ძებნის რეზულტატი:
სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. სერგეი შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქ მარიუპოლს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. "აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინას იარაღით ავსებენ, თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას. ქალაქ მარიუპოლს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება", - განაცხადა სერგეი შოიგუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დადგეს, თუმც ამაზე კონკრეტული მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. მისი შეფასებით, მომავალ დებატებზე, სადაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი უნდა განიხილონ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არამხოლოდ იმას, თუ როგორ დაარწმუნებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მან ეს სტატუსი დაიმსახურა, არამედ უკრაინის პოზიციას საქართველოს მიმართ. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ამ თემაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. რადიო თავისუფლება: ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხს ღიად შეეხო პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე თხოვნით მიმართავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. მან მოიშველია გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და პუტინის გარემოცვასთან დაკავშირებულ, სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან და თქვა, რომ ეს საუბარი აშკარად მიანიშნებს ივანიშვილის რუსულ კავშირებზე. თქვენ რას ფიქრობთ ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების შესაძლო დაწესებაზე? განიხილება ეს საკითხი რაიმე ფორმით? ანდრიუს კუბილიუსი: სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ უფრო მეტად უკრაინაზე, ვიდრე საქართველოზე. ეს ერთი. მეორე - ევროპარლამენტი არ არის პირდაპირ ჩართული სანქციების დაწესების საკითხში. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია ამ საკითხის წამოწევა, ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, ამას წყვეტს საბჭო. ამიტომ, ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის სანქციები შეიძლება დაუწესდეს ან საერთოდ დაუწესდეს თუ არა ივანიშვილს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ამაზე აქ მსჯელობა არ მიდის. როგორც წესი, პერსონალური სანქციების დაწესება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამისთვის 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ საკითხს, ევროკავშირთან შედარებით, ამერიკელები უფრო იოლად უდგებიან. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა საქართველოს საქმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.
შარლ მიშელი: ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს
"ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს", – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებთან გამკლავებაში. გასულ წელს, ჩვენ გამოვაცხადეთ შვიდი მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა აღჭურვილობისთვის, ასევე არმიის სამედიცინო და ტექნიკური საჭიროებებისთვის ევროკავშირის მშვიდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე წელს კი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვისადმი მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ჩვენ ასევე დავეხმარებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებაში და კიბერთავდასხმების მოგერიებაში. ჩვენ გვჯერა, რომ რეფორმები გააძლიერებს მოლდოვის მდგრადობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდელობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას
იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას. დრაგიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ხელშეკრულებების ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. მარიო დრაგის მიერ 3 მაისს გაკეთებულ ამ განცხადებას euobserver.com ავრცელებს. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპა პრაგმატული ფედერალიზმისკენ უნდა წავიდეს, რათა ეკონომიკური, ენერგეტიკული და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად უკეთ მოემზადოს.„თუ ეს მოითხოვს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის პროცესის დაწყებას, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რათა უპასუხოს რუსეთის თავდასხმას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა კონტინენტზე მშვიდობა. ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება „ჩვენ უნდა დავძლიოთ ერთსულოვნების ეს პრინციპი, რომელსაც ჯვარედინი ვეტოების ლოგიკისკენ მივყავართ და გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისკენ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინაში ომს „უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ეკონომიკური“ კრიზისი უწოდა. „კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის გამოყენება ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 15-ის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება, რაც შეუძლებლად აქცევს ერთი ქვეყნის მიერ ვეტოს გამოყენებით გადაწყვეტილებების დაბლოკვას. ევროპა, რომელსაც შესწევს ძალა, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, არის ევროპა, რომელიც უფრო მეტად სანდოა მისი მოქალაქეებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის", - განაცხადა მარიო დრაგიმ. უკრაინაში ომის ფონზე იტალიამ რუსული გაზის ალტერნატივის ძიება აქტიურად დაიწყო და რიგი ხელშეკრულებებიც გააფორმა, მათ შორის ალჟირთან და კონგოსთანაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საერთაშორისო პარტნიორები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და რუსეთის ოკუპაციის შედეგებს გაეცნენ
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა. საპარლამენტო დელეგაცია ადგილზე გაეცნო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ქმედებების შედეგებს და არსებულ სიტუაციას. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საოკუპაციო ხაზზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზზე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმდენად, რამდენადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით იხილონ, თუ რა არის რუსული ოკუპაცია და ოკუპაციის მძიმე შედეგები. „სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი თვალით ეხილათ ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები, უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, აქ პირდაპირი უმძიმესი შედეგია რუსული ოკუპაციის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილზე ნახონ ეს ყველაფერი და ადგილზე გაეცნონ ოკუპაციის მძიმე შედეგებს. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, იმდენად, რამდენადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ევროკავშირის შუამავლობით მოაწერა ხელი საქართველომ და რუსეთის ფედერაციაზე სწორედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლის გაზრდაა მნიშვნელოვანი, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა და ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაცია. „ეს ძალისხმევა უნდა იყოს უნივერსალური, ზეწოლა უნდა იყოს მზარდი იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და პასუხი აგოს იმ მძიმე შედეგებზე და დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ის ახორციელებს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. უფრო ადრე, საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მატიას მარტინენმა და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. სტუმრებმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ საოკუპაციო მოქმედებებზე ინფორმაცია მოისმინეს და მავთულხლართებით გაყოფილი საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს. „ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ. ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ორმხრივ ურთიერთობებს და მივესალმებით საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიას მარტინენმა. ფინელ კანონმდებლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ფინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიამ ლაშხმა და პარლამენტის წევრმა, ხათუნა კვიციანმა მოინახულეს. „ფინელ კოლეგებს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევები კარგად აქვთ გაცნობიერებული, რადგან ჩვენს ორივე ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან საერთო საზღვარი გვაკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ დამოკიდებულებას ყველა საერთაშირისო ფორუმზე აფიქსირებენ. საოკუპაციო ხაზთან დღევანდელი ვიზიტით ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა“, - განაცხადეს პარლამენტის წევრებმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისა და ეუთო/ოდირის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. „განსაკუთრებით აღინიშნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მხარდაჭერისა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ თემატურ პროექტებში. აქვე, ყურადღება გამახვილდა ეფექტური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ეუთო/ოდირს მადლობა გადაუხადა საქართველოში გამართულ არჩევნებზე წლების განმავლობაში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნისთვის. ყურადღება დაეთმო საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ეუთო/ოდირთან მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, მის გავლენაზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისადმი, როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით, ასევე – პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეუთო/ოდირის მხრიდან სპეციალური მრჩეველი პიტერ მოსოპი, იურიდიული ოფიცერი კარინ სიმონსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.
სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს
კიევის მოთხოვნის შემდეგ, სლოვაკური კომპანია დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო აღჭურვილობას შეაკეთებს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სახელმწიფო ფირმა Konstrukta-Defense-მა უკრაინულ მხარესთან უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების შეკეთებასა და მოდერნიზებაზე კონტრაქტი გააფორმა, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.
მედია: მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ
მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა. როგორც ცნობილია, ქარხანაში ახლა მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინელ სამხედროებთან კავშირი გაწყდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურორი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა Amnesty International-ი : რუსეთმა მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა
შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის
ოთხშაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ მოლდოვისთვის გაზრდის ევროკავშირის სამხედრო დახმარებას - უკრაინის მეზობლისთვის, რომელიც სეპარატისტულ რეგიონში თავდასხმების სერიის მომსწრეა. „წელს, ჩვენ ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვის მიმართ, მის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდოთ“, - განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე, მოლდოვაში ვიზიტისას. მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს მხარდაჭერას „ლოგისტიკის, კიბერთავდაცვის სფეროში“ და შეეცდება, მიაწოდოს მოლდოვას „მეტი სამხედრო აღმშენებლობის შესაძლებლობები“, თუმდა დეტალები არ დაკონკრეტებულა. „ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ და, მოლდოვის გვერდით დგას, ევროპა ვალდებულია, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს თქვენს ქვეყანას“, - განაცხადა მიშელმა და დაამატა, რომ ბლოკი დაეხმარება მოლდოვას, „გაუმკლავდეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად მიღებულ შედეგებს“. „ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან პარტნიორობის გაღრმავებას, რათა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს“, - განაცხადა მიშელმა.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისს, აღლუმის გასამართად ემზადება
მარიუპოლში რუსული ძალები ემზადებიან აღლუმისთვის და ტერიტორიას ნამსხვრევებისგან ასუფთავებენ - თეატრთან, რომელიც ასობით მშვიდობიანი მოსახლის თავშესაფარი იყო, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები. Amnesty International-ი : რუსეთმა მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც ამ საკითხში კრემლის ახალი ზედამხედველი გახდა, მარიუპოლში ჩავიდა, რათა რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქალაქში, 9 მაისს, ზეიმი მოამზადოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC დაზვერვის სამსახურის ცნობით, ოკუპანტები უარს ამბობენ ოკუპირებულ დონეცკში იმიტირებულ სამხედრო აღლუმზე, ამიტომ, ORDLO-ში ამ საკითხებზე ამჟამად მზადება არ მიმდინარეობს. „მარიუპოლი, რუშისტების გეგმების მიხედვით, უნდა გახდეს „ზეიმის“ ცენტრი. ამ მიზნით, სასწრაფოდ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები ნანგრევებისგან, გვამებისგან“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. მაიკლ კარპენტერი: აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას შეეცდება მისივე ცნობით, პარალელურად გრძელდება ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც რუსებს ოკუპანტების ნახვით გამოწვეულ „სიხარულს“ უჩვენებს. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში „რუშისტი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი და დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დენის პუშილინი მარიუპოლში მასალების მოსამზადებლად იმყოფებოდნენ“, - იუწყება უკრინული დაზვერვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ისრაელი უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს - მედია
ისრაელის ხელისუფლება უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შესაძლო გაზრდას განიხილავს, მათ შორის იგულისხმება თავდაცვის სისტემების მიწოდება, იტყობინება გაზეთი Haaretz-ი. „ამ საკითხზე დისკუსიების დროს, ოფიციალური პირების უმეტესობა მხარს უჭერს იმ ვარიანტს, რომლითაც ისრაელი გაზრდის სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების მოცულობას უკრაინისთვის. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დამატებითი დისკუსიები, რომლის დროსაც ისინი განიხილავენ იმ ტვირთის ჩამონათვალს, რაც შეიძლება, უკრაინაში გაგზავნოს. ", - წერს გაზეთი. ნაფტალი ბენეტი: ისრაელი შეეცდება მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა ამავდროულად, როგორც ერთ-ერთმა წყარომ ანონიმურობის პირობით განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გაამჟღავნდა მთავრობის სხდომაზე, იმის გააზრებაა, რომ აშშ და ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ისრაელისგან ელის მკაფიო პოზიციას, რომელ მხარეს იკავებს უკრაინის საკითხის გარშემო. გაზეთი აღნიშნავს, რომ ისრაელის მხარდაჭერა უკრაინისადმი ფაქტობრივად, უფრო დეკლარაციული ხასიათის იქნება და არ მოიცავს ტვირთის მნიშვნელოვან რაოდენობას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები უკვე აწვდიან უკრაინას იმაზე მეტ დახმარებას, ვიდრე ეს ისრაელს შეუძლია". ასევე, ისრაელის შესაბამის ოფიციალურ პირებს შორის არის კონსენსუსი, რომ ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე უკრაინის არმია არ მიიღებს საზენიტო სისტემებს, თანამედროვე იარაღს, შეტევითი იარაღს“. სამაგიეროდ, ამ დროისთვის საუბარია „თავდაცვითი სისტემების მიწოდებაზე, პერსონალურ საბრძოლო აღჭურვილობასა და გამაფრთხილებელ სისტემებზე, რომლებიც შეიძლება, გაიგზავნოს რუსეთთან კრიზისის გამოწვევის გარეშე“, - წერს Haaretz. გაზეთი იხსენებს, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის არმიისთვის ჯავშანტექნიკის და ჩაფხუტების მიწოდება დაამტკიცა. გარდა ამისა, ისრაელმა უკრაინას მიაწოდა 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის წყლის გამწმენდი სისტემები, სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა დახმარება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.
ბრიტანეთმა რუსეთს საკონსულტაციო, პიარისა და აუდიტის მომსახურებებზე წვდომა შეუწყვიტა
ბრიტანული კომპანიები სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციიდან მომხმარებლებს საკონსულტაციო, პიარისა და აუდიტის მომსახურებაზე უარს ეტყვიან. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „რუსეთი დიდწილადაა დამოკიდებული დასავლური კომპანიების ამ სერვისებზე წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქტების ექსპორტში. ახალი ზომებით, პუტინზე ეკონომიკური ზეწოლა უფრო გაძლიერდება“, - აცხადებენ ბრიტანეთში. ასევე ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში მოექცა 63 ფიზიკური და იურიდიული პირი და რამდენიმე მედია ორგანიზაცია. მათი აქტივები გაიყინება და ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ. ამასთან, ბრიტანეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც კრემლის ძირითადი საინფორმაციო წყაროები RT (რაშა თუდეი) და Sputnik-ი დაიბლოკება. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი კომპანიები ბრიტანეთში მათ კონტენტს მედიასა და სოციალურ ქსელებში დაბლოკავენ. აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოიტან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა
ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2 მაისის განცხადებებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აპარატის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას და მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას. ჩვენთვის გასაკვირია დასმული შეკითხვები, ვინაიდან დასკვნაში წარმოდგენილი ჩივილები, ჩატარებული კვლევების მონაცემები (მათ შორის ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი) და სხვა საყურადღებო საკითხები, რაზეც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ აქცენტირებს, დეტალურად იყო გავლილი ექსპერტების მიერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ვიზიტის განხორციელების დღესვე. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეფუძნება პაციენტის პირად შემოწმებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო მასალების, ანალიზების პასუხებისა და ჩანაწერების შესწავლას. იუსტიციის მინისტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის, ბუნებრივია, ისიც ცნობილია, რომ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი, მაღალი სანდოობისა და რეპუტაციის მქონე გამოცდილი ექიმებით, რომლებსაც ცხადია, გააჩნიათ იმ თითოეული სიმპტომის აღწერის, დიაგნოსტირების თუ რეკომენდაციაზე საუბრის/დადგენის კომპეტენცია, რაზეც დასკვნაშია საუბარი. ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას და სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზად ვართ, სამუშაო ფორმატში შევხვდეთ იუსტიციის სამინისტროს/პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით გავმართოთ ექსპერტული მსჯელობა. მათ შორის, გამოვხატავთ მზადყოფნას, აღნიშნული დისკუსია იყოს საზოგადოებისთვის საჯარო. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შევახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი მზადაა, ჩაერთოს ნებისმიერი სახის ექსპერტულ განხილვაში, სამინისტრომ დრო ხელოვნურად არ უნდა გააჭიანუროს. პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია. სამინისტროს აქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები დროულად არ გაითვალისწინა, რამაც პაციენტის მდგომარეობა გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად სამინისტრო დროის ფაქტორს ადეკვატურად შეაფასებს და უზრუნველყოფს პაციენტს ხარისხიანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისით. დასასრულს, გვსურს, გამოვეხმაუროთ იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოსდა ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ გაასაჯაროვეს მიხეილ სააკაშვილს პერსონალური მონაცემები. განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს თანხმობა სახალხო დამცველისა და მის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი და მის მიერ უფლებამოსილი პირები, ამ ტიპის მონაცემების გასაჯაროებას იმ ფარგლებში ახდენენ, რაც დასკვნების არგუმენტების საჯარო პოზიციონირებისთვის და საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
Bloomberg: რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალებათ
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც დღეს გამოცხადდა, მოიცავდა უძრავი ქონების ტრანზაქციების აკრძალვას. Bloomberg-მა მოიპოვა შესაბამისი მასალები, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალებათ. კერძოდ, ევროკომისიის წინადადებით შეჩერდება უძრავი ქონების ტრანზაქციეიბი რუსეთის მოქალაქეებთან, რეზიდენტებთან და იურიდიულ პირებთან. სანქციები აკრძალავს „ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, ან უძრავ ქონებაზე წვდომის უზრუნველყოფას საწარმოებში საკუთრების უფლების პირდაპირ ან ირიბად გაყიდვას ან გადაცემას“. აკრძალვა ვრცელდება რუსებზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები და არ აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების უფლება. ეს არ ეხება მათ, ვისაც აქვს მოქალაქეობა ან რეზიდენტია ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში. 4 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება
გერმანიის ელჩის კომენტარი ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარ ასპექტებზე საუბრობს. ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, გერმანიის პარლამენტი ხსენებული რეზოლუციით მიუთითებს წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: „ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუცია ეხება უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - ეს ასევე არის ბრძოლა ევროპაში მშვიდობის დაცვისთვის. გერმანიის პარლამენტი გამოხატავს თავის შეხედულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი დახმარება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებისადმი მხარდაჭერას უნდა მოიცავდეს. ბუნდესტაგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს თანაბრად ეხება საქართველოსა და მოლდოვას. ამავდროულად, ბუნდესტაგი მიუთითებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისი დონე, ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის უნარი. ეს არის ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს ევროკავშირის წარმატებული წევრი“, - განუცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს. „გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ, 2 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ევროკომისიამ ამ კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, დაახლოებით 24 500 სამხედროს აღწევს
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 24 500 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1077 ტანკი, 2610 ჯავშანმანქანა, 491 საარტილერიო სისტემა, 163 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 81 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 194 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1867 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 10 ერთეული გემი/ კატერი, 303 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 38 სპეცტექნიკა, 87 ფრთოსანი რაკეტა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Bloomberg: ინდოეთს, რუსული ნავთობის ყიდვა მეტი ფასდაკლებით სურს
ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებაზე მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ დამატებითი ხარჯები შეამცირონ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვასთანაა დაკავშირებული და ნედლეული უფრო დაბალ ფასში იყიდონ, რადგან გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სანქციების შედეგად ზეწოლა იზრდება. 4 მაისის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე ICE -ს ბირჟაზე ვაჭრობისას $108 დაფიქსირდა. ინდოეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტზე უარი არ უთქვამს. „მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორის საჯარო და კერძო ქარხნებმა 40 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იყიდეს თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეს 20%-ით მეტია, ვიდრე რუსეთმა ინდოეთს 2021 წელს მიაწოდა“, - წერს სააგენტო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ინდოეთს ორმაგი გადახდის მექანიზმს სთავაზობს: რუსული ნავთობისთვის - დოლარში ან ევროში, სხვა საქონელზე - რუპიებში და რუბლებში SWIFT-ის, რუსული ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის ალტერნატივის მეშვეობით. თუმცა სააგენტო წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ არ იყო მიღებული. Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთმა ინდოეთს მარტში ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდი ფასდაკლება შესთავაზა. რუსეთი ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა.რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. ცნობისათვის ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 2021 წელს 2%-ს შეადგენდა (33 მილიონი ბარელი). ახლო აღმოსავლეთი ინდოეთის ბაზარზე ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია და მასზე იმპორტის 60% მოდის. ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილი: ექიმო დეპუტატებო, მომინახულეთ, არ ვაპირებ პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია, Facebook-ზე მიმართვას ავრცელებს და ექიმ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ. „მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც „ჰიპოკრტეს ფიცი“ აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე. ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი. ექსპრეზიდენტი, ასევე ექიმ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ საჯარო განცხადებები გააკეთონ. „ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და „ჰიპოკრატეს ფიცისადმი“ თქვენი პროფესიული ერთგულების!“- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. ასევე წაიკითხეთ კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მაია სანდუს თქმით, „პესიმისტურ სცენარებთან“ დაკავშირებით, მოლდოვას აქვს გეგმები, თუმცა ახლა გარდაუვალ რისკებს ვერ ხედავს
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას აქვს გეგმები „პესიმისტური სცენარებისთვის, ახლა ვერ ვხედავთ გარდაუვალ რისკს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაია სანდუს განცხადებით, „დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები წარმოქმნილი იყო ომის მომხრე ძალების მიერ და მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს მსგავს ინციდენტებს". დღესვე მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოლდოვისა და რეგიონისთვის ამ რთულ დროს, ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა და წინ წავწიოთ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მაია სანდუს Twitter პოსტში. მოლდოვაში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის