ძებნის რეზულტატი:
აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მსვლელობით, ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. მანამდე პარლამენტის წინ აქციაზე სამოქალქო მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა მანიფესტი წაიკითხა და მომავალი შეკრების თარიღი დაანონსა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს როგორც მანიფესტშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. „2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა! ამიტომ 24 ივნისს თქვენ წინაშე წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!" - წერია მანიფესტში. თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ მიმდინარეობს. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ანკარა: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და მადრიდში NATO-ს მოახლოებული სამიტი ამ შემთხვევაში ბოლო წერტილი არ არის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ორი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას „როგორც ადრე აღვნიშნეთ, NATO-ს სამიტი (მადრიდში) ჩვენთვის არ არის გარდამტეხი ან საბოლოო წერტილი. ამიტომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ ჩვენს თანამოსაუბრეებს ფინეთიდან და შვედეთიდან ღიად ვუთხარით“, - განაცხადა კალინმა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თურქეთი ელის, რომ შვედეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ტერორისტული დაჯგუფების PKK-ის საქმიანობის წინააღმდეგ. ამასთან, პრესმდივანმა დასძინა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული განცხადებები უკვე გააჟღერა. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა შვედეთს და ფინეთს, აღკვეთონ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი თანხების შეგროვება PKK-სთვის. ასევე მისი საქმიანობა და თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდა. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, ბრიუსელში, ბლოკის შტაბ-ბინაში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ
თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა
თბილისში, „ევროპის მოედანზე“ აქცია - „შინ ევროპისკენ“ ჩატარდა. აქციის დასასრულს, მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებზე ხელმოწერები დატოვეს. აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მსვლელობით, ევროპის მოედნისკენ მიემართებიან მანამდე პარლამენტის წინ აქციაზე სამოქალქო მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა მანიფესტი წაიკითხა და მომავალი შეკრების თარიღი დაანონსა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს როგორც მანიფესტშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებიან, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდება. თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
დიმიტრი აბდუშელიშვილი: სად გვინდა? იქ, სადაც ჩვენი შვილების მომავალია, განათლება განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ
ბიზნესმენის და მეცენატის, დიმიტრი აბდუშელიშვილის შეფასებით, ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ. „ოდესმე თუ სადმე მინდოდა ცხოვრება, ეს ჩემი ქვეყანა იყო. მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, დიდხანს მიცხოვრია უცხოეთშიც მაგრამ, ჩემი მთავარი სახლი მაინც სულ საქართველოში იყო... ამ ჩვენს მშვენიერ ქვეყანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მაგარი ქვეყანა იყოს, ჩვენი ნიჭიერი ხალხი კი ბედნიერი, რეალიზებული, დასაქმებული და არა სხვისი ხელის შემყურე...არადა ამისკენ მიმავალი გზა სწორედ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადის. დღეს უპატიებელი იქნება, გზები აგვერიოს...საქართველოს ისტორია, რომელიმე პარტიის ისტორიით არ იწყება და არ მთავრდება, არც ყავლგასული ვაი პოლიტიკოსებით, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე მზად არიან. ამიტომ ახალგაზრდა, გაუსვრელ მომავალ თაობას გაუმარჯოს და მათ არჩევანს. საქართველოს ხალხის არჩევანს. ყველაზე დიდი კავშირი ესაა, როცა ვინმეს უკავშირდები ფასეულობებით და ღირებულებებით, ჩვენ სხვა თავსმოხვეულმა კავშირებმა, რომლებიც არ აგვირჩევია, ისედაც დაგვწია უკან, ხოდა ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ. P.S. მამა ერთ-ერთი იყო, ვისაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. მე მგონია, იმ ემოციების და გზის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნავს დიმიტრი აბდუშელიშვილი.
ესტონეთმა ფიზიკურ პირებს რუსეთიდან სანქცირებული საქონლის შეტანა აუკრძალა
10 ივლისიდან ესტონეთში იმ საქონლის იმპორტი იკრძალება, რომელიც ევროკავშირის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო საბჭოს ვებგვერდზე საქონლის სრული სია გამოქვეყნდა, „რომლის რეალიზაციიდანაც რუსეთს მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს, რაც საშუალებას აძლევს უკრაინაში შეიარაღებული აგრესია და დაპყრობითი ომი განაგრძოს“. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია 10 ივლისიდან ესტონეთში შეუძლებელი იქნება ალკოჰოლის „იმპორტი ან გადატანა“. სანქცირებას ექვემდებარება ლუდი, ღვინო, არაყი, ვისკი, ლიქიორი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ხის ავეჯი, სასუქები და პნევმატური საბურავები. სანქციები ასევე ვრცელდება რუსეთში, ფუფუნების საქონლად კლასიფიცირებული რიგი ნივთების ექსპორტზე. ევროკავშირმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. კერძოდ, აკრძალა რუსული ალკოჰოლისა და სასუქების იმპორტი, ასევე, საქონლისა და რიგი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი.
უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. “1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია. ისინი არიან როსტოვსა და კურსკში. ისინი საპყრობილეში არიან, როგორც ომის ტყვეები, თუმცა ომის ტყვეები არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ", - განაცხადა ვერეშუკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალურ შიმშილთან თამაში - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება, რადგან ამან შეიძლება, მსოფლიოში შიმშილი გამოიწვიოს. ამის შესახებ კოლონამ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. ფრანგმა დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ინფრასტრუქტურის განადგურება“. მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს გენერალური მდივნის ძალისხმევას და თურქეთის განსაკუთრებულ როლს შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გამარტივებაში. „არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინული მარცვლეული დარჩება დაბლოკილი; ეს საშიშია გლობალური სტაბილურობისთვის", - აღნიშნა კოლონამ. გერმანიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება დააანონსა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ოლექსი არესტოვიჩი: ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი ამასთან, რუსულმა მხარემ საკუთარი დანაკარგების შესახებ მხოლოდ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, უკანასკნელად 25 მარტს, როდესაც განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დროიდან 1 351 სამხედრო დაიღუპა და 3 825 - დაიჭრა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯანმო: პანდემიის პირველ წელს დეპრესია და შფოთვა ადამიანებში 25%-ზე მეტით გაიზარდა
უახლესი ანგარიში მოუწოდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებებს და აქტივისტებს, გაზარდონ თავიანთი ვალდებულება და გააძლიერონ ქმედებები, რათა შეცვალონ დამოკიდებულება, ქმედება და მიდგომა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მის განმსაზღვრელ ფაქტორებთან და ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი ყოვლისმომცველი მიმოხილვა გამოაქვეყნა მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ანგარიშში მოცემულია დეტალური გეგმა მთავრობების, აკადემიური სექტორისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორებისათვის, თუ როგორ დაუჭირონ მხარი მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გარდაქმნას. „2019 წელს, თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი - მათ შორის მსოფლიოს მოზარდების 14% - ცხოვრობდა ფსიქიკური დარღვევით. დღესდღეობით, ყოველი 100 სიკვდილიდან 1 სიკვდილი სუიციდია. თვითმკვლელობათა 58% ხდება 50 წლამდე. ფსიქიკური დარღვევები შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების მთავარი მიზეზია, რაც იწვევს ცხოვრების წლების ერთ მეექვსედის შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრებას. ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე ადამიანები, საშუალოდ 10-დან 20 წლით ნაკლებს ცხოვრობენ, რისი მიზეზიც ძირითადად პრევენცირებადი ფიზიკური დაავადებებია. ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა და ბულინგი დეპრესიის ძირითადი მიზეზებია. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციები, ომი და კლიმატის ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალურ, სტრუქტურულ საფრთხეებს შორისაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ პანდემიის პირველ წელს დეპრესია და შფოთვა ადამიანებში 25%-ზე მეტით გაიზარდა. სტიგმა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ადამიანების მიმართ ფართოდ არის გავრცელებული ბევრ საზოგადოებასა და მათ ჯანდაცვის სისტემებში. მსოფლიოს მასშტაბით, 20 ქვეყანაში თვითმკვლელობის მცდელობა ჯერ კიდევ კრიმინალიზებულია. გლობალურად, საზოგადოების ყველაზე ღარიბი და დაუცველი ნაწილი ფსიქიკური დარღვევის განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის. ამასთანავე, ადამიანების ამ ჯგუფისთვის ადეკვატური მომსახურების მიღება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოა. COVID-19 პანდემიამდეც ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა წვდომა ეფექტურ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან მომსახურებაზე. მაგალითად, მსოფლიოში ფსიქოზის დროს, ადამიანთა 71% არ აქვს მომსახურებაზე წვდომა. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, შემთხვევათა 70%-ს აქვს წვდომა მკურნალობაზე, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში - მხოლოდ 12%-ს. რაც შეეხება დეპრესიას, მომსახურების მოცვის ხარვეზები ყველა ქვეყანაში არსებობს: მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც კი, დეპრესიის მქონე ადამიანების მხოლოდ მესამედი იღებს ფორმალურ დახმარებას. დეპრესიის მინიმალურად ადეკვატური მკურნალობის არსებობა შეფასებულია 23%-დან (მაღალშემოსავლიან ქვეყნებში) 3%-მდე (დაბალი და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში). უახლესი მტკიცებულებების საფუძველზე, სწორი პრაქტიკის გამოყენებით და ადამიანების ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჯანმოს ანგარიში ცხადყოფს, თუ რატომ და სად არის ცვლილება საჭირო ყველაზე მეტად და რა არის მისი მიღწევის საუკეთესო გზები. ჯანმო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ერთად იმუშაონ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მინიჭებული ღირებულებისა და ვალდებულების გაღრმავების მიზნით, შეცვალონ გარემო, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გააძლიერონ სისტემები, რომლებიც ზრუნავენ მასზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
ნობელის პრემიის რუსმა ლაურეატმა თავისი მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე $100 მილიონად გაყიდა
2021 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა თავისი მედალი აუქციონზე გაიტანა, მთელი შემოსავალი კი, უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის შეაგროვა. მედლის ღირებულება $103.5 იყო. Heritage Auctions-მა Twitter-ზე დაწერა, რომ მურატოვმა 2021 წლის ნობელის პრემია აუქციონზე UNICEF-ის ბავშვთა ლტოლვილთა ფონდის სასარგებლოდ გაიტანა და 103 500 000 დოლარად გაიყიდა. Heritage Auctions-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნობელის ინსტიტუტის დირექტორმა ოლავ ნიოლშტადმა აუქციონს მხარი დაუჭირა და მას „ჰუმანიტარულობის დიდსულოვანი აქტი“ უწოდა. მურატოვი რუსული დამოუკიდებელი საინფორმაციო რესურსის, Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორია. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ორგანიზაციის ცნობით, მურატოვმა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაც გააკრიტიკა.
პესკოვი: რუსეთს არ შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ უკრაინაში დატყვევებულ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ
"რუსეთს არ შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ უკრაინაში დატყვევებულ ვეტერან ამერიკელ სამხედროებს არ დაემუქრებათ სასიკვდილო განაჩენი", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა "მე გარანტიებს ვერ მოგცემთ. ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული. ამერიკელი სამხედროები უკრაინაში უკანონო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ", - განაცხადა პესკოვმა. სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ამერიკის სამი მოქალაქის დაკარგვის შესახებ იუწყება ცნობისთვის, 15 ივნისს ბრიტანულმა გაზეთმა Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარეს მოხალისედ მებრძოლი ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრე დრიუკი და ენდი ტაი ნგოკ ჰიუინი, ხარკოვის მახლობლად დაატყვევეს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან, რათა ინფორმირებული იყოს უკრაინაში რუსების მიერ დატყვევებული ამერიკელი სამხედროების მდგომარეობის შესახებ.
SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს. კომუნიკაციის კომისიის ცნობით, ამ საკითხზე ორგანიზაციის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. გაცნობით შეხვედრაზე კომისიის და მედიალაბის თანამშრომლებმა Starlink-ის წარმომადგენელთან საქართველოში, სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვაზე, ასევე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავის მხრივ, SpaceX-ის წარმომადგენელმა კომისიის თანამშრომლებს საქართველოში SpaceX-ის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე მედიალაბის მიერ გადამზადებული სტარტაპერების მიერ შექმნილი პროექტები წარადგინეს. ცნობისთვის, Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიაჩნიათ კომუნიკაციების კომისიაში. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა SpaceX-ის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართულ ტელეკომ გარემოს ადგილზე გაეცნოს. ჩვენ მას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში „ტელეკომის“ მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ. Starlink არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემა.
ირაკლი ღარიბაშვილი: პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით
ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას, ენდობა თუ არა საქართველოს ხელისუფლება პუტინის დაპირებებს. „რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე. ჩვენ პუტინთან კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის შემდეგ. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია. მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
დიეგო კოლასი: გუშინდელმა შეკრებამ მიზანსწრაფვის და მობილიზაციის დიდი შესაძლებლობა აჩვენა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი გუშინ გამართულ აქციას და ევროკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 20 ივნისს გამართული მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება იყო ძალიან საინტერესო და ის აჩვენებს მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდ შესაძლებლობას. დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამავდროულად, ევროკავშირსაც აქვს მოლოდინი, რომ იმ რეფორმების სიაზე, რაც განსაზღვრული იყო წინაპირობებით, თითოეულ მათგანზე იქნება პროგრესი მიღწეული. ამის მისაღწევად კი, ელჩი პოზიტიური დემარშის, მობილიზაციის და მიზანსწრაფვვის აუცილებლობაზე საუბრობს.„ჩვენ უნდა დაველოდოთ, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება და პროტესტი იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდი შესაძლებლობა. იმ წინაპირობებზე, რომლებიც იყო განსაზღვრული ევროკომისიის მიერ, არსებობს გარკვეული იმედი და მობილიზების გარკვეულ შესაძლებლობასაც იძლევა. ეს ქმნის ოპტიმიზმის იმედს, რადგანაც ის ევროპული პერსპექტივის აღიარებას მოიცავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მას ახლავს მკაფიო სამოქმედო გზა რეფორმებისთვის, რათა იმოძრაოთ წინ და მიაღწიოთ ძალიან ოპტიმისტურ და პოზიტიურ შედეგს. არ იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ევროკავშირსაც ასევე აქვს მოლოდინი, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მობილიზაცია და მიზანსწრაფვა, რომ იმოძრაოთ წინ და ეს არის იმის მსგავსი, რაც ვიხილეთ გუშინ“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
კარლ ჰარცელი: გუშინ ვნახეთ საქართველოს პროევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ჰარცელის განცხადებით, გუშინდელი აქცია საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი და ღირსეული მანიფესტაცია იყო. დიეგო კოლასი: გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა მიზანსწრაფვის და მობილიზაციის დიდი შესაძლებლობა „რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანისა. ბევრი ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე გამოვიდა, რომელთაც სურთ, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ მოცემული შესაძლებლობა გამოიყენოს და გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა საქართველოს ევროპული დღის წესრიგი რეალურად წავიდეს წინ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის შეფასებით, ევროკომისიის მიერ მოცემული პერსპექტივა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციალი აქვს, თუმცა ამისათვის კომისიის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო, რისთვისაც ქვეყანამ გულმოდგინედ უნდა იმუშაოს და ამ მიმართულებით შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადადგას. „არ უნდა შეგვეშალოს - ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია პერსპექტივასთან დაკავშირებით წარმოადგენს მკაფიო თანხმობას, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი აქვთ. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით ნაკლებად ხელსაყრელი იყო, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, რაც ხაზს უსვამს იმ საჭიროებას, რომ წინ შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება. ამისთვის ევროკომისიისგან ჩვენ გვაქვს სია განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც საქართველომ განვითარებისთვის უნდა დააკმაყოფილოს. საქართველოს ევროპული მომავალი თავად საქართველოს ხელშია - დროა, გულმოდგინედ იმუშაოთ და ნაბიჯები წინ გადადგათ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი
ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით
ბექა დავითულიანი: აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ
„ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის თქმით, 20 ივნისს ევროკავშირის მხარდამჭერ მრავალათასიან აქციაზე მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც იყვნენ. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავითულიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები – მოძრაობა „სირცხვილია”, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული. „მოსახლეობის 80% ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლები არიან იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები. თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების და აქციის. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ”, – განაცხადა დავითულიანმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 24 თებერვლიდან 21 ივნისამდე, 34 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, მათ შორის, 300 მათგანი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ოლექსი არესტოვიჩი: ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა „უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1496 ტანკი, 3606 ჯავშანტექნიკა, 752 საარტილერო სისტემა, 239 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 98 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 საბრძოლო თვითმფრინავი, 181 ვერტმფრენი, 611 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 137 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2537 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 59 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსკოვი, ჟენევის დისკუსიების „უფრო ნეიტრალურ ადგილზე“ გადატანის პერსპექტივებს განიხილავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საუბარში შეხვედრების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადატანის პერსპექტივების საკითხი დასვა. „რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის მიერ გადადგმული ნაბიჯების დესტრუქციულობას, რაც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას. შექმნილ პირობებში ობიექტურად ჩნდება კითხვა, ჟენევიდან შეხვედრის ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილზე გადატანის აუცილებლობის შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, 20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სუნთანოღლუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვოილერ მოშანუ და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი. ცნობისათვის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს უნდა გამართულიყო, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო. ამ დრომდე უცნობია, თუ როდის აღდება მოლაპარაკებები.
ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო, კატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და კატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა დღეისთვის ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვისთვის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.