ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი სანქციებზე, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევასა და საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-ს ესაუბრა. Europetime ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ბევრს სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაში, საქართველოში მტკივნეული მოგონებები გაუღვივა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მიუხედავად ამისა, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ არჩია, არ შეუერთდეს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვს სანქციებს უწესებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთის სანქციები არ შედის მისი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ამ ნაბიჯმა გამოიწვია დიპლომატიური კონფლიქტი უკრაინასთან, რის გამოც კიევმა თავისი ელჩი გაიწვია. Foreign Policy საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უკრაინის ომი თბილისისთვის, NATO-ში გაწევრიანების შეუპოვარი ამბიციებისთვის და ქვეყნის გადაწყვეტილებისთვის, არ შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. _როგორი განწყობაა ახლა საქართველოში? როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საქართველოს პოზიციაზე, განსაკუთრებით, უსაფრთხოების მიმართულებით? ქართული საზოგადოება შეშფოთებულია, მაგრამ მტკიცედ დგას, უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას გამოხატავს იმის გამო, რომ ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს, როცა პირდაპირ საფრთხე ემუქრება შენს სუვერენიტეტს, შენს დამოუკიდებლობას. _ფიქრობთ, რომ ამ მომენტისთვის, საქართველო საკმარის მხარდაჭერას იღებს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან? ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს ყველა შეხვედრაზე. ჩვენ ახლახან გვყავდა კონგრესის დელეგაცია ვიზიტით საქართველოში. ვქონდა კონტაქტები და ვიზიტები (კონფლიქტამდე) ევროკავშირის მხრიდან; [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] შარლ მიშელი შარშან სამჯერ იყო საქართველოში. ასე რომ, საქართველოს აქვს მხარდაჭერა და ჩვენ ახლა ამ დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე ვიმყოფებით... ამავდროულად, ვფიქრობ, დროა, საქართველოზე უფრო მკაფიოდ ფიქრობდეს ყველა. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოლდოვასთან ერთად, ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომლებიც რუსეთთან ახლოს, „ფრონტის ხაზზე“ ვართ და რომლებსაც არც ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა იცავს და არც, რა თქმა უნდა, NATO-ს უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, ფაქტობრივად, ეს ჩვენ უფრო მოწყვლადს გვხდის ორივე სცენარში: მოიგებს თუ არა რუსეთი და გახდება უფრო ამბიციური, ან, როგორც ახლა ჩანს, რუსეთი კარგავს ან არ იგებს ისე, როგორც მათ სურთ, და შემდეგ ეძებს კომპენსაციას. მე არ ვამბობ, რომ ეს არის სცენარები, რომლებიც აუცილებლად განვითარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ხშირად უნდა ვიყოთ მოხსენიებულნი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი და აქცენტი უკრაინაზეა და უნდა იყოს უკრაინაზე. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საქართველო რაღაცნაირად დავიწყებულია, რადგან ეს შესაძლოა, ძალიან არასწორი გზავნილის გაგზავნა იყოს მოსკოვისთვის. _საქართველოს გარკვეულწილად, ყველაზე კარგად ემის, თუ რას განიცდიან უკრაინელები ახლა, მაგრამ ამავე დროს, საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს, ფაქტობრივად, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვიცი, საიდან მოდის ეს, რადგან საქართველოს მთავრობამ გარკვეულ დროს განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. ეს იყო განკუთვნილი შიდა საზოგადოებისთვის, იმის ასახსნელად, რომ ჩვენ არ ვაპირებდით ეროვნული სანქციების დაწესებას საერთაშორისო სანქციებთან ერთად. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი: SWIFT-ი, ყველა ფინანსური სანქცია. საქართველოს ფინანსური ორგანოები და ბანკები არამხოლოდ იცავენ, არამედ გადაჭარბებულადაც ასრულებენ მოთხოვნებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ის, რაც ნამდვილად ძვირი უჯდება საქართველოს. ფაქტობრივად, საქართველოს ინდივიდუალური სანქციების კუთხით ბევრი არაფერი შეუძლია. უკრაინიდან შემოგვქონდა ხორბალი და ასევე რუსული ხორბალი. ჩვენ 90%-ით ვართ დამოკიდებული ამაზე. ახლა გადახდების პრობლემაა, ამიტომ თუ ვერ გადავიხდით, იმპორტი არ იქნება. არის გარკვეული ვაჭრობა, რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთს შორის, მაგრამ ეს ძირითადად ხილზე მოდის, რომელიც არ არის სანქცირებული საქონელი, ასე რომ, მე ვიტყოდი, ეს ნამდვილად არასწორი წარმოდგენაა იმისა, თუ რას აკეთებს საქართველო. _მაგრამ უკრაინელებმა გაიწვიეს თავიანთი ელჩი თბილისიდან. თქვენ ამბობთ, რომ მათ არასწორად გაიგეს საქართველოს პოზიცია? მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს გარკვეული პოლიტიკური ელფერები, რომლებიც დაკავშირებულია შიდა ქართულ პოლიტიკასთან და ზოგიერთი [ქართული] ოპოზიციური პარტიის კავშირებთან, ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. _რას გულისხმობთ? ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამჟამად ჩვენ გვჭირდება, რომ ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის რაც შეიძლება მჭიდრო იყოს. ყველაფერი, რაც რაიმე სახის განსხვავებას გამოხატავს და ეს არის ის, რაც მე ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც რუსეთს აწყობს. ამიტომაც ეს არის ის საკითხი, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, დაახლოებულები სააკაშვილთან, რომელიც უკრაინაში იყო და იქ ჰყავს თავისი მეგობრები და ის [სააკაშვილი] ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას, რისთვისაც, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის შესაფერისი მომენტი. _თქვენ ახსენეთ სააკაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია. ვიცი, რომ ადრეც თქვით, რომ არ განიხილავდით მის შეწყალებას, მაგრამ, პირველ რიგში, როგორ ფიქრობთ, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო? მე შევწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია. როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ერთიანი ხარ, ნებისმიერ რამეს შეიძლება, წინააღმდეგობა გაუწიო. მოსახლეობის ერთიანობის ფანტასტიკური მაგალითი უკრაინაში გვაქვს. _შეშფოთებული ხართ თუ არა იმ გზავნილით, რომელსაც სააკაშვილის დაპატიმრება უგზავნის მსოფლიოს? არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. _თუმცა ეს განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საკითხი დემოკრატიის სიჯანსაღისთვის. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების დევნა ხშირად შემაშფოთებელ ნიშნად აღიქმება. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. არის მრავალი სხვა მაგალითი, ბერლუსკონის ჩათვლით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის რაიმე ფორმის საზომია. არ მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძალიან სერიოზულ საკითხებს საქართველოში და მის ირგვლივ დღეს და [რეგიონში], არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია. _გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობა ბრალს გდებდათ პრეზიდენტის უფლებამოსილების გადამეტებაში. რას ფიქრობთ ამ გამოწვევებზე? არაფერს. _არაფერს? არ ვფიქრობ, რომ ეს არის თემა საერთაშორისო მედიისთვის, რადგან ეს შიდა პოლიტიკური საკითხია. _დიდი ყურადღება მიექცა იმას, რასაც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უწოდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა გადაჭარბებულია. ვფიქრობ, რომ, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშიც, საქართველოშიც არის პრობლემები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს, მაგალითად, უკიდურესად თავისუფალი მედია. ჩვენ გვაქვს სასამართლო სისტემის რეფორმის პრობლემა, რომელიც არ მიიწევს წინ ისე სწრაფად, როგორც მე ვისურვებდი და როგორც ველოდით, მაგრამ ეს არ არის უკანდახევა. ის არ მიდის წინ ისე სწრაფად, როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ახალი გზა ძალიან მისასალმებელია, რადგან ეს უფრო პირდაპირი გზაა და გვაიძულებს, რაღაც უფრო მეტი ენერგიით გავაკეთოთ. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ. ნებისმიერი, ვინც საქართველოში ჩამოდის, საქართველოს არადემოკრატიულ ქვეყნად არ აღიქვამს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ყურადღებას მივიღებთ, მით უფრო მტკიცედ წავიწევთ წინ ამ მიმართულებით.
მაისიდან პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ძვირდება
პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. 1-ელი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ეღირება, ხოლო ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. რაც შეეხება დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.
ჯონ კირბი: მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში, ეს არის მიმდინარე ომის ზონა
`კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ ამერიკელები გააფრთხილა, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, 22 წლის უილი ჯოზეფ ქენსელი, რომელიც 25 აპრილს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს, უკრაინაში მარტის მეორე ნახევარში ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. BBC: უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს
სურსათის ეროვნული სააგენტო „ქინდერის“ საეჭვო პარტიაზე, ახალ განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო ახალი შეტყობინება, ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ. „საგანგაშო შეტყობინებაზე“ თანდართული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში შპს “ბიდი კომპანის” მიერ იმპორტირებულია შემდეგი პროდუქტი: 1. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG GEORGIA&AZER, პარტიის №L089RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 10.11.2021, რაოდენობა: 218 კგ. პარტიის № L167RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 27.01.2022, რაოდენობა: 871 კგ. პარტიის № L201R03/01, ვარგისიანობის ვადა: 02.03.2022, რაოდენობა: 54 კგ. 2. KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, რაოდენობა: 411კგ. 3. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG BASE, პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ. პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ. პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ. პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ. პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო - იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, ბიზნესოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება. ‼️ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა. ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.
პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშორებით მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. „მას შესახლების დღიდან არაერთხელ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მიეწოდა სათანადო მკურნალობა, როგორც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს. მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა. „მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საჭიროების გათვალისწინებით და მსჯავრდებულის ინტერესების შეუფერხებლად დაცვის მიზნით, მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. ექსპრეზიდენტის ოჯახი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს 2 მაისამდე აძლევს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების დინამიკას დააკვირდება და მთავრობას ანგარიშს წარუდგენს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები, ბაზარზე, ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად. „ამასთან, საბჭოს წევრებმა განიხილეს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რომლის შედეგებიც სახეზეა და მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების გაიაფების პროცესი. აღინიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის ბაზრის გახსნამ, საიდანაც იმპორტირებული 250-ზე მეტი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა 70-80%-ით უფრო ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, დაინერგა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ასევე უწყობს ხელს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
PACE: პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ძირითადი დაბრკოლებაა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ „უწყვეტ და თვალსაჩინო პროგრესს“, მაგრამ ხაზს უსვამს მთელი რიგ ხარვეზებს და გამოხატავს შეშფოთებას. დღეს დაამტკიცებულ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანის (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) მოხსენებას ეფუძნება, ასამბლეამ განაცხადა, რომ საქართველოში „უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ეს იყო საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის „ძირითადი დაბრკოლება“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ. ასამბლეის შეფასებით, მისი რეკომენდაციები იძლევა „ნათელ პერსპექტივას“ საქართველოს პროგრესისთვის, მაგრამ მხოლოდ ყველა პოლიტიკური ძალის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, „სრული ვალდებულებისა და პოლიტიკური ნების“ გათვალისწინებით. თანამომხსენებლები საქართველოში 2021 წლის დეკემბერში იმყოფებოდნენ.
სენატორი როჯერ ვიკერი: ამაყად ვდგავარ საქართველოს გვერდით
ამერიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის წინააღმდეგობამ რუსული ტირანიის მიმართ, უნდა შთაგვაგონოს. „მიხარია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. რუსული ტირანიის მიმართ საქართველოს წინააღმდეგობამ უნდა შთაგვაგონოს. მე ამაყად ვდგავარ საქართველოს გვერდით“, - ნათქვამია სენატორის Twitter პოსტში. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი სანქციებზე, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევასა და საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერაზე
ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და სატრანზიტო ნაკადები
დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს თბილისში გამართული საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა ხელი მოაწერეს, განისაზღვრა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგამბულობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების და სხვა სექტორებში. ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. „კომისიის მუშაობა წარიმართა ძალიან წარმატებულად და რა თქმა უნდა, ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა ორ მხარეს შორის, უნდა იყოს ეკონომიკური ურთიერთობების წამახალისებელი. ჩვენ მიზნად დავისახეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც დაეხმარება სატრანზიტო ნაკადების გაზრდას ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც არაერთ საკითხზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. კომისიის მომდევნო სხდომა ყაზახეთში გაიმართება.
პოლონეთმა უკრაინას 200 ერთეული T-72 ტიპის ტანკი გადასცა
პოლონეთმა უკრაინას 200 ერთეული „T-72“ ტიპის ტანკი გადასცა.პოლონეთმა უკრაინას ასევე გაუგზავნა რამდენიმე ათეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პოლონეთმა კიევს 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნორვეგია რუსეთის სახმელეთო ტრანსპორტისა და გემებისთვის საზღვარს ხურავს
ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთისთვის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანა ევროკავშირის სანქციებს მიუერთდა, რომლის თანახმადაც რუსეთის გადამზიდავ კომპანიებს და გემებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. თუმცა ოსლო, გამონაკლისს უშვებს თევზმჭერი გემებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული გემები ნორვეგიაში შესვლას ძველი რეჟიმით შეძლებენ. სასაზღვრო სადგური „სტურსკუგი“ ნორვეგიისა და რუსეთის საზღვარზე იმ პროდუქციისთვის დაიკეტება, რომელიც ევროკავშირის სანქციებში მოექცა. „ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის მეხუთე პაკეტს. რაც იმას ნიშნავს, რომ „სტურსკუგს“ დავხურავთ ხმელეთით სატვირთო გადაზიდვებისთვის. კერძოდ იკრძალება რიგი ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა. გათვალისწინებული იქნება „შპიცბერგენის შეთანხმების“ ჩარჩო. ვინც ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მათ მიმართ ერთნაირი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰიუიტფელდმა. „შპიცბერგენის შეთანხმება“ ნორვეგიას ანიჭებს სუვერენიტეტს. კერძოდ „შპიცბერგენის შეთანხმების“ მონაწილეებს შეუძლიათ ამ ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე მოქმედება. საბჭოთა კავშირმა ხელშეკრულებას ხელი 1925 წელს მოაწერა. რუსეთმა მისი დაცვა 1992 წლიდან განაგრძო. რომლის თანახმადაც რუსეთის გემებს ნორვეგიაში შესვლა, რამდენიმე ადგილიდან შეუძლიათ. ევროკავშირის სანქციებთან მიერთების შემდეგ, რუსული გემები ნორვეგიაში შესვლას მომავალი შაბათ-კვირიდან ვეღარ შეძლებენ. სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ნორვეგიის პორტებში რუსეთის 978 თევზმჭერი შევიდა. ნორვეგიის სანაპიროს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსული გემების მოძრაობის დინამიკა ანალოგიური იყო. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს რუმინეთი რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ უკრაინა საბოლოოდ დატოვა
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსკოვმა მისიისათვის მანდატის გაგრძელებაზე აპრილის შემდეგ უარი თქვა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდტმა განაცხადეს, რომ ეუთო დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დასახურად. „ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით, რათა მიგვეღწია სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლებისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა“, - განაცხადა რაუმ. მინისტრმა რაუმ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია შეეცდება გააგრძელოს ქვეყანაში ჩართულობა ეუთოს არსებული ვალდებულებების შესაბამისად. „პოლონეთის თავმჯდომარეობა გააგრძელებს მონაწილე სახელმწიფოებთან თანამშრომლობას, რათა გამოიკვლიოს ალტერნატივები ეუთოს სამომავლო როლზე უკრაინაში“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე განმარტებით, ეუთო იყო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის შედეგების შესამსუბუქებლად. მონაწილეობდა ადგილზე ინფორმაციის შეგროვებაში, მოქმედებდა როგორც შუამავალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა შმიდტმა დაამატა, რომ „სასიცოცხლო როლი, რომელიც მისიამ ითამაშა ბოლო რვა წლის განმავლობაში, ადგილზე ფასდაუდებელია. „ჩვენ ვაგრძელებთ მაქსიმუმის კეთებას დღე და ღამე ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად და ვაგრძელებთ ზეწოლას ყველა არსებული არხით, რათა შეწყდეს დაკავებები, დაშინება და დეზინფორმაციის გავრცელება, რაც ძალიან საშიშია ჩვენი ეროვნული მისიის წევრებისთვის“, - აღნიშნა შმიდტმა. უკრაინაში ეუთოს მისიაში 814 საერთაშორისო და 477 ადგილობრივი თანამშრომელი მუშაობდა. ეუთო 57 ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას აერთიანებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიტანეთის ელჩი კიევში დაბრუნდა
დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსი კიევში დაბრუნდა. „გრძელი გზა იყო, მაგრამ ღირდა მანძილის გავლა. ძალიან კარგია, რომ ისევ კიევში ვიმყოფები“, - დაწერა ელჩმა სიმონსმა Twitter-ზე. 22 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ბრიტანეთის საელჩო ერთ კვირაში გაიხსნებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს
2022 წლის ოქტომბერში ყაზახეთი უმასპინძლებს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(ОДКБ) ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამის შესახებ, ინფორმაცია ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად, შემოდგომაზე ყაზახეთში თავდაპირველად ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები ჩაატარებენ წვრთნას სახელწოდებით "ურთიერთქმედება-2022", შემდეგ კი ესტაფეტას გადაიბარებს დაზვერვის ძალებისთვის განსაზღვრული "ძებნა 2022", სულ ბოლოს კი მრავალეროვნულ "ეშელონ 2022"-ში თავის გამოცდილებას აჩვენებენ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ-აზიური რეგიონის სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების ერთობლივი სწავლება "ზღუდე -2022" ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ხოლო ყირგიზეთი სამშვიდობო ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, "ურყევი ძმობა 2022"-ს, უმასპინძლებს. აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიის რეგიონის კოლექტიური სწრაფი განლაგების ძალების ერთობლივი წვრთნა "Frontier - 2022" დაგეგმილია ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, ხოლო ყირგიზეთში სამშვიდობო ნაწილებთან "ურღვევი" სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართება. ძმობა - 2022 წელი“. „ზომები მიზნად ისახავს (ОДКБ) კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მზადყოფნის გაზრდას ამოცანების შესასრულებლად, როგორც ეს იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტში. ОДКБ-ში შედის ექვსი სახელმწიფო: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი რუსეთის მიზნებზე უკრაინაში, ჟურნალისტებს ახალ ინფორმაციას უზიარებს. ელჩის ინფორმაციით, რუსეთს კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა სურდა, რაც მოკსოვმა ვერ განახორციელა, ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლებების დაშლა განიზრახა, მათ შორის ე,წ. რეფერენდუმების ჩატარებით. მაიკლ კარპენტერმა საერთაშორისო მედიის შეკითხვებს ვრცლად უპასუხა. Europetime ამ შეკითხვებსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მაიკლ კარპენტერის პასუხებს გთავაზობთ. მაიკლ კარპენტერი: ახლა, რუსეთის სამხედრო კონტროლი უკრაინაში, ძირითადად, სამხრეთ და აღმოსავლეთში ვრცელდება, დონბასის რეგიონსა და ჰერსონის ოლქში. რუსეთი შეეცდება „ყალბი რეფერენდუმების“ ჩატარებას სხვადასხვა რაიონში, რომლებსაც რუსული ძალები აკონტროლებდნენ წარსულში. ვხედავთ, რომ ჰერსონის ოლქში მსგავსის გაკეთებას მაინც გეგმავენ. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე და ვრწმუნდებით, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და მოკავშირეებმა გაიგონ, რომ ეს არის გეგმა, რომელიც რუსეთს აქვს. აშკარად ფანტაზიის სფეროდანაა, რომ ჰერსონში ვინმემ შესაძლოა, ხმა მისცეს რუსული ოკუპაციის სასარგებლოდ. პირიქით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის გეგმა რუსეთის „თამაშის წესებიდან“, რომელიც ჩვენ ვნახეთ წარსულში და გვჯერა, რომ მათ კვლავ სურთ ამის ორკესტრირება. მათ შორის, ყალბი რეფერენდუმების ჩატარებით, რათა მის კამპანიას „ლეგიტიმურობის სახე“ მისცეს მარიონეტების გამოყენებით. ეს არაერთხელ ვნახეთ 2014 წელს, როდესაც კრემლმა მოაწყო ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის რეგიონებში, ყირიმში, ლუჰანსკსა და დონეცკში – ყოველ ჯერზე, „საზოგადოების მხარდაჭერით“. რეალობა, რა თქმა უნდა, არის სხვა: რუსეთმა დააწესა მარიონეტული რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსეთის ქრთამებზე და მოაწყო „სახალხო საბჭოები“, ყალბი კონსტიტუციების შესაქმნელად. ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ - და სამშაბათს, რუსულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰერსონი „გაათავისუფლეს". მათ ახლა გამოსცეს განკარგულება, რომ დაიწყებენ რუსული რუბლის ვალუტად გამოყენებას. უკრაინის მთავრობა, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მალე მოაწყოს ყალბი რეფერენდუმი ჰერსონში და ჰკითხოს მოსახლეობას, ეთანხმებიან თუ არა ისინი „ჰერსონის სახალხო რესპუბლიკის“ ერთეულის „დამოუკიდებლობას“. რა თქმა უნდა, ეს არის ფანტაზია და ფაბრიკაცია. ასეთი სუბიექტი კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიღმა არ არსებობს. არავინ უნდა მოტყუვდეს ამ თეატრალიზებით. კიდევ ერთი პუნქტი, რომლის ხაზგასმაც მსურდა არის ის, რომ სამწუხაროდ და ტრაგიკულად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით. ჩვენ ვხედავთ სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები აგროვებენ ადგილობრივ მოსახლეობას ამ რაიონებში, აკავებენ მათ ამ ბანაკებში და შემდეგ სასტიკ პირობებში კითხავენ მათ უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო. არის ცნობები, რომ მათ, ვინც ეჭვმიტანილია რაიმე სახის კავშირში, სცემენ ან აწამებენ, ვიდრე ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გადაიყვანენ, სადაც ბევრი მათგანი გაუჩინარებული ან მოკლულია. ასევე არის ცნობები, რომ ამ „ფილტრაციის ბანაკებში“ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც დაკითხვას გადიან, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასში. ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთი იტაცებს, აწამებს და/ან კლავს ადგილობრივ არჩეულ ლიდერებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს. როდის მიიღო შეერთებულმა შტატებმა მტკიცებულება, რომ რუსეთი ცდილობს, დაშალოს უკრაინაში ყველა ადგილობრივი მუნიციპალური მმართველობა და რამდენად სწრაფად აფასებს სიტუაციას აშშ, რომ ეს შეიძლება მოხდეს როგორც სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში? ასევე, რამდენად შეშფოთებულია აშშ პუტინის გაფრთხილებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან ჩარევას უკრაინის საქმეში, მოსკოვის მხრიდან ელვისებური პასუხი მოჰყვება? ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთს აქვს გადაწყვეტილი, შეეცადოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დაშლას ან განეიტრალებას უკრაინის ყველა რეგიონში, სადაც ის შეიჭრა და სცადა ოკუპაცია. ახლა, როგორც მოგეხსენებათ, უკრაინულმა ძალებმა მამაცურად უკუაგდეს რუსები კიევის ჩრდილოეთ ნაწილსა და სუმის რეგიონში. ისინი ამას წარმატებით აკეთებენ ხარკოვის გარშემოც. მაგრამ ჩვენ ვწუხვართ, რომ განსაკუთრებით სამხრეთსა და აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის ძალებმა განახორციელეს გარკვეული წინსვლა ბოლო დღეებში, სხვაგანაც იგივეს გაკეთებას შეეცდებიან. და ჩვენ კონკრეტულად ვამახვილებთ ყურადღებას ჰერსონზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც რუსები შეეცდებიან, განათავსონ საკუთარი მარიონეტული მმართველი სტრუქტურები, მოახდინონ ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, რაც აშკარად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს იქნება ომის დანაშაული. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ცხადია, რუსეთი ცდილობს სხვის დადანაშაულებას. რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს არავინ ემუქრება. რუსეთი თავის მშვიდ მეზობელს ათიათასობით საბრძოლო ჯარით დაესხა თავს. ვინ არის აქ აგრესორი? ვინ არის ის, ვინც ახორციელებს ამ სამხედრო დანაშაულებს და სისასტიკეს? პასუხი აშკარაა. ასე რომ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, ვფიქრობ, აშკარაა, რომ დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა. რუსეთის თავდაპირველი მიზანი მართლაც იყო კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა, უკრაინის ხელმძღვანელობის ფაქტობრივად ჩამოშლა მათი ეს ძალისხმევა ჩავარდა. კიევის ბრძოლაში უკრაინამ მოიგო. მან რუსულ ძალებს უკან დაახევინა. ეს ძალები გადაჯგუფდნენ და ახლა ჩართულნი არიან სრულ თავდასხმაში დონბასზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. რა თქმა უნდა, რუსეთი იმ ადგილებში, სადაც ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, ცდილობდა დაემხო ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებიც. ჩვენ ვნახეთ ეს, მაგალითად, ქალაქ მელიტოპოლში. მე პირადად შევხვდი მელიტოპოლის მერს, რომელიც მოგეხსენებათ, დღისით გაიტაცეს. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ წაიყვანეს შეიარაღებულმა ადამიანებმა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ამ სახის საქმიანობას სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ასე რომ, დიახ, ეს აქტივობა ორიენტირებულია იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსები არიან დიდი რაოდენობით და სადაც მათ აქვთ ეფექტური კონტროლი და შექმნილი აქვთ ფილტრაციის ბანაკები. ომის მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა საქართველოში ან მოლდოვაში რუსეთის აგრესიამ შეარყია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის მასშტაბებს, მასშტაბებს უკრაინაზე და იმ სისასტიკეს, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში, მათ შორის საშინელი, ამაზრზენი სურათები ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა ბუჩა და ბოროდიანკა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიზნების მიმართ იმედით აღსავსე და ოპტიმისტურები ვერ ვიქნებით... ჩვენ ვხედავთ რუსეთის ძალების უზარმაზარ რაოდენობას, ასევე, მის აღჭურვილობას, რომლებიც ახლა განლაგებულნი არიან უკრაინაში. ცხადია, მთავარი ბრძოლა სწორედ აქ მიმდინარეობს. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის და ფაქტობრივად, ეს არის ბრძოლა საერთაშორისო წესრიგის მომავლისთვის. მეორე ფრონტები? ისინი შეიძლება მოხდეს სხვა ადგილებში, მაგრამ ახლა ცხადია, „ისინი კონცეტრირებულნი არიან უკრაინაში“ (რედ.). როგორ ხედავთ ბელორუსს უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში - როგორც რუსეთის მოკავშირეს თუ როგორც რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპირებულ ქვეყანას? ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს. როგორ შეიძლება ეუთოს წევრს მიეცეს უფლება გააკეთოს ის, რასაც აკეთებს? შეეძლება თუ არა რუსეთს ეუთოს ფუნქციონირების შეჩერება, თუ ეს ქმედებები გაგრძელდება? ეუთო არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, ისევე როგორც გაერო, რომელიც ინკლუზიურია და პროცედურულად ძალიან რთულია მისი ფუნქციონირების შეჩერება. მაგრამ ნება მომეცით, უბრალოდ აგიხსნათ, თუ როგორ აღვიქვამთ ეუთოს, როგორც ინსტრუმენტს. როგორც ფორუმი, ჩვენ ვიყენებთ ეუთოს რუსეთისა და ბელორუსის დიპლომატიური იზოლაციისთვის და ისინი იზოლირებულები არიან. მათ არავინ დაუჭერს მხარს და ჩვენ გვყავს დაახლოებით 45 მონაწილე სახელმწიფო, რომლებიც რეგულარულად გმობენ მათ ქმედებებს.როგორც ორგანიზაცია, ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ეუთო რეალურად ემსახურებოდეს მიზანს ადგილზე. ასე რომ, ჩვენ გვაქვს 15 საველე მისია, მათ შორის ერთი უკრაინაში, რომელიც შეიძლება ნაკლებად ცნობილი იყოს, მაგრამ პროგრამის კოორდინატორის ოფისი ფიზიკურად იმყოფება უკრაინაში და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას უზრუნველყოფს. ეუთოს აქვს საველე მისიები ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვაში. ეს საველე ინსტიტუტები წარმოუდგენლად ღირებულ სამუშაოს სწევენ უკრაინაში; ისინი უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მოლდოვაში, აკონტროლებენ უსაფრთხოების ვითარებას მდინარე დნესტრის ორივე მხარეს; ხოლო დასავლეთ ბალკანეთში ისინი ხელს უწყობენ პროცესების დარეგულირებას; სხვა ბევრ რამესთან ერთად. და ბოლოს, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორიცაა მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი და ODIHR, რომლებიც დაკავებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევისა და შესაძლო ომის დანაშაულების დოკუმენტირებით. ასე რომ, სწორედ აქ არის განთავსებული ეუთო ახლა. ეს არის ინკლუზიური ინსტიტუტი და ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ კუთხით, რათა მაქსიმალურად შევეცადოთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. მე ვიცი, რომ ზოგჯერ იმედგაცრუებას იწვევს იმის დანახვა, რომ ეუთო არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ამ მომენტში, ცხადია, ვერაფერზე ვერ ვპოულობთ კონსენსუსს რუსეთთან და ბელორუსთან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დიპლომატიური იზოლაცია და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
სერგეი ლავროვი: რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის
რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვის თქმით, საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა. „დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ახალ „ცივ ომზე“, არამედ ვაშინგტონისა და მისი სატელიტების მუდმივ სურვილზე, რომლებიც თავს „კაცობრიობის ბედის არბიტრებად“ წარმოადგენენ, დააწესონ ამერიკაზე ორიენტირებული მსოფლიო წესრიგის მოდელი. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლური უმცირესობა ცდილობს შეცვალოს გაერო-ზე ორიენტირებული არქიტექტურა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართალი საკუთარ „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“. ამ წესებს თავად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები წერენ და შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობას სავალდებულოდ აკისრებენ,“- აღნიშნა ლავროვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ლავროვი ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია სერგეი ლავროვი: ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით იტყუება სერგეი ლავროვი: რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე N-6 თან წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად რთულ ტექნიკურ სამუშაოებს აგრძელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება 30 აპრილს, 12:00 საათიდან სრულად აღდგება. „იცვლება მილის დაზიანებული მონაკვეთი, ასევე ჩატარდება ქსელის რეცხვითი სამუშაოები, რის შემდეგაც წყალმომარაგება 30 აპრილს, 12:00 საათიდან სრულად აღდგება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალმომარაგება 30 აპრილის 12:00 საათამდე შეზღუდული ექნება: მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს. ვაკე- საბურთალოს რაიონში: კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში: ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი: ერთმანეთის ტრადიციების პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია, ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო ეწევა მუსლიმი თემის უფლებების დასაცავად
ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც, ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურია, ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, თქვენი ტრადიციების და კულტურის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, აფასებს მუსლიმი თემის შრომას, თავდადებას და თავის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გააკეთებს არსებული ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად. „ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით გულითადად და გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს და დიდ მადლობას გიხდით იფთარზე მობრძანებისთვის. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობით, მეგობრობით და რა თქმა უნდა, ამ სიმდიდრეს გადავცემთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც, ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურია. ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, თქვენი ტრადიციების და კულტურის დასაცავად. თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახების გაძლიერებისა და განვითარებისთვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ზრუნვა ჩვენმა ხელისუფლებამ დაწყო 2012 წელს. 2014 წელს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევქმენით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება სწორედ ჩვენს მრავალფეროვან ქვეყანაში ტრადიციული რელიგიების დაცვა და განვითარებაა. ჩვენი გადაწყვეტილებით, სააგენტოს ფონდი ყოველწლიურად იზრდება და გპირდებით, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 2015 წელს მუსლიმ თემს გადავეცით სამუფთო რეზიდენცია და მედრესეს შენობა ბათუმში. რამდენიმე თვის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით მუსლიმ თემს გადაეცა მიწა თბილისში, სადაც მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალური ოფისი აშენდება. სულ დღემდე ჯამში 200-მდე მეჩეთია გადაცემული. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ 28 მეჩეთის გადაცემა. საქართველო ჩვენი ოჯახია, ჩვენი სამშობლოა და თქვენ, ყოველდღიური შრომით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, გაძლიერებაში. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ძალიან ვაფასებთ თქვენს შრომას, თავდადებას, თავგანწირვას და ჩვენის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად. ჩემო ძმებო, მე ასე მინდა, მოგმართოთ. კიდევ ერთხელ მივესალმები და მადლობას მოვახსენებ შეიხს, მუფთებს, რელიგიურ ლიდერებს, პატივცემულ ელჩებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს, გისურვებთ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას, რამაზან ბაირამინიზ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს მუსლიმთა თემის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს ყურანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, მუსლიმი ჯარისკაცებისთვის გამოიცა. საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი. იფთარს ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინის გაერთიანებული ძალები: 29 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა, 11 რუსული ტანკი და 40 ერთეულზე მეტი სხვა ტექნიკა გაანადგურეს
უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 29 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, 11 რუსული ტანკი და 40 ერთეულზე მეტი სხვა ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "29 აპრილს დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, უკრაინის გაერთიანებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების 14 თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, უკრაინელმა დამცველებმა 29 აპრილს, 11 რუსული ტანკი, 7 საარტილერიო სისტემა, 27 ჯავშანტექნიკა და 14 მანქანა გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა რუსული გამანადგურებელი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ჩამოაგდეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 312 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 153 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 098-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%, ბოლო 14 დღის - 1.01% ხოლო 7 დღის - 0.87%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 153 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 76 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 11, შიდა ქართლი - 5, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 228 საიდანაც, 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 167, აჭარაში - 8, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 935 ადამიანი სახლში მკურნალობს. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.