ძებნის რეზულტატი:

აზერბაიჯანი ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ ინტერმოდალურ გადაზიდვებს ამარტივებს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებით, საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვისთვის ბაქოსა და დასახლება ჰოვსანის პორტებში საბაჟო პროცედურების გავლა დაჩქარდება. კერძოდ, სატრანსპორტო ზედნადების შეცვლის გარეშე მხოლოდ ვაგონების ნომრები შეიცვლება. ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება ცვლილება Advanced Transit System (CATS) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა მოამზადეს. CATS-ის პროგრამა ტექნიკურ პირობებს მოიცავს, რაც ევროპის ახალი კომპიუტერული სატრანზიტო სისტემის, NCTS-ის (New Computerised Transit System) საფუძველზე, ალტერნატიული ციფრული სატრანზიტო სისტემისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს. ევროკავშირმა NCTS-ის პროექტი 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2022 წლის 31 მარტამდე პერიოდში განახორციელა, რისი მიზანიც ბლოკის ქვეყნებსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის პროცედურის გამარტივება იყო. ამაში შედის საერთო სატრანზიტო პროცედურებისა და საქონლით ვაჭრობის დოკუმენტაციის გამარტივება, ასევე, ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გაწევრიანება.  „ამ შეთანხმებით ჩვენ, ასევე, მივიღეთ დამატებითი შესაძლებლობა, Made in Azerbaijan-ის ბრენდის ქვეშ აზერბაიჯანული საქონელი უცხოურ, მათ შორის ევროკავშირის ბაზრებზე გაგვეტანა,“ - ნათქვამია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის განცხადებაში.

რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრას თეირანი უმასპინძლებს

რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები მომავალ კვირას თეირანში შეხვდებიან. ასტანას ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში ლიდერები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ. პუტინი ირანს მომავალ კვირას ეწვევა. ვლადიმერ პუტინი ირანში ჩასვლას გეგმავს პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. „ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა. ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.  

აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერია ლიკვიდირებული. სააგენტო ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო სირიისა და ერაყს გარეთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად, ალ-აგალის ახლო მოკავშირე მძიმედ დაშავდა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში სინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრიი შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას იაპონელი ხალხის და პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ოჯახისა და ახლობლების მიმართ და გულწრფელად ვიზიარებ მათ მწუხარებას. იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ გლოვის ჟამს, ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხდა. ცნობისთვის, შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.   

თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს

ოთხშაბათს, 13 ივლისს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციები, ასევე, გაეროს დელეგაცია შეხვედრას სტამბოლში გამართვენ, რათა განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თანახმად, სასურსათო კრიზისის მოგვარების შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის და რუსეთისა თავდაცვის მინისტრებთან, რის შემდეგაც სამინისტროების დონეზე მუდმივი საკომუნიკაციო არხი შეიქმნა. გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვს ეწვია, ხოლო უკრაინის სამხედრო დელეგაცია  - ანკარას. რვა უცხოური გემი მარცვლეულის გასატანად უკრაინის პორტებში შევიდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.  უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, უკრაინის რადაში დადგენილების პროექტი შევიდა

უკრაინის რადაში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქციათაშორის ჯგუფის „თავისუფალი კავკასიისთვის" დამფუძნებელი, უმაღლესი რადას  დეპუტატი ალექსეი ჰონჩარენკო ავრცელებს. პროექტის თანაავტორია ამავე ჯგუფის წევრი, უკრაინის სახალხო დეპუტატი მუსა მაგომედოვი. „რუსეთმა ორი ომის დროს მოაწყო მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა, რომლის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ქალაქები გროზნო და არღუნი (როგორც მარიუპოლი, სევეროდონეცკი და უკრაინის ათობით სხვა ქალაქი)... იჩქერიის მებრძოლები უკვე ეხმარებიან უკრაინას ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში რუსეთთან ომში. ამიტომ მოვუწოდებთ კოლეგებს, რაც შეიძლება მალე მივიღოთ ეს რეზოლუცია და შევთავაზოთ უკრაინის პრეზიდენტს აღიაროს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა", - წერს ჰონჩარენკო Facebook-ზე. მან ასეთი მიმართვა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებსაც გაუგზავნა.  

ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა ბერლინში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის მძიმე შეიარაღებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს. იუწყება უკრაინული მედია. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინისთვის იარაღის ერთობლივად გადაცემის საკითხი... განვიხილავთ სიტუაციის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს“, - განაცხადა გოლობმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, სლოვენიამ უკვე გაუგზავნა მძიმე იარაღის პარტია უკრაინას, მაგრამ შემდგომი პროცესი გადაიდო ხელისუფლების ცვლილების გამო. ახლა კი, პრემიერი პროცესის დაჩქარებას ელის. თავის მხრივ, შოლცმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნები „სწრაფ პროგრესს ერთად მიაღწევენ". კანცლერმა ხაზი გაუსვა პარტნიორების მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ უკრაინას - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, სამხედრო თვალსაზრისით, ასევე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დახმარებით. სლოვენია უკრაინაში 30 T-72 ტიპის  ტანკის გაგზავნას და გერმანიიდან ახალი აღჭურვილობის მიღებას გეგმავდა, თუმცა ბერლინმა მხოლოდ 15 ლეოპარდ-2A4 ტიპის ტანკი შესთავაზა . მოლაპარაკებები ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს.

უკრაინა გერმანიისგან მძიმე შეიარაღების მიწოდებას ელის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის გერმანელ კოლეგას ქრისტინ ლამბრეხტს შეხვდა. რეზნიკოვის თქმით, მხარეებმა უკრაინისთვის გერმანული შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს, რომელიც უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს.  „ჩვენ მალე ველოდებით კარგ ამბებს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა და დეტალებზე არ მიუთითა. ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ტერორისტული ქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის და ძლიერი იარაღით.

პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობის მოწოდებების გამო, პოლონეთში კაცი დააკავეს

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) დააკავა კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობისკენ მოწოდებაშია ეჭვმიტანილი. პოლონეთის უშიშროების სამსახურის სპიკერის, სტანისლავ ჟარინის თქმით, ეჭვმიტანილი პიოტრ უ. ქალაქ ბელჩატოვში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებული კაცი Facebook-ზე უხეშ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აქვეყნებდა.  „ეჭვმიტანილმა ასევე გამოიყენა სოციალური მედია "პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკის და პოლიციის ოფიცრების მკვლელობის მოწოდებისთვის", - განუცხადა სპიკერმა ჟურნალისტებს. პიოტრ უ. უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს გამოხატავდა.  

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში რუსული საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს - ოპერატიული სარდლობა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონის სოფელ ჩარივნეში რუსული საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. „ნოვა კახოვკაში საბრძოლო მასალის წარმატებული განადგურების შემდეგ, ჩარივნეში საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საცავს დაარტყეს საარტილერიო ქვედანაყოფმა“, - წერს Facebook-ზე ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“. აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის სამხრეთში ვითარება რთული, მაგრამ უკრაინის ჯარების მიერ კონტროლირებადია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

უკრაინა: მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის საკითხი გაეროს ეგიდით უნდა გადაწყდეს

უკრაინა ადასტურებს, რომ მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე თურქეთში მოლაპარაკებები დაიგეგმა. უსაფრთხოების საკითხები უკრაინული მხარის პოზიციის ძირითად ელემენტად დარჩება, ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს „უკრაინა მარცვლეულის განბლოკვის საკითხის გაეროს ეგიდით გადაწყვეტას უჭერს მხარს. ამ კონტექსტში, ჩვენ მადლობელი ვართ გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის აქტიური ძალისხმევისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოებას", ხაზგასმით აღნიშნა სპიკერმა. ოთხშაბათს, 13 ივლისს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციები, ასევე, გაეროს დელეგაცია შეხვედრას სტამბოლში გამართვენ, რათა განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თანახმად, სასურსათო კრიზისის მოგვარების შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის და რუსეთისა თავდაცვის მინისტრებთან, რის შემდეგაც სამინისტროების დონეზე მუდმივი საკომუნიკაციო არხი შეიქმნა. გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვს ეწვია, ხოლო უკრაინის სამხედრო დელეგაცია  - ანკარას. რვა უცხოური გემი მარცვლეულის გასატანად უკრაინის პორტებში შევიდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.  უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები განვითარდება და ქვეყნები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან. „პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს უკრაინის არმიას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვართ დღევანდელ რთულ ვითარებაში - ამ ტრაგედიისას, რომელიც ახლა ხდება უკრაინაში რუსული აგრესიის გამო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მომავალში, უკვე მშვიდობიან პერიოდში, უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობა განვითარდება და ქვეყნები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან. სახელმწიფოს მეთაური ასევე დარწმუნებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება. თავის მხრივ, მარიუშ ბლაშჩაკმა მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს აგრესორთან ბრძოლაში გამძლეობისთვის. „გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოზიციისთვის, რადგან უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის პოლონეთის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. გმადლობთ, რომ გვიცავთ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

CNN: შრი-ლანკის პრეზიდენტს და მისი ოჯახის 14 წევრს აეროპორტის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს

შრი-ლანკის პრეზიდენტს, გოტაბაია რაჯაპაქსას ქვეყნიდან გამგზავრება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო აეროპორტში, რიგში ჩადგომაზე უარი თქვა. ამის შესახებ CNN-ს სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა. რაჯაპაქსას თანაშემწეები ორშაბათს, კოლომბოს აეროპორტში მივიდნენ 15 პასპორტით, რომლებიც პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ, მათ შორის იყო პირველი ლედი, იომა რაჯაპაქსა, რომელმაც შრი-ლანკის ავიახაზების რეისზე, დუბაის მიმართულებით ადგილები დაჯავშნა. ოფიცრებმა უარი თქვეს პრეზიდენტის თანაშემწეების მიერ მათთვის მიცემული პასპორტების მიღებაზე, რადგან რაჯაპაქსა და მისი ოჯახის წევრები ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ საპასპორტო შემოწმებაზე და, საბოლოოდ, ფრენა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის გარეშე განხორციელდა. CNN-ის წყაროს ცნობით, ოჯახს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა იგივე პრობლემა გაჩნდა, რადგან რაჯაპაქსებმა უარი თქვეს ფრენისთვის რიგში ჩადგომასა და საპასპორტო შემოწმებაზე უარი თქვეს. რაჯაპაქსა ოფიციალურად ოთხშაბათს დატოვებს თანამდებობას. მოსახლეობა შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვს. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.

ჩასივ-იარზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა. 2022-07-12 ჩასივ იარზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა სამაშველო სამუშაო გრძელდება. „საღამოს 19:30-ის მდგომარეობით, იპოვეს კიდევ ოთხი ცხედარი. ნანგრევებიდან ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 9 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს სარაკეტო იერიში.

როგორ სწავლობენ უკრაინელი სამხედროები ბრიტანული წარმოების სხვადასხვა ჯავშანტექნიკის მართვას. ვიდეო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ უკრაინელი სამხედროები ბრიტანული წარმოების სხვადასხვა ჯავშანტექნიკის მართვას. შესაბამისი ვიდეო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოაქვეყნა. „გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, პროგრამა საშუალებას აძლევს უკრაინულ ძალებს, გააძლიერონ წინააღმდეგობა, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი ერის დაცვას კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია მოხსენებაში. ბენ უოლესმა ის უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებსაც ბრიტანელები წვრთნიან ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის ვიდეოში ასახულნი არიან ბრიტანელი ინსტრუქტორები, რომლებიც ასწავლიან უკრაინელ სამხედროებს ექვსი სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანის მართვას, კერძოდ, ესენი: Spartan, Mastiff, Husky და Wolfhound.

უკრაინაში სამი რუსი პოლკოვნიკი მოკლეს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინაში დაიღუპა რუსული არმიის სამი პოლკოვნიკი - ალექსეი ჰორობეცი, კანატ მუკატოვი და ალექსეი ავრამენკო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჰორობეცი რუსეთის ფედერაციის მე-8 არმიის შემადგენლობაში მე-20 მოტომსროლელი დივიზიის (ვოლგოგრადი) მეთაური იყო.  ავრამენკო - მე-20 გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.

კელი დეგნანმა და კობა გვენეტაძემ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების მიმართულებით სებ-მა გადადგა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენებზე გლობალურ საფინანსო სისტემაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის (Stand-by Arangement) მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც სებ-მა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ რუსეთის საფინანსო სექტორის მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით გადადგა. „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აფასებს ჩვენს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან და მზად ვართ, სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული შოკის დაძლევის პროცესშია. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა სწორედ ეროვნულ ბანკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მყარი თანამშრომლობითაცაა განპირობებული", - განაცხადა კელი დეგნანმა. „აშშ-ის ელჩთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკა საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და პარტნიორია. სწორედ აშშ-ის ჩართულობით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და განვითარებას. აშშ-ის ელჩთან ვისაუბრე იმ რეფორმებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც სებ-მა გლობალური გამოწვევების ფონზე გადადგა. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას", - განაცხადა თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ.

ისრაელი უკრაინაში თავდაცვითი საშუალებების ახალ პარტიას გაგზავნის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა უკრაინისთვის თავდაცვის აღჭურვილობის ახალი პარტიის მიწოდება დაამტკიცა. საუბარია 1500 ჩაფხუტზე, 1500 ქურთუკზე, ასობით დამცავ მოწყობილობაზე, ათას გაზის ნიღაბსა და ქიმიური დამცავ კოსტიუმებზე. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელი ეს ტექნიკა უკრაინის სამაშველო სამსახურს უახლოეს კვირებში გადაეცემა. ხანგრძლივი უარის შემდეგ, აპრილში, განცმა პირველად დაამტკიცა 2000 ჩაფხუტისა და 500 ქურთუკის მიწოდება უკრაინისთვის. Timesofisrael-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც კიევის გარეუბანში, ბუჩაში, რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების და სხვა სისასტიკეების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. იმ დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა, რომელიც ახლა ასევე პრემიერ-მინისტრია, აშკარად დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულებში, რაც მოსკოვის წინააღმდეგ ისრაელის უმაღლესი ოფიციალური პირის ყველაზე მწვავე კომენტარი იყო. ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმად, ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა . იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“. მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმმა გარკვეულწილად შეცვალა თავისი ტონი, ჯერჯერობით, უკრაინისთვის სამხედრო ძალისხმევაში წვლილის შეტანაზე უარს ამბობს. ისრაელმა უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ასევე, დასავლეთ უკრაინაში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გარდაიცვალა

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.  არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

გიტანას ნაუსედა დასავლურ ქვეყნებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდებს მიბაძონ ვილნიუსის მაგალითს და რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა „ვფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რომ ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა ნაუსედამ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – LRT-თან ინტერვიუში.  მისი თქმით, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ლიეტუვამ ​რუსულ ენერგორესურსებზე მთლიანად დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა საკუთარი თავი. „პოლიტიკამ, რომელსაც რუსეთის მიმართ არანაირი ილუზიები არ ჰქონდა, იმუშავა ბევრად უკეთესად, ვიდრე ე.წ. რეალურმა პოლიტიკამ, რომელიც ახლა წარმოადგენს თავის ტკივილს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის. მე მესმის მათი მდგომარეობის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიეტუვა სწორი გზით მიდიოდა. და რაც უფრო მალე აირჩევენ ამავე გზას სხვა დასავლურ ევროპული ქვეყნები, მით უკეთესი და მარტივი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.