენტული კიბერშეტევები ჰქონდა და საქართველოს სუსტ ადგილებს ეძებდა. საქართველოში მაშინ კიბერუსაფრთხოება საერთოდ არ არსებობდა. უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო იერიშების პარალელურად, კიბერშეტევებიც ხორციელდებოდა. ქვეყნის მასშტაბით საიტების 80 პროცენტი დააზიანეს. აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა და ესტონეთი კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ძალიან დაგვეხმარნენ. კიბერინფრასტრუქტურის აღდგენა სწორედ მათი დახმარებით დაიწყო. 2008 წელს, კიდევ ერთი მასშტაბური კიბერშეტევა, ლიეტუვაზე განხორციელდა. მერე - ლატვიასა და „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისზე. თუმცა საქართველოზე თავდასხმის მასშტაბებს, ნამდვილად ვერ შევადარებთ. ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით, რუსეთმა პირველი კიბერომი საქართველოზე განახორციელა. საქართველოს შემთხვევა პირველი პრეცედენტი იყო. აქედან დაიწყო ჰიბრიდული ომის პირველი ჩანასახი. ამას მოჰყვა 2014-2015 წლებში უკრინაზე თავდასხმები. აქტიური კიბერშეტევები ხორციელდებოდა უკრაინაზე, რომელიც ბევრად დიდი მასშტაბის, ჰიბრიდული ომი იყო, კიბერთავდასხმების და ომის მასშტაბებს თუ გავითვალისიწნებთ. შემდეგ უკვე 2016-2017 წლებში, „პეტიას“ და „ვანა ქრაის“ სახელით, რუსეთის მიერ ძალიან ცნობილი კიბერშეტევები მოხდა. ზუსტად ამ ცნობილი „პეტიას“ კიბერშეტევის დროს, საქართველოში ფოთის პორტის კომუნიკაციები გაითიშა. ორი დღე მთელი პორტი ფაქტობრივად გათიშული იყო. წარმოიდგინეთ, შემოსული გემების აღრიცხვა ხელით უწევდათ. ამ ორი დღის გამო ფოთის პორტმაც და კომპანიებმაც სერიოზული ფინანსური ზარალი ნახეს. ყირიმის ანექსიამდე რუსეთმა უკრაინაში კიბერშეტევებით დააზიანა სატრანსპორტო კომპანიები, მეტრო და სხვა ინფრასტრუქტურა. 2015 წელს, 23-25 დეკემბერს დამაგვირგვინებელი კიბერშეტევა მოხდა, ცნობილი „ბლექ ენერჯის“ სახელით. უკრაინის ელექტროსისიტემა 2-3 დღით გაითიშა. წარმოიდგინეთ, დეკემბერში რა სიცივეა უკრაინაში და რა მასშტაბის დამაზარალებელი ეფექტი ექნებოდა. დაახლოებით 300 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. 2020 წლის სექტემბერში ისევ საქართველოზე მოხდა შეტევა, ლუგარის ლაბორატორიაზე. ასევე, 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის სურათი გამოჩნდა წარწერით - „მე მალე დავბრუნდები“ . მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკურად ყველაზე მარტივი შეტევა იყო, მისი მიზანი გახლდათ არა რამის ტექნიკურად გაფუჭება, არამედ, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა, ხალხში პანიკის დათესვა. 2020 წელს, ეს თავდასხმები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გამოიძიეს. მაიკ პომპეომ პიდაპირ დაადანაშაულა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კონკრეტული სამხედრო ნაწილი. გამოძიების ეს დასკვნა სხვა ქვეყნებმაც აღიარეს და რუსეთის აღნიშნული თავდასხმები დაგმეს. 2008-2014 წლებში, საქართველოზე, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განხორციელებულ პერმანენტულ კიბერ შეტევებზე, ავტორიტეტულმა ამერიკულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაირაიმ“ გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ კიბერშტევები 09:00-დან 18:00 საათამდე ხორციელდებოდა. ჰაკერი ასე არ იქცევა. სერიოზული ვირუსის მოსამზადებლად, ჰაკერი 24 საათი მუშაობს, კვირები, თვეები, ან წლები. როცა დაასრულებს მუშაობას, შესაძლოა, ღამის 03:00 საათზეც კი დააჭიროს ღილაკს ხელი და ვირუსი გაუშვას. კონკრეტული სამუშაო დრო მათ არ აქვთ. ამ გამოძიების შედეგად გამოვლინდა ის, რომ ეს შეტევები ორგანიზებული იყო და მათ გარკვეული დაწესებულებიდან ხდებოდა. გამოძიებიდან „ფაირაიმ“ 4 თვეში კიდევ ერთი ანგარიში დადო, საიდანაც ირკვევა, რომ ამ კიბერშეტევების უკან სპეციალური ორგანიზაცია იდგა, რომელიც პეტერბურგშია ბაზირებული. ოთხსართულიანი შენობა აქვთ და ჰაკერებისთვის სამსახურივით არის. ამ ყველაფრის ორგანიზებას რუსეთის ხელისუფლება ახდენს. მათი შენობის სურათიც კი დევს ინტერნეტში. რუსეთის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ძალიან უხეშად მუშაობენ. მათი გამოააშკარავება ადვილია. რუსეთის მიერ მართული ჰაკერების მიზანია, დააზიანონ, მწყობრიდან გამოიყვანონ ან ინფორმაცია მოიპარონ. საქართველოდან ინფორმაციის მოპარვასთან დაკავშირებით, ერთ ქეისს მოგიყვებით. georbordის სახელით არის ცნობილი. 2011-2012 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა შემთხვევით ფიშინგ წერილი გახსნა, რომელსაც Pdf ფაილი ჰქონდა მიბმული და ისიც გახსნა, საიდანაც ვირუსი გავრცელდა. საგარეო საქმეთა სმაინისტროს ფაილებში, სადაც კი ნახსნები იყო შემდეგი საკვანძო სიტყვები: საქართველო-NATO-ს ხელშკრულება, საქართველო-აშშ, პრეზიდენტი, სხვა მათთვის საინტერესო სიტყვები, ყველა ფაილი ჰაკერის სერვერზე იტვირთებოდა. ერთჯერადად კი არა, არამედ, პერმანენტულად და ინფორმაცია მუდმივად ჟონავდა, ვიდრე არ აღმოაჩინეს. ამ სახის კიბერშეტევაც არსებობს. სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, ქართველმა სპეციალისტებმა რუსი ჰაკერი შემდეგი გზით აღმოაჩინეს. ერთ-ერთ PDF ფაილს ვირუსი მიაბეს. ფაილს კი იმ თემატიკის საკვანძო სიტყვები დაარქვეს, რა თემატიკის ფაილებსაც ჰაკერი იპარავდა. დავირუსებული ფაილი როგორც კი საგარეო საქმეთა სამინისტროს სერვერზე აიტვირთა, ჰაკერმა თავის სერვერზე წაიღო და გახსნა. მაშინვე მიხვდა, რომ ვირუსი იყო, მაგრამ მისი გადაღება და ინდენტიფიცირება მოასწრეს, რის შედეგადაც შესაბამის საერთაშორისო ბაზებში ჰაკერის ვინაობის და IP მისამართების დადგენა მოხერხდა. რუსი ჰაკერი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში იყო ბაზირებული. ET: კიბერუსაფრთხოების კუთხით, აღმოჩნდა, რომ უკრაინა საკმაოდ კარგადაა მომზადებული. რა გააკეთეს მათ ამისთვის? კიბერუსაფრთხოების მიმართულებით უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არის. პრაქტიკული თვალსაზრისით არიან წინ. შესაძლოა, საქართველო პოლიტიკით და სტრატეგიებით იყოს წინ, მაგრამ უკრაინაში პრაქტიკულად აკეთებენ უკვე ამას. 2014-2015 წლების კიბერშეტევები რომ ვახსენე, მაშინ კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად უკრაინელი ენთუზიასტები ჩაერთვნენ. ამაში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდნენ. ყველაფერს სახელმწიფოსგან ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე აკეთებდნენ, როგორც დაცვას, ასევე, კიბერთავდასხმებსაც მოწინაღმდეგე მხარეზე. ამას არ ახმაურებდნენ, მაგრამ შეტევებიც ხდებოდა. უკრაინელემა ჰაკერებმა საკმაოდ კარგი ბაზები შექმნეს, იმდენად სერიოზული, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური აღნიშნული ბაზებით დღემდე სარგებლობს. 2018 წელს, როდესაც კიბერუსაფრთხოების საკითხებში, რადას მრჩეველი ვიყავი, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიულ პოლიტიკებზე ვმუშაობდით. აქაც იყვნენ ჩამოსულები. ძალიან მოწადინებულები იყვნენ. უკრაინაში კიბერმიმართულებით ყოველწლიურად 4000 სტუდენტზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავთ, სულ მარტივი მიზეზის გამო - უკრაინის 64 უნივერსიტეტში ისწავლება, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის განხრით. საქართველოში ბაკალავრიატიც კი არ არსებობს არცერთ უმაღლეს სასწავლებელში. მაგისტრატურაზე საუბარიც კი აღარ არის. დოქტორანტებიც ხელზე ჩამოსათვლელია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სტრატეგიას, გასულ წელს, უკრაინამ მიიღო კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, თუმცა მისი იმპლემენტირებაც ვერ მოასწრო, მაგრამ ამ ომში მათ იმხელა გამოცდილება მიიღეს, ეს სტრატეგია გადასაგდებია. მას უკვე თავისუფლად შეუძლია, იქით ასწავლოს სხვა ქვეყნებს და ჩავიდეს თუნდაც NATO-ს ცენტრში და გამოცდილება გაუზიაროს. ამ მიმართულებთ უკრაინა ძალიან გაიზარდა, ომმა სერიოზული გამოცდილება მისცა. იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინაში გადარჩა და დაბომბვებისგან არ განადგურდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს კიბერინციდენტები ნაკლებად ხდება. შეტევები არის, ინციდენტები ხდება, თუმცა ნაკლებად დამაზიანებელია. კიბერაქტივობები მარტო ომის დროს არ მიმდინარეობს. მშვიდობიანობის დროსაც საკმაოდ აქტიურად ხდება, იმიტომ, რომ კიბერომს საზღვრები არ გააჩნია, არც თეთრი და არც ნაცრისფერი საზღვრები. შესაბამისად, ვერც აღმოაჩენ. კი აღმოაჩინეს რუსი ჰაკერი, მაგრამ ამის გამო ვინმე დაისაჯა?! არავინ დასჯილა. მიუხედავად ამისა, ბუდაპეშტის კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ კიბერდანაშაული დასჯადი უნდა იყოს, თუმცა რუსეთ-ბელორუსი და ჩინეთი მიერთებული არ არიან ამ კონვენციას. ET: რა არის ომის დროს კიბერთავდასხმების მიზანი, მწყობრიდან გამოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მოიპოვოს ინფორმაცია თუ უბრალოდ დანერგოს შიში? სამივე მიზეზი შეიძლება, იყოს. მიიჩნევა, რომ ის ქვეყანა დაპყრობილად ჯერ არ ითვლება, ვიდრე დამპყრობელი სახელწიფოს ჯარი, ცოცხალი ძალა ტერიტორიებს არ დაიკავებს. თვითონ კიბერომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო იერიშების პარალელურად, კიბერშეტევები იმდენად დამაზიანებელი, დამანგრეველი და პარალიზაციის გამომწვევი შეიძლება, იყოს, რომ ჯარს ტერიტორიების დაკავება გაუადვილოს. ამ შემთხვევაში ცალკე კიბერომზე არ ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე. კიბერომს რაც შეეხება, NATO-ს 2016 წლის სამიტზე, კიბერუსაფრთხოების აღიარება მოხდა, როგორც სამხედრო მოქმედებების წარმოების მე-5 დომეინის. ხომ არის სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური, მეხუთედ დაემატა კიბერსივრცეში აქტიურობა. ET: კიბერუსაფრთხოების კუთხით რამდენად დაცულია საქართველო? რა ნაბიჯები გადაიდგა, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს? 2017 წელი საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2017 წლის იანვარში ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მეორე გეგმა, სტრატეგია მიიღო და დაამტკიცა. იმავე წლის ივნისში, საერთაშორისო ტელეკომუნიკაცების გაერთიანების გლობალური კიბერუსაფრთხოების ანგარიში გამოქვეყნდა. საქართველომ გლობალურად მე-8 ადგილი დაიკავა. მსოფლიოში მე-8 ადგილზე ვართ პარამეტრებით: იურიდიული, სამართლებრივი, ტექნიკური და ა.შ. ასევე, 2017 წლის სექტემბერში, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიამ ანგარიში გამოქვეყნა. ამ აკადემიის კიბერუსაფრთხოების ინდექსი საკმაოდ აღიარებული და ავტორიტეტულია. ამ ინდექსში საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა, ევროპულ ქვეყნებს შორს. დსთ-ში კი, პირველი ადგილი. შემდეგ, ესტონეთში ჩატარდა კიბერუსაფრთხოების მასშტაბური სწავლება და ჩვენმა სპეციალისტებმა იქაც პირველი ადგილი დაიკავეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ 2011 წლიდან 2016 წლამდე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ეს აისახა 2017 წლის ანგარიშებში. შემდეგ, ამას სტაგნაციის პერიოდი მოჰყვა. 2018 წლის ბოლოსკენ, მე-3 სტრატეგიაზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც 2021 წელს მიიღეს. ბევრ ევროპულ ქვეყანას მესამე სტრატეგიაც არ აქვს. ქაღალდზე კარგად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მეც ამ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფში ვიყავი. გასული წელიც საკმაოდ აქტიური იყო და ვფიქრობ, მალე აისახება ინდექსებში. 2021 წლის ივნისში ასევე ცვლილებები შევიდა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში. აუცილებლად შესატანი იყო და ძალიან კარგი ცვლილებები შევიდა. შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტრომ ცალკე სტრატეგია მიიღო. 2021 წლის დეკემბერში გამოიცა ახალი კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტები. ეს განისაზღვრა და გამომდინარე აქედან, იმ კანონშიც შესულია ცვლილებები. ET: რას გულისხმობს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია და კანონში შეტანილი ცვლილებები? ადრე კანონი კრიტიკულ სუბიექტებად მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო უწყებებს აღიარებდა. დახლოებით 19-მდე სუბიექტი იყო. ახლა სხვა სექტორებიც დაემატა. პირველ კატეგორიაში შევიდა სამთავრობო სექტორის 60-მდე სუბიექტი, მეორე კატეგორიაში ინტერნეტპროვაიდერები, ტელეკომუნიკაციების კომპანიები, მესამე კატეგორიაში კერძო სექტორი შევიდა, კომპანიები. ამჟამად, 29 კომპანიაა, მათ შორის 8, სადაზღვევო, 3 ბანკი, ფოთის და ბათუმის პორტები, ასევე, რამდენიმე ენერგოკომპანია. თანადათან, კიდევ ემატება. სამთავრობო და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის პროცესი დაიწყო. ყველა დაინტერესებული მხარე ჩართული უნდა იყოს ამაში. ამას გვეუბნება ყველა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც. ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიაც - სპეციალისტების მოსამზადებლად და ასევე, ტექნიკური საზოგაოდებაც, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი. სახელმწიფო საფრთხეების შემცველ დოკუმენტს განახლება სჭირდება. რაც შეეხება სტრატეგიას, იქ პირდაპირ არის გაწერილი, როგორ აისახება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეები. გარე საფრთხეებში ჩაიწერა კონტრაქტორი კომპანიები. ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორად ჰყავს სადაზღვევო კომპანიები. ისინიც ვალდებულები არიან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პირადი მონაცემები დაიცვან, ინფორმაციის გარეთ გატანა რომ არ მოხდეს. ასევე ეხება ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებსაც. რუსეთიდან ტექნიკის შემოტანა აიკრძალა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა რუსეთიდან შემოტანილ კომპიუტერულ ტექნიკაში რაღაც ვირუსები იყო ჩადებული. მსგავსი საკითხები ამ სტრატეგიაში უკვე ჩაიდო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ET: რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში, როცა საქმე „იანდექსის“ მსგავსი კომპანიებისგან, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება? პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები და საფრთხეები ძალიან დიდია. ბევრს ახსოვს „კემბრიჯის ანალიტიკა“, რომელიც პეტერბურგში ჩამოყალიბდა, ტრამპის არჩევნების წინა პერიოდში. შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ და სწორედ ამას აკეთებდნენ, პერსონალურ მონაცემებს აგროვებდნენ. ამ პერსონალურმა მონაცემებმა თავი იჩინა ტრამპის არჩევნებზე. ამიტომაც ამბობენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოხდა. პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან აქტუალური და სენსიტიური თემაა. რუსული კომპანიები, როგორიცაა, „იანდექსი“, „VTB ბანკი“, „ბილაინი“ და ა.შ., საქართველოშიც ოპერირებენ. გასაგებია, რომ VTB დღეს სანქცირებულია და მისი აქტივები სხვა ბანკებმა გაინაწილეს, მაგრამ პერსონალური მონაცემები იქაც არის. თავისუფალი ბიზნესის პრინციპით სახელმწიფო არ ერევა ამაში. თუმცა საზოგადობრივ შეგნებაზეა ლაპარაკი. გასაგებია, რომ „იანდექსი“ იაფია, მაგრამ მე შემიძლია 1 ან 2 ლარით მეტი გადავიხადო და სხვა ტაქსი გამოვიძახო, რადგან ჩემი პერსონალური მონაცემები უფრო მეტად მიღირს, ვიდრე ერთი ლარით ნაკლებით გადახდილი თანხა. აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი. რატომ უნდა გასაჯაროვდეს ჩემი პერსონალური მონაცემები?! იგივე, სადაზღვევო კომპანიებში, ბანკზე უფრო მეტი პერსონალური იფორმაცია ინახება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოიცავს. არ გინდათ, ვინმემ იცოდეს რითი ხარ დაავადებული. თუ გაიტანეს ეს ინფორმაცია, შესაძლოა, შანტაჟის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვის თემა ძალიან აქტუალური თემაა. მთავრობა ამაში არ ერევა და რაღაც დონეზე ვერც ჩაერევა ლიბერალური პოლიტიკის გამო. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გააფორმოს. თუ ფინანსთა სამინისტრო, ხელფასების გასაცემად ან სხვა გადარიცხვებისთვის, VTB ბანკს ირჩევს, სამთავრობო სექტორი ამას არ უნდა აკეთებდეს. ეს უკვე მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შენ თუ აღიარებ საფრთხედ, მისგან აღარ უნდა შეისყიდო არც პროდუქცია და არც სერვისი. აღარაფერი არ უნდა იყიდო. კერძო სექტორზე აღარაფერს ვამბობ. სხვათა შორის, კერძო სექტორი გაცილებით გონივრულად იქცევა. ბევრმა მათგანმა რუსეთიდან სერვისების და პორდუქციის მიღება უკვე შეწყვიტა. მოქალაქეს რაც შეუძლია, ისაა, რომ თვითონ არ უნდა გაეკაროს „იანდექსის“ მსგავს კომპანიებს. ET: სად გადის ზღვარი ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის? 2010 წელს ვმუშაობდი ამ თემაზე, არაბული გაზაფხული, ვოლსტრიტის და ლონდონის არეულობა რომ მოხდა. ლონდონის არეულობის შემდეგ, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა უილიამ ჰეიდმა განაცხადა, რომ რაღაც შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო. ასეთმა ანტიდემოკრატიულმა განცხადებებმა, სიტუაცია უფრო გაამძაფრა და ჰეიდმაც უკან დაიხია. სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი, სად იწყება და სად მთავრდება დემოკრატია და სად იწყება უკვე ეროვნული უსაფრთხოების ზღვარი. ზღვარი უნდა არსებობდეს. ოქროს შუალედი ყოველთვის უნდა იყოს. გასაგებია ადამიანის უფლებები. ეს უფლებები ონლაინ სივრცეშიც აქვს, რომელსაც Faсebook რეგულაციები იცავს. იქ Google -ის და სხა კომპანიების რეგულაციებია, იქ სახელმწიფოს აქვს რაღაც რეგულაციები. მიუხედავად ამ უფლებებისა, იქ რომ ზღვარი გადავკვეთო და სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების თემებში შევიჭრა, მიუღებელია. თუმცა ძალიან რთულია ამ ზღვარის დაწესება. კონკრეტულად ვერ იტყვი, სად გადის ზღვარი. მარტო საქართველოს კი არა, დიდ ქვეყნებსაც, შტატებსაც და ევროპულ ქვეყნებსაც ძალიან უჭირთ ამის დარეგულირება. ონლაინ სივრცეში ღია ხარ და რასაც გინდა წერ. ბოლო წლებშიც დიდი გამოსვლები რაც იყო, თუნდაც პარიზში, რუმინეთში და სხვაგან, ყველა აქციის დაორგანზიება ონლაინ ხდებოდა. არაბული გაზაფხული მთლიანად ონლაინ იყო ორგანიზებული. ჩემი აზრით, ეს ზღვარი გადის ადამიანის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, იმაზე, თუ რამდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ET: ონლაინ სივრცე ვისთვის უფრო დიდი გამოწვევაა, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის თუ დემოკრატიული წყობისთვის? ონლაინ სივრცე თანაბრად საშიშია როგორც ტირანიისთვის, ისე დემოკრატიისთვის. მაგალითად, საქართველოში 2014 წელს ვორდპრესი გათიშეს და 3-4 საათი ყველა საიტი გაითიშა, რომელიც ვორდპრესზე იყო აწყობილი. ამას საზოგადოების გამოსვლა და პროტესტი მოჰყვა. შესაბამისმა სპეციალურმა სამსახურმა ინტერნეტპროვაიდერს გადააბრალა. ონლაინ სივრცე დიქტატორული რეჟიმებისთვის არამხოლოდ საფრთხეა, ავტოკრატიული რეჟიმები თავის სასარგებლოდაც იყენებენ - ამავდროულად, საფრთხესაც წარმოადგენს მათთვის. დემოკრატიის კუთხით სარგებელი ისაა, რომ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება ხდება. თუმცა ავტოკრატიულ ქვეყნებში დიდი დოზით ყალბი ამბები ვრცელდება და საკუთარ საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებენ, ონლაინ სივრცეს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ET: რა საფრთხეების მატარებელია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების რუსულენოვან ონლაინ სივრცეზე დამოკიდებულება? საქართველო ამ მხრივ საკმაოდ რთულ ვითარებაშია, იქიდან გამომდინარე რომ მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ, ერთ მხარეს სომხურენოვანი მოსახლეობა გვყავს, მეორე მხარეს - აზერბაიჯანულენოვანი. როგორც ვიცი, შესაბამისი პროექტი არსებობს, რომელიც რეგიონული მედიის საშუალებით რუსულენოვან ინფორმციას აწვდის, რადგან რუსული ყველამ იცის ამ რეგიონებში. საფრთხე რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. როდესაც მოსახლეობა შენთვის არასასურველი კონტენტის შემცველ ინფორმაციას იღებს, უკვე საფრთხეა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე იდეოლოგიური დამუშავება ხდება. ამას არავინ არ ამუშავებს, ეს ხდება არამხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, არამედ, სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, აჭარის რეგიონში. ამაზე ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი. ჩემი აზრით, ეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრეროგატივაა, კონტენტის გაკონტროლება, თუ რა საფრთხეებია და რა სახის ქმედებებია საჭირო. ამას მათი კანონდებლობაც ავალდებულებს და მათ შინაგანაწესშიც წერია. ET: რას მოუტანს საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივები და Data ცენტრის შექმნა? რაც შეხება საქართველოს ციფრულ ჰაბად გარდაქმნის პროექტს, რომელიც „კავკასუს ონლაინს“ ჰქონდა, ნამდვილად ამბიციური პროექტი იყო. რაღაცის ჰაბი როცა ხარ ქვეყანა, ეს სერიოზულ დატვირთვას იღებს. „კავკასუს ონლაინი“ ქართული დომეინ რეგისტრატორია. აზერბაიჯანულმა მხარემ შეისყიდა, შესაბამისად, საქართველომ ციფრული ჰაბის პერსპექტივა დაკარგა. „კავკასუს ონლაინის“ ქსელები ერაყამდე ჩადის. ასევე ჩადის სომხეთსა და აზერბაიჯანში. „კავკასუს ონლაინის“ წილების გასხვისებას მარეგულირებელი კომისია იცავდა და არეგულირებდა. მარეგულირებელ კომისიასთან შეუთანხმებლად, კომპანიას 5%-ზე მეტი აქციების გასხვისების უფლება არ ჰქონდა. გასხვისება კომისიასთან შეთანხმების გარეშე მოხდა და ამის გამო სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ციფრულ ჰაბს რაც შეეხება, მთავრობის მიერ ახლახან დაანონსდა, რომ ევროპის მხრიდან საქართველოში ალტერნატიული ინტერნეტხაზები უნდა შემოვიდეს. ციბრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა და შესაძლებლობა საქართველოს ნამდვილად აქვს. აქ ვარნადან შემოსული ხაზია. იგივე, საქართველო ზის ფრანკფურტი-შანხაის ხაზზე. TAP-მა გააკეთა. 90-იან წლებში დაიწყო ეს პროექტი. საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა ჯერ კიდევ აქვს, არ დაუკარგავს და ვერც დაკარგავს, იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველოს გარდა, ვერცერთი რესპუბლიკა ჰაბი ვერ გახდება. საქართველოზე გადის ყველანაირი ხაზი. ასე იყო ყოველთვის ისტორიულად და ასე იქნება ახლაც. იგივე, საქართველოს ინოვაციების ცენტრით, ქვეყანა ერთგვარი ჰაბი გახდა. ჩვენგან ბევრმა გადაიღო ეს პროექტი და ინოვაციების და სტარტაპების წარმოების მიმართულებით, ბევრმა ისწავლა. ჰაბი უკვე ყალიბდება. ბუნებრივად ყალიბდება. არ სჭირდება, მთავრობამ რაღაც გითხრა და მერე გააკეთე. ეს უკვე კომპანიებმა უნდა განავითარონ. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ კომპანიებმა განავითარონ. რაც შეეხება Data ცენტრის შექმნის საკითხს, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას აქვს დაანონსებული, ინტერნეტხაზი გაიყვანოს, Data ცენტრის შექმნას უწყობს ხელს. აქ საუბარი არაა ბიტკოინების წარმოებაზე, საუბარია ინფორმაციის შენახვაზე. მთელ მსოფლიოში, ინფორმაციის შენახვის პრობლემა ძალიან მალე დადგება და სერიოზული პრობლემა იქნება. ისეთმა გიგანტმა კომპანიებმა როგორიცაა, Google, Microsoft, Yahoo და სხვა, ინფორმაცია სადღაც სერვერებზე ხომ უნდა შეინახონ. ამას დიდი სივრცეები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ინფრასტრუქტურაში იგულისხმება სერვერების გამაგრილებელი სისტემები, რაც მუდმივ ელექტროწყაროს საჭიროებს. ამიტომაც არის, რომ Data ცენტრები უფრო ცივ ადგილებში შენდება. აი, მაგალითად ფინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ალიასკაზე, ისლანდიაში. საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და თავისი გეოგრაფიული რელიეფის გამოყენებით, ამის გაკეთება შეუძლია. კარგი ინტერნეტი გვაქვს და სრულებით შესაძლებელია, ევროპიდან კიდევ უფრო კარგი ხარისხის ინტერნეტი შემოვიდეს. გვაქვს ჰიდრორესურსი, რომლითაც სპეციალურად DATA ცენტრებისთვის ელექტროსადგურების აშენება შეგვიძლია. ასევე შესაძლებელი გახდება, ახლომდებარე სოფლებს მიეწოდოს და ჩაერთოს, რასაც მოჰყვება ტექნოლოგიური განვითარებაც. Data ცენტრის შექმნით ასევე განვითარდება ქვეყნის ინტერნეტტექნოლოგიები, რადგან როდესაც გიგანტი კომპანიები შენთან თავისი მონაცემების შენახვას გადაწყვეტენ, ისინი ერთგვარ გარანტორებად დადგებიან. მე მაგალითად, საქართველოში Data ცენტრის შექმნის ადგილად ახალციხე, ახალქალაქი მიმაჩნია, სადაც ყოველთვის მკაცრი ზამთარი და სიცივეა. რესურსები არის, რატომაც არა?! ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება ამაში. ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური ჩართულობის შესაძლებლობაც მიეცემა. ET: კრიპტოვალუტა არის თუ არა ერთ-ერთი საშუალება სანქციებიდან გვერდის ავლის და რა კონტროლოს მექანიზმებია ამისთვის? ბიტკოინი არ კონტროლდება. კონტროლირებადი ვალუტა არ არის. ბანკში რომ რიცხავდნენ ბიტკოინს, იმის წარმომავლობას ბანკი არ კითხულობდა. შევხედოთ, როდის იწევს ბიტკოინის ფასი. ბიტკოინის ფასმა 2014-2015 წლებში მოიმატა, რადგან ISIS-მა (დაეში) ბიტკოინებში დიდი რაოდენობით იარაღი შეიძინა. ბიტკოინზე მოთხოვნა გაჩნდა და შესაბამისად, ფედერალური სამსახურიც დაინტერესდა, რატომ აიწია ფასმა. საქართველოში რამდენიმე ბანკს აქვს ბიტკოინის ჩარიცხვა. ბოლო პერიოდში ბიტკოინის წარმომავლობას ეკითხებიან. თუ კლიენტი ბიტკოინის მე-2, მესამე წარმომავლობას არ წარუდგენს ბანკს, უბლოკავენ. კრიპტოვალუტის უკონტროლობა საფრთხეა, იმიტომ, რომ იგივე დაქირავებული სამხედროების ანაზღაურება სამხედრო ოპერაციებში, კრიპტოვალუტით ხდება. ჰაკერების ანაზღაურება ამით ხდება. როცა ჰაკერი რომელიმე კომპანიაზე კიბერშეტევას ახორციელებს, ბიტკოინების გადახდას ითხოვს. აშშ-მ უკვე დაიწყო ბიტკონების კონტროლი. მახსოვს ავსტრალიაში ერთი აკადემიკოსი დაიჭირეს, რომელიც ბიტკოინების შექმნის პროცესში იყო ჩართული. თავიდან, იაპონელს ახსენებდნენ და მე მგონი, ეს იაპონელი თვალით არავის არ უნახავს და გამოგონილი პიროვნებაა. თუმცა სანქციების საკითხში ბიტკოინის თემა სერიოზულად ფიგურირებს. მხოლოდ ბიტკოინებზე არაა ლაპარაკი. ზოგადად, კრიპტოვალუტაზეა საუბარი. ერთადერთი, რომელი კრიპტოვალუტაც კონტროლდება, „რიპლის“ ეძახიან. „რიპლი“ ბევრ ბანკშია აღიარებული. მაგალითად, კონფერენციებზე რომ დავდიოდი, ბევრი მიდიოდა და ბიტკოინებს მთავაზობდა, მაშინ 300-400 დოლარამდე ღირდა. სხვათა შორის, ბიტკოინის ბროკერები სულ რუსები იყვნენ, რატომღაც. რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, თუ რაღაც შეზღუდვები დაწესდა, შესაძლოა, ბიტკოინს ფასიც დავარდეს.
საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს
საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს. „პრემიერ-მინისტრთან ერთად, დღეს კომისიის ფარგლებში განვიხილეთ კითხვარის მომზადების საკითხი. აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: რა წერია ევროკავშირის კითხვარში
სარაკეტო იერიშის შედეგად რადიო "თავისუფლების" კიევის ბიუროს თანამშრომელი დაიღუპა
რუსეთის მიერ კიევში გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას გარდაცვლილის კოლეგებზე დაყდნობით ავრცელებს. ვერა გირიჩი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროში 2018 წლიდან მუშაობდა. გირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა. ჟურნალისტის ცხედარი დილით ნანგრევებში აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევს სულ მცირე ორჯერ დაარტყეს. კიევის მთავრობის ინფორმაციით, ერთი რაკეტა ოცდახუთსართულიან კორპუსს მოხვდა, შევჩენკოს რაიონში. დაიჭრა 10 ადამიანი. დღეს კიევის მერმა განაცხადა, რომ ნანგრევებიან ერთი დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ლაპარაკი იყოს ომის პარტიაზე, ჩემთვის ეს არ არსებობს, ომის მომხრე არავინაა და მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი
საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა. ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ასევე, იმაზე, აქვთ თუ არა შეკითხვები პარტნიორებს სანქციების გვერდის ავლის საკითხზე და ამ მიმართულებით გარკვეული ეჭვები თუ არსებობს. საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან საუბარი ვიზიტის მიზნებსა და ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაზე კომენტარით დაიწყო. მე აქ ჩამოვედი სპეციალურად მადლენ ოლბრაიტის დასაფლავებაზე, რამეთუ მას კარგად ვიცნობდი. მიმაჩნია, რომ ის იყო ერთ-ერთი წარმატებული ქალი ლიდერი, პირველი აშშ-ის სახელმწიფო ქალი მდივანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ და ის იყო საქართველოს მეგობარი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამეთუ, აშშ-ის სამი პრეზიდენტი ესწრებოდა ამ ცერემონიას და იყო ძალიან შთამბეჭდავი ამ კუთხით. ისტორიული მომენტია, როცა „აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს $33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს! ეს მათი ღრმა რწმენაა, რადგან ამერიკამაც გადადგა, ეს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯი. ასევე, მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია იმ მხრივ, რომ გუშინ, „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღეს, რომელიც სენატში უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ეს პროცედურაა და ყველამ ვიცით, რომ ეს საბოლოოდ დადასტურდება. ეს ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო ამხნევებს, აძლიერებს და აღრმავებს. ჩემი გზავნილი კონგრესმენებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ დროს, როცა მთლიანად ამერიკა დგას უკრაინის გვერდით და ჩვენც ვართ სრულიად სოლიდარულები უკრაინის მიმართ, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ თავისი ყურადღება არ „შეანელოს“ საქართველოს მიმართ და მინდა აღვნიშნო, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინას პრიორიტეტი აქვს დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო და მოლდოვაც არ უნდა იყვნენ ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ... იყო სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიხმარდი სიტყვას - მოსალოდნელი საფრთხე. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების დროს მიხეილ სააკაშვილის საკითხი განხილული არ ყოფილა. საქართველოში არ შეიძლება, იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე. ჩემთვის ეს არ არსებობს, საქართველოში ომის მომხრე არავინაა და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს ვამზადებთ, არ შეიძლება, ისმოდეს ასეთი ბრალდებები, მეორე მხრივ, არ შეიძლება, იმაზე საუბრობდნენ, რომ სანქციების გვერდის ავლით მიმდინარეობს რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა, ამ საკითხზე აქ არანაირი ეჭვი არ ყოფილა. მგონი, არავის როლი არ არის, რომ ჩვენ გარეთ ეჭვები შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მიმართ, რამეთუ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ. შეკითხვაზე, იყო თუ არა კითხვები აღნიშნულ საკითხზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. „იმ ყველაფრით, რაც თბილისსა და კიევს შორის უხერხულობას, გაუგებრობას და დაძაბულობას ქმნის, სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. ჩვენი დღევანდელი დაცულობა არის, რომ ვიყოთ ერთად და სოლიდარობა გამოვიჩინოთ - როგორც შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი, ასევე ერთად უნდა ვიყოთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია”. კობახიძის თქმით, ყველა, ვინც, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, მათ შორის სახალხო დამცველი, არის იმ განზრახვის ნაწილი, რომ საქართველოში ომი გაჩაღდეს. სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადებები „პოლიტიკური, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური“ იყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი: აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელი სცენარია
"ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ. აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელი სცენარია", – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი პროცესი. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, ალბათ, ეს შეუძლებელი სცენარია“, – განაცხადა ალიევმა. ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა: მივესალმებით განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს მოლდოვასთან და საქართველოსთან
„დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა. „იყო სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიხმარდი სიტყვას - მოსალოდნელი საფრთხე. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო, ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, - განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ლაპარაკი იყოს ომის პარტიაზე, ჩემთვის ეს არ არსებობს, ომის მომხრე არავინაა და მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი
29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნენსი პელოსი: კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ეხმაურება. „მქონდა პრივილეგია, აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი. კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე. გარდა ამისა, პელოსის თქმით, საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისას, პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის წინააღმდეგობა რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის მიმართ. „ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, დაწესდეს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თანამონაწილეები არიან“, - წერს ნენსი პელოსი Twitter-ზე. ამავე თემაზე ნენსი პელოსიმ და სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა განიხილეს
ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობს
უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია. თავდაცვის მდივნის თქმით, რუსეთი ცდილობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განეიტრალებას, მაგრამ ეს მიზანი აშკარად ვერ განახორციელეს. და, იქედან გამომდინარე, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, მათ შეძლეს, რომ რუსეთს ვერ მოეპოვებინა უპირატესობა ამ მიმართულებით. აშშ განაგრძობს ამ საკითხზე ფოკუსირებას. ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ უკრაინას დამატებით შესაძლებლობებს მიაწვდის. მათ შორის, განიხილება შორსმსროლელი საარტილერიო საშუალება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მივაწვდით მათ ამ შესაძლებლობებს... მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „სიამაყით აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ახლახან სთხოვა 16 მილიარდი აშშ დოლარი თავდაცვის დეპარტამენტს, რათა გადაეჭრა უკრაინის თავდაცვის საჭიროებები მომდევნო, გადამწყვეტ კვირებში. ეს დამატებითი მოთხოვნა მოიცავს 6 მილიარდ აშშ დოლარს დამატებით უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის, რომელიც გვეხმარება, უზრუნველვყოთ იარაღი და სისტემები უკრაინისთვის, და 5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ კრიტიკული მასალების მიწოდება ჩვენი საკუთარი ინვენტარიდან და სხვა, 5 მილიარდი დოლარი დაგვეხმარება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი
BBC: უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს
უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ბრიტანელი კაცი სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს. როგორც ცნობილია, მოხალისეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ, თუმცა კავშირი ჰქონდათ Presidium Network-თან. ბრიტანელები უკრაინული ოჯახის ევაკუაციას ცდილობდნენ. მათთან კონტაქტი ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ორშაბათს დილით დაკარგა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
29-30 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ვიზიტის მიმდინარეობისას, დღის განმავლობაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან.„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა: უკრაინის საჰაერო ძალებმა S-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მიიღო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის "სამხრეთის" საზენიტო სარაკეტო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებიდან მიიღეს S-300 სარაკეტო სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა უკრაინის საჰაერო თავდაცვა ქვეყნის სამხრეთში. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა Telegram-ზე იტყობინება. „S-300 სარაკეტო სისტემა ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქციას რუსი ოკუპანტების მიერ დაპყრობილი ობიექტების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაწილზე. ამ სარაკეტო სისტემას შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავი, საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კილომეტრამდე მანძილზე. არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილზე მიფრინავს სამიზნე - დაშორება 10 მეტრია თუ 27 კილომეტრი“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში. ბრძანების თანახმად, სისტემა უკვე ასრულებს საბრძოლო დავალებებს. 28 აპრილს უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 15 საჰაერო სამიზნე, მათ შორის სუ-34 თვითმფრინავი, ხუთი საკრუიზო რაკეტა და ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი, - იუწყება უკრაინის სარდლობა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი
დიმიტრი პესკოვი: მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი, მათ შორის, არც ბელორუსის პრეზიდენტი არ დაესწრება
"მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი არ დაესწრება. მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს არც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. „გამარჯვების დღის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე უცხოელი ლიდერები არ მოგვიწვევია. საქმე ისაა, რომ ეს საიუბილეო თარიღი არაა. ეს ჩვენი დღესასწაულია, რომელიც წმინდაა მთელი რუსეთისა და რუსი ხალხისთვის. მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს არც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრება", - განაცხადა პესკოვმა.
ალექსანდრე ლუკაშენკო: მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს
ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ მეზობელი დასავლეთის ქვეყნები მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას ისარგებლონ ბელორუსთან უვიზო მიმოსვლით, რათა მათ არ დაინახონ, რომ ბელორუსიელები ნორმალურად ცხოვრობენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს. თქვენ ყველამ გამაკრიტიკეთ: დიქტატურა, დიქტატურა. მაგრამ ამ დიქტატურაში წესრიგია. დიქტატურა რომ არ იყოს, ჩვენ შიშვლები ვიქნებოდით", - განაცხადა ლუკაშენკომ. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა
საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს
საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება. კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველომ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს, ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა. „კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში