ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - ჩვენს საამაყო ჯარს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს: იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას. დიდი პატივი და პატრიოტიზმია, ერთგულად ემსახურო შენს ქვეყანას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის ნაწილი. ასევე დიდი სიამაყის განცდაა, შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინდა ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას. თავდაცვის ძალების დღეს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ქვეყნის წინაშე. მინდა ასევე გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები", - აღნიშნავს პრემიერი.
ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი
"მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღევანდელი დღე მსურს მივულოცო, თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს. ჩვენს მამაც სამხედროებს, რომელთაც თავიანთი პროფესიონალიზმი და მებრძოლი სული ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში არაერთხელ წარმოაჩინეს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის განსაკუთრებულად საპატივცემულო ადამიანები. მრავალი თქვენგანის ზურგზე გადაიარა არაერთმა მძიმე განსაცდელმა. ბევრი თქვენგანი გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე როგორც შეეფერება თქვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს. თქვენთან ერთად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს
ილია დარჩიაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათივე ცნობით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის ტრადიციულად კეთილმეზობლური კავშირები, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს მაღალი დონის შეხევდრების და ვიზიტების ურთიერთგაცვლა. მინისტრები მიესალმნენ საქართველო-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს საიუბილეო თარიღის სათანადოდ აღნიშვნას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ, ვაჭრობის მიმართულებებს და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ამოქმედების მნიშვნელობას, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მიმართონ ძალისხმევა, მათ შორის ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომების სისტემატიურად ჩატარების საკითხზე, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი. დადებითი შეფასება მიეცა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და განსაკუთრებით ბოლო წლებში ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკას, მინისტრები შეთანხმდნენ ტურიზმის მზარდი ნაკადების გათვალისწინებით იმუშაონ დამატებითი ხელმშემწყობი მექანიზმების ამოქმედების კუთხით. ასევე დადებითად იქნა შეფასებული საქართველოსა და სომხეთის კავშირები კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით. შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდრო ორმხრივი კონტაქტების შენარჩუნებასა და ქვეყნებისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. შეხვედრის შემდგომ გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადებები პრესასთან. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გვირგვინით შეამკო ეროვნული მემორიალი.
ჯენ ფსაკი: რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება
"თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება", - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ”პოზიცია არის მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სამიტს არ უნდა დაესწროს. პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით,” - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების მიწვევა მიიღო. „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს აგრძელებს
"რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს აგრძელებს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "რუსეთის ჯარი ახორციელებს საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და უკრაინული ჯარის პოზიციებზე. პარალელურად რუსული ჯარი გადაჯგუფებას და დამატებითი ძალების მობილიზებას აგრძელებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გაერთიანებული ძალები: 29 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა, 11 რუსული ტანკი და 40 ერთეულზე მეტი სხვა ტექნიკა გაანადგურეს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: მთელი კონტინენტის მომავალი დამოკიდებულია უკრაინის შესაძლებლობებზე
"უკრაინის ომის შედეგები არამხოლოდ უკრიანის, არამედ მოლდოვის, სხვა მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროპის მომავალს გადაწყვეტს",- ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა. ”უკრაინის ომის შედეგები არამხოლოდ უკრიანის, არამედ მოლდოვის, სხვა მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროპის მომავალს გადაწყვეტს. მთელი კონტინენტის მომავალი დამოკიდებულია უკრაინის შესაძლებლობებზე, შეინარჩუნოს თავისი პოლიტიკური სისტემა და გამძლეობა. მსოფლიოს ამ ნაწილის ყველა ქვეყნის ბედი და მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, სად დამთავრდება ის და როდის დასრულდება“,-განაცხადა პოპესკუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული: სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას
"სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - ამის შესახებ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. ამასთან, როგორც ბეროზაშვილმა აღნიშნა, დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა. "სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - განაცხადა ბეროზაშვილმა. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და მთავრობის მეთაურების შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები. ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სომხეთის პრემიერი მიესალმნენ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.
უკრაინის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი ცდილობდა, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაეცვალა
"მოსკოვი ცდილობდა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაეცვალა, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია", - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკომ განაცხადა. როგორც ვერეშჩუკმა BBC-ს განუცხადა, მისმა ოფისმა აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვა. ”აი, რატომ დაატყვევეს ყველა - მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ადგილობრივი საკრებულოს თანამშრომლები, რათა სცადონ მათი გამოყენება,” - აღნიშნა ვერეშჩუკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს აგრძელებს უკრაინის გაერთიანებული ძალები: 29 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა, 11 რუსული ტანკი და 40 ერთეულზე მეტი სხვა ტექნიკა გაანადგურეს
ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ჰესების მშენებლობას, მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავს
თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყოფილ ინვესტორთან და მოლაპარაკებების შედეგები მალე გახდება ცნობილი. „მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი პოზიცია ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, იქ რაღაც კითხვები არსებობდა. ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის შედეგებს ძალიან მალ გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას - ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. ზოგადად, თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ენერგეტიკის განვითარება და გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას. ახლა პირიქით არის - გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა 14,4 ეკონომიკური ზრდა, პირველ კვარტალში. ამიტომ, თუ არ დავაწიეთ, ჩვენ წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ანუ ჰიდრორესურსები. მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და ვეხმარებით, მაგრამ ისეთი ჰესი, როგორიც არის ენგური, ეს ჰესი რომ არ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 2022 წლის 24 მარტს,ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა ასევე წაიკითხეთ ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა
სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი! გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, მინდა, მივმართო ქართულ ჯარს და კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა! მინდა, ეს დღე მოგილოცოთ ყველა სამხედროს, რომლებიც ღირსეულად და დიდი პროფესიონალიზმით ემსახურებით და ემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას! ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი! გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს!“ – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კითხვარზე: მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ
გუშინ გვქონდა კომისიის სხდომა და საბოლოოდ შევჯერდით, კითხვარი არის შევსებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ყველა კითხვა განიხილეს. „დასრულებულია დოკუმენტი და მზად არის, რომ გადავცეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც შემდგომ ბრიუსელში იქნება გაგზავნილი. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ჩვენ ჩვენი მხრივ, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, მიმდინარე პროცესი, რა თქმა უნდა, რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება, მივა ბოლომდე და ახლა უკვე, ამის შემდეგ, ჩვენ, ასოცირებული ტრიო, უკრაინა მოლდოვა და საქართველო ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის. ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
ირაკლი ღარიბაშვილი: ელექტრომობილების ქარხნის პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, გვაქვს მცდელობა განვაახლოთ პროექტი
გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია. „რაც შეეხება ელექტრომობილების ქარხანას - ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად“, - განაცხადა პრემიერმა. 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ელექტრომობილების ქარხნის პროექტი, რომელიც ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5 000 ელექტრომობილის გამოშვება იგეგმებოდა, ხოლო საწარმოს სრულად დატვირთვის შემდეგ 40 000 ელექტრომობილის, საიდანაც ნახევარი საექსპორტოდ, მეორე ნახევარი კი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ბრენდირებული ელექტრომობილები წარწერით Made in Georgia კი ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი უნდა გამხდარიყო.
მარიუპოლის მერი: ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში
"რუსებმა მარიუპოლში ორჯერ მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. "ორ წელიწადში ნაცისტებმა მარიუპოლში 10 ათასი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. რუსმა დამპყრობლებმა კი ორ თვეში 20 ათასზე მეტი მარიუპოლის მცხოვრები დახოცეს. 40 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს ქალაქიდან. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში“, - განაცხადა ბოიჩენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი ცდილობდა, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაეცვალა
ილია დარჩიაშვილმა სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტთან, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების პრეზიდენტთან ალენ სიმონიანთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ. დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მზაობა. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის, რომელსაც დიდი დატვირთვა და როლი აქვს. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას ერევანში. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრულ ურთიერთობები. მსოფლიო და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობა. აღინიშნა სომხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი- პოლიტიკური, ეკონომიკური, ვაჭრობის სფეროში არსებული კავშირები და ისაუბრეს საერთო სამომავლო გეგმებზე. ასევე წაიკითხეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი IDS ბორჯომზე: აქტიურად ვმუშაობთ, მოქალაქეებს სასიამოვნო ინფორმაციას მალე ვეტყვით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია IDS ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს დღეს, ქუთაისში ვიზიტისას მედიასთან გამოეხმაურა. „ბოლო დღეებში გვესმის პრობლემა - მოგეხსენებათ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა სამხედრო პატივით ზუგდიდში დაკრძალეს
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა სამხედრო პატივით დღეს ზუგდიდში დაკრძალეს. მის ხსოვნას დილიდან პატივი მიაგეს სამოქალაქო და სამხედრო პირებმა. ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ზუგდიდში უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი ჩავიდა და ქართველი მებრძოლის ოჯახს მიუსამძიმრა. შეგახსენებთ, რომ ალიკა ცაავა 16 აპრილს მაშინ დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლთან, ზაზა ბიწაძესთან ერთად ქალაქ რუბეჟნოიში დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოსაყვანად მიდიოდნენ. დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაშიც გაიმართა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს ილია მეორე ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, მათ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო. პროკურატურა გ.ბ-სთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ასევე წაიკითხეთ: მშობლების მკვლელობაში ბრალდებული: სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას
მედია: რომის პაპმა, რუსეთისგან სამჯერ მიიღო უარი, მარიუპოლიდან მოქალაქეების გამოსაყვანად ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე
რომის პაპმა ფრანცისკემ, უკარაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიპლომატიური არხებით, რუსეთს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანად ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა სამჯერ სთხოვა და უარი მიიღო. იტალიური გამოცემა Il Messaggero-ს ცნობით, სამჯერვე რუსეთმა ვატიკანი მიახვედრა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოყვანის გარანტორი ვერ იქნება. პირველი მცდელობა რომის პაპს მარტის ბოლოს ჰქონდა. ის ამ საკითხზე რუსეთის პატრიარქს დაეკონტაქტა. ვარაუდობდნენ, რომ ოპერაციაში უსახელო მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და ვისვალდას კულბოკასი მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა. მეორე მცდელობა იყო აპრილის შუა რიცხვებში, აღდგომაზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გაზეთი ამტკიცებს, რუსეთმა უსაფრთხოების გარანტია ვერ შეძლო. მესამედ, გასულ კვირას, რომის პაპმა შესთავაზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან და ზღვით გადაყვანა ვატიკანის გემზე. Il Messaggero-ს ცნობით, ეს წინადადება რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ რომის პაპი: გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება რომის პაპი რუსეთის პატრიარქს იერუსალიმში აღარ შეხვდება რომის პაპი: სამწუხაროა, რომ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც ქრისტეს აღდგომას გვაუწყებენ
პრემიერი: ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის გაკეთებას, როგორიცაა სილიკონ ველი აშშ-ში
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტექნოპარკის" და მინი "სილიკონ ველის" მოწყობის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით "აქტიურად მუშაობს" მსხვილ საინვესტიციო ჯგუფებთან. „მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად შემოედინებიან IT-სპეციალისტები, ექსპერტები, ამ კომპანიებში დასაქმებული უამრავი ახალგაზრდა, ათასობით ადამიანი, რომლებიც საქართველოდან მუშაობენ და ემსახურებიან მთელს გლობალურ კომპანიებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისლებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა. ეს გეგმა გვაქვს, ამაზე ვმუშაობთ, არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას. მათ შორის არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. შეიძლება აქ გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის „სილიკონ ველის“ მსგავსი ამერიკაში. ორი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. დავასაქმოთ არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები. გადავამზადოთ ისინი, IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა პრემიერმა.