ძებნის რეზულტატი:
შსს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს. ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა.მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის დასაგზაო მოძრაობის აღდგება. პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლონდონში გამართულ აუქციონზე, ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი 110 ათასი დოლარად გაიყიდა
ლონდონში გამართულ Christie’s აუქციონზე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი 90 ათას ფუნტად (110 ათასი დოლარი) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აუქციონი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად გაიმართა და ლოტის საბოლოო ფასმა მის თავდაპირველ ღირებულებაზე ორჯერ მეტი შეადგინა. ამასთან, თავად უკრაინის პრეზიდენტი აუქციონზე დამსწრეთა წინაშე წარდგა და მათ აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ ბორის ჯონსონს კი მან „მამაცი ბორისი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ ჯონსონი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა კიევში, სადაც მაშინაც და ახლაც ომი მიმდინარეობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პარიზში ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს
პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს. ელისეს სასახლეში მიმდინარე ღონისძიებას 450-მდე სტუმარი ესწრება. შეგახსენნებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა შეხვედრა
დანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლოტე მაქონთან და სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, კრისტინა მარკუს ლასენთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია, შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ქართული დელეგაციის წევრებმა დანიურ მხარეს განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია მათ შორის, კარგი მმართველობის, მედია თავისუფლების, ეკონომიკური განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოში, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვას, ენერგეტიკას, გენდერს და შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად მუშაობას გააგრძელებენ. „დანიურმა მხარემ კვლავ დაგვიდასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, რაც არსებული ვითარების ფონზე და ნატო-ს სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამინისტროს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნეს, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში გამჭვირვალობის და კარგი მმართველობის მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის – ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დანიის სამეფოში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვმუშაობთ ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ „აზოვსტალში“ არიან
ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ „აზოვსტალში“ არიან. ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები, გავლენიანი სახელმწიფოები, - ამის შესახებ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „დღის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, ქალებისა და ბავშვების გადარჩენა შეძლო. იმედი გვაქვს, ორთვიანი დაბომბვების შემდეგ, ისინი მალე შეძლებენ უსაფრთხო ზონაში ჩასვლას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ „აზოვსტალში“ არიან. ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები, გავლენიანი სახელმწიფოები“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის ქარხანაზე შეტევას, თუმცა წინსვლა არ აქვს ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 25 100 სამხედროს აღწევს
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 25 100 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1122 ტანკი, 2713 ჯავშანმანქანა, 509 საარტილერიო სისტემა, 172 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 84 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 199 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1934 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 11 ერთეული გემი/ კატერი, 341 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 38 სპეცტექნიკა, 90 ფრთოსანი რაკეტა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ
იტალიამ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული იახტის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო
იტალიის მთავრობის დავალებით, 6 მაისს პოლიციამ $700 მილიონად შეფასებული ძვირადღირებული იახტა Scheherazade დააკავა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა კავშირში. იტალიის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იახტის კონფისკაცია მოხდება. იახტა Scheherazade სექტემბრიდან გადიოდა რემონტს იტალიის პორტში Marina di Carrara-ში. ბოლოდროინდელმა აქტივობამ ნავსაყუდელზე, გააჩინა ეჭვი, რომ ეკიპაჟი შესაძლოა ზღვაში გასასვლელად ემზადებოდა. მანამდე პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ Scheherazade-ს მფლობელი იყო ედუარდ ხუდაინატოვი, რუსული ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის (ROSN.MM) ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად არაა ევროკავშირის სანქციების სამიზნე. იტალიის ფინანსთა სამინისტრომ გასცა დაყადაღების ბრძანება, თუმცა არ დაუსახელებია მფლობელის ვინაობა. მხოლოდ თქვა, რომ იახტა კავშირშია „რუსეთის მთავრობის გამოჩენილ წარმომადგენლებთან". ფინანსთა სამინისტროს თქმით, თავად მფლობელი არ იყო ბრიუსელის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შედგენილ სანქციების სიაში. თუმცა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რომმა სთხოვა ბრიუსელს ამის გამოსწორება და იახტის დაკავების ბრძანება გასცა გადაწყვეტილების მოლოდინში. „პოლიცია იახტაზე 6 მაისს გვიან ავიდა ბრძანების შესასრულებლად“, - განაცხადა იტალიის მთავრობამ. მარტში იტალიის პარლამენტში გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობას დაეყადაღებინა იახტა Scheherazade, რათა მოეხდინა ზეწოლა პუტინზე და მის თანამოაზრეებზე უკრაინაზე თავდასხმის შესაჩერებლად. იტალიამ მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ($950 მილიონი) ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა სანქცირებულ მდიდარ რუსების, რომლებიც რეგულარულად ჩამოდიოდნენ ქვეყანაში დასასვენებლად და ქონება ბევრ პრესტიჟულ ადგილას იყიდეს. პოლიციამ Reuters განუცხადა, რომ სამართალდამცველები ცდილობდნენ დაედგინათ Sheherazade-ს ნამდვილი მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე და აიგო გერმანული ფირმა Luerssen-ის მიერ. Scheherazade საიდუმლო მფლობელს 2020 წელს გადაეცა, იახტას ორი ვერტმფრენის სადესანტო მოედანი აქვს და მას შეუძლია უმასპინძლოს 18 სტუმარს და ეკიპაჟის 40 წევრს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ, მარტში გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ Scheherazade რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. პუბლიკაციის თანახმად, Scheherazade-ს ეკიპაჟის ბევრი წევრი რუსეთის ფედერალური სამსახურიდან იყო, რომელთაც ევალებათ რუსეთის პრეზიდენტის დაცვა. კრემლს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. არც გამოძიების კითხვებზე გაუცია პასუხი, იყო თუ არა პუტინი Scheherazade-ს მფლობელი და იყვნენ თუ არა რუსეთის ფედერალური სამსახურის წევრები ეკიპაჟის წევრები. ასევე წაიკითხეთ სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად დააყადაღა ნიდერლანდებმა 20 რუსული იახტა დააკავა პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ $5,2 მილიარდად გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია
ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყიდვის სურვილი ბიზნესმენების კონსორციუმმა გამოთქვა, რომლის შემადგენლობაშიცაა ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბელი, რომელიც ბეისბოლის გუნდის „ლოს-ანჯელეს დოდჯერს“-ის თანამფლობელია. „ჩელსის“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების დეტალები შეთანხმებულია. გარიგების თანახმად, კონსორციუმი საფეხბურთო კლუბში 4,25 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ($5,2 მილიარდი) გადაიხდის. აქედან 2,5 მილიარდი ფუნტი „ჩელსის“ აქციების შესყიდვაზე მიემართება. დანარჩენი თანხა კი ბრიტანეთში აბრამოვიჩის გაყინულ ანგარიშზე მოხვდება. აბრამოვიჩი თანხის დახარჯვას ქველმოქმედებაზე გეგმავს. 1,75 მილიარდი ფუნტის დახარჯვას, საფეხბურთო კლუბის მფლობელები მის განვითარებაზე დახარჯავენ. ამასთან, იგეგმება ინვესტირება ქალთა გუნდშიც, „ჩელსის“ აკადემიაში და ლონდონში, ორი სტადიონის შესაკეთებლად. ბიზნესმენების კონსორციუმში ტოდ ბილის გარდა გაწევრიანდნენ ამერიკელი ბიზნესმენი, მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital. გარიგება მაისის ბოლოს დაიხურება. საბოლოოდ გარიგება უნდა დაამტკიცოს ინგლისის საფეხბურთო ხელისუფლებამ და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ. რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ 2003 წლიდან ფლობს. მან კლუბის გაყიდვის შესახებ მარტში გამოაცხადა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ მოხვდებოდა უკრაინაში ომის გამო. აბრამოვიჩმა თქვა, რომ კლუბის გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად იყო შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
ვარკეთილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში, შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპოლიციო ღონისძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. სპეცოპერაციის მიზანი 2 პირის დაკავებაა.
ემანუელ მაკრონი: უკრაინას, რუსეთის აგრესიის შემდეგ, დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებაში დავეხმარებით
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციის დროს რუსეთ–უკრაინის ომზე ილაპარაკა. მედიის ცნობით, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება. „უპირველეს ყოვლისა, ვიმოქმედებთ რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის, რათა დავეხმაროთ დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებაში, ავაშენოთ ახალი სამყარო ევროპაში და ახალი ავტონომია ჩვენს კონტინენტზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა. ასევე წაიკითხეთ პარიზში ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს
კარლ ჰარცელი: ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ „ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება“. „მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინია, რომ დაპირებისამებრ მოვა დროულად. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ ეს შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება. ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, რომელიც შეიმუშავებს თავის მოსაზრებას ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნებისთვის წარსადგენად“, – განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
კარლ ჰარცელი: უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ
უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ სხვებთან ერთად სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის და მისი მოსახლეობას მიმართ სხვადასხვა საშუალებებით, როგორც ჰუმანიტარული, ასევე ეკონომიკური, სანქციებისა და საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფის კუთხით. როგორც ვიცით, დისკუსიები უწყვეტად მიმდინარეობს. სულ რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი დიდი დონორების კონფერენცია, რომელიც ვარშავაში გაიმართა, სადაც ევროპული კომისიამ ბევრ წევრ სახელმწიფოსთან ერთად, გასცა მეტი რესურსების დაპირება, რომ უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰარცელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: კუნძულ ზმეინთან კიდევ ერთი რუსული ხომალდი გაანადგურეს
კუნძულ ზმეინთან, ბაირაქტარის საშუალებით კიდევ რუსული სადესანტო ხომალდი „სერნა“გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული აღლუმი ამ წლის 9 მაისს ზმეინთან ახლოს, ზღვის ფსკერზე ჩატარდება“, - აცხადებენ უწყებაში. 6 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, კუნძულ ზმეინთან, ფრეგატ „ადმირალ მარკოვზე“ ხანძრის შესახებ. ამასთან, რუსეთის გენშტაბი, 6 მაისის მდგომარეობით, კიდევ ერთი გემის დაკარგვის შესახებ იუწყება. „ადმირალი მარკოვი“, მესამე ფრეგატია, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტში ირიცხება. სამხედრო გემი 30-ე საზღვაო დივიზიის შემადგენლობაშია. ფრეგატი 2012 წელს სახელმწიფო საწარმო „იანტარში“ ააწყვეს, კალინინგრადში. ექსპლუატაციაში კი 2015 წელს შევიდა. ფრეგატი აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“, და გემის საწინააღმდეგო რაკეტებით „ონიქსი“. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, საღამოს, რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა. ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა
უცხოური მედია: გერმანიის საგარეო მინისტრი უკრაინაში 10 მაისს ჩავა
გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში 10 მაისს ჩავა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „დიახ, ვიზიტს სამშაბათისთვის ველოდებით“, - განაცხადა წყარომ გამოცემა Европейская правда-სთან საუბრისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს
ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს. "საქმეში არ მახედებენ. პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული ჩემი მეუღლე. ის 20 დღეა არ მინახავს. არაფერი ვიცი, სპეცოპერაცია რას უკავშირდება“,- აღნიშნავს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე. აღნიშნულ საქმეზე დამატებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ასევე წაიკითხეთ: ვარკეთილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო დახმარების გაწევასა და უფლებების დაცვაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას
პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ არ არის ექიმი, მაგრამ მიესალმება, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე მიიღება. „კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით. მათგან ველოდებით მოქმედებას, რომელიც მისი პირობების შეფასებას შეესაბამება. არაერთხელ მითქვამს, მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰაცელმა. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მცირე დროის საქმეა, ეს გარდაუვალია მოლდოვის პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია
უკრაინის შეიარებული ძალები: რუსულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხიდები ააფეთქეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის კონტრშეტევის შესანელებლად ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხიდები ააფეთქეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ხარკოვთან ახლოს, ცირკუნისა და რუსკი ტიშკის ტერიტორიებზე, რუსულმა ძალებმა სამი ხიდი ააფეთქეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შსს-ს ცნობით, თბილისში საპოლიციო ღონისძიების შედეგად ორი პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან - გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 5 მაისს მ.ხ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს
პროკურატურამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით, ყელის არეში დანა დაარტყა მისსავე თანასოფლელს, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს. პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა, დ და კ“ ქვეპუნქტებით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
აზოვსტალის ქარხნიდან კიდევ 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
უკრაინის მთავრობამ და თვითგამოცხადებულმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ განაცხადეს, რომ დღეს 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ხალხის ევაკუაცია ძალიან რთული იყო. რუსები გამუდმებით პროვოკაციას აწყობდნენ, არ წყვეტდნენ სროლას, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ 50 მშვიდობიანი მოქალაქის გაყვანა. ესენი არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები. ევაკუაციის ოპერაცია გაგრძელდება, ჩვენ არ გავჩერდებით", - თქვა ერმაკმა. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1-ელ მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო. 6 მაისს, დილას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადეს, რომ მარიუპოლიდან ევაკუაციის მესამე ეტაპის შედეგად „აზოვსტალის“ ბუნკერებიდან 500 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მანამდე 300-ის შესახებ იყო ცნობილი. 5 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუტერეშმა „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაციის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, „აზოვსტალის“ შტურმისას რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: „აზოვსტალის“ ქარხნიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა