ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკრძალეს
ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკრძალეს. 28 წლის ალან თედეევი რუსეთის საოკუპაციო - სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. რადიო თავისუფლების ცნობით, უკრაინაში წასვლამდე სამხედრო მოსამსახურე თედეევი, სირიასა და დონბასის ე.წ რესპუბლიკაში იბრძოდა. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის იყო ჯარისკაცი და ის მოკვდა, როგორც ჯარისკაცი”, - თქვა გარდაცვლილის დედამ, სვეტლანა ჯაგაევამ. ქუჩაზე, სადაც თედეევი ცხოვრობდა, შეიკრიბნენ მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ის სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა. 4 მაისს ცხინვალში ალიმ ლოხოვის გარდაცვალების ცნობაც გავრცელდა. მანამდე, ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული, მე-4 საოკუპაციო-სამხედრო ბაზის ოცმეთაური ინალ კორტიევი დაიღუპა. უფრო ადრე კი სერჟანტი ანდრეი ბაკაევი, მოხალისეები რუსლან ბესაევი, რუსლან კაზიევი და დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო არტისტი რობერტ ყულუმბეგოვი დაიღუპნენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა
თბილისის დროით 21:00 საათზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში, მოქმედ ე.წ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი უპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ხმების 38,55% მიიღო. ბიბილოვს ხმა მისცა 34,95%-მა. გაგლოევს მხარი დაუჭირა სამივე კანდიდატმა, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ. მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ჯამში 60%-ს პროცენტს შეადგენს. გაგლოევმა მომხრეებს ცენტრალურ მოედანზე გასვლისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სწორედ ის ლიდერობს ე.წ. არჩევნებში. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, წინასწარი შედეგები 23:00 საათის შემდეგ გამოცხადდება.
პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბ.შ. თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ბ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე, მის ავტომობილზე თავდასხმის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის დროს, ბ.შ.-სთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გ.შ. და მ.ხ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოებში. პროკურატურამ ბრალდებულ ბ.შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.შ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. რაც შეეხება მ.ხ.-ს, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიევში ვიზიტისას, კანადის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ჯასტინ ტრუდომ კიევში კანადის საელჩოს გახსნის შესახებ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის არის საჰარეო ხომალდები, სატელიტური გამოსახულებები, მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა. კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, კანადა მომავალ წელს უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე სავაჭრო ტარიფებს მოხსნის. „ცხადია, ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია საზარელი ომის დანაშაულებზე“, - განაცხად ტრუდომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი არესტოვიჩი: რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდითაა დაკავებული
რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არესტოვიჩის თქმით, ბუჩას მსგავსი სისასტიკე ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე ხდება. „ხდება მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. თუნდაც ურთიერთობების აღდგენა მოხდეს, ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ ეს ძალიან შორეული ამბავია. ახლა კი ჩვენი ამოცანაა გადარჩენა“, – განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის საგარეო უწყება: პუტინის რეჟიმმა თავისი ბარბაროსული მეთოდებით უკვე „აჯობა“ ჰიტლერის მესამე რაიხს
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო. ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება. გარდა ამისა, აკრძალულია 308 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქიმიური ნივთიერებების, პლასტმასის, რეზინისა და მძიმე ტექნიკის ექსპორტი. ამ მოცულობიდან 1.4 მილიარდი იყო რუსული ექსპორტი ბრიტანეთში, რომელზეც ლონდონი ახლა დამატებით 35-პროცენტიან იმპორტის ტარიფს აწესებს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები უკვე ეხება პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში, დაახლოებით 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას $1,6 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. აღნიშნული თარიღი, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნებოდა, თუმცა ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მერია ვეტერანებს შეკრებას კიკვიძის პარკში სთავაზობს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, კიკვიძის პარკში გეგმავენ მისვლას. ცნობისთვის, 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია არ გაიზიარეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად
საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპის დღეს ულოცავს. ევროპის დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, კარლ ჰარცელი, აქცენტს აკეთებს ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე. „ევროპის დღეს აღვნიშნავთ ევროპის შესახებ ახალ ხედვას, რომელიც 72 წლის წინ შუმანის დეკლარაციამ წარმოგვიდგინა. იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო. თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება. საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა – მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად. კოვიდპანდემიისა და სხვა კრიზისების დროს. ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ. კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი. ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!“,- აცხადებს ჰარცელი. ცნობისთვის, ევროპის დღე, ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და მშვიდობისა და კეთილდღეობის 70-ზე მეტ წელს ითვლის.
ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი 9 – 11 მაისს, სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში. „ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები. ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ-ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს
ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს. თანახმა ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ფული გვაქვს და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ავღანეთის ფულით ამის გაკეთება, რუსული ფულით კი არა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: რუსი მილიარდერი, ალექსანდრ სუბოტინი შამანებთან სეანსის დროს გარდაიცვალა
მედიის ცნობით, კომპანია „ლუკოილის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი ალექსანდრ სუბოტინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. კერძოდ, ბიზნესმენი შამანთან სეანსის შემდეგ დაიღუპა. ტრაგედია მოსკოვთან ახლოს მიტიშახის რაიონში, ადგილობრივი შამანის მაგუას სახლში მოხდა. შამანი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში, სეანსებს მსურველებისთვის წლების განმავლობაში მართავენ. მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებებს ეგზოტიკური ცხოველების დახმარებით.კერძოდ, იყენებენ შხამიან გომბეშოს. აკეთებენ ნაკვეთ ჭრილობას ადამიანის სხეულზე, აწვეთებენ გომბეშოს შხამს, არც იწვევს გულისრევას და პაციენტი შვებას გრძნობს. მედიის ცნობით, რუსი მილიარდერი, ალექსანდრ სუბოტინი შამანებთან ხშირად დადიოდა და მათი არატრადიციული მომსახურებით სარგებლობდა. ამჯერად ის ნაბახუსევი იყო და შამანს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად დახმარება სთხოვა. სეანსის დროს სუბოტინი ცუდად გახდა. შამანმა სასწრაფო დახმარებას არ მიმართა. პაციენტს გულის წვეთები დაალევინა და დასაძინებლად სარდაფში ჩაიყვანა. ბიზნესმენი მალევე გარდაიცვალა. რის შემდეგაც შამანებმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. ამ საქმეს სამართალდამცველები უკვე იძიებენ. ალექსანდრ სუბოტინი წარსულში „ლუკოილის“ სავაჭრო სახლის სააქციო საზოგადოების მმართველად მუშაობდა. შემდეგ კი ტოპ-მენეჯერი „ახალი სატრანსპორტო კომპანიის“ მმართველი გახდა.
იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ
"პუტინმა შეიარაღებული ძალები უკრაინიდან უნდა გაიყვანოს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას, რომელიც იცავს საკუთარ უფლებას თავდაცვაზე. 9 მაისის სიტყვით მიმართვას რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებს დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და NATO-ს გასაკრიტიკებლად. ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ცნობისთვის, დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.
ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა. „ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა“, - განაცახად ბიბილოვმა რადიო თავისუფლების ცნობით. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა „მე მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა თავის მხრივ ალან გაგლოევმა, რომელიც ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მომხრეებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს. მისი თქმით, ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალაობას ბიბილოვი შეასრულებს და ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ის ჩაიბარებს. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“.
ისრაელი აეროპორტში სავალდებულო PCR ტესტირებას აუქმებს
ისრაელში შესულ მოგზაურებს 20 მაისიდან აეროპორტში კორონავირუსის სავალდებულო ტესტირების ჩატარება აღარ მოუწევთ, იტყობინება Reuters-ი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ჯანდაცვის დეპარტამენტმა ტესტირების მოთხოვნის გაუქმების მიზეზად შემთხვევათა რაოდენობის სტაბილური შემცირება დაასახელა. მოქმედი რეგულაციების თანახმად, ყველა, ვინც ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრინდება, უნდა გაიაროს ტესტირება, რომლის საფასურიც მოგზაურებმა თავად უნდა გადაიხადონ. ტესტირების შემდეგ კი, 24 საათის განმავლობაში კარანტინში უნდა იყვნენ, ვიდრე შედეგებს არ მიიღებენ. გარდა ამისა, სამშაბათიდან ისრაელში ჩასულებს საშუალება ექნებათ, გამგზავრებამდე გაიკეთონ ანტიგენის ტესტი PCR ტესტის ნაცვლად, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ზელენსკი: უკრაინას მრავალი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას მშვიდობიანი მოსახლეობის მეტი იარაღი ესაჭიროება. ზელენსკის ამ განცხადებას თურქული მედია ავრცელებს. თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვმა ოდესასა და სხვა ქალაქებში ობიექტებს დაარტყა. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველა რუსი ოფიცერი, ვინც „ტირანიას ემსახურება“, სანქციების სიაში უნდა მოხვდეს, ხოლო ყველა რუსი, ვინც სამხედრო დანაშაულს ჩაიდენს, უნდა დააკავონ საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. გაეროს შეფასებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3309 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 3493 დაიჭრა. შიშობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 5,8 მილიონზე მეტი ადამიანმა დატოვა ქვეყანა. დაახლოებით 7,7 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ზოგან - არცერთი
მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ“. "ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელმაც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა. ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არცერთი არ ექნება. მაშინ გავიმარჯვეთ, ახლა გავიმარჯვებთ. გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვებას!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია, ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ
საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „იცით, რომ პროცესი დაძრულია და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მადლიერი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კითხვარი უმოკლეს ვადაში შეადგინეს, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში პასუხები გაეცა. იცით, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი ერთად განიხილება. ჩვენ ვართ სამი ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით. საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ამასთან, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ამასთან, საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად
საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები
საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე. ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს. საქართველოს საგარეო სამინისტრო გმობს მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზინდენტო არჩევნების მეორე ტურს. მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება
რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! ჩვენ ვამაყობთ გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით და იმით, რომ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და ჩვენი მოვალეობაა მათი ხსოვნის დაცვა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც მემკვიდრეობით გადმოგვცა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გლობალური ომის საშინელება არ განმეორდეს. ამიტომ, საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერით. სისტემის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის. რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაყწვეტილება. ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება. დღეს, დონბასელი მებრძოლები რუსეთის არმიასთან ერთად, საკუთარ მიწაზე იბრძვიან. ახლა მოგმართავთ თქვენ, შეიარაღებულ ძალებს და დონბასელ მებრძოლებს – თქვენ იბრძვით სამშობლოსა და მომავლისთვის, რომ არავინ არასდროს დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რომ მსოფლიოში არ იყოს ნაცისტების და ჯალათების ადგილი“, – განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ გერმანიის კანცლერი: უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ მონობაზე და დიქტატურაზე 77 წლის წინ