ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მიმართვა გაავრცელა

ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია, - ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართავს ავრცელებს. ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: ორმხრივი გადაწყვეტილება იყო „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით. არსებული შედეგები შეუძლებელი იქნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის გამორჩეული და დიდი გუნდის, თითოეული თანამშრომლის თავდადების და საქმისადმი ერთგულების გარეშე. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად. ამასთან, მსურს გამოვყო ჩვენი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანი წამოწყებების, მრავალი დიდი პროექტის წარმატებულ წარმართვასა და განხორციელებაში, რომლებსაც ერთობლივად ვნერგავდით ბოლო 10 წლის განმავლობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო: ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება – გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით გამართული „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა ვაქცინების შენახვა-დისტრიბუციისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება, აივ/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნა და სერვისების გაფართოება, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვა, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა, რითაც საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანად, სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლესი სტანდარტის შემუშავება და ქვეყანაში სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება და გადაუდებელი ოპერაციული ცენტრის ჩამოყალიბება, რამაც მიმდინარე პანდემიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსის მიღწევა და ქვეყანაში იოდ-დეფიციტის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის” ინიცირება, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება, მათ შორის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა-ამოქმედება, პოპულაციური რეგისტრებისა და მეთვალყურეობის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება, ჯანდაცვის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია საჯაროდ ზიარდება როგორც ცენტრის წლიურ, ასევე მიზნობრივ ანგარიშებში. თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა. ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ. ალბათ განვლილმა წლებმა მომცა უფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გამოვყო საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, 1994-დან 2004-მდე წლები, როდესაც ვიყავი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა პროცესის მომსწრე და მონაწილე და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თითოეულ მუშაკს, ამ ყველაზე ფაქიზი და სათუთი სფეროს წარმომადგენლებს, ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდში სისტემის აღმშენებლობისათვის გაწეული საქმიანობისთვის. გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს. ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა. განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი. ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები. მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას. ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ. და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება. ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას. მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის. მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ. პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით“, – აღნიშნულია ამირან გამყრელიძის მიმართვაში. ცნობისთვის, 5 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.   

მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ მართვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების, გარმინის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ გადაადგილდებოდა უცხოელ მოლაშქრეთა 30-კაციანი ჯგუფი, რა დროსაც ორი მათგანი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სჭირდებოდათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ. მაშველებმა და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს უცხოელ მოლაშქრეთა ჯგუფის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანეს. შეუძლოდ მყოფი მოლაშქრეები ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.  

რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე

რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებამდე 4 საათით ადრე ამის გასარკვევად სხვადასხვა წყარომ სატელიტური ფოტოები 9 აგვისტოს გაავრცელა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს აეროდრომი საკვანძო ადგილია რუსული ავიაციისთვის. აეროდრომზე ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არიან თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M. სატელიტურ ფოტოზე წარმოდგენილია სულ მცირე ათეული მოერიშე და 14 სუ-24 ბომბდამშენი. აეროდრომზე საწყობებიც ჩანს. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, აფქეთებების სერიისას დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. ამავე დროს, უკრაინის ოფიციალური პირები აფიქსირებენ, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის და ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო, ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.

პარიზის აეროპორტში პოლიციამ დანით შეიარაღებული კაცი მოკლა

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის აეროპორტში, სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული კაცი მოკლეს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს. შემთხვევა ტერმინალ 2F-ში მოხდა. „პოლიციამ დღეს დილით გაანეიტრალა დანით შეიარაღებული პირი, რომელიც შარლ დე გოლის აეროპორტში იმუქრებოდა“, - აცხადებენ საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციაში. თვითმხილველების განცხადებით, დანით შეიარაღებულმა კაცმა სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, მოძრაობა განაგრძო, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  

ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა - უკრაინის საჰაერო ძალები

დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების შედეგად განადგურდა ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა. „საკი! დამპყრობლებო, მინუს ცხრა თვითმფრინავი", - იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები. გაეცანით სტატიას რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე

Bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა

რუსი ბიზნესმენისა და ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის „ლონდონის იმპერია “სანქციების გამო ჩამოინგრა. მისი ქონება საფეხბურთო კლუბ „ჩელსიდან“-მდიდრულ სახლებამდე და Evraz Plc-ის წილით დაყადაღებულია. ამის შესახებ Bloomberg წერს. ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. სანქცირებული რომან აბრამოვიჩი გაყიდვისგან სარგებელს ვერ მიიღებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე „მილიარდერების ინდექსის“ მიხედვით, რომან აბრამოვიჩის ლონდონის აქტივები $4,8 მილიარდს შეადგენდა. უკანასკნელი დარტყმა აბრამოვიჩმა გასულ თვეში მიიღო, როცა MHC-მა, რომელიც კონფლიქტამდე მისი ოჯახის ოფისის შემადგენლობაში ფუნქციონირებდა, ლიკვიდაციაზე შეიტანა განაცხადი. რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ Bloomberg წერს ბიზნესმენის სასახლეზე, რომელიც კენსინგტონში - ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, ფოლადის მაგნატის ლაკშმი მიტალისა და Warner Music Group-ის მფლობელი ლეონიდ ბლავატნიკის მეზობლად მდებარეობს. ახლა ეს სახლი სანქციების გამო დაყადაღებულია. ბრიტანეთმა სანქციები აბრამოვიჩის გარემოცვიდან კიდევ ორ ოლიგარქს დაუწესა გამოცემა წერს, რომ 55 წლის აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუსი ოლიგარქია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკაში მილიარდების ინვესტიცია ჩადო. მან ჩელსის საფეხბურთო კლუბი 2003 წელს £140 მილიონად შეიძინა. გაყიდვამდე აბრამოვიჩმა კლუბისთვის £1 მილიარდის დაფინანსება უზრუნველყო, ხოლო გარიგებიდან თანხების ნაწილი უკრაინის დასახმარებლად გამოიყო. კლუბის ახალი მფლობელთა ჯგუფი, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით, შემდგომში £1.75 მილიარდის ინვესტიციის პირობით £2,5 მილიარდის გადახდას დათანხმდა. ცოტა ხნით ადრე, სანამ დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდებოდა, აბრამოვიჩი ლონდონში ორი საკუთრების გაყიდვას ცდილობდა. თუმცა, მას ქონების გაყიდვა აღარ შეუძლია, სანამ გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. ასევე, ნებისმიერი ნაღდი ფული, რომელიც აბრამოვიჩს ქვეყანაში აქვს შენახული, ანგარიშებზე გაყინული რჩება. რუს ოლიგარქს არ აქვს უფლება გაყიდოს წილი Evraz-ში, რომელიც მისი ყველაზე დიდი აქტივი იყო და მაისში დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.   

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს

"შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კგ. მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა. როგორც მეუფემ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. „ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტვით. რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კგ. მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი. მე ხომ ვიცი, წონაში დაკლება რასთან არის დაკავშირებული, რამდენს ვშრომობ, რამდენს ვცდილობ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დავიკლო წონაში და არ გამომდის არაფერი, ძალიან ძნელია. ავადმყოფობით დაკლება ძალიან ცუდია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა  

რადიაციის დონე ზაპოროჟიეში, დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე - IAEA-ს განმარტება

6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს. გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ. რაზე შეთანხმდნენ უკრაინული და ამერიკული მხარეები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ შეხვედრაზე დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

უკრაინის წარმომადგენელი ეუთოში: ოლენივკაში წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობის შესახებ საკმარის მტკიცებულებას ვფლობთ

ახლა საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის მიერ წინასწარ დაიგეგმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივი მკვლელობა ოლენივკის ციხეში. ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ევგენი ციმბალიუკმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. „ოლენივკაში მომხდარის მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობა“, - განაცხადა ელჩმა. ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს მისივე თქმით, სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ ციხეში მხოლოდ ერთი შენობა დაზიანდა, სადაც თავდასხმის წინ უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოათავსეს და ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ შენობაში თერმობარული იარაღით აფეთქება მოხდა.  

საქსტატი: 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა - 1 822.8 მლნ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 61.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 1 822.8 მლნ. აშშ დოლარია და შესაბამისად, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 25.2 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 724.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე თითქმის 6-ჯერ მეტია. „2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 1 244.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 48.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 822.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 32.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 215.9 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 8.5 პროცენტი). 2021 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 59.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება 119.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი). 2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი (365.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (242.1 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (206.7 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 53.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (344.7 მლნ. აშშ დოლარი), ირანი (121.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (102.3 მლნ. აშშ დოლარი),“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გაგრძელდება

საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გაგრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში მისივე თქმით, აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს NATO-სთან უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად. „აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს NATO-სთან უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად. საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გაგრძელდება, ფრონტის ხაზზე რეალური ცვლილებებისთვის და ეს გადამწყვეტია უკრაინის დახმარებისთვის, თავის დაცვისას“, – განაცხადა ოსტინმა. ცნობისთვის, ოსტინი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ISW განმარტავს, რატომ არ არის „რუსეთი დიდად მოწადინებული“, მის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების განცხადებით, რუსეთი დიდად არ არის მოწადინებული, მის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს, რადგან ეს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არაეფექტიანობის დემონსტრირებას ნიშნავს, რაც უკვე გამოავლინა რუსული ხომალდის - „მოსკვას“ ჩაძირვამ. ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა - უკრაინის საჰაერო ძალები ინსტიტუტი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ნოვოფედორივკაში მდებარე საკის საჰაერო ბაზაზე 12 აფეთქება მოხდა. მისივე თანახმად, სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში კვამლის დიდი ღრუბელი და ინციდენტის შემდგომი შედეგები ჩანდა. კადრებმა ასევე აჩვენა დიდი კვამლის ღრუბელი ნოვოლექსიივკას მახლობლად, ჰენიჩენსკის რაიონში, ხერსონის ოლქის-ყირიმის საზღვრის სიახლოვეს. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის მრჩეველმა სერხი ხლანმა განაცხადა, რომ აფეთქებები რუსულ ბაზაზე მოხდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობა არ დასტურდება. მომხდარის შეფასებისას, ინსიტუტი მიუთითებს, რომ „რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამტკიცებდა, რომ ინციდენტი დივერსიის შედეგი იყო და არა სარაკეტო დარტყმის. რუსმა ბლოგერებმა ასევ გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები თავდასხმის წარმოშობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ უკრაინული ძალები იყენებდნენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, თუმცა საგულისხმოა, რომ უკრაინულ ძალებს არ აქვთ ATACMS სისტემები“.  ამასთან, Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე ISW-ს ჯერჯერობით არ აქვს ზუსტი ცნობები, თუმცა გამორიცხავს რუსეთის ოფიციალურ ვერსიას ხანძართან დაკავშირებით, ამასთან, საბოტაჟის და შორი მოქმედების რაკეტებით თავდასხმის ვერსიასაც არ გამორიცხავს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევრების შეფასებით, უკრაინელებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ საკუთარი წარმოების რაკეტების, „ნეპტუნის“ სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად გარდაქმნა, მაგრამ ამ დროისთვის ამ ჰიპოთეზას ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.

სასაზღვრო პატრულმა მექსიკა-აშშ-ის საზღვართან 88 მიგრანტი დააკავა

მექსიკა-აშშ-ის საზღვართან 90-მდე მიგრანტი დააკავეს, მათი უმეტესობა ბავშვია, რომელსაც თანმხლები უფროსი არ ჰყავს. აშშ-ში, არიზონას შტატის სასაზღვრო პატრულმა 88 მიგრანტი დააკავა. დაკავებულთაგან 81 ბავშვია, რომელსაც თან მშობელი ან მეურვე არ ახლავს. როგორც Fox News-ი წერს, მიგრანტთა ჯგუფები საზღვარს რეკორდული რაოდენობით ადგებიან. ცნობისთვის, 2021 წლის განმავლობაში, მექსიკიდან აშშ-ში შესვლის მსურველი 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი დააკავეს.  

უკრაინამ 500-ზე მეტი უკრაინელი დამცველის ცხედარი დაიბრუნა - კომისარი

უკრაინამ დაიბრუნა 500-ზე მეტი უკრაინელი დამცველის ცხედარი, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში იყვნენ შეყვანილი, ამის შესახებ განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარმა ოლეჰ კოტენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანი, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ცოცხალია, ბევრი კი, ტყვეობაშია. კოტენკოს თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს მათ გასათავისუფლებლად. 7000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება - კომისარი „ამ დროისთვის, ჩვენ უკვე დავიბრუნდით ჩვენი დაღუპული გმირის 500-ზე მეტი ცხედარი. გუშინ დავაბრუნეთ კიდევ 17 ცხედარი“, - განაცხადა კოტენკომ.

კრემლის კრიტიკოსის, რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით აღიძრა. ამის შესახებ ოვსიანიკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარია მის მიერ რამდენიმე თვის წინ კრემლის სიახლოვეს გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დაგმო.    შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს. „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?..“ - ამ შინაარსის ბანერით ხელში კი, მარინა ოვსიანიკოვამ კრემლთან ერთკაციანი აქცია ივლისში გამართა.  

დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს - CNN

აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი 10 აგვისტოს დაკითხავს. იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, უპასუხებს თუ არა ტრამპი კითხვებს, თუ თავს დაიცავს მეხუთე შესწორების უფლებით დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას. ამ ინფორმაციას წინ უძღვის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების მიერ ფლორიდაში მდებარე ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარება. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ". „ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ. მოგვიანებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კომენტარი გავრცელდა, რომლის თანახმად, კანონზე მაღლა არავინ დგას. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.

საფრანგეთში, ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, ცეცხლმა 6000 ჰა ფართობი მოიცვა. ცეცხლმა ათობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა, ევაკუირებულია ათასობით მოსახლე. სტიქიის ადგილზე 1000-მდე მეხანძრეა მობილიზებული. ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია.   

ეროვნული ბანკი: ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. „10 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი და ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ლანა ოუენი და ევან ელიოტი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს და პარლამენტის წევრს მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრებზე საუბრის ძირითა თემა ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას ეხებოდა. „ვისაუბრეთ თუ როგორ მიმდინარეობს იმ 12 დავალების შესრულება, რაც ევროკავშირისგან გვაქვს, რომ მივიღოთ ესოდენ ნანატრი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, სტუმრებს ვუთხარი რა კეთდება პარლამენტში, რამდენად ინტენსიურად საქმიანობს ეს სამუშაო ჯგუფები, რამდენად არის ოპოზიცია ჩართული ამ საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას. დიპლომატებს ვაცნობეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ალტერნატიული ხედვა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ გარდა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია ეს“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ორივე საელჩოს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ დაგვეხმარონ ამ მიმართულებით. მათ აინტერესებთ როგორ წარიმართება პროცესები დეპოლარიზაციის კუთხით. მე მათ გავაცანი „ლელოს“ პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ამ საკითხებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, რაც შეეხება მოსამზადებელ სტადიას, სამუშაო ჯგუფებს და სხვა, აქ ჯობია ყველამ თავისი მოსაზრებები შეაჯეროს და სადაც რეალურად ხდება ღია პროცესში ამ საკითხების განხილვა, ანუ კომიტეტების სხდომებზე, იქ წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ლელოს“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, დიპლომატებს გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვხედავთ საპარლამენტო კომიტეტებსა და სასესიო დარბაზში აქტიურ დებატებს ამ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. გარდა ამისა ვისაუბრეთ საქართველოში ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი: 127 კოვიდკლინიკა შემოწმდა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში გამოვლინდა

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის თქმით, შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში დადგინდა. ფერაძის თქმით, დაწესებულებებს მიეცათ გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. „2020-2021 წლებში შრომის ინსპექციამ მოახდინა კოვიდკლინიკების შემოწმება იმ სახელფასო გასაცემებთან დაკავშირებით, რომელსაც სახელმწიფო კოვიდკლინიკებს აძლევდა მედპერსონალისთვის, ექიმებისთვის და ექთნებისთვის საათობრივი ანაზღაურებისთვის. 127 კლინიკიდან, 37 გარდა, სხვა კლინიკებში დარღვევები გამოვლინდა. ჩვენ გავეცით გაფრთხილება და გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ეს გულისხმობდა მითითებას, რომ მომხდარიყო ანაზღაურება იმ სახელფასო დავალიანების, რომელიც ექიმების მიმართ არსებობდა“, – განაცხადა ფერაძემ.