ძებნის რეზულტატი:
პრეზიდენტი: გუშინ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. ბერლინიდან სალომე ზურაბიშვილის მოკლე მიმართვა პრეზიდნტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ბერლინის კედელი ჩვენთვის ყველასთვის, უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის, ყველაზე დიდი მაგალითია, რომ ყველაფერი შესაძლებელია; რომ ყველაფერი მთავრდება - ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი. ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრისას: იმედი გვაქვს, გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებებია და 3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება. „3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება. ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. ლევან გოფოძე რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას. ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, როგორც კლინიკის მმართველი გუნდი, მადლობას უხდის თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კლინიკის გამართულ ფუნქციონირებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და მომავალშიც განაგრძობს მათთან თანამშრომლობას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამ დრომდე, ლევან გოფოძე ხელმძღვანელობდა. „თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადებით დავტოვე. ბევრი პრობლემა იყო ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე ვარჩიე, რომ იყოს უფრო ახალგაზრდობა ამ საქმეში. ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ვინ შემცვლის. ჯავარა უგრეხელიძეც იცვლის პოზიციას. იცვლება მთლიანად მენეჯმენტი, ასე გადაწყვიტა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა. მოგეხსენებათ, ჰოლდინგს ახალი მენეჯმენტი ჰყავს, ისინი თავისებურად ხედავენ განვითარებას და რაღაც ცვლილებები ხდება. თუმცა ჩემს შემთხვევაში, ცვლილება უკავშირდება უბრალოდ ჩემს ჯანმრთელობას. გულის და დიაბეტის პრობლემები მაქვს. ვრჩები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვიმუშავებ როგორც ქირურგი, მეყოლება სტუდენტები“, - განუცხადა ლევან გოფოძემ მედიას. ასევე წაიკითხეთ ჯანდაცვის მინისტრი: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ
ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ულრიკ თიდესტრომის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი უკვე გადაეცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ხოლო მეორე ნაწილი ევროკავშირს უახლოეს მომავალში გადაეცემა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, ამ პროცესში კი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების სიხშირე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს.
გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის
გაერთიანებული სამეფო £300 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის რადასადმი მიმართვისას განაცხადა. ჯონსონის თქმით, ეს ხელს შეუწყობს გაერთიანებული სამეფოს გრძელვადიან მიზანს „გაძლიერდეს უკრაინა ისე, რომ ვერავინ გაბედოს უკრაინაზე თავდასხმა“. მისი თქმით, უკრაინამ „არამარტო მიაღწია 21-ე საუკუნის უდიდეს წარმატებას, არამედ გამოავლინა პუტინის გიგანტური შეცდომა, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია“. მე დავდიოდი თქვენი დედაქალაქის საყვარელ ქუჩებში და გავიგე საკმარისი უკრაინელების თავისუფლების შესახებ... მე ვუთხარი ყველას ვისაც ვიცნობდი, რომ უკრაინა იბრძოლებს და უკრაინა მართალი იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები, ვისაც სჯეროდა რუსეთის პროპაგანდის, რომ რუსეთის შეიარაღება იქნებოდა უძლეველი ძალა და კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც მეუღლე დაჭრა და სიდედრს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მეუღლე დაჭრა და სიდედრს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე - 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინული მედია: რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს
რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს, - ამის შესახებ უკრიანული მედია ავრცელებს. „მთელი ღამე გვბომბავდნენ საავიაციო ბომბებით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ახლა კი მიმდინარეობს „აზოვსტალის“ შტურმი“, – განაცხადა ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილემ, სიავტოსლავ პალმარმა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში ფოლადის ქარხნის დაბომბვა დაიწყეს მას შემდეგ, რაც უკრაინელი ჯარისკაცები საცეცხლე პოზიციებზე გადავიდნენ. „ახლა რუსეთის არმიისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფები არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით იწყებენ ამ საცეცხლე პოზიციების განადგურებას“, - ციტირებს რუსული მედია თავდაცვის სამინისტროს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურორი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა Amnesty International-ი : რუსეთმა მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა
NATO სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
NATO ხავიერ კოლომინას რეგიონულ ტურნეს აჯამებს. ალიანსის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, ასევე, NATO-ს 2022 წლის ივნისის სამიტის მადრიდში მზადების კონტექსტში. „გასულ კვირას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ეწვია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ხავიერ კოლომინამ ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან გამართა. საქართველოში, მან ასევე პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებს და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის, ასევე, NATO-ს 2022 წლის ივნისის სამიტის მადრიდში მზადების კონტექსტში“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. ხავიერ კოლომინამ ამ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელიც გასულ თვეს ასევე იმყოფებოდა საქართველოში. ჯეიმს აპატურაიმ NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიცია დაიკავა. ასევე წაიკითხეთ NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ ხავიერ კოლომინა უკრაინაში ომზე: ეს არის დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხავიერ კოლომინას მოუსმინეს ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO
ინდოეთის პრემიერი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართავას ითხოვს
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ნარენდრა მოდი მოუწოდებს კიევსა და მოსკოვს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთონ. მოდი, რომელიც ამჟამად კოპენჰაგენში, თავის დანიელ კოლეგასთან შესახვედრად იმყოფება, ამბობს, რომ ინდოეთს სურს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი უკრაინაში. BBC წერს, რომ ინდოეთ კონფლიქტთან დაკავშირებით, ნეიტრალური პოზიციის გამო აკრიტიკებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა
ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა. დეკლარაციას, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის მომავალი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის პრინციპებს განსაზღვრავს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დეკლარაციის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვისათვის დროში გაწერილი გეგმის საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. გეგმის შემუშავება რატი ბრეგაძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს დაავალა. „ჩვენი სიტყვა ასოცირებულია შესრულებასთან. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად და დროსთან ადეკვატურად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. კარენ ანდრესიანმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება ყველა იმ სფეროში, რომელთაც ერთობლივი დეკლარაცია მოიცავს. „ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება“, − განაცხადა მან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის ქართველი კოლეგების ჩასვლას სომხეთის რესპუბლიკაში. დეკლარაციის თანახმად, სამართლებრივ სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქართული ინოვაციების − PROBBOX-ისა და მობილური იუსტიციის სახლების − მოდელის დანერგვას სომხეთში; ერთობლივი ტრენინგების და პრაქტიკების გზით ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში მეზობელი ქვეყნისათვის დახმარების გაწევას, სანოტარო აქტების ნამდვილობის დადასტურების, აგრეთვე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ერთობლივი მექანიზმების შემოღებას. ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა 2014 წელს, უკრაინას არ დაეხმარა
დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ არ დაეხმარა უკრაინას 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, როდესაც უკრაინის რადას მიმართა. გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის „სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ძალიან მყისიერად ვერ გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ჩვენ ერთობლივად ვერ მოვახერხეთ სანქციების დაწესება, რომელიც მაშინ უნდა დაგვეკისრებინა ვლადიმერ პუტინისთვის“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. გაერთიანებული სამეფო £300 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის. ბორის ჯონსონი პირველი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს პუტინისა და მაკრონის პირველი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ რაც, მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს, ჯერჯერობით უცნობია.
ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებით ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ჩეხეთის სენატის პრეზიდენტთან მილოშ ვისტრჩილთან (Miloš Vystrčil), რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორმხრივი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. შეხვედრისას, ევროკავშირში სამომავლო თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს და ჩეხეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტები, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ინტენსიური ხასიათი შეიძინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრმა ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ევროკავშირში სამომავლო თავმჯდომარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებით აღინიშნა ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი. მინისტრმა და სენატის პრეზიდენტმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით უსაფრთხოების რთულ გარემოზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების შემდგომი დეესკალაციისთვის. მინისტრმა ჩეხურ მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ხელშეწყობას, მათ შორის, ჩეხეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის მიმდინარე სექტორული თანამშრომლობის დინამიკა და მიესალმნენ ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვას, ასევე ჩეხური ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს, რომლებიც სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად იმართება.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს
საქართველოსთვის საგარეო სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით, Europetime-თან კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის თანხმობას ელის და გეგმავს, 2022 ფისკალური წლის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) $35 მილიონის ოდენობის ახალი დაფინანსება უზრუნველყოს. ეს არის იგივე რაოდენობის საგარეო სამხედრო დაფინანსება, რომელიც საქართველომ 2021 ფისკალურ წელს მიიღო. „ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების დახმარება მიმართულია იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესსა და რეფორმებს აძლიერებს. ეს თავის მხრივ: 1. გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და უნარს, დაიცვას თავისი ტერიტორია და სუვერენიტეტი. 2. გააუმჯობესებს სწავლების/წვრთნის პროცესს და პროფესიონალიზაციას. 3. დაეხმარება NATO-სთან ქართული ძალების უფრო ეფექტიანად მუშაობას. 4. გააძლიერებს საზღვაო დომენის ცნობიერებას. 5. მხარს დაუჭერს საქართველოს მონაწილეობას კოალიციურ ოპერაციებში (შეგახსენებთ, რომ საქართველო იყო ყველაზე დიდი, NATO-ს არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში). ამ დახმარებით განვაგრძობთ ჩვენს ურყევ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, ეს დახმარება კონგრესის თანხმობის მოლოდინშია. საქართველოს 1997 წლიდან, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $400 მილიონზე მეტი. 2021 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად არის გადანაწილებული წვრთნებისა და NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებითა და სისტემებით აღჭურვის პროგრამებზე და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდება. აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს ლოიდ ოსტინი: დღეს მაქვს პატივი, გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა
დონეცკის ოლქში, ავდიივკას ქარხანაზე თავდასხმას სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - BBC
მარიუპოლის ჩრდილოეთით მომხდარი თავდასხმის შესახებ BBC წერს. დონეცკის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ ავდიივკას ქარხანაზე თავდასხმისას სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. „რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ“, - ამბობს დონეცკის გუბერნატორი. ავდიივკას ქარხანა მდებარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი გადაიტანა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით
რუსი ოლიგარქი, ოლეგ ტინკოვი აცხადებს, რომ Tinkoff Bank-ში წილის დათმობის შემდეგ, ქვეყნიდან მის მიერ შექმნილი ბრენდები გააქვს. „ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. ისინი ჩემს ოჯახს ეკუთვნის და არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცების და უკრაინელების სისხლით! უკრაინა გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას – ასე გვასწავლიდნენ სკოლაში! ყველას სიკეთესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - ამის შესახებ ტინკოვმა Instagram-ზე დაწერა. „მშვიდობით ტინკოფ ბანკო, მშვიდობით რუსეთო“ – წერს რუსი ბიზნესმენი. „რუსეთში არაფერი დამრჩა. და ეს ცუდია რუსეთისთვის. მე ვიყავი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც მოახერხა, რეჟიმის მიუხედავად და არა დამსახურებით და შეძლო 4 სხვადასხვა ბიზნესის აშენება ნულიდან. ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყანა საბოლოოდ გადაიჩეხა არქაიზმში, პატერნიზმსა და „დაკიდებაში“ – წერს ტინკოვი. რუს ბიზნესმენი წლებია ლეიკემიას ებრძვის და აცხადებს რომ ადამიანივით სურს ცხოვრება სხვებისგან განსხვავებით სიმართლეს ამბობს. „არ ვიცი, კიდევ რამდენს ვიცხოვრებ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა მოვკვდე მილიარდებით, მაგრამ ვიყო „არამზადა, მშიშარა და ჩმორი“, როგორც რუსეთის ოლიგარქების 90%. მშიშრებო, ერთი სიცოცხლე გაქვთ და ადამიანივით უნდა იცხოვროთ“, - აცხადებს ტინკოვი. მანამდე, ოლეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ Tinkoff Bank-ში წილი იძულებით, კაპიკებში დაათმობინეს. ეს მას შედეგ მოხდა, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა. „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე
უკრაინის პარლამენტმა პორორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ, კანონპროექტი დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ სამშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი პრორუსულად აღიარებული პარტიების საქმიანობის აკრძალვის შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა უმაღლესი რადას 330-მა დეპუტატმა, მათ შორის ყოფილი ოპოზიციური „პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ ფრაქციის ზოგიერთმა წევრმა, რომელიც მანამდე პრორუსულად ითვლებოდა. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა. მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა ოლენა შულიაკმა ახსნა, რომ კანონი ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუკი მათი საპროგრამო მიზნები და მოქმედებები მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლების ან უარყოფისკენ. მათ შორის საქმე შეიძლება ეხებოდეს იმის უარყოფას, რომ რუსეთის სამხედროებს ოკუპირებული აქვთ უკრაინის ტერიტორიები, ან ეხებოდეს რუსეთის სამხედროთა მიჩნევას „სახალხო რაზმებად“ ან „თავაზიან ადამიანებად“. კანონში არ არის მოცემული იმ პარტიების სია, რომლებსაც შეიძლება შეეხოთ აკრძალვა, მათ სასამართლო განსაზღვრავს. მარტის ბოლოს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სამხედრო მდგომარეობის პერიოდში შეაჩერა რამდენიმე პარტიის საქმიანობა და ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა მათი პრორუსული პოზიციით. ამის შემდეგ წევრებმა დათხოვნილი ფრაქციისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ უმაღლეს რადაში შექმნეს სადეპუტატო ჯგუფი „პლატფორმა სიცოცხლისთვის“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რომის პაპი: პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრულად დაუჭირა მხარი, არ უნდა გადაიქცეს პუტინის „საკურთხევლის ბიჭად“
რომის პაპმა ფრანცისკემ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრულად დაუჭირა მხარი, არ უნდა გადაიქცეს პუტინის „საკურთხევლის ბიჭად“ პონტიფიკოსმა, რომელიც ომის დაწყებისას რუსეთის საელჩოს ესტუმრა, თქვა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან 20 დღის შემდეგ, სთხოვა ვატიკანის დიპლომატიის ხელმძღვანელ კარდინალ პაროლინის, გაეგზავნა შეტყობინება პუტინისთვის მოსკოვში წასვლის მზადყოფნის შესახებ. „მაგრამ ვატიკანს ჯერ არ მიუღია პასუხი“, - აღნიშნა ფრანცისკემ. პაპი შიშობს, რომ პუტინს „არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის გამართვა ახლავე“. ამასთან, რომის პაპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს ჯერ არ გეგმავს. მისი თქმით, ის ჯერ მოსკოვში უნდა წავიდეს და პუტინს შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა დღეს ისევ განაცხადა, მზადაა ჩავიდეს მოსკოვში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია უპრეცედენტო ფაქტი დიპლომატიურ პროტოკოლში: რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა
ევროპაში NATO-ს შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს
ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლის კანდიდატურა დაამტკიცა. კავოლი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარებს მეთაურია. ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტზეის ტოდ უოლტერსს შეცვლის. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში, ბელგიაში გაიმართება. კავოლის დანიშვნას, NATO-ს სანქციით, ხელი მოაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, სამხრეთ კავკასიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს. „ჩვენ ევროპას გაზით 2020 წლის ბოლოდან ვამარაგებთ გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გავლით და დღემდე, ამ დერეფნის გავლით მიწოდებამ 11 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულმა მონაკვეთმა, ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP), იტალიას მიაწოდა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელიც ფარავს მოთხოვნის დაახლოებით ცხრა პროცენტს, ხოლო 0,3 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს. მოთხოვნის 20 პროცენტი). ევროპული ქვეყნები გამოთქვამენ ინტერესს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდეს,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანელი ექსპერტების შეფასებით, გაზის „სამხრეთ დერეფანი“ ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციასა და აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას კონტინენტზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დღეს გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გაფართოების პერსპექტივები დადებითადაა შეფასებული, რადგან ეს უზრუნველყოფს გაზის კონკურენტულ ფასებს ევროპაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს