ძებნის რეზულტატი:
თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილი 3 ცხენი საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების მიერ შეძენილი 3 ცხენი საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა. სამინისტროს ცნობით, ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო. „ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციისათვის ცხენები შეიძინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში. „ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე. “, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველო და ჩეხეთი ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებენ
საქართველოსა და ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მე-6-ე სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომლითაც ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი თქმით, ეკონომიკური გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 31%-ით, ხოლო ექსპორტი 3%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხდებით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შეღავათებით. 2021 წლის მონაცემებით, ჩეხეთი შედის საქართველოს ინვესტორი ქვეყნების სამეულში, რომლის მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 82 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს
გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. „გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი შემოვიდა
გერმანულმა ავიაკომპანიამ, მაინის ფრანკფურტიდან თბილისში, პირველი რეისი 2 მაისს შეასრულა. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრანაში ვიზიტი ირპენის მონახულებით დაიწყო
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი და მისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება ქალაქ ირპენს ეწვივნენ. დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი დანიელი კოლეგის მოგზაურიბა უკრაინაში ირპენიდან დაიწყო. „რუსეთის არმიამ ენით აუწერელი სისასტიკე ჩაიდინა აქ და სხვა ქალაქებში. ჩემ დანიელი მეგობარი ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდა“, - ამბობს დმიტრო კულება. „დანია მტკიცედ უჭერს მხარს ამ თავდასხმებში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ გამოძიებას", - წერს თავის მხრივ, დანიელი დიპლომატი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ - BBC ადგილზე არსებულ ვითარებაზე წერს
ხერსონის მცხოვრებლებისთვის რუსეთის ოკუპაციის კიდევ ერთი დღეა. უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი რუსეთის ძალებმა ომის დაწყებისას აიღეს და რჩება ერთადერთ რეგიონულ დედაქალაქად, რომელიც მათ დაიკავეს. ბევრისთვის ინტერნეტზე წვდომა სულ უფრო რთული ხდება, რადგან მხოლოდ ერთი პროვაიდერი მუშაობს. ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც სახელის დასახელება არ ისურვა, BBC-სთან ამბობს, რომ ავადმყოფებს მედიკამენტები ეწურებათ, საკვების მაღაზიები კი, დაიხურა. ხალხი წამლებს ერთმანეთს უცვლის და სოფლებში მედიკამენტების ტრანსპორტირების გზებს აწესრიგებს. ბევრი მაღაზია ცარიელია, საკვები ქუჩაში მანქანებიდან და სატვირთო მანქანებიდან იყიდება. ხალხი იქ დგას თავისი მანქანებით, ფასები უფრო მაღალია... ამბობენ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 40%-მა ქალაქის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ვინც დარჩება, იმედს არ კარგავს, - წერს BBC. ადამიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ვხედავთ, რომ რუსეთი აგებს, მაგრამ დავიღალეთ ლოდინითა და ასეთ წნეხში დამალვით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე
მარიუპოლიდან ევაკუაცია შეფერხებულია - BBC
დაახლოებით 100 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა ევაკუაცია მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან პირველ მაისს განხორციელდა, მალე უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში ჩავა. ჯგუფმა ბნელი თავშესაფარი პირველად, 60 დღის შემდეგ დატოვა. მაგრამ ასობით ადამიანი, მათ შორის ათობით მცირეწლოვანი ბავშვი, კვლავ რჩება ქარხანაში, ამბობს იქ მყოფი უკრაინელი მებრძოლი. მისი თქმით, ევაკუატორების გასვლის შემდეგ მალევე, რუსულმა ძალებმა დაბომბვა განაახლეს. რუსეთის სარაკეტო თავდასხმა მოხდა საკვანძო ხიდზე, რომელიც აკავშირებს ოდესის რეგიონის ნაწილს სამხრეთ უკრაინის დანარჩენ ნაწილთან, აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება. რა ხდება მარიუპოლში ახლა უკრაინში, განადგურებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები შეფერხებულია. მიზეზი გაურკვეველია. ვიცით, რომ კოლონა გზაშია, მაგრამ ავტობუსებს ასობით მილი აქვთ გასავლელი, ნაწილობრივ ნანგრევების. მათ ასევე უწევთ რუსული საგუშაგოების გავლა. „მარიუპოლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთი აგრძელებდა ფოლადის ქარხნის დაბომბვას მთელი ღამის განმავლობაში. ფიქრობენ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 20 ბავშვი, კვლავ სარდაფშია ჩარჩენილი. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ყველას უსაფრთხოდ გამოსაყვანად, მაგრამ ალყაში მოქცეულ ქალაქში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე მორიგი შეთანხმების მიღწევა შეიძლება, რთული იყოს“, - წერს BBC. ევაკუაცია აზოვსტალიდან: ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში მზის სინათლე არ გვინახავს ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ - BBC ადგილზე არსებულ ვითარებაზე წერს როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე
პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ აქციებს აანონსებს
პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ აქციებს აანონსებს. მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქციების დაწყების კონკრეტულ თარიღს, უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ. „გეგმა არის ასეთი: ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში, ვისაუბრებთ ექიმებთან, უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან. გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა, გამონახოს დრო და შეგვხვდეს, რათა ჩვენ ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება გაგრძელება იმისა, რასაც ახლა დავიწყებთ რეგიონებში. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა. ოჯახი 2 მაისის 18.00 საათამდე ელოდებოდა ხელისუფლებისგან პასუხს, მზად არიან თუ არა მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ ძებნილები საქართველოდან შეერთებულ შტატებს პირველად გადასცეს
ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი საქართველოდან ექსტრადირებულნი არიან შეერთებულ შტატებში. ამერიკის საელჩოს ცნობით, იასინი ლიდერია ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ. „2021 წლის სექტემბერში DEA-სთან თანამშრომლობით იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა. DEA და აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს მათი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ ამერიკის საელჩოში.
იუსტიციის მინისტრი პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაძვირებაზე: საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ გაძვირდა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“. „იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ტარიფებში არის ცვლილებები. ცვლილება განიცადა როგორც პირადობის მოწმობის, ასევე პასპორტის საფასურმა. აქვე, მაგალითისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც ისინი იხდიდნენ და განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ახლა გახდება 50 დოლარი. არსებული საფასურები 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, ზემოთ ეს სახელმწიფო უწყებები მეტწილად დამოკიდებული არიან მათ შემოსავლებზე. შესაბამისად, თანხების დიდი ნაწილი მიემართება თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები თანამშრომლების ხელფასების გასათანაბრებლად. ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური პირველი მაისიდან გაძვირდა.
სალომე ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრისას: იმედი გვაქვს, გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველო - გერმანიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს ბერლინში გამართულ შეხვედრებზე, რომელიც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა. პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიდგომები შეცვალა კანდიდატი ქვეყნებისადმი და ის უფრო პოლიტიკური გახდა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სიმბოლურია, რომ ბერლინის შეხვედრა საქართველო - გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავს ემთხვევა. საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით. ,,თუ ვინმეს შეიძლება, ეწოდოს ძველი მეგობარი - ეს გერმანიაა!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას! როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ახალ გარემოში კავკასია სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია. ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს.
შოლცმა პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომ ბოლო მოეღოს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ადგილზე „უაზრო მკვლელობებს“. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ორშაბათს ბერლინში ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთდ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ერთად უკეთესი მომავლის მიღწევა, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომებით, არამედ ეკონომიკური განვითარებისა და ერთობლივი განვითარების შესაძლებლობით“. გერმანიის კანცლერმა ასევე მოუწოდა პუტინს „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“ და დაამატა, რომ „საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალადობის გამოყენებით“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში, სკოლა, რომელიც ორ მსოფლიო ომს გადაურჩა, დაბომბვის შემდეგ დაიწვა - BBC
სკოლა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ ლისიჩანსკში, დაბომბვის შემდეგ მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს. გიმნაზია გადაურჩა ორ მსოფლიო ომს და ქალაქისთვის ბრძოლას 2014 წელს, „მაგრამ დაიწვა 2022 წელს, წარმოუდგენელი სისასტიკის გამო, - განაცხადა კურსდამთავრებულმა იანა ჰონჩარენკომ. სკოლა მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და ლისიჩანსკის ბელგიური არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ნათქვამია რეგიონის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ ტექსტში. რუსეთმა თავისი ომის ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა მას შემდეგ, რაც კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის ნავთობემბარგოს მხარს დავუჭერთ
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი ლეონორა გებესლერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს მხარს დაუჭრს. ამის შესახებ, მან ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, წერს Kurier. „ავსტრია მზადაა მხარი დაუჭიროს ნავთობემბარგოს, თუ ევროკომისია და ევროკავშირის წევრები ამას გადაწყვეტენ“, - განაცახადა გებესლერმა. მან ასევე თქვა, რომ ავსტრიამ უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის გადამუშავებაზე, თუმცა ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში სხვანაირი ვითარებაა. „ძირითადი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამას ერთად შევასრულებთ“, - თქვა ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს. 14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა
გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი - ჯერჯერობით ხორბლის ექსპორტი შეუძლებელია, რადგან ომის გამო საზღვაო გზები დაკეტილია, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა მარტინ ფრიკმა განაცხადა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა. ფრიკმა მოითხოვა უკრაინული მარცვლეული მიწოდების აღდგენა სხვა ქვეყნებში. შეგახსენებთ, უკრაინა მსოფლიოში მეოთხეა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით და ექსპორტით. უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების შემცირება გამოიწვევს ინფლაციურ ზეწოლას, რაც გაზრდის მარცვლეულის მსოფლიო ფასებს. მარცვლეულის მაღალმა ფასებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე და საფრთხე შეუქმნას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ეკონომიკურად განვითარებულ ზოგიერთ ქვეყანაში. ასევე წაიკითხეთ გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
FAO-ს გენერალური დირექტორი: დეფიციტი, ალბათ, მომავალ წელსაც გაგრძელდება
„ომი უკრაინაში უარყოფითად აისახება გლობალური სურსათის უსაფრთხოებაზე",- აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ ღია წერილში. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და რუსეთზე ხორბლის გლობალური ექსპორტის დაახლოებით 30% და სიმინდის ექსპორტის 20% მოდის, FAO-ს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ შექმნილი დეფიციტი გახანგრძლივდება. „დეფიციტი, ალბათ, მომავალ წელსაც გაგრძელდება. FAO-ს გამოთვლების მიხედვით, უკრაინაში ზამთრის კულტურების, განსაკუთრებით კი, ხორბლის მოსავალი, შეიძლება, 20%-ით ნაკლები იყოს. ხოლო ფერმერები უკრაინაში, დიდი ალბათობით, მაისში თესვის სეზონს გამოტოვებენ. ეს მსოფლიო საკვების მარაგებს უფრო მეტად შეამცირებს და სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და მის მიღმა,"- ნათქვამია წერილში. აქვე ხაზგასმულია, რომ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დაბალი შემოსავლისა და სურსათის დეფიციტის მქონე 50-მდე ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უკრაინისა და რუსეთისგან მარცვლეულის მიწოდებაზე. თავის მხრივ, ენერგეტიკის, სასუქისა და სურსათის სექტორებში მოსავლის მდგომარეობის, ექსპორტის ხელმისაწვდომობასა და ინფლაციასთან დაკავშირებული გარკვეული შიშების გამო, სურსათზე ფასი უკვე მომატებული იყო. ხოლო, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომმა ძირითადი მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების ბაზრებზე შოკი გამოიწვია, სურსათზე ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და მარტში ისტორიულ პიკს მიაღწია. „სურსათის უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების შესარბილებლად, საჭიროა დაუყოვნებელი და, რაც მთავარია, ერთიანი, კოორდინირებული ქმედებები და ნაბიჯები. FAO-მ კი ამ მიმართულებით კრიტიკული როლი უნდა ითამაშოს. მნიშვნელოვანია, საკვებისა და სასუქის მიწოდების ჯაჭვი არ გაწყდეს. ადგილობრივმა და გლობალურმა ბაზრებმა უნდა განაგრძონ ვაჭრობა და მომარაგება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით. ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა და მსოფლიომ უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად უნდა მართონ ბუნებრივი რესურსები. ეს უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასების შემცირებას, არამედ, ინოვაციების ხელშეწყობას და გაძლიერებასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტის შემთხვევაში,"- მიიჩნევს კუ დონჟუ. მისი თქმით, აუცილებელია, გაიზარდოს საარსებო საშუალებების მდგრადობა და გამძლეობა, რაც შესაძლებელი იქნება პრევენციით, მზადყოფნითა და მდგრადი განვითარებისკენ რეაბილიტაციით; ასევე, ფერმერებისა და სოფლის ეკონომიკის დახმარებით, რომ ისინი უფრო მოქნილები, ეფექტურები და ინოვაციურები გახდნენ. ასევე წაიკითხეთ გაერო:უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში
საქართველოში საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნავთობსა და საწვავზე მსოფლიო ფასების ტენდენციას ადგილობრივი ბაზარი არ ემორჩილება. საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე მაღალ ფასს ნავთობპროდუქტებზე არსებული „პლაცი“ (საერთაშორისო ფასი) განაპირობებს. „დღეს საერთაშორისო პლაცი მაღალია. მაგალითად, ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი $1200, რაც შეეხება ბენზინის საერთასორისო ფასს, ესაა $1132“. მისი თქმით, 2022 წლის მარტი ნავთობპროდუქტებზე პიკური ფასებით ხასიათდებოდა. „თითქმის იდენტურია დღევანდელი ფასები. პრემიერმა პირველად გააკეთა განცხადება 10 აპრილს, როცა ნავთობის ფასი შემცირდა. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის განცხადება, რომ სტრატეგიულ მარაგებს ხსნიან და მსოფლიო ბაზარს ყოველდღიუდად 6 თვე დამატებით 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდიან. ამ განცხადებამ ფასები შემცირა. თუმცა შემდგეგ ზრდა ისევ დაიყო“, - აღნიშნავს მთვრალაშვილი. რაც შეეხება იაფად შემოტანილ საწვავს, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ფასდაკლებული საწვავი რუსეთიდან შემოვიდეს. „არავითარი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არსებობს. საწვავი რუსეთში მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის გამო გაიაფდა“. ტერმინ „იაფ საწვავს“ განმარტება სჭირდება, მიიჩნევს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და Europetime-თან აცხადებს, რომ „დღეს იაფია თურქმენული საწვავი, რომელიც საქართველოში ბრენდულ კომპანიებს შემოაქვთ და შემდეგ საბითუმო ბაზარზე მცირე მოთამაშეებზე ყიდიან. არის მაგალითები, როცა იმპორტიორთან პირად გარიგებაში შედის ქვეყანა და პროდუქტს დაბალ ფასად ყიდულობს. თუ ადგილი აქვს რომელიმე იმპორტიორ ქვეყანასთან ასეთ შეთანხმებას, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას“. „ბარელი ნავთობი $140 ღირდა, ახლა ფასი $100-ია. 1 აშშ დოლარის ღირებულება იყო 3,50 ლარი, ახლა 3,05 ლარია. ჩვენთან ორი თვეა, საწვავზე ფასი არ იცვლება. ფაქტია, რომ პროცესი ხელოვნურია. თუმცა სასაცილოა, როცა პრემიერი საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შეისწავლას ავალებს იმ უწყებას, რომელმაც დადო დასკვნა, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და ყველაფერი წესრიგშია“, - ამბობს პაატა ბაირახტარი. მისი თქმით, დღეს შედარებით იაფია რუსული საწვავი, რომელიც მსოფლიოსთვის უკარაინაშო ომის ფონზე „ტოქსიკური“ აღმოჩნდა. „დღეს რუსეთისგან საწვავის ყიდვას ყველა ერიდება. უკვე გაიშიფრა სქემები, რომ რუსული გემები თიშავენ ნავიგაციას, და არ უთიეთებენ, რომელ პორტში შედიან. არ ხდება გასაჯაროება შემდგომი სანქციების შიშით. რა იგულისხმა პრემიერმა „იაფიან საწვავში“ ჩემთვის გაუგებარია. გარიგება ხდება რამდენიმე ბირჟაზე და მერე აწვდიან ნავთობპროდუქტებს სხვადასხვა ქვეყანას“. საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს ბრენდირებული ნავთობგასამართი სადგირების მფლობელ 5 მსხვილ მოთამაშესთან (ვისოლი, გალფი, ლუკოილი, რომპეტროლი, სოკარი) ერთად, წვრილი კომპანიებოც ინაწილებენ. აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება 2006 წელს რეგისტრირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს. რა ხდება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნავთობის პიკურ ფასებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ მოახდინა გავლენა. ჯო ბაიდენმა ნავთობის მარაგების გახსნისა და მსოფლიო ბაზრისთვის 6 თვე დღეში ერთი მილიონი ბარელის მიწოდების შესახებ, 31 მარტს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი $140-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ამის შემდეგ Brent-ისა WTI-ის ტიპის „შავ ოქროზე“ ფასი 6,7% და 7%-ით შემცირდა. საწვავი კი მსოფლიო ბაზარზე 5,4 %-ით გაიაფდა. ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდა რუსულ ნათობსა და საწვავზე. ევროკავშიროს სანქციების ფონზე 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში რუსულ ნავთობზე ფასი 20%-ით დაეცა და ბარელზე $89 შეადგინა [8 მარტს URAL-ის ფასი $110 ნიშნულზე იყო], როცა Brent-ის მარკის ნავთობი $112 ღირდა. აპრილში რუსული ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცა და ბარელზე $75 შეადგინა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს. Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, მოპოვება 17%-ით 443,8 მილიონ ტონამდე დაეცეს და დღე-ღამეში კლებამ 8,68 -9,5 მილიონი ბარელი შეადგინოს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, როცა რუსული ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 421 მილიონ ტონას აღწევდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი რუსლი ნავთობის ემბარგოს გეგმავს. სავარაუდოდ, ამის შესახებ სანქციების მე-6 პაკეტიდან გავიგებთ. მანამდე, აშშ-მა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალეს. რუსულ ნავთობზე სანქციები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა გასულ კვირას ამსტერდამის პორტის მუშებმა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი არ გადმოტვირთეს. მანამდე რუსული ტანკერის დაცლაზე, უარი თქვეს შვედეთის პორტის მუშებმა. რა ხდება ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდის მონაცემებით, 2022 წლის 2 მაისს ბრენდირებულ ქსელებში პრემიუმის ტიპის საწავავზე ფასი 4,10-4,19 ლარამდეა, რეგულარის 3,76 – 3,79 ლარამდე, ხოლო დიზელის ფასი 4,35-დან 4,45 ლარამდე მერყეობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან საქართველოში პრემიუმ-კლასის საწვავი 64 თეთრით გაძვირდა, რეგულარი კი 60 თეთრით, დიზელის საწვავზე კი ფასი 85 თეთრით გაიზარდა. რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი 2022 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი: რუმინეთი - 69,4 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 27%. რუსეთი - 53,7 ათასი ტონა - 20,9%; ბულგარეთი - 53,5 ათასი ტონა - 20,8%; აზერბაიჯანი - 40,4 ათასი ტონა - 15,7%; თურქმენეთი - 30,6 ათასი ტონა - 11,9%; თურქეთი - 5,5 ათასი ტონა - 2,1%; საბერძნეთი - 3 ათასი ტონა - 1,2%; ყაზახეთი - 0,6 ათასი ტონა - 0,2%, სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,2%. როგორ ფორმირდება ფასი რაც შეეხება საწვავის ფასის ფორმირებას საქართველოში, აქ მნიშვნელოვანია გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts). ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. სახელმწიფო აქციზის გადასახადი (2017 წლის 1-ელ იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. რა ღირს საწვავი რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 აპრილს რეგიონსა და საქართველოში 1 ლიტრს საწვავზე შემდეგი ფასები დაფიქსირდა: საქართველო - $1,317 – 4 ლარი სომხეთი - $ 1,134 – 3,65 ლარი რუსეთი - $0,691 – 2,10 ლარი აზერბაიჯანი - $0,588 – 1,79 ლარი უკრაინა - $1,132 – 3,45 ლარი თურქეთი - $1,293 – 3,94 ლარი თურქმენეთი - $0,428 – 1,30 ლარი ცნობისთვის, 2 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცახდა, რომ ბევრმა იმპორტიორმა საქართველოში შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა. „ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საკითხი და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციაც, ხომ არ არის რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით. საჭიროა, დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასებმა უნდა დაიკლოს და ამის საფუძველია იმპორტიორების მიერ ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ახალი კონტრაქტები. „ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო მაგალითად, იანვრის თვის კონტრაქტები. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაქსიმუმზე იყო ასული. ბოლოს გაფორმებულმა კონტრაქტებმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, ვინაიდან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტები ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლდება. კონკურენციის სააგენტოსაც მიღებული აქვს დავალება და 15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნაც იქნება მზად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. Europetime შეეცადა, ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანაზე ნავთობიმპორტირებისაგან მიეღო, თუმცა კომპანიებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ოლაფ შოლცი: სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი არ მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დაამატა, რომ უკრაინამ უნდა განსაზღვროს სამშვიდობო პირობები. სატელევიზიო ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუ ის მოელოდა, რომ შეძლებდა უკრაინის ტერიტორიის მოპოვებას, საომარი მოქმედებების დასრულების გამოცხადებას და დასავლეთის ქვეყნების სანქციების მოხსნას. „მას არ ეგონა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. მას არ ეგონა, რომ ჩვენ მათ ამდენ ხანს დავეხმარებოდით... ჩვენ არ გავაუქმებთ სანქციებს, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას უკრაინასთან“, - განაცხადა შოლცმა. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია არ მიღებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. „ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ამავე თემაზე შოლცმა პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან
რუსი ოლიგარქის განცხადებით, ომის გაკრიტიკებისთვის Tinkoff Bank-ში წილი იძულებით დაათმობინეს
რუსი ოლიგარქი, ოლეგ ტინკოვი აცხადებს, რომ Tinkoff Bank-ში წილი იძულებით, კაპიკებში დაათმობინეს. ეს მას შედეგ მოხდა, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. წერს The New York Times. 19 აპრილს ოლეგ ტინკოვმა Instagram-ზე გამოაქვეყნა შეტყობინება და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „ფეკალური არმია“ უწოდა, ხოლო ისინი ვინც არმიას ემხრობა „დებილებად“ მოიხსენია. მეორე დღესვე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბანკის მენეჯმენტს დაუკავშირდა და ბიზნესის ნაციონალიზაციით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ტინკოვი წილს არ დათმობდა. ამის შემდეგ Tinkoff Bank-მა რებრედინგის შესახებ განაცხადა და უარი თქვა დამფუძნებლის გვარის გამოყენებაზე. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ოლეგ ტინკოვმა 35%-იანი წილი ოლიგარქ ვლადიმირ პოტატინის სასარგებლოდ დათმო. მანამდე, დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ქონება ხუთ მილიარდზე მეტით, 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა. „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე
მაიკლ კარპენტერი: აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას შეეცდება
აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას მაისის შუა რიცხვებში და რომ იგეგმება მსგავსი ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა. მსგავსი გეგმა არსებობს ხერსონთან დაკავშირებითაც, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტი გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სულ ცოტა ხნის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა ინტერნეტის მიწოდება და გარკვეულწილად, ფიჭური კავშირი შეწყვიტეს ამ რეგიონებში, რათა მოეშალათ სანდო ინფორმაციის ნაკადი“, - განაცხადა კარპენტერმა და დაამატა, რომ ამ ქალაქებში რუსეთმა შეიძლება, ყალბი რეფერენდმების ჩატარება სცადოს. კარპენტერის თქმით, არის ცნობები, რომ რუსი ოკუპანტები მათ მიერ კონტროლირებადი ქალაქებიდან იტაცებენ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, რათა ჩაანაცვლონ ჯგუფებით, რომლებიც მოსკოვის მიმართ ერთგულები არიან. ასევე, იკარგებიან სკოლის დირექტორები, ჟურნალისტები, ადგილობრივი აქტივისტები, მუნიციპალური თანამდებობის პირები ცნობისთვის, რუსეთის სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა პირველად, 29 აპრილს ისაუბრა. როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ - BBC ადგილზე არსებულ ვითარებაზე წერს