ძებნის რეზულტატი:
უკრაინა იტალიისგან €200 მილიონიან სესხს საშეღავათო პირობებით მიიღებს
უკრაინამ იტალიისგან 200 მილიონი ევროს ოდენობით უპროცენტო სესხის აღების შესახებ დადგენილებას მოაწერა ხელი. თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ხელფასების დასაფინანსებლად ჩაირიცხება. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სესხი გაიცემა 15 წლით (სესხის დაფარვის გადავადების საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით 7,5 წლის ვადით). სესხით სარგებლობისთვის პროცენტი არ ირიცხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ POLITICO-სთან
POLITICO-მ საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოველენებსა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს სტატია მიუძღვნა და ამასთან დაკავშირებით, შეფასება ასევე სთხოვა ქვეყნის პრეზიდენტს. POLITICO-სთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ, გარკვეულ ძალაუფლებას იყენებს, მას ეჭვი ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. „დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებასთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად. იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას? ალბათ ვიტყოდი, რომ დიახ. იყენებს სრულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ ვიტყოდი, რომ არა. იქიდან გამომდინარე, რომ ის უკვე ორი წელია, პოლიტიკისგან არის დისტანცირებული, არ ვფიქრობ, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „როდესაც საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, მთავრობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა ომში არ იყო ჩართული. გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის უჩვეულო ნაბიჯით, საქართველოს მთავრობამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროპულ ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს. რამდენიმე წელია, ევროპარლამენტარები და ევროკავშირის სხვა ოფიციალური პირები საქართველოს მისი დემოკრატიული უკუსვლის შესახებ აფრთხილებენ. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც აინტერესებდა, რა ლოგიკას ექვემდებარება მსგავსი თავდასხმები“, - წერს POLITICO. „ბევრი კითხვა მაქვს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ თქვენ ელოდებით ქვეყნის პრეზიდენტისგან იმის თქმას, რომ მთავრობა ქვეყანაში საბოტაჟს ახორციელებს. უნდა ვთქვა, რომ ამ რიტორიკას ვეწინააღმდეგები, ბევრი კითხვა მაქვს, თუ რა ლოგიკა იდგა მსგავსი რიტორიკის მიღმა და ცხადია, რბილად რომ ვთქვა, ის არ დაეხმარა ჩვენი კანდიდატობის საკითხს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
რუსეთმა იძულებით წაიყვანა უკრაინიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთმა იძულებით წაიყვანა უკრაინიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი, ხოლო ათიათასობით უკრაინელი იმყოფება „ფილტრაციის ბანაკებში“, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე აზიის ლიდერთა კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა შექმნა ე. წ. ფილტრაციის ბანაკები, რომლის გავლასაც აიძულებს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ათიათასობით ადამიანი რჩება ამ ბანაკებში. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი მაისში საუბრობდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
შრი-ლანკის მსგავსმა კრიზისებმა შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც იფეთქოს - ვოლოდიმირ ზელენსკი
შრი-ლანკაზე კრიზისი გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის დაბლოკვით, რამაც შესაძლოა, სხვა ქვეყნებში სოციალური არეულობა გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სეულში, აზიის ლიდერთა კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ტაქტიკის ერთ-ერთი პუნქტი „ეკონომიკური შოკის“ შექმნაა. „ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. შეხედეთ შრი-ლანკაზე განვითარებულ მოვლენებს. სურსათისა და საწვავის ფასების შოკისმომგვრელმა მატებამ სოციალური აფეთქება გამოიწვია. ახლა არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. თუმცა ასეთი აფეთქებები შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც დაზარალდნენ სურსათისა და ენერგეტიკული კრიზისით“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვაო პორტების ცინიკურმა ბლოკადამ ამ კრიზისების გამწვავება გამოიწვია, რადგან რუსეთი მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული საკვების კრიტიკულად მნიშვნელოვან მიწოდებას აფერხებს. ცნობისთვის, „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა 13 ივლისს უმასპინძლა, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა.
პრეზიდენტი: ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენას ,,ჩამოქცეული ცა“ უმასპინძლა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გამოფენის მიზანი ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა და თავად, ხელოვანების მხრიდან კი, ეს ომის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი მანიფესტია. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, აქ, ორბელიანების სასახლეში ვუმასპნძლოთ პირველ გამოფენას, ვიცი შემდეგ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოფენები და გამოფენა-გაყიდვები სხვა გალერიებშიც, მაგრამ აქ გამოფენას სხვა დატვირთვა აქვს. ეს სწორედ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ თქვენი ქვეყნისა და იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს თქვენი ქვეყანა იმყოფება. თქვენი აქ ყოფნა, ამ გამოფენის გამართვა უკვე განაცხადია; განაცხადია იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით, რა მძიმე ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რასაც ჩვენი ერთობლივი, ევროპული გზა ჰქვია. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, რადგან ნამდვილი უსაფრთხოება რეალურად მიღწეულია, როცა იმ ოჯახში ხარ, სადაც ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ყველა. ეს ჩვენი მომავალია! მე ამ მომავალს გისურვებთ თქვენ და ვუსურვებ ჩვენს ხალხს! ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს უკრაინის დახმარებისა და ამ ტრაგიკულ მომენტში, უკრაინული კულტურის მხარდაჭერისთვის. „დიდება უკრაინასა და საქართველოს! დიდება იმ გმირებს, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ! ერთად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა კასიანოვმა. ორბელიანების სასახლეში გამოიფინა ლიუბოვ დუშინას, ოლგა ლისიცკას, ირინა ვინიჩენკოს, პოლინა ბალაცკოს, ევა კოჟარინოვას, ანასტასია კლიმენკოს, ნიკა ხვოროსტენკოს, ნატალია კოსსის ნამუშევრები.
გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, სტამბოლში, ხორბლის საკითხზე რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირების მოლაპარაკების შემდეგ პოზიტიურ შედეგებს აანონსებს. უკრაინა: მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის საკითხი გაეროს ეგიდით უნდა გადაწყდეს „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლა ამის შესახებ გაეროს სპიკერმა ფარხან ხაკმა განაცხადა. გაეროში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები „რაღაცით დადებითია“, აცხადებს სპიკერი. მისი თქმით, ამის შესახებ გუტერეში გააკეთებს განცხადებას. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ. გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, ლუგანსკისა და დონეცკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, კრიტიკულად აფასებს. უკრაინა ამ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩაშლის მცდელობას უწოდებს. ფხენიანი, არღვევს უკრაინის კონსტიტუციასა და გაეროს წესდება საერთაშორისო ნორმების შესახებ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. არამეგობრული აქტის საპასუხოდ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ აცხადებს. ჩრდილოეთ კორეამ მხარი დაუჭირა „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა 23-27 სექტემბერს, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგებს უკრაინაში.
ევროკავშირმა კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა
ევროკომისიამ გამოაქვეყნა დამატებითი მითითებები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რუსეთიდან საქონლის ტრანზიტის შესახებ, სადაც კალინინგრადის რეგიონში, გარკვეული სანქცირებული საქონლის გადაადგილება სარკინიგზო გზით დაუშვა. ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა ევროკომისია განმარტავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გააკონტროლონ ტრანზიტის მოცულობა, ფოკუსირება მოახდინონ ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე. ასევე შეზღუდონ „საქონლის უჩვეულო ნაკადები და ვაჭრობის ნიმუშები“. აკრძალვა სრულად ეხება, ტრანსპორტის რეჟიმის მიუხედავად, სანქცირებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტს. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სანქცირებული პროდუქცია მათ ქვეყნებში არ მოხვდეს. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ. ამ კუთხით, კომისია ხაზს უსვამს რუსეთსა და კალინინგრადის რეგიონს შორის ორმხრივი სავაჭრო ნაკადების მონიტორინგის მნიშვნელობას, რათა სანქცირებული საქონელი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ვერ მოხვდეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ უნდა მოამზადოს კანონმდებლობა ევროკომისიის ინსტრუქციების შესასრულებლად, კალინინგრადის ოლქში რუსული საქონლის ტრანზიტის შესახებ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 10 ივლისს კალინინგრადში ახალი ტიპის რუსული საქონლის ტრანზიტის აკრძალვა ამოქმედდა, ლიტვამ პირველ დღეს 34 სატვირთო მანქანა არ გაუშვა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ კვირადან ლიეტუვის გავლით აკრძალულია ცემენტის, ალკოჰოლის, ხის, მინის, ალუმინის, ქაღალდის ნაწარმის, თაბაშირის და სხვა რუსული წარმოშობის საქონლის ტრანსპორტირება. მანამდე ლიტუვამ ევროკავშირის სანქციების საფუძველზე კალინინგრადის რეგიონში ფოლადისა და შავი ლითონების ტრანზიტი აკრძალა. ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.
უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შევთანხმდით - თურქეთის თავდაცვის მინისტრი
უკრაინიდან დაბლოკილი მარცვლეულის გამოსატანად, სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე პროგრესს მიაღწიეს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, მხარეები საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს „ოთხმხრივ შეხვედრაზე მივაღწიეთ შეთანხმებას ტექნიკურ საკითხებზე. მაგალითად, პორტიდან გამოსვლის წერტილებში ერთობლივ კონტროლსა და მარშრუტებზე სანავიგაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მომდევნო კვირას, შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ თურქეთში შეიკრიბებიან. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ. გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
მედია: შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტი თავშესაფარს სინგაპურში მიიღებს
ადგილობრივი მედიის ცნობით, შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა მალდივებიდან სინგაპურში გაფრინდება, სადაც თავშესაფარს მიიღებს. შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა რაჯაპაქსამ 12 ივლისს ხელი მოაწერა გადადგომის განცახდებას და ქვეყანა დატოვა. 9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გოტაბაია რაჯაპაქსას გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.
