ძებნის რეზულტატი:

ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბაერბელ ბასი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ბუნდესტაგის პროტოკოლის უფროსმა ენრიკო ბრისამ Twitter-ზე დაწერა. მისივე ცნობით, ბასი მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავს.  ზელენსკი ოლაფ შოლცს მოუწოდებს, 9 მაისს კიევს ეწვიოს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კახეთში სტიქიის შედეგად სახლები დაიტბორა

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, კახეთის რეგიონში მდინარეები ადიდდა. სტიქიამ პრობლემები შექმნა გურჯაანსა და ახმეტაში. რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერიაში განუცხადეს, რომ ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დააზიანა საუბნო გზები. სახლები დაიტბორა სოფლებში: ძირკოკში, ჭანდარში, ვეჯინში, კალაურში და სოფელ გურჯაანში. საცხოვრებლები დატბორილია ქალაქ გურჯაანშიც. გურჯაანის მერის, ზურაბ უტიაშვილის თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო უკვე დაიწყო. სტიქიას ებრძვიან ახმეტაშიც. ადიდებულმა მდინარე ილტომ სოფელ ნადუქნართან სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ახმეტის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა.  

უკრაინის საგარეო უწყება: პუტინის რეჟიმმა თავისი ბარბაროსული მეთოდებით უკვე „აჯობა“ ჰიტლერის მესამე რაიხს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბარბაროსული მეთოდებით პუტინის რეჟიმმა უკვე აჯობა ჰიტლერის მესამე რაიხს. ამ ომში რუსული არმიის სისასტიკემ მსოფლიო შოკში ჩააგდო, რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიება უკვე მიმდინარეობს, რათა ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ომის გავლენა მთელ მსოფლიოში იგრძნობა, რადგან რუსეთი ღიად უქმნის საფრთხეს ევროპაში მშვიდობას და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, ბლოკავს გადაზიდვებს უკრაინის პორტებიდან და ემუქრება სოფლის მეურნეობას. „აგრესორი საბოლოოდ დამარცხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირების მიერ და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით... ამჯერად ჩვენს საერთო გამარჯვებას უნდა მოჰყვეს უსაფრთხოების განახლებული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ომი, ოკუპაცია და აგრესია ნამდვილად აღარ განმეორდება. ამ ახალი უსაფრთხო სამყაროს საფუძველი უკვე ჩამოყალიბებულია“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ნაციზმზე გამარჯვებულების შთამომავლები კვლავ გაიმარჯვებენ

უკრაინის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში, რომელიც ბოროდიანკაში, დაბომბილი საცხოვრებელი სახლების შავ-თეთრ ფონზეა ჩაწერილი, პირობა დადო, რომ უკრაინა აგრესორის თავდასხმებს გაუძლებს და გაიმარჯვებს. „მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები აღარ განმეორებულიყო, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად ხდება. მიუხედავად ამისა, სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. ამის მტკიცებულებაა ყოფილი შტაბი და ჰიტლერის ბუნკერი ვინიცასთან ახლოს. მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი მათგან, ვინც თავს დიადად და დაუმარცხებლად თვლიდა. ჩვენმა წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში. უკრაინელი ხალხი, ნაციზმზე გამარჯვებულების შთამომავლები კვლავ გაიმარჯვებენ და ისევ მშვიდობა იქნება. ჩვენ დავძლევთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისსაც გრძელდება. მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება და მას უკრაინული მზე დაადნობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დენის შმიგალი: უკრაინა დიდ ფასს იხდის ცივილიზებული სამყაროს დასაცავად

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს კიევში შეხვდა. „უკრაინა დიდ ფასს იხდის ცივილიზებული სამყაროს დასაცავად. იმედი გვაქვს ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერის უკრაინის აღდგენასა და ევროკავშირში გაწევრიანებაში“, - დაწერა შმიგალმა Twitter-ზე. ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანიის სამთავრობო ვებგვერდებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

გერმანიის სამთავრობო ვებგვერდებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, მათ შორის ბუნდესტაგის, ფედერალური პოლიციისა და კანცლერ ოლაფ შოლცის ვებგვერდი დროებით მიუწვდომელი იყო. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსული ასოციაციის Killnet-ის ჰაკერებმა აიღეს, რომლებმაც ამის შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნეს. Spiegel-ის ცნობით, ეს იყო ერთგვარი პროტესტი უკრაინაში იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურმა ოფისმა განაცხადა, რომ თავდასხმები მარტივად მოიგერიეს.  

გაზის საერთაშორისო კავშირმა „გაზპრომსა“ და „ნოვატეკს“ შეზღუდვები დაუწესა

გაზის საერთაშორისო კავშირმა (IGU), რომლის წევრებიც რუსეთის სახელით იყვნენ „გაზპრომი“ და „ნოვატეკი“, თავის საქმიანობაში რუსეთის სუბიექტების ყოველგვარი მონაწილეობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  „გაზპრომი“ წლევანდელ კონგრესზე, რომელსაც კორეა მასპინძლობს, 137 მილიონი რუბლის დახარჯვას აპირებდა. „ნოვატეკი“ ასევე გეგმავდა სტენდის წარმოდგენას. IGU-ში შედის გაზის ინდუსტრიის 160 ასოციაცია და კორპორაცია, რომლებიც წარმოადგენენ გაზის მსოფლიო ბაზრის 95%-ზე მეტს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლე ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა სამუშაო ვიზიტით უჟჰოროდში იმყოფებოდნენ. უკრაინაში ვიზიტამდე ჯილ ბაიდენი რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა. „ერთად ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინისთვის. იმედი მაქვს, რომ აქ ყოფნით შევძლებ მსოფლიოს გადავცე, თუ რამდენად შთააგონებს მსოფლიოს მათი ძალა და გამძლეობა და შევახსენო, რომ ისინი მარტონი არ არიან", - დაწერა ჯილ ბაიდენმა Twitter-ზე. უსაფრთხოების საკითხების გამო, ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

U2-ს წევრებმა კიევის მეტროში იმღერეს. ვიდეო

ცნობილი ირლანდიური როკ ჯგუფის, U2-ის წევრებმა, ბონომ და დევიდ ევანსმა კიევის მეტროში, თავშესაფარში იმღერეს. Twitter-ზე განათავს შესაბამისი ინფორმაცია: „პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაგვიპატიჟა კიევში უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად და ჩვენც ჩამოვედით“.  „უკრაინაში ხალხი არ იბრძვის მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, თქვენ იბრძვით ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს", - მიმართა ბონომ მსმენელებს.

რამ გამოიწვია მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობის შეფერხება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. თბილისის მერიის განცხადებით, შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვი.  „ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.  

ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა. ჯასტინ ტრუდომ ქალაქი ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, ჯასტინ ტრუდო ჩავიდა ირპენში, რათა საკუთარი თვალით ენახა ის საშინელება, რაც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს. „ის შოკირებული იყო“, - აცხადებს ალექსანდრ მარკუშინი. კანადის პრემიერის პრესსპიკერის თქმით, ჯასტი ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაეროში აშშ-ის ელჩის თქმით, კრემლს 9 მაისს საზეიმო არაფერი აქვს

აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა კვირას განაცხადა, რომ კრემლს 9 მაისს საზეიმო არაფერი აქვს. მისივე თქმით, ცნობები უკრაინული სკოლის დაბომბვის შესახებ შეიძლება, დაემატოს ომის დანაშაულების გრძელ სიას. „მათ ხვალ არაფერი აქვთ აღსანიშნავი. მათ ვერ მოახერხეს უკრაინელების დამარცხება, ვერც მსოფლიოს დაყოფა და ვერც NATO გაყოფა", - განაცხადა თომას-გრინფილდმა CNN-თან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და დიპლომატების ჯგუფი კიევში, საელჩოში პირველად დაბრუნდნენ

ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კრისტიკა კვიენი და ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი კიევში, საელჩოში პირველად დაბრუნდნენ. CNN-ის ცნობით, აშშ-ის საელჩო უკრაინის დედაქალაქში თებერვლის შუა რიცხვებში დაიხურა, რადგან რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთება გაიზარდა. ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა აპრილის ბოლოს, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დიპლომატებს დააბრუნებდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

G7-ის ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვირტუალური შეხვედრა G7-ის ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაიწყო. შეხვედრა, რომელიც სპეციალურად იმართება რუსეთის მიერ ყოველწლიური გამარჯვების დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, ფოკუსირებული იქნება უკრაინაში პუტინის შეჭრაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და G7-ის უწყვეტი ერთიანობის დემონსტრირებაზე, მათი კოლექტიური პასუხის ჩათვლით. სანქციები ასევე იქნება დღის წესრიგში, განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებს

თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებ. ამის შესახებ CNN აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. სანქციები მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მის 10 შვილობილ კომპანიას დაუწესდება. სანქციების სიას დაემატა 8 ხელმძღვანელი ,,სბერბანკიდან", რომლებიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობენ. პაკეტი რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვასაც მოიცავს, ასევე, სავიზო შეზღუდვებს რუსეთისა და ბელორუსის 2600 ოფიციალური პირისთვის. სანქციები სამ რუსულ ტელევიზიასა (Россия 1, Первый канал Россия და НТВ) და ,,გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს. CNN-ის ცნობით, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ეს პირველი ასეთი სანქციაა. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ეს არ არის სრული ბლოკირება და ,,გაზპრომბანკის" აქტივებს არ ყინავენ. „გაზპრომბანკი" უსაფრთხო თავშესაფარი არ არის და ამიტომ, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზელენსკიმ და ბუნდესტაგის პრეზიდენტმა უსაფრთხოების დახმარების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბარბელ ბასთან შეხვედრისას უკრაინის უსაფრთხოების დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მხარეებმა, უპირველეს ყოვლისა, განიხილეს გერმანიის მხრიდან უკრაინის შემდგომი თავდაცვითი დახმარება, ასევე, რუსი აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება“, - აცხადებენ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურში. გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და შეაქო ბუნდესტაგის მიერ რეზოლუციის მიღება, რომელიც მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, გააფართოოს და დააჩქაროს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ. ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ ოფიციალური ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინის ეკონომიკის ფინანსური მხარდაჭერისთვის და მოუწოდა გერმანიას, წამყვანი როლი შეასრულოს რუსული არმიის მიერ განადგურებული უკრაინის ტერიტორიების აღდგენაში. თავის მხრივ, ბარბელ ბასმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 8 მაისს უკრაინაში ყოფნა და მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა. გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი კიევში 8 მაისს ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვინ იყო ალჟირის ქართველი მმართველი, რომელთანაც ჯორჯ ვაშინგტონს მიმოწერა ჰქონდა და აშშ-ს და ალჟირს შორის პირველი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

ევროპულ, ამერიკულ, ოსმალურ და არაბულ წყაროებში, არაერთი ცნობა მოიპოვება ტყვედ გაყიდული ქართველების შესახებ, რომლებმაც თავის გამოსყიდვა და წარმატებული კარიერის აწყობა მოახერხეს, ზოგიერთი მათგანი კი, ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი ისეთი ქვეყნების ლიდერები გახდნენ როგორიც იყო, ეგვიპტე, ალჟირი, ტუნისი და ა.შ. ამერიკულ, ესპანურ და ფრანგულ ისტორიულ წყაროებში, საკმაოდ ბევრი ცნობა მოიპოვება ალჟირის მმართველზე, ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავზე. ჰასანი წარმოშობით საქართველოდან, ახალციხიდან იყო, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ კი ტყვეობიდან არაერთი ქართველი გამოისყიდა და გავლენები მიანიჭა. ალჟირის წარმოშობით ქართველ მმართველზე, რომელთანაც ჯორჯ ვაშიგტონს და საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ს პირადი მიმოწერა ჰქონდათ,  Europetime-მა ისტორიკოს კონსტანტინე ფერაძის მიერ მოკვლეული საინტერესო ისტორიული ცნობები მოიპოვა. ისტორიკოსის მოპოვებული ცნობებით,   ამერიკამ პირველად,  წარმოშობით ქართველი მმართველის დროს შეძლო ალჟირთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იმ დროის ალჟირი მთავარ შემოსავალს მეკობრეობით იღებდა. ამ ქვეყნის მმართველი ავტომატურად ატლანტიკის ოკეანის მეკობრეების ლიდერიც იყო, რომლებიც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ამერიკის ხომალდებს ძარცვავდნენ და ანადგურებედნენ. აყვანილი ტყვეების სანაცლოდ კი, კოლოსალურ თანხებს ითხოვდნენ. საზღვაო უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად და საკუთარი ფლოტის დასაცავად,  ყველა ქვეყანა ცდილობდა ალჟირთან ზავის დადებას, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. ამერიკელი ისტორიკოსების განმარტებით, იმ დროის აშშ-სთვის, როგორც ახალბედა სახელმწიფოსთვის, საზღვაო უსაფრთხოების გარანტიები სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.   XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკელ მოგზაურთა და მეზღვაურთა მემუარებით ირკვევა, რომ ალჟირსა და ახლად დაარსებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობება ემთხვევა ალჟირის ქართველი მმართველის, ჰასან ფაშას, იგივე ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავის მმართველობის (1791-1798) პერიოდს. კონსტანტინე ფერაძის ცნობით, ამ დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მიმოწერა, ჰასანისა და ჯორჯ ვაშინგტონს შორის ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში ჯეიმს ქათქართის პირად არქივშია დაცული. ამერიკელი მკვლევარი ჰენრი ბარნბი თვლის, რომ ქართველ ჰასანს ძალიან მოსწონდა ამერიკელები, რადგან აშშ,  ახალბედა სახელმწიფო იყო და ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ  სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდა, ალჟირისთვის კი ეს  მისაბაძი და მაგალითის მიმცემი გახლდათ. ალჟირიც ოსმალეთის იმპერიიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ჰასანის ქართული ფესვები და საქართველოს იმდრონდელი მდგომარეობა.  1830 წლამდე ალჟირშიც ხდებოდა მამლუქის ტიპის სამხედრო პირების აღზევება.  მიუხედავად იმისა, რომ მონები ან მამლუქები აქ სტამბულიდან მასობრივად არ შემოჰყავდათ,  ქართული წარმომავლობის უმაღლეს  ჩინის მოხელეები ალჟირში მაინც ჩნდებიან.    „ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავის ქართული წარმომავლობა ცნობილი იყო მისი პერიოდის ფრანგი მოგზაურებისთვისაც. ამავე პერიოდის ალჟირის შესახებ მრავალი საინტერესო ცნობა მოიპოვება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებში, რომელთა ნაწილი ინტერნეტშიც  ხელმისაწვდომია“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფერაძე. ბრიტანეთის საარქივო მასალაზე დაყრდნობით, ისტორიკოსი ბარნბიც წერს , რომ “სიდი ჰასანი ქართველი იყო”. ახასიათებს, როგორც სხარტი აზროვნების, განათლებულ და გამბედავ ადამიანს.   ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი თავიდან ალჟირის სამხედრო ხომალდის მეთაური  გახდა.  1770 წელს, შავ ზღვაში ალჟირის გემებს ხელმძღვანელობდა, რუსული ფლოტის წინააღმდეგ . ალჟირის მაშინდელი მმართველი მუჰამმად ბინ ‘უსმან დეი  ჰასანს თავის მმეკვიდრედ მიიჩნევდა, ამიტომ ოსმალეთის სულტან აბდულჰამიდ I-თან გააგზავნა. ჰასანმა სულთნისთვის დაწერა ალჟირის და საზღვაო ისტორიისადმი მიძღვნილი ანგარიში სახელწოდებით “Târhçe-y Cezâyr”. ეს დოკუმენტი დღემდე თოფკაფის მუზეუმში ინახება. სტამბულში, სულთნის კარზე, რუსეთის ფლოტთან ომში გამარჯვებულ ჰასანს და მის თანმხლებ დელეგაციას დიდი პატივით შეხვდნენ. ფრანგული წყაროს მიხედვით, ალჟირში დაბრუნებისას, მისი გემი ესპანელებმა ხელში ჩაიგდეს და ჰასანი ტყვედ აიყვანეს. კონსტანტინე ფერაძის ცნობით,  ფრანგული წყაროების მიხედვით, ესპანელებმა მასთან, როგორც ალჟირის გავლენიან მოხელესთან და პოტენციურ მომავალ მმართველთან,  სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართეს. ჰასან აფისკავმა ესპანეთის მეფისგან განსაკუთრებული საჩუქარიც კი  მიიღო. ალჟირში ამერიკის წარმომადგენლის ჯოელ ბარლოვის მოგონებების თანახმად,  ალჟირის ფლოტის ქართველმა მეთაურმა დამატებით ერთი მილიონი ესპანური ფული აიღო, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში,  ესპანელთა ინტერესების  დასაცავად. კარტაჰენაში ყოფნისას საპატიო ქართველი ტყვე შეხვედრებს მართავდა პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და ვაჭრებთან. ერთ-ერთი მათგანი, ამერიკელი ჯონ მონტგომერი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ჰასანი იყო “განსაკუთრებული შესაძლებლობების პატრონი და ჭკვიანი პოლიტიკოსი”, დადებითად განწყობილი  ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ტყვეობიდან მის გამოხსნაში აქტიურად ჩაერთო როგორც ალჟირის მმართველი მუჰამმად დეი, ისე იმდროინდელი ფრანგული საგარეო უწყება. ფრანგი დიპლომატების აზრით, აუცილებელი იყო ჰასანის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ალჟირში დაბრუნება, ვინაიდან იგი მმართველი დეის ფავორიტი გახლდათ და ალჟირში ძალაუფლებით მეორე პირის მომავალი სიძე უნდა გამხდარიყო ჰასანის და ესპანელთა საიდუმლო შეთანხმების განხორციელება 1785 წლისთვის მოხერხდა, ალჟირსა და ესპანეთს შორის “100 წლიანი ზავი” გაფორმდა. ესპანეთის ინტერესებში შედიოდა ალჟირელი მეკობრეები თავს დასხმოდნენ სხვა სახელმწიფოების ფლოტს. აღნიშნული ზავის გაფორმებიდან სულ ცოტა ხანში,  ალჟირელმა მეკობრეებმა ატლანტიკის ოკეანეში, პორტუგალიის სანაპიროსთან, ამერიკული ხომალდები “დაფინი” და  “მარია”  დააკავეს . ხომალდები და ოცდაერთი ამერიკელი მეზღვაური ალჟირში ტყვედ წაიყვანეს. მოგვიანებით, ერთ-ერთი ამერიკელი ტყვე ჯეიმს ქათქართი ჰასანის ქრისტიანი მდივანი გახდა, საზღვაო სამინისტროს უწყებაში. შემდგომში, ხელსაყრელი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა და ამერიკელი მეზღვაურების გამოსყიდვის დროს, ამერიკელებს ეს ნაცნობობა ძალზე გამოადგათ. ამერიკისთვის ძალიან რთული იყო ალჟირთან მოლაპარაკება, რადგან ამ დროისთვის სახელმწიფოს არ გააჩნდა იმ სახის საზღვაო ძალა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ალჟირელთა დაშინება და მოლაპარაკებებში დათმობების მოპოვება. საფრანგეთი და ესპანეთი ეხმარებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატებს ამ მოლაპარაკებების წარმოებისას. მათ მიაღწიეს იმას, რომ ამერიკელი ტყვეების უკიდურესად მძიმე პირობები შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, ალჟირის გამგებელი მუჰამმად დეი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო შეემცირებინა ამერიკელების გამოსასყიდად დაწესებული უზარმაზარი თანხა. ამერიკელი დიპლომატები იმედოვნებდნენ, რომ ღრმად მოხუცებულ და ავადმყოფ მუჰამმად დეის, დიდი ხნის სიცოცხლე არ ჰქონდა დარჩენილი, მისი შემცვლელი წარმოშობით ქართველი ჰასანი კი ამერიკელებისადმი კეთილგანწყობას ინარჩუნებდა, რაც მასთან წარმატებული მოლაპარაკების მეტ იმედს ტოვებდა. სამშობლოში დაბრუნების დიდი იმედი ჰქონდათ დატყვევებულ ამერიკელ მეზღვაურებსაც, ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით იხსენებდა: „ჰასანს უზარმაზარი გავლენა აქვს დეიზე და მასზე უკეთ არავის შეუძლია მისი ტახტის დაკავება, ჰასანი მიუთითებს სამხედრო ხომალდებს თუ საით აიღონ გეზი, და იმედი მაქვს, რომ მის ნებისმიერ რჩევას დიდი გავლენა აქვს დეიზე ...ის ყველაზე კეთილგანწყობილია ამერიკელების მიმართ”  1788 წლის მაისში,  წარმოშობით ქართველი ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი, სიმამრის ნაცვლად,  ალჟირის ე.წ პრემიერის თანამდებობაზე  დაინიშნა. 1791 წლის 11 ივლისს  კი, მუჰამმად დეის გარდაცვალების შემდეგ, ალჟირის მთავარი მმართველის თანამდებობა დაიკავა. ისტორიული წყაროების ცნობით, მის გარემოცვაში იმყოფებოდნენ  ქართველი მამლუქი, ‘ალი ვაქილ ალ-ხარიჯი და ბერძენი მუჰამმად ხაზინადარი. ესპანელებმა ჰასანს ალჟირის მმართველად არჩევა განსაკუთრებულად მიულოცეს, მათ მთავარი გემთმშენებელი ოსტატი გამოუგზავნეს და სთხოვეს, რომ საზავო ხელშეკრულება, დიდი ხნის წინ არსებული შეთანხმების მიხედვით გაფორმებულიყო. ალჟირის მმართველად ქართველი ჰასანის დანიშვნამ ამერიკელებს დამატებითი იმედები გაუჩინა. კონსტატინე ფერაძის ცნობით, ამაზე მეტყველებს ამერიკელი დიპლომატის წერილი აშშ სახელმწიფო მდივანთან თომას ჯეფერსონთან. დიპლომატი იმედოვნებდა, რომ აშშ ამჯერად უფრო იოლად შესძლებდა ალჟირის მმართველთან მოლაპარაკებას და რომ მისი ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის გამო არ დაივიწყებდა ამერიკელების მიმართ არსებულ მეგობრულ განწყობას. „ჰასანი კი აგრძელებდა ალჟირში დამკვიდრებულ ტრადიციას რომლის თანახმადაც დეი, ანუ მმართველი უპირველესად ალჟირში  მყოფი თურქი ჯარისკაცების, მეკობრეების და ზოგადად სამხედო კლასის მეთაური იყო და მათი კეთილდღეობაზე და კმაყოფილებაზე ზრუნვა მისი მთავარ მოვალეობას წარმოადგენდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამერიკელებისადმი მიუხედავად მისი პირადი კეთილგანწყობისა, ჰასანი ვალდებული იყო ანგარიში გაეწია საკუთარი ქვეშევრდომების ინტერესებისათვის. მე-16 საუკუნიდან  ალჟირი ხმელთაშუა ზღვის მეკობრეთა ცენტრად მიიჩნეოდა. მეკობრეობით შემოსული თანხები სრულად ხმარდებოდა  მმართველ კლასს და აქ განლაგებულ ოსმალურ გარნიზონს. ალჟირელები იტაცებდნენ ათეულობით ქვეყნის ხომალდებს და  უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვდნენ. 1575-1580 წლებში, მიგელ დე სერვანტესმაც კი ხუთი წელი  გაატარა ალჟირელების ტყვეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველად დანიშვნის პირველ წლებში  ჰასანმა ხელი ვერ  შეუშალა ალჟირელი მეკობრეების მიერ ატლანტიკის ოკეანეში ამერიკულ ხომალდებზე ნადირობას, თუმცა საბოლოოდ აშშ-თან პირველად ალჟირის ისტორიაში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და შეთანხმება მაინც შეძლო.  ჰასან დეი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონს წერდა, რომ იგი მიესალმება მოლაპარაკებებს და უახლოეს პერიოდში ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას საჭიროდ მიიჩნევს.ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება საბოლოოდ 1795 წლის 5 სექტემბერს გაფორმდა. წარმოშობით ქართველი ჰასან დეი ამერიკელებს ასევე დაეხმარა სამშვიდობო ხელშეკრულებები გაეფორმებინათ  ტუნისთან და ტრიპოლთან. ხელშეკრულების თანახმად,  ამერიკულ ხომალდებს ალჟირელი, ტუნისელი და ტრიპოლელი მეკობრეები თავს აღარ დაესხმებოდნენ, რაც ახალბედა ამერიკული სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ბევრს ნიშნავდა. „ამერიკელი დიპლომატები აღნიშნავდნენ, რომ ჰასანის მიერ გაცემულ საბუთებს ჩრდილოეთ აფრიკელები ისე უყურებდნენ როგორც “სიწმინდეს” - აღნიშნავს ისტორიკოსი კონსტანტინე ფერაძე. ქართველ ჰასან დეის ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა ესპანეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ასევე იტალიური, გერმანული და სკანდინავიური სახელმწიფოების მონარქებთან და უმაღლეს პირებთანაც. წარმოშობით ქართველი  ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი 1798 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. მისი დაბადების ადგილზე და ტყვედ ჩავარდნის ისტორიაზე ცნობები შემონახული არ არის. არსებობდა მოსაზრება რომ ის ახალციხიდან იყო, მესხეთიდან, რომელსაც იმ პერიოდში ოსმალეთი აკონტროლებდა.  

G7-ის სამიტი: ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლო მიზანია, მისი მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უზრუნველყოს

G7-ის სამიტის შემდეგ ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს. თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება და G7-ის ლიდერებმა დაარწმუნეს პრეზიდენტი ზელენსკი, რომ დაეხმარებიან უკრაინას თავისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფაში.   G7-ის ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს „პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მან განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანია, უზრუნველყოს რუსეთის სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის სრული გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და უზრუნველყოს მისი შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი მომავალში. მან მადლობა გადაუხადა G7 წევრებს მხარდაჭერისთვის. უკრაინა მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს G7-ის წევრებთან, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასიური განადგურების და უკრაინული ექსპორტისთვის გადაზიდვის ტრადიციული მარშრუტების შეფერხების შემდეგ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა თავისი ქვეყნის ერთგულება, დაიცვას ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები, მათ შორის ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. დღეს ჩვენ, G7-მა, დავარწმუნეთ პრეზიდენტი ზელენსკი, რომ დავეხმარებით უკრაინას თავისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა ახლა და შეაჩეროს მომავალი აგრესიის აქტები. ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალების სამხედრო და თავდაცვით დახმარებას, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ქსელების დაცვაში კიბერ ინციდენტებისაგან და გავაფართოებთ თანამშრომლობას, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შეუერთდნენ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და ლტოლვილების მიმართ და დაეხმარონ უკრაინას აღდგენაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს და ამ აგრესიის არქიტექტორებსა და თანამზრახველებს, მათ შორის ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ქმედებებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს კვლავ უჩივის, ამის შესახებ განცხადებას თავად ბიზნესმენის პრესსპიკერი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს მიერ დაფუძნებულ ტრასტს, სადაც ბიზნესმენის ქონება ინახებოდა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება დაავალა, ხოლო ბანკმა ეს ოპერაციები დროულად არ შეასრულა, რითაც ივანიშვილმა ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალა. „ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა თანხის რწმუნებულის (ბანკის) ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ტრასტის მიზანს და პრინციპებს. რეალობა ის არის, რომ ამ ქმედებებს არ აქვთ დასაბუთება და ქმნიან სახიფათო პრეცედენტს. ბენეფიციარებმა ამ პოზიციის შესახებ ბანკს მკაფიოდ აუხსნეს მათ მიერ გაგზავნილ 14 და 29 აპრილის წერილებში, რომელთათვისაც ტრასტის რწმუნებულს არც კი უპასუხია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბანკი თავის ქმედებებსა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს. კლიენტს კი აქვს მიმდინარე მოვლენების თავისი ახსნა და პოზიცია, რომელსაც მომავალში შეგატყობინებთ“, - ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი და Credit Suisse-ს მის სასარგებლოდ 500 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.  

ოლაფ შოლცი: უკრაინა გაიმარჯვებს, თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, ისევე როგორც გაიმარჯვა ძალადობასა და დიქტატურაზე 77 წლის წინ

გერმანიის კანცლერი „ღრმად არის დარწმუნებული", რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. „უკრაინა გაიმარჯვებს. თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, ისევე როგორც თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა მონობაზე, ძალადობასა და დიქტატურაზე 77 წლის წინ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა გერმანელი ხალხისადმი მიმართვისას.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ზელენსკიმ და ბუნდესტაგის პრეზიდენტმა უსაფრთხოების დახმარების საკითხი განიხილეს