ძებნის რეზულტატი:
ანტონიო გუტერეში: როდესაც რუსეთი გადაწყვეტს, ომი მაშინ დასრულდება
„ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას", – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. „ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩავატაროთ შეხვედრები, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ომს დაასრულებს. ომი არ დასრულდება შეხვედრებით. ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას და როცა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება სერიოზული პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩავატაროთ შეხვედრები, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ომს დაასრულებს“, – განაცხადა გუტერეშმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა
ანტონიო გუტერეში ბოროდიანკაში: როცა ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, წარმოვიდგენ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში კიევის რაიონის რუსული ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ დასახლებებს ეწვია. პირველი გაჩერება ქალაქი ბოროდიანკა იყო, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. „როდესაც ვუყურებ ამ განადგურებულ შენობებს, უნდა ვთქვა, რას ვგრძნობ. ერთ-ერთ ამ განადგურებულ და გაშავებულ სახლში წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი. წარმოვიდგინე, როგორ გარბიან პანიკურად ჩემი შვილიშვილები. ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში, ომი ბოროტებაა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მსგავს ვითარებას, ჩვენი გულები დაზარალებულებთანაა. მსურს, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ომი მიუღებელია 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. გაეროს გენერალური მდივანი 27 აპრილს უკრაინაში ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა ანტონიო გუტერეში: როდესაც რუსეთი გადაწყვეტს ომი მაშინ დასრულდება
ილია დარჩიაშვილი: „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით, საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა
საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. ილია დარჩიაშვილი საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის მადლობას უხდის. „საქართველოს, როგორც აშშ-ს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღებით. მადლობა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის, საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა. პროკურატურის მიერ ჩატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბუნდესტაგის დეპუტატების უმრავლესობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა
ბუნდესტაგის დეპუტატების (გერმანიის პარლამენტი) უმრავლესობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა. Deutsche Welle-ს ცნობით, 693 დეპუტატიდან იარაღის მიწოდებას მხარი 586-მა დაუჭირა, 100-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, 7-მა კი თავი შეიკავა. გამოცემა წერს, რომ გერმანიის ბუნდესტაგის, ქვედა პალატის ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ცვლილება ბერლინის პოლიტიკაში რუსეთისა და უკრაინის საკითხთან მიმართებაში. ამ ინიციატივის მხარი დაუჭირა მმართველმა კოალიციამ და ასევე უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ქრისტიან დემოკრატებმა“. წინააღმდეგი იყო ულტრა მემარჯვენეთა პარტია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“. მათი თქმით, ეს თითქმის იგივეა, რაც ომის გამოცხადება. წინააღმდეგი იყო „სოციალისტების მემარცხენეთა“ პარტია. 27 აპრილს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცახადა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
კვლევა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ენერგორესურსების გაყიდვიდან €63 მილიარდის შემოსავალი მიიღო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოკვეთა რუსეთის ენერგორესურსების ყველაზე დიდი იმპორტიორები: გერმანია - 9,1 მილიარდი ევრო; იტალია - 6,9 მილიარდი ევრო; ჩინეთი - 6,7 მილიარდი ევრო; ნიდერლანდები - 5,9 მილიარდი ევრო; თურქეთი - 4,1 მილიარდი ევრო; საფრანგეთი - 3,8 მილიარდი ევრო; უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან ნახშირის იმპორტი 20%, ხოლო თხევადი გაზის იმპორტი 50%-ითაა გაზრდილი. ხოლო ევროკავშირმა მილსადენის გაზის შესყიდვები 10%-ით გაზარდა. ამასთან, ბოლო სამი კვირაა რუსული ნავთობის მიწოდება უცხოეთის პორტებში 20% -ით შემცირდა (იანვარ-თებერვალთან შედარებით). რუსეთი ახდენს იმ ტვირთების დივერსიფიკაციას, რომელზეც ევროპა უარს ამბობს.კერძოდ, შეინიშნება რუსული ნავთობის მიწოდების ზრდა ინდოეთში, ეგვიპტეში და სხვა საექსპორტო მიმართულებებზე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს
ანდრეი კასიანოვი: ჩვენ გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა გაკვირვებულია მეორე ფრონტის გახსნასა და ომის პარტიის შესახებ საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებით. ანდრე კასიანოვმა ჟურნალისტებს ოლექსი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ მხოლოდ ერთი - გამარჯვების პარტია არსებობს. „ჩვენ ძალიან გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინამ არ დაიწყო ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთის ფედერაცია. გვიკვირს, იმიტომ, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე გვიჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის რადა, პრეზიდენტი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ოფიციალურ განცხადებებს და ქმედებებს შეაფასებს და არა საუბრის შინაარსს. ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. „ჩვენ შევაფასებთ ოფიციალურ განცხადებებს და უფრო კარგად შევაფასებთ კონკრეტულ ქმედებებს. უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც მან გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან და შეერთებული შტატების საელჩოსთან“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა? შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არამხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა 26 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის მზად და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. დღეს რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ანდრეი კასიანოვი: არ მაქვს უფლება, კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირის განცხადებებზე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოსთან, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინა რუსეთისგან გაზს ყიდულობს და ევროპის ქვეყნებს აწვდის. „მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს, - განაცხადა კასიანოვმა. კასიანოვმა ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ჯარისკაცები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. „მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს. ვინაიდან რუსეთთან ვაჭრობა ტოქსიკურია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები დარჩება. ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ქვეყანას, ვინც გაგზავნა მოთხოვნა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ჯარისკაცი, თითოეული მათი მეთაური და ხელმძღვანელობა იქნება მიცემული პასუხისგებაში“, - აღნიშნა კასიანოვმა. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებს და კვდება უამრავი ადამიანი, ამ ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან“. „ეს ხდება დღეს და არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს მისაღები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დიმიტრი პესკოვი: უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას
"უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას", – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა, არასტაბილურობა გამოიწვიოს. „უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას. იწვევს არასტაბილურობას“, – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ლიზ ტრასი: უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი: ის, რაც დონბასში ხდება, საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ, რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა
უკრაინაში შეჭრის გამო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებას. ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის 160-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ტურისტული სააგენტოს საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 27 აპრილს გაიმართა, განაცხადა მადრიდში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა. გადაწყვეტილების მისაღებად ხმების ორი მესამედის უმრავლესობა იყო საჭირო. ორგანიზაციის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი წინადადებას. რუსეთი ელოდა თავისი წევრობის შეჩერებას და შეკრების დასაწყისშივე გამოაცხადა, რომ ის გადიოდა ორგანიზაციიდან. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტოს წესდება ნათელია: "ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემა. მხოლოდ ის წევრები შეიძლება იყვნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი, რომლებიც ამ წესდებას იცავენ". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იყო "პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება", რომელსაც ის არაკანონიერად მიიჩნევს. ის ასევე ამტკიცებს, რომ კენჭისყრას ხელი შეუწყო "ანტირუსულმა პროპაგანდამ" და "შანტაჟმა". კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ არ იმოქმედებს ტურიზმზე რუსეთში. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამავე თემაზე UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთს წევრობა ოთხშაბათს შეუჩერდება რუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან. საუბარი შეეხო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას, რომელზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ სტრატეგიის შემდგომი განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის მთავრობის საბოლოო მიზანი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება არ არის
"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის მთავრობის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრის, ევროპის აღმოსავლეთის დანაწევრება და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენება. ამიტომ, თავისუფალ სამყაროს აქვს თავდაცვის უფლება და ის კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი პუტინს: უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ზედმეტია ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი სახლი უკრაინაა და მისი დაცვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ყველა გაერთიანდება
მაია სანდუ მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე: ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მეზობელ სახელმწიფო რუმინეთთან გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ხალხი მოისურვებს. „ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით. როცა ხალხი განაცხადებს, რომ მათ ეს სურთ, ეს მოხდება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV-ს ეთერში. მანამდე კი თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღება ვერ პასუხობს ამჟამინდელ გამოწვევებს და საჭირო იყო შეიარაღების გაუმჯობესება. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა
ირაკლი კობახიძე: ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის უნდა გამოვრიცხოთ
„ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს ომში, უნდა იმაზე მძიმე შედეგები რაც უკრაინაშია და ამაზე მეტი, უნდა სრული ჰუმანიტარული, ეკონომიკურ, პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ჯერ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელიც საქართველოს ომში შეიყვანდა. ეს არესტოვიჩმა განაცხადა, შესაბამისად, ეს არის ოფიციალური კიევის პირით გაცხადებული პოზიცია. ამაში ვეთანხმებით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა, არესტოვიჩის პირით. ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე უნდა იბრუნებდეს ომით ცხინვალსა და სოხუმს. აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი: ზოგადად, რა შედეგებს მოუტანს თეორიული ომი საქართველოს, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცხადი და ეს შედეგები იქნება იმაზე ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას. კატასტროფაზეა საუბარი. ყოველი მესამე უკრაინელი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამხელა ჰუმანიტარულ კატასტროფაზეა საუბარი?! 45%-იანი ეკონომიკური ვარდნაა, რაზეც საუბრობენ საერთაშორისო ინსტიტუტები, ქალაქების განადგურება, ა.შ და უამრავი მსხვერპლი, რაც ამ ომს მოჰყვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში „შენ გიწევს ბრძოლა არამხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ - სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროდ, გვქონდა, პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღვოდა ამას წინ“. „უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო. ასეთი რამ გვქონდა 30 წლის წინ, 30 წლის შემდეგ ჩვენ ასეთ რამეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხის და მომავალი თაობების წინაშე. ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ! ეს შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, სააკაშვილს, უნდოდეთ სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა? შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არამხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“. ცნობისთვის, ოლექსეი არესტოვიჩმა 26 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის მზად და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. დღეს რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“. ასევე წაიკითხეთ ანდრეი კასიანოვი: ჩვენ გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან შეხვედრას მართავს
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის ხვდება. სალომე ზურაბიშვილის Twitter გვერდზე, შეხვედრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. 27 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ამავე თემაზე ბილ კლინტონი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე: საქართველოს პრეზიდენტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ
ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კონგრესს უკრაინის დასახმარებლად $ 33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს. აქედან $20 მილიარდი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, ხოლო $8,5 მილიარდი ეკონომიკურ დახმარებას. კიდევ $ 3 მილიარდი კი ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხარჯება. მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების სფეროში, იტყობინება Reuters ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ასევე გამოაცხადა ახალი მოთხოვნა აშშ-ს ადმინისტრაციისგან დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ. კერძოდ, საუბარია $15,5 მილიარდზე თავდაცვითი დახმარებისთვის. „მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენს წინაშეა დამატებითი მოთხოვნა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად რამდენიმე ფრონტზე“, - თქვა ბლინკენმა სენატის კომიტეტის მოსმენის დროს. ბლინკენის თქმით, $8,5 მილიარდის ეკონომიკური დახმარებადან, რომელიც ჩართული იქნება ბაიდენის ახალ პაკეტში, $7,5 მილიარდი მოხმარდება უკრაინის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას. ბაიდენის სიტყვით გამოსვლა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ 28 აპრილს გვიან იგეგმება. სიტყვით გამოსვლისას, ის ქვეყნის მხარდასაჭერად ახალ ზომებს დააანონსებს. ასევე წაიკითხეთ ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს
პრეზიდენტი მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა: ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა მაია საუნდუსთან სატელეფონო საუბრისას მოლდოვის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. „კონგრესში ყოფნისას, სატელეფონი ზარი მქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ - ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის Twitter პოსტში. თავის მხრივ, მაია სანდუმ საქართველოს, სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. „მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვესაუბრე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მოლდოვისადმი გამოჩენილი სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში“, - წერს მაია სანდუ. ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს: ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია
ნენსი პელოსიმ და სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო - ამერიკის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გრძელდება ადამიანთა გატაცებები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს მიერ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის გაკეთებულ განაცხადზე. რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსი პირადად მოიწვია თბილისში, მაისში დაგეგმილ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. ამავე თემაზე საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან შეხვედრას მართავს
რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს
გაზპრომი 2022 წელს 494,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებას გეგმავს. ამის შესახებ, კორპორაციული ჟურნალის კონცერნის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა TASS განუცხადა. თავის ტრადიციულ აპრილის ინტერვიუში მარკელოვი წარმოების ოფიციალური გეგმის შესახებ ლაპარაკობს და ციფრებსაც ასახელებს. „წლის განმავლობაში, გეგმა შეიძლება რამდენჯერმე გადაიხედოს ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე“, - ამბობს მარკელოვი. 2021 წლის დასაწყისში „გაზპრომის“ მიერ გაზის მოპოვების გაცხადებული გეგმა 496,9 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ფაქტობრივი წარმოება 2021 წელს გაიზარდა 514,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ასევე წაიკითხეთ კვლევა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ენერგორესურსების გაყიდვიდან €63 მილიარდის შემოსავალი მიიღო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება. ეროვნულმა კრებამ შესაბამისი კანონი გასულ კვირას დაამტკიცა. როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ მიიღო კრიპტოვალუტა, გადახდის ოფიციალურ საშუალებად. ეს ქვეყანა პირველია აფრიკის კონტინენტზე და მეორეა მსოფლიოში ელ სალვადორის შემდეგ. „ქვეყნის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რადგან ეს გააუმჯობესებს პირობებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის,” - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ობედ ნამსიომ. მისი თქმით, ეს არის „გადამწყვეტი ნაბიჯი ახალი შესაძლებლობების გასახსნელად“. ახლა რესპუბლიკა იყენებს ცენტრალური აფრიკის CFA ფრანკს, როგორც ვალუტას - ევროსთან მიბმულ ვალუტას (1 ევრო = 655,957 XAF), რომლის ემისიას მართავს ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოების ბანკი. ეს ვალუტა მიმოქცევაშია კამერუნში, ჩადში, გაბონში, კონგოსა და ეკვატორულ გვინეას. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორისაა - 2019 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 448 დოლარი იყო (823 აშშ დოლარი PPP-ზე). ოქროს, ბრილიანტების და სხვა წიაღისეულის უზარმაზარი მარაგის მიუხედავად, რესპუბლიკა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას.~ სალვადორის ხელისუფლებამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის კურსი 10%-ით 46,3 ათას დოლარამდე დაეცა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს. Bloomberg-ის ცნობით, ბიტკოინის კურსის დაცემა აპლიკაცია Chivo-ს გათიშვამ გამოიწვია. Chivo სალვადორის ხელისუფლებამ შექმნა, მას შემდეგ რაც ბიტკოინი აშშ დოლართან ერთად ქვეყანაში ოფიციალურ ვალუტად აღიარეს.