ძებნის რეზულტატი:
ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს
საბერძნეთ-ბულგარეთის (IGB), დამაკავშირებელი გაზის ინტერკონექტორის გაშვების თარიღი ცნობილია. ინტერკონექტორის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ბულგარეთში 2022 წლის ივლისში განხორციელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა „ჩვენი შემდგომი გამარჯვება იქნება საბერძნეთთან გაზსადენის გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს მივიღებთ. მიმდინარე კვირას ვიყავი ბაქოში, რათა განგვესაზღვრა მიწოდების მოცულობა. ჩვენ გვექნება 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც მალე მივიღებთ. ველით, რომ ეს ივლისში მოხდება. აგვისტოდან კი ბულგარეთი გაზს საბაზრო ფასზე უფრო იაფად მიიღებს“, - განაცხადა პეტკოვმა. მისი თქმით, IGB უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას და მიწოდებას ახალი წყაროებიდან, რაც მას ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად ელემენტად და გაზის წყაროების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმის ნაწილად აქცევს. გაზსადენის სატუმბი სიმძლავრე იქნება სამი მილიარდი კუბური მეტრი, შესაძლებელი იქნება გამტარუნარიანობის ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაცულია. ბულგარგაზთან გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე შაჰ-დენიზ-2-თან მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმდა. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.
პრეზიდენტი: ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს
პრეზიდენტმა ევროპელი პარტნიორების მიმართ მთავრობის წარმომადგენელთა დამოკიდებულება გააკრიტიკა. სალომე ზურაბიშვილი მუქარად აფასებს პრემიერის სიტყვებს, რომ „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, ფარდას ავხდით ყველაფერს“. სალომე ზურაბიშვილი: იზოლაციის საფრთხე ჩნდება, არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს „ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა იყო ჩვენი ტრადიციული მოკავშირე ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართულია და ეხმარება უკრაინას და თავად უკრაინა, ცხადია. თვითონ შარლ მიშელი [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი], რომელიც სამჯერ ჩამოვიდა და გვევლინებოდა ჩვენ ინსტიტუციურ მხარდამჭერად, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მიუბრუნდებიან და ეტყვიან, „თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს“. ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა. ანუ, ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, სტატუსი თუ არ მოგვცეს, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას და როგორ ავხდით, ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი. ახალი კითხვები გავაჩინეთ, გამოჩინეთ სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ, საერთოდ, ვიცით, რომ ქვეყანა როცა ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ, რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ზე: გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ
მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს, დსთ-ში ქვეყნის წევრობის შესაბამისობის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ PRO TV-ს ეთერში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფო ხელმძღვანელობა აპირებს, „გააანალიზოს“ როგორც საკანონმდებლო აქტები, ასევე შეთანხმებები დსთ-ში მოლდოვის წევრობის შესახებ. ეს საკითხი აქტუალური გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ფონზე და იმ დროს, როდესაც მოლდოვის პრიორიტეტია, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით დსთ-ში მონაწილეობისთვის სამართლებრივ დაბრკოლებებს ვერ ხედავს, თუმცა, მისმა ქვეყანამ ორგანიზაციაში მონაწილეობის რეალური გავლენის შესაფასებლად მუშაობა დაიწყო. „ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ, რომელზეც, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან იმოქმედა რეგიონულმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ“, - განაცხადა ნიკუ პოპესკუმ. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოლდოვისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. ინფორმაციისთვის, 2022 წელს, მარტში მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა დსთ-დან გასვლის დროს შეარჩევს და ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე საკმარისს პროგრესს მიაღწევს. მაისში, მოლდოვის პრეზიდენტმა კითხვას, აპირებს თუ არა მოლდოვა დსთ-დან გასვლას, უპასუხა, რომ „ვიდრე ქვეყანას შეუძლია, უპირატესობა მიიღოს ამ შეთანხმებიდან, მან ეს უნდა გააკეთოს“. „ახლა არსებობს პრობლემები რუსეთთან ურთიერთობებში, მაგრამ დსთ-ში სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებთანაც კომერციული ურთიერთობები გვაქბს. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები“, – განაცხადა მაია სანდუმ. მანამადე, მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის დსთ-ში ყოფნის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელოს.
ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლეთში პირველი მოგზაურობის თარიღები გამოაცხადა. 13-დან 16 ივლისამდე ტურნე ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს და საუდის არაბეთს მოიცავს. „მისი პირველი გაჩერება იქნება ისრაელი, ეს იქნება პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში. ეს ხდება ისრაელში მისი პირველი ვიზიტიდან თითქმის 50 წლის შემდეგ“, - ამბობს ოფიციალური პირი მედიასთან. პრეზიდენტის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.
პრეზიდენტმა 16 ივნისს საზოგადოებას ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. სალომე ზურაბიშვილმა მიმართა სამართალდამცველებს, რომ მიიღონ უსაფრთხოების ზომები ექსცესების თავიდან ასარიდებლად. „ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ - პირველ რიგში, იმას, რასაც პირველი დღიდან გთავაზობთ - ერთიანობას. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამიტომ, ასევე გთავაზობთ არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ, 16 ივნისს, გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა, ევროპის მოედანზე და ვაჩვენოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება - ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, რიგითი მოქალაქე, მე, ან პოლიტიკური პარტიის წევრები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. არ იქნება პლაკატები, განცხადებები... თუ ვინმეს სიმღერა უნდა, იმღეროს. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს გვინდა ევროპა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, 20 ივნისის აქციის მონაწილეებს ურჩია, აქცია არ ჩაატარონ, რადგან დაპირისპირება გამოირიცხოს. „ახლა მხოლოდ ერთობის დროა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი: აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის, ეს არის უკრაინელების მიერ თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიერ გადადგმული რიგი ნაბიჯები გააკრიტიკა. საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა რამდენიმე ასეთი მაგალითი მოიყვანა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი არა ჩვენი, არამედ, თავისუფლებისთვის უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვის შედეგია“. „აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი. 3 მარტს კანდიდატურის განცხადებაზე ხელის მოწერა მხოლოდ ამის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება. კანდიდატურის საკითხში უკან დახევა კი ჩვენი ხელისუფლების და ნაწილობრივ ასევე ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია. შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება. პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 18-19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება. შემდეგ, 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე ისე უარის თქმა, თითქოს, ეს არ გვჭირდება. უარის თქმა გენპროკურორის არჩევის ახალ წესზე, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს. სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები, ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ნოემბერში ცესკოს თავმჯდომარეს არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა, უზენაეს სასამართლოში აჩქარების წესით 4 მოსამართლის დანიშვნა დეკემბერში, როცა გვთხოვდნენ ამის დროებით შეჩერებას, მერე დეკემბერში კიდევ სასწაული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით. თუნდაც ისიც შეიძლება, ვახსენოთ - გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. კი მითხრეს, სასამართლოს დროულობა არ ახასიათებსო, მაგრამ პოლიტიკას - კი, თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ. ასევე, აჩქარებული წესით მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა - ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება ისე, რომ ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია ისე, რომ დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და შეიძლება, სხვა რამე გვაინტერესებდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: იზოლაციის საფრთხე ჩნდება, არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს
საქართველოს პრეზიდენტმა იზოლაციის საფრთხეზე მიუთითა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს“. პრეზიდენტის განმარტებით, იზოლაციის საფრთხე ბევრად დიდი და რეალურია, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. „ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა იყო ჩვენი ტრადიციული მოკავშირე ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართულია და ეხმარება უკრაინას და თავად უკრაინა, ცხადია. თვითონ შარლ მიშელი [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი], რომელიც სამჯერ ჩამოვიდა და გვევლინებოდა ჩვენ ინსტიტუციურ მხარდამჭერად, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მიუბრუნდებიან და ეტყვიან, „თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს“. ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა. ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, სტატუსი თუ არ მოგვცეს ფარდას ავხდითო. არ ვიცი რა ფარდას და როგორ ავხდით, ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი. ახალი კითხვები გავაჩინეთ, გამოჩინეთ სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ, საერთოდ, ვიცით, რომ ქვეყანა როცა ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ, რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა. კერძოდ, სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და მოსახლეობის ნაწილისთვის მაინც. თან შევუერთდით და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებს და თან ვამბობთ, რომ არ ვართ. ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს, ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა თავიანთ მოსახლეობაზე. ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს, ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, ვეუბნებით, რომ ეს უშედეგო იქნებაო. წარმოგვიდგენია ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს?! ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს... ამას მოჰყვება მოგონილი თემა მეორე ფრონტისა, არცერთი ჩვენი პარტნიორისგან მოწოდება არ ყოფილა, რატომ არ არის მეორე ფრონტი, ეს არის მოგონილი, ტყუილი. ეს იდეა ერთადერთი გაისმა უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც არის რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს რაღაც მომენტში მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ. ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს. მოლდოვას ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არც მათგან და არც ჩვენგან, ესეც უნდა ითქვას. არც ომში ჩართვა მოუთხოვია არც მოლდოვისგან და არც ჩვენგან, მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ, როგორც ჩანს, გვიჭირს - შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. ეს არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია. ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ. ამ ყველაფერმა ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ - მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში, თუნდაც ომის დროს. ამდენად, იზოლაციის საფრთხე ჩნდება. იზოლაციისა, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. ოპოზიციამ, უფრო სწორად მისმა რადიკალურმა ფრთამ, ცხადია, დამაზიანებელი როლი ითამაშა, მაგრამ ასევე გვყავს კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია. ამ საკითხში რაც არ უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე არის ხელისუფლებაზე და ამას ვერავის ვერ გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია. ეს საკმაოდ მძიმე სურათია. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი. რეზოლუცია, რომელზედაც ამდენი დაიწერა, მძაფრ კრიტიკასთან ერთად ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება. რეზოლუცია გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. არ არის ნეგატიური დასკვნა. ამ დროს, დღე-დღეზე ველოდებით კომისიის რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც (არამხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე) თვის ბოლოს, 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო, ანუ 27 ქვეყნის მეთაური მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ეს თარიღი იქნა შენარჩუნებული. კიდევ რამდენიმე საფეხური და რამდენიმე შანსი არსებობს. ამავე დროს ევროპარლამენტიდანაც და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის. იმედი შეიძლება შევინარჩუნოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: მივმართავ ხელისუფლებას, ანტიევროპული რიტორიკისგან თავი შეიკავოს. მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, „ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან, თავი შეიკავოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება” უნდა შეაჩერონ. „მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ჩემი ბევრი ნათქვამი აქ არ მოეწონება - გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი თუ არა 30-საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს. მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით, რომ ამ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„სირცხვილია“: ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, 20 ივნისს დაგეგმილ შეკრებას დაესწროს
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომლითაც 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა. „სირცხვილია" აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში, თუმცა მას სთავაზობს საპასუხო ნაბიჯი გადადგას. „ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა, გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს. პრეზიდენტმა 16 ივნისს საზოგადოებას ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად, ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს! ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი: ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ არსებობს და არც არავინ ითხოვს ამას საქართველოსგან. ამის დასტურად პრეზიდენტმა უცხოეთში მისი ვიზიტები და გამართული შეხვედრები მოიყვანა, სადაც მისი თქმით, მსგავსი რამ არავის მოუთხოვია. პრეზიდენტი: საუბარი, რომ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაა, არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი საიდანაც ეს გაისმა, მოდის უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წრეებიდან, სადაც არსებობს გარკვეული კავშირები. მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამის ძახილი შეიძლება იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ და არც პოლემიკაში შევიდეთ, მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს. რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ვცადოთ ომით გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა შერიგებით ან გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი. მოსახლეობას ვუთხრათ რომ შენი არჩევანია: ან მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოთხოვო, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევებიც შეაფასა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი კვლევები გამიზნულია იმისკენ, რომ „ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს“. „გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია, ნებისმიერ შეკითხვაში ასე რომ იყოს დასმული კითხვა ყველა უპასუხებს - არ მინდა ომი, ვის უნდა? უკრაინელებს უნდოდათ? ეს არის გამიზნული იმისკენ, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინის არმია რუს აგრესორთან ომს გაუძლებენ, მაგრამ უკრაინა ნაკლებ ადამიანს დაკარგავს, თუ საჭირო იარაღს მიიღებს. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გაზეთ Zeit-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინელების ძალისხმევა ამ ომში მიზნად ისახავს მთელი ევროპის დაცვას. „ყველასთვის გონივრული იქნება ევროპაში, რომ დაგვეხმარონ ახლა, რათა მოგვიანებით, სხვა ერების დაცვა არ მოგვიწიოს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი კობახიძე 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც მნიშვნელოვან თემაზე იგეგმება აქცია, მას წინასწარ მომზადება და გააზრება სჭირდება, რადგან „აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე“. „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, რადგან ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ა.შ. არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და მის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ერთპიროვნულად ამაზე პასუხის გაცემა და არა მარტო ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი სჭირდება ყველაფერს. როცა აქცია იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს, ამაზე გაგვიჭირდება პასუხის გაცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში შევიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან. „განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი
ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. „რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და მისცემს „მწვანე შუქს“ რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ, რამაც ასევე ასახვა ჰპოვა მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც წარმატებით განხორციელდა რეფორმები, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სენატი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ამ გზაზე და მოუწოდებს მას, გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან
ოპოზიციის ნაწილი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს. ერთ-ერთია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია 16 ივნისის შეკრებას შეუერთდება. „დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. „ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე. საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”, - ნათქვამია Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში. 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, - „მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლისთვისაც „გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი“. მელია სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია. „სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე - და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!; არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ, ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!; 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას; იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს; გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე“, - აღნიშნავს ნიკა მელია. „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ორივე აქციაზე მისვლას ემხრობა. „17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ. დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ - ჩვენ ჰორიზონტალურ „მე იქ მასთან არ მივალ“ - ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების - საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში - ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ! მოვუწოდებ „სირცხვილიას" ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.
უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან მოთხოვნილი სამხედრო დახმარების 10% მიიღო - თავდაცვის მინისტრის მოადგილე
„რაც არ უნდა ვიმუშაოთ, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოს ჩვენი არმია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს ამ ომის მოგებას“, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთმა უნდა დააჩქაროს იარაღის მიწოდების გრაფიკი. აშშ უკრაინას რუსეთის წინსვლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საჭირო აღჭურვილობას მიაწვდის „ასეთი მიწოდებისთვის უნდა არსებობდეს „მკაფიო ვადა“, რადგან ყოველი შეფერხება უკრაინას ძვირად უჯდება და მეტი ტერიტორიაა რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხის ქვეშ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მკაფიო ვადები, ყოველდღე არის შეფერხება, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინელი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეზე”, - განაცხად მალიარმა. უკრაინამ დასავლეთს მძიმე იარაღის უფრო სწრაფად მიწოდების თხოვნით მიმართა, რათა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის ძალების თავდასხმას შეეწინააღმდეგოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა წარმატებით აჩერებს რუსეთის თავდასხმებს დონეცკის პროვინციაში, მოსკოვის სახმელეთო ძალების მზარდი ძალა კიევისთვის სულ უფრო მეტ სირთულს ქმნის. უკრაინის პრობლემებს ისიც ამძაფრებს, რომ საბრძოლო მასალის რაოდენობა ძალიან ცოტაა. კიევის მთავრობის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, რუსეთი დღეში 50 000-მდე საარტილერიო ჭურვს ისვრის. დასავლეთმა უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდა, მათ შორის არის მრავალჯერადი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რომელთა გამოსაყენებლად უკრაინულ ძალებს მომზადება რამდენიმე კვირის განმავლობაში დასჭირდებათ. დასავლეთი უკრაინისთვის მარაგების მიწოდებას განაგრძობს. რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან
გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის კი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „გავრცელებული ინფორმაციით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ფრაქცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერის, გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა, თავად ევროკავშირის ინტერესებშია. გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია ითხოვს სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას გახდის შესაძლებელს, მათ შორის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ უნდა გაიმართოს ფრაქციის ფარგლებში, ფრაქციის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტი წარედგინება ბუნდესტაგს, სადაც გაიმართება დებატები და კენჭისყრა. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
„ჩვენს ხელებზე სისხლია“ - არნოლდ შვარცენეგერმა ევროპას მოუწოდა, რომ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტოს
ავსტრიელი წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა, ავსტრიის მსოფლიო სამიტზე ვენაში განაცხადა, რომ ვინც რუსულ ნავთობს ყიდულობს, „მათ ხელებზე სისხლია“. არნოლდ შვარცენეგერი: ომი უკრაინას არ დაუწყია, ომი დაიწყო კრემლმა მან ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ რუსული ენერგორესურსების შესყიდვა. შვარცენეგერმა ეს ფაქტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების დაფინანსებად შეაფასა. ეს არ არის შვარცენეგერის პირველი მიმართვა უკრაინის ომთან დაკავშირებით. მანამდე მან რუსეთს უკრაინაში შეჭრის შეჩერებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს
უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად ჯო ბაიდენი: ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა "რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს NATO-ს ქვეყნებიდან და ეს საკითხი დღეს, 15 ივნისს, უკრაინის მხარდაჭერისთვის საკონტაქტო ჯგუფის NATO-ს შტაბ-ბინაში განიხილება. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება უკრაინის მხარდაჭერისთვის. NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ მხარს. 2014 წლიდან მათ გაწვრთნეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტზე არიან და ებრძვიან პუტინის სასტიკ შეჭრას. არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ დახმარება დიდი ხნით გავუწიოთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება
უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ
უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. "უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ მტრის თავდასხმებს სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში, ბრძოლა გრძელდება. სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საცეცხლე შეტევა ჩვენს პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ტოშკოვკას, უსტინოვკას, ბოროვსკოეს, მეტელკინოს დასახლებების ტერიტორიებზე“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.