ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილი: დღეს მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ ქუჩაში გასვლას აზრი არ აქვს - ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ უნდა შევწყვიტოთ

"დღეს მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ ქუჩაში გასვლას აზრი არ აქვს და ვინც მიტინგზე გადის, უსამშობლო და უღმერთოა. შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, სააკაშვილი განმარტავს, რას ნიშნავს როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. ჰიბრიდული ომი წარმოებს. „როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს „ჰიბრიდული ომი“, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს. 1) მოქალაქეებს შთააგონებ, რომ მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. აბა მე რა ვქნა? ჩემზე რა არის დამოკიდებული? რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას? 2) ჩვენი ბედი არ წყდება აქ მაინც. არსებობს სხვა მსოფლიო ცენტრები და იქ მზადდება შეთქმულებები საქართველოს წინააღმდეგ. 3) ხდება შოკირება ხალხის რუსული კალკით. ჩვენთან ეს იყო ქვევრში ჩამხრჩვალი რაფალიანცი. სლოვიანსკში ვითომ ჯვარზე გაკრული 3 წლის ბიჭი. 4) ყოველდღე ჩაგვაგონებენ, რომ დემოკრატია ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. (ვინც მიტინგზე გადის ის არის უსამშობლო, უღმერთო და აშ.) 5) სრულიად შეგნებულად ხორციელდება შეტევა კულტურაზე, ვინაიდან სატელევიზიო ახალ ამბებზე მეტად, კულტურა აყალიბებს მენტალიტეტს. 6) დღევანდელობის ნაცვლად არის მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სულ სხვა ამბებზე ერეკლეზე, გარეჯზე და ა.შ“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, ის საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მთავარია მოქალაქეებმა შეწყვიტონ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე მიმართონ. „ახლა ორიოდე სიტყვა საქართველოში შემოსულ რუსებზე. 1) ამ რუსების უმეტესობასაც მიაჩნია, რომ მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული, ისინი არაფერ შუაში არ არიან და სინდისი არ უნდა აწუხებდეთ, მაგალითად აფხაზეთზე ან ცხინვალზე. 2) მათ ქართველები მიაჩნიათ მეორეხარისხოვან არსებებად, მომსახურე პერსონალად, განუვითარებლად და არაანგარიშგასაწევად. რა უნდა ვქნათ ჩვენ. მთავარი - შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე. მუდმივად შევახსენოთ შემოსულებს, რომ მათ ინდივიდუალურად მიუძღვით პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე, ქართველების ჩაგვრაზე. და რაც მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის - ესაა ჩვენი მთავარი გადარჩენა“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ამასთან, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

კარლ ჰარცელი: ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ იმ პარტიებს, რომლებიც ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ

რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს გააკეთონ იმისთვის, რომ ევროკომისიის მოსაზრებებით განსაზღვრული 12 პირობა მთავრობის მხრიდან შესრულდეს? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ძლიერ დემოკრატიას აქტიური მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა - მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის შეფასებას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა იყოთ კარგად ინფორმირებული. ამიტომ გირჩევთ, დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება. მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან. და ბოლოს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც თქვენი აზრით, უკვე ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ“, - განაცხადა ჰარცელმა.  

სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, უკრაინის სამი პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ - WSJ

სტამბოლში, უკრაინის, გაეროს, რუსეთისა და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე, მხარეები ხორბლის ექსპორტისთვის 3 პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოფიცილური ხელშეკრულება არ გაფორმებულა. გემების ინსპექტირებას, თურქული მხარე განახორციელებს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი მოლაპარაკებებში ჩართულ პირზე დაყრდნობით წერს. უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ - თურქეთის თავდაცვის მინისტრი გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს წინმსწრებად, მხარეები შემდეგ მექანიზმზე შეთანხმდნენ: ხორბლის გამოტანა 3 უკრაინული პორტიდან კონტეინერებით, უკრაინული გემებით მოხდება. ამავდროულად, იმოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ნაწილობრივ განხორციელდება პორტების მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა. წინმსწრებად ცნობილია, რომ ერთ-ერთია - ოდესის პორტი. ამასთან უკრაინული Forbes ცნობით, განბლოკვა შეეხება შეეხება ჩერნომორსკისა და სამხრეთის პორტებს. მოლაპარაკების შემდეგი პუნქტია, ის რომ თურქეთის საზღვაო-სამხედრო ძალები შეამოწმებენ ცარიელ გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებში შევლენ. მანამდე გემების შემოწმების სურვილი რუსულმა მხარემ გამოთქვა, რადგან განაცხადა, რომ გემები შესაძლოა, უკრაინულმა მხარემ დასავლეთის იარაღის კონტრაბანდისთვის გამოიყენოს. ამასთან, გაერო შექმნის საკონტროლო ცენტრს სტამბოლში გემების უსაფრთხოების დონის მონიტორინგისთვის. შესათანხმებელი რჩება ტექნიკური დეტალები, კერძოდ უკრაინული პორტების განაღმვის საკითხი. უკრაინამ გაეროს განუცხადა, რომ დანაღმული ზღვაში უსაფრთხო გადასასვლელის შექმნის შესახებ, მაგრამ ზღვა მცურავი ნაღმებისგან მაინც უნდა გაიწმინდოს. თუმცა, WSJ-ის წყარო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ხელმოწერის გარდაუვალობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, რუსეთის დელეგაციისთვის ვლადიმერ პუტინს თანხმობა ჯერ არ განუცხადებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.  5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინელებმა ბოლო 24 საათში 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.  უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა - გაერო მათივე ცნობით, უკრაინელებმა 24 თებერვლიდან 37 870 რუსი სამხედრო მოკლეს. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 3852 ჯავშანტექნიკა, 840 ერთეული საარტილერიო სისტემა, 1667 ტანკი, 247 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 109 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 219 საბრძოლო თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 681 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2704 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 67 ერთეული სპეცტექნიკა და 155 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

კარლ ჰარცელი: 12 პრიორიტეტის შესრულებით საქართველო მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, რომ ქვეყანა დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა

რა მოხდება, თუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება? შეუქმნის ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული. საქართველოსთვის გამოწვევაა 12 პრიორიტეტი, რაც უფრო მალე შესრულდება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი და ამატებს, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. „თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება“, - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი.

ესტონეთის პრემიერმა გადადდგომის შესახებ, ოფიციალურად განაცხადა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ოფიციალურად აცნობა. ამის შესახებ ERR წერს.  კაია კალასმა ესტონეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა პრემიერთან ერთად მთელი მთავრობა გადადგება. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტსა და პარლამენტს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას კანონის დაცვით აცნობებს. კაია კალასის კანდიდატურას პარლამენტი პრემიერად ისევ წარადგენს. თუ მხარდაჭერა მიიღო, ესტონეთის ახალ მთავრობას კვლავ ის დააკომპლექტებს.  კალასმა, პარლამენტის სპიკერს შესთავაზა, რომ 15 ივლისს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც ის პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს და ახალ კოალიციურ შეთანხმებას წარადგენს, რომელიც პარტია „სამშობლოსა“ და „სოციალ-დემოკრატებს“ შორის გაფორმდა. 8 ივლისს ეს ორი პარტია მმართველი კოალიიციის შექმნაზე შეთანხმდა.   

კარლ ჰარცელი: მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი, დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

რატომ მიენიჭათ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს ჯერ პირობების შესრულება უწევს? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭება მოხდებოდა, რაც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მინდა ხაზი გავუსვა იმ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას, რომელიც სამივე ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სამივე ქვეყანა გადავიდა სრულიად ახალ კატეგორიაში, მიესალმა და აღიარა რა ევროკავშირმა ისინი მომავალ პოტენციურ წევრებად. ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მოხდებოდა, ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ სამივე ქვეყანაზე მოსაზრება განსხვავებული იყო. თითოეული მათგანი ეფუძნებოდა საფუძვლიან და ფაქტობრივ შეფასებებს ევროკავშირის მიერ, თითოეული განმცხადებელი ქვეყნის დამსახურების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში შეფასდა, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი განსაკუთრებით იმისთვის, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი და ძალა მედგრად დადგეს და დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ესენია ძირითადი თავისუფლებები: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულიად ხელმისაწვდომია, თუმცა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა უზრუნველყონ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფად გაზზე. მოვემზადოთ რთული ზამთრისთვის - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადოს და მოსახლეობა ენერგორესურსების დაზოგვის რეჟიმზე გადავიდეს. „არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას, იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ“, - განაცხადა სანდუმ. მაია სანდუმ თქვა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ გაზპრომთან იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით. „მე არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ ამას უნდა დავიცვათ. დიახ, ეს ყველასთვის რთულია. დროა არ ეძებდნენ ალტერნატივებს, არ ჩადებდნენ ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში - იმიტომ, რომ მაშინ ეს არ იყო დაინტერესებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან უსაყვედურა ოპოზიციურ პარტიებს წამგებიანი კონტრაქტის კრიტიკის გამო და აღნიშნა, რომ მათ თავად არ მოაწერეს ხელი გაზპრომთან გრძელვადიან ხელშეკრულებას, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და „მოსკოვს ემსახურებოდნენ და არა მათ მოქალაქეებს“. სანდუმ აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო რთული ზამთრისთვის ემზადება და მოლდოვაც ამისთვის უნდა მოემზადოს და სახლში თბოიზოლირება მოახდინოს. მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მოქალაქეების მხარდაჭერის სისტემას ავითარებს და ევროკავშირთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მსჯელობს.  

რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? - ევროკავშირის ელჩის პასუხი

რა არის დეოლიგარქიზაცია? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანს წარმოადგენს გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მსგავსი პრიორიტებები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვის, რადგანაც ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი. იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია, ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ, იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე თავიანტი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი. სამოქალაქო საზოგადოებამ, რამდენიმე დღის წინ, თავისი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვებისთვის“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, 12 ივლისს, ევროკავშირის ელჩს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მათ ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პრიორიტეტის შესრულება. ელჩმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირის ელჩის პასუხები მოქალაქეებს - სრულად ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან

კარლ ჰარცელი: ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი, პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე

როგორია თქვენი პირადი შეხედულება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პოტენციალის შესახებ? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ჩემი აზრით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის, მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელებით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით. მას გააჩნია ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ქართველის, ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა, მომავალში ევროკავშირში იხილონ თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ როგორც აქამდე მითქვამს, საქართველოს უბრალოდ შეუჩერებელს გახდის. მაგრამ, ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი. პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა შეკითხვის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირის ელჩის პასუხები მოქალაქეებს - სრულად

თოყაევი რუსეთიდან გასულ უცხოურ კომპანიებს, ყაზახეთში ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელისუფლებას დაავალა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან გავიდნენ ყაზახეთში ხელსაყრელი პირობები შეუქმნან. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ჩვენ ვართ მოწმეები, თუ როგორი გლობალური ბრძოლა მიმდინარეობს საინვესტიციო კაპიტალისთვის. რუსეთში 1400 უცხოური კომპანიიდან ყოველმა მეორემ შეაჩერა საქმიანობა ან საბოლოოდ დატოვა რუსეთის ბაზარი. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი პირობები მათი ყაზახეთში რელოკაციისთვის“, - განაცხადა თოყაევმა მთავრობის სხდომაზე. თოყაევი თვლის, რომ დასავლური კომპანიების რუსეთიდან ყაზახეთში გადატანა ქვეყანაში მაღალი მოთხოვნის საქონლის წარმოებას გაზრდის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ასობით უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა.   იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ათასზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა შემცირდეს საქმიანობა რუსეთში.  

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს და  კომიტეტის შესაბამის დასკვნას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე დეპუტატებს კომიტეტის დასკვნის პროექტი გააცნო და ის მიზეზები განმარტა, რაც აღნიშნული დასკვნის მომზადებას დაედო საფუძვლად. „საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 სხდომა ჩატარდა. აქედან პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძის მიერ გაცდენილი იქნა 26 მორიგი სხდომა. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოაკვლევს გაცდენის მიზეზს და თუ დასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, მოამზადებს შესაბამის დასკვნას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს განუმარტა თუ რა შემთხევებში შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ დეპუტატის მიერ სხდომების გაცდენა და აღნიშნა, რომ ლევან ვარშალომიძის მიერ არც ერთი ასეთი მიზეზი წარმოდგენილი არ ყოფილა. მისივე განცხადებით, არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციას წარმოუდგენია რაიმე საბუთი ან ცნობა, რაც დეპუტატის მიერ გაცდენილ სხდომებს საპატიოდ ჩათვლიდა. რაც შეეხება პოლიტიკურ ბოიკოტს, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ბოიკოტის საკითხიც რეგლამენტით რეგულირდება და ამ შემთხვევაშიც, არც პარლამენტის წევრს და არც მის ფრაქციას შესაბამისი ცნობა არ წარმოუდგენია. „შესაბამისად, დასტურდება რომ პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომა არასაპატიო მიზეზით იქნა გაცდენილი. აქედან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს, ლევან ვარშალომიძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს და პირველივე პლენარულ სხდომას გადაეგზავნება.

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება გავრცელდა

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება გავრცელდა.  ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში, დროებითი ზომების შესახებ დაავალა“.  „ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარეს უკრაინას, რომელიც  საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს სამართალწარმოებას. ჩვენ კვლავ ხაზს ვუსვამთ ამ პროცესის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში, დროებითი ზომების შესახებ დაავალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.  განცხადება გავრცელდა ევროკავშირსა და შემდეგი შემდეგი ქვეყნების სახელით: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალი კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები. ცნობისთვის, ამ ჩამონათვალში საქართველო არ არის, მიზეზებთან დაკავშირებით, Europetime-მა განმარტებისთვის საგარეო უწყებას მიმართა, რომლის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში გავრცელებული განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს. კერძოდ, მაშინ, გაერთიანებულმა სამეფომ შეეკრიბა მოკავშირეები იმ მიზნით, რომ დააჩქაროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიება უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებზე. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დიდ ბრიტანეთს 37 ქვეყანა შეუერთდა ამ მოთხოვნაში, მათ შორის არის საქართველოც. ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავდა, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური მიმართვა ICC-ის ისტორიაში.

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების ნაწილი 5 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი კი აღკვეთის გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით 7 000-ლარიან გირაოს. ცნობისთვის, აღნიშნული საქმე ეხება თურქეთში შესყიდულ დიდი ოდენობით ოქროს, რომელიც საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ყალბი აღოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, დავაში მხარეებმა ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ასევე საზღვარგარეთ მყოფი კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართეს.   

ვინიცაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა - გაერო უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "რუსული რაკეტები მოხვდა ვინიცის ცენტრს. რვა დაიღუპა, მათ შორის პატარა ბავშვი. არიან დაჭრილებიც. ეს არის ოკუპანტების მორიგი დანაშაული ჩვენს მშვიდ ქალაქში", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

კულება: 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ საინფორმაციო ომს ვიგებთ

უკრაინა რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ რუსეთთან საინფორმაციო ომს იგებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ 13 ივლისს ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. კულებამ თქვა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომის შესახებ, ჭეშმარიტი ინფორმაციის გასავრცელებლად, მათ გამოიყენეს ოფიციალური გვერდები Ukraine.ua და war.ukraine.ua. „ფართომასშტაბიანი ომის 140 დღის განმავლობაში Ukraine.ua ეკოსისტემამ მოიცვა 600 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. აქედან 91 მილიონი ივნისში და ეს 21%-ით მეტია, ვიდრე მაისში. შეფასებების მიუხედავად, რომ საზოგადოება ომის ინფორმაციით გადაიღალა, ჩვენი კომუნიკაციები კიდევ უფრო მძლავრი ხდება", - აღნიშნა კულებამ. კულებას თქმით, უკრაინა ახერხებს ხალხის ყურადღების მიქცევას რუსულ აგრესიასთან მიმართებით. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გადმოვცეთ სიმართლე და ასევე გამოვიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მსოფლიოს ავუხსნათ რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის ჩვენი სახელი თავისუფლება. ამჯერად, 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ ვიგებთ საინფორმაციო ომს. რა თქმა უნდა, უცხოეთში ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც რუსულ ტყუილს დაიჯერებს, მაგრამ ზოგადად, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა. დიდი მიღწევაა პრეზიდენტ ზელენსკის მთელი გუნდისთვის“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

იენს სტოლტენბერგი: საქართველოს შემთხვევაში, მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ქვეყანას NATO-ს წევრობისკენ სვლაში

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის გაწევრიანებისკენ გზაზე, რეფორმების განხორციელებაზე უნდა კონცეტრირდეს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში შესაბამამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „არის სამი ქვეყანა, რომელიც NATO-ს წევრობისკენ ისწრაფვის: უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველო და უკრაინა, ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა. ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ეს არის მთავარი ფოკუსი, ახლა ფოკუსი წევრობაზე არ არის, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისთვის... ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, NATO-ს სურვილია, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ მათ NATO-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით, მოითხოვს ერთხმად მხარდაჭერას, ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება NATO-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ფოკუსი უნდა იყოს რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც, ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მიხაილო პოდოლიაკი: ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისხლიანი სახეა

1,6 მილიონი დეპორტირებული მათ შორის, 260 000 ბავშვი, ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისხლიანი სახეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა - გაერო უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „1,6 მილიონი დეპორტირებული, მათ შორის 260 000 ბავშვი, ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისხლიანი სახეა. ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე“, - წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: ვინიცაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა  

კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა

დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.  პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. შეგახსენებთ, „SpaceX“-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.  

ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს იურუსალიმში შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს შეხვდა. ინფორმაციას ისრაელის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა იერუსალიმში, ერთ-ერთ სასტუმროში შედგა.  ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გეგმავენ.  ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის ოპოზიციის ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.