ძებნის რეზულტატი:
ჯანდაცვის მინისტრი: ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აუდიტი ინფექციურ საავადმყოფოს არ შეეხება და პირიქით, ამ კლინიკის ექიმები თავად არიან ჩართულნი სხვადასხვა დაწესებულების შემოწმების პროცესში. „ცალკე აღებული, ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც პირიქით, თვალსაჩინო მაგალითები არიან სხვადასხვა კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და კლინიკა სწორად”, – განმარტა აზარაშვილმა. ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტია და მასთან მუდმივ კომუნიკაციაშია. „ბატონი ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი, ინფექციონისტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ის ინფექციის კონტროლის კუთხით, თავის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულია კონტროლის იმ წესის შემუშავებაში, იმ პროექტის შექმნაში, რითაც ჩვენ მივყვებით და კლინიკებს ვამოწმებთ. და ის უშუალოდ ჩართულია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და აქედან გამომდინარე მადლობა მინდა გადავუხადო მას, ასეთი აქტიური ჩართულობისთვის”, — განაცხადა აზარაშვილმა. 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. 4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო
რობერტა მეცოლა: უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ
ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ. მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „18 წლის წინ, პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ცხრა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეურთდებოდა. ახლაც მახსოვს აურაცხელი შესაძლებლობების, იმედის და მომავლის რწმენის განცდა. ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმავე განცდით და იმედით უყურებენ, მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა და ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ჩემი თაობისთვის ევროპა კლიშეა საერთო ოცნებაზე, საერთო ღირებულებებზე, საერთო მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჩვენთვის ევროპა მომავალია. ის ყოველთვის იყო მომავალი. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებებში პოლარიზაცია გაიზარდა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც თავს დაკარგულად, მიტოვებულად გრძნობს. ჩვენ უნდა შევძლოთ ლიდერობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივს, რომელიც ასე ადვილად და ასე სწრაფად იკრეფს ძალას; დეზინფორმაციას, რომელსაც ბოტები და რუსული ტროლების ქარხნები ქმნიან“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ. მისივე თქმით, გლობალური დემოკრატიის დღის წესრიგი ახლა ისე მძიმედ აწევს ევროპის მხრებზე, როგორც არასდრო. „ეს ჩვენი მომენტია, მომენტი, როცა უნდა გავიგოთ, რომ ევროპა არის ბუჩას ქუჩებში, მარიუპოლის გვირაბებშიც, ირპენის თავშესაფრებსა და ზმეინის კუნძულის ნაპირებთანაც“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
რუსეთის საერთაშორისო რეზერვები, ერთ კვირაში $14 მილიარდით შემცირდა
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 29 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვებმა $593,1 მილიარდი შეადგინა. რეზერვები აპრილის ბოლო კვირაში 2,3%-ით შემცირდა ($14 მილიარდით) „საერთაშორისო რეზერვები 29 აპრილის მდგომარეობით 593,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ძირითადად უარყოფითი გადაფასების შედეგად ამ ერთ კვირაში $14 მილიარდით, ანუ 2,3%-ით შემცირდა“, - ნათქვამია ანგარიშში. 2022 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვები შეადგენდა $607,1 მილიარდს. საერთაშორისო რეზერვები, რომლებიც უაღრესად ლიკვიდური უცხოური აქტივებია, რომელსაც ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკი და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შედგება უცხოური ვალუტის ფონდებისგან, სპეციალური სესხების უფლებებით, სარეზერვო პოზიციისგან IMF-ში და მონეტარული ოქროსგან. მანამდე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების შედეგად, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით $300 მილიარდი გაიყინა. 13 მარტს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცახდა, რომ რუსეთის $640 მილიარდის რეზერვებიდან $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია. 31 მარტს კი რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ პირველად განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის 640 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან, $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ-ის საელჩო მოსკოვში აფრთხილებს ამერიკელებს, რომ 9 მაისს, ფართო საზოგადოებრივ შეკრებებს თავი აარიდონ
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გააფრთხილა რუსეთში მცხოვრები ამერიკელები, „მიმდინარე დაძაბულობის გათვალისწინებით“, 9 მაისს თავი აარიდონ ფართო საზოგადოებრივ შეკრებებს. „გამარჯვების დღის აღნიშვნა, მათ შორის მთავარი აღლუმი წითელ მოედანზე, გაიმართება მოსკოვში 9 მაისამდე”, - ნათქვამია გამაფრთხილებელ განცხადებაში. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისს, აღლუმის გასამართად ემზადება CNN-ის ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიძლება, ორშაბათს ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას და მოახდინოს სარეზერვო ძალების სრული მობილიზება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Reuters: „აზოვსტალიდან“ კიდევ 25 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა
Reuters-ის ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ „აზოვსტალიდან“ კიდევ 25 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. კერძოდ, ქარხნის ტერიტორიიდან გამოიყვანეს 25 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, რომელთა ევაკუაციაც რუსების მიერ კონტროლირებად სოფელში „უასახელო დასახლებაში“ განხორციელდა. Reuters-ის ცნობით, ამ ადგილზეა დროებითი ბანაკი, სადაც „წითელი ჯვრის“ და გაეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. სადაც სააგენტოს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ კიდევ რამდენიმე ავტობუსს ელოდებიან. უკრაინული მედიის ცნობით, 6 მაისს დღე, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და უკრაინელი სამხედროების ავტობუსებს, რომლითაც „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების გადაჰყავდათ, ცეცხლი გაუხსნეს. ერთი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 6 დაიჭრა. 6 მაისს, დილას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადეს, რომ მარიუპოლიდან ევაკუაციის მესამე ეტაპის შედეგად „აზოვსტალის“ ბუნკერებიდან 500 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მანამდე 300-ის შესახებ იყო ცნობილი. 5 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუტერეშმა „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაციის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, „აზოვსტალის“ შტურმისას რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: „აზოვსტალის“ ქარხნიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს - საერთაშორისო მედია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს. ორი წყაროს თქმით, ჯამური თანხა 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. ანალოგიურ ცნობას ავრცელებს Reuters-იც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკი: ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებით გადაიყვანეს
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, 500 000-ზე მეტი უკრაინელი რუსეთში გადაასახლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ისლანდიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში „ისინი აიძულეს, იქ წასულიყვნენ. მათ საბუთები და საკომუნიკაციო საშუალებები ჩამორთმეული აქვთ. მათ აგზავნიან იმ უცხო ქვეყნის შორეულ რაიონებში, რათა იქ ასიმილაცია მოახდინონ", - თქვა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში გადაყვანილი უკრაინელების რაოდენობა ისლანდიის მთლიან მოსახლეობასაც კი აღემატება. CNN წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს უკრაინელების რაოდენობას, რომლებიც საზღვრის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თვალთმაქცობაა, როცა მარჯვენა ხელით აწესებთ სანქციებს, მარცხენით კი აფორმებთ კონტრაქტებს რუსეთთან
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ერთი ხელით სანქციების დაწესება, ხოლო მეორით კონტრაქტების გაფორმება, თვალთმაქცობა და შეუფერებელი საქციელია. ამის შესახებ მან 6 მაისს საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. „რაც შეეხება სანქციებს, მიმაჩნია, რომ არის შემხვედრი და საწინააღმდეგო ნაბიჯები, რომლებიც უნდა იყოს პატიოსანი და გამჭვირვალე. არაა საჭირო, იყო ცოტათი ბოროტი ან ცოტათი კარგი, მარჯვენა ხელით დააწესო სანქციები, ხოლო მარცხენა ხელით გააფორმო კონტრაქტები რუსეთის ფედერაციასთან. ასე არ გამოდის, ეს არაა მართებული არც ომის დროს. ეს თვალთმაქცობაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ შემოღების შემდეგ მათი განახლება არ გახდეს საჭირო და თუკი იღებენ გადაწყვეტილებას SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე, მაშინ ის რუსეთის მთელ საბანკო სისტემას უნდა მოიცავდეს. ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ენერგეტიკიდან დღეში მილიარდ დოლარს შოულობს. „თამაში არ არის საჭირო, თუ გესმით, რომ ამ ენერგიის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაშინ თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ. არ არის საჭირო ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის დაშვება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად. ამაშია ევროკავშირის ერთიანობის აზრი, ამაშია სიტყვათა შეთანხმების „ევროპის კავშირის“ აზრი“,- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლოს ევროკავშირი მივა გადაწყვეტილებამდე, მოახდინოს სრული ემბარგო რუსულ ენერგომატარებლებზე. „თუ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამას არ გააკეთებს, მოგვიანებით გაიგებთ, როდესაც თქვენს საზღვრებთან რუსული ჯარები იდგება, როდესაც გაფრინდება პირველი რაკეტა, ისევე როგორც ჩვენთან, მაშინ გაიგებთ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ,,ჩრდილოეთის ნაკადის“ არცერთი პროექტი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
ჯენ ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს - საერთაშორისო მედია „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისს, აღლუმის გასამართად ემზადება ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მოლდოვის პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Twitter-ზე პირველი განცხადება გააკეთა. მაია სანდუ ქართველ პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელი ცნობებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ და მის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. ჯანმრთელობის უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნაწილია”, - წერს სანდუ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მცირე დროის საქმეა, ეს გარდაუვალია
დმიტრო კულება: უკრაინა ყოველდღე, მათ შორის 9 მაისსაც მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის
24 თებერვალს რუსული აგრესიის დაწყებიდან უკრაინა მუდმივად რუსეთის საფრთხის ქვეშაა და უკრაინა ყოველდღე, მათ შორის 9 მაისსაც მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, პუტინმა შესაძლოა, ეს თარიღი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს და რაღაც გრანდიოზული გამოაცხადოს. „მე არ მაშფოთებს 9 მაისი. სინამდვილეში, რა შეიძლება იყოს უარესი? უფრო მეტი რაკეტა გაფრინდება უკრაინის მიმართულებით? რუსებს შეუძლიათ, გაზარდონ ეს რიცხვი ნებისმიერ დროს - მანამდე, შემდეგ თუ 9 მაისს. მეტი რუსული ჯარი განლაგდება უკრაინაში? ეს შეიძლება მოხდეს ყოველდღე“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისს, აღლუმის გასამართად ემზადება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა. როგორც „ფეისბუქში“ დავით ზალკალიანის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, რწმუნებათა სიგელის ასლების გადაცემის ცერემონიას სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსი, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკა ოლსონი, კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი ლორა ჰოჩლა და აშშ-ში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ. ამავე ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. აშშ-ის მხარემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს საქართველოს სახელმწიფოს განვითარების 30-წლიანი მტკიცე მხარდაჭერისთვის და გამოხატა მზაობა, ახალ თანამდებობაზე საქმიანობისას, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
ჰავანაში, სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა
კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 64 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. „სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქება უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა”, - აღნიშნეს კუბის პრეზიდენტის ოფისში. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.
რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მაისს, რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება. მათივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის დედაქალაქში საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს. რიგაში, ავიაკომპანია Air Baltic-ისა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და რიგა-ბათუმის ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ავიაკომპანია Air Baltic რიგადან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე იფრენს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ბათუმის მიმართულებაზე მოთხოვნა მაღალია, როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას გეგმავს, რათა ტურისტებმა ბათუმში ჩამოფრენა რიგის გავლით, სამივე ქვეყნიდან შეძლონ. რიგაში გამართულ შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და საქართველოში ლატვიელი ტურისტების შემოყვანის საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე ესწრებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ
"ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. მათი ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის მახლობლად არსებული დასახლებების საარტილერიო დაბომბვას. „სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის მახლობლად არსებული დასახლებების საარტილერიო დაბომბვას. იზიუმის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, უკრაინის ჯარების პოზიციების დასადგენად. ცირკუნისა რუსკი ტიშკის დასახლებების მიდამოებში ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საავტომობილო ხიდი, რათა შეანელონ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო დაბომბვას ფრონტის ხაზის გასწვრივ და იყენებენ ოპერატიულ და ტაქტიკურ თვითმფრინავებს ჩვენი ჯარების პოზიციებზე სარაკეტო იერიშებისთვის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 223 ბავშვი დაიღუპა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 7 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 223 ბავშვი დაიღუპა, 410 კი დაშავდა. „7 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 223 ბავშვი დაიღუპა, 410 კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ
ოთარ შამუგია: საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. მისი თქმით, ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს გამოცდილების გაზიარების კუთხით. „საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობს. მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია მეღვინეობის, მეხილეობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა. „ევროკავშირის დებულებების გათვალისწინებითა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ მივაღწევთ საერთო წარმატებას”, – განაცხადა ვიორელ ჩერჩიუსმა. ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, დღის წესრიგში დგას მარცვლეულის ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მარცვლეული კულტურების წარმოების მიმართულებით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება. მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
ნინო ლომჯარია: სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში მყოფი უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ 6 მაისიდან საცხოვრებელი ფართები გაათავისუფლონ
სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს,რომ 6 მაისიდან უახლოეს დღეებში საცხოვრებელი ფართები გაათავისუფლონ. „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვის და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს - 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება. პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაფინანსების შესახებ არც რაიმე ნორმატიული გადაწყვეტილება მოიპოვება, არც რომელიმე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე დევს ოფიციალური განცხადება და არც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ფლობენ რაიმე ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მითუმეტეს, არაფერი იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს
"ვაცხადებ უსაფრთხოების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს შეერთებული შტატები აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას იცავენ. ვაცხადებ უსაფრთხოების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს“, – დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს - საერთაშორისო მედია
იენს სტოლტენბერგი: უახლოეს პერიოდში, უკრაინა უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე
გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც მედია წერს, ამავდროულად სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას. „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე. ატომური ომის მოგება შეუძლებელია და არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით ვუზრუნველყოფთ