ზელენსკის განცხადებით, სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ სტამბოლში ოთხმხრივ მოლაპარაკებებზე მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ - თურქეთის თავდაცვის მინისტრი გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა „მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად“. „მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის, შესაბამისი ძალისხმევისთვის. ამ ისტორიის წარმატება სჭირდება არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს სჭიდება მთელ მსოფლიოს. შავი ზღვაზე უსაფრთხოების საკითხზე და ხორბლის ექსპორტზე შეთანხმება გლობალური სასურსათო კრიზისის სიმძიმეს შეამსუბუქებს. უკრაინის დელეგაციის წევრებმა მაცნობეს, რომ არის გარკვეული პროგრესი. უახლოეს დღეებში დეტალებს გაეროს გენერალურ მდივანთან გავაანალიზებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ. გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა - გაერო
9 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ სულ 9,136,006-მა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი. პოლონეთი გახდა ლიდერი უკრაინელი ლტოლვილების მიღების თვალსაზრისით ევროკავშირში: 11 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირდა 1 221 596 უკრაინელი, რომლებიც ომს გამოექცნენ. დაახლოებით 900 000-მა თავშესაფარი იპოვა გერმანიაში, 391 000 - ჩეხეთში და დაახლოებით 150 000 - თურქეთსა და იტალიაში. 80000-ზე მეტი ლტოლვილი რჩება მოლდოვაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
აშშ ვირჯინიის შტატში, წყალდიდობის შედეგად 44 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ უაითვუდში წყალდიდობის შედეგად 44 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე უხვმა ნალექმა 100-ზე მეტი სახლი დააზიანა. ამასთან, მეწყრულმა პროცესებმა რამდენიმე საავტომობილო გზა და ხიდი წალეკა. სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟების 18 ერთეული მუშაობს. ცნობისთვის, სტიქია რეგიონს ოთხშაბათს დაატყდა თავს.
ჩეხეთის პრემიერ მინისტრი: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული გაზი არ იქნება
ევროკავშირი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს, რომელშიც რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა ისევ არ შევა. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ Reuters-ს განუცხადა, სანქციები, რომლებსაც ახლა დააწესებს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, სავარაუდოდ აკრძალავს ოქროს იმპორტს, გააფართოებს ორმაგი დანიშნულების საქონლის სიას, რომლებიც აკრძალულია რუსეთში ექსპორტისთვის. პაკეტი ასევე მიზნად ისახავს უფრო მეტი პირისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნაა, რომელიც აცხადებს, რომ რუსული გაზი ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას ითვალისწინებს
აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის კონგრესში ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება. დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს. კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება. აღნიშნული კანონპროექტის თანა-სპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი - ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი - დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი - მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი - მერილენდი).
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი თავდაცვაზე მეტს უნდა ხარჯავდეს
"ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს. ამავდროულად, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება" – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. "ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს. ამავდროულად, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება. ევროკომისიასა და ევროპის თავდაცვის სააგენტოს შეუძლია, მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს იარაღის ერთობლივ შეძენაში, კერძოდ, მარაგების შევსების კონტექსტში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გამო იწურება", - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
სენატორებმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს
აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება. დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს. კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება. აღნიშნული კანონპროექტის თანა-სპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი - ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი - დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი - მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი - მერილენდი). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის კონგრესში ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების საკითხს Europetime-თან ინტერვიუებში ბენ ჰოჯესი აქტიურად განიხილავდა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას“, - ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობდა. 2021-04-20 ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია
მიკოლაივის მერი: რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს კვლავ დაარტყეს
მიკოლაივში რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაარტყეს ქალაქის რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა „ტელეგრამზე“ დაწერა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს "მიკოლაივი, ძლიერი აფეთქებები ისმის! განგაშის სიგნალი გრძელდება. ყველას ვთხოვ, დარჩეს თავშესაფრებში. გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ ფოტოები და ვიდეო დაბომბვის შესახებ, სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოჩნდება. დაბომბვის შედეგებს დაწვრილებით მოგვიანებით გაგაცნობთ", - წერს მერი „ტელეგრამზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი: მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას უკრაინელების ეშინია
კარლ ჰარცელის თქმით, სიცრუეა, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოქალაქეების შეკითხვებს Facebook-ზე გაგზავნილი შეკითხვების შემდეგ უპასუხა და მისი შინაარსი ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა. Europetime კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ. _რამდენად უკავშირდებოდა, ამ ეტაპზე, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები? ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ. _შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე? კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს. _არსებობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დათქმული რაიმე ვადა? ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით. გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე. ამჟამად, ევროკავშირამა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად. _მიიღებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს თურქეთზე ადრე? წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია. ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია. _როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა 19 აპრილის შეთანხმება გამოყენებული 12 პრიორიტეტზე რეაგირების ერთ-ერთ ნაბიჯად? შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე“ საუბრობს, რადგან სწორედ ეს შეთანხმება იყო მაგალითი იმისა, თუ რა ტიპის მუშაობაა საჭირო მხარეებს შორის. მხარეებს ახლა მოუწევთ, დასხდნენ და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის. _ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნახსენები ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, როგორც საკვანძო საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ორივეს გათავისუფლების შემდეგ? ცალკეულ საქმეებზე საუბარი ჩემი მანდატის მიღმაა. ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდენე შეხედულებას და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება. ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში. ევროკავშირი რჩება იმ აზრზე რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის ბ-ნი გვარამიასა და ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა. _რას ნიშნავს რეალურად „კანდიდატის სტატუსი“? ნიშნავს ეს, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე? არის აქ სხვა სახის სარგებელი? მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით. _თუ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ ქვეყანას რისი გაკეთება მოუწევს ? მოსაზრებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტები განსაზღვრულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აღნიშნულის მიღწევის ვადები საქართველოს მთავრობის ხელშია. როგორც კი ეს პრიორიტეტები ევროკომისიის მიერ შესრულებულად იქნება მიჩნეული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ხელში გადადის. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ნაბიჯები და პროცესები ნათლადაა გაწერილი. ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კანონის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით, ე.წ. სკრინინგის პროცესი - რათა დადგინდეს, რა განსხვავებები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის და როგორ უნდა მოხდეს ჰარმონიზაცია. მოლაპარაკებების დროს, საქართველომ ასევე უნდა აჩვენოს, რომ მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისია ამ კანონების აღსასრულებლად. _იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა მუშაობდა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ კითხვარზე, როგორც ვიცით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნას თუ არა მსგავსი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მოსაზრებაში ასახული პრიორიტეტების შესრულებაზე? ევროკომისიამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელიც მოიცავს 12 მკაფიოდ გაწერილ პრიორიტეტს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ევროკომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, შესთავაზოს ან, მითუმეტეს, განსაზღვროს ღონისძიებები კონკრეტული სტრუქტურებისათვის წინსვლის მისაღწევად. ახლა უკვე ყველაფერი მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს. ამავდროულად, მოსაზრებაში ხაზგასმითაა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა მხარეთა და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობის აუცილებლობა. _როგორ აფასებთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური ძალების ამჟამინდელ პოზიციას და რამდენად შეიძლება ამ გზამ დეპოლარიზაციამდე მიგვიყვანოს? გარკვეულწილად, მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შემდგომ ბიძგს მისცემს დეპოლარიზაციას. აქამდე, ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ის ელემენტებია, რომლებიც შეიძლება სასარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. _თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას? ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე, რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის. _უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ თბილისის პრაიდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად? მოქალაქეების დაცვა ძალადობისაგან და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და, უდავოდ, ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს. სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ უფლებების დაცვა, გამონაკლისების გარეშე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში შეფასებული იქნება ხელისუფლების მზაობა და შესაძლებლობა, თანაბრად დაიცვას ეს უფლებები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის.
მიკოლაევში დაბომბვის შედეგად 2 საგანმანათლებლო დაწესებულება და სასტუმრო დაზიანდა
"ქალაქ მიკოლაევში დღეს დილით, რუსეთის ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 2 საგანმანათლებლო დაწესებულება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაწესებულება და სასტუმრო დაზიანდა", - ამის შესახებ ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვიტალი კიმიმ უკრაინულ მედიასთან განაცხადა. მიკოლაივის მერი: რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს კვლავ დაარტყეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს „მიკოლაევში დღეს დილით, რუსეთის ძალების მიერ, დაბომბვის შედეგად 2 საგანმანათლებლო დაწესებულება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაწესებულება და სასტუმრო დაზიანდა. 9 რაკეტა, S-300-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან რეგიონულ ცენტრს მოხვდა“, - განაცხადა ვიტალი კიმიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა - გაერო