ძებნის რეზულტატი:
უკრაინის თავდაცვის უწყება რუს ტურისტებს: ნუ ჩახვალთ უკრაინულ ყირიმში, მოწევის სახიფათო შედეგებისგან მზისგან დამცავი საშუალება არ იცავს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს ტურისტებს აფრთხილებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მოწევის სახიფათო შედეგებისგან მზისგან დამცავი საშუალება არ დაიცავს. „თუ არ სურთ არასასიამოვნო დასვენება ცხელი ზაფხულის პერიოდში, ვურჩევთ ჩვენს ძვირფას რუს სტუმრებს, ნუ ჩავლენ უკრაინულ ყირიმში, რადგან მზისგან დამცავი საშუალება არ დაგიცავთ მოწევის სახიფათო შედეგებისგან“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, CNN-მა დაადასტურა ვიდეოს ავთენტურობა, რომელიც სოციალურ მედიაში სამშაბათს საღამოს გავრცელდა. აფეთქებების მიზეზი გაურკვეველი რჩება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე მიუთითა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ აფეთქებები საავიაციო საბრძოლო მასალისგან იყო გამოწვეული. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე ოკუპირებული ყირიმის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცხრა კი, დაშავდა.
მცხეთაში შურისძიების მოტივით, ბლაგვი საგნით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მცხეთაში შურისძიების მოტივით ბლაგვი საგნით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2022 წლის 21 აპრილს იგი დაკავებული იქნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შვედეთი საფრანგეთს უსწრებს და ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი ხდება
შვედეთმა საფრანგეთს გაუსწრო და ევროპაში, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ნეტო-ექსპორტიორი გახდა. ენერგეტიკის ანალიტიკური პლატფორმის EnAppSys ცნობით, შვედეთმა 2022 წლის 6 თვეში 16 ტერავატი/საათში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. შვედეთის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ფინეთსა და დანიაში ექსპორტირდება. ცნობილია, რომ საფრანგეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს, მაგრამ სტრუქტურული პრობლემების გამო 2022 წელს საფრანგეთმა უფრო მეტი ელექტროენერგია შეისყიდა, ვიდრე ექსპორტზე გაიტანა. ევროპისთვის ელექტროენერგიის მეორე ნეტო ექსპორტიორია გერმანია (15,4 ტერავატი/საათში) რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აჭარბებს. მესამეა ბულგარეთი, რომელმაც ექსპორტზე (6,6 ტერავატი/საათში) ელექტროენერგია გაიტანა. ევროპაში ელექტროენერგიის მსხვილი ნეტო-იმპორტიორია იტალია, რომელმაც 2022 წლის 6 თვეში 22 ტერავატი/საათში შეისყიდა. ელექტროენერგია იტალიამ შვეიცარიასა და საფრანგეთში შეისყიდა.
ოლექსი რეზნიკოვი: რუსებთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები ისხდებიან
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, რუსებთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ მაგიდასთან უკრაიინის პარტნიორები ისხდებიან. „რეფერენდუმების“ შემთხვევაში ჩვენ არ ვისაუბრებთ მოლაპარაკებებზე. ვინაიდან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, აზრი არ აქვს რაიმე მოლაპარაკების პოზიციის შეფასებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რუსებთან მოლაპარაკების შანსის გაჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენი პარტნიორები მაგიდასთან იქნებიან. იმიტომ, რომ აზრი არ აქვს რუსებთან საუბარს და საბოლოო ჯამში მინსკი-3-ის შეთანხმების მიღებას“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
კახა კალაძე: საქართველოში "მეორე ფრონტი" არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება
"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომს არ იწყებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ერთვება - საქართველოში "მეორე ფრონტი" არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში ტურისტების შემოდინებას მიესალმება და ამაში ვერავითარ პრობლემად ვერ ხედავს. "საქართველოში "მეორე ფრონტი" არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ საქართველოს კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა კალაძემ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
11 აგვისტოს, ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია ლატვიის სეიმის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა და ამასთან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩეროს. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებს. რუსეთი პირდაპირ და ირიბად აწვდიდა იარაღს სირიაში ასადის რეჟიმს. ასევე იყო შემსრულებელიც, მაგალითისთვის გამოდგება სკრიპალების ოჯახის მოწამვლა ან რეისი MH17-ის ჩამოგდება. ახლა რუსეთი ასევე სასტიკად და შეუბრალებლად იყენებს უკანონო ტაქტიკას უკრაინაში. იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აკრძალულ იარაღსა და საბრძოლო მასალებს. ბომბავს დასახლებულ პუნქტებსა და საზოგადოებრივ ადგილებს, კლავს მოქალაქეებს“, - განაცხადა ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსმა. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: რადიკალური ოპოზიციის, რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას
შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის, რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას, - პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი განცხადებას აქვეყნებენ. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ განცხადებას უცვლელად გთავზობთ: „გასული კვირების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შეკითხვით რამდენჯერმე მივმართეთ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ელჩი ჩვენ და საზოგადოებას წარმოგვიდგენდა დეტალურ განმარტებებს თითოეული შეკითხვის შესახებ და ამგვარი განმარტებებით დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენს შეკითხვებს დაედო საფუძვლად. თუმცა, მას შეეძლო ჩვენს შეკითხვებზე ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც საზოგადოებას შიშს გაუქარწყლებდა და დაარწმუნებდა, რომ საელჩოს სამომავლოდ მაინც აღარ ექნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა. როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ხელსუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. დაგვეთანხმებით, ამერიკის ელჩს ძალზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში განსხვავებული, პოზიტიური რწმენის შექმნა. ასეთ პირობებში, პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს – საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ. საბოლოოდ, ჩვენ, კაბინეტებში გამართული საუბრების შესახებ ინფორმაციის გამოტანისა და „ქართული ოცნებისთვის“ უხერხულობის შექმნის გარეშე, შევძელით საზოგადოებამდე სიმართლე მიგვეტანა და ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ ვინ რას და როგორ უმზადებდა და უმზადებს ჩვენს ქვეყანას. რადგან ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე ელჩის დუმილით პასუხი მივიღეთ, ამ ეტაპზე, აქ ვფიქრობდით გაჩერებას. თუმცა, ამერიკის ელჩის მიერ ნაციონალური მოძრაობისა და ოლიგარქ დავით კეზერაშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ ჩვენთვის ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა. გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში გასული სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. საქმე ეხება ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოს კოორდინაციით წარიმართებოდა და რომელზეც საზოგადოებას მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ნაციონალური მოძრაობისგან თავისუფალ მედიას ელჩი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა და იქაც იმ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, რომელიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმარი და რადიკალური ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო. ვხედავთ, რომ ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის. „ფორმულაში“ სტუმრობა ადასტურებს, რომ ელჩი მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიაში და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს. გარდა ამისა, ეს ფაქტი საელჩოს პოლიტიკურ გემოვნებაზეც ნათლად მეტყველებს. ინტერვიუში ვერ მოვისმინეთ ჟურნალისტის ვერცერთი კრიტიკული კითხვა თუ ჩაკითხვა, რაც საზოგადოებას საინტერესო საკითხების შესახებ სიმართლეს გააგებინებდა. ნუთუ, ეს არის ამერიკული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების სტანდარტი? ამ ფონზე, ჩვენთვის, საბოლოოდ სარწმუნო გახდა ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის დასკვნა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ შვეიცარიაში სტატიების გამოქვეყნების მცდელობა სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე იბლოკებოდა და კვლავაც იბლოკება. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საელჩოს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ და ახლა უკვე ცხადია, რომ მაშინდელი მედიამონოპოლიის უკანაც საელჩოს ხელწერა იყო. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ასეთი დაბალი სტანდარტი და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ხარისხიანი დემოკრატია და მედია გვინდა. „ფორმულასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ კელი დეგნანმა ჩვენს შეკითხვებს და მათთან დაკავშირებულ ფაქტებს კიდევ ერთხელ სიყალბე უწოდა. რასაკვირველია, „ფორმულას“ ჟურნალისტს ერთხელაც არ მოსვლია აზრად, ელჩისთვის კრიტიკული შეკითხვა შეებრუნებინა და ეკითხა, ჩვენს მიერ დასმული რომელი შეკითხვა ან ჩვენს მიერ ნახსენები რომელი ფაქტი იყო ყალბი: გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, გოგოტიშვილის, პოდოლიაკის, დანილოვის განცხადებები, მოსამართლის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ვიზიტიდან მისი მოხსნა, „ენჯეოების“ მიერ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, თუ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის გამართვა? ამ ფაქტებიდან ელჩმა მხოლოდ ერთის – ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა სცადა და იქაც გაირკვა, რომ ჩვენი ვარაუდი მათ შორის შეხვედრის გამართვის შესახებ სრულიად საფუძვლიანი იყო. უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე საუბარს ელჩი ამ შემთხვევაშიც გაექცა. ჩვენ ამერიკის ელჩს დავუსვით ძალიან კონკრეტული შეკითხვა – გამოთქვა თუ არა შეხვედრაზე ელჩმა უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკით ომთან დაკავშირებით, მოსთხოვა თუ არა ამ ნიადაგზე ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და მოსთხოვა თუ არა მას რუსეთისთვის სანქციების დაწესება. გასაკვირი არაა, რომ ამ კითხვების დასმა ელჩისთვის ჟურნალისტს ერთხელაც არ უცდია. ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა და რომელზეც ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსებზე საუბარი არ ჰქონიათ. ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან სამსაათიანი „პირადი“ შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად რომ მოითხოვა, ეს, ალბათ, პატარა ბავშვისთვისაც ღიმილისმომგვრელია. ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი. იქვე ამერიკის ელჩმა თქვა, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარონ და იქვე აღნიშნა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოსო. მანამდე ელჩს ნათქვამი აქვს, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგო. ამგვარი განცხადებები ჩვენს ეჭვებს მეორე ფრონტის ინტერესთან დაკავშირებით დამატებით აღრმავებს, რაზეც საკუთარ დასკვნას საზოგადოებაც გამოიტანს. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხდება იმის მოწმე, რომ ამერიკის ელჩი ზოგადი ფრაზებით ერთს ამბობს და სინამდვილეში, სრულიად სხვა რამეს აკეთებს. როდესაც ზოგადი ფრაზები ქმედებებს არ შეესატყვისება, საზოგადოებას ლოგიკური დასკვნის გამოტანა მარტივად შეუძლია. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო. ერთი მხრივ, რუსეთი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისთვის და ახორციელებდა სამხედრო ძალების მობილიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობდა უკრაინის ინტენსიური შეიარაღება და მომზადება სამხედრო კონფლიქტისათვის. ზუსტად იგივე დროს, სამი წლის წინ, დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. ლოგიკურია, რომ ომის სცენარში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. მეორე ფრონტი და საქართველოში ათეულობით ათასი რუსი სამხედროს, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. გარდა ამისა, მეორე ფრონტი ორმაგად დააზიანებდა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს, რაც ევროპას უკრაინის ფრონტისთვის დახმარების გაწევის ენთუზიაზმს კიდევ უფრო დიდი ხნით შეუნარჩუნებდა. დიდ მოთამაშეს საქართველო რომ მეორე ფრონტად უნდა, ამაში ის, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ვერც გაამტყუნო. დიდი მოთამაშე პროცესებს გლობალური გადმოსახედიდან უყურებს და პატარა ქვეყნის ინტერესები მის მხედველობაში ამ გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, ვერც კი ხვდება. თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი პატრიოტულად მომართული ხელისუფლება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს და შესაბამის საფრთხეებს ქვეყანას როგორც მტრებისგან, ისე მეგობრებისგან უნდა არიდებდეს. რაც მთავარია, როდესაც ვიღაცას ქვეყნის ომში ჩართვა სურს, კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას ეს ღიად უნდა უთხრას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება ხალხის ნების წინააღმდეგ არ იქნეს მიღებული. ხალხის გვერდის ავლით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ათწლეულების მანძილზე დასავლური სამყაროს ქვაკუთხედი იყო. როდესაც ხალხის ძალის გეშინია და ამიტომ მას სიმართლეს უმალავ, აშკარაა, რომ ამ ხალხისთვის შენ სიკეთე არ გინდა. გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის. „ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა. შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ, უსამშობლო ნაციონალები კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო. ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ სუფთად ჩაატარა და ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მისი არალეგიტიმურად ცნობისათვის საბაბიც კი არ დაუტოვა. თუმცა, მოხდა გაუგონარი რამ, საერთაშორისო მისიების დასკვნების წინააღმდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნების შესახებ დებატებს მუდმივად გაურბოდა, მანამდე კი მათ 200 საარჩევნო უბნის გადათვლაზეც თქვეს უარი. ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ სინამდვილეში ოპოზიციას არჩევნების შესახებ სათქმელი და დასამტკიცებელი არც არაფერი ჰქონდა. ამის მიუხედავად, საელჩომ თავისივე ფავორიტი რადიკალური ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეყვანა „ვერაფრით მოახერხა“. ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა. ოპოზიციის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგებზე იყო აგებული, რომლის გაყალბება საელჩომ, ყველანაირი ლოგიკით, არჩევნებამდე დაგეგმა. ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამართლიანი არჩევნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ინფორმაცია ცდომილების შესახებ USAID-ის თანამშრომლებს ნოემბერში უკვე ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ცდომილება მხოლოდ 11 დეკემბერს იქნა აღიარებული. არსებითად სწორედ გაყალბებულ პარალელურ ხმის დათვლას დააფუძნა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლა, რაც ამერიკის საელჩომ მყისიერად „პოლიტიკურ კრიზისად“ გააფორმა და ხელისუფლებისგან ამ კრიზისის დაძლევა მოითხოვა. საკმარისი იყო, საელჩოს დაედასტურებინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა ავტომატურად პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს და ოპოზიციაც საბოტაჟს მაშინვე შეწყვეტდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, დაიწყო კიდევ ერთი თავსმოხვეული მოლაპარაკებები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. 19 აპრილის შეთანხმების თავს მოხვევით, საელჩომ ჩვენი სახელმწიფო გარკვეულწილად გაიყვანა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისადმი მის უდიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მთლიანობაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაზე იყო საელჩოს სერიოზული ზეწოლა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ დანის პირზე წარმატებით გაიარა: პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შემდეგ პირველი მძიმე გამოცდა „ქართულმა ოცნებამ“ 17-18 თებერვალს ჩააბარა. ყველას კარგად გვახსოვს, თავდაპირველად როგორ მოითხოვა გიორგი გახარიამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა, ხოლო შემდეგ როგორ ამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერ მისი აყვანა გაუმართლებელი იყო. საელჩოში წინასწარ დაწერილი ეს გეგმა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ხალხში ხელისუფლების აღქმა უნდა დაკარგულიყო, რასაც შეუქცევადი რევოლუციური პროცესები უნდა გამოეწვია. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პრინციპულობა აჩვენეს, საელჩოს და გახარიას გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს და მეტიც, „ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით, გუნდის გასუფთავებაც კი მოახერხეს. როგორ შეინარჩუნა გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, როგორ გახდა რამდენიმე თვეში პრემიერ-მინისტრი და რა კავშირი ქონდა ამ ყველაფერს იმ უსერიოზულეს პრობლემებთან (ბასიანის სპეცოპერაცია, პანკისის სპეცოპერაცია, 20 ივნისის აქციის რეზინის ტყვიებით დაშლა, სარალიძის საქმე, ჩორჩანა და ა.შ.), რომლებიც გახარიამ „ქართულ ოცნებას“ შეუქმნა, ამაზე ახლა აღარ შევჩერდებით; 19 აპრილის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ორმა ელჩმა ხელისუფლებას ნიკანორ მელია და გიორგი რურუა იძულებით გაათავისუფლებინა, რამაც ხელისუფლების რეპუტაციას მძიმე ზიანი მიაყენა. როდესაც ხელისუფლება კანონის უზენაესობას ვერ იცავს, საზოგადოების თვალში მისი ნდობა მყისიერად კნინდება. სწორედ ამაზე იყო გათვლილი თითოეული კრიმინალის განთავისუფლება, თორემ უგულავას, ოქრუაშვილს, მელიასა და რურუას საელჩოსთვის არავითარი პიროვნული ფასი რომ არა აქვთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. საბოლოოდ, ხელისუფლებამ აუცილებელი ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა, მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა, ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან ბოლოს მაინც გამარჯვებული გამოვიდა; საელჩო „ქართულ ოცნებას“ თვეების მანძილზე რიგგარეშე არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას სთხოვდა, რაც, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანდა. თუმცა, ხელისუფლებამ ზეწოლას გაუძლო და რეფერენდუმის 43-პროცენტიანი ბარიერით ჩანაცვლება მოახერხა, საბოლოოდ კი, თავსმოხვეული 43-პროცენტიანი ბარიერი მუნიციპალურ არჩევნებში საკმაოდ დიდი ფორით გადალახა და საელჩოსთან ეს ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულა. „ქართული ოცნება“ აქაც მტკივნეულ ტაქტიკურ დათმობაზე წავიდა, გარისკა, 43 პროცენტს დათანხმდა და ეს სრულიად გაუგებარი ბარიერიც დაძლია; „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად დროულად გამოაცხადა, რამაც რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის შესაძლებლობა არ მისცა. 43-პროცენტიანი ბარიერის ფორმალიზების პირობებში, მუნიციპალური არჩევნები ბევრად უფრო პოლარიზებულ გარემოში ჩაივლიდა, რაც სწორედ საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასა და საელჩოს მიერ დაგეგმილ რადიკალურ დღის წესრიგს აძლევდა ხელს; არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევით, საქართველოსთვის 75-მილიონიანი სესხის გაცემაზე იგეგმებოდა უარის თქმა, რაც საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ აქაც ოპერატიულად იმოქმედა, თავადვე თქვა სესხზე უარი და საელჩოს გეგმა ჩაუშალა; 5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა – ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ფაქტია, რომ ჟურნალისტებზე ძალადობით, რომლის თავიდან აცილება ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, ამ დარტყმამ არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა; ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ საქართველოში უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრა და მას არჩევნების დღის არევის შესაძლებლობა არ მისცა. ვისი დავალებით ცდილობდნენ იმ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კვალის არევას და იტყუებოდნენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. შარშან სწორედ ასე ჩავარდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე საელჩოდან იყო კოორდინირებული. ხელისუფლების შეცვლის გეგმა წელს, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე იყო აგებული. სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფორსირების პროცესი სწორედ საქართველოსთვის მოიგონეს, რომელიც საბოლოოდ იმ შედეგზე იყო გათვლილი, რომ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭებოდა, ხოლო საქართველოს – არა, რასაც, საელჩოს გათვლით, საზოგადოებაში სერიოზული მღელვარება და ბაკურიანში განხილული რევოლუციური სცენარის აგორება უნდა გამოეწვია. აშკარა იყო, რომ საელჩო ევროკავშირის უარის ეფექტზე ძალიან დიდ ფსონს დებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის წამყვან ენჯეოებს სრული პოლიტიკური თვითლუსტრაციისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის დაყენებისთვის არ გაიმეტებდა. არც მანამდე იზრუნებდა ამდენს სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაზე და ამისათვის, მისი ორივე შვილის ნახტომისებურ სამსახურებრივ დაწინაურებას არ უზრუნველყოფდა. თუ თითქმის უფუნქციო პრეზიდენტზე მანამდე დიდ რესურსს არ ხარჯავდნენ, ახლა აქაც კი მაქსიმალური ინვესტიცია ჩადეს და სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გზას გაუყენეს. თუმცა, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც აჩვენა სიმყარე და გადატრიალების მორიგი მცდელობა წარმატებით ჩააგდო. ამ ყველაფერს საზოგადოებას ვახსენებთ არა საელჩოს დისკრედიტაციის მიზნით ან მასზე შურის საძიებლად, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს წინაშე არსებული არეულობისა და ომის საფრთხე სრულად მოხსნილი ჯერ კიდევ არაა, რისი რწმენაც ელჩის ბოლო ინტერვიუმ საბოლოოდ გაგვიმყარა: ჩვენს შეკითხვებზე კელი დეგნანის რეაქციიდან ნათლად ჩანს, რომ მიდგომა საელჩოს ჯერაც არ შეუცვლია და როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც უაღრესად აქტუალურია. ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ქმედითი პასუხით ეჩვენებინა, რომ მეორე ფრონტის მიზნებისთვის რევოლუციურ სცენარს არ ამზადებს, ის ტელევიზიებში კლიპებს ათავსებს იმის შესახებ, რომ ამერიკას ომი არ უნდა. როცა საზოგადოება ქმედებით სხვა რამეს ხედავს, გვერწმუნეთ, კლიპებით თავის მართლება შედეგიანი ვერ იქნება; საელჩოს მიდგომის უცვლელობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტის გარშემო შექმნილი სამუშაო პროცესის პარალელურად, საელჩოს ფავორიტმა რადიკალურმა პარტიებმა პარალელური პროცესი წამოიწყეს, რაც კონსტიტუციური სისტემის საბოტაჟის კიდევ ერთი გამოხატულებაა; გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ამერიკასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ომისკენ მიმართული მოწოდებები, რომლებსაც საელჩო პრინციპულად არ ემიჯნება; კიდევ ერთხელ აგორდა შოვინისტური კამპანია რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომელშიც საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასთან და ენჯეოებთან ერთად, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საელჩოს კიდევ ერთი გამორჩეული ფავორიტი – სახალხო დამცველიც კი ჩაერთო; ასევე, გრძელდება ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, საიდანაც ომის დაწყებისთანავე გადარიცხვების შეჩერებას ამერიკის ელჩისგან მყისიერად შეხვედრის მოთხოვნა მოჰყვა. „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გავლენიანი ფიგურააო. ამასთან, მან პასუხი არ გასცა შეკითხვას ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ და თქვა, ეს ხალხმა უნდა განსაჯოსო. როდესაც კითხვაზე პასუხს, თითქოს, თავს არიდებ და ამავდროულად, ყველა შენს მიერ კოორდინირებულ პარტიას, „ენჯეოს“ და უცხოელ ლობისტს სიტყვა „ოლიგარქი“ აკერია პირზე, ცხადია, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, შესაბამისი კამპანია საელჩოს მიერ რომ არ იყოს კოორდინირებული, ელჩი ამ სიცრუეს მარტივად გაემიჯნებოდა. ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოში გავლენიანი ფიგურაა, ეს სრულიად საქართველომ ელჩის უთქმელადაც იცის. მან ეს გავლენა თავისი ცხოვრების წესითა და ქვეყნისა და ხალხისთვის გაკეთებული მრავალი საქმით შექმნა, რითაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. საელჩომ ზუსტად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის რესურსს ხალხს სიყვარულით ახმარს და გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რომ ასე არ იყოს, საელჩოს ე.წ. არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება ექნებოდა. ბიძინა ივანიშვილს მართვა რომ ნდომოდა, ვერც პოლიტიკიდან გასვლას აიძულებდა და ვერც პოლიტიკაში დაბრუნებას დაუშლიდა ვინმე. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში ხალხისთვის, გაუსაძლისთან ერთად, სრულიად უპერსპექტივო ვითარება შეიქმნა, 2018 წელს კი, პოლიტიკაში მაშინ შემობრუნდა, როდესაც მმართველი გუნდი შიგნიდან მოიშალა, რამაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სერიოზული რისკები შეუქმნა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის და შესაბამისად, საელჩოს მიერ კოორდინირებული ოპოზიციის მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი მყარად უძღვება ქვეყნის მართვის საქმეს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი ინტერესი არა აქვს. ასეთ ვითარებაში, საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენის რეგულარულ შეხსენებას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საელჩოს აშკარად ის ანერვიულებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს. საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა ეს გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს. სწორედ მეორე ფრონტის ინტერესს ემსახურება გაუგონარი შანტაჟი, რომელიც მასზე შვეიცარიული ბანკის მეშვეობით ხორციელდება. სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების მიზნით მონათლეს ის, საელჩოს კოორდინაციით, ოლიგარქად და მას სხვადასხვა მხრიდან ფორმალური სანქციებითაც კი ემუქრებიან. სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების ინტერესი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, ის დღესაც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მთავარი ობიექტია. ამასთან, ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ეს შეტევა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ერთდროულად არის მიმართული. როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად აცხადებენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემის დაკნინებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს, თუმცა, მას ეს დაცვა არ ჭირდება. შესაბამისად, ამ თემაზე საუბრისას, ჩვენი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა, რაც სახელმწიფოებრივ ამოცანად მიგვაჩნია. ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოსადმი და მისი ხელისუფლებისადმი მიდგომა საელჩოს არ შეუცვლია და ის მომავალშიც, პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე, რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება. ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა საელჩოს გამუდმებული მოთხოვნები ისეთი სამართლებრივი რეგულაციების დადგენის შესახებ, რომელთა შემოღების შემთხვევაში ქვეყნის მართვა უკიდურესად გართულდება, ან სულაც, შეუძლებელიც კი გახდება. აღნიშნულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ცესკოს, გენერალური პროკურორისა და მოსამართლეების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი, რასაც განვითარებული დასავლური დემოკრატიების პრაქტიკაში ანალოგი არა აქვს. აღნიშნულის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაშია დანერგილი და იქაც სერიოზული პრობლემებით მოქმედებს. აშკარაა, რომ საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ რისკებს უქმნის. ასეთ პირობებში, მხოლოდ ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა, ხალხის მთავარი იარაღი კი სიმართლეა, რომლითაც ის სათანადოდ უნდა იყოს აღჭურვილი. ჩვენი მთავარი ინტერესი ქვეყნის გადარჩენაა, თორემ განადგურებულ ქვეყანას გინდა სტრატეგიული და გინდაც არასტრატეგიული პარტნიორი ვეღარაფერში გამოადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად, ხალხი საელჩოს ქმედებებთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობის შესახებ გავათვითცნობიეროთ, რათა სიმართლით შეიარაღებული ხალხის ძალით ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და გადავარჩინოთ. კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა. ისინი ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბელორუსის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე ხანძარი „შემთხვევით გაჩნდა“
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ჰომიელის რეგიონში, პრიბიტკის (ზიაბროვკა) სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქებების შესახებ ინფორმაცია უარყო. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო ბაზაზე სატესტო გაშვებისას ტექნიკის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. სამშაბათს, ჰომიელის აეროპორტში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-76 თვითმფრინავი დაეშვა. აღინიშნა, რომ თვითმფრინავმა აეროპორტი საათნახევრის შემდეგ დატოვა.ამასთან, მედია არ გამორიცხავს, რომ რაკეტების ტრანსპორტირება ხდება ზიაბროვკას აეროპორტში, სადაც კონცენტრირებულნი არია რუსეთის ფედერაციის ძალები. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი ზიაბროვკა ჩრდილოეთ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში (18 მილი) მდებარეობს. რუსეთის ჯარები უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით შევიდნენ, მათ შორის სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ივლისში განაცხადა, რომ ბელორუსის „ზიაბროვკას“ აეროდრომი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. NATO: ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში უკვე აგვისტოში, უკრაიინა იუწყება, რომ ბელორუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი, ელექტრონული ომის სისტემები განათავსა. ამასთან, ბელორუსმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები დააანონსა. ერთობლივი ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნების პირველი ეტაპი 11 აგვისტოსთვის დაიგეგმა. „ამ ქვეყნის [ბელორუსის] ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი. ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და უკრაინაში მის შეჭრაში მთავარი როლი ითამაშა. ივლისში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინა თავისი ქვეყნის ომში ჩათრევაში დაადანაშაულა.
დანია უკრაინას 110 მილიონ ევროს გამოუყოფს
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ დანიამ დამატებით, 110 მილიონ ევროს (113,7 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს უკრაინას „იარაღის, აღჭურვილობისა და წვრთნებისთვის“. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს აქ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტ წვლილზე. რა თქმა უნდა, დანია მზადაა, თავისი წილი ვალდებულება შეასრულოს“, - განაცხადა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე. დიდი ბრიტანეთი უკრაინაში M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გაგზავნას გეგმავს დანიის დედაქალაქში გამართულ კონფერენციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდნენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ასევე ვირტუალურად გამოჩნდა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან
მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება მოხდება, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, მუქარაზე საუბრობს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს მისი სახელით "ფეისბუკზე" ახალი მიმართვა ვრცელდება, რომელშიც გაჟღერებულია ბრალდება მმართველი პარტიის მიმართ და თხოვნა ნათესავებთან, დაიცვან მისი ოჯახი. „კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას - დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი. ასევე მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს - დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“,- წერს გოგაშვილი. ასევე წაიკითხეთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩი მეტალურგიულ გიგანტ Evraz-ის აქტივებს ყიდის
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, მეტალურგიული გიგანტ Evraz-ის აქტივების გაყიდვას ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავს. ამის შესახებ კომპანია განცახდებას ავცელებს. Bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა აქტივები, რომლის გაყიდვასაც აბრამოვიჩი გეგმავს, მოიცავს ელექტრო ფოლადის წარმოებას და ნაგლინი ფოლადისა და მილების ქარხნებს. ფოლადის მწარმოებელი გიგანტი Evraz-ი და მისი მთავარი აქციონერი რომან აბრამოვიჩი გაზაფხულიდან ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. Evraz-ის უმსხვილესი აქციონერები არიან: მილიარდერი რომან აბრამოვიჩი (28,64%) და მისი პარტნიორების სტრუქტურები - ალექსანდრე აბრამოვი (შპს Abiglaze, 19,32%) და ალექსანდრე ფროლოვი (Crosland Global Limited, 9,65%), ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე 2022 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოს დასრულების გადავადება კომპანიამ ითხოვა, რასაც დავთანხმდით
მეტროსადგური „გოცირიძე“ 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა, რასაც დავთანხმდით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოს პროცესში გამოიკვეთა ძალიან დიდი პრობლემა, ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. „მთლიანად დაიშალა არსებული ბაქანი. სამუშაო უნდა დამთავრებულიყო 15 აგვისტოსთვის, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით, რადგან სამუშაოები ბოლოშია მიყვანილი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, სწრაფად გაიხსნას სადგური და მოემსახუროს ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელი სააკაშვილზე: შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩამოგვყავს
"ცენტრ „ემპათიას“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩამოჰყავს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ექსპერტიზა", - ამის შესახებ ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელმა, მარინა ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილია 5 ექსპერტზე განაცხადი, რათა მოხდეს მათი ლიცენზიების აღიარება. “ძალიან ცნობილი ექსპერტები არიან, მათ შორის ცენტრ “ემპათიას” ჩამოჰყავს შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელიც არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის პირადი მრჩეველი. შესაბამისად, ეს იქნება ერთობლივი და მნიშვნელოვანი ექსპერტიზა”, - განაცხადა ჯიშკარიანმა. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა ასევე წაიკითხეთ: მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს
გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ
გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. ის მხარეებს მოუწოდებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. „მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ზაპორიჟიეს ან უკრაინის სხვა ბირთვული ობიექტის ნებისმიერ პოტენციურ დაზიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ უშუალოდ სადგურების სიახლოვეს, არამედ, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ანტონიო გუტერშმა. „დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ესტონეთში შესვლა, ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზებით ეკრძალებათ. სანქცია ძალაში ერთ კვირაში შევა. თუმცა დაშვებულია რამდენიმე გამონაკლისი. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განუცხადა. ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს ამ დროისთვის ესტონეთი უკვე აღარ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლას შენგენის მოქმედი ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ. ესტონეთის მთავარ დიპლომატს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის „ერთ კვირაში ამოქმედდება სანქციები შენგენის ვიზებთან დაკავშირებით, რომელიც ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე გასცა. ვიზები მოქმედი იქნება, თუმცა მისი მფლობელს სანქციები დაუწესდება და ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებს. კერძოდ, მათ ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ“, - განაცხადა მინისტრმა. ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს გამონაკლისებს. ესტონეთში შესვლას რუსეთის მოქალაქეობის მქონე დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები შეძლებენ. ამასთან დაშვებულია ქვეყანაში გადამზიდავების შესვლა, რომლებსაც მოქალაქეები გადაჰყავთ და საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვას ახორციელებენ. ესტონეთში შესვლას შეძლებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთა დაშვებაც ჰუმანიტარული მოსაზრებებითაა შესაძლებელი. ასევე დაიშვებიან ის პირები, ვისი ნათესავებიც ესტონეთის მოქალაქეები არიან ან აქვთ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლება. ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ შეზღუდვა ეხება ესტონეთში გაცემულ შენგენის ვიზებს და აკრძალვა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებზე არ ვრცელდება. თუმცა, მომავალ კვირას ესტონეთის მთავრობა განიხილავს თუ რა გზებით აუკრძალოს შენგენის ვიზის მქონე რუსეთის ყველა მოქალაქეს ესტონეთში შესვლა. შეგახსენებთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, (რომელიც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობს) იან ლიპავსკიმ, ოთხშაბათს მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას, რომელიც ადრე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მიერ იყო შემოთავაზებული. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მოუწოდა შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა ევროკავშირში მოგზაურობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.
ჩორნომორსკის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის გამგზავრება გადაიდო
ჩორნომორსკის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის გამგზავრება გადაიდო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მიზეზი, უამინდობაა. ორი გემი, რომლებმაც გუშინ გაიარეს ინსპექტირება, ახლა უკრაინის მიმართულებით მიცურავს. უკრაინის პორტებში დატვირთვის სამუშაო მიმდინარეობს. უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა 10 აგვისტოს მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა თორმეტმა გემმა უკრაინის პორტები დატოვა და ახლა შვიდი ქვეყნისკენ მიემართება. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.
შოლცი უკრაინას იარაღის მიწოდებას ჰპირდება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს. „გერმანიამ დაარღვია თავისი ტრადიცია და იარაღი გაგზავნა ომის ზონაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში”, - განაცხადა შოლცმა, კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე. ივლისში გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის მიწოდებული ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების სია გამოაქვეყნ. გერმანიის მიერ უკრაინაში დღემდე გაგზავნილი სამხედრო დახმარება მოიცავს: 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს; 500 „სტინგერს", 10 Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცას, 2700 პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემას; ასევე, ანტიდრონის მოწყობილობებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვა იარაღს.
ყაზახეთი თურქეთთან სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლებს იწყებს
ყაზახეთის მთავრობამ თურქეთთან სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგი დაამტკიცა. სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს, ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 10 მაისს ანკარაში მოეწერა ხელი. „შეთანხმების შედეგად, მხარეები შემდეგი მიმართულებით ითანამშრომლებენ: გაცვლიან სადაზვერვო სამხედრო ინფორმაციას და ექსპერტულ შეფასებებს აქტუალურ თემებზე. გაუწევენ მონიტორინგს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში, შეისწავლიან საკითხებს, რაც საფრთხეს უქმნის, რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას. მოხდება ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა საერთაშორისო ტერორისტულ და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობაც შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია“, - ნათქვამია დღის წესრიგში. 11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ,ამ საკითხებზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება
დმიტრო კულება: რუსმა ტურისტებმა არ უნდა იარონ უცხო პლაჟებზე, ღირშესანიშნაობებში, ვიდრე მათი ქვეყანა ევროპაში სისხლიან ომს აწარმოებს
რუსმა ტურისტებმა არ უნდა იარონ უცხო პლაჟებზე, ღირშესანიშნაობებში, მაღაზიებში, რესტორნებში, ვიდრე მათი ქვეყანა ევროპაში სისხლიან დაპყრობით ომს აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად „დევნილთათვის ყოველთვის იქნება პოლიტიკური თავშესაფრის შესაძლებლობა, მაგრამ რუსმა ტურისტებმა სსრკ-ს მაისურებში, „ზეტ“ (Z) ასოებით და ყველა მათნაირმა არ უნდა იაროს უცხო პლაჟებზე, ღირშესანიშნაობებში, მაღაზიებში, რესტორნებში, ვიდრე მათი ქვეყანა აწარმოებს სისხლიან დაპყრობით ომს ევროპაში“, – თქვა კულებამ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკი: რუსეთის ბირთვულ შანტაჟს მსოფლიომ ხისტი სანქციებით უნდა უპასუხოს
რუსეთის ბირთვულ შანტაჟს მსოფლიომ ხისტი სანქციებით უნდა უპასუხოს და აგრესორთან მოლაპარაკებები არ უნდა გამართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოევროპელი პარტნიორების დონორთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მკაცრი სანქციები ბირთვულ შანტაჟზე საუკეთესო პასუხია: „რაც მალე შევაჩერებთ რუსეთს, უფრო სწრაფად იგრძნობს ევროპა და მსოფლიო თავს უსაფრთხოდ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს და ვერ უნდა შეძლონ შეზღუდვების გვერდის ავლა. ბირთვული შანტაჟის პასუხად, მოლაპარაკების ნაცვლად, საჭიროა ხისტი სანქციები „როსატომისა“ და რუსეთის მთელი ატომური სექტორის წინააღმდეგ. „არავის სურს ახალი კატასტროფები. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები 1986 წლის კატასტროფიდან. იმ ათწლეულებიდან, როდესაც რუსეთი ემზადებოდა ამ საზარელი ომისთვის მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ. დონბასში რვაწლიანი ომისა და 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ 170 დღის ტერორიდან. არავითარი თავშეკავება - მხოლოდ სიმართლე. არანაირი შეფერხება, მხოლოდ გადამწყვეტი მოქმედება. არანაირი დაბნეულობა - მხოლოდ თავდაჯერებული ერთიანობა“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა. ზელენსკიმ თავის მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს თავდაცვისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.