ძებნის რეზულტატი:
ევაკუაცია აზოვსტალიდან: ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში მზის სინათლე არ გვინახავს
„უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ ცხოვრებას აზოვსტალში“, - ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ასე, უკრაინელები საკუთარ განცდებს ჟურნალისტებს უზიარებენ. 37 წლის ნატალია უსმანოვა იხსენებს, როგორ იმალებოდა ძლიერი აფეთქებისას მიწისქვეშა სამალავში. მეშინოდა, რომ ბუნკერიც არ იქნებოდა საკმარისი გადარჩენისთვის - საშინელი შიში მქონდა... როდესაც ბუნკერმა რყევა დაიწყო, ისტერიკაში ვიყავი... ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში მზის სინათლე არ გვინახავს... ვერ წარმოიდგენთ, რა განვიცადეთ, ტერორი. მე იქ ვცხოვრობდი, მთელი ცხოვრება იქ ვმუშაობდი, მაგრამ ის, რაც იქ ვნახეთ, უბრალოდ საშინელება იყო. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ქალაქ მარიუპოლში, რომელიც დაახლოებით 100-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. მისი თქმით, ისინი ხვალ ქალაქ ზაპორიჟიეში ჩავლენ. გაერომ და წითელმა ჯვარმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. BBC-მ გაავრცელა 29 აპრილს გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომლებიც ფოლადის ქარხნის დაზიანებას ასახავს. გენერალური მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, 26 აპრილს, გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამრეწველო კომპლექსში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. თუმცა წყლის, გაზისა და კომუნიკაციების გარეშე, დაახლოებით 100,000 მოსახლე ცხოვრობს, რომელიც რუსეთის თავდასხმების დროს მძიმედ დაიბომბა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე მარიუპოლის მერი: ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, (პირველადი ცნობით) მიწისძვრის სიმძლავრემ 5.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. დღეს, თბილისის დროით 23:35 საათზე, დმანისთან, სოფელ სამებასთან მოხდა 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ცნობისთვის, 13 თებერვალს, საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი იმყოფება
საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. აეროპორტში მაღალი დონის სტუმარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი დახვდნენ. პარლამენტის ცნობით, 2 მაისს, ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. მილოშ ვისტრჩილი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება. დაგეგმილია ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა ქართველ კოლეგებთან. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. მილოშ ვისტრჩილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში. დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთა.
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადეკეტვა დაიწყეს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სახლებში არ წავლენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა. ცნობისთვის, ამ წუთებში გადაკეტილია მიასნიკიანის, ჰერაცის, გნუნის, ვარდანანცის ცენტრალური გამზირები და სხვა ადგილები, არის ავტომანქანების საცობები.
ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას დღეს გადასცემს
"ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას 2 მაისს გადასცემს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
დმიტრო კულება: ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს
"უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ უსაფრთხო ევაკუაციაზე ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან“, - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას
სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი „ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის "ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ე. მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 415 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის - 0.99% ხოლო 7 დღის - 0.84%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 0, შიდა ქართლი - 2, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 091 საიდანაც, 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 165, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 7. 805 ადამიანი სახლში მკურნალობს.
თურქეთის პრეზიდენტი: უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში
"ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის დროს. „ჩვენ ალბათ ამ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ პუტინთან. ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში“, – განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს
დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება
დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება. "ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და შევსებულ დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კალ ჰარცელს დღეს პირადად გადასცემს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს იყო შრომატევადი ნაწილი და წარმატებულად დავასრულეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, შევსებულ დოკუმენტს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადასცემენ. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის გამოცდილება და მხარდაჭერა
იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე, ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ბატონი ვისტრჩილის ახლა განხორციელებული ვიზიტი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი, რადგან ვიზიტის ფარგლებში, არაერთ ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად, დაგეგმილია ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და, აგრეთვე, ბიზნეს ფორუმები თბილისსა და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისა და შესაძლებლობის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო. „ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ კომპლექსური ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც, ზოგადად, მთლიანად რეგიონს აქვს. ვისაუბრეთ, ასევე, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთობლივ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყანასთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა. ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ რთული და ხანგრძლივია ევროკავშირში გაწევრების პროცესი, თუმცა, მზად ვართ, ინტენსიური თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის განმტკიცებისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მედია: რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა და შვიდი სახლი დაზიანდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ ვხედავთ რუსი ტურისტებისთვის მარშრუტების მომზადებას, ეს სამართლიანი არ არის
თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ ვხედავთ რუსი ტურისტებისთვის მარშრუტების მომზადებას, ეს არ არის სამართლიანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ EPT News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობა, ამაზე საუბარი საჭიროა. „რუსულ ტურიზმს საბერძნეთისთვის ბევრი ფული მოაქვს უკვე მრავალი წელია. ვფიქრობ ისინი ფულს შოულობენ სისხლით და შემდეგ ეს ფული გააქვთ. ასეთივე მდგომარეობაა თურქეთში. ერთი მხრივ თურქეთი ასრულებს შუამავლის როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის გზით მხარს უჭერს უკრაინას, მეორე მხრივ, კი ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მზადებას, სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში
2 მაისს საქართველოში გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისს საქართველოში გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. "3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს. 5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა, ზოგან ძლიერი. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2 და 5 მაისს +14, +16, ხოლო 3-4 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა
„პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ყოველთვის პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან საუბრისას. რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. "სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველთვის მოქმედებდა, და ბუნებრივია, ეს მომავალშიც ასე იქნება, ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე - თითოეულ მათგანს ადეკვატური სახის სამედიცინო მომსახურება ეწევა. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს მათივე თანხმობაც“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა მზაობა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებებისა და საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. ამ კონტექსტში, ქართული მხარის მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ
"იმედი გვაქვს, სამივე ქვეყანა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო დროს გაკეთებული იყო რამდენიმე არც თუ დადებითი განცხადება ევროპელი ლიდერების მხრიდან და მით უმეტეს, კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა საბოლოოდ, იმის იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამივე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი: ჩეხეთისთვის საქართველო პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანაა და ეს უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც
ჩეხეთისთვის საქართველო არის პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც - გვსურს, განვავითაროთ თანამშრომლობა მთელ რიგ დარგებში, - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ერთობლივ ბრიფინგზე მილოშ ვიტრჩილმა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საერთო ისტორია ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების საწინდარია. ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩეხეთი აფასებს იმ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს. „მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტში მასპინძლობისთვის. შეხვედრაზეც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ პარლამენტში ვიზიტამდე, ჩვენ გვირგვინით შევამკეთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი. ჩეხეთის რესპუბლიკა სრულად, მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპები ირღვევა. ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას და საწინდარს ურთიერთგაგებისთვის. მკაფიოდ ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და დავაფასებთ, თუ სხვა ქვეყნებიც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც, დაგვეხმარებიან უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სუსტი იყო ევროკავშირის რეაქცია ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე 2008 წელს, ასევე ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, ახლა ერთიანობის დრო დადგა. ევროკავშირში მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია. დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც მიდის დემოკრატიზაციის და ევროპული ღირებულებების მიმართულებით, უკრაინაში რუსული ჯარის შეჩერებისთვის მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას. უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. ვაფასებ იმ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც უკრაინაში საქართველოდან მიდის. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის რესურსებზე. იგივე შეიძლება ვთქვათ ჩინეთზე. დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის შემთხვევაში“,- განაცხადა მილოშ ვისტრჩილმა. პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სექტორული მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. „ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრობლობის გაღრმავების მიზნით, ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის იმყოფება 30-ზე მეტი ბიზნესმენი. ასევე, გვსურს, დავამყაროთ თანამშრომლობა მეცნიერების და ინოვაციების დარგში, ამიტომ ჩვენთან ერთდ საქართველოში ჩამოვიდა მეცნიერებათა აკადემიის თავმჯდომარე. ჩვენთან ერთად არიან რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის, მრეწველობის მინისტრის მოადგილე ბატონი ჩეშნიაკი. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენთვის საქართველო არის პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც. გვსურს, განვავითაროთ თანამშრომლობა მთელ რიგ დარგებში, როგორიცაა სოციალური სფერო, ჯანდაცვის სფერო, წყლის მეურნეობის სფერო. ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულება. ჩეხი ბიზნესმენებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმ პირობებს, რომელიც არის აქ საქართველოში და რომელიც სრულიად თავსებადი უნდა იყოს ევროკაშირის პირობებთან. ამავდროულად, შევთანხმდით იმაზეც, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა წინაპირობა არის საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ პატივისცემა. სამართლიანი სახელმწიფო; თავისუფალი მედია; საჯარო ინსტიტუტები; დემოკრატიულ მოქმედება; ყველა ამ დარგში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან“, - განაცხადა მილოშ ვისტრჩილმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდა.