ძებნის რეზულტატი:
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. მხარეებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ პროცესში, მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კომუნიკაციის მნიშვნელობა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება. შალვა პაპუაშვილმა კოლეგას ჩეხეთის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე წაიკითხეთ: ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი: ჩეხეთისთვის საქართველო პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანაა და ეს უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, - განაცხადა პრემიერმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ. როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
კარლ ჰარცელი: ჩემთვის დიდი პატივია, თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემისას, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილის შესავსებად საქართველოს ვადა 13 მაისამდე აქვს. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინი დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში გამოიძახე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას. „უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე (2022 წ. 5 აპრილს). აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას დედაქალაქს გადასცემდა. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ანდრიი კასიანოვმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებებისათვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მიერ ევროკავშირის კითხვარის შევსებას მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ის, რაც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აერთიანებთ. „დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის Twitter პოსტში. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილის შესავსებად საქართველოს ვადა 13 მაისამდე აქვს. ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე მონაწილე დააკავეს
ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე დააკავეს. ადგილობირივ მედია პოლიციის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც ისჯება ჯარიმით (სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლი). ოპოზიცია ერევნის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციას მართავს, რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია. პოლიციამ News.am-ს განუცხადა, რომ „დილიდან ქალაქში 30-მდე ქუჩა იყო გადაკეტილი, თუმცა სამართალდამცველებმა მოძრაობა სწრაფად აღადგინეს“. აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს მოძრაობა ერევნის ცენტრში მთავარ გამზირებსა და ქუჩებზე, იტყობინება „ინტერფაქსის“ კორესპონდენტი. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობაში ადანაშაულებს. ფაშინიანის ოპონენტები ამბობენ, რომ მას აქვს განზრახვა, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. ასევე წაიკითხეთ ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით
საქართველო ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რითაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას გამოეხმაურა. „ვამაყობ, რომ ევროკომისიის კითხვარი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადავეცი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.
ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელი ლავროვს ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში ადანაშაულებს. „ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის საელჩოსა და თავად ლავროვის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.
დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებაზე: რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი ვერ დამალა
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი ვერ დამალა. ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პრეზიდენტ ზელენსკის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტის [ზელენსკის], უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართოდ რომ განვიხილოთ, ისინი აჩვენებენ, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სიძულვილით სხვა ერების მიმართ. ამავე თემაზე ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ნენსი პელოსი პოლონეთის პრეზიდენტს ვარშავაში შეხვდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვარშავაში შეხვდა. საუბრის თემა უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა იყო. კვირას გავრცელებულ განცხადებაში, პელოსიმ განაცხადა რომ დუდასთან შეხვედრები „ფოკუსირებული იქნება პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე, პოლონეთის ჰუმანიტარული ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვაზე და იმის განხილვაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა უკრაინის მხარდასაჭერად“. მანამდე პელოსი უკრაინას ეწვია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და კონგრესის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდნენ გზავნილით, რომ ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ეს კონგრესის პირველი ოფიციალური დელეგაციაა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია. ამავე თემაზე ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია ნენსი პელოსი უკრაინაშია
კიევის ოლქის პოლიციის უფროსი: რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი
კიევის ოლქში რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, - ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ამჟამად 300-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. „სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია ჩვენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაყვანილი არიან სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 280 უცნობია“, – განაცხადა ნებიტოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ
NATO-ს წევრმა დანიამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა. მანამდე, მსგავსი ბრალდებით რუსეთის მიმართ შვედეთი გამოვიდა. „ეს სრულიად მიუღებელი და უკიდურესად შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში“, - განაცხადა კოფოდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას. დანიური მხარე აცხადებს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში მოკლე ხნით იმყოფებოდა, დანიის F-16 თვითმფინავებმა კი, რეაგირება მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება
საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რითაც ევროკავშირისთვის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას გამოეხმაურა. „საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა“, - წერს პაპუაშვილი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
კოვიდსტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების წესს ცვლილებები შეეხება - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რო პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში. „2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს - დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები“, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ბოლო 24 საათში 4 638 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავური 51 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამავე თემაზე დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება
პროკურატურის ცნობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინეს
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ე.წ. „ქოლ-ცენტრების” მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა. დევნა დაწყებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ. „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის დაიწყო, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე, ამ ეტაპისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 24 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ, ხოლო 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაშია. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ბერლინ-ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა
ილია დარჩიაშვილი: ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია
ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს გადასცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რაც გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი იმ პროცესის, რომელიც იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის წარმატებით დაგვირგვინდება. ეს გახლდათ საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი, რომელშიც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო უწყება. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის. კითხვარის ამ ნაწილზე, ისევე როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
ფინანსთა მინისტრი: საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. პარტნიორები ინფორმირებული არიან, რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ და ვერ იქნება, სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კი, პარტნიორებს კითხვები არ აქვთ. „ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები. ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო, რა ღონისძიებებს ატარებს და ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მკვეთრად გაცხადებულია, რომ საქართველო ვერ და არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. „მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ყველა ჩვენს პარტნიორთან ახორციელებს ინფორმაციის გაცვლასა და დაზუსტებას მთელი რიგი მიმართულებებით. შესაბამისად, ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ არ იყოს დაშვებული რაიმე ტიპის შეცდომა. ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ძალიან დიდ რაოდენობა საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც არის დაწესებული. სანქცირებული საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია, როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ხაზინისა და ყველა იმ ქვეყნის მარეგულირებლის ვებგვერდებზე, რომელსაც დაწესებული აქვთ სანქციები. შესაბამისად, ამ სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან არანაირი კითხვები არ არის. პირადად მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, რეგულატორთან, იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები და შესაბამისად, ისინი სრულად არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, ორმ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ცნობისთვის, 30 აპრილს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით. „ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ამას კარგად ვხედავთ იმ მოლაპარაკებიდან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი. რუსეთის მხარე ყოველთვის აყენებს საკითხს სანქციების მოხსნის თაობაზე. მოხარულები ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის არ სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში თავდასხმებია ერთმანეთის მიმართ, იძახიან: "მოღალატე", პრორუსული პარტია" "ომის პარტია" და ასე შემდეგ. ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს, საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს - "ძალა ერთობაშია",- აცხაებს დეგნანი. ამავე თემაზე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 16:50 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა და ბიძგების სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ცნობისთვის, გუშინ, თბილისის დროით 23:35 საათზე, სოფელ სამებასთან 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
დავით უსუფაშვილი: საჭიროა არა ხმალაობა, არამედ უკრაინასთან თანამშრომლობა
რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით სანქციების თავის არიდებას შეეცდება და მნიშვნელოვანია უკრაინის და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა, რათა ეს საკითხები გაირკვეს. ამის შესახებ „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური სკანდალები და პოლიტიკური ხმალაობა, არამედ შესაბამისი უწყებებს შორის თანამშრომლობა, თანამშრომლობას სჭირდება შესაბამისი ატმოსფერო, არსებობს ტელეფონი, მეილი, თვითმფრინავი, რომლითაც უწყებების წარმომადგენლები ჩადიან იქით და აქეთ და ასეთ საკითხებს აგვარებენ. „ეს არ არის ჩვეულებრივი კამათი, ომში მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ყველა მხრიდან უტევს რუსეთი, ყველა მხრიდან ცდილობს, გააძლიეროს დაწოლა უკრაინაზე და მთელი მსოფლიო ცდილობს, ყველა მხრიდან ჩაუკეტოს რუსეთს წვდომა გარკვეულ პროდუქციაზე. ასეთ დროს, რუსეთი ბუნებრივია, ცდილობს, იპოვოს ალტერნატიული გზები, საიდან? ავსტრალიის გავლით? - არა, მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით. რუსეთი შეეცდება, დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები და ამას შეეცდება ყველგან, სადაც გაუვა, ზოგან ხელისუფლების მხარდაჭერით, ზოგან კრიმინალების მხარდაჭერით, ჩვენ ამას ნორმალურად უნდა შევხედოთ და გამოვარკვიოთ სიმართლე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს. პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.