ძებნის რეზულტატი:
CNN: მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია
CNN-მა გამოაქვეყნა Maxar Technologies-ის სატელიტურ ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია. ფოტოების თანახმად, შენობების სახურავებზე დაბომბვის შედეგად დიდი ხვრელებია, ზოგიერთია სახურავი კი მთლიანად დანგრეულია. ასევე განადგურებულია ქარხნის მიმდებარედ საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები. ბოლო მონაცემებით, აზოვსტალის ქარხნის სარდაფებს თავს 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაეროს ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს პოზიცია გაიმეორა და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები განიხილა. მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში მარიუპოლის გარეუბანში, სოფელ ვინოჰრადნეში. მანჰუშში კი, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 3000-დან 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: ვითარება მარიუპოლში არის კრიზისი კრიზისში
კელი დეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს
"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უმკურნალონ კვალიფიციურმა სამედიცინო პროფესიონალებმა. ეს არის ადამიანის ძირითადი უფლება და ის, რისკენაც ჩვენ ასევე მოვუწოდებთ. მე ვიხილე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ისინი უზრუნველყოფენ სამედიცინო დახმარებას, რომელთაგან ნაწილზე, მათი თქმით, სააკაშვილი უარს აცხადებს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციებს, ყურადღებით განიხილონ ეს რეკომენდაციები. სახალხო დამცველის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები, ეს არის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატი. ასე რომ, სწორედ ამ ოფისმა უნდა შეამოწმოს მისი მდგომარეობა და გასცეს რეკომენდაციები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი ევროკავშირის კითხვარზე: ეს არის საქართველოს შანსი, აჩვენოს, რომ სურს, განახორციელოს საჭირო რეფორმები
"საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა „კითხვარი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ვიცი, პირველ ნაწილს ელჩ ჰარცელს მალე გადასცემენ და მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე ნაწილი კიდევ უფრო გრძელი და ფართოა. ამის შემდეგ ევროკავშირი შეისწავლის ამ პასუხებს და დაბრუნდება დამატებითი ინფორმაციისთვის. ეს ძალიან გრძელი და დეტალური პროცესია, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრმა გაიარა. ეს არის საქართველოს შანსი, აჩვენოს, რომ სურს, განახორციელოს საჭირო რეფორმები, საკანონდებლო ცვლილებები, რათა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს და კანონმდებლობას. საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა და ის მოითხოვს არა მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას ამ პროცესში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ თვის გადაწყვეტილებას ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ 12 მაისს გამოაცხადებს. ხოლო ხელისუფლების გადაწყვეტილება 14 მაისს გახდება ცნობილი. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად. ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილ ვითარებაზე. საული ნიინისტემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მოქმედებებზე და სამხედრო სიმძლავრეების გამოყენებაზე, რაც შეშფოთებას იწვევს. შვედური გამოცემა Expressen-ის ცნობით, შვედეთი და ფინეთი გეგმავენ NATO-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 17-21 მაისს. 25 აპრილს NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.
კელი დეგნანი: ერთმანეთზე თავდასხმა, მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, ეს მხოლოდ რუსეთს ეხმარება
ვფიქრობ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთისთვის მოღალატის, პრორუსის ან ომის პარტიის წოდება არის ზუსტად ის, რაც საქართველოს არ სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, „არავის სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე“. „მე ვესაუბრე ძალიან ბევრ პოლიტიკურ ლიდერს. არცერთ მათგანს არ უსაუბრია საქართველოს ომში ჩართვაზე. ვფიქრობ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთისთვის მოღალატის, პრორუსის ან ომის პარტიის წოდება არის ზუსტად ის, რაც საქართველოს არ სჭირდება. ახლა საქართველოს ერთად დგომა სჭირდება, ერთად დგომა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად. ქართველებს შორის დაპირისპირება მხოლოდ რუსეთს ეხმარება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები გაამართლებენ დევიზს – "ძალა ერთობაშია", - აღნიშნა დეგნანმა.
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაზიანდა აეროპორტი
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. შედეგად აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაზიანდა. უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობის ცნობით, „ოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, მისი შემდგომი გამოყენება შეუძლებელია“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა
მედია: მსოფლიოსთვის, წიაღისეული ენერგოწყაროების ახალი ალტერნატივა, შესაძლოა წყალბადის ენერგია გახდეს
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებმა, დაიწყეს წყალბადის ენერგიის განხილვა, როგორც წიაღისეული ენერგიის წყაროების ალტერნატივად. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში განხორციელდა ან დაიგეგმა 1120-მდე პროექტი მწვანე წყალბადის აქცენტით. მსოფლიოში წარმოებული წყალბადის 95 პროცენტი კვლავ არის წიაღისეული საწვავის გადამუშავების შედეგი, როგორიცაა ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და ნავთობი. ამ ტიპის წყალბადი იყოფა სამ ნაწილად: ნაცრისფერი, ყავისფერი და შავი. იმავდროულად, "მწვანე" ან ნეიტრალური H2, რომელიც წარმოქმნის წყალბადის მხოლოდ 5 პროცენტს, წარმოიქმნება წყლის ელექტროლიზით განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) გამოყენებით. ამ მეთოდით წყალბადის წარმოებისთვის საჭიროა გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგია, რაც გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას. Fit for 55 შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები მიზნად ისახავენ 2030 წლისთვის 5,6 მილიონ ტონამდე მწვანე წყალბადის წარმოებას. თავად შეთანხმება ითვალისწინებს 2030 წლისთვის სათბურის გაზების წმინდა ემისიების 55 პროცენტით შემცირებას. წიაღისეული ენერგიის წყაროების ალტერნატივის თემა განსაკუთრებით აქტუალური იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, ძირითადად ევროკავშირმა, დაიწყო წყალბადის ალტერნატივის განხილვა ენერგეტიკულ სექტორში. მსოფლიოს 100-ზე მეტმა ქვეყანამ განსაზღვრა წყალბადის სტრატეგია ან საგზაო რუკა. ამ ინიციატივების ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, სამხრეთ კორეამ, ჩილემ, ჩინეთმა და ინდოეთმა ასევე შეიმუშავეს შესაბამისი საგზაო რუკები. „თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ევროკავშირის მწვანე წყალბადის მოთხოვნილების გარკვეულ ნაწილს დააკმაყოფილებს. ექსპერტების აზრით, დანახარჯების თვალსაზრისით, თურქეთს უფრო კონკურენტულად შეუძლია სუფთა ენერგიის წარმოება“, - წერს სააგენტო.
ამსტერდამის პორტში რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი არ გადმოტვირთეს
ამსტერდამის პორტის მუშები უარს ამბობენ რუსული დიზელის საწვავით ტანკერის გადმოტვირთვაზე. მანამდე რუსული ტანკერის გადმოტვირთვაზე, უარი თქვეს შვედეთის პორტის მუშებმა. ამის შესახებ ჰოლანდიური ტელეარხი NOS იტყობინება. ტელეარხის ცნობით, წუხელ, გემი ნიდერლანდების სანაპიროსთან გაჩერდა და ამსტერდამის პორტში შესვლას აპირებდა, მაგრამ პორტის წარმომადგენლები მის გადმოტვირთვაზე უარს ამბობენ. გემის ტვირთი უკრაინის ომის გამო საკამათოა. რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი ლეგალურია. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდების მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე, ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება ნავთობის საერთო ბოიკოტზე. სხვა ქვეყნის დროშით მფრინავი რუსული გემები ან გემები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან, არ შეუძლიათ ევროპის ნებისმიერ წერტილში გაჩერება. ამასთან, Sunny Liger ტანკერი მარშალის კუნძულების დროშით დაცურავს და სანქციებს არ ექვემდებარება. ის შვედეთში ვერ წავიდა, რადგან შვედ დოკერებს მისი გადატვირთვა არ სურდათ. იგივე ხდება ამსტერდამში ახლაც. პროფკავშირმა FNV Havens-მა დაარწმუნა მხარეები, უარი ეთქვათ გემზე წვდომაზე ამსტერდამის პორტში. გუშინ პროფკავშირმა იგივე მიმართვ გაუგზავნა როტერდამის პორტის მუშაკებს. ამსტერდამის პორტის თანახმად, ტერმინალმა და პორტთან დაკავშირებულმა სხვა კომპანიებმა, როგორიცაა ბუქსირი და პილოტის პერსონალი, უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ტვირთის გემიდან გადმოტვირთვა. ამსტერდამის მუნიციპალიტეტი, პორტის ერთადერთი აქციონერი, არასასურველად მიიჩნევს Sunny Liger-ის ამსტერდამის პორტში განტვირთვას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ პორტის მუშებს“, - განაცხადა მერიის წარმომადგენელმა. მუნიციპალიტეტი ელოდება კონსულტაციებს ყველა მხარესთან ზომების მიღებამდე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ოლეგ ნიკოლენკო ასევე სთხოვს ამსტერდამის პორტის მუშებს, არ განტვირთონ გემი. "Sunny Liger ნავთობის ტანკერი რუსული ნავთობით შევიდა ამსტერდამის პორტში. ჩვენ მოვუწოდებთ ჰოლანდიის მთავრობას, მოითხოვოს ამ გემის დაუყოვნებლივ გამგზავრება. ნიდერლანდები, რომლის მხარდაჭერასაც უკრაინა დიდად აფასებს, არ უნდა იქცეს ბინძური რუსული ნავთობის სქემებისთვის“, - დაწერა მან ტვიტერზე. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს რუმინეთი რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს
მედია: დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებს, მძიმე ნაღმმტყორცნებსა და ჭურვებს გადასცემს
დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Piranha III-ის ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს. ამის შესახებ დანიური გამოცემა OLFI წერს. გამოცემის ცნობით, უკრაინა მიიღებს 25 ჯავშანტრანსპორტიორს 8x8 ვერსიით. Piranha არის ბორბლიანი ჯავშანტექნიკა, რომელიც შემუშავებულია შვეიცარიული კომპანია MOWAG-ის მიერ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასიური ჯავშანტექნიკის პლატფორმაა. დანიის არმია ამჟამად აღიჭურვა Piranha V ჯავშანტრანსპორტიორებით. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დანია უკრაინას გადასცემს 50 ჯავშანტრანსპორტიორ M113 და M10 და მათთვის განკუთვნილ მძიმე ნაღმმტყორცნებს. M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს დანიის არმია 1964 წლიდან იყენებს, თუმცა არაერთხელ მოხდა მისი მოდერნიზება. დანიის შეიარაღებული ძალების ვებგვერდის მიხედვით, მანქანებს აქვთ უფრო ძლიერი ძრავები, ახალი აღჭურვილობა და უფრო ძლიერი ჯავშანი. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს
Bloomberg: აშშ რუსეთიდან მეცნიერების მოსაზიდად, მათთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს რუსეთიდან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვას, მათთვის სავიზო შეზღუდვების მოხსნით, იუწყება Bloomberg. სააგენტოს წყაროები ამბობენ, რომ „თეთრმა სახლმა“ კონგრესს შესთავაზა, რომ რუსეთიდან აშშ-ს სამუშაო ვიზის განმცხადებლები გათავისუფლდნენ დასაქმების დამადასტურებელი მოთხოვნისაგან. კერძოდ, აშშ-ის ხელისუფლება სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი მიღებული აქვთ მეცნიერების დარგებში, ტექნოლოგიებში ან მათემატიკაში შეერთებულ შტატებში ან მის ფარგლებს გარეთ. კონკრეტულად, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს გაუადვილოს ნახევარგამტარების, კოსმოსური ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული სისტემების, ბირთვული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, სარაკეტო ძრავების შემუშავების გამოცდილება აშშ-ში გადასვლა. აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განუცხადა სააგენტოს, რომ ეს ძალისხმევა მიმართულია რუსეთის მაღალტექნოლოგიური რესურსების მოკლევადიან პერსპექტივაში შესუსტებაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ინოვაციების ბაზის შელახვის მიზნით, ხოლო შეერთებული შტატების ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ბევრმა მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა დატოვა რუსეთი, თქვა ბლუმბერგმა თეთრ სახლში. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს მიაწერა "შეზღუდულ ფინანსურ შესაძლებლობებს, რომლებიც გამოწვეულია სანქციებით" შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტმა კონსტანტინე სონინმა 8 მარტს განაცხადა, სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომ „ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთი 200 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა“. რუსეთის ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციამ (RAEC) 22 მარტს იტყობინებოდა, რომ 50,000-70,000 IT პროფესიონალმა დატოვა რუსეთი, კიდევ 70,000-100,000 სავარაუდოდ დატოვებს აპრილში. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მალევე, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუს IT სპეციალისტებს ჯარში გაწვევა გადაუვადდებათ, ხოლო IT კომპანიები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან და ინსპექტირებისგან.
დმიტრო კულება: უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად, გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინამ შესთავაზა ჩინეთს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ამის შესახებ მან ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა, წერს უკრაინული მედია. „ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინისთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვან სტანდარტად მივიჩნიეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინას რეალური უსაფრთხოება არ მოუტანა. ახლა უკრაინა სწავლობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა და სხვა ძირითადი წევრებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას. ჩვენი წინადადება, რომ ჩინეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებით ჩვენი პატივისცემისა და ნდობის ნიშანია“, - განაცხადა კულებამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ იმ გაგებით, რომ მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიება მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. ყველა მხარემ, მათ შორის რუსეთმა, დაინახა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არასწორია. ყველა პრობლემა და შეშფოთება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და არა ძალის გამოყენებით. იმედი მაქვს, რომ ჩინეთი და განაგრძობს პოზიტიურ პოზიციას და რუსეთის წაახალისებს, რომ შეაჩეროს თავისი აგრესია, მოხსნას საერთაშორისო ვაჭრობის ბლოკადა და პატივი სცეს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მინისტრმა. Xinhua-მ ასევე გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები "თითქმის ყოველდღე განიხილავენ შესაძლო ხელშეკრულების პროექტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით". „დოკუმენტი უნდა შეიცავდეს პოსტკონფლიქტური სიტუაციის ბევრ ელემენტს, მაგალითად, უკრაინის მუდმივ ნეიტრალურ, არაბირთვულ, არაბლოკურ და დემილიტარიზებულ სტატუსს, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს. დენაციფიკაცია, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარება. მოლაპარაკებების დღის წესრიგშია სანქციების მოხსნა, რუსული ენის სტატუსი და სხვა საკითხები“, - განაცხადა მან. ლავროვმა ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი იქნება გარანტიების სააგენტოს შექმნა, რომელიც მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს. როგორც ცნობილია, უკრაინა დასავლეთისგან ცდილობს მიიღოს უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, როგორიც NATO-ს ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ მიუღია იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აქვთ დადასტურებული შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ, „მაგრამ, ცხადია, სხვადასხვა სახელმწიფო მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების გასაცემად“, - ამბობს ზელენსკი. მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის ფედერაციასთან საბოლოო მოლაპარაკებებში მშვიდობა შეუძლებელია. 6 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. „აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი - ეს გარანტორების სრული სია არ არის, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი განიხილონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ
Bloomberg: რუსულ ნავთობზე ემბარგო, შესაძლოა, წლის ბოლომდე ამოქმედდეს
ევროკავშირი მომავალ კვირას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს აანონსებს. იგეგმება „სბერბანკის“ SWIFT-დან გათიშვა და რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს დაწესება. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროების ცნობით, ევროკავშირი გეგმავს რუსულ ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას წლის ბოლოსთვის, თუმცა მანამდე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. კერძოდ, ლაპარაკია ჯერ ტანკერის, ხოლო შემდეგ ნავთობსადენის ნავთობის აკრძალვაზე. ამასთან, ევროკავშირის სანქციების პაკეტში მოხვდება ბელორუსიც, რადგან ის რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გარკვეულ პლაცდარმს წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს. 14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა
უკრაინა: „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 20 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
„აზოვსტალის“ ტერიტორიიდან შაბათს საღამოს, 30 აპრილს, 20 ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. „ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადაყვანილნი იქნებიან ზაპორიჟჟიაში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა. „მთელი ღამე მტრის არტილერია ბომბავდა ადგილს", - აღნიშნა პალამარმა. მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. უკრაინა ქარხანაში მყოფი ყველა კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადაყვანას მოითხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის მთავრობა ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკის და ხერსონის პორტებს ხურავს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბერდიანსკის, მარიუპოლის, ხერსონისა და სკადოვსკის პორტების დახურვის ბრძანება გასცა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საზღვაო პორტები დახურულია მათზე კონტროლის აღდგენამდე. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან შეუძლებელია გემებისა და მგზავრების მომსახურება, ნავიგაციის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველყოფა ამ რეგიონებში რუსეთის ომის დროს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვაო ნავსადგურების ოპერირება განახლდება რუს ოკუპანტებზე უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბლინკენმა და კულებამ უკრაინაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების საკითხი განიხილეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივამა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარ გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე. მდივანმა კულებას ამერიკელი დიპლომატების უკრაინაში დაბრუნების გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის აცნობა პირველადი ვიზიტების შესახებ ლვოვში. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ კიევში დიპლომატების რაც შეიძლება მალე დაბრუნებას გეგმავს. ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს 33 მილიარდი აშშ დოლარის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების საკითხი, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს უკვე მიმართა. მანამდე ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 24 აპრილს ეწვივნენ უკრაინას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებს და მძიმე ნაღმტყორცნებს გაუგზავნის
დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 25 Piranha III ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს და M10 მძიმე ნაღმმტყორცნებს გაუგზავნის, იუწყება დანიური მედია გამოცემა Olfi. ჯავშანტექნიკის გარდა, დანია უკრაინაში მძიმე M10 ნაღმტყორცნებს და ათასობით ჭურვს აგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალები 50 ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნენსი პელოსი უკრაინაშია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინაშია. ნენსი პელოსი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა. „შეერთებული შტატები ლიდერია უკრაინის მტკიცე მხარდაჭერით რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გმადლობთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის Twitter პოსტში. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვა. მანამდე ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 24 აპრილს ეწვივნენ უკრაინას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
7 287 ტესტის შედეგად, კოვიდინფიცირების 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კოვიდინფიცირების 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი, გარდაიცვალა 3 კოვიდინფიცირებული. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 287 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 670 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.99%, ბოლო 14 დღის - 0.99% ხოლო 7 დღის - 0.85%. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 655 170-ს შეადგენს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 198-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 16 810 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 2, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. აქტიური შემთხვევა: 1 136, საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 კოვიდპაციენტი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 849 სახლში მკურნალობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ბორის ჯონსონი: უკრაინის გაძლიერების და პუტინის მარცხის უზრუნველყოფის ერთგული ვარ ისე, როგორც არასდროს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. „ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა განვსაზღვროთ, როგორ გააგრძელებს დიდი ბრიტანეთი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, რომელიც უკრაინას დასაცავად სჭირდებათ. უკრაინის გაძლიერების და პუტინის მარცხის უზრუნველყოფის ერთგული ვარ ისე, როგორც არასდროს“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Twitter პოსტში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს
პოლონეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის საკუთარ MiG-29 თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს. „მე მივიღე დადასტურება, რომ პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე იმ მომენტიდან, როდესაც სლოვაკეთი უკრაინისთვის მიგ-29 თვითმფრინავის მიწოდებას გადაწყვეტს“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სლოვაკეთმა ამ თვის დასაწყისში დააფიქსირა პოზიცია, რომ განიხილავს თვითმფრინავების მიწოდებას, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ის შეძლებდა საკუთარი საჰაერო სივრცის ალტერნატიული თავდაცვის ორგანიზებას. ცნობისთვის, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 29 აპრილს განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.