ძებნის რეზულტატი:
მაიკლ კარპენტერი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტი გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც შესაბამის შეკითხვას უპასუხა. ქართველმა ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა, რამდენად მისაღებია განცხადებები და მოწოდებები, რომ საქართველომ დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო ძალით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პასუხისმგებლიანად იქცევა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს საქართველოში. ეუთო ასევე მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციის მონიტორინგს. მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე
იაპონიის და ტაილანდის ლიდერებმა თავდაცვის ახალი შეთანხმების შესახებ განაცხადეს
იაპონიისა და ტაილანდის ლიდერებმა ახალი თავდაცვის შეთანხმების შესახებ განაცხადეს და დასახეს გეგმები, გააუმჯობესონ თავიანთი ეკონომიკური ურთიერთობები. შეთანხმება ხელს შეუწყობს თავდაცვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გადატანას იაპონიიდან ტაილანდში, რომელსაც აქვს რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე აღჭურვილი არმია და შეერთებული შტატების არმიასთან კავშირების ხანგრძლივი ისტორია. გარიგების დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. „ეს ხელს შეუწყობს ეროვნული თავდაცვის გაუმჯობესებას და იაპონიის ინვესტიციების მხარდაჭერას ამ საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანი მიზანია ტაილანდისთვის”, - განაცხადა ტაილანდის პრემიერ მინისტრმა პრაიუტ ჩან-ოჩამ. აზიიდან, დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ერთადერთი წევრის ლიდერმა, ფუმიო კიშიდამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის დროს განიხილა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სადაც მხოლოდ ერთმა ქვეყანამ სინგაპურმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. „მე დავეთანხმე პრემიერ მინისტრ პრაიუტს, რომ ნებისმიერ რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან სტატუს კვოს ძალისმიერი ცალმხრივი ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული “, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა. G7-ის წევრები არიან აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს სამიტზე, სადაც განიხილება მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და იგეგმება მათი გადაჭრის ერთობლივი ღონისძიებები. წამყვან სახელმწიფოთა პირველი სამიტი გაიმართა 1975 წელს, რამბუიეში (საფრანგეთი).
სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters
რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „რაც შეეხება რუსულ ნავთობზე ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, სლოვაკეთი გამონაკლისს მოითხოვს“, - განუცხადეს Reuters-ს ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტროს თქმით, სხვადასხვა ტიპის ნავთობის გადამუშავება დაუყოვნებლივ შეუძლებელია, ტექნოლოგიის შეცვლა ფინანსური თვალსაზრისით რთულია და დიდ დროს მოითხოვს. შეგახსენებთ, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს სლოვაკეთმა უკრაინას მიაწოდა იარაღი, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა სამხედრო დახმარება. პრემიერ მინისტრი ედუარდ ჰეგერი ასევე იყო იმ დასავლელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბოლო კვირებში კიევს ეწვივნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა. ქვეყნის პრეზიდენტის, ფოსტენ-არკანჟ ტოუადერას ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მსოფლიოს ყველაზე გაბედული და ფართო ხედვის მქონე ქვეყნების გარემოცვაში მოაქცევს. ხაზი უნდა გაესვას, რომ ქვეყნის ხელისუფლების ამგვარმა გადაწყვეტილებამ მედიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ინტერნეტის პენეტრაციის ძალიან დაბალი მაჩვენებლით, 11%-ით გამოირჩევა, რაც კრიპტოვალუტის მასობრივ გამოყენებას თითქმის შეუძლებელს ხდის.
აზოვსტალში ეროვნული გვარდიის წევრები: მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ შესაძლებელი გახდეს ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების ევაკუაცია
"მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ, რათა შესაძლებელი გახდეს ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და დახოცილთა სხეულების ევაკუაცია", - ამის შესახებ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულმა უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა განაცხადეს. "ქვეყნის უმაღლეს საბრძოლო-პოლიტიკურ ხელისფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა შესაძლებელი გახდეს ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და დახოცილთა სხეულების ევაკუაცია. სამხედროების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის გამო, მოგიწოდებთ შეასრულოთ მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია", – ნათქვამია ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება
3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“.
დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა
დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა. ის საშუალებას მისცემს მფრინავ ტაქსებს აფრინდნენ და დაეშვან ქალაქის დატვირთულ რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ინჟინრები და დიზაინერები მუშაობენ ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების შემუშავებაზე, ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპი Urban-Air Port Ltd (UAP) ცდილობს შეიმუშაოს ინფრასტრუქტურა ურბანული საჰაერო ტრანსპორტისთვის. მათი მიზანია შექმნან სპეციალური ცენტრები ფრენების მარტივად განსახორციელებლად. ცნობისთვის, სტარტაპმა თავისი პირველი Air One-ის აეროპორტის შემუშავება 15 თვეში დაასრულა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. „ყველა მედიასაშუალებას და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას. კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში. 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს ონლაინრეჟიმში უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა. ბრიტანული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენერალური პროკურორი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა, 406 დაიჭრა, 626-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამ მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებში დაშავდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.1 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.8 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა
აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად, 29.1 პროცენტით ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე. 10.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო 3.9 პროცენტიიანი – სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე. "ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა აპრილშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 28.8 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 24.1 პროცენტით. ზეთსა და ცხიმზე ფასები მომატებულია – 20.8 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 19.3 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული – 18.9 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 18.0 პროცენტთ გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო კი 17.6 პროცენტით. ხილსა და ყურძენზე ფასებმა 14.4 პროცენტით, ხოლო ხორცზე და ხორცის პროდუქტებზე 10.9 პროცენტით მოიმატა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა
რომის პაპი: მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე
ჩემი გზავნილი იყო, რომ მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე. ცხადია, საჭირო იყო, კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი და ჯერ კიდევ დაჟინებით ვითხოვთ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ჩემი გზავნილი იყო, რომ მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე. ცხადია, საჭირო იყო, კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი და ჯერ კიდევ დაჟინებით ვითხოვთ“, – განაცხადა რომის პაპმა.რომის პაპი მიიჩნევს, რომ პუტინს არ სურს შეხვედრა. „მაგრამ როგორ არ უნდა გააჩერო ეს სისასტიკე?“ – განაცხადა ფრანცისკემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია უპრეცედენტო ფაქტი დიპლომატიურ პროტოკოლში: რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა
რომის პაპი: უნგრეთის პრეზიდენტმა მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა
"ორბანმა, როცა მე მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა. ამგვარად ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოლო დღეების განმავლობაში დაპირისპირების სისწრაფის ზრდა", - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა, რითაც უნგრეთის პრეზიდენტთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამოეხმაურა. „ორბანმა, როცა მე მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა. ამგვარად ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოლო დღეების განმავლობაში დაპირისპირების სისწრაფის ზრდა, რადგან ეს არ არის მხოლოდ დონბასი. ეს უკვე არის ყირიმი, ოდესა, ისინი ცდილობენ შავი ზღვის პორტის უკრაინისგან მოწყვეტას“, – განაცხადა რომის პაპმა. შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა დღეს ისევ განაცხადა, მზადაა ჩავიდეს მოსკოვში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია უპრეცედენტო ფაქტი დიპლომატიურ პროტოკოლში: რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა
კარლ ჰარცელი: ევროკომისიის კითხვარი, არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი
დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომდევნო თვეში წარადგენს. „დიდი პატივი მერგო, რომ პრემიერ-მინისტრისგან კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები მივიღე და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც დროულად იქნება მოწოდებული. დრო კარგად იყო დაცული. რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი. ასევე, ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება პასუხებისა. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე: რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა
"მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადა. ამის შესახებ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არ მაქვს ინფორმაცია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველწყაროდან და არც ექიმი ვარ, რომ სწორი შეფასებები გავაკეთო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეშფოთებული ვართ გავრცელებულ მოხსენებებთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამედიცინო ექსპერტების ანგარიში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოების აქტიურ ურთიერთობებზე.„ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, სექტორული მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თბილისში იმართება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც განსაზღვრავს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგს. აქვე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის მიერ დაფინანსებული პროექტები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად.მილოშ ვისტრჩილმა მთავრობის მეთაურს დაუდასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მიესალმება ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის მომავალ თავმჯდომარეობას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შემდეგ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩეხეთი, მათ შორის თავმჯდომარეობის პერიოდში, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ პროცესის წინსვლას ევროკავშირში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში მთავარ პრიორიტეტებად რჩება.შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მადრიდის მომავალ სამიტს.საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.მთავრობის მეთაურმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია.შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი დრაჰოში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხების კომიტეტის წევრი ზდენეკ ნიტრა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ვაცლავ ლასკა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ირჟი ჩუნეკი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ირჟი დუშეკი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: მეგობარს, რომელსაც რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე ამის მტკიცებულება უნდა წარადგინო
არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, როდესაც იმ მეგობრის წინააღმდეგ, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, გააჟღერებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის განცხადება შეაფასა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასერიოზულმა ბრალდებებმა ასეთ განცხადებებს ფასი დაუკარგა. „სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების. არც რაიმე შედეგი აქვს. მათ შორის ოპოზიციაც, ნაწილობრივ არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ბრალდებების წამოსროლა ხდება საქართველოს მიმართ ისე, რომ მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს.
კარლ ჰარცელი: ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია. ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია
ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია. ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განუცხადა. „ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში მედია პლურალიზმია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ჩვენს კონფერენციებს ვატარებთ და მედია ლანდშაფტს განვიხილავთ, ვუბრუნდებით ნაცნობ ტერიტორიას, მედიის პოლარიზაციის, დეზინფორმაციის პრობლემებს, თვითრეგულირების ეფექტური საშუალებების პოვნის პრობლემებს, სიძულვილის ენას, რაც გაქვთ. აქვე დავამატებ, რომ ვფიქრობ, რადგან გასული წლის 5 ივლისის მოვლენები არის ის, რასაც ჩვენ მაშინ ძალიან სერიოზულად მივუდექით და ახლაც სერიოზულად ვიღებთ. ეს, რასაც ვამბობ, იქნება ამ დისკუსიებშიც, რომელსაც დღეს ვატარებთ, რადგან ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია", - განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია
საქართველოს რკინიგზა 6-დან 15 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა 6-დან 15 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 6-დან 15 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.