ძებნის რეზულტატი:
ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა გზავნილით, რომ ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. შესაბამისი განცხადება დელეგაციის წევრებმა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გაავრცელეს. „ჩვენი დელეგაცია გაემგზავრა კიევში, რათა გაუგზავნოს ხმამაღალი გზავნილი მთელ მსოფლიოს: ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ჩვენი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან დაიწყო იმით, რომ მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს იმ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელიც ჩვენ გადავეცით. მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მკაფიო აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვანია პუტინის სასტიკი შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია. ჩვენ ვმუშაობათ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების საკანონმდებლო პაკეტად გარდაქმნაზე. მზად ვართ, გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რადგან ისინი იცავენ დემოკრატიას თავისი ერისთვის და მსოფლიოსთვის“, - აღნიშულია განცხადებაში. ეს კონგრესის პირველი ოფიციალური დელეგაციაა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია. დელეგაციაში არიან: ჯიმ მაკგოვერნი, გრეგორი მიქსი, თავმჯდომარე ადამ შიფი, ბარბარა ლი, ბილ კიტინგი და ჯეისონ ქროუ, ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთსა და ვარშავაში განაგრძობენ ვიზიტს. დელეგაცია პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას შეხვდება. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინაშია. ნენსი პელოსი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა. ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 24 აპრილს ეწვივნენ უკრაინას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის დაზვერვა: მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, მოსკოვი ცდილობს, სხვა ქვეყნების საშუალებით, სანქციების გავლენა შეამციროს და საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი გეგმავს ОДКБ-ს ქვეყნების (ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გამოყენებით აწარმოოს სამხედრო პროდუქცია რუსეთის არმიისთვის და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელთა შესაქმნელადაც საჭიროა უცხოეთიდან შემოტანილი ნაწილები. ამ გზით რუსეთი გაზრდის ამ ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას, რაც კრემლის ინტერესებშია, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, სომხეთი ხელსაყრელ პირობებს უქმნის რუსულ ბიზნეს კომპანიებს, პირველ რიგში, IT სექტორში. რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, დაახლოებით რუსეთის 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია ჩავიდა სომხეთში. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს ორი ქვეყნის, სომხეთის და რუსეთის ბიუჯეტში გადაიხდიან. უკრაინული დაზვერვის ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების წამყვანი მწარმოებელი ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა გერმანულ ნაწილებს იღებს და ამ პროცესში ჩართულია ყაზახეთი. უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი გერმანულ პროდუქციას ბუკის ტიპის საჰაეროს თავდაცვის სისტემების და საზენიტო სარაკეტო დანადგარების წამოებისა და მოდერნიზაციისთვის იყენებდა. ამ პროდუქციის მიწოდება გაზრდილი სანქციების პირობებში შეუძლებელი გახდა. ამ განცხადების ადრესატები უკრაინული დაზვერვის ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლიციამ თბილისში, სამეგრელოში, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - შსს
შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში, სამეგრელოში, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური დღეიდან გაძვირდა
ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. რაც შეეხება საბუთის დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.
რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე: ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ცნობები
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთს დღეიდან უკრაინის ქალაქ ხერსონში თავისი ვალუტა შემოაქვს. რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე, ამბობს დიდი ბრიტანეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონი დაიკავეს, ქალაქში პრო-რუსული ადმინისტრაცია დასვეს. „ხერსონის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებებით, ქალაქის უკრაინის კონტროლის ქვეშ გადასვლა „შეუძლებელია“ და საჭიროა ოთხთვიანი პერიოდი, როცა ხერსონი უკრაინული გრივნიდან რუსულ რუბლზე გადავა“, - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში. „ხერსონსა და მის სატრანსპორტო კავშირებზე მუდმივი კონტროლი, გაზრდის რუსეთის უნარს, შეინარჩუნოს თავისი წინსვლა ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ და გააუმჯობესოს რუსეთის კონტროლის უსაფრთხოება ყირიმზე“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა. რუსეთის ამ სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 29 აპრილს ისაუბრა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსულმა ძალებმა რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ - „ომის კვლევის ინსტიტუტი“
ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, უკრაინელების მიერ ოთხ დასახლებაზე კონტროლის დაბრუნებას, ომის კვლევის ინსტიტუტი ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქგარეთ წარმატებული კონტრშეტევების ნაწილად მიიჩნევს. „სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსულმა ძალებმა მიაღწიონ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში და უახლოეს დღეებში, უკრაინულმა ძალებმა შესაძლოა, უფრო ფართო კონტრშეტევების განხორციელება შეძლონ“, - აღნიშნულია ომის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. უკრაინულმა მხარემ შაბათს განაცხადა, რომ ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, ოთხი დასახლება, ზემო როგანკა, რუსკა ლოზოვა, სლობიდსკე და პრელესნე დაიბრუნეს. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება ინტენსიური დაბომბვების გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრები არ დატოვონ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
წვიმა და ძლიერი ქარი დღესაც მოსალოდნელია
3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. გვიან ღამით, თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წყლის ნაკადის გამო, მანქანებს გადაადგილება უჭირდათ. ანაოლიგიური ვითარება იყო გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც. რიგ უბნებში დაიტბორა სარდაფებიც.
მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. კარპენტერის თქმით, რუსეთს კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა სურდა, რაც მოკსოვმა ვერ განახორციელა, ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლებების დაშლა განიზრახა, მათ შორის ე,წ. რეფერენდუმების ჩატარებით. მაიკლ კარპენტერმა საერთაშორისო მედიის შეკითხვებს ვრცლად უპასუხა. „ჩვენ კონკრეტულად ვამახვილებთ ყურადღებას ჰერსონზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც რუსები შეეცდებიან, განათავსონ საკუთარი მარიონეტული მმართველი სტრუქტურები, მოახდინონ ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, რაც აშკარად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს იქნება ომის დანაშაული. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ცხადია, რუსეთი ცდილობს სხვის დადანაშაულებას. რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს არავინ ემუქრება. რუსეთი თავის მშვიდ მეზობელს ათიათასობით საბრძოლო ჯარით დაესხა თავს. ვინ არის აქ აგრესორი? ვინ არის ის, ვინც ახორციელებს ამ სამხედრო დანაშაულებს და სისასტიკეს? პასუხი აშკარაა. ასე რომ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, ვფიქრობ, აშკარაა დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა“, - განაცხადა კარპენტერმა. მისივე თმქმით, რეალობა ისაა, რომ რუსეთმა დააწესა მარიონეტული რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსეთის ქრთამებზე და მოაწყო „სახალხო საბჭოები“, ყალბი კონსტიტუციების შესაქმნელად. „ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ“, - აღნიშნავს კარპენტერი. ამავე თემაზე მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნენსი პელოსი პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვეგბვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ნენსი პელოსი უკრაინულ-ამერიკული სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინაშია. ნენსი პელოსი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა. ამავე თემაზე ნენსი პელოსი უკრაინაშია ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია
უკრაინის რადას დაზვერვის კომიტეტის წევრის თქმით, ომი გარდამტეხ ეტაპზეა და უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება
რუსეთის ძალების შეტევითი ოპერაციები სტრატეგიულიდან ნახევრად ტაქტიკურად გადაიქცა, რადგან მტერმა რაიმე სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში ვართ. რუსული ჯარების შეტევითი ოპერაციები სტრატეგიულიდან ნახევრად ტაქტიკურად გადაიქცა, რადგან მტერმა ვერ მიაღწია რაიმე სტრატეგიულ წარმატებას. ჩვენ გვაქვს გარკვეული მიმართულებით ტაქტიკური წინსვლა. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოესი დღეები იქნება გადამწყვეტი“, - განაცხადა ვენისლავსკიმ.
უკრაინა საბჭოთა იარაღზე უარს ამბობს და NATO-ს მოდელებზე გადადის
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი. ცხადია, ჩვენ იძულებულნი ვართ, მივატოვოთ საბჭოთა იარაღი და აღჭურვილობა და გადავიდეთ NATO-ს მოდელებზე. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უფრო მალე დავასრულებთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. „ასევე ვაცნობე გენერალ მილს ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, კერძოდ, იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ, სადაც მტერმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო. მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, ჩვენ ვიცავთ, ვიკავებთ ოკუპირებულ ხაზებსა და პოზიციებს“, - დაამატა ზალუჟნიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გაერო და წითელი ჯვარი ადასტურებენ, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
გაეროს სპიკერმა დაადასტურა, რომ სამხრეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია მიმდინარეობს. ამასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფოლადის ქარხანა გუშინ 20-მა ადამიანმა დატოვა. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამრეწველო კომპლექსში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. თუმცა წყლის, გაზისა და კომუნიკაციების გარეშე, დაახლოებით 100,000 მოსახლე ცხოვრობს, რომელიც რუსეთის თავდასხმების დროს მძიმედ დაიბომბა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე უკრაინა: „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 20 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ
BBC წერს, როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების თანახმად, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს სამხრეთ უკრაინის ქალაქზე, რუსულ რუბლს ხერსონში კვირიდან გამოიყენებენ. თუმცა ხერსონის უკრაინელმა მერს, იჰორ კოლიხაევს არ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია მაშინ, როცა რეგიონში ერთადერთი მოქმედი საბანკო სისტემა უკრაინულია და არა რუსული. მიუხედავად იმისა, რომ 60 დღის განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, ბევრი მცხოვრები ცდილობს, მოძებნოს რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მცირე გზები - მაგალითად, რუსების მიერ შეთავაზებული რუბლის გაცვლა უკრაინულ გრივნაში. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთს დღეიდან უკრაინის ქალაქ ხერსონში თავისი ვალუტა შემოაქვს. რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე, ამბობს დიდი ბრიტანეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონი დაიკავეს, ქალაქში პრო-რუსული ადმინისტრაცია დასვეს. რუსეთის ამ სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 29 აპრილს ისაუბრა. ამავე თემაზე რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე: ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ცნობები
პუტინმა ევროპის რიგი ქვეყნებისთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა გააუქმა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემა გააუქმა. პუტინმა შესაბამის კანონს ხელი მოაწერა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ნორვეგიის დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და შვეიცარიის მოქალაქეებს შეეხებათ. მანამდე პუტინმა შეაჩერა ნორმა, რომლითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს რუსეთში უვიზოდ შესვლა შეეძლოთ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა როგორც რუსეთს, ასევე, პირადად პუტინს და მის გარემოცვას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინული მხარე რუსეთის მიერ შავ ზღვაში ფლოტის გააქტიურების შესახებ იუწყება
რუსეთმა გაზარდა საზღვაო აქტივობა შავ ზღვაში, უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „შეიარაღებული ძალების მიერ, სადესანტო ჩქაროსნული კატერებით, „რაპტორებით“ კუნძულ ზმეინიზე მორიგი დარტყმის შემდეგ, მოწინააღმდეგე ევაკუაციას და თავისი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის განახლებას ცდილობდა“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობა - „სამხრეთის“ პრესსამსახურის ინფორმაციაში. უკრაინულმა მხარემ პირველ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე, რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. მათივე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი. ამავე თემაზე როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
ფედირ ვენისლავსკი: პუტინს სჭირდება, 9 მაისამდე, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში გარკვეული მიღწევები აჩვენოს
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სჭირდება 9 მაისამდე მაინც აჩვენოს რამდენიმე წარმატება. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ განაცხადა. მისივე ცნობით, სამხრეთ უკრაინაში რუსული არმია ცდილობს, მიაღწიოს ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებს და ახორციელებს შეტევით მოქმედებების მიკოლაივის და კრივი- რიჰის მიმართულებით. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ჯარები აღმოსავლეთის ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფის ალყაში მოქცევას ცდილობენ. „ამ მომენტში მტერი სწორედ ამის მიღწევას ცდილობს. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონი, ზაპოროჟიე - ისინი აქტიურად აშენებენ საფორტიფიკაციო ნაგებობებს ამ საზღვრების რაც შეიძლება დიდხანს შესანარჩუნებლად. მაგრამ ეს მათ ნამდვილად არ დაეხმარება, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამას... „ყველასთვის გასაგებია: მას შემდეგ, რაც პუტინის ჯარებმა კიევთან ახლოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად დატოვეს ტერიტორიები, მას სჭირდება, აჩვენოს გარკვეული მიღწევები აღმოსავლეთ უკრაინაში, ნაწილობრივ სამხრეთ უკრაინაში“, - აღნიშნა ვენისლავსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე უკრაინის რადას დაზვერვის კომიტეტის წევრის თქმით, ომი გარდამტეხ ეტაპზეა და უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში როგორც ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე: ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ცნობები
ვოლოდიმირ ზელენსკი: აზოვსტალს პირველი 100-კაციანი ჯგუფი ტოვებს
უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ქალაქ მარიუპოლში, რომელიც დაახლოებით 100-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. მისი თქმით, ისინი ხვალ ქალაქ ზაპორიჟიეში ჩავლენ. „მადლობა ჩვენს ჯგუფს. ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. შეგახსენებთ, გაერომ და წითელმა ჯვარმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. BBC-მ გაავრცელა 29 აპრილს გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომლებიც ფოლადის ქარხნის დაზიანებას ასახავს. გენერალური მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, 26 აპრილს, გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამრეწველო კომპლექსში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. თუმცა წყლის, გაზისა და კომუნიკაციების გარეშე, დაახლოებით 100,000 მოსახლე ცხოვრობს, რომელიც რუსეთის თავდასხმების დროს მძიმედ დაიბომბა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე უკრაინა: „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 20 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა - The Guardian
გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ევროკავშირი რუსულ ნავთობზე სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ კვირას გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ როგორ მკვეთრად შემცირდა რუსული იმპორტირებული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარება. კერძოდ, რუსული ნავთობის იმპორტი დაახლოებით 35%-დან 12%-მდე, რუსული გაზის იმპორტი 55%-დან დაახლოებით 35%-მდე, ხოლო რუსული ქვანახშირის იმპორტი 50%-დან დაახლოებით 8%-მდე შემცირდა. წყაროების ცნობით, ევროკავშირი გეგმავს რუსულ ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას წლის ბოლოსთვის, თუმცა მანამდე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას პირობა დადო, რომ კიევისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გააძლიერებს - ფრანგული მედია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას პირობა დადო, რომ კიევისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გააძლიერებს. იტყობინება BFMTV წყაროებზე დაყრდნობით. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავის ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი განიხილა. „მადლობელი ვარ საფრანგეთის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მზადყოფნისთვის, რომ განაგრძოს მუშაობა რუსეთის დანაშაულების გამოძიებაში დასახმარებლად“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი და საუდის არაბეთი კავშირების გასაძლიერებლად საერთო ნებას ავლენენ
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ და რიადმა ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე განვითარებისთვის საერთო ნება გამოავლინეს. საუდის არაბეთიდან დაბრუნებისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი მოწადინებულნი არიან, გააგრძელონ ეს ძალისხმევა საერთო ინტერესებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ორმხრივი ძალისხმევა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას და რეგიონს. „მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეპოქის მაუწყებელია, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. საუდის არაბეთში ორდღიანი ვიზიტისას ერდოღანი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს, ასევე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი საკითხი განიხილა. „ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მომავალში... მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი მხარდაჭერა საუდის არაბეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა, მაგრამ ორივე ქვეყანა ახლა ურთიერთობების განვითრებას ცდილობს. ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვია.