ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რომ რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვან და უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც რუს ოლიგარქებს ქონება უნდა ჩამოართვან და ეს აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. „დამატებითი დაფინანსების გარდა, კონგრესს ვუგზავნი ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას, რომ რუს ოლიგარქებს ჩამოვართვათ ბოროტად ნაშოვნი სარგებელი, პუტინის კლეპტოკრატებს ჩამოვართმევთ იახტებს, მდიდრულ სახლებსა და სხვა ბოტოტად ნაშოვნ სარგებელს". – თქვა ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე. ჯო ბაიდენის თქმით, ოლიგარქების გაყიდული აქტივები პირდაპირ მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას. „როდესაც ოლიგარქების აქტივები გაიყიდება, შესაძლებელი გახდება შემოსავალი პირდაპირ გამოვიყენოთ უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ამ ქვეყნის ასაშენებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. უკრაინული მედიის ცნობით, წინადადებების ეს პაკეტი შექმნის ახალ უფლებამოსილებებს რუსულ კლეპტოკრატიასთან დაკავშირებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, საშუალებას მისცემს აშშ-ს მთავრობას გამოიყენოს შემოსავალი უკრაინის მხარდასაჭერად და შემდგომ გააძლიეროს შესაბამისი სამართალდამცავი ინსტრუმენტები. შეთავაზებებში შედის: - გამარტივებული ადმინისტრაციული ორგანოს შექმნა სანქცირებული ოლიგარქების დაკავებისა და ქონების ჩამორთმევის მიზნით; - კლეპტოკრატების ჩამორთმეული ქონებიდან შემოსავლის უკრაინაში გადატანის შესაძლებლობა რუსული აგრესიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით; - სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის აღკვეთა: ეს წინადადება საშუალებას მისცემს რუსი ოლიგარქების მიერ გამოყენებული ქონების კონფისკაციას სანქციების თავიდან აცილების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობით, აშშ-ს შეუძლია სანქციების დარღვევის შედეგად მიღებული შემოსავლების კონფისკაცია, მაგრამ მას არ შეუძლია კონფისკაცია მოახდინოს სანქციების დარღვევის ხელშესაწყობად გამოყენებული ქონების კონფისკაციაზე. ეს წინადადება ავსებს ამ ხარვეზს. - ფულის კონტროლის ვადის გახანგრძლივება: ეს წინადადება გააუმჯობესებს შეერთებული შტატების უნარს რათა გამოავლინოს ფულის გათეთრების ფაქტები და მოახდინოს ჩამორთმევა, გასამართლების შემდეგ, უცხოური დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების გზით 5-დან 10 წლამდე. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ერთ-ერთი საწარმოდან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, 2022 წლის 26 აპრილს შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა ფიზიკური ძალადობის მუქარით გაძარცვეს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ფილიალი ქალაქ კამენკა-დნეპროვსკაიაში და საწარმოდან მოპარული 61 ტონა ხორბალი და სხვა ქონება GAZ-53 სატვირთო ტრანსპორტით გაიტანეს, რომელიც ამ ფილიალს ეკუთვნოდა. პროკურატურამ ომის კანონმდებლობისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა
კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ინფორმაცია Telegram არხზე გაავრცელა. შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. ,,ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღით ადრე ის კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?" - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ანტონიო გუტერეში: ვითარება მარიუპოლში არის კრიზისი კრიზისში
უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის როგორც უკრაინის ტერიტორიის, ასევე გაეროს წესდების დარღვევა და გაერო აგრძელებს ბრძოლას ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის, - ამის შესახებ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. გუტერეშის თქმით, ვითარება მარიუპოლში არის "კრიზისი კრიზისში". „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ხალხი გამოვიყვანოთ", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ინტენსიური დისკუსიები ჰქონდა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სჯერა და შესაძლებელია, ქარხნიდან ხალხის გამოყვანის საკითხზე წარმატებულ შედეგს მიაღწიონ. გაეროს გენერალური მდივანი 27 აპრილს უკრაინაში ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში ბოროდიანკაში: როცა ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, წარმოვიდგენ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით ანტონიო გუტერეში: როდესაც რუსეთი გადაწყვეტს, ომი მაშინ დასრულდება ანტონიო გუტერეში: გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის
ბაქოში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში აშშ-ის ელჩები და ასევე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მონაწილეობდნენ
აზერბაიჯანი რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს, რომელსაც ამ ქვეყანაში აშშ-ის ელჩი, ერლ ლიცენბერგერი, სომხეთში შეერთებული შტატების ელჩი ლინ ტრეისი და ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ესწრებიან. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენციაზე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონი. „კოლეგები ვაშინგტონიდან და რეგიონიდან შეიკრიბნენ, რათა მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალონ. აშშ კავკასიის სამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცების და მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, ნათქვამია აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ბაქო, თბილისი და ერევანი ადრეც მასპინძლობდნენ მსგავს შეხვედრებს.2021 წლის შემოდგომაზე, ერიკა ოლსონმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. ამერიკელი დიპლომატი მაშინ საქართველოში 4 ნოემბერს ჩამოვიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის ბულგარეთის პორტით ისარგებლებს
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბულგარეთის პორტ „ვარნას“ აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის გამოიყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მიღწეულია შეთანხმება უკრაინული აგროპროდუქტებისა და ხორბლის ბულგარეთის პორტის გავლით ექსპორტზე. ამ მიმართულებით იხსნება ახალი პერსპექტივები“, - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ პეტკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზადაა უკრაინას „ვარნას“ პორტის მომსახურება შესთავაზოს, ძირითადად ხორბლის ექპორტისთვის. ასევე წაიკითხეთ უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ახალი კანონპროექტი შესაძლებელს გახდის უკრაინაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფრო ეფექტურად გაგზავნას. კანონპროექტმა 417 მხარდამჭერი და 10 საწინააღმდეგო ხმა მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა დაუყოვნებლად დაუჭირეს მხარი ლენდ-ლიზის კანონს, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეეძლოთ რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა. ახლა კანონს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. აქამდე, 6 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ს სენატმა. "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის სენატმა „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი" მიიღო
შალვა პაპუაშვილი: საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება
საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება, თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს, ამ პრეტენზიებს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა. „საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას. მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების და ლტოლვილების მიღების კუთხით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და მოწინავე. ასევე, სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია, რომ არ იქნება გვერდის ავლა. გამოდის, რომ არის ორი საკითხი, სადაც საქართველო ვერ მონაწილეობს. ეს არის სამხედრო დახმარება და მეორე ფრონტის გახსნა. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რეისის ორგანიზებაზე და მოხალისე მებრძოლთა ორგანიზებულად გაშვებაზე, რაც იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. ზუსტად მაშინ იყო, მეორე დღეს, რომ ელჩის გაწვევა მოხდა კონსულტაციაზე. ანუ, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას და სამხედრო ჩართულობას, საქართველო, რა თქმა უნდა, ამაში ვერ ჩაერთვება და მეორე, აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით თუ არსებობს პრეტენზიები, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამ პრეტენზიებს, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოლექსი რეზნიკოვი: გაეროს გენერალური მდივანი კიევშია, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი ქალაქზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ვიზიტისას კიევში მომხდარ აფეთქების ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა. „მაშინ, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი კიევში იმყოფება, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი ქალაქზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს. ესაა თავდასხმა გენერალური მდივნის უსაფრთხოებასა და მსოფლიო უსაფრთხოებაზე!“ - აღნიშნა ოლექსი რეზნიკოვმა. 28 აპრილს კიევის ცენტრში, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, აფეთქებების ხმა გაისმა. გაეროს გენერალური მდივანი 27 აპრილს უკრაინაში ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში ბოროდიანკაში: როცა ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, წარმოვიდგენ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით ანტონიო გუტერეში: როდესაც რუსეთი გადაწყვეტს, ომი მაშინ დასრულდება ანტონიო გუტერეში: გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის
კანადა უკრაინულ ჯარისკაცებს ჰაუბიცების გამოყენებაში გადაამზადებს
კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ხუთშაბათს ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ კანადელი სამხედროები უკრაინელებს ჰაუბიცების გამოყენებაში ამზადებენ. ამის შესახებ ანიტა ანანდმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. Reuters-ის ცნობით, მინისტრს არ უთქვამს, სად მიმდინარეობდა ეს წვრთნა. მინისტრის თქმით, კანადა დიდი ხანია ჩართულია უკრაინის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის საკითხში, 2015 წლიდან კანადამ გაწვრთნა 33000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი. კანადა ასევე ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს M-777 ჰაუბიცების გამოყენებაში. „შორი მოქმედების 90 ჰაუბიცის რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე შეტანილია ქვეყანაში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ 28 აპრილს განაცხადა. „დღეს, სრული რაოდენობის დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ამ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია. ჰაუბიცების გამოყენების მიზნით მომზადება 50-მა უკრაინელმა გაიარა. ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან და ცოდნას საკუთარ თანაგუნდელებს გაუზიარებენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ასევე წაიკითხეთ ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი
შალვა პაპუაშვილი: უკრაინა ცხელ ომშია, საქართველო ჰიბრიდულ ომში
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი. „უკრაინა არის ცხელ ომში, საქართველო არის ჰიბრიდულ ომში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. „ამ ჰიბრიდულ ომში ჩართულია რამდენიმე რადიკალური პარტია საქართველოში, მათი მედია და რამდენიმე ორგანიზაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა მართალია, არა ცხელი ომის პირობებში, მაგრამ საინფორმაციო ომის პირობებში. ეს არის მთლიანი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომლის გაბათილებაც გვიწევს. დღესაც იყო რამდენიმე ასეთი ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში, ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება
სენატორ რენდ პოლის მოსაზრებას, რომ NATO-ს გაფართოებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა პუტინის პროვოცირებას იწვევს, სალომე ზურაბიშვილმა ღიმილის მომგვრელი უწოდა - The Hill
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელი სენატორის, რენდ პოლის განცხადებას, რომლის თანახმად, ალიანსის გაფართოება პუტინის პროვოცირებას ახდენს, ღიმილისმომგვრელი უწოდა და აღნიშნა, რომ სენატორი რუსულ პროპაგანდას იმეორებს. „ეს არის ჩვეულებრივი რუსული ხაზი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა The Hill-თან ინტერვიუში. „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მისი მეზობლების უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რუსეთში ეს აღიქმება პროვოკაციად და საფრთხედ და ეს ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. The Hill-ი წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან შეხვედრა გაუქმდა, რადგან ამ კვირაში COVID19 დაუდასტურდა. ზურაბიშვილი ხუთშაბათს შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის, ასევე შეხვდა სენატორებს, მათ შორის სენატორ კრის კუნსს, რომელიც გასულ კვირას თბილისს ეწვია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ დროს ყურადღება მიაქციონ იმას, რაც ხდება ორივე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია…რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი The Hill-თან ინტერვიუში. ცნობისთვის, სენატორმა რენდ პოლმა სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ მოსმენაზე, NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს კვეთს პუტინის მიერ დასახულ წითელ ხაზს. ბლინკენმა უარყო ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ ეს ძირს უთხრის სუვერენული ქვეყნების უფლებას, გადაწყვიტონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა. რენდ პოლმა დააკონკრეტა, რომ არ ამართლებს რუსეთის შეჭრას მეზობლების ტერიტორიაზე და რომ უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე თავდასხმის ნიმუში. მისივე თქმით, რუსეთის შეჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოლდოვასა და საქართველოში იმიტომ მოხდა, რომ ისინი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ 1920-იანი წლებიდან. ბლინკენმა უარყო პოლის წინადადება და თქვა: „ამ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და ბედი“.
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან, აფეთქება მოხდა
რუსეთის ქალაქ ბელგოოდში, უკრაინის საზღვართან ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ, თვითმხილველებზე დაყრდნობით Reuters წერს. ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი არაა დადგენილი, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი თვითმხილველის სახლში ფანჯრები დაზიანდა. ადგილობრივი მოსახლეობიდან არავინ დაშავებულა და არც მათი უძრავი ქონებაა დაზიანებული. 25 აპრილს, რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა. მოსკოვი აცხადებს, რომ ბრიანსკში მდებარე ნავთობსაცავზე გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. ასევე წაიკითხეთ კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი სამხედროების ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ
"რუსი სამხედროების ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. "რუსი სამხედროები კვლავაც უხსნიან ცეცხლს უკრაინელების პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებიდან. მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით რუს სამხედროებს აქტიური შეტევა არ განუხორციელებიათ და ფოკუსირებულები იყვნენ დაზვერვაზე. დონეცკის მიმართულებით რუსეთის არმია ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ისროდა სხვადასხვა შეიარაღებიდან, რათა არ დაეშვა უკრაინელი ჯარისკაცების გადაჯგუფება. რუსი ოკუპანტები აგრძელებებ ქალაქ მარიუპოლში, კერძოდ „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ბლოკირებას. დროებით დაკავებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უზღუდავენ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას. დაფიქსირდა მოქალაქეთა დაკავების შემთხვევებიც", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ: კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა
ოლექსი არესტოვიჩი: ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა, თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს
"ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა: თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა პირდაპირ ეთერში, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „გვითხრეს, რომ დასავლეთი თქვენთვის იბრძვის. ისინი ასევე მზად არიან, დაიცვან მოლდოვაც და დაიცავდნენ საქართველოსაც, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს. მე ვიცი, რომ ამას მოჰყვება კომენტარები. ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა, მინისტრებიც გამოვიდნენ. უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში, მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“, – განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: უკრაინა ცხელ ომშია, საქართველო ჰიბრიდულ ომში შალვა პაპუაშვილი: საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება
სალომე ზურაბიშვილი: ვისაც შევხვდი კონგრესში, ყველა გამხნევებულია, ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს
„აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს 33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. „აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს 33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლა, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს! ეს მათი ღრმა რწმენაა, რადგან ამერიკამაც გადადგა, ეს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს
სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე: შეწყალება მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს - არის სხვა საკითხი, თუ მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული
„არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ „თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული“. პრეზიდენტის შეფასებით, სააკაშვილის შეწყალება, „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“. „მე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია. როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ერთიანი ხარ, ნებისმიერ რამეს შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო. მოსახლეობის ერთიანობის ფანტასტიკური მაგალითი უკრაინაში გვაქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრმა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ თქვა, რომ, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს. ექსპრეზიდენტის ოჯახი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს 2 მაისამდე აძლევს.
სალომე ზურაბიშვილი: "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" მიიღეს, რომელიც სენატში უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ეს პროცედურაა და ყველამ ვიცით, რომ დადასტურდება
გუშინ "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" მიიღეს, რომელიც სენატში უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ეს პროცედურაა და ყველამ ვიცით, რომ ეს დადასტურდება. ეს ჩვენ პარტნიორობას კიდევ უფრო ამძაფრებს და აღრმავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. „ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინას პრიორიტეტი აქვს დღეს, მაგრამ საქართველო და მოლდოვაც უნდა იყვნენ სერიოზული ყურადღების ქვეშ. იყო სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიხმარდი სიტყვას: მოსალოდნელი საფრთხე. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული ამ თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და საქართველოსთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას. ასევე წაიკითხეთ: აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს ილია დარჩიაშვილი: „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით, საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა
მარშალ გელოვანის გამზირზე წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დაზიანდა. თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
მარშალ გელოვანის გამზირზე N-6 თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დაზიანდა. საავტომობილო მოძრაობაც შეფერხებული იყო წყლის დიდი ნაკადის გამო. წყალი კი შემდეგ უბნებს არ მიეწოდება. მთწმინდა-კრწანისის რაიონში - კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს. ვაკე- საბურთალოს რაიონში - კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში - ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს. კომპანია GWP აცხადებს, რომ წყალმომარაგება 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე აღდგება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 958 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 945-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%, ბოლო 14 დღის - 1.04% ხოლო 7 დღის - 0.94%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 800-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 4, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 312 საიდანაც, 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 163, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 016 ადამიანი სახლში მკურნალობს. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.