ძებნის რეზულტატი:

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები უკრაინის პრემიერად ბორის ჯონსონის დანიშვნას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა პეტიცია, რომლის მიხედვით, მოქალაქეები უკრაინის პრემიერ-მინისტრად ბორის ჯონსონის დანიშვნას ითხოვენ. „გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, - აღნიშნულია ტექსტში. ჯონსონი: მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ შეგახსენებთ, ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს.  

ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური პირები მუშაობენ, რათა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში მისი პოტენციური მოგზაურობის რისკებში დაარწმუნონ. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ წყაროები, რომლებსაც სპიკერის გეგმებზე ფლობენ ინფორმაციას, ამბობენ, რომ ნენსი პელოსი უახლოეს კვირებში აპირებს ვიზიტს აზიაში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას აცნობეს სპიკერს ტაივანსა და რეგიონში გამწვავებული დაძაბულობის შესახებ. მისივე ცნობით, ამ შეხვედრას თეთრი სახლის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. უფრო ვრცლად, გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზებას შეუწყობს ხელს

ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში საქართველოსთვის განკუთვნილ ახალ დაფინანსებაზე, რომლითაც შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან კონკრეტული სისტემებისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მჭიდროდ იმუშავებს. „სახელმწიფო დეპარტამენტმა აპრილში გამოაცხადა თავისი მიზნის შესახებ, საქართველოსთვის 2022 ფისკალური წლის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) $35 მილიონის ოდენობის ახალი დაფინანსება უზრუნველყოს. ეს სახსრები საჭიროებათა ფართო სპექტრის დაკმაყოფილებას მოიცავს, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მოდერნიზებასა და საზღვაო დომენის ცნობიერების გაძლიერებას. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან კონკრეტული სისტემებისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მათ შორის ბრიგადის დონის კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებისთვის, ტაქტიკური აღჭურვილობის განლაგებისა და მოდერნიზებისთვის. ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლებთ კიბერუსაფრთხოების სფეროში და სხვა მთელი რიგი ძალისხმევის განხორციელების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, საქართველოს 1997 წლიდან, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $400 მილიონზე მეტი. 2021 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად არის გადანაწილებული წვრთნებისა და NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებითა და სისტემებით აღჭურვის პროგრამებზე და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდება.

სენატორი ჯონი ერნსტი: საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა უნდა განაგრძოს

„რესპუბლიკელი“ სენატორის ჯონი ერნსტის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა უნდა განაგრძოს. ამერიკელმა სენატორმა უპასუხა კითხვას, როგორია მისი შთაბეჭდილება საქართველოზე, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოვლენების, ასევე ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე ევროპელებისგან, როგორც სენატორი აღნიშნავს, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. „მე ძალიან გამიხარდა ის, რომ შევძელით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა NATO-ს სამიტის დროს. მე უბრალოდ ვეტყოდი პრემიერ-მინისტრს და ყველა ადამიანს საქართველოში, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დადებითი დამოკიდებულება და უნდა გააგრძელონ წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ასევე ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ, საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. იმის გამო, რომ საქართველო სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვუთხრათ. ვაფასებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ორპარტიულ დელეგაციასთან შეხვედრისთვის დრო გამოყო... და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ დარჩნენ პოზიტიური და გააგრძელონ წევრობისკენ სვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან დარჩება ძლიერი და კვლავ გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. მათ შეუძლიათ, იყვნენ ევროკავშირის ძალიან ღირებული წევრი და ვიმედოვნებ, რომ უფრო ლიბერალური ქვეყნები, რომლებიც ამ დისკუსიებში მონაწილეობენ, მათ ევროკავშირის ღირებულ წევრად აღიქვამენ”, - განაცხადა ჯონი ერნსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვლი, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს. განცახდებას Europetime უცვლელად გთავაზობთ.    „უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს. უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.   ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.   უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან. ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.   რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.   ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.   დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, - ნათქვამია ივანიშვლის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს შეხვდა. პრემიერების პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს ქვეყანაში და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მიღებისთვის. ჩემი მთავარი გზავნილი ის არის, რომ მინდა დავადასტურო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი მზაობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ისტორიულად ძალიან ძლიერი ურთიერთობები და მეგობრობა გვაკავშირებს. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილე და სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი გახლავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი მზადაა გააძლიეროს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა. „მოგესალმებით ყაზახეთში. ჩვენს ქვეყანაში ეს თქვენი მეორე ვიზიტია და მინდა მოგილოცოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებიდან 30 წლის იუბილე. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება თანამშრომლობის და პარტნიორობის, ნაყოფიერი პარტნიორობის პრინციპებს. ჩვენი მთავრობა მზადაა, გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და მინდა ვისურვო ამ პარტნიორობის წარმატებით გაგრძელება“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.  

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა მისივე განმარტებით, „ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული“. „უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს. უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის. ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.  ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს,“- ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში. 

ბიძინა ივანიშვილი: მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს

დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა ივანიშვილის განმარტებით, მისთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება. ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია „უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან. ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“, - ნათქვამია ივანიშვილის განცახდებაში. 

ფილიპინებზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების კუნძულ ლუზონზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შენობების დაზიანება და მეწყერი გამოიწვია. ამასთან, როგორც ცნობილია, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მანილაშიც.  

ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა. ამ თანამდებობაზე, ზელენსკიმ სახალხო დეპუტატი „ხალხის მსახურიდან“ ანდრეი კოსტინი წარადგინა. დადგენილების პროექტი, რომელსაც ხელს ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს 27 ივლისით თარიღდება და რადაში განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნა. მანამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა. რომელმაც 19 ივლისს ვოლოდიმირ ზელესნკის ბრძანების საფუძველზე და უკრაინის უმაღლესი რადას თანხმობით თანამდებობა დატოვა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს  გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ

ყაზახეთის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.  

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად, „აკორდას“ სასახლეში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული კავშირები აქვთ და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი პოტენციალი არსებობს. „ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის გიხდით მადლობას. ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და სიმბოლურია, რომ წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს მრავალი მიმართულებით. ერთი კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ ყველა მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვა იზრდება და გასულ წელს ამ მიმართულებით 42 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში უკვე 150 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა არსებობს და პოტენციალიც მაღალია ჩვენი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ურთიერთობას, მეგობრობას და თანამშრომლობას დიდად ვაფასებთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მიღებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა​ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო კავშირები და მეგობრული ურთიერთობა აქვს. „მოგესალმებით ყაზახეთში. როგორც კატარში ჩვენს შეხვედრაზე შევთანხმდით, თქვენ ჩვენთან ჩამობრძანდებოდით და იმედი მაქვს, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ვიცი, თქვენი პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. შეხვედრებია დაგეგმილი იმისათვის, რომ დამატებითი სტიმული მიეცეს საერთო ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარებას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მჭიდრო კავშირები და მეგობრობა აქვს ჩვენს სახელმწიფოებსა და ქვეყნებს. ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადავზარდოთ განგრძობად ურთიერთობაში. ამდენად, კიდევ ერთხელ მოგესალმებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

Credit Suisse აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს - WSJ

შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტაინი, თანამდებობას ტოვებს 1-ელი აგვისტოდან მას ულრიხ კიორნერი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გოტშტაინის გადადგომის მიზეზი ბანკის დირექტორთა საბჭოს უკმაყოფილება გახდა. მათ განაცხადეს, რომ ბანკის საქმიანობასა და ფინანსური ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციაში პროგრესს ვერ ხედავენ.   Credit Suisse-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს ბანკის საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტიან მაისნერმა.  გამოცემის ცნობით, ტომას გოტშტაინის გადადგომის შესახებ, შესაძლოა, ხვალ გამოაცხადონ. ხვალვე გამოქვეყნდება Credit Suisse-ს კვარტალური ფინანსური ანგარიში.  გოტშტაინი შვეიცარიულ ბანკს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი Credit Suisse-ის გუნდში მაღალ თანამდებობებს წლების განმავლობაში იკავებდა.  

"მოსმენების საქმეზე" დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს

უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ მედიაომბუდსმენი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მედიაომბუდსმენმა თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა. ამასთან, საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა. „ე.წ. კრებსები ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას მოიცავს, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა. მათ შორის არიან განმცხადებლებიც: ნინია კაკაბაძე - უფლებადამცველი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, დავით გამისონია - „რადიო თავისუფლება“, გელა მთივლიშვილი - „მთის ამბები“, თათია ხალიანი - ონლაინგამოცემა „პუბლიკა“, ლევან სუთიძე - ონლაინგამოცემა „ტაბულა“, მარიამ ლომაძე - ტელეკომპანია „კავკასია“, სალომე ჩადუნელი - ტელეკომპანია „ფორმულა“, გიორგი კიკაბიძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ელისაბედ ციციშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“, ლუკა ხაჩიძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ნინო ვარძელაშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“, გიორგი კვიჟინაძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ნატა ქაჯაია - ტელეკომპანია „პირველი“, ნანუკა ქაჯაია - ტელეკომპანია „პირველი“, ვასილ დაბრუნდაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, რუსუდან ჯაბანიშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, მაია მამულაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, სესილი ბოკერია - ტელეკომპანია „პირველი“, ნატო გოგელია - ტელეკომპანია „პირველი“. მანამდე, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ამჟამად ორგანიზაცია მოსმენების საქმეზე 30 ჟურნალისტს ეხმარება. საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა, ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით ძლიერი გარანტიები შეიქმნას, ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის სტანდარტი გამყარდეს. შესაბამისად, დაცული იქნება საზოგადოების უფლება, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, მისთვის სასურველი მედიასაშუალებიდან, მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია. მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით, მედიის დახმარებას აგრძელებს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა - მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზზე: 555 795 776,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მექსიკის პოლიციამ რეკორდული 1,5 ტონა კოკაინი ამოიღო

მექსიკის პოლიციამ კოკაინის რეკორდული - 1,5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოკაინის ასობით შეკვრითორი დატვირთული ორი სატვირთო მანქანა პოლიციამ ტეპიტოს მიდამოებში გააჩერა. მეხიკოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანმა ომარ გარსია ჰარფუხმა ოპერაციას ამოღებული ნარკოტიკების მოცულობის გამო „ისტორიული“ უწოდა.  მისი თქმით, ნარკოკარტელებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. პოლიციამ ნარკოტრაფიკში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი კოკაინის პარტიის გადატანას კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით ცდილობდნენ. სატვირთო მანქანებს ოახაკას შტატში უნდა გაევლო და პუერტო ესკონდიდოს პორტში წასულიყვნენ. ცნობილია, რომ ნარკოტიკები მექსიკიდან შეერთებულ შტატებში ძირითადად სატვირთო მანქანებით ხილით, ბოსტნეულით და სხვა პროდუქტებით ტრანსპორტირდება.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 40 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 27 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 40 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1738 ტანკი, 3971 ჯავშანტექნიკა, 883 საარტილერიო სისტემა, 258 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 726 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 167 ფრთოსანი რაკეტა, 2847 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 75 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მხარეებმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შედეგები და უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმდინარე დახმარება განიხილეს. ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის ახალი დახმარება დააანონსა მდივანმა ოსტინმა დაარწმუნა მინისტრი რეზნიკოვი, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედებს. მინისტრმა რეზნიკოვმა მდივან ოსტინს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. როგორც ცნობილია, თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის უსაფრთხოების განკუთვნილი კიდევ ერთი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. პაკეტი მოიცავს დამატებით, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს, საბრძოლო მასალას და Phoenix Ghost-ის უპილოტო საჰაერო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობას. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შსს: ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი თაღლითობისა და მითვისების ფაქტებზე 12 პირი დავაკავეთ, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა

თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში 12 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და მითვისების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული თ.თ., 1987 წელს დაბადებული ა.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული კ.დ., 1997 წელს დაბადებული ა.ფ., 1997 წელს დაბადებული ი.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1992 წელს დაბადებული შ.შ., 1985 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული უ.ბ., 1995 წელს დაბადებული ხ.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ხ. და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული პ.მ. ამავე ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1988 წელს დაბადებული ც.ნ., 1978 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული თ.ჩ., 1972 წელს დაბადებული ქ.თ., 1984 წელს დაბადებული ი.თ. და 1990 წელს დაბადებული მ.თ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი არც ერთი გადახდა არ განუხორციელებიათ კომპანიის მიმართ და არც მანქანები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის. ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდ ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ერთი მეგავატ/საათის ღირებულებამ 223,85 ევრო შეადგინა.  ანალიტიკოსების შეფასებით, გაზის ფასის ზრდაზე გავლენა „გაზპრომის“ განცახდებამ მოახდინა. რუსული გაზის გიგანტმა განაცახდა, რომ 27 ივლისს, კიდევ ერთი ტურბინის გაჩერების გამო, „ჩრდილოეთი ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდების მაჩვენებელი 40%-დან 20%-მდე შემცირდება.  ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია  დღევანდელი ვაჭრობა ნიდერლანდების ვირტუალურ პლატფორმაზე 210,25 ევროს ნიშნულიდან გაიხსნა. 09:40 სააზე ბუნებრივი გაზის მეგავატ/საათის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და 223,85 ევრო შეადგინა, რაც 2022 წლის მარტის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.  11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.   

ინდოეთში, მეხის დაცემის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდოეთში, ბიჰარის შტატის 8 დასახლებაში, მეხის დაცემის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, თითოეული დაღუპულის ოჯახს კომპენსაციას გადაუხდიან. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ყოველწლიურად, ინდოეთში, მუსონური წვიმების დროს, მეხის დაცემის შედეგად, ასობით ადამიანი იღუპება.