ძებნის რეზულტატი:

„სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის წინ, ზელენსკიმ და დუდამ სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტამდე სატელეფონო საუბარი გამართეს. შესაბამისი პოსტი უკრაინის პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა. „მოლაპარაკება მქონდა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან. მადლობა გადავუხადე ურყევი მნიშვნელოვანი თავდაცვითი დახმარებისთვის, ასევე, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. კოორდინირებული პოზიციები დავაფიქსირეღ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტამდე“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. „სამი ზღვის ინიციატივა“, რომელიც 2015 წელს წამოიწყეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ და ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა, ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების პარტნიორული ბლოკია, რომელიც ცდილობს, გააღრმაოს კავშირები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. პროექტი აერთიანებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან: ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი, სლოვენია და ბულგარეთი. ინიციატივის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა.

ბორელი: უკრაინული მარცვლეულის რუსული ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის რუსული ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ამ კრიზისს ევროპული სანქციები არ იწვევს. „წარმოიდგინეთ, რომ მილიონობით ტონა ხორბალი რჩება ბლოკირებული უკრაინაში, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული“, - თქვა ბორელმა. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

გერმანიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება დააანონსა

გერმანიის რკინიგზა მარცვლეულის ექსპორტში უკრაინის დახმარებას გეგმავს. შესაბამისი საცდელი ოპერაციები, სავარაუდოდ, 2022 წლის ივლისში შესრულდება. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა. ფელდჰუსენის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი ოდესის პორტებით ახლა შეუძლებელია და ვითარდება სხვადასხვა საექსპორტო გადაწყვეტილა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით. „ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ამ პროცესს. გერმანიის რკინიგზა აქტიურად მუშაობს უკრაინელ პარტნიორებთან საცდელი ოპერაციების განსახორციელებლად. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევასრულებთ ასეთ ოპერაციებს ივლისში და შევძლებთ [უკრაინული] მარცვლეულის ყოველდღიურ ექსპორტს“, - თქვა ფელდჰუსენმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

სტოლტენბერგი: NATO და ევროკავშირი უკრაინელების გვერდით დგანან

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკომისიის პრეზიდენტს მასპინძლობს. სტოლტენბერგმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. „დიდი პატივია, NATO-ს სამიტამდე ვმასპინძლობდე ევროკომისიის პრეზიდენტს. NATO და ევროკავშირი უკრაინელების გვერდით დგანან, როცა ისინი აგრძელებენ თავის დაცვას რუსეთის სასტიკი ომისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ახლო პარტნიორის, უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლმცა 19 ივნისს განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება. ამასთან, ამერიკის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება. NATO-ს გენერალური მდივანმა ასევე 19 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინისთვის  უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის. ამასთან, ალიანსის გენმდივნის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის უნდა მოემზადონ. მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, მადრიდში, NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს.  

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას

რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას, ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რომელსაც ნატრობენ, თუმცა ვერც ერთი სცენარი ვერ იქნება წარმატებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ. დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა

გერმანიის ხელისუფლებამ სანქცირებულ რუს პარლამენტარსა და მის მეუღლეს სამი ბინა ჩამოართვა

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წევრს და მის მეუღლეს სამი ბინა ჩამოართვა. CNN მიუნხენის პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ამ ქალაქში, დუმის წარმომადგენლისა და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ბინები, სანქცირებულებს საბანკო ანგარიშებთან ერთად ჩამოართვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქცირებულ პირს კუთვნილი აქტივები არამარტო გაუყინეს, არამედ ჩამოართვეს. პროკურორის თქმით, სათათბიროს წევრს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ერთი დღით ადრე, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ პუტინის გადაწყვეტილების მხარდაჭერის გამო დაუწესა. ორი ბინა ეკუთვნოდა როგორც სათათბიროს წევრს, ასევე, მის მეუღლეს, ხოლო კიდევ ერთი ბინა მხოლოდ მისი მეუღლის სახელზე იყო. მიუნხენის პროკურორის განცხადებით, სანქცირებულია როგორც სახლმწიფო სათათბიროს წევრი, ასევე, მისი მეუღლე. იმავდროულად, სათათბიროს წევრის და მისი მეუღლის წინააღმდეგ, გერმანიის ხელისუფლება სანქციების დარღვევის საქმეზე დამატებით გამოძიებას აწარმოებს.  

TOP 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუმინეთში ყიდულობს და ყიდის

საქართველოსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. ეს საკითხი, კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა. შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს Europetime-ს მოთხოვნით საქსტატიდან მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 2022 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ბრუნვა - 2021 წლის იანვარ-აპრილი $61,411.5 ათასი; ექსპორტი - $9,880.9 ათასი; იმპორტი - $51,530.6 ათასი; ბრუნვა - 2022 წლის იანვარ-აპრილი $93,700.5 ათასი; ექსპორტი - $16,378.5 ათასი; იმპორტი - $ 77,322.1 ათასი; საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $32 მილიონითაა გაზრდილი.  რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუმინეთში - TOP 10 პროდუქტი 2021 წლის იანვარ-აპრილი -ექსპორტი სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $8,818.6 ათასი; სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $366.0 ათასი; ფეროშენედნობები - $ 261.1 ათასი; ყალიბები და ბოყვები; სასმხმელო ქვეშა; სასმხმელო მოდელი; ფორმები - $114.3 ათასი; ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - $96.9 ათასი; ცოცხები და ჯაგრისები - $93.3 ათასი; მოწყობილობები თამბაქოს დასამზადებლად, სხვა ადგილას დაუსახელებელი - $39.9 ათასი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $16.2 ათასი; ავტოსატვირთელები - $11.5 ათასი; ინსტრუმენტები, კორპუსები და სახელურები ინსტრუმენტებისათვის მერქნისაგან - 9.7 ათასი; დანარჩენი საქონელი -$ 53.5 ათასი; 2022 წლის იანვარ-აპრილი - ექსპორტი სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $14,455.1 ათასი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $1,240.1 ათასი; ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - $291.2 ათასი; ცოცხები და ჯაგრისები -$ 97.1 ათასი; ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა, დანარჩენი -$63.0 ათასი; საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - $ 61.7 ათსი; კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - $17.9 ათსი; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) -$17.7 ათასი; ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) - $16.4 ათასი; ნაწილები განკუთვნილი შიგაწვის ძრავებისათვის -$15.4 ათასი; დანარჩენი საქონელი -$102 ათასი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან რუმინეთში ექსპორტში, მინერალური სასუქები პირველ ადილზეა, მეორეა მსუბუქი ავტომობილები, შემდეგ კი ბოსტეული. 2021 წელს საექსპორტო ათეულში მეორე მესამე ადგილზე იყო თამბაქოს ნაწარმი და ფეროშენადნობები. მიმდინარე წლის ოთხ თვეში, საქართველოდან რუმინეთში ფეროშენადნობები ექსპორტი არ განხორციელებულა.  2022 წლის იანვარ-აპრილი - $ 77,322.1 ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $71,194.6 ათასი; სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 927.3 ათასი; ფილები მერქან-ბურბუშელისა - $766.9 ათასი; რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $682.1 ათასი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $483.3 ათასი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $430.2 ათასი; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) - $272.1 ათასი; პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული- $250.0 ათასი; მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $166.3 ათასი; საფრენი აპარატების ნაწილები - $142.4 ათასი; დანარჩენი საქონელი - $2,006.8 ათასი; 2021 წელი იმპორტი - $51,530.6 ათასი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $40,597.1 ათასი; კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - $3,199.7 ათასი; კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას- $2,142.3 ათასი; რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი -$831.1 ათასი; ფილები მერქან-ბურბუშელისა -$550.0 ათასი; სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები- $404.0 ათასი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული -$371.1 ათასი; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) -$310.2 ათასი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $239.6 ათასი; პაპიროსის ქაღალდი -$206.6 ათასი; დანარჩენი საქონელი- $ 2,678.8 ათასი; საქასტატიდან მიღებული მონაცემებიდან ჩანს, რომ რუმინეთიდან იმპორტში, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მეორეა კოქსი და ქვანახშირი; მესამეზე კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები.  Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში განუსცხადეს, რომ არის მოლოდინი, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება.  ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. „შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება. რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა: რკინიგზა საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა). საავტომობილო საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა). რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ  ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე.   ცნობისათვის, 17 ივნისს, ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა,   რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს. 

პროკურატურამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე 3 პირს წარუდგინა ბრალდება, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გამოძიება გრძელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად წარმოშობილი კონფლიქტის დროს სხვადასხვა საგნების გამოყენებით ოთხ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ერთ პირს ბასრი საგნით მიაყენა ჭრილობა. ბრალდებულები ხმოვანი იარაღის და დანის დემონსტრირებით დაზარალებულებს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ხმოვანი იარაღიდან გაისროლა. მომხდარი დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება სულ ხუთმა პირმა მიიღო, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. სამართალდამცველებმა სამი პირი 17 და 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო

სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს. მედიკოსის სახლიდან ამოღებულ ხორცს ექსპერტიზა უტარდება. თავად ექიმ-თერაპევტი კი, ამ დრომდე საქმიანობას მუხიანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში განაგრძობს. როგორც მისი ოჯახის წევრი აცხადებს, ქალის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მას საცხოვრებელ ბინაში მაცივარი და კანალიზაცია ჰქონდა გაფუჭებული, სადარბაზოში არსებული მძაფრი სუნი კი სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდა. ცნობისთვის, 18 ივნისს, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, რომელიც ექიმ-თერაპევტს ეკუთვნის, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს.   

Zipair-JAL-მა ავიაკომპანიის თვითმფრინავებზე გამოსახულ Z-ს ჩაანაცვლებს და დიზაინს შეცვლის

ტოკიოში დაფუძნებულმა Japan Airlines-ის შვილობილმა კომპანია Zipair-JAL-მა - გამოაცხადა, რომ 18 ივნისიდან, თვითმფრინავზე დატანილ „Z“-ს მოხსნის და მას სხვა გაფორმებით ჩაანაცვლებს. მიზანი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოსთან რაიმე კავშირის თავიდან აცილებაა. კომპანიამ განმარტა, რომ დიზაინის შეცვლა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც დაგეგმილი იყო. თუმცა, Zipair-ის პრეზიდენტმა შინგო ნიშიდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Zipair-ს მომხმარებლები დაუკავშირდნენ და არსებული ლოგოს გამო შეშფოთება გამოხატეს.  რუსეთმა „Z“ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სავარაუდო გამარჯვების სიმბოლოდ გამოიყენა. Z ტანკებსა და სხვა აღჭურვილობაზე გამოსახა. კრემლის მომხრეები მას თავიანთი მხარდაჭერის გამოსახატად იყენებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია იწყება

თბილისში, პარლამენტის წინ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია - „შინ ევროპისკენ“ იწყება. აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. ასევე მივლენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.  აქციის სლოგანია: “წინ ევროპისკენ”, “შინ ევროპისკენ”. მოძრაობა “სირცხვილია” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ. კერძოდ:რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა. საქართველოს პარლამენტთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტისთვის გზა გადაკეტილია.   თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ზელენსკი: უკრაინა „სამი ზღვის ინიციატივის“ ნაწილი უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სამი ზღვის ინიციატივის წევრი უნდა გახდეს. ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა.„უკრაინაში იარაღის მიწოდება, საწვავის მიწოდება, სატრანსპორტო ნაკადები, მწვანე დერეფნები უკრაინული საკვების ექსპორტისთვის, ხალხის მიგრაცია - ეს ყველაფერი მიმდინარეობს ამ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიების გამოყენებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ერთ-ერთი უდიდესი გაზის საწყობი რეგიონში. „პოლონეთი-სლოვაკეთის, პოლონეთ-უკრაინის ინტერკონექტორების შესაძლებლობების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია, დავაკმაყოფილოთ სამი ზღვის ინიციატივის ყველა ქვეყნის საჭიროებები. ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტით შეიძლება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თქვენი ქვეყნების ენერგობალანსში. ეს დაგეხმარებათ, გახდეთ დამოუკიდებელი რუსული ენერგეტიკული წნეხისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის წინ, ზელენსკიმ და დუდამ სატელეფონო საუბარი გამართეს მან ასევე მოუწოდა ინიციატივის წევრებს მონაწილეობა მიიღონ უკრაინის რეკონსტრუქციაში - „ჩვენი თაობის ყველაზე დიდ პროექტში“. სამი ზღვის ინიციატივა, 12 ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფორუმი ავსტრიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის და უნგრეთის შემადგენლობით ჩამოყალიბდა. მისი პირველი შეხვედრა 2015 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში გაიმართა. ინიციატივის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა. მისი მიზანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კავშირების გაღრმავებაა.  

VTB ბანკის ხელმძღვანელი: მხოლოდ საქართველოდან გავდივართ

VTB შეინარჩუნებს შვილობილი კომპანიები დსთ-ს ქვეყნებში, ჩინეთსა და ინდოეთში, - განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში. „ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად, არსად არ ვყიდით ბიზნესს. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ ბანკებთან, ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედების საკითხს, რათა ვიყოთ ძირითადი ბანკი ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებისთვის“, - თქვა მან. კოსტინის თქმით, ვითიბი ამ ქვეყნებში თავისი ბიზნესის პერსპექტივას ხედავს. სანქციების დაწესებამდე „ვითიბი ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო სომხეთში, ბელორუსიში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. მას ჰქონდა შვილობილი და ასოცირებული ბანკები გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კვიპროსში, საქართველოში და ანგოლაში, ასევე VTB ბანკის ერთი ფილიალი ჩინეთსა და ინდოეთში, VTB Capital plc-ის ფილიალი სინგაპურში. ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.  

სალომე ზურაბიშვილი: ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა. ამ დღეებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს მიესალმა და მობილიზაციისკენ მოუწოდა, რომ ევროკავშირმა თბილისიდან ნათელი გზავნილი მიიღოს.  როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. „მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ. იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, როგორც მე გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე; ჩვენი ბოლო არგუმენტები წარვადგინო, ასევე, ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ Twitter-ზე ჩემს მიმართვებს ჩვენს კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისში, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ იწყება.  ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

პრეზიდენტი: მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი

მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო მიმართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: ყველა ჩემ კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა. ამ დღეებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციის „შინ ევროპისკენ“ მშვიდ ვითარებაში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სალომე ზურაბიშვილმა ასევე სამართალდამცავებს მიმართა, რომ აქციზე წესრიგი უზრუნველყონ. თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია იწყება „მინდა ყველას გთხოვოთ, ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული, ევროპული ქვეყანა. მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, რამეთუ მშვიდი კადრები იქნება ის, რაც ევროპის ყველა ეკრანზე გავა. ეს იქნება იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, რაც არის მისაღები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იწყება, სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ზელენსკი: რუსული არმია ხარკოვსა და სლავიანსკზე შეტევისთვის ძალებს იკრებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული არმია ხარკოვსა და სლავიანსკზე შეტევისთვის ძალებს იკრებს. ამის შესახებ მან საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ახლა რუსული არმია ცდილობს ძალების მოკრებას, რათა კვლავ შეუტიოს ხარკოვს. ჩვენ მოვახდინეთ ამ რეგიონის დეოკუპაცია. მათ ისევ უნდათ ეს და ჩვენ ამას ვხედავთ. ქალაქში მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ნიკოლაევი გამუდმებით იბომბება - და იქ თითქმის ნახევარი მილიონი მოსახლეა. მათ უნდათ სლავიანსკის აღება და მთლიანად განადგურება - ომამდე იქ ასი ათასი მოსახლე იყო", - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ოკუპანტების შესაჩერებლად და ხალხის დასაცავად. ”მაგრამ იმისათვის, რომ ეს უფრო სწრაფად გავაკეთოთ, გვჭირდება მხარდაჭერა, თანამედროვე იარაღი. ასეთი იარაღი, რომელსაც აქვს მეტი პოტენციალი, ვიდრე რუსული არმიას. ამიტომ ვხარჯავ ამდენ ემოციას, ამდენ დროს და ამდენ ძალისხმევას, რომ დავარწმუნო ყველა ჩვენი პარტნიორი, რომ მოგვცეს მძლავრი შეიარაღება. ეს სიცოცხლის საკითხია“, - თქვა მან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ. ორბანი დღეს ევროსაბჭოს სხდომის წინ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან ერთად ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტსა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრს მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცოგოვინამაც უნდა მიიღონ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ზელენსკი: დაბლოკილი პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებში, პროგრესი ჯერ არ არის

უკრაინას, ხორბლის ექსპორტისთვის პორტების განბლოკვის საკითხში, მრავალმხრივ მოლაპარაკებებში პროგრესი ჯერ არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, აფრიკა „პრაქტიკულად მათი მძევალია, ვინც უკრაინაში ომი წამოიწყო“. გერმანიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება დააანონსა ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საზღვაო გზა უკრაინის აგრარული სექტორის პროდუქციის ექსპორტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „მარცვლეულის ექსპორტი კი გლობალური სასურსათო ბაზრის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია. უკრაინა ამ ბაზარზე ხორბლის, მზესუმზირის ზეთის, სიმინდის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ექსპერტული გათვლებით, ამ პროექტების სტაბილურ მიწოდებაზეა დამოკიდებული დაახლოებით 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს. ანა ფოტიგას, ჟიგიმანტას პავილიონისის, რასა იუკნევიჩიანეს, მარკეტა გრეგოროვასა და ანდრიუს კუბილიუსის ვიდეომიმართვები აქციაზე ცოტა ხნის წინ აჩვენეს. ევროპარლამენტარებმა აქციის მონაწილეებთან მიმართბით, მხარდაჭერა გამოხატეს.  ანდრიუს კუბილიუსი - ევროპარლამენტარი „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს შიგნით. ქართველი ერი პრო-ევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადასხვა აზრს და სადაც არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება“, - განაცახდა კუბილიუსმა.  ანა ფოტიგა - ევროპარლამენტარი „წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას ისევე, როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ფოტიგამ. მარკეტა გრეგოროვა - ევროპარლამენტარი „ჩემთვის ესაა მომავალი, რადგან მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. მადლობთ რომ ზრუნავთ, მადლობთ, რომ მოხვედით, მე სრულად გიჭერთ მხარს, რომ ზრუნავთ თქვენს ევროპულ მომავალსა და მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკოთ თქვენზე როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობისა და საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებსა და სურვილს, რომ პროგრესს მიაღწიოთ და შეძლოთ ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. გახსოვდეთ თქვენს უკან ვდგავართ მაშინ, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პრო-ევროპელი იდეალისტები, თუ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“, - განაცხადა გრეგოროვამ. რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე „კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი. ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები და კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა თქვენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგში. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც, თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი, იპოვოთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ. ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე „ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რელომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის შემდეგ - გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვს საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შაელ მიშელის შუამავლობით. ის ექვსი თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკებებს. მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ", - თქვა ვიდეომიმართვაში ჟიგიმანტას პავილიონისმა. თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ მიმდინარეობს. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

შარლ მიშელი: ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელ მიშელმა Twitter-ზე დაწერა. ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. „ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,- წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.