ძებნის რეზულტატი:

მექსიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზღვრის გასაძლიერებლად 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა  აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გადადგამენ დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ ნაბიჯებს მათ ქვეყანაში მიგრანტთა ნაკადების სამართავად, ასევე მზარდ ინფლაციასთან გასამკლავებლად ორმხრივი ვაჭრობის განვითარებით. „იმ გაბერილი სათაურების მიუხედავად, რომლებსაც ზოგჯერ ვხედავ, მე და თქვენ გვაქვს ძლიერი, ნაყოფიერი ურთიერთობები“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მექსიკელ კოლეგასთან შეხვედრისას. ცნობისთვის, აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პირველი რკინის კონსტრუქცია კალიფორნიის შტატის სამხრეთით, ქალაქ სან-დიეგოს გარეუბანში აღმართეს.  

საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე პრაღაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს. „საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის მიმართულებით; განხორციელდება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში; ქართული მხარე გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; გერმანელი ექსპერტები ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციას, ასევე, ესწრებიან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსებმა დონეცკში კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, გასული დღის განმავლობაში, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო დაშავებულია კიდევ 8 სამოქალაქო პირი, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორი, პავლო კირილენკომ „ტელეგრამზე“ იუწყება. მისივე თქმით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 606-ია, დაშავებულია 1 560 ადამიანი. გუბერნატორი აცხადებს, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

უკრაინამ პოლონური ჰაუბიცების კიდევ ერთი პარტია მიიღო - ზელენსკი

„უკრაინამ პოლონეთიდან Krab-ები მიიღო, რომლებიც ჩვენს მტერს ცეცხლით მძლავრად დააპურებენ“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, კიევში პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშაკთან მოლაპარაკებები გაიმართა, რომლის საკვანძო საკითხიც შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობაა. „თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაზეც ვისაუბრეთ, არამედ ისიც, როგორ ვისაუბრეთ. აბსოლუტური რწმენით  უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს ჩემი ყველა დანარჩენი მოლაპარაკებები. ეს ყოველთვის იგრძნობა“,- განაცხადა ზელენსკიმ.  

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავა, ორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავა, ხოლო ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული მენტალიტეტისა“ და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული შ. მ. (მეტსახელად „ჩატო“) და 1972 წელს დაბადებული მ. ფ. – „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ხოლო 1979 წელს დაბადებული გ. ნ., 1979 წელს დაბადებული ვ. ა. და 1968 წელს დაბადებული გ. ც. – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს. 1960 წელს დაბადებული ა. ჯ. (მეტსახელად „კიკა“) და 1969 წელს დაბადებული რ. გ. კი „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თ. ფ.-ს და 1975 წელს დაბადებულ გ. თ.-ს, მათ „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი – მ. ქ. რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავას ოღლის. მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“: მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.  

გერმანიამ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის სია გაასაჯაროვა

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გადაცემულ იარაღის სისტემების, აღჭურვილობისა და სხვა ლეტალური და არალეტალური დახმარების სია გამოაქვეყნა. დოკუმენტი გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უკრაინამ გერმანიისგან 12 ივლისის მდგომარეობით შემდეგი შეიარაღება მიიღო: 3000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 14 000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 500 საზენიტო რაკეტა „სტინგერი“, 2700 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა“, 7 თვითმავალი ჰაუბიცა, 21 მილიონზე მეტი ტყვია ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 100 ტყვიამფრქვევი და ა.შ. ამასთან, 2022 წელს გერმანიამ გაზარდა თავისი სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ევრომდე. „ეს დამატებითი თანხები ძირითადად განკუთვნილია უკრაინისთვის, ასევე გერმანიის შენატანებისთვის ევროპულ სამშვიდობო ფონდში, საიდანაც შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო ზომების ხარჯების ანაზღაურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. რუსებმა დონეცკში კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს „13 ივლისის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 249 ბავშვი და დაშავდა 652-ზე მეტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ზელენსკი: მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას უკრაინელების ეშინია

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად, მტერს მაინც არ აქვს გამბედაობა აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინის მიწიდან. „რუსეთმა კარგად იგრძნო, რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და რომ უკრაინის მიწაზე, რომელიც ოკუპირებული აქვს, უსაფრთხო ზურგი არსად ექნება. რუსეთმა იგრძნო, რომ უკრაინელი მზვერავების ოპერაციები გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი ნებისმიერი სპეცოპერაცია და რუსი ჯარისკაცების საუბრების მოსმენიდან ვიცით, რომ მათ ეშინიათ უკრაინის შეიარაღებული ძალების. თითქმის ოცი კვირაა, მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას ეშინია უკრაინელების და რაღაცის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უძირო მარაგების საფუძველზე“, - განაცხადა ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

მწვერვალ კატიწვერას მიმდებარედ მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ონის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ კატიწვერას მიმდებარედ, იმყოფებოდა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება მიღებისთანავე მოახდინა და მოქალაქის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. დაშავებულის ადგილსამყოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, გადაწყდა ოპერაციის ვერტმფრენის საშუალებით ჩატარება. კატიწვერას მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ექიმები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ. ამ დროისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად უკვე ჩაყვანილია ქუთაისში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებულს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას.  

შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა

Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ შრი-ლანკა გადადგომის შესახებ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. გამოცემა ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ რაჯაპაქსა მალდივებზე გაფრინდა.  გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. ამის შესახებ ოთხი დღის წინ შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაჰინდა იაპა აბეივარდენამ განაცხადა. CNN: შრი-ლანკის პრეზიდენტს და მისი ოჯახის 14 წევრს აეროპორტის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს „ვარაუდობენ, რომ რაჯაპაქსა გადადგომის ოფიციალურ განცხადებამდე გაფრინდა, რათა თავიდან აიცილოს დაკავება, - წერს Al Jazeera. 9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.  

ივნისში საქართველოს ექსპორტი 25%-ით, $439 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 467.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 548.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 918.9 მლნ. აშშ დოლარი (35.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 370.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოდან უცხოეთში $439 მილიონის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით ანუ $88 მილიონით მეტია.  ივნისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა და $1.04 მილიარდი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 21%-ით ანუ $183 მილიონით მეტია.   

100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართავს

ააიპ „ჯანდაცვის ასოციაცია“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს წერილით მიმართავს. ასოციაცია მიმართვის წერილში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბრობს იმაზე, რომ რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით. ამასთან, მინისტრს 20 ივლისამდე შეხვედრას სთავაზობენ. „მოგმართავთ ააიპ „ჯანდაცვის ასოციაციის სახელით“, რომელიც 100-მდე კლინიკას, 23 000-ამდე თანამშრომელს აერთიანებს და 1 000 000 კაპიტაციურ ბენეფიციარს ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, ასოციაციაში შემავალი კლინიკები, მეტნაკლებად, საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, რისი გადაჭრაც სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ასოციაციის მიზანი, სწორედ სახელმწიფოსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარება და სფეროს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანაა. პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენი საქმიანობის საფუძველი და ამოსავალი პრინციპია, რაც ყველას გვაერთიანებს. ასოციაცია ოქტომბრის თვიდან ცდილობს ითანამშრომლოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთანაც, თუმცა 9 თვის მანძილზე, ჩვენს მიერ დაყენებულ ვერცერთ საკითხზე ვერ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა და წარმოადგენს ტარიფებზე შეთანხმება და ინდექსაცია - თუ რატომ, შევეცდებით 11 ივლისს თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხით გამოვეხმაუროთ. 1. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან, მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე აპელირება და DRG სისტემის დანერგვა მოგახსენებთ, რომ კლინიკებს მძიმე ტვირთად გვაწვება 2013 წლის ტარიფებით ფუნქციონირება (ინფლაცია, კომუნალური ტარიფების გაზრდა, სახარჯი მასალის გაძვირება და სხვა - კომუნალური გადასახადების ზრდა - ელ.ენერგია - 85.7%, წყალმომარაგება - 47%, გაზი - 28%; მხოლოდ 2018 წლის შემდეგ ინფლაციის კუმულაციური მაჩვენებლი - 24.5%; 2019 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ლარი გაუფასურდა - 24.6% ), რაც პირველ რიგში აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. სექტემბრის თვიდან დღემდე, ასოციაცია, სამუშაო შეხვედრების, საჯარო თუ დახურული დისკუსიების მეშვეობით აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების ინდექსაციასთან, ფასების გათანაბრებასთან, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის მნიშვნელობას და ტარიფის ცვლილების აუცილებლობას ჯანდაცვის სამინისტრო, ყველა შეხვედრაზე, იზიარებდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან გამართული შეხვედრებისას, ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, რომ სამინისტრო, არაუგვიანეს ივნისის თვის, რეანიმაციის სტანდარტების დანერგვას, ხოლო აგვისტოს თვიდან დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) სისტემის დანერგვას გეგმავდა, რაც კლინიკებს „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა“. შეთანხმებისამებრ, რეანიმაციის სტანდარტებს უნდა მოყოლოდა ინდექსაცია, რასაც თქვენთან ერთად მისაღებ პროცესად მივიჩნევდით. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო 11 ივლისს, მთავრობის სხდომაზე თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება ტარიფების ინდექსაციის არ განხორციელების და დიაგნოზს შეჭიდული ჯგუფების სისტემის დანერგვის ვადებთან დაკავშირებით. მივესალმებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, თუ აღნიშნული სწორი მეთოდოლოგიით და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რესურსით განხორციელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით გამართულმა სამუშაო შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვის პროცესამდე, მთელი რიგი ეტაპებია განსახორციელებლი, რაც დიდ ადამიანურ რესურსს და დროს მოითხოვს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული სისტემის დანერგვას წლები დასჭირდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით; 2. სამედიცინო მომსახურების ხარისხი და კონტროლი მოგეხსენებათ, რომ პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, მაღალკვალიფიციური და მოტივირებულ პერსონალის საქმიანობას, კლინიკების ფინანსური მდგრადობა განაპირობებს, რისი შენარჩუნებაც არარენტაბელური ტარიფების და გაზრდილი ხარჯების პირობებში, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. თქვენს სამინისტროსთან შეთანხმებით, სწორედ ხარისხის მაჩვენებელ ახალ სტანდარტებზე უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ინდექსაცია, რასაც 11 ივლისის თქვენივე განცხადებით, ანულირება გაუკეთეთ. 3. რატომ 520-ე დადგენილება? საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ჰოსპიტალური სექტორი 2013 წელს ჩაერთო, იმ მომენტისათვის მინიმალური ტარიფებით და კლინიკების მხრიდან შეთანხმებული ფასით, რაც დღემდე უცვლელია. 2019 წელს, 520-ე დადგენილებით, განსაზღვრული ტარიფები გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომელიც 2020-2021 წლებიდან პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებს, ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლებს საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე. დღეს, ამის რესურსი, უბრალოდ აღარ არსებობს.მაგალითისათვის დღეს II-III დონის რეანიმაციული საწოლ დღე 440-240ლარით ფინანსდება, როდესაც კლინიკებისათვის ასეთი საწოლ დღის თვითღირებულება დაახლოებით 730ლარია. კიდევ ერთხელ ვიტოვებთ შედეგიანი თანამშრომლობის და ეფექტიანი კერძო-საჯარო პარტნიორობის იმედს და გთავაზობთ შეხვედრას 20 ივლისამდე, წინააღმეგ შემთხვევაში, რიგმა დაწესებულებებმა შესაძლოა ვეღარ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, რაც წარმოშობს ქვეყანაში სერვისების მიწოდების შეფერხების საფრთხეს. გვჯერა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, როგორც უფლება ნიშნავს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას და არა "უფასო" ან დაბალი ხარისხით მომსახურებას. ასევე გვჯერა, რომ ამ პლატფორმაზე ერთიანია ჯანდაცვის ასოციაცია და ჯანდაცვის სამინისტრო და რომ ჩვენი თანამშრომლობით შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება, უკეთესი და ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა.ჯანდაცვის ასოციაციის წევრი სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულება: 1. ვანის სამედიცინო ქსელი 2. შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო 3. ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 4. ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი 5. ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი; 6. სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი 7. სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 8. ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 9. ხონის ამბულატორიული ცენტრი 10. გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 11. საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 12. სართიჭალის ამბულატორიული ცენტრი 13. კაჭრეთის ამბულატორიული ცენტრი 14. ველისციხის ამბულატორიული ცენტრი 15. იორმუღანლოს ამბულატორიული ცენტრი 16. მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 17. დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 18. ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 19. მარტყოფის ამბულატორიული ცენტრი 20. გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 21. მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 22. მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი 23. ავერსის ცენტრალური საავადმყოფო 24. ავერსის ისნის ფილიალი 25. ავერსის ბ/ხმელნიცკის ფილიალი 26. ავერსის თემქის ფილიალი 27. ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი 28. ბირთვული მედიცინის ცენტრი 29. ავერსის რუსთავის ფილიალი 30. ავერსის თელავის ფილიალი 31. ავერსის მარნეულის ფილიალი 32. ავერსის #2 მარნეულის ფილიალი 33. ავერსის გორის #1 ფილიალი 34. ავერსის გორის #2 ფილიალი 35. ავერსის რუსთავის ფილიალი 36. შპს ნიუ ჰოსპიტალსი 37. სს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 38. ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა 39. კავკასიის მედიცინის ცენტრი 40. კარაპს მედლაინი 41. ი.ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკა 42. თელავის რეფერალური ჰოსპიტალი 43. ხაშურის ჰოსპიტალი 44. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი 45. ახალქალაქის ჰოსპიტალი 46. დასავლეთ საქართველოს მედიცინის ცენტრი 47. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი 48. კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი 49. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო 50. ფოთის ჰოსპიტალი 51. ქობულეთის ჰოსპიტალი 52. მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი ჰოსპიტალი 53. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი 54. შპს „ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა" 55. სს „ჯერარსი“ 56. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო 57. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარი ცენტრი 58. ჟორდანიას კლინიკა 59. ინოვა 60. საბურთალოს პოლიკლინიკა 61. გლდანის პოლიკლინიკა 62. დიდი დიღმის პოლიკლინიკა 63. მთაწმინდის პოლიკლინიკა 64. დიდუბის პოლიკლინიკა 65. ქარელის ჰოსპიტალი 66. ისნის პოლიკლინიკა 67. ვარკეთილის პოლიკლინიკა 68. წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი 69. ტყიბულის ჰოსპიტალი 70. ქუთაისის პოლიკლინიკა 71. ხონის ჰოსპიტალი 72. წყალტუბოს ჰოსპიტალი 73. თერჯოლის ჰოსპიტალი 74. ზუგდიდის პოლიკლინიკა 75. მარტვილის პოლიკლინიკა 76. ფოთის პოლიკლინიკა 77. წალენჯიხის ჰოსპიტალი 78. ჩხოროწყუს ჰოსპიტალი 79. აბაშის ჰოსპიტალი 80. ნინოწმინდის ჰოსპიტალი 81. ადიგენის ჰოსპიტალი 82. ჩაქვის სამედიცინო ცენტრი 83. ბათუმის პოლიკლინიკა 84. ქედას ჰოსპიტალი 85. შუახევის ჰოსპიტალი 86. ხულოს ჰოსპიტალი 87. თელავის პოლიკლინიკა 88. ახმეტის ჰოსპიტალი 89. ყვარლის ჰოსპიტალი 90. შპს „კონსილიუმ მედულა“ 91. შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ 92. შპს „თბილისის გულის ცენტრი“ 93. შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა 94. შპს „ნეოლაბი“ 95. შპს „#5 კლინიკური საავადმყოფო“ 96. შპს „Mმედი 22“ 97. სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“ 98. შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ 99. შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“ 100. შპს საქართველოს უნივერსიტეტი“, - ნათქვამია მიმართვაში.  

პროკურატურა: საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა სრულად შესრულებულად მიიჩნია

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს თაობაზე ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაში არის აღნიშნული. უწყების ცნობით, ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემას. „მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ სრულად შესრულდა რეკომენდაცია პროკურორების დისციპლინური რეჟიმის სრულყოფის თაობაზე. საქართველოს პროკურატურას, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული ხუთი რეკომენდაციიდან, ამ დროისათვის ხუთივე სრულად აქვს შესრულებული. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.  

თბილისში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელდა - მუნიციპალური ინსპქეცია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მოქალაქეებს სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა“, - ნათქვამია თბილსის მერიის განცხადებაში.  

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დელეგაცია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი.

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს

ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი). მან საქართველოსთვის დეპოლარიზაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „მე მინდა რამდენიმე ძირითად ელემენტზე ვისაუბრო. პროექტი მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და იმეორებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება, მიაღწიონ ქვეყნის მოსახლეობის ამბიციურ ევროპულ მიზნებს. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას, რაც ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით უნდა შესრულდეს.  ანგარიშის პროექტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გადაჭრას ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ყველა დონის სასამართლოში მოსამართლეთა დასახელებისა და დანიშვნის პროცესში, ასევე - გენერალური პროკურორის წარდგენისა და დანიშვნისას, რომ პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; რეზოლუციის პროექტი ასევე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარების საჭიროებასა და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნაზე. ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები საკვანძო დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს, მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემის შესახებ აღქმას“. კერძოდ, სვენ მიქსერმა ახსენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშვნა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებამდე; „ანგარიშის პროექტი იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმირების პროცესში არსებობდა პროგრესის ნაკლებობა, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო 75 მილიონი ევროს ტრანში, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება 2021 წლის სექტემბრისთვის. ამასთან, ანგარიშის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტიანად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე; შეშფოთებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რაც ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ანგარიშის პროექტი იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება და შეშფოთებას გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ODIHR-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ამასთან, ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა. ცნობისთვის, ეს ანგარიშის პროექტი რეზოლუაციას უნდა დაედოს საფუძვლად.

დმიტრო კულება: მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე

უკრაინა საერთაშორისო ბაზრებზე მარცვლეულის ექსპორტისთვის ემზადება და მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, - ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ El Pais განუცხადა. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს „ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებში, ორ ნაბიჯში ვართ. აუცილებელია უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა, რაც რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. ჩვენ ფინალურ ფაზაში ვართ და ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე. თუ მათ ნამდვილად სურთ, მაშინ მალე დაიწყება ხორბლის ექსპორტი. მაგრამ თუ ისინი, ამ ფაქტორს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „შიმშილის თამაშები“ ითამაშონ, მაშინ აქცენტს კვლავ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე გადაიტანენ“, - განაცხადა კულებამ. მინისტრმა დასძინა, რომ ხედავს მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა შეიცვალოს თავისი პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით. „მათ სურთ, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს აჩვენონ, რომ საკვების დეფიციტს თავიდან ააცილებენ. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ რუსეთს არ აინტერესებს, რომ უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტი შეძლოს. რადგან იციან, რომ თუ მარცვლეულს მსოფლიო ბაზარზე გავიტანთ, შემოსავალს მივიღებთ და ეს ჩვენ გაგვაძლიერებს“, - აღნიშნა კულებამ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ქართველმა მეზღვაურებმა 5-ბალიანი შტორმის დროს 52 ადამიანი გადაარჩინეს

მალტის დროშის ქვეშ მცურავ, თურქულ ტანკერზე მყოფმა 18-კაციანმა ეკიპაჟმა, რომელშიც 9 ქართველია, 5-ბალიანი შტორმის დროს, ურთულეს პირობებში, 52 ადამიანი გადაარჩინა. მათ შორის, ორსული და 3 ბავშვია. ისინი, ოკეანის გავლით, აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ TV25 ავრცელებს. მათივე ცნობით, მიგრანტები 3 დღის განმავლობაში ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ. შორეულ ნაოსნობაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა: ზაზა ჭაღალიძემ, ზვიად ქობულაძემ, ნუგზარ ბერიძემ, მინდია აბუსერიძემ, კახა ადამიამ, შალვა სვანიძემ, დილარ ცეცხლაძემ, მანუჩარ კობალაძემ და გიორგი ცეცხლაძემ, შტორმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მათი ბორტზე უსაფრთხოდ აყვანა მოახერხეს და მითითების შესაბამისად, ისევ, აფრიკის სანაპიროებზე დააბრუნებენ.  

დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ დროა, მხარეებმა განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ. „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დელეგაცია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი.

ფარულ მოსმენებზე ევროსასამართლოში 10 ჟურნალისტის საჩივარი გაიგზავნა

2022 წლის 12 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ათი ჟურნალისტის საჩივარი წარადგინა. მომჩივან ჟურნალისტებს შორის არიან: ნეტგაზეთის რეპორტიორი ნინო ბიძინაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები — გიორგი მგელაძე და გელა ბოჩიკაშვილი, ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტები — ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტები — ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი. საქმე ეხება 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვის[1] მიუხედავად, ამ დრომდე უმოქმედოა.  როგორც „მედიაომბიდსმენი“ აცხადებს, „სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამაც უარი თქვა ჟურნალისტებს უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე – დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა. „საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის. საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი“, — აცხადებს „მედიაომბუდსმენი“, რომლის დამფუძნებელია იურისტი ნათია კაპანაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი. ორგანიზაციის ცნობით, მალე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი ჟურნალისტის, ხატია შამანაურის სარჩელი გაიგზავნება მედიის წარმომადგენლების დაცვა შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მხარდაჭერით